შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოიისფრო [8]


12-09-2015, 22:41
ავტორი მარრიამი
ნანახია 3 569

დილა ღიმილით დაიწყო.. მისაღებში ჩაიყვანა ლექსომ, დღეს ბევრი საქმე მაქვსო უთხრა და წავიდა. მთელი დე მარტო რომ არ ყოფილიყო ელოს დაურეკა და მიიყვანა.
ბიჭს სამსახურშიც უნდა მოეგვარებინა საქმე, ბაიას დედასაც უნდა დალაპარაკებოდა და საბუთებიც მოეწესრიგებინა გასამგზავრებლად. ამ დღეებში თებრონე და თათულიც უნდა ჩამოეყვანა ცოტა ხნით, წასვლის წინ მათთან ერთად ყოფნა უნდოდა.

-_-_-_-_-_-_-

კარები გააღო და გაკვირვებულმა შეხედა სიძეს.
- გამარჯობა, შეიძლება?
- გამარჯობა, მობრძანდი _ გაიწია და შეატარა.
- თქვენთან რაღაც საქმე მაქვს და ამიტომ მოვედი.
- ყავის დასალევად რომ არ მოხვიდოდი მივხვდი, გისმენ..
- მაინტერესებს გერმანიაში თქვენც გინდათ თუ არა წამოსვლა..
- შენი აზრით არ მენდომება? _ შეურაცხყოფილი ტონით ჰკითხა.
- არა, მაპატიეთ, კითხვა დავსვი ცუდად, რომ გენდომებათ ამაში ეჭვიც არ მეპარება, ახერხებთ თუ ვერა?
- მოვახერხებ, ჩემი გოგონას გამო ყველაფერს მოვახერხებ..
- ძალიან კარგი, საჭირო საბუთების ჩამონათვალს დაგიტოვებთ ვიზისთვის, როცა ყველაფერს მოაგროვებთ დამიკავშირდით _ ფურცელი მაგიდაზე დადო და კარებისკენ წავიდა. _ ნახვამდის..
- კარგად და მადლობა _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა.

-_-_-_-_-_-_-_-

- რა მაგარია, წარმოიდგინე, სულ მალე ისევ ვისეირნებთ ჩვეულებრივად _ გახარებული იყო ელო..
- ჰო, ძალიან კარგია..
- მაგრამ რომ მიდიხარ ეს არ მომწონს, მე აქ მარტო უნდა დავრჩე..
- რატომ მარტო? ნატას გიტოვებ _ გაუცინა.
- ჰო, თუმცა შენს თავს ვერავინ შემიცვლის, ხომ იცი?
- ვიცი, მაგრამ ერთად რომ ვისეირნოთ, ამისთვის წასვლაა საჭირო..
- ჰო, თან საიმედო ხელში ხარ _ ენა გამოუყო..
- ელოო..
- კარგი, ჩუმად ვარ, მაგრამ მაინც უნდა გკითხო, რას ფიქრობ ლექსოზე?
- არაფერს, ძალიან კარგი ადამიანია..
- ბაია, თავს ნუ ისულელებ, კარგად იცი რასაც გეკითხები..
- არ ვიცი _ ღიმილით შეხედა _ ძალიან შევეჩვიე.
- რომ იცოდე რა საყვარელი ხარ _ გაუცინა ელომ.
- ოო ნუ დამცინი _ გაიბუსხა.
- არ დაგცინი, მართლა საყვარელი ხარ..
- უფრო სულელი _ სევდიანად ჩაილაპარაკა.
- რატომ?
- იმიტომ რომ ამ ყველაფერს შევეჩვიე და ოჯახობანას თამაში გამიტკბა, მაგრამ დიდ ხანს აღარ გაგრძელდება.
- ნუ პესიმისტობ, შენ არ იცი რას ფიქრობს ლექსო..
- კარგი რა, არ ვიცი რას ფიქრობს და ვერც გავიგებ, მე მისი ცხოვრებიდან უნდა წავიდე ელო, მასაც აქვს ბედნიერების უფლება, აქვს უფლება სიყვარულით შექმნას ოჯახი და ჩემი შეჩვევის გამო ამ უფლებას ვერ წავართმევ..
- კარგი, როგორც გინდა _ გაუღიმა _ გავმხიარულდეთ ახლა..

სახლში დაბრუნებულს, ბაიას კისკისი შემოესმა ლექსოს. ერთგბაშად გათბა, გაბედნიერდა.. ემოციებს ახსნას ვერ უძებნიდა, საოცრად მოწონდა მასთან ყოფნა, მისი მწვანე თვალების ცქერა ყველაფერს ურჩევნოდა, არასდროს უგრძვნია თავი ისე კარგად, როგორც მაშინ - ბაია რომ გულზე ჰყავდა მიკრული. „რომ შემეძლოს, შენს ღიმილზე მთელ მსოფლიოს დავთაგავდი“ - გონებაში ამოუტივტივდა ფრაზა სიმღერიდან და გაეღიმა.



მთელ მსოფლიოდ უღირდა ბაიას ერთი გაღიმება. წარმოდგენა არ ჰქონდა რა მოხდებოდა გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მაგრამ უკვე ეძნელებოდა მისი გაშვება, უკვე აღარ უნდოდა მის გარეშე ცხოვრება, აღარ უნდოდა სახლში მისულს, მის ნაცვლად სხვა დახვედროდა.. უცნაური ფიქრების მოსაშორებლად თავი გაიქნია და ოთახში შეაბიჯა.

- გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა ელოს და გადაკოცნა _ დღე მშვიდობის _ გაუღიმა ბაიასაც და თავზე აკოცა.

როგორც კი ლექსო ოთახიდან გავიდა, ელომ გაიცინა და ბაიას ენა გამოუყო. გოგონამ ჯერ შეუბღვირა, შემდეგ კი თვითონაც გაეცინა.

-_-_-_-_-_-_-_-_

ყველაფერი მოაგვარა.. სამ დღეში გაფრინდებოდნენ. მანამდე თებრონე და თათულიც ჩამოიყვანეს ქალაქში, თვალცრემლიანი შეეგება ქალი.
- როგორ გამახარე ბებო, როგორი იმედი მქონდა _ თბილად იკრავდა ბაიას გულში და შუბლზე კოცნიდა. _ აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება, მალე შენი ფეხებით შემოაბიჯებ ჩემს ეზოში. _ გოგოსაც ცოტაღა აკლდა ატირებამდე. გაურკვეველი მომავლის ხსენებამ კიდევ უფრო აუშალა გრძნობები. უნდოდა, როგორ არა, ოცნებობდა იმ ეზოში საკუთარი ფეხით შესვლაზე, მაგრამ შევიდოდა?
თავი მოხუცის კალთაში ედო, ცრემლები კი დაუკითხავად ასველებდნენ მის სახეს.

-_-_-_-_-_-_-_-

აეროპორტში ცრემლებით გააცილა თებრონემ, თბილად ჩაეხუტა თათული.. ელოც ცრემლებად იღვრებოდა..

- უკვე მენატრები, გეფიცები მართლა მენატრები, ვერ წარმომიდგენია შენგან შორს ყოფნა..
- ელო, კარგი რა _ ეცინებოდა მის გულჩვილობაზე _ სულ მალე ჩამოვალ, გპირდები, ისევ ძველი ბაია დაგიბრუნდება..
- ჰო _ ამოისლუკუნა და მიეხუტა.
- აბა შენ იცი, შენი იმედი მაქვს _ ღიმილით მიიხუტა დემნამაც..
- ვეცდები იმედები გავამართლო..
- მე ვიცი რომ გაამართლებ, ყველაზე მაგარი გოგო ხარ _ უჩურჩულა..

გაფრინდნენ.. აეროპორტიდან გამოსულმა გარემო მოათვალიერა.. უცხო იყო ყველაფერი.. ტაქსში ჩასხდნენ და წინასწარ დაქირავებულ სახლში მივიდნენ. ბინა საკმაოდ კომფორტული იყო, ორი საძინებლითმ მისაღებით, სამზარეულოთი, სააბაზანოთი და აივნით. ოთახები ღია ფერებში იყო, ერთი კრემისფერი, მეორე ღია ვარდისფერი, მისაღებიც კაკაოსფერი იყო, ყავისფერი ავეჯით. ერთ კედელთან დივანი იდგა, მის მოპირდაპირე მხარეს ორი სავარძელი, შუაში პატარა შუშის მაგიდა. კედელზე ტელევიზორი იყო.
ერთ ოთახში ელზა და ბაია მოთავსდნენ, მეორეში ლექსო.
სანამ ბაია და დედამისი მოწესრიგდნენ, ლექსომ მზა პროდუქტი აიტანა სახლში და სუფრაც გაშალა. კარებზე მიაკაკუნა და ნებართვის შემდეგ შევიდა.

- ვისადილოთ _ გაუღიმა..
- გამოვალთ _ ღიმილი შეაგება ბაიამაც..
- დე _ ელზას გადახედა, ლექსომ რომ კარები მიიხურა _ ძალიან გთხოვ სახე შეიცვალე რა, არ გინდა ეს ხელოვნურობა ლექსოსთან.
- ხელოვნური არ ვარ ბაია, არ შემიძლია, ვერ გავუღიმებ. მიუხედავად იმისა, რომ ამდენ რამეს გიკეთებს, როგორც შენ აღნიშნავ ამას, მაინც არ შემიძლია.
- გაღიმებას არ გთხოვ, მაგრამ ასეც ნუ უყურებ, სიკვდილმისჯილივით, ეცადე..
- კარგი, ვეცდები..

მშვიდად ისადილეს. მაგიდა ელზამ აალაგა, ლექსო არ დაიხმარა. წყვილი დივანზე იყო მოკალათებული, ერთმანეთის გვერდით და უინტერესოდ შესცქეროდნენ ტელევიზორს.

- ხვალ დილით პირველი ვიზიტი გვაქვს _ გაუღიმა ლექსომ.
- მეშინია _ ღრმად ჩაისუნთქა.
- ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად _ თვალებზე ჩამოყრილი თმა თითით გაუსწორა და სამზარეულოდან გამომავალ ელზაზე გადაიტანა ყურადღება. _ იცით რა? მოდი დღეს გავისეირნოთ, ნელ-ნელა გავეცნოთ მიუნხენის ღირსშესანიშნაობებს.
- გერმანიაში ნამყოფი ხარ? _ გადახედა ბაიამ.
- არა ერთხელ და დანამდვილებით გეტყვით, რომ ერთ-ერთი შესანიშნავი ქალაქია. გავიდეთ?
- მე დავრჩები, დავიღალე, თქვენ გადით _ ჩაილაპარაკა ელზამ.
- დარწმუნებული ხართ?
- კი, წადით თქვენ.
- კარგი, მოვემზადები _ გაუღიმა ბაიამ. ბიჭმა ეტლში გადაიყვანა, დედა მომზადებაში დაეხმარა და გავიდნენ.
- აბა, რა ვნახოთ პირველ რიგში?
- რასაც შენ მირჩევ..
- მაშინ მოდი, ნიმფენბურგის სასახლეში წავიდეთ. შესანიშნავი ბაღები აქვს, მუზეუმებუ, სკულპტურები, ჩანჩქერები, ტბები..
- ყველაფერი იქ ყოფილა თავმოყრილი _ გაეცინა.
- შეიძლება ასეც ითქვას, სხვათაშორის, სასახლე ფერდინანდის ბრძანებით აიგო, რათა მეუღლესთვის საჩუქარი გაეკეთებინა _ ჩაიღიმა ლექსომ..
- საინტერესოა, ვნახოთ..

მოიისფრო [8]


-_-_-_-_-_-_-_-

სასახლეს ულამაზესი პარკი აკრავს გარშემო. ნიმფენბურგისკენ მიმავალ გზაზე გრძელი არხია გაყვანილი, სასახლის წინ კი ტბორია, რომელიც სავსეა იხვებითა თუ გედებით. აღფრთოვანებული შესცქეროდა ბაია ამ ყველაფერს, არ სწყინდებოდა წყალში მყოფი ფრინველების ყურება.

მოიისფრო [8]

სასახლის უკან დიდი ტყე-პარკია. გზის აქეთ-იქით მწყობრადა ჩაწყობილი ხეები საკმაოდ სასიამოვნო სანახავს ხდიდა იქაურობას, მითუმეტეს გაზაფხულზე, ყველაფერი ამწვანებული, ფოთლებით შემოსილი.. აქა-იქ სკამებიც იდგა, ნელა მიუყვებოდნენ გზას, მდუმარედ, სანამ ბაიამ არ დაიწყო ლაპარაკი.

- ულამაზესია აქაურობა.
- მიხარია რომ მოგეწონა.. კიდევ ბევრი ასეთი ლამაზი ადგილია აქ, ასე რომ არ მოვიწყენთ _ გაიღიმა.
- კარგია, პაციენტიც ვიქნები და ტურისტიც _ გაუღიმა.

საღამომდე ისეირნეს, ფართობი კი საკმაოდ ჰქონდათ სასეირნოდ.. გზის უმეტესი ნაწილი სიჩუმეში გაატარეს, თუმცა ხანდახან, რომელიმე მათგანი მაინც წამოიწყებდა ხოლმე საუბარს და თავს ირთობდნენ.

- მოგზაურობა გიყვარს? _ ლექსოს ხმა მოესმა..
- მიყვარს, თუმცა საქართველოს ფარგლებს პირველად გამოვცდი, აქამდე მხოლოდ საქართველოში მოგზაურობა მიყვარდა, თითქმის ყველა კუთხე მქონდა ნანახი, ყველა ადგილი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გარდა _ ღიმილით ჩამოარაკრაკა _ ახლა უკვე რაჭაც ნანახი მაქვს, მხოლოდ ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი დამრჩა.
- ეგ ოცნებაც ავასრულოთ საქართველოში დაბრუნების შემდეგ..
- ავასრულოთ _ ბედნიერს ჩაეღიმა. _ შენ? გიყვარს მოგზაურობა?
- საკმაოდ, ბავშვობიდან დავიწყეთ მე და დემნამ საქართველოს მოვლა და ნელ-ნელა მსოფლიოზეც გადავედით _ გაეცინა.
- ანუ შენ და დემნა ბავშვობიდან მეგობრობთ?
- ფაქტობრივად დაბადებიდან ერთად ვართ..
- ძალიან მაგარია, როგორც მე და ელო..
- ჰო, ბედნიერებაა ასეთი ახლო მეგობარი, დემნამ, თებრომ და თათუმ გადამატანინეს ყველაფერი..
- ერთმანეთის შესახებ საერთოდ არაფერი არ ვიცით..
- შეგვიძლია ნელ-ნელა შევავსოთ ინფორმაციები..
- ჰო, მაშინ გისმენ, დაიწყე..
- რა დავიწყო?
- მომიყევი შენს თავზე, რა გადაიტანე დემნასთან ერთად, საერთოდ როგორია შენი ცხოვრება?
- ჩამოვსხდეთ ცოტა ხნით..
- კარგი _ გაუღიმა..
- არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მერე უკვე ჩვეულებრივი მოზარდი, არასდროს მისწავლია ძალიან კარგად, მაგრამ ვსწავლობდი ისე, რომ მყოფნიდა, ჩასაბარებლადაც მეყო, უმაღლესის დასამთავრებლადაც, დასაქმებას არ ვჩქარობდი, მამის იმედი მქონდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ეს იმედი უკვალოდ გაქრა.. ყველაზე მტკივნეული პერიოდი მშობლების დაკარგვა იყო, ფაქტობრივად მაშინ გავიზარდე, იქამდე ისევ თინეიჯერი ვიყავი.. რომ გავიგეთ დედა ორსულად იყო, ბედნიერებისგან დავფრინავდით ყველა.. რას წარმოვიდგენდით ასეთი შედეგი თუ მოჰყვებოდა. 39 წლის იყო მაშინ, არ შეშინებია იმის თუ რა მოხდებოდა, თვითონაც ბედნიერი იყო თათულის არსებობით, მაგრამ, როდის რა შეიცვალა ვერ გავიგეთ.. ექიმი გამოვიდა და მოგვისამძიმრა, თან თათუს დაბადება მოგვილოცა.. ერთბაშად იმხელა შოკი იყო ყველასთვის, მაშინ როცა არ ელოდები და ადამიანის სიკვდილს გაცნობებენ..მერე იყო მომსახურე პერსონალის წინააღმდეგ აღძრული საქმე, მაგრამ ამან არაფერი შეგვმატა, საქმეც ფაქტობრივად ყველაფრის გამოუძებლად დაიხურა.. ამ მდგომარეობაში ერთადერთი ვინც საღი გონება შეინარჩუნა, თებრო იყო.. მამას ვეღარ ვცნობდი, მამას კი არა საკუთარ თავსაც ვეღარ ვცნობდი.. არც თათულისკენ მიმიწევდა გული, პატარა ბავშვივით მას ვადანაშაულებდი დედის დაკარგვაში.. მერე..მერე სულ მალე დედას მამა მიჰყვა ავარიაში.. კიდევ უფრო დიდი შოკი და თავზე დაქცეული იმედები შემრჩა ხელთ.. მერე უკვე მართლა გავიზარდე.. მივხვდი, რომ მხოლოდ თებრო ვერ გასწვდებოდა ყველაფერს, ვერ შეძლებდა ჩემი ტკბილი მოხუცი ამდენს.. ოჯახურ ბიზნესს მე ჩავუდექი სათავეში, თათულიც ვნახე, გავბედე და მივეფერე.. როგორც კი შევეხე მაშინვე ყველაფერი შეიცვალა და ახლა უკვე მე მტანჯავდა დანაშაულის გრძნობა, დედის დაკარგვა რომ ამ პატარას დავაბრალე.. დემნა? დემნა ერთი წამითაც არ მომშორებია გვერდიდან, მე გვერდში მედგა ძმასავით, თებროს შვილიშვილით, არ მაძლევდა უფლებას რაიმე სისულელე ჩამედინა.. თათულისთანაც მისი ლექციის შემდეგ მივედი.. დროც გავიდა და ტკივილსაც შევეჩვიეთ, დანაკლისსაც, დაკარგულ იმედებსაც.. დღეს უკვე ასე ვყვები ჩემს ამბავს.. სულ ესაა რაც შემიძლია გითხრა, ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებული, გაშავებული დღეები თათულიმ გამიფერადა, ახლა უკვე შენც _ დაბალ ხმაზე დაამატა ბოლოში და ბაიას ახედა..

მოიისფრო [8]


- ლექსო, არც კი ვიცი რა გითხრა _ თვალები ჩაწითლებოდა გოგონას..
- შეგიძლია არაფერი მითხრა, შენ გაინტერესებდა, მეც მოგიყევი..
- ჰო.. ძლიერი ადამიანი ხარ.. თებროთი კი უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ..
- ადამიანი ყველაფერს უძლებს ბაია, ყველაფერი გამოსდის თუ მოინდომებს..
- ამას ჩემს გასაგონად ამბობ არა? _ გაუღიმა..
- ჰო, შენს გასაგონადაც..
- წავიდეთ ხომ?
- წავიდეთ.. _ წამოდგა და ეტლის სახელურებს ჩაეჭიდა _ ბაია _ თბილად წარმოთქვა მისი სახელი _ შენ ჩემი ცხოვრება მოიისფრო გახადე _ ჩუმად ჩაილაპარა.. ჩაეღიმათ..
_________-
ესეც მერვე.. ბოდიში, რომ გუშინ ვერ დავდე, უბრალოდ მართლა ვერაფერი დავწერე, არ ვიცი რა მჭირდა, აი ასე ვიჯექი და თავში არც ერთი სიტყვა არ მომდიოდა.. მადლობა რომ კითხულობთ, მათბობთ თქვენი კომენტარებით.. ველი შეფასებას..



№1  offline მოდერი ლილიანა

კარგი იყო,და უფრო ამ თავის გაფორმებებმა მომხობლა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი mariami99

კარგიაა ნწმდვილად. ძალიან მომწონს მაგრამ წყვილი უფრო კარგად რომ დწგვანახო შესანიშნავი იქნება. არც ვნება არც არაფერი. რავიცი. ეს ჩემი აზრია

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

ძალიან კარგი გოგო ხარ. ხომ გითხარი თავისით მოფრინდება ეგ არსადგასაფრენი მუზათქო. არასდროს დაატანო თავს ძალა.
მეგონა ბაიაც უამბობდა რამეს საკუთარ თავზე, მაგრამ არაუშავ, ასეც კარგი იყო.
თავი გაგიმრავალფეროვნებია მიუნხენის ხედებთ და მომეწონა ძალიან.
არც შემდეგზე იჩქარო, გელოდები მოთმინებით <3

მოწონდა არა - მოსწონდა ^^

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

საინტერესო იყო,მაგრამ თითქოს რაღაც აკლია.ალბათ,უკეთესი იქნება თუ ვნებასაც დაგვანახებ.ერთმანეთის შეჩვევის გარდა ალბათ სხვა რამესაც გრძნობენ.

 


№5  offline წევრი kurt cobain

drunkinlove
საინტერესო იყო,მაგრამ თითქოს რაღაც აკლია.ალბათ,უკეთესი იქნება თუ ვნებასაც დაგვანახებ.ერთმანეთის შეჩვევის გარდა ალბათ სხვა რამესაც გრძნობენ.

სულ ვნებაზე რატო ფიქრობ. არაა ეს ისტორია ისეთირომ ვნებაზე ილაპარაკო,ვერ ხვდები?
ყველაზე სუფთა და წმინდა გრძნობებითაა სავსე და ასეთ გრძნობასთან ხორციელ ვნებას საერთო არაფერი აქვს!

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

kurt cobain
drunkinlove
საინტერესო იყო,მაგრამ თითქოს რაღაც აკლია.ალბათ,უკეთესი იქნება თუ ვნებასაც დაგვანახებ.ერთმანეთის შეჩვევის გარდა ალბათ სხვა რამესაც გრძნობენ.

სულ ვნებაზე რატო ფიქრობ. არაა ეს ისტორია ისეთირომ ვნებაზე ილაპარაკო,ვერ ხვდები?
ყველაზე სუფთა და წმინდა გრძნობებითაა სავსე და ასეთ გრძნობასთან ხორციელ ვნებას საერთო არაფერი აქვს!

სულ ვნებაზე არ ვლაპარაკობ,ქალბატონო..საკუთარი აზრი გამოვთქვი და არა მარტო ჩემი..
არაფრის მტკიცებას არ დავიწყებ.აზრის თავისუფლება ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent