შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გევედრები,ეცადე მიცნო ( 7 )


13-09-2015, 21:42
ავტორი ლილიანა
ნანახია 2 408

სოფო კარში ჩამდგარიყო,ერთიანად ალეწვოდა სახე,თვალები სიბრაზისაგან უელავდა,ნანახით დაბნეული და გაკვირვებული ადგილიდან არ იძვროდა.
თამრომ სწრაფი მოძრაობით მოიცილა ნიკოს ხელები და სავარძლიდან წამოდგა,მამაკაცმაც მას მიბაძა,წამიერი სუჩუმე ჩამოვარდა.
_ სოფო მაპატიე,ყველაფერს აგიხანი_ დაბნეული თითების ფშვნეტით მისკენ გაიწია,დსმნაშავედ გრძნობდა თავს მის წინაშე და ეს ხმაზეც აშკარად ეტყობოდა.
_ მოიცადე თამრო,საპატიებელი არაფერი გაგიკეთებია,მე ავუხსნი ყველაფერს_ მკლავში წვდა და შეაჩერა
სოფო ისევ ისე იდგა და ხმას არ იღებდა,მის სახეზე მხოლოდ ერთ ფრაზას ამოიკითხავდით_" აბა დროზე ამიხსენით ყველაფერი"
_ ოთახში შემოდი ჯერ სოფო,კარი დავხუროთ რა საჭიროა ჩვენი საუბარი ყველამ მოისმინოს
_ ჰოო? და მაშინ არ არსებობდა ყველა ამ ქალბატონს,რომ ეხუტებოდი?_ აშკარა ირონია და სიბრაზე ეტყობოდა ხმის ტონზე
_ ქალბატონს? როდიდან გახდა შენი თამრო და თოჯინა ქალბატონი?_ ხელი ატირებული გოგონასკენ გაიშვირა_ და ეს ცინიზმი რა საჭიროა?_ მისმა სიტყვებმა წონასწორობა დააკარგვინა ნიკოს
_ აჰა? მე ვარ ცინიკოსი? და თქვენ ვინ ხართ? მატყუარები? მოღალატეები? ლაჩრები?_ ხმის სიმაღლეს უკვე ვეღარ აკონტროლებდა
_ სოფო საკმარისია_ გამწარებულმა დაუღრიალა_ დაუნახავი ხარ,პირობა შენ მომეცი,რომ მომწერდი მაგრამ ერთხელაც არ გიპასუხნია,შენს სახელს მოუფრთხილდა შენს რეპუტაციას და მთელი ამდენი წელი შენი სახელით მწერდა,საკუთარ გრძნობებზე თწვა უარი როცა ერთად დაგვინახა,ერთხელაც არ დაცდენია საყვედური ან წყენა,როცა მისთვის განკუთვნილ სიტყვებს და ყურადღებად შენ გითმობდი,შენ რა მეგობარი ხარ? ისე დათანხმდი ამ ყველაფერს ერთხელაც არ გიკითხია რას გრძნობდა,რას განიცდიდა,ეგოისტი ხარ,შენ მეც არ გჭირდები,მეც არ გიყვარვარ უბრალოდ ხარბი ხარ,ყველაფერი შენთვის გინდა,სულ შენს თავზე ფიქრობ,შენი გრძნობა რომ გულწრფელი იყოს ერთხელ მაინც კითხავდი ამ დღეების მანძილზე თამროს რა მიყვარს,რ მომწონს ,ელემენტარულს მაინც იკითხავდი მაგრამ არა შენ მხოლოდ ყურადღება გინდა,ყველა შენ გეხვეოდეს,რა გინდა თამროსგან? ეს მე მივხვდი სიმართლეს,მას სიტყვაც რ უთქვამს,ისევ შენი გულისათვის.დიახ თამროს ვუყვარვარ და ნე თამრო მიყვარს,მე არც შენი ფეხები მხიბლვს და არც შენი თვალები,მე ყოველთვის ის მიყვარდა ვინც ჩემი მესაიდუმლე და სულის ნაწილი იყო ამ წლების მანძილზე და ეს თამროა და არა შენ,პარკში როგორც მოიქეცი აი იმ საქციელმა თვალი ამიხილა თუ რა ადამიანიც ხარ...
_ აღარ მინდა ამ ყველაფრის მოსმენა,ორივე მოღალატეები ხართ,განსაკუთრებით შენ _ თითი თამროსკენ გაიშვირა_ გველო,განანებ ჩემს დამცირებას,იცოდე მაინც არ გაგახარებ,არ დაგითმობ_ შეშლილს გავდა იმ წამს
_ სოფო გთხოვ ნუ ამბობ ასე,მოგვისმინე გთხოვ...._ მისკენ წავიდა და მუდარის ხელები გაუწოდა
_ არ მომეკარო გველო_ შეშლილივით ღრიალებდა ზურგი შეაქცია და ჩქარი ნაბიჯებით კიბეებისკენ წავიდა,უცებ შედგა,მთელი სხეულით შემობრუნდა,სახეზე ბოროტი ღიმილი დასთამაშებდა_ ნიკო ვერასოდეს გახდება შენი,ის ჩემია,იცოდე თავს მოვიკლავ
_ რა სისულელებს ლაპარაკობ თუ ხვდები_ მობეზრებულად აუქნია ხელი ნიკომ
_ არ გჯერათ ხომ?_ უკვე თავს ვერ აკონტროლებდა,იქვე ლარნაკთან დადებულ ყვავილების დანას დაწვდა და სწრაგი მოძრაობით ორივე მაჯაზე ღრმად გადაისვა.სისხლმა უცებ იპოვა გზა.
_ სოფოოო_ არაადამიანური ხმა ამოუვიდა თამროს ყელში,გიჟივით მიიჭრა მასთან და ორივე ხელის მტევნები მაჯებზე მოუჭირა_ რას აკეთებ ადამიანო გაგიჟდი_ ბღაოდა
_ გამიშვი ხელები_ შერჩენილი ძალით ეჯაჯგურევოდა და მისი ხელებიდან თავის დახსნას ცდილობდა
ნიკო არ დაიბნა იქვე გადაფარებული სუფრა ორად გახია ძალით მაგრამ მჭიდროდ შემოახვია ქალის მაჯებს,ხელში აიტაცა და სირბილით ჩაუყვა კიბეებს.
ეზოში გამოვარდნილებს ყველანი გაოგნებულები შესცქეროდნენ.წამში აირია ყველაფერი,ვინ კიოდა,ვინ იგინებოდა,უმისამართოდ დარბოდნენ,მანქანებში გადანაწილდნენ და საავაფმყოფოსკენ აიღეს გეზი.
ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო თითო მაჯაზე 7_7 ნაკერი დასჭირდა.სოფოს მშობლები და არა მარტო ისინი გაოგნებულები დააბიჯებდნენ საავადმყოფოს დერეფანში.
_ რა მოხდა შვილო ამიხსენი,იჩხუბეთ? რარომ მოიქცა ჩემი შვილი ასე? ქალი თამროს ხელებს ჩაბღაუჭებოდა და პასუხის მოლოდინით ცრემლიანი თვალები მიანათა.
_ არ ინერვიულო,აი მოვა გონს ექიმი შეგვიშვებს და თავად გეტყვით მიზეზს_ ცდილობდა დაემშვიდებია.
ალბათ ნახევარი საათი მოუწიათ ლოდინი,ყველანი აქ იყვნენ,გიგიც აქ იყო.
_ დამშვიდდი თამრო ყველაფერი კარგად იქნება_ ცდილობდა ეთანაგრძნო და დაეწყნარებინა ატირებული ქალი,მის მხრებზე მკლავი შემოეხვია და გულში იხუტებდა,თამრო ისეთი დაბნეული იყო,აქაურობას მოწყვეტილი ვერც კი აცნობიერებდა რა ხდებოდა,
ამის შემხედვარე ნიკოს სისხლი ექცეოდა ტვინში მაგრამ ახლა აქ არც დრო იყო და არც ადგილი.საშინლად გაბრაზებული იყო სოფოზე.
კიდევ ნახევარი საათი და ექიმიც გამოვიდა პალატიდან,ყველანი მაშინვე მას მიცვივდა.
_ როგორ არის ექიმო?_ მერაბს შიშისაგან ფერი არ ედო
_ არ ინერვიულოდ,ყველაფერი კარგადაა,საკმაოდ ღრმა ჭრილობა იყო მაგრამ დროულად მოიყვანეთ,საფრთხე არ ემუქრება,თავს კარგად გრძნობს
_ შეგვიძლია ვნახოთ?
_ რათქმაუნდა,თუმცა დამაბარა ჯერ ნიკოს და თამროს ნახვა მინდა და ჯერ ისინი შემოვიდნენო,აქ არიან?
_ აქ ვართ_ მძიმედ ჩაახველა ნიკომ,იქცე მდგარ თამროს ხელი ჩასჭიდა და პალატის კარი შეაღო.
სოფო ზურგით საწოლის თავს მიყრდნობოდა და სახეზე ცოტა დაგლილი მაგრამ კმაყოფილი იერი დასთამაშებდა.
_ აბა როგორ მოგეწონათ?_ ისტერიული სიცილი ატეხა.
თამრო და ნიკო გაოგნებულები იდგმენ შუა პალატაში და მომხდარის გაანალიზებას ცდილობდნენ.
_ ხომ დაინახეთ რა შემიძლია? ასე.რომ ქალბატონო თამარ დაეხსენი ამ ბიჭს და შენ ბატონო ნიკოლოზ გაფრთხილებ თუ ცოლად არ შემირთავ 1 თვეში იცოდე ამის გამეორება არ გამიჭირდება_ სახე გაბადვროდა და უაზროდ ხარხარებდა იმის შემხედვარე თუ რა დიდი თავზარი დასცა მის" მეგობარსა" და " საქმროს"..........


ჩემო საყვარლებო ველი თქვენს კომენტარებს,რას ფიქრობთ პერსონაჟებზე



№1  offline წევრი milangirl

Es gogo gijia xo? Vaime dzaan kai iyo

 


№2  offline წევრი kora

თავიდანვე ვერ ვიტანდი ამ სოფოს, ამაზრზენი და უზრდელია! ძალიან მიყვარს ეს ისტორია და გული დამწყდება თუკი სოფო თავისი შანტაჟებით თუნდაც ცოტახნით მაგრამ მაინც რომ შეძლოს და არ გაუშვას ნიკო. ცოლად მოყვანაზე ხომ ალბათ გავაფრეეენ... ვგიჟდები თამროზე და არ მინდა დაიტანჯოს, მითუფრო მას შემდეგ რაც გაიგო ნიკოს გრძნობებზე... თუმცა შენ უკეთ იცი როგორ გსურს მოვლენების განვითარება, მიხარია რომ ახალი თავი ასე მალე დაგვიდევი love
--------------------
kira.G

 


№3  offline მოდერი ლილიანა

milangirl
Es gogo gijia xo? Vaime dzaan kai iyo

მადლობა ჩემო კარგო<3
kora
თავიდანვე ვერ ვიტანდი ამ სოფოს, ამაზრზენი და უზრდელია! ძალიან მიყვარს ეს ისტორია და გული დამწყდება თუკი სოფო თავისი შანტაჟებით თუნდაც ცოტახნით მაგრამ მაინც რომ შეძლოს და არ გაუშვას ნიკო. ცოლად მოყვანაზე ხომ ალბათ გავაფრეეენ... ვგიჟდები თამროზე და არ მინდა დაიტანჯოს, მითუფრო მას შემდეგ რაც გაიგო ნიკოს გრძნობებზე... თუმცა შენ უკეთ იცი როგორ გსურს მოვლენების განვითარება, მიხარია რომ ახალი თავი ასე მალე დაგვიდევი love

ვეცადე თქვენი სურვილი გამეთვალისწინებია,
სიყვარულს განსაცდელი ამტკიცებს და ამყარებს ხომ გაგიგიათ? მადლობა რომ ასე გვგულშემატკივრობ<3
ვცდილობ სამ დღეზე მეტი არ დამაგვიანდეს მაგრამ ამ ჯერზე დრო ვიხელთე და დავბრუნდი
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline წევრი mariko_2001

ვაიმეე გავაფრეეეენ სოფო საერთოდ ვინ ყოფილაა თავიდანვე არ მომწონდა მაგარამ ეს უკვე პიკი იყოო.ძაან მაგარიაა მალე გააგრძელე იცოდეე❤❤❤

 


№5  offline წევრი QueenA

სხვათაშორის მინდა გითხრა რომ არ მოველოდი სოფოს პერსონაჟის ასე გაბოროტოებას,სულ სხვანაირად წარმომედგინა და ამის საჭიროებასაც მაინც და მაინც ვერ ვხედავდი.
ნუ შენ ალბათ ამ მხრივ გქონდა გეგმა რომ გაგევითარებინა სიტუაცია.
პირიქით თავიდან სწორედ სოფო იქნებოდა ის ადამიანი ვინც სიმართლეს იტყოდა.
თამოს მიმართ პრინციპში ასეთი დამოკიდებულება და მეგობრობა ნამდვილად არ იგრძნობოდა.
ნიკოს თქმის არ იყოს,მისთვის თამრო თოჯინა იყო და უცებ ისე რადიკალურად შეიცვალა
ყველაფერი რო რავი,მაინც და მაინც არ მომეწონა ეს კონკრეტული ცვლილება.

მესამე პირი რაღაცატომ ბიჭი წარმომედგინა ამ ორ შორის და ისე რომ
ნიკოს ამ დროს მაინც არ ეცოდინებოდა სიმართლე ჯერ კიდევ და მიუხედავად
ამისა მაინც იეჭვიანებდა მის ურთიერთობებზე სხვა ბიჭებთან და კიდევაც
გამოაჩინე ერთი ბიჭი და შეიძლებოდა ეგეც გამოგეყენებინა.მოკლედ
სოფო მე რაღაცატომ ყველაფერზე ნათელის მომფენი და განმუმხტველი წარმომედგინა მაინც
მის ბოროტმოქმედად გადაქცევამ ცოტა გამაკვირვა. (ნუ ეს ჩემი პირადი აზრია მხოლოდ)

 


№6  offline მოდერი ლილიანა

QueenA
სხვათაშორის მინდა გითხრა რომ არ მოველოდი სოფოს პერსონაჟის ასე გაბოროტოებას,სულ სხვანაირად წარმომედგინა და ამის საჭიროებასაც მაინც და მაინც ვერ ვხედავდი.
ნუ შენ ალბათ ამ მხრივ გქონდა გეგმა რომ გაგევითარებინა სიტუაცია.
პირიქით თავიდან სწორედ სოფო იქნებოდა ის ადამიანი ვინც სიმართლეს იტყოდა.
თამოს მიმართ პრინციპში ასეთი დამოკიდებულება და მეგობრობა ნამდვილად არ იგრძნობოდა.
ნიკოს თქმის არ იყოს,მისთვის თამრო თოჯინა იყო და უცებ ისე რადიკალურად შეიცვალა
ყველაფერი რო რავი,მაინც და მაინც არ მომეწონა ეს კონკრეტული ცვლილება.

მესამე პირი რაღაცატომ ბიჭი წარმომედგინა ამ ორ შორის და ისე რომ
ნიკოს ამ დროს მაინც არ ეცოდინებოდა სიმართლე ჯერ კიდევ და მიუხედავად
ამისა მაინც იეჭვიანებდა მის ურთიერთობებზე სხვა ბიჭებთან და კიდევაც
გამოაჩინე ერთი ბიჭი და შეიძლებოდა ეგეც გამოგეყენებინა.მოკლედ
სოფო მე რაღაცატომ ყველაფერზე ნათელის მომფენი და განმუმხტველი წარმომედგინა მაინც
მის ბოროტმოქმედად გადაქცევამ ცოტა გამაკვირვა. (ნუ ეს ჩემი პირადი აზრია მხოლოდ)

მადლობა რომ გამიზიარე შენი აზრი,
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent