ამ თვალით უწვდენელ ჰორიზონტამდე...{46}-{49}
{46} -აი,მეც მოვედიი-კატოს და ნიკუშას მიუახლოვდა ელი. -ჩვენ კიდევ დილიდან აქ ვართ.-"დაგესლა" კატომ. -ელი ნახე ეს playlistია-Ipad გაუწოდა ნიკამ.-რომელიც არ მოგეწონება წაშალე. -ელიზაბეტ,ერთი წუთით-დაუძახა ირაკლიმ.-როგორი ტორტი გინდა? -5 სართულიანი.ერთი სართული შოკოლადის,ერთი ქოქოსის ფანტელებით,ერთი ჟელატინით,ერთი მარწყვის და ბოლო სართული კი ყვავილების თაიგულის.-ირაკლის ასისტენტი ყველაფერს ინიშნავდა.-მოკლედ ჩემ გარეშე ვერავინ ვერაფერს აკეთებს,ამიტომ,მამიკო,ვაფშე ყველა შეიკრიბოს მზარეულიდან დაწყებული DJით დამთავრებული,მაქსიმუმ 15 წუთში.ისედაც 2 დღე დარჩა და თითქმის არაფერია მზად. -კარგი,ელიზაბეტ.ყველა აქ მოვიდეს,ახლავე-დაავალა ასისტენტს ირაკლიმ. 15 წუთში მართალც ყველამ თავი მოიყარა. -მოკლედ,როგორც იცით,2 დღეში მაქვს დაბადების დღე.უკვე ჩვეულებას გვექცა ყოველ წელს წვეულების გამართვა.ახლაც წვეულება უნდა იყოს გრანდიოზული,თანამედროვე,გიჟური,ნუ ძაან გამაგიჟებელი.როგორც ყოველთვის,მეორე დღეს ყველა ჩემზე უნდა წერდეს და ლაპარაკობდეს.ახლა,მზარეულები-აი კერძების სია.დაცვა-სტუმრების სია,გაითვალისწინეთ ვინც სიაში არ არის არავითარ შემთხვევაში არ შემოუშვათ.ბარმენი-სასმელების და კოქტეილების სია.DJ-playlist.რაც შეეხება დიზაინერებს,აუცილებლად უნდა იყოს ცეკვისთვის სივრცე,მრგვალი მაგიდები,საყვავილეებში თეთრი ვარდები ჩააწყვეთ,ზედმეტი ნივთები მოაშორეთ,მოსალოცი სიტყვის წარმოთქმისათვის ტრიბუნა მოამზადეთ,ეს ფარდები შეცვალეთ,ნათელი ფერები გამოიყენეთ,ძაან სიჭრელეც არ გინდათ,თეთრი ფერი მიყვარს სიგიჟემდე ეს გაითვალისწინეთ,დანარჩენი თქვენ უკეთ იცით.პაპარაცებმა არ შემაწუხოს,მხოლოდ ერთი გამორჩეული ფოტოგრაფი და მამ,შენი ნაცნობი რამდენიმე ჟურნალისტი.მგონი სულ ესაა.თუ რამე დაგაინტერესებთ ან დაგჭირდებათ მკითხეთ.დღესვე დაიწყეთ მზადება...კატო,კაბა უნდა ვნახო,სოფიოს ატელიეში მიმყვები.ნიკუშ,სტუმრების სიას გადახედე რა,შენ ყველაზე მარგად იცი ვისი სტუმრობა მესიამოვნება და ვისი არა.ჰო კიდევ,თათა პირველია სიაში.-ელიმ ნიკუშას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და დაქალთან ერთად აგარაკი დატოვა. -აუ,ვნერვიულობ ცოტა-სიტყვა ჩამოაგდო მგზავრობისას ელიმ. -რატო?-გაუკვირდა კატოს. -რავი,ორი წელი აქ არ ვყოფილვარ და იმედია ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართა არ შეცვლილა-აუხსნა დაქალს. -აუჰ,კაი რა,ყველას ისევ ისე მაგრად ევასები-ფანჯარა ჩამოწია მან.-გოგო,დღეს ტელევიზორში გაიჩითე? -ნუ მკითხავ,ერთი ამბავი იყო.სოფიო და ირაკლი გადაირია.ბოლოს ვუთხარი ერთმანეთი გვიყვარსთქო-ყველაფერი დეტალებში უამბო დაქალს. -ვაიმეე-სიცილით სუნთქვა ეკვროდა კატოს.-და წვეულებაზე მოვა? -არამგონია გამოტოვოს-მანქანა გააჩერა. სოფიოს კაბინეტში შეალაჯა. -დე,კაბის ესკიზი მაჩვენე რა-სავარძელში ჩაეშვა ის. -ახლა ვქმნით,შენი მითითები გვაინტერესებს-უთხრა მან. -კაი,ვინც კაბაზე მუშაობს მოვიდნენ და ვეტყვი-თხოვა დედას. 5 წუთში ელის კაბაზე მომუშავე ყველა პერსონალი სოფიოს კაბინეტში გაჩნდა. -პირველ რიგში ნაჭერი უნდა იყოს ნაზი და ცისფერი.კაბა-მარჯვენა მხარეს ღრმად აჭრილი,ზურგი ამოღებული,მაგრამ გაფორმებული.ცოტა გულ-მკერდზეც ჩაჭერით.უმკლავო,მაგრამ გრძელი ხელთათმანებით.კაბა უნდა იყოს სადაც და გაფორმებულიც.მოკლედ ძალიან ლამაზი.ნაქარგებიც მინდა,ვერცხლიაფერი ძაფით.სულ ესაა.-მითითებები მისცა მათ ელიმ.-დე,რას იტყვი? -არაჩვეულებრივია,არვიცი,ყოჩაღ.ვერცხლისფერი და ცისფერი ფერების შეხამება,ღვთაებრივია.-სოფიო გაოგნებულიყო-არ გინდა დაგვეხმარო ხოლმე კოლექციების შექმნისას? -ანუ კაია-გაეცინა ელის.-აბა,კატო,შენ როგორი კაბა გინდა? -მე?-პირი დააღო მან.-არა..მე..იყოს.. -ოო,ისევ დაიწყო.პირველად ხდება ვითომ.-ჩაიცინა ელიზამ.-თქვი როგორიც გინდა და ნებისმიერს შეგიკერავენ. ელის დახმარებით კატოს კაბის ესკიზიც შექმნეს. -უი,რა მალე გავიდა ეს დღეც-ატელიედან გამოვიდა კატო. -ხო-ცას ახედა ელიმ. -მე Luke მომაკითხავს-დაქალს გადახედა კატომ. -მეც შემეძლო შენი გაყვანა-გაეღიმა ელიზაბეტს. -არა სახლში არ მივყავარ.უნდა ვივახშმოთ-აუხსნა მეგობარს. -აუ,ჩემ გამო დაიგვიანე,ხო?ვერ მითხარი?-შეიშმუშნა ის. -კაი ნუ სულელობ-კატომ ელიზას აკოცა.-პაკა. -Luke მომიკითხე-მანქანაში ჩაჯდა ელი. -აუცილებლად-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა კატომ. {47} -პრივეტ,თათა-გადაკოცნა კატომ. -პრივეტ-მიესალმა ისიც. -სალამი ჩემ ძმას-ხელი ჩამოართვა ნიკუშამ Lukeს. -აბა,აქ რა ხდება,ბრატი?-მხარზე დაეყრდნო კატო ნიკას. -რავი ნელ-ნელა ყველაფერი წესრიგში მოჰყავთ-უჩქმიტა მან. -ჩვენი სიურპრიზისთვის მზად ვართ ხო?-გადახედა კატომ იქ მყოფებს. -მე კი-Lukeმ პატარა ყუთი ამოიღო ჯიბიდან. -ვაიმე ჯერ არ მაჩვენო-აკივლდა კატო. -მეც მზად ვარ-ბეჭედი "დააძრო" ნიკუშამაც. -გაგიჟდება ელი-გაიღიმა თათამ. -ჩვენც ეგ გვინდა-გადაიკისკისა კატომ და Lukeს მოეხვია. თათაც ნიკუშას მიეკრა. -დაშორდით ერთმანეთს,ელი მოდის-იყვირა კატომ. ყველა თავის საქმეს დაუბრუნდა. -დილამშვიდობის-მიუახლოვდა მათ ელიზაბეტი.-ყველა აქ ყოფილხართ. -ხო ვემზადებით ხვალისთვის-გაუღიმა კატომ. -მოკლედ თქვენ გარეშე და მეშველებოდა-გარშემო ყველაფერი მოათვალიერა ელიმ.-თათა,შენ როგორ ხარ? -კარგად-გაიღიმა მან. -ჩემი ნიკუშა-ჩაეხუტა ძმაკაცს.-შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარს ეს მაიმუნი. -სიყვარულის ბუშტი გაგისკდა,გოგო?-ჩაიფხუკუნა კატომ. -ოხ,კატო-ყელზე აკოცა ნიკუშას ელიმ.-ახლა ყველაფერს დავხედავ და მერე სახლში უნდა წავიდე.სოფიოს აზრით დღეს კარგი დასვენება მჭირდება.თქვენც წადით მალე ყველაფერი მზად იქნება. -მართალია სოფიო დეიდა-საფეთქელთან აკოცა ნიკუშამაც. -სტუმრების სიას გადახედე?-ახედა ძმაკაცს. -კი-თავი დაუქნია მან. -ვაიმეე,დიზაინერი სადაა?-გადარეული მოშორდა ნიკას. -კიბეებს აფორმებს-უთხრა კატომ.-რაიყო? -საჩუქრებისთვის განკუთვნილი ადგილი მოამზადეს?-აუხსნა ელიმ.-დამავიწყდა თქმა. -ნუ გეშინია,მე ვეტყვი-დაამშვიდა თათამ. -ყველაფერი წესრიგშია,შენ წადი და დაისვენე-მხარზე ხელი დაადო Lukeმ. -Luke მართალია-მხარი აუბა კატომ მას-წამო,მანქანამდე მიგაცილებ. {48} -ელი,მოხვედი?-სამზარეულოდან თავი გამოყო ნათიამ. -კი,ნათ-ჩანთა ჩამოკიდა და ფეხი ლასტებში გაუყარა ელიმ.-დუდი სადაა? -ახლა დავაძინე-უთხრა მან. -აუუ-მაგიდას მიუჯდა ის.-რას აკეთებ? -კრუასანებს-გაუღიმა ნათიამ. -მმ..მე წამოვწვები-ტუჩი მოიკვნიტა ელიმ.-აუ,მერე ამომიტანე რაა.-თხოვა ნათიას და სამზარეულოდან გავიდა. {49} -მამა,გცალია?-კაბინეტის კარი შეაღო სანდრომ. -შემოდი-ნება დართო ალექსანდრემ. -შენი დახმარება მჭირდება-სავარძელში ჩაჯდა სანდრო. -გისმენ-სათვალის ზემოდან გამოხედა შვილს. -შენი ვერტმფრენი უნდა მათხოვო-თითები მაგიდაზე დააკაკუნა მან. -რად გინდა?-სათვალეები მოიხსნა ალექსანდრემ. -აუ,ხო იცი რა.დღეს საღამოს და ხვალ დილით დაგიბრუნებ.-აუხსნა სანდრომ. -აჰამ,გასაგებია,ელიზაბეტის დაბადების დღეა..კარგი,კარგი,ჭკვიანად-გამაფრთხილებლად გადახედა შვილს.-მარტო შენ ვერ განდობ,პილოტიც მოგყვებათ. -რა პრობლემაა-წამოდგა სანდრო.-მადლობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.