შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ზმანება (2 ნაწილი)


13-09-2015, 14:22
ავტორი ანკა
ნანახია 6 308

-სად ცხოვრობ? - მკითხა უკვე ნაცნობმა და გვერდზე ამომიდგა.
-აქედან არც ისე ახლოს... - ამოვიოხრე და გზას გავხედე. - ფეხით ვერ წავალ, ტაქსის გავაჩერებ... - მივუბრუნდი უცნობს და შემდეგ ტაქსის ძებნა დავიწყე.
-მიგაცილებ სახლამდე - თქვა და თვალებში ჩამხედა.
-საერთოდ არ გიცნობ და რატომ უნდა გენდო... - ვკითხე დაეჭვებით.
-ჩემი სახელი ხომ იცი - მხრები აიჩეჩა უდარდელად.
-ეგ არაფერს არ ნიშნავს...
-აბა რას აქვს მნიშვნელობა? - მკითხა ჩაფიქრებულმა.
-არ ვიცი... რაღაცას, რაც ადამიანში ნდობას გამოიწვევს - ვუპასუხე ოდნავ დაბნეულმა.
-ანუ შენში უნდობლობას ვიწვევ - ჩაიცინა და ძირს დაიხედა.
-მე ეგ არ მითქვამს - ვთქვი და მის მზერას თვალი გავუსწორე.
-ხომ მითხარი არ გენდობიო - გაიკვირვა და კითხვისნიშნიანი მზერა მომაპყრო.
-იმიტომ რომ არ გიცნობ. უცნობების მიმართ დიდი ნდობით არ ვარ განწყობილი და მგონი ეს ცუდი არაა... - ვუპასუხე და მხრები ავიჩეჩე.
-არ გინდა გამიცნო? - მკითხა და გამიღიმა. რა ლამაზი ღიმილი ჰქონია... არა, უნდა ვაღიარო, ძალიან სიმპატიურია... კაშკაშა ლურჯი თვალები, მუქი ქერა, თითქმის ყავისფერი თმები, განიერი მხარ-ბეჭი და სავარაუდოდ დაკუნთული სხეული...
-ამმ... - დავიბენი და ხმა ვეღარ ამოვიღე. შემდეგ ჩაიცინა და მზერა ისევ ასფალტს გაუსწორა.
-პრინცესები ცუდ ბიჭებთან საქმეს არ იჭერენ ხომ?
-რა? - ვკითხე გაკვირვებულმა.
-რა გაგიკვირდა - მხრები აიჩეჩა და ტაქსი გააჩერა.
-საიდან მოიტანე რომ პრინცესა ვარ...
-ჩაჯექი - ჩემი კითხვა დააიგნორა და კარი გამიღო. თვითონ მძღოლის გვერდზე მოთავსდა. ტაქსისტს მისამართი ვუკარნახე და ფანჯრიდან გავიხედე. როდესაც მივედით, ფული დემემ გადაიხადა, შემდეგ კარი გამიღო და მეც გადმოვედი.
-ხომ გითხარი პრინცესა ხარ-მეთქი - ჩაიცინა და ჩემს სახლს გახედა.
-ჟასმინს ალადინი შეუყვარდა... - ვთქვი ჩაფიქრებულმა. მეც არ ვიცი რატომ, უბრალოდ ბაგეებს წამოცდა. ჯერ გაკვირვებულმა შემომხედა, მცირე დუმილის შემდეგ კი დაამატა
-ეგ ზღაპრებია... არ მეგონა ასეთი პატარა გოგო თუ იყავი. სიმართლე გითხრა, ახლა უფრო მიკვირს იმ კლუბში რა გინდოდა - ჩვეულად ჩაიცინა და თვალებში შემომხედა.
-პატარა არ ვარ, 16 წლის ვარ... - ვუპასუხე გაბედულად.
-ასაკი მთავარი არაა... მე ასე მიმაჩნია.
-შენ რამდენი წლის ხარ? - სიზმრიდან გადმოსული უცნობით დავინტერესდი და მის პასუხს დაველოდე.
-მე 19-ის.
-და უკვე მოასწარი „ცუდი ბიჭი“ გამხდარიყავი? - ვკითხე ირონიულად და ბოლო სიტყვები მკაფიოდ წარმოვთქვი.
-აქ მოსასწრები არაფერია. ან ქუჩაში ხარ ან მილიონიან სახლში
-ასეთი ჩამოყალიბებული შეხედულებები გაქვს? - ვკითხე დაინტერესებულმა.
-ეს ცხოვრებაა, რომელსაც პრინცესები ვერ ხედავენ... - ღრმად ამოისუნთქა და ისევ მე შემომხედა.
-რა გადაეკიდე ამ პრინცესას - წარბები შევჭმუხნე უკმაყოფილოდ.
-პრინცესა ხარ და იმიტომ. კარგად... - ჩაიცინა, დამემშვიდობა და წავიდა... ჭიშკარი დაცვამ გამიღო. დაფიქრებულმა შევაბიჯე სახლში და ჩემს ოთახს მივაშურე.
-ნიტა, შენ ხარ? - გამომძახა დედაჩემმა.
-ხო... - ვუპასუხე კიბეებზე მყოფმა და სიარული განვაგრძე. ისევ ოთხი კედელი... ოთხი თეთრი კედელი და თიკას მონატრება... გული დამიმძიმდა და შემეკუმშა. მომინდა მეტირა, მაგრამ თავის შეკავება ვარჩიე. საწოლზე ჩამოვჯექი და ფეხები კომფორტულად ავკეცე. „ეს ცხოვრებაა, რომელსაც პრინცესები ვერ ხედავენ...“ ჰმმ... ეს ზედმეტსახელი რატომღაც არ მესიამოვნა... ანდაც რა ცხოვრებას ვერ ვხედავ? გაჭირვებულს? შეიძლება... ისე, რომ დავუკვირდე, მართლაც ასეა... მე არ ვიცი როგორია დღედაღამ ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობა და ზამთარში ცივ კუთხეში შეყუჟულს ქუჩაში ძილი... თანაც ცუდი ბიჭიო... რა ეტყობა ახლა მას ცუდი ბიჭის? ჩემთან ძალიან ზრდილობიანად იქცეოდა... არ ვიცი... მაგრამ ყველაზე მეტად ის მიკვირს, რომ ახლა თიკაზე კი არა, რამდენიმე საათის წინ გაცნობილ პიროვნებაზე ვფიქრობ. თუმცა ამას აზრი არ ააქვს... მას ხომ მეორედ ვეღარც შევხვდები... ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომიყვანა, თათია იყო...
-ნიტა, სად წახვედი? იმდენი ვინერვიულე... მერე დემემ მითხრა, რომ სახლამდე მიგაცილა - მომაყარა ერთიანად.
-ხო, ყველაფერი კარგადაა არ ინერვიულო - დავამშვიდე დაქალი.
-აბა, მოგეწონა? - მკითხა ინტრიგულად.
-ვინ?
-დემე... - გაიკვირვა და ჩემს პასუხს დაელოდა.
-აა... ხო, რავი... ნორმალური ბიჭია მგონი... - ვუპასუხე და მხრები ავიჩეჩე, თითქოს თათია დაინახავდა.
-მაგასთან რამე სერიოზული არ იფიქრო... უბრალოდ საწოლში თუ გაერთობი... თან არც მდიდრები არიან, ასე რომ... - ამოიოხრა და სათქმელი აღარ დაასრულა.
-კარგი, მაგას მნიშვნელობა არ ააქვს... შენ რა ქენი, როგორ ხარ? - საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე და მობილურზე თითები ავათამაშე...
-ცოტა მეტკინა, მაგრამ მერე ძალიან მაგარი იყო - მიპასუხა აჟიტირებულმა.
-ასე არ უნდა მოქცეულიყავი... - ვუსაყვედურე უკმაყოფილოდ.
-არაფერს არ ვნანობ. ეს ჩემი ცხოვრებაა და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ...
-კარგი... მიხარია რომ არ ნანობ... - ამოვიოხრე და საწოლზე გადავწექი.
-დღეს არ გინდა წამოხვიდე?
-სად?
-ვიღაც ტიპი წვეულებას აწყობს სახლში... მაგრად გავერთობით...
-არ მინდა, კლუბები და ეგეთი წვეულებები საჩემო არაა... - ვუპასუხე უხასიათოდ.
-კარგი, როგორც გინდა... დროებით. - ჩამძახა და გამითიშა.

.....დემე.....
სახლში მიმავალ ნიტას მივუბრუნდი და მანამ ვუყურე, სანამ თვალს არ მოეფარა. ვერ წარმომიდგენია, რომ ის თათას მეგობარია. თათია ნამდვილი ქუჩის ქალია, ეს კი... არაა ასეთი, საერთოდ სხვანაირია... ცოტა სევდიანი, მაგრამ ბავშვური და სუფთა... ღმერთო, რეებზე ვფიქრობ! ალბათ გადაღლილობის ბრალია... თანაც გუშინ დივანზე წოლამ ზურგი მატკინა... ალბათ სჯობს ცოტა გავხურდე... მის სახლთან ახლოს ერთი ჩიხი იყო... ძველი მილები ისე იყო გაყვანილი, რომ ტურნიკის ფუნქციას შეასრულებდა. მტვრიან გზას გავუყევი, უშველებელი კორპუსების შუაში მიმავალს, და ჩემს სავარჯიშო ადგილსაც მივაგენი. ცუდია სიღარიბე... მილს დავეკიდე და ოცჯერ შეუჩერებლად ავიწიე... შემდეგ ჩამოვხტი და იქვე ცოტა გავიარე. მახსოვს ადრე, დედა რომ გარდამეცვალა, სანუგეშოდ ეს ადგილი ვიპოვე... ეს ადგილი მაძლევდა ძალას და ამავდროულად მეხმარებოდა ემოციებისგან დავცლილიყავი. ვარჯიშისგან დაღლილი იქვე კუთხეში ჩამოვჯდებოდი ხოლმე და თვალებს ვხუჭავდი... უბრალოდ დედაჩემის სახეს წარმოვიდგენდი კიდევ ერთხელ, რომ არ დამვიწყებოდა... ამ უდიდესი ტკივილის დაძლევაში მაშინ მე ვარჯიში დამეხმარა... მისი საშუალებით ვახერხებდი კონცენტრირება სხვა რამეზე მომეხდინა და ნახევარი ან ერთი საათით სამყაროს გამოვთიშვოდი... ახლაც ასე მოვიქეცი. იმდენი ვივარჯიშე სანამ ენერგია სულ არ გამომეცალა და კუთხეში ჩამოვჯექი.
-ეე, მანდ ვინაა? - გავიგე ვიღაცეების ხმა და ფეხზე წამოვდექი. შორიდან ნაცნობი სილუეტები გავარჩიე და მომლოდინე მზერა მივაპყარი. - აქ არ გელოდით ბრატ! - ძმაკაცურად დამიტყაპუნა მხარზე ხელი ვახომ.
-ვვარჯიშობდი - ვუპასუხე მოკლედ და მზერა სხვა ბიჭებზე გადავიტანე. მათგან ვახოს მეტს არავის ვიცნობდი. ალბათ, არც იყო საჭირო...
-ჩვენც ვიკაჩავებთ ცოტას და მერე ქალებში დავაწვეთ. ხომ წამოხვალ? - მომიბრუნდა ვახო.
-იასნა - ვუპასუხე და მეც ვარჯიში დავიწყე...
არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ ქალის მაგივრად, რომელსაც საწოლში ვკოცნიდი მინდოდა ნიტა ყოფილიყო. ალბათ რა მშვენიერი იქნება... ისედაც ლამაზი იყო იმ კაბაში, მაგრამ... სწორი, ლამაზი ფეხები, გამოყვანილი წელი... მოკლედ, ყველაფერი იდეალური ჰქონდა... ჩემი ფიქრები მალევე უკუვაგდე. ნიტა არაა ისეთი გოგო ვინმემ საწოლში ერთი ან თუნდაც ორი დღით რომ ჩაიგოროს... რაღაცნაირად სუფთა არსებაა... გუშინ ხელში რომ ავიყვანე მისი პატარა სიფრიფანა სხეული გაშვება არ მინდოდა. ისეთი სასიამოვნო სურნელი ჰქონდა, რომ არასდროს დამავიწყდება, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ მთელი დღეა იმ გოგოზე ვფიქრობ! თავი გავაქნიე და ქალს თავი მივანებე.
-რა გჭირს? - მკითხა ნაზი ხმით და ზურგზე შიშველი ამეკრა.
-არაფერი, უბრალოდ ხასიათზე არ ვარ... წავალ მე... - ფეხზე წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე.
-ასე მალე მტოვებ? - ტუჩები დაბუშტა ვითომ საწყლად, მაგრამ ამას ჩემზე არ უმოქმედია.
-კარგად - მოკლედ მოვუჭერი და ოთახიდან გამოვედი...

.....ნიტა.....
იმ დღემ უაზროდ ჩაიარა... შუაღამეს ისევ სიზმარი ვნახე, ოღონდ ახლა სხვანაირი... დამესიზმრა, თითქოს ქუჩაში უმისამართოდ მივაბიჯებდი. უფროსწორედ, გული სადღაც მიმიწევდა... ჩემს თავს მესამე პირში ვუყურებდი. რაღაც ჩიხში შევედი... ატალახებულ გზას გავუყევი... ალბათ წვიმა ახალი გადაღებული იყო... ვიღაცის ნაკვალევიც გავარჩიე... შიგადაშიგ ვხედავდი, ხანდახან მეკარგებოდა... მგონი ვიღაცის კვალს მივყვებოდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რატომ, რა მიზნით... მილები დავინახე, ძველი, დაჟანგული მილები... მასზე რაღაც სხეული გავარჩიე... მივუახლოვდი და დავაკვირდი... უცნობი მამაკაცი მილზე იყო ჩამოკიდებული და ვარჯიშობდა... მისკენ კიდევ გადავდგი ნაბიჯი, თუმცა ფეხი შემთხვევით წყლის გუბეში ჩავყავი, რაზეც შევკრთი და უცნობმაც შემამჩნია. წამსვე ჩამოხტა მილიდან და...
გამეღვიძა...


............
ესეც მეორე თავი...
ძალიან გთხოვთ, ვინც კითხულობს დააკომენტარეთ, ძალიან მახარებს ყველას თითოეული სიტყვა.
თავების ზომების გაზრდას ვერ დაგპირდებით და ვერც იმას, რომ ყოველდღე დავდებ... შევეცდები, მაგრამ სკოლის გამო რამდენად გამომივა არ ვიცი...
მიყვარხართ ყველა და ველი შეფასებას...



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მე ძალიან მომწონს რაღაცნაირად განსხვავებული არის ჯერ-ჯერობით... ასე თუ გააგრძელებ და თავებს გაზრდი მაგარი იქნები რა...

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

კარგიაა ეს გოგო თათიას ჩამოაშორე რაა. ძაან კარგია მომეწონა ცოტა დიიდი თავები დადე

 


№3  offline წევრი lamazmani

კაია მომწონს რაგაც საინტერესოა და რაგაცნაირი მაგარია ძაან მომწონს love
კარგია მალე რომ დაბრუნდი თორე უკვე მენატრებოდი შენც და შენი ისტორიებიც love ძაან გამახარე რომ დაბრუნდი და თან ესეთი საინტერესო იშტორიით მაგარი გოგო ხარ love
მალე დადე რა შემდეგი მესმის რომ სკოლის გამო ვერ მოახერხებ მარა მაინც love
მაგარი გოგო ხარ love love love
მიყვარხარ ძაან love love love love love love love love love

 


№4  offline მოდერი ანკა

უცნობი ქ
მე ძალიან მომწონს რაღაცნაირად განსხვავებული არის ჯერ-ჯერობით... ასე თუ გააგრძელებ და თავებს გაზრდი მაგარი იქნები რა...

მადლობა საყვარელო <3 love love love
ტომაჩკა
კარგიაა ეს გოგო თათიას ჩამოაშორე რაა. ძაან კარგია მომეწონა ცოტა დიიდი თავები დადე

მადლობაა love love love
lamazmani
კაია მომწონს რაგაც საინტერესოა და რაგაცნაირი მაგარია ძაან მომწონს love
კარგია მალე რომ დაბრუნდი თორე უკვე მენატრებოდი შენც და შენი ისტორიებიც love ძაან გამახარე რომ დაბრუნდი და თან ესეთი საინტერესო იშტორიით მაგარი გოგო ხარ love
მალე დადე რა შემდეგი მესმის რომ სკოლის გამო ვერ მოახერხებ მარა მაინც love
მაგარი გოგო ხარ love love love
მიყვარხარ ძაან love love love love love love love love love

შევეცდები აუცილებლად საყვარელო love ძალიან მიყვარხარ! love love love

 


№5  offline ახალბედა მწერალი MariamG

არ მინდოდა კითხვის დასრულება, ძალიან კარგია..

 


№6  offline წევრი anushka15

გამიხარდა რომ დაბრუნდი საყვარელოოო თან ასეთი საინტერესო ისტორიით.. ძალიან მაგარი გოგო ხარ <3

 


№7 სტუმარი sali)

Dzalian kargiaa

 


№8  offline მოდერი ანკა

nini5852
ჩემი გოგო მოსულა და მე არ ვიცოდი:((( ძალიან კარგია როგორც ყოველთვის. :*

მადლობა ჩემო საყვარელოო love love love
MariamG
არ მინდოდა კითხვის დასრულება, ძალიან კარგია..

მადლობაა love love love
anushka15
გამიხარდა რომ დაბრუნდი საყვარელოოო თან ასეთი საინტერესო ისტორიით.. ძალიან მაგარი გოგო ხარ <3

მადლობა საყვარელო love love love
sali)
Dzalian kargiaa

დიდიი მადლობაა love love love

 


№9  offline ახალბედა მწერალი MariamG

მალე დადებ?((

 


№10  offline წევრი მარუშკა

ჩემი ანკააა დაგვიბრუნდაა!! ახლა წავიკოთხე ორივე თავი და აღფრთოვანებული ვარ! იცი როგორ გამიხარდა, ფულიან
ბიჭზე რო არ დაწერე? აი ტიპური ისტორიები რომაა ხომ იცი, აუცილებლად ან უცხოეთიდან უნდა ჩამოდიოდეს, ან ციხიდან. გამიხარდა რომ ღარიბ ბიჭზე წერ. ნიტა... საყვარელი სახელია. თათიას პერსონაჟიც ტიპური ქართველი გოგოა.
მოკლედ ანკა, ძაააალიან მაგარი ხარ და წარმატებები, ეს ისტორიაც დანარჩენი სამის მსგავსად, მაგრად დაგემთავრებინოს რა!:D❤️❤️❤️

 


№11  offline მოდერი ანკა

MariamG
მალე დადებ?((

შევეცდები საყვარელო <3 love love love
მარუშკა
ჩემი ანკააა დაგვიბრუნდაა!! ახლა წავიკოთხე ორივე თავი და აღფრთოვანებული ვარ! იცი როგორ გამიხარდა, ფულიან
ბიჭზე რო არ დაწერე? აი ტიპური ისტორიები რომაა ხომ იცი, აუცილებლად ან უცხოეთიდან უნდა ჩამოდიოდეს, ან ციხიდან. გამიხარდა რომ ღარიბ ბიჭზე წერ. ნიტა... საყვარელი სახელია. თათიას პერსონაჟიც ტიპური ქართველი გოგოა.
მოკლედ ანკა, ძაააალიან მაგარი ხარ და წარმატებები, ეს ისტორიაც დანარჩენი სამის მსგავსად, მაგრად დაგემთავრებინოს რა!:D❤️❤️❤️

დიდი მადლობა ჩემო უუუუსაყვარლესოო love love love ძალიან გამახარე და ბედნიერი ვარ რომ მოგეწონა love

 


№12 სტუმარი Ana

კომენტარიm0mw0ns sheni stili.

 


№13 სტუმარი Ubralod

Saintereso istoriaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent