გოგონა საროსკიპოდან _'' არც ისე მშვენიერია ცხოვრება'' (7)
მარი და გიორგი კვლავ და კვლავ ხვდებოდნენ ერთმანეთს ისე ,რომ ამის შესახებ არავინ იცოდა. რამდენჯერმე გიორგიმ გარეთაც კი გაიყვანა საყიდლებზე. მათი ურთიერთობა ნელ-ნელა იმაზე სერიოზულ ფაზაში გადავიდა ვიდრე თავად ეგონათ. ორი კვირის შემდეგ გიორგიმ ნოდარი და სანდრი სასაუბროდ გამოიჭირა მამამისის ოფისში და სიმართლე მოუყვა. მიუხედავად იმისა ,რომ ორივე გაოცებული იყო მაინც არაფერი უთქვამთ. -ესეიგი მარის ხვდები ამდენი ხანია და ჩემთვის არაფერი გითქვამს? ბოლოს და ბოლოს ჩემს სახლში ხართ ძმაო. ვერც ვიფიქრებდი ამას. _გაბრაზდა ნოდარი -ვიცი ,რომ მართალი ხარ ძმაო ,მაგრამ ვერ გითხარი. მაპატიე კარგი? არ მეგონა თუ ეს ურთიერთობა სერიოზულ სახეს მიიღებდა. -იმ გოგოზე სერიოზულად ფიქრობ?_გაოცდა სანდრი. -იმაზე სერიოზულად ვიდრე გგონია. უკვე ორი კვირაა ერთად ვართ და ვგრძნობ ,რომ მასთან იმაზე უკეთვარ ვიდრე ვინმესთან როდესმე ვყოფილვარ. -მერე ნია?_იკითხა ნოდარმა. -არ ვიცი...არ ვიცი ,მაგრამ ის კი ვიცი რომ ნიასთან ცხოვრება უბრალოდ აღარ შემიძლია. გაუსაძლისი გახდა. უმართავი... მის გვერდით თავს საზიზღრად ვგრძნობ. -გაშორდები?ახლა როცა ორსულადაა? -ახლა არა. დაველოდები როდის იმშობიარებს. ჩემს შვილს მივხედავ და არაფერს მოვაკლებ ,მაგრამ ნია აღარ არსებობს. ის უბრალოდ გაქრა. -მოდი ჩემთან წავიდეთ და მარისაც დაველაპარაკოთ. -მაპატიე ნოდარ. მას უბრალოდ ძალიან რცხვენოდა იმის რაც ჩვენს შორის ხდებოდა. ამიტომაც გავჩუმდი თორემ ხომ იცი არ დაგიმალავდი. -რა მოხდება როდესაც შენი ოჯახი გაიგებს საიდან წამოიყვანე ის გოგო? რეზო და მარინა გააფრენენ. მოკვდებიან და სახლში არ შეუშვებენ. _გააფრთხილა სანდრიმ -მაგას მე მოვაგვარებ. მარის ბრალი არ არის ,რომ გაიტაცეს. მას ეს არ უნდოდა... -ეჭვიც არ მეპარება ,რომ იქ ყოფნა არ უნდოდა და მოატყუეს ,მაგრამ ეს ყოველივე არ ცვლის იმ ფაქტს ,რომ გოგონა საროსკიპოდან წამოიყვანე. არ ცვლის იმ ფაქტს რა ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა. -თუ საჭირო გახდება ამას ვერავინ გაიგებს. ჩვენს გარდა ხომ არავინ იცის. –სანდრი ერთის მხრივ მართალია გიო. შენი ოჯახი არ დაუშვებს ამას. რეზო ძიამ საარჩევნო კამპანია დაიწყო. შენი საროსკიპოებთან კავშირი ,რომ ვინმემ ამოქექოს წარმოგიდგენია რა მოხდება? პრესა ამ ამბავს ბოლომდე მიყვება მანამ სანამ სააშკარაოზე არ გამოგიყვანს. მარის საჯაროდ დააცირებენ და შეურაცხოფენ. ყველა გაიგებს ,რომ ის უბრალოდ გოგოა საროსკიპოდან. შენ არ ხარ მზად ამ სკანდალისთვის და არც შენი ოჯახი. -ნიასთან ვერ ვიცხოვრებ. კიდევ რანაირად აგიხსნათ ეს? სხვა მიყვარს. ვიცი სულელურად ჟღერს ,მაგრამ მარი მიყვარს. ამ გოგომ შეძლო იმის მოცემა რასაც ველოდი მთელი ცხოვრების მანძილზე. ის არ ჰგავს სხვებს. ის არ გავს არც ნიას და არც არავის. მისი ინტერესების სფერო განსხვავდება იმ სისულელეებისგან რაც ყველა იმ გოგონას აინტერესებდა ვინც კი ცხოვრებაში მყოლია. მას არ სჭირდება ფული,ძალაუფლება და ფუფუნება. არც მდიდარი მამიკოს განებივრებული გოგოა ,რომელიც იმაზე ფიქრობს ფული როგორ გაფლანგოს. მას ზუსტად ის სურს რასაც მე მთელი ცხოვრება ვეძებდი და ვერსად ვიპოვე. მას მხოლოდ სიმშვიდე და ბედნიერება უნდა. ის უბრალოდ ეძებს მიზანს იმისთვის რომ ცხოვრება განაგრძოს. ნიამ დამღალა. ძალა გამომაცალა. აღარ შემიძლია -და არ გიფიქრია იმაზე ,რომ ამ გოგოს მიმართ შენი ეს ლტოლვა სწორედ იმითაა გამოწვეული ,რომ სხვანაირია? შენ არ გყოლია მისნაირები და გიზიდავს. რა მოხდება თუ ერთხელაც ეს ყველაფერი გაივლის?_ნიშნის მოგებით და ინტერესით იკითხა ნოდარმა -ეს არ მოხდება -რატომ ხარ დარწმუნებული? რომ მოხდეს ეს გოგო მეორედ გულის ტკენას ვერ გადაიტანს. შენს შვილს ,რომ დაინახავ მაშინვე გაგიახლდება გრძნობები ნიასადმი და მარი უბრალოდ გაქრება შენი ცხოვრებიდან. ასე ვერ მოიქცევი ძმაო _ხმას აუწია ნოდარმა სანდრი გაჩუმდა -ეს არ მოხდება მეთქი გითხარი. მე მჯერა ,რომ ბედისწერამ მე და მარი იმ ჯურღმულში ტყუილად არ შეგვახვედრა. მე მჯერა ,რომ ის არის ვისთან ცხოვრებაც მსურს. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით ,რომ ჩემი ძმები მგონიხართ...არ მინდა ვიჩხუბოთ -არც ვაპირებ...უბრალოდ როგორც შენი ძმა გირჩევ დაფიქრდე რას აკეთებ. -მეც იგივეს გირჩევ_ამოილუღლუღა სანდრიმ -იმ დაწესებულებიდან რამე ახალი ხომ არ ისმის? ქეტინო ხომ არ შეგხმიანებია?_კითხა გიორგიმ ნოდარს -არა...ყველა დუმს... – რაც მე არ მომწონს. მოდი წავიდეთ რა... ბიჭები სახლში ,რომ შევიდნენ მარი მაშინვე მიხვდა ყველაფერი იცოდნენ. თავი დამნაშავესავით დახარა ,მაგრამ ნოდარმა გაუღუმა და მოეხვია. ის იყო მასხარაობის დაწყებას აპირებდა ტელეფონმა ,რომ დაურეკა. ცოტა ხანში განცვიფრებული სახით გათიშა. -არ დაიჯერებთ...ეკა ჩამოდის ხვალ. -ესეიგი ცოტა გამოვცოცხლდებით. -ხვალ აეროპორტში უნდა დავხვდე. -ნოდო უთხარი რა სიმართლე მარის შესახებ . მერე მეც დაველაპარაკები ეკას კარგი? _ სთხოვა გიორგიმ. -აუცილებლად ვეტყვი. -კარგი მე წავალ. ხვალ ეკას მოსანახულებლად მოვალ _თქვა სანდრიმ და სწრაფად წავიდა. -მგონი აღარ სვამს ხო? _ მიანიშნა ნოდარმა მეგობარზე - მისთვისვე სჯობს. -კარგი თქვენ აქ იყავით და რამდენ ხანსაც გინდათ ისაუბრეთ . მე წავალ და მარტო დაგტოვებთ. ისედაც ვხვდები ,რომ მესამე ზედმეტია _აბუზღუნდა ნოდარი და წავიდა. -ნოდო ჩვენ არ... -გაიხუმრა შეეშვი..._მკლავზე მოქაჩა გიორგიმ -მგონი ეწყინა... -სულაც არა...გეტყობა ,რომ ნოდოს კარგად არ იცნობ. უბრალოდ მარტო დაგვტოვა. ის ასეთი არაა. მას უბრალოდ ეშინია ჩვენი ურთიერთობის. ის ფიქრობს ,რომ ის რასაც ვგრძნობთ არამყარი და არასერიოზულია -მეც მეშინია... -რისი გეშინია? ჩემი? -შენი არასოდეს შემეშინდება. შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემს ცხოვრებაში. -აბა რისი გეშინია? -ნიასი... – სისულელეა ... -არაა სისულელე ...ის შენი ცოლია და შენი შვილის დედა. მე არავინ ვარ -არასდროს თქვა ,რომ არავინ ხარ. მე შენს გამო ყველაფერი გავაკეთე. შენს გამო ისე გავრისკე როგორც არასდროს. ეს იმ გრძნობამ მაიზულა რაც ჩვენს შორის არსებობს . აღარასდროს გაიმეორო ,რომ არავინ ხარ... -მე უბრალოდ მეშინია იმ ურთიერთობის რაც ახლა გვაქვს. მეშინია ,რომ არასდროს მიიღებენ ამ კავშირს. -მე შენ მიგიღე ისეთი როგორიც ხარ. მე არ ვაპირებ ჩემი ცხოვრება ვინმეს შევუთანხმო. ვერავინ ვერ ჩაერევა ამ ყველაფერში. ეს მხოლოდ მე და შენ გვეხება. საინტერესოა ვინ გგონივარ? დედიკოს და მამიკოს ბიჭი? -არც მიფიქრია ეს ... მე უბრალოდ ყველაზე საშინელ ადამიანად ვგრძნობ თავს იმის გამო რომ უდანაშაულო ბავშვს ოჯახს ვართმევ. -ესეც მორიგი აფსურდი. შენ არავის არაფერს არ ართმევ. ჩვენი ურთიერთობა მანამდე დაინგრა სანამ შენ გამოჩნდებოდი ჩემს გვერდით. შენით თუ შენს გარეშე ეს აუცილებლად მოხდებოდა...მხოლოდ დროის საკითხი იყო. ახლა მოდი ჩემთან და ჩამეხუტე. აღარ იფიქრო ამ ამბავზე. მე მივხედავ ყველაფერს ... მე დავიწყე ეს ყველაფერი და მე მოვაგვარებ. გპირდები, რომ ვერავინ ვერასდროს გაბედავს შენზე ზეწოლას. გიორგიმ მარი მკერდზე მიიხუტა. გარეთ უკვე ბნელოდა. მარის მალევე ჩაეძინა მის მკერდზე ,რასაც გიორგიზე ვერ ვიტყვით. დიდხანს ფიქრობდა ნოდარის ნათქვამზე და არაფრით არ შეეძლო ეს ამბავი დაეშვა. დილით ნოდარი ,რომ ახრიგინდა მაშინ გამოეღვიძათ. აქეთ-იქეთ დარბოდა და თან წასასვლელად ემზადებოდა. წყვილი ძლივს მოფხიზლდა და თან თვალს აყოლებდა აღელვებულ ნოდარს. -რა გჭირს ბიჭო?_მიაყვირა გიორგიმ -თერთმეტი დაიწყო და ის მჭირს. ჩამეძინა და დამაგვიანდა. ნახევარზე აქ იქნება ეკას რეისი. გაგიჟდება იქ ლოდინი რომ მოუხდეს. -ხოოო...შარში კი ყოფილხარ ძამაო... -ნუ დამცინი გავიქეცი. ყველაფერი გადააწკრიალეთ _მიანიშნა მსახურ გოგოს და გარეთ გავარდა. -როგორ ხარ? ალბათ აქ ვერ მოისვენე ჰო? -კარგად ვარ . მშვენივრად...დღეს ეკა ჩამოვა და სახლში მარტო ჯდომა აღარ მოგიწევს. მართალია ეკა შინ არ ჩერდება ხოლმე ,მაგრამ მაინც. ხან საყიდლებზე წაგიყვანს ხან სად და ხან სად. -მე წავალ მსახურებს მივეხმარები. წამოდი ყავას დაგალევინებ და ცოტა წაიხემსე -არა სახლში წავალ. შენ მოემზადე ამ სახლის ქალბატონის დასახვედრად. დამიჯერე ,რომ მოვა შენზე უკვე ყველაფერი ეცოდინება. წავედი და თავს მიხედე. -გიო... -ჰო -გთხოვ ნიას არ ანერვიულო...დაეხმარე როგორც შეგეძლება. იმაზე იფიქრე ,რომ შენს სვილს ეხება საქმე. -გპირდები... ერთმანეთს აკოცეს და სახლში როგორც ყოველთვის მარტო დარჩა. არ იცოდა რა ეკეთებინა. მილაგება დაიწყო და თან ფეისბუქი ჩართო იქნებ ლელამ მომწეროსო. თორმეტამდე ალაგებდა სახლს. მერე ლელაც წერდა. მოუყვა ,რომ ნოდარის დედა ჩამოდიოდა და ახლა მის დასახვედრად ემზადებოდა. ლელა არც ისე კმაყოფილი იყო იმის გამო ,რომ მარის გიორგისთან ურთიერთობა ჰქონდა და სულ აფრთხილებდა თავი შეიკავეო. მარის ხშირად ფიქრობდა ამ თემაზე ,მაგრამ ყოველთვის გიორგის მხარეს იხრებოდა. პირველი იყო დაწყებული ბაღის მხრიდან კარი ,რომ გაიღო და ვიღაც შემოვიდა. სასუალო ტანის სუსტი და მოხდენილი ქალი იყო. ქერად შეღებილი თმითა და საოცრად დახვეწილად ჩაცმული. მსახურ გოგონას მხიარულად მიესალმა და მოეხვია კიდევაც. -სამი თვეა სახლში არ ვყოფილვარ . ღმერთო რა მაგარია ... ჩანთა დივანზე დააგდო და მისაღებში გამოვიდა._ შენ ალბათ ის მარი ხარ მანქანაში ნოდარმა ,რომ მომიყვა ხომ? მარიმ თავი დაუქნია. -გიოს მარი. ცუდი ბიჭი...შეყვარებული ჩემს სახლში დატოვა და ისიც არ ინება დამხვედროდა. მიხარია ,რომ გაგიცანი. მე ეკა ვარ ნოდარის დედა. -დედა მოასწარი გაცნობა? _ძლივს სემოაგორა ორი ჩემოდანი -სასიამოვნოა ქალბატონო_გაიღიმა მარიმ -ოოოოოო ეგ არ უნდა გეთქვა ..._თავი გააქნია ნოდარმა -ქალბატონო არ დამიძახო საყვარელო. უბრალოდ ეკა... გაიმეორე ე-კა...ეკა... -ეკა ...დიახ ეკა... -დედა ამდენი ჩემოდნებბი რაამბავია. ყველა მაღაზია იყიდე? -ჩემი ლამაზი ბიჭი დაიღალე? _მოეხვია კისერზე შვილს ტანმორჩილი ქალი და ლოყაზე აკოცა. მართლაც იმდენი ჩემოდანი ჩამოეტანა ეკას მთელი დღე მის ამოლაგებაში იყო და დაბნელებამდე მაინც ვერ მოახერხა. გიორგი ,რომ მოვიდა მხოლოდ მაშინ ჩამოვიდნენ ძირს. -ეკა როგორ ხარ?_ ხელი სტაცა და დაატრიალა ბიჭმა._ვერ დავრჩები ,მაგრამ რომ არ მენახე არ შემეძლო -უკვე მიდიხარ? -ჰო სულ ერთი წუთით შემოვიარე. მამა მელოდება სახლში და გზად გამოგიარე. -ოხ რეზო. მარინას უთხარი ხვალვე ვესტუმრები. -მე ის უფრო მიკვირს თავად აქ რატომ არ არის უკვე... -მაგიც მართალია. გიორგი მანქანაში ჩახტა და სწრაფად წავიდა. მშობლების სახლამდე საკმაოდ დიდი გზა იყო. გადასახვევთან ,რომ მივიდა რაღაც უცნაური შეამჩნია. ერთი მანქანა მთელი გზა მოჰყვებოდა. საჭე გადაუკრა და გადახვევა სცადა. თითქოს დაუსხლტა კიდევაც და სახლამდეც მივიდა. უცებ გაიფიქრა ალბათ მომეჩვენა რაღაცო ,მაგრამ ჭიშკართან სანამ მიასიგნალებდა ფარების შუქმა თვალები დაუბრმავა. ხელი აიფარა ,მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გაზს დააჭირა და უკან სვლით წავიდა ,მაგრამ უკვე ჩამოშორებულ მანქანას დაეჯახა. წინა მანქანის ფარები ჩაქრა. გზას მხოლოდ ლამპიონები და უკანა მანქანის ფარები ანათებდა. წინიდან ორი კაცი გადმოვიდა. გიორგიმ დააფიქსირა ,რომ ხელში იარაღი ეჭირათ. სწრაფად ჩაიკეცა მანქანაში ,მაგრამ ტყვიებმა წამის მეასედში ჩაფშვნა მანქანის ორივე საქარე მინა. რამდენიმე წამს ისროდნენ სანამ ჭიშკარი რეზოს დაცვამ არ გააღო. -ბოსმა მოკითხვა შემოგითვალა_დაუყვირა ერთ-ერთმა და მანქანაში ჩახტა. დაცვა პირდაპირ გიორგის მანქანსკენ გაიქცა. ამასობაში დანარჩენი ორი თვალს მიეფარა. რამდენიმე წუთში შემტხვევის ადგილას სავსე იყო პოლიციელებით და სასწრაფოს მანქანით. ადგილს მთელი ქვეყნის პრესაც მოასკდა და გადაჭრით ითხოვდნენ ადგილამდე მიშვებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.