შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამ თვალით უწვდენელ ჰორიზონტამდე...{50}


13-09-2015, 13:39
ავტორი Anonymous^^
ნანახია 2 268

{50} (დასასრული)

სანდრო აივანზე აძვრა და ოთახში ჩუმად შეიპარა.გაუმართალ,ელის ღრმა ძილით ეძინა.სამუშაო მაგიდიდან ფურცელი და კალამი ამოიღო:"არ ინერვიულოთ,დღეს კატოსთან დავრჩები,ხვალ საუზმის შემდეგ დავბრუნდები."ორად გაკეცა,ტუმბოზე დადო.მერე ელის მობილური აიღო და კატოს დაურეკა.
-ხო,ელ,რა იყო?-მალევე უპასუხა მან.
-სანდრო ვარ,თუ რამე ხვალ საუზმემდე ელი შენთანაა,გასაგებია?-უთხრა ჩურჩულით.
-რა?რატო?-იკივლა კატომ.
-ასეა საჭირო.დღეს თუ დაგირეკავენ ძინავს,დილით შხაპს იღებს ან რამე მოიფიქრე რა.-დაავალა სანდრომ და ყურმილი დაკიდა.
საწოლს მიუახლოვდა და ელის თვალები აუხვია."მაპატიე,ელ,საჭიროება მოითხოვს."პირიც აუკრა და ხელები გაუთოკა.ფრთხილად აიყვანა ხელში.აივანზე გავიდა."უნდა გადავხტეთ,არ შეგეშინდეს."მძინარე ელი დაამშვიდა და ისკუპა.ეზო გადაკვეთა,მანქანის კარი გააღო.ელიზაბეტი უკანა სავარძელზე დააწვინა,თვითონ საჭეს მიუჯდა და ასლანიკაშვილების სახლი უკან მოიტოვა.
"რა ღრმა ძილი გცოდნია."ჩაიღიმა და ელი გადმოიყვანა,როცა დანიშნულების ადგილთან მივიდნენ.
-ყველაფერი რიგზეა?-ჰკითხა პილოტს. მან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.-მაშინ პარიზისკენ.
ელიზა სპეციალურად მოწყობილ სავარძელში კომფორტულად მოათავსა და ღვედი შეუკრა.ცოტახნით თვითონაც დაიძინა.
-დაშვების დროა-გაღვიძებისთანავე ჩაესმა პილოტის ხმა.
-უკვე?ძალიან კარგი-გადახედა ელის.საათზე დაიხედა."23:55"-კარგ დროს ჩამოვედით.
დაშვებამ წარმატებით ჩაიარა.დაქირავებული მანქანა ადგილზე იყო.ელი ჩააჯინა თუ არა გაეღვიძა.გაკვირვებულს ელდა ეცა.ვერც რამეს ხედავდა და ვერც ლაპარაკობდა.ხელის განძრევა სცადა,მაგრამ გათოკილი ჰქონდა.კივილი დაიწყო.
სანდრომ მანქანას მოუარა და მეორე მხრიდან ჩაჯდა.
-ეიფელის კოშკთან-ჩუმად გადაუჩურჩულა მძღოლს.ხმა შეიცვალა და ელის მიუბრუნდა-ნუ გეშინია,არაფერს დაგიშავებ.
ელიზაბეტი ისევ გაჰკიოდა.
-თუ კივილს შეწყვეტ პირს გაგიხსნი-გაეღიმა სანდროს.
ელი წამსვე გაჩუმდა.
-სად ვარ?ვინ ხართ?ან რა გინდათ?-იყვირა როგორც კი პირი გაუხსნეს.
-ყველაფერს მალე გაიგებ-ისევ აუკრა პირი.
მანქანა ეიფელის კოშკთან გაჩერდა.სანდრო გადავიდა და ელიც ფრთხილად გადაიყვანა.ის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა.-"საიდან მეცნობა ეს ხმა."-თან ფიქრობდა გულში.
-აქ დაგველოდეთ-სანდრომ მძღოლს უბრძანა და კარი დახურა.საათზე დაიხედა."00:03"
-დაბადების დღეს გილოცავ,ელი-ცხვირზე აკოცა.
ჯერ პირი გაუხსნა,მერე კი ხელები და ბოლოს თვალიც აუხილა.
ელიზაბეტი თვალებს არ უჯერებდა.
-არა,არა ესეც პლაკატია..უეჭველი კედელზე გამიკარი ოთახში,ხო?-გაოგნებული გახედავდა ხან უკან მდგარ სანდროს,ხან კიდევ მის წინ აღმართულ უზარმაზარ ეიფელის კოშკს.
-კი,მაგრამ აქ საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა მოვსულიყავი-როგორც იქნა რეალობას თვალი გაუსწორა მან.
-და აი,მოხვედი კიდეც.-სანდრომ უკნიდან ხელები შემოხვია და ელის სურნელით ფილტვები აივსო.-ჯერ ხიდზე წავიდეთ და მერე ფოტოებიც გადავიღოთ,კაი?
-კაი-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ელიზაბეტი.-ყველაზე მაგარი დაბადების დღეა რაც კი აქამდე მქონია.
ასე ხელჩაკიდებული დასეირნობდნენ პარიზის ქუჩებში,თან უამრავს ფოტოს იღებდნენ.
ბოლოს Passerelle leopold-Sedaŕ-Senghor ის ხიდზეც მივიდნენ და სიმბოლურად ჩამკეტი ჩამოკიდეს,რომელზეც მათი ინიციალები იყო ამოტვიფრული.
-გიჟი ხარ-ხელები მხრებზე დაადო ელიმ სანდროს.
-ცხოვრებას უხდება სიგიჟე-სანდრომ კი ხელები წელზე შემოხვია და მის ბაგეებს დაეწაფა-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ-გაიღიმა ელიმ და საყვარელ ადამიანს მიეკრო.
სანდროს სხეულში სითბო ჩაეღვარა,როცა ელის სიტყვები მოისმინა.
-ახლა მთავარი ნაწილი-ხელი ჩაჰკიდა და მანქანასთან დაბრუნდნენ.
დანელიამ თეთრი ვარდების უზარმაზარი თაიგული გადმოიღო.
-რას იტყვი?-ჰკითხა ელის.
-ხო იცი როგორც მიყვარს თეთრი ვარდები-ხელში ძლივს იჭერდა ის.
-კარგად დააკვირდი თაიგულს-გაუღიმა სანდრომ.
ელი ათასობით ვარდს დააკვირდა და შუაგულში მოთავსებულ მბზინავ თვალს მოჰკრა თვალი.თაიგულიდან ბრილიანტის ულამაზესი ბეჭედი ამოიღო,რომელსაც პატარა ბარათი ჰქონდა მიმაგრებული:"ცოლად გამომყვები?"ამოიკითხა,სანდროს გახედა,მერე ისევ ბარათს დააშტერდა და მეორე გვერდე წარწერა შენიშნა:"უბრალოდ გაიღიმე და თქვი კი."ელიმ გაიღიმა,სანდროს მიუახლოვდა.
-გამიკეთებ?-ხელი გაუწოდა.
-თანახმა ხარ?-კიდევ ერთხელ ჰკითხა სანდრომ.
-კი,კი თანახმა ვარ-ხმამაღლა წარმოთქვა ელიმ.
სანდრომ ბეჭედი გამოართვა და თითზე გაუკეთა.
-გავა დრო და ჩვენ ამბავს ჩვენს შვილებს მოვუყვებით-გულზე მიიკრა საცოლე სანდრომ.
-მე სამი შვილი მინდა-გაიღიმა ელიმ.-ბიჭი,გოგო და ბიჭი.
-მეოთხე გოგოზე რას იტყვი?-აკოცა ელიზაბეტს.-ის "მამას გოგო" იქნება.
-თანახმა ვარ.-სანდროს ბაგეებს თავისი ბაგეები შეახვედრა.
-ჩვენი სიყვარული ისტორიას დარჩება...-გაიღიმა სანდრომ და კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრა თავისი საცოლე...
-დე,მერე რა მოხდა?-ქერა ხუჭუჭთმიანმა გოგომ ცისფერი თვალები მიაპყრო დედას.
-საღამოს სასტუმროში დარჩნენ,დილით კი უკან დაბრუნდნენ.არაჩვეულებრივი წვეულება გაიმართა.მთელი ერთი თვე აქტუალური თემა იყო.ამ საღამოს ექვსმა ადამიანმა დაუკავშირა თავისი ბედი ერთმანეთს:ნიკუშამ თათას სთხოვა ხელი,Lukeმ-კატოს,სანდრომ და ელიმ კი ყველას აცნობა მიღებული გადაწყვეტილება.ერთ თვეში სამი წყვილი ერთად დაქორწინდა.ნამდვილი ბუმი იყო.ულამაზეს,ვერცხლისფერ კაბაში გამოწყობილი ელი საკურთხეველთან მამამ მიაცილა და სანდროს ჩააბარა.
-დე,ელიმ როგორ თქვა?
-"ჩვენ ურთიერთობას წერტილი იმდენჯერ დავუსვი მრავალწერტილი გამოვიდა და გავაგრძელე."
-ბოლომდე ერთად იყვნენ?
-კი,სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყვნენ და ერთმანეთი უყვარდათ ერთმანეთზე მეტად.
-წერომ მართლა ოთხი შვილი მიუყვანა?
-კი,დედი,ორი ბიჭი და ორი გოგო-შვილის ნათქვამზე გაეცინა მას.
-დე,შენ ხო "სანდროს გოგო" ხარ?
-კი,მე მათი მეოთხე შვილი ვარ.-შვილს აკოცა და საბანი გადააფარა.-ახლა დაიძინე.
-დე,მეც ხო ელი მქვია?
-ჰო,ჩემი პატარა ელიზაბეტი ხარ.
-როცა გავიზრდები მეც ვიპოვი სანდროს?
-იმედია,ელი...

The End (დასასრული)

----------------
მოკლედ დასრულდა ჩემი ნაწარმოებიც :)
ახლა მაინც დატოვეთ თქვენი აზრი კომენტარებში...მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ.მირჩიეთ კიდეც რაიმე.
უმორჩილესად გთხოვთ. :)
მადლობთ,რომ კითხულობდით <3 <3



№1 სტუმარი Natia

kargi iyo chemo kargooo.... Kidev velour axal istoriass....

Kargi iyo chemo kargooo... Velit axal istoriebs...

 


№2  offline წევრი Anonymous^^

Natia
kargi iyo chemo kargooo.... Kidev velour axal istoriass....

Kargi iyo chemo kargooo... Velit axal istoriebs...

მადლობ :* აუცილებლად :* ყველანაირად ვეცდები ახალი ისტორია მალე შემოგთავაზოთ :)

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

იციი... მთელი გულით ვკითხულობდი. .. სულ გელოდი... მახარებდიი... ცოტა შეცდომებიც იყო.ამ თავშიც მაგრამ ეგ არა უშავს. დასასრულს უკეთეს ვერც კი დაწერდი. მაგრამ მაინც ყოჩაღ და ბრავო...

 


№4  offline წევრი Anonymous^^

terooo
იციი... მთელი გულით ვკითხულობდი. .. სულ გელოდი... მახარებდიი... ცოტა შეცდომებიც იყო.ამ თავშიც მაგრამ ეგ არა უშავს. დასასრულს უკეთეს ვერც კი დაწერდი. მაგრამ მაინც ყოჩაღ და ბრავო...

ვაიმე,არ ვიცი რა გითხრა...ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარა შენმა სიტყვებმა...ძალიან,ძალიან დიდი მადლობა,ჩემო კარგო...ჰომ,ვიცი და მომიტევეთ ეს შეცდომები :) :* :* <3 <3

 


№5  offline წევრი nini :)

აი ძაან ძაან ძაან მაგარი იყო ძაან მომეწონა love

 


№6  offline წევრი Anonymous^^

nini :)
აი ძაან ძაან ძაან მაგარი იყო ძაან მომეწონა love

დიდი მადლობა ♡♡♡

 


№7 სტუმარი უბრალოდმკითხველი????

საოცეებაა მართლაა ძალიან მომეწონაა ????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent