შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა საროსკიპოდან _''არც ისე მშვენიერია ცხოვრება'' (9)


13-09-2015, 17:58
ავტორი lisebeth
ნანახია 4 503

მარინას დანახვა წყვილისთვის იმდენად მოულოდნელი იყო რამდენიმე წუთს გონს ვერ მოვიდნენ. არც თავად იყო კარგად. მოსმენილს საკუთარ თავს ვერ აჯერებდა. ბოლოს ნაბიჯის გადადგმა როგორც იქნა მოახერხა და ოთახსი შევიდა. არც ნია და არც სანდრი ადგილიდან არ გარყეულად. ყველაზე საცოდავად მაინც სანდრი გამოიყურებოდა. მან ხომ იმედი გაუცრუა ქალს ,რომელმაც ფაქტობრივად შვილივით გაზარდა.
-მარინა დეიდა ... _ძლივს ამოილუღა და მისკენ წამოვიდა ,მაგრამ ქალმა სახეში ისე გაარტყა ლამის ძირს დაეცა.
-როგორ ბედავ და კიდევ ასე მომმართავ? შენ ... შენ რგორ ბედავ და ჩემს შვილს და ოჯახს ატყუებ? _ახლა რძალს მიუბრუნდა. უნდოდა მისთვისაც გაერტყა და ხელიც კი გაამზადა , მაგრამ გაახსენდა ,რომ ორსულად იყო და თავისი თავი აიძულა შეჩერებულიყო.
-მართალი ხართ... _ძლივს ამოთქვა სანდრიმ
-რათქმაუნდა მართალი ვარ. საუკეთესო მეგობარს უღალატე. ადამიანს ,რომელმაც ძმად მიგიღო. ხალხს ,რომელმაც სახლის კარი გაგიღო და ოჯახსი შეგიშვა. არც ერთი არაფერს იმსახურებთ. ორივე მოღალატეები ხართ. მოვითხოვ ,რომ არც ერთი თქვენგანი ახლოს არ გაეკაროთ ჩვენს ოჯახს. აქ ყველაფერი დასრულდა... თქვენი ტყუილების ჩათვლით. ახლავე ჩაალაგე ბარგი და ამ სახლიდან წაეთრიე ._შეუტია რძალს მარინამ და იქაურობა სწრაფად დატოვა. ვერც ერთმა უკან გამოყოლა ვერ გაბედა.
მარინა სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და საავადმყოფოსკენ აიღო გეზი. მთელი გზა ცდილობდა დამშვიდებას და დაწყნარებას მაგრამ ვერ მოახერხა. მერე იგრძნო ,რომ ჰაერი არ ყოფნიდა და ფანჯარა ჩამოსწია. ცივმა ქარმა დანასავით დაუსერა კანი. წარმოდგენაც არ ჰქონდა ეგ ამბავი როგორ უნდა აეხსნა ოჯახისთვის და მით უფრო გიორგისთვის. ძლივს შებანცალა დერეფანში და დაინახა ქმართან ერთად ნოდარი და ეკაც იქ ისხდნენ. ქალი პირდაპირ ეკეაასკენ წავიდა და მაგრად მოეხვია.
-გიო ვნახე და გადასარევად გამოიყურება. მალე ძალებს აღიდგენს_აღტაცებით თქვა ეკამ.
-იმედი მაქვს მასე იქნება._ ქალმა მასინვე შეატყო ,რომ მისი მეგობარი კარგად ვერ იყო. მასავით ხომ მარინას არავინ იცნობდა ამ ქვეყნად. _მოხდა რამე?_იკითხა მან. ბიჭებიც სმენად იქცნენ.
-საშინელება...
-რას გულისხმობ?_მოტიალდა რეზო
-გიოსთან ვიყავი სახლში და იქ ისეთი რამ მოვისმინე ახლაც შოკში ვარ. იმასაც ვერ ვხვდები ეს გიოს როგორ უნდა ვუთხრა...
-ნუ გვაშინებ გოგო ..._დაიძაბა ეკა.
-სანდრი და ნია საყვარლბი არიან. ბავშვს სანდრისგან ელოდება...
-რას ამბობ? _გადაირია რეზო
-მოვისმინე ჩემი ყურით სხვის მოგონილს კი არ გიყვებით. გგონიათ ახლა მე ვარ ნორმალურ ჭკუაზე? როგორ ავუხსნა ჩემს შვილს ეს ყოველივე? ჰგონია ,რომ სადაცაა მამა გახდება სინამდვილეში კი ასე არ არის...
-არა...არა.. სანდრი ამას არ იზამდა ... _თავი გადააქნია ნოდარმა.
-იზამდა. არც უარყვია ...პირიქით დამიდასტურა კიდევაც.
-დაუჯერებელია ... _პირზე ხელი აიფარა ეკამ
-ახლავე სანდრი უნდა ვნახო ..._ გაიქცა ნოდარი. რამდნჯერმე მიძახეს უკნიდან ,მაგრამ არ მობრუნებულა. მთელი გზა ისე სწრაფად ატარა მანქანა რამდნჯერმე ლამის ავარიაში მოყვა. სანდრის კორპუსთან გააჩერა და გადმოხტა. კარზე ზარი მისცა. ცოტა ხანში მეგობარმა გაუღო.
-შენთვისვე სჯობს რაც გავიგე ტყუილი იყოს _ სანდრის ხმა არ გაუღია რაც თანხმობის ნიშანი იყო. ნოდარს წამიც არ დაუცდია ისე უთავაზა ყბაში. სანდრი წაბანცალდა და დივანზე დაეცა.
-ეს როგორ გაუკეთე გიოს? _ახლა საყელოში წვდა და მაგრად დაიჭირა. სანდრის წინაარმდეგობა არც კი გაუწევია. კიდევ რამდნჯერმე მოხვდა რის მერეც როგორც იქნა ნოდარიც დამშვიდდა.
-ვიცი ,რომ დამნაშავე ვარ და საერთოდ არაა მაგის შეხსენება საჭირო. ხომ ხედავ ,რომ არც კი გეწინააღმდეგები.
-შენთვისვე უკეთესი. ძმად გთვლიდით შენ კიდევ რა ჩაიდინე ... ეს კაცური საქციელია? ძმაკაცის ცოლთა როგორ დაწექი?
-არ არის კაცური საქციელი.
-ასე როგორ ატყუებდით გიოს.
-არც ვაპირებდი. ნიას არ მივცემდი უფლებას ჩემი შვილი სხვისად გაესაღებინა.
-მასთან ,რომ წვებოდი ასე მაშინ გეფიქრა.
-ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა და მაშინაც გათიშული მთვრალი ვიყვი.
-მით უარესი შენთვის. გგონია მთვრალი რადგან იყავი ეგ გამართლებს?
-ვიცი ,რომ არ მამართლებს ,მაგრამ თქვენციცით ნია რამდენი წელია მიყვარს. ეს ყველა იტყუებდით თავს თითქოს ვერ ხვდებოდით. მე ის მანამ მიყვარდა სანამ გიორგი გაიცნობდა. ისიც ვიცი ,რომ ეს გასასამართლებელი საბუთი არაა ,მაგრამ ჩემთან ,რომ მოვიდა თავი ვერ შევიკავე. ვიცი,რომ ნაძირალა ვარ ...მაგას უშენოდაც ვხვდები.
-გიოსთან მიხვალ და სიმართლეს აღიარებ. ეს მაინც გააკეთე ,როგორც კაცმა.
-მაგას ისედაც ვაპირებდი ოღონდ ნიას ველოდებოდი. მინდოდა ეს მას გაეკეთებინა.
-ხოდა მიდი ...
ნოდარმა კარი გამოიკეტა და ამჯერად სახლში წამოვიდა. უკვე მეორე დღე იყო ტანზე არ გამოეცვალა. მარი შემოსასვლელში იჯდა და ჩაფიქრებული ჩანდა. რაღაც წიგნს უინტერესოდ ფურცლავდა ,რომელიც თაროდან ჩამოეღო. ისეთი შეძრწუნებული სახე ქონდა მარი მაშინვე მიხვდა რაღაც იყო მომხდარი. ფეხზე წამოხტა და შეშინებული სახით იკითხა.
-გიოს ხომ არაფერი მოუვიდა?
-არაფერი _ანიშნა ნოდარმა და ქურთუკი გაიძრო. გოგონამ შვებით ამოისუნთქა.
-მისი ნახვა მინდა. აქ ვერ ვიჯდები და დაველოდები რა მოხდება. ვერ დავიცდი მანამდე სანამ თავად არ შეძლებს მოსვლას. მაქამდე დიდი დროა ნოდარ. მის გამოჯანმრთელებას დრო დასჭირდება. აქ ლოდინით გავგიჟდები.
-მესმის შენი და გპირდები რამეს მოვიფიქრებ. დღეს დილით გიო ,რომ ვნახე პირველად შენზე მკითხა. გპირდებბი ხვალ ,რომ მივალ ტელეფონით დაგალაპარაკებ. დღესაც მინდოდა, მაგრამ ექიმმა ამიკრძალა. მისთვის ბევრი საუბარი არ შეიძლებაო.
-ყველაფერი ასე რატომ გართულდა. ნოდარ მითხარი ამ საქმეში დამნაშავე ქეთინოს ხალხია? გთხოვ არ დამიმალო...გეხვეწები ... _ბიჭმა მხოლოდ თავი დაუქნია. მარი უღონოდ ჩაეშვა სავარძელში და თავი ხელებში ჩარგო. ცრემლები მოერია და თავი ვეღარ შეიკავა.
-დაწყნარდი ...
-როგორ დავწწყნარდე ჩემს გამო ლამის მოკლეს...
-მაგრამ ხომ ვერ მოკლეს?
-თავი მაგით ვინუგეშო?
-გიოს ახლა ყველაზე მეტად დასჭირდები. _მაჯებში მოჰკიდა ბიჭმა ხელი და თვალებში ჩახედა.
-რა მოხდა?_შეშფოთდა მარი
-შემზარავი რამ გავიგეთ დღეს...
-გიოს ეხება?_ნოდარმა თავი დაუქნია._რა სჭირს?
-ნია სანდრისგანაა ორსულად და ყველას ატყუებს...
-რააა? _ფეხზე წამოხტა მარი.
-გიო ამას ,რომ გაიგებს გაგიჟდება. ორივე ზურგს უკან ღალატობდა და ატყუებდა. ბავშვი , რომელიც შვილად მიაჩნდა მისი საუკეთესო მეგობარისაა. ამ ამბის გადახარშვა გაუჭირდება.
-ღმერთო ჩემო ეს რა კოშმარია. ისედაც ასეთ დღეშია კიდევ ამის გაგება უნდა? არ უთხრათ ...
-რაა? გადაირიე ?
-არა , ჯერ ისევ სუსტადაა ცოტა ხანს დაელოდეთ. ცოტა მოძლიერდეს და მერე უთხარით.
-გიორგი ძლიერია...შენ არც კი იცი რამდენად ძლიერია. ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც იქედან წამოგიყვანეთ. ერთი თვეა რაც გიყვარს და მასთან ხარ. მე კი ვიცი ,რომ ძლიერია ...ახლა უკვე ნიასთან აღარაფერი აკავებს. მასთან ყველაფერი საბოლოოდ მორჩა. დასრულდა ეს ფარსი.
-მისმა მშობლებმაც იციან?
-მარინამ შეისწრო რომ საუბრობდნენ. ქალი ჭკუაზე არაა.
-გთხოვ ნოდარ იქნებ მასთან შეხვედრა შევზლო. მისი ნახვა მინდა.
-ვწუხვარ ,მაგრამ იქ ისე ვერ მიგიყვან სხვებმა ,რომ არ გაიგონ. კართან ორი კაცი დგას. თავი, რომ მოვიკლა იქედან ფეხს არ გაადგამენ. ეგეც არ იყოს ახლა განსაკუთრებით სახიფათოა შენი ქუჩაში სიარული. აქ იყავი და დაელოდე მოვლენების განვითარებას. _მარი მიხვდა , რომ სხვა გზა არ ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს ნოდარი მართალი იყო_ წავალ გამოვიცვლი და წყალს გადავივლებ._მარიმ თავი დაუქნია
ნიას ამბავი ჯერ არ უთხრათო ეკასთანაც აიკვიატა მარიმ. ქალი დაფიქრდა და მიხვდა ,რომ მართალი იყო. ეს აზრი მარინასაც შთააგონა და გადაწყვიტეს დროებით დაემალათ. უკვე ერთი კვირა იყო საავადმყოფოში იწვა და მიუხედავად ამისა არავინ უბნებოდათ როდის გაწერდნენ. ახხალ წლამდე რვა დღე იყო დარჩენილი. გიორგის კი უკვირდა მის სანახავად ნია რომ არ მოდიოდა ,მაგრამ უხსნიდნენ თავს შეუძლოდ გრძნობსო. მას ყველაზე მეტად ვისი ნახვაც სურდა ნოდარმა კარგად იცოდა. ერთხელაც სიურპრიზი მოუწყო და სკაიპითაც კი დაალაპარაკას.თუმცა ბედნიერება დიდხანს არ გაგძელებულა და მარინა შემოვიდა.
ერთ დილით სანდრი მოვიდა და ყველას განუცხადა გიოს სიმართლე უნდა ვუთხრაო. მართალია ჯერ ისევ შეხვეული ჰქონდა ფეხიც და ხელიც, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. პალატაში ,რომ შევიდა გიოს ძალიან გაუხარდა რადგან უკვე კვირაზე მეტი იყო არ ენახა.
-სად დაიკარგე ბიჭო. მომაკვდავს თუ არ მინახულებ აბა როდის უნდა მოხვიდე?_გაუღიმა და ხელი გაუწოდა. ერთმანეთს გადაეხვივნენ ,მაგრამ ბიჭს სახეზე ეწერა რომ ცუდ ხასიათზე იყო.
-მოხდა რამე?
-შენთან დალაპარაკება მინდა
-ხოდა მელაპარაკე აგერ არ ვარ?
-ნიას შესახებ უნდა დაგელაპარაკო._გიორგის გაკვირვება გამოეხატა სახეზე.


VVV
ეკა მისაღებში შემოვიდა და რომ მარიც გამოჩნდა. გოგონას ყოველთვის უკვირდა როგორ ახერებდა ეს ქალი ასეთი დახვეწილი და მიმზიდველი ყოფილიყო. ტანად დიდი ქალი არ იყო ,მაგრამ საოცრად უხდებოდა ყველაფერი რასაც იცმევდა. ეტყობოდა ,რომ ახლახანს მოსულიყო.
-ყავის დალევას ვაპირებ ხომ არ შემომიერთდები? _ჰკითხა გოგონას და გაუღიმა.
-სიამოვნებით_ ღიმილი დაუბრუნა მანაც თუმცა სახეზე ეტყობოდა, რომ რაღაც ვერ იყო.
-კარგად ხარ?_გაიკვირვა ეკამ
-სიმართლე გითხრათ არც ისე.
-რა დაგემართა?
-წარმოდგენა არ მაქვს. გუშინაც ასე ვიყავი ,მაგრამ თითქოს საღამო ხანს გადამიარა.
-ხომ არ მოიწამლე_ეკა მის გვერდით დივანზე გადაჯდა და ნიკაპი აუწია. გოგონას ფიტრის ფერი ედო სახეზე.
-წავალ ცივ წყალს დავლევ _წამოდგა მარი , მაგრამ თვალ წინ რაღაც ბურუსი დაუტრიალდა და უგონოდ დაეცა ძირს.
-ღმერთო ჩემო რა დაგემართა? _სახეზე მოჰკიდა ხელი ქალმა და შეანჯღია. _წყალი მოიტანე _დაუძახა მსახურსს,რომელმაც რაღაც სითხეც მოაყოლა . რაც მოასუნთქეს გონზე მოსაყვანად.
-ეს დაეხმარება ქალბატონო ...
-ლევანს დაურეკე ახლავე მოვიდეს. _ტელეფონზე მიანიშნადა მსახურმაც მაინვე შეასრულა ბრძანება. მარიმ როგორც იყო თვალები გაახილა. ეკა დაეხმარა და დივანზე ჩამოსვა. _კარგად ხარ?

-მგონი ...ხანდახან ასე მგონია გონს ვკარგავ და თვალებში მებინდება...
-მგონი მეტისმეტად დიდი ხანია რაც ოთხ კედელში გამოგკეტეს.
-ქალბატონო ბატონი ლევანი უკვე მოსულა. აქვე ვარო ასე მიპასუხა. _მსახურმა საუბარი როგორც კი დაასრულა შემოსასვლელისკარიც გაიღო.
-რა მოხდა? _იკითხა შეშფოთებულმა.
-გონება დაკარგა.
-სანერვიულო არაფერი _ძლივს წარმოთქვა გოგონამ და ადგომა სცადა ,მაგრამ არ გაუშვეს.
-როგორ თუ არაა ფერი არ გაქვს საერთოდ. ლევან გასინჯე გთხოვ. _კაცმა პულსი გაუსინჯა.
-საავადმყოფოში წავიყვან და ჩემს კოლეგებს გავასინჯებ _ თქვა მან.
-ნოდარმა თქვა გარეთ არ გავიდესო.
-მარტო ხომ არ მიდის? ეს სიმპტომები შესაძლოა სერიოზული იყოს. უკანა შესასვლელიდან შევიყვან და გამოვიყვან. თვალს არ მოვაცილებ. ყველაფერი კარგად იქნება. მარი შვილო ქურთუკი მოიხურე და წავიდეთ._ეკამ მსახურს დაუძახა და მარის ქურთუკი მოატანინა.
გოგონას ისე ეამა ზამთრის ცივი ჰაერის ჩაყლაპვა თითქოს ასწლიანი დილეგიდან დღეს პირველად გამოიყვანესო. ცდილობდა რაც შეიძლებოდა მეტი ჩაესუნთქა რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა კიდევ როდის ეღირსებოდა გარეთ გამოსვლა.
რეზომ კლინიკის უკან შესასვლელთან დააყენა მანქანა და მარისთან ერთად შიგნით შევიდა. ლიფტს მიაჭირა და მესამე სართულზე გააჩერა.

VVV
სანდრი საუბრის დაწყებას ვერა და ვერ ახერხებდა. გიორგი კი ამაოდ ცდილობდა ეთქმევინებია.
-გახსოვს ის დღე მე ,შენ და ნოარმა ნია ,რომ გავიცანიით?
-ჰო უნივერსიტეტის ბოლო წელი იყო. წვეულებაზე ვიყავით და იქ გავვიცანით.
-გიო...მე ყოველთვის მიყვარდა ნია და შენ ეს მგონია უნდა იცოდე. მე ის იმ დღესვე შემიყვარდა როცა გავიცანით, მაგრამ არაფერი ვთქვი და განზე გავდექი რადგან თქვენ ერთმანეთი აირჩიეთ. მივხვდი შეუძლებელი იყო ჩვენს შორის რამე მომხდარიყო.
-ამას ახლა რატომ მიყვები სანდრი? იმისტომ ,რომ მასთან გაყრას ვაპირებ ბავშვის დაბადების მერე?
-მაგიტომაც ... რამდენიმე თვის წინ შენ ,რომ შვეიცარიაში წახვედი გახსოვს?
-მერე?_გიორგის ეს საუბარი კვე აშკარად აღარ მოსწონდა.
-ნია ჩემთან მოვიდა სახლში.
-რა უნდოდა?
-ცოტახნით ადრე ჩემთან ბიჭები იყვნენ და კარგად ბლომად მქონდა ნასვამი. ფეხზე ძლივს ვიდექი. რომ დავინახე გამიკვირდა ,მაგრამ აბა გარეთ ხომ არ გავაგდებდი. შემოვიპატიჟე ვიფიქრე იქნებ რამე სჭირდებათქო.
-მერე?
-ხელში შამპანიურის ბოთლიდა ორი ჭიქა ეჭირა. მითხრა ჩემს ქმარს არ ვუნდივარ და მინდა სადმე გული გადავაყოლოო. მე ვამხნეებდი გეჩვენა ყველაფერითქო. გიო მასეთი არაათქო. მერე ის შამპანურიც დავაყოლეთ და ...
-და რა?
-ერთად ვიწექით ... არც კი მახსოვს ეს როგორ მოხდა ,მაგრამ მოხდა.
-რა თქვი ?
-ნიასთან ვიწექი იმ ღამით.
-ეს როგორ გააკეთე? ჩემი ძმა ხარ ბიჭო და მეუბნები ,რომ ჩემს ცოლთან წევხარ? მაგის თავხედობა გყოფნის აქ მოხვიდე და ეს ამბავი მომიყვე?
-მოტყუება აღარ შემიძლია. ეს ამბავი უკვე მანადგურებს.
-ჩემი ცოლის საყვარელი ხარ შენ ადამიანი ,რომელსაც ძმას ვეძახი . დაუჯერებელია რომ კიდევ შეგიძლია თვალებში შემომხედო...
-ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა.
-ასეც ,რომ იყოს შენი აზრით რაოდენობას მნიშვნელობა აქვს?
-ნია გატყუებს...
-ჰოო? მაგას უკვე მივხვდი ...
-ბავშვი ჩემია... _გიორგიმ ისეთი მრისხანე თვალებით ამოხედა სანდრი ლამის კედელს აეკრა.
-გაეთრიე ..._ მხოლოდ ეს უთხრა და ისიც დამორჩილდა. გიორგიმ მაგიდას მარცხენა ხელი კრა და ძირს დაახეთქა. მისი ხმა მეხივით გაისმა დერეფანშიც.


VVV
-ამ სავადმყოფოში არასდროს ვყოფილვარ_თქვა მარიმ და კაბინეტში შეყვა ლევანს.
-აქ საუკეთესო ექიმები მუშაოენ ,რომლებსაც ახლა შენს თავს გავასინჯებ.
-ლევან გამომიძახე?_ოთახში მისივე ასაკის კაცი შემოვიდა.
-დათო ეს ჩემი შვილის მეგობარია მარი. ორი დღეა თავს შეუძლოდ გრძნობს იქნებ გასინჯო რა.
-რათქმაუნდა
-ჩემს კაბინეტს დაგითმობთ. მე ცოტა ხნით გავალ და ჩემს პაციენტებს მოვინახულებ. _ ლევანმა თეთრი ხალათი მოიცვა და გეზი ამჯერად ქირურგიისკენ აიღო.
-აქ დაწექით_ხელით მიანიშნა კაცმა. მარიმ ქურთუკი მოიძრო და ფრთხილად დაწვა დანიშნულების ადგილზე.
-მეტკინება? _საბრალო თვალებით თქვა გოგონამ
-გეშინია?_ამჯერად თავი დაუქნია_ არ გეტკინება ნახე ხელში არაფერი მიჭირავს . კაცმა ჯერ გულზე და ფილტვებზე მოუსმინა მერე მუცელზე ხელით გასინჯა. _ადექი _თქვა ბოლოს
-რა მჭირს?
-წამომყევი _კაცი წინ წაუძღვა და დერეფნის ბოლოს მდებარე ოთახში შეუძღვა. _ახლა აქ დაწექი ._მარიმ თხოვნა სწრაფად შეასრულა. კაცმა რაღაც სითხე წაუსვა მუცელზე და ეკრანზე გამოსახულებას მიაჩერდა.
-რა მჭირს ექიმო?_ამჯერად სერიოზულად შეწუხდა გოგონა. კაცმა მხოლოდ გაიღიმა.
-არაფერი ისეთი. მაშინვე მივხვდი ,მაგრამ ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი ...
-რრ რ რაში დარწმუნდით ?
-ორსულად ხართ გოგონა ...სადღაც 6-7 კვირის ...
-რაა? შეუძლებელია...
-არ შეიძლება იყოთ? _ გამომცდელად იკითხა ექიმმა. მარიმ უკან დაიხია რაზეც კაცს კიდევ ერთხელ გაეცინა. მარის სირცხვილისგან ლოყები გაუწითლდა. _აჰა თქვენ ეს სურათი და მამიკოს აჩვენეთ ..._ ბევრი კი არაფერი ჩანს ,მაგრამ ხომ იცით ,რომ ის იქაა?_ მარიმ ინსტინქტურად დაუქნია თავი. _ლევანის კაბინეტში დავბრუნდეთ.
გოგონა უკან გამოყვა კაცს. გზა და გზა ფიქრობდა და თან ნაბიჯებს ითვლიდა. ის იყო დერეფანი გაიარეს ,რომ მარი გაჩერდა.
-რა მოხდა?_იკითხა კაცმა
-შეგიძლიათ მითხრათ სად არის გიორგი ჟღენტის პალატა?
-ეგ რომელია?
-ლევანის მეგობრის სვილია. ნოდარის მეგობრი ...
-ააა ჰო ვიცი . კართან დაცვა ,რომ დგას ხოლმე. მერობის კანდიდატის ვაჟიაო აბობენ. ხომ იცით კლინიკაში ამბები ელვის სისწრაფით ვრცელდება.
-დიახ...
-მეოთხე სართულზეა ხელმარჯვნივ ბოლო პალატა.
-გმადლობთ. მე იქ წავალ და ჩემს მეგობარს მოვინახულებ.
-როგორც გნებავთ. კაცმა მხრები აიჩეჩა.

მარის ვინმეს თანხლების გარეშე სიარული უკვე კიდევაც ეუხერხულებოდა. ასე ეგონა უკან ვიღაც დაყვებოდა.ლიფტში შევიდა და ოთხიანს დააჭირა ხელი. გამოსვლისთანავე მარჯვნივ გაიხედა და კართან ორი შავი ფიგურა მოლანდა. ნამდვილად დაცვა იყო. პირდაპირ მისკენ წავიდა და თან ექიმის ნაჩუქარი ფოტო ჯიბეში ჩააცურა. როგორც კი კარს მიუახლოვდა ორივემ გზა გადაუღობა.
-ვერ შეგიშვებთ ნაბრძანები გვაქვს თან თქვენ არც აქ და არც ჟღენტების სახლში არ მინახავხართ არასდროს.
-იორგის მეგობარი ვარ...
-ვწუხვარ ,მაგრამ ნებართვის გარეშე ვერ შეგიშვებთ
-იქნებ ..._ისევ სცადა გოგონამ ,მაგრამ მასზე ორჯერ მაღალმა კაცმა მტკიცედ გააქნია თავი. ის იყო მობრუნებას აპირებდა ,რომ კარი შიგნიდან გაიღო და ვიღაც ქალი გამოვიდა. მისი ვიზუალის მიხედვით მასინვე მიხვდა ,რომ დედამისი იყო.
-ეს გოგონა შიგნით შესვლას ითხოვს ქალბატონო_მიანიშნა მარიზე კაცმა
-უკაცრავად თქვენ ვინ ხართ? აქამდე არასდროს შევხვედრივართ
-მე..მე გიორგის და ნოდარის მეგობარი ვარ.გამაგებინეს რაც მოხდა და სანახავად მოვედი , მაგრამ არ მიშვებენ.
-სიმართლე გითხრათ ახლა ძალიან განერვიულებულია ,მაგრამ იქნებ მეგობარმა უფრო შეშლოს მისი დაწყნარება...ოღონდ გთხოვთ დიდხანს ნუ გაჩერდებით ისედაც მძიმე დღე იყო. _მარიმ თავი დააქნია. მარინა უკან შეყოლას აპირებდა ,მაგრამ ტელეფონზე დაურეკეს და დერეფანში არჩა.
-ანა მარია გისმენ საყვარელო ... _გამოეხმაურა ქალი ვიღაცას და მარისკენ ზურგით შებრუნდა.
გოგონა ოთახში ,რომ შევიდა გიორგი თავჩაქინდრული იჯდა და ფიქრობდა. როგორც კი კარის მიხურვის ხმა გაიგო ეგონა მარინა დაბრუნდაო და გამოიხედა. მოულოდნელი სახის დანახვაამ ლამის შოკში ჩააგდო. გოგონას ისეთი მოტეხილი და განადგურებული ეჩვენა როოგორადაც ის არასდროს წარმოედგინა მას. გიორგრი ყოველთვის ძლიერი და დაუმარცხებელი იყო მის თვალში.
მიუახლოვდა. საწოლზე ჩამოჯდა და როგორაც შეეძლო ისე ძლიედად მოეხვია.
-დაუჯერებელია ,რომ აქ ხარ. ნოდარმა მოგიყვანა ხო ? _ ძლიერად აკოცა და ხელები უფრო მეტად მოხვია.თითქოს არ უნდოდა ვინმეს მისი თავი გამოეტაცა.
-არა ლევანმა მომიყვანა...
-შენსავით ახლა არავის დანახვა არ გამახარებდა.
-რა მოხდა? რა დაგემართა როგორი განადგურებული ხარ ნეტა შეგახედა.
-სიმართლე გავიგე.
-რომელი სიმართლე?
-შვილი ,რომ აღარ მეყოლება და ცოლი ,რომ მღალატობდა. და კიდევ საუკეთესო მეგობარი.
-დანარჩენი ორი არ ვიცი ,მაგრამ შვილი ნამდვილად გეყოლება _ გოგონას მზერას გიორგის გაურკვევლობაში მყოფი თვალები შეხვდა. მანაც ჯიბიდან სურათი ამოაცურა და მუხლებზე დაუდო .



№1 სტუმარი darina

Kargi iyo miyvars mari da giorgi dzalian kargi wyvilia

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

მაშინვე მივხვდი..ცოტა შეგერბილებია სიტუაცია.ეს თავი განსაკუთრებულად მომეწონა.დიდ ხანს ველოდი ამ ამბის გამოაშკარავებას.

მაინტერესებს გიოს რეაქცია.ალბათ,ძალიან გაუხარდება.
ჰოდა,კიდევ რაღაც გრამატიკულიი შეცდომებიც იყო.ალბათ,მექანიკურად გამოგეპარა,ამხელა თავის წერისას.
ველოდები შემდეგს..

 


№3 სტუმარი Teona

Momewona. ^_^

 


№4  offline წევრი nini :)

აი ძაან მაგარი იყო მოუთმენლად ველოდები ამ თავს ყოველ დღე ვამოწმებდი ხო არ დადოთქო გამიხარდა რომ დავინახე, ძალიან საინტერესო იყო მალე დადე შემდეგი ესე აღარ გვალოდინო

love love love შემიყვარდი ამ ისტორიით კიდევ უფრო love love love

 


№5  offline წევრი lisebeth

darina
Kargi iyo miyvars mari da giorgi dzalian kargi wyvilia

drunkinlove
მაშინვე მივხვდი..ცოტა შეგერბილებია სიტუაცია.ეს თავი განსაკუთრებულად მომეწონა.დიდ ხანს ველოდი ამ ამბის გამოაშკარავებას.

მაინტერესებს გიოს რეაქცია.ალბათ,ძალიან გაუხარდება.
ჰოდა,კიდევ რაღაც გრამატიკულიი შეცდომებიც იყო.ალბათ,მექანიკურად გამოგეპარა,ამხელა თავის წერისას.
ველოდები შემდეგს..

Teona
Momewona. ^_^

მადლობა ყ6ველას მეც ძალიან მიყვარხართ ყველანი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent