შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოიისფრო [9]


13-09-2015, 22:24
ავტორი მარრიამი
ნანახია 4 813

მეორე დილით გაიღვიძა თუ არა ბაიამ, თვალები თავისთავად გაექცა სარკისკენ, თუმცა იასამნები არ დახვედრია.. გულში რაღაც ჩასწყდა, თითქოს უბრალო აკვიატება იყო, მაგრამ მაინც ეწყინა.. ქალბატონ ელზას უკვე ეღვიძა, მომზადებაში დაეხმარა და ოთახიდან გავიდა.. გასვლისთანავე სახე გაებადრა ბედნიერებისგან, ახლა უკვე მაგიდაზე იდგა ლარნაკით თაიგული..

მოიისფრო [9]


- დილა მშვიდობის _ გაუღიმა ოთახიდან გამომავალმა ლექსომ _ ისაუზმეთ და წავიდეთ, დღეს პირველი ვიზიტია..
- შენ არ ისაუზმებ? _ გადახედა ბაიამ.
- არა, არ მინდა _ გაუღიმა.

-_-_-_-_-_-_-_-

განსაკუთრებული არაფერი მომხდარა პირველ ვიზიტზე, კიდევ ერთხელ გადაამოწმეს ბაიას მდგომარეობა, შეამოწმეს მისი მგრძნობელობა, მსუბუქად ავარჯიშეს და გამოუშვეს, მეორე ვიზიტიდან უკვე ინტენსიურ თერაპიას დაიწყებდნენ..
როგორც კი საავადმყოფოდან გამოვიდნენ, ბაიამ ოდნავი გაკვირვებით ახედა ლექსოს..

- არ მეგონა გერმანული თუ იცოდი..
- საკმაოდ ხშირად მიწევს გერმანელ კომპანიონებთან ურთიერთობა და ამის შედეგია.. გავისეირნოთ დღესაც?
- ჯერ სახლში წავიდეთ, ცოტას დავისვენებ და გავისეირნოთ.
- კარგი, შესანიშნავი იდეა მაქვს, დღეს ეს ადგილი აუცილებლად უნდა ვნახოთ..

ქალბატონმა ელზამ ისევ უარი განაცხადა სეირნობაზე, ვერ იტყოდა განცდების ბრალი იყო თუ უბრალოდ ლექსოს კამპანიაში არ სიამოვნებდა ყოფნა, მაგრამ ფაქტია, თავიდან ირიდებდა წყვილთან სეირნობას.

-_-_-_-_-_-_-_-

- აბა, სად მივდივართ?
- გსმენია რამე ძველი პეტერის შესახებ?
- არა, კარგი ადგილია? _ ენთუზიაზმით სავსე მზერა შეანათა..
- უკეთესი რომ არ შეიძლება _ გაუცინა.. _ მიუნხენის უძველესი სამრევლო ტაძარია..
- მაშინ საინტერესო იქნება.
- ჰო, პეტერის მთაზეა, ნახავ როგორ მოგეწონება..

მოიისფრო [9]


ტაძარი შემაღლებულ ადგილზე იყო აგებული.. სანახაობამ მართლაც გადააჭარბა მოლოდინს, მაგრამ.. მთავარ „მწვერვალამდე“ მისასვლელად 306 საფეხური ჰქონდათ ასავლელი.. საფეხურების დანახვისთანავე ბაიას სახე მოეღუშა..

მოიისფრო [9]


- ავიდეთ _ კვლავ აღფრთოვანებული იყო დვალი..
- ლექსოო _ ჩუმად ჩაილაპარაკა.
- რა მოხდა?
- ჩვენ აქ ვერ ავალთ..
- აუცილებლად ავალთ ბაია, აუცილებლად _ ხელში აიტაცა და რამდენიმე საფეხური შემართებით აიარა..
- ლექსო ზედმეტად ბევრია..
- სულ რაღაც 306.
- ლექსო გთხოვ..
- ბაია, უბრალოდ გაჩუმდი კარგი? შენ არც კი იცი რაზე ამბობ უარს და რამდენად შესანიშნავია იქიდან გადმოხედვა..

საფეხური 50 - გახშირებული სუნთქვა და შენელებული ტემპი..
საფეხური 100 - ლექსოს გაღიმებული თვალები და წუთ-შესვენება..
საფეხური 150 - ბაიას შეწუხებული სახე და ლექსოს თბილი მზერა..
საფეხური 200 - დაღლილი ფეხები და საფეხურზე ჩამომსხდარი წყვილი.. ბაიას ცრემლიანი თვალები (ბედნიერებისა თუ უბედურებისგან), მის მხრებზე მოხვეული ლექსოს ხელი და კვლავ უცნაური კომფორტის შეგრძნება..
საფეხური 250 - თავს ძალა უნდა დაატანოს, ფეხებს უფრო..
საფეხური 300 - ძალა აღარაა.. ბიჭი კი კვლავ ჯიუტად მიიწევდა წინ..
საფეხური 301 - ლექსოს ღიმილი „სულ ხუთი დაგვრჩა“..
საფეხური 302 - ლექსოს ღიმილი „ შენ მმატებ ძალას“..
საფეხური 303 - ლექსოს ღიმილი „ შენი მზერა ყველაფერს შემაძლებინებს“..
საფეხური 304 - ლექსოს ღიმილი „ შენი ღიმილი მთებსაც გადამადგმევინებს“..
საფეხური 305 - ლექსოს ღიმილი „ ჩვენ ამას შევძლებთ“..
საფეხური 306 - ლექსოს ღიმილი „ ჩვენ ეს შევძელით“..

ბაიას ღიმილი:
- შენ ჩემი ბედნიერების მომტანი ხარ _ გაუბედავად მიკრული ტუჩები ყელზე და შეფაკლული ლოყები..

მოიისფრო [9]


- ხომ გეუბნებოდი, ძალიან მაგარი ხედია _ თითით ანიშნებდა ლექსო..
- ჰო, მართლა შესანიშნავია..
- შემიძლია მთელი დღე ვიჯდე ასე და ვუყურო, თან თუ გვერდით შენც იქნები.. _ ჩაეღიმა..
- ჰოო _ გაუაზრებლად დაეთანხმა.
- კარგი, გუშინ ჩემზე ვისაუბრეთ, მოდი დღეს შენზე მომიყევი..
- ჩემზე? კარგი, თუმცა მოსაყოლი არც ისე ბევრია მგონი..
- რატომაც არა, მოგივლია მთელი საქართველო, ყველა კუთხეზე თითო ამბავი რომ მომიყვე, ამას დამატებული შენი ცხოვრება და დიდ ხანს მოგვიწევს აქ ყოფნა _ გაუცინა..
- კარგი.. მოკლედ, ერთი სრულიად ჩვეულებრივი ბავშვი მოვევლინე ამ ქვეყანას.. კარგი, გატყუებ _ გაუღიმა. _ ჩემი ისტორია ჯერ კიდევ ჩემი მშობლების სიყვარულის ისტორიიდან უნდა დავიწყო.. ერთმანეთი შეუყვარდათ, თუმცა ოჯახებს უკვე მოწონებული სასიძო და სარძლო ჰყავდათ. ჩემი მშობლები გაიპარნენ და მაინც დაქორწინდნენ, სოფლიდან ქალაქში წამოვიდნენ საცხოვრებლად და ცხოვრებაც ნულიდან დაიწყეს. ეგონათ შვილი რომ ეყოლებოდათ, ოჯახები შეურიგდებოდნენ, თუმცა შეცდნენ, ზედმეტად მკაცრი და უგულო ოჯახები აღმოაჩნდათ.. იმდენი მოახერხეს, მამამ მუშაობა დაიწყო.. დედასთვის პაპას უჩუქებია სახლი ადრე და იქ ცხოვრობდნენ, ვცხოვრობდით უფრო სწორად. მერე, მერე მამა გარდაიცვალა, აი ასე უეცრად, მოულოდნელად, 10 წლის ვიყავი მაშინ.. შენზე უკეთ ალბათ ვერავინ გამიგებს რამხელა შოკი იყო მაშინ, არც კი ვიცოდით მამას რამე თუ სჭირდა, გულის შეტევა და ყველაფერი მორჩა. ამის შემდეგ საშინელი პერიოდი დაგვიდგა, გაჭირვებაც იყო, მაგრამ დედა საოცრად ამაყი ქალია, აღარასდროს მისულა თავის მშობლებთან მას შემდეგ.. მამის სიკვდილი როგორც კი გაიგეს ჩამოვიდნენ მისი მშობლები, დედა კარგად გალანძღეს და წავიდნენ.. იმდენი მოახერხა ჩემმა დედიკომ, რომ ეს გაჭირვება დავძლიეთ.. მდიდრულად ფუფუნებაში არც არასდროს მიცხოვრია, მაგრამ იმაზე უფრო ნაკლები შემოსავალი გვქონდა, ვიდრე მამასთან ერთად.. სკოლა დავამთავრე, ჩავაბარე, უფასო ფაკულტეტზე მოვეწყვე, ისიც დავამთავრე და სამუშაოს ძიებაც დავიწყე.. არც აქ გამიმართლა და ჩემი პროფესიის ნაცვლად, რესტორანში დავსაქმდი მიმტანად.. მერე, მერე ერთ წვიმიან ღამეს გვიან მომიწია შინ დაბრუნება, თუმცა ვერ დავბრუნდი _ ოდნავ გაეღიმა _ საავადმყოფოში გამეღვიძა და შენ გაგიცანი.. _ ცრემლიანი თვალებით დაასრულა თხრობა..
- ბაია, მაპატიე..
- მერამდენედ უნდა მთხოვო პატიება ლექსო? ნუთუ ვერ მიხვდი რომ უკვე გაპატიე.. _ მწვანე თვალები შეანათა.
- მაგრამ მე მაინც დამნაშავედ ვგრძნობ თავს ბაია..
- მაშინ არ ვიცი რა გავაკეთო..
- არაფერი _ როგორ უნდოდა ეთქვა არასდროს წახვიდეო, მაგრამ..არ უთხრა!
- წავიდეთ? შებინდდება მალე..
- წავიდეთ..
- ისევ 306 საფეხური, არ უნდა ამოვსულიყავით ლექსო..
- ნუთუ ნანობ?
- აქ ყოფნას არა, ამოსვლას კი, იმიტომ რომ შენ გაწვალებ..
- შენ მე ვერ გამაწვალებ _ ღიმილით ჩაილაპარაკა და ხელში აიყვანა.

ისევ დამღლელი საფეხურები.. გახშირებული სუნთქვა.. სევდიანი თვალები.. ღიმილიანი მზერა და შვების ამოსუნთვა პირველ საფეხურზე..

- ჩვენ ეს შევძელით _ ლექსოს მხარზე მიხუტებულმა დაიჩურჩულა..
- შევძელით ბაიკო _ გაეღიმა.

სახლში დაბრუნებულებს ელზამ ვახშამი გამზადებული დაახვედრა.. მშვიდად ივახშმეს. ღიმილი არ შორდებოდათ სახეზე.. ბაია ოთახში შეიყვანა ლექსომ და კარებისკენ მიბრუნდა..
- ლექსო _ დაუძახა და მოაბრუნა _ მადლობა დღევანდელი დღისთვის..
- კიდევ ბევრი ასეთი დღე გვექნება ბაია..
- შენ ჩემი ცხოვრება ბედნიერი გახადე..
- უბედური უფრო _ ამოიხვნეშა.
- ლექსოო _ საყვედურის ტონით ჩაილაპარაკა.
- კარგი, ძილინების..
- ძილინების, ბედნიერების მომტანო _ ჩაეღიმა და ამ ღიმილითვე მიწვა ლოგინზე..
_______
ესეც მეცხრე.. ვიცი რომ პატარაა და ბოდიშს გიხდით.. უბრალოდ დღეს მთელი დღეა გადარბენაზე ვარ.. ვემზადები ცხოვრების ახალი ეტაპისთვის, ხვალ პირველი დღეა უნივერსიტეტში.. მადლობა რომ კიტხულობთ და აფასებთ.. მიხარიხართ.. ძალიან უყვარხართ მარრიამს შოკოლადებო..



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან ძალიან ძალიან ტკბილი და თბილი თავი იყო... რაღაც საოცარი... ეს წყვილი საოცარ სიმშვიდეს აფრქვევს დიდხანს არ დატანჯო ეს გმირები და მალე გამოუტყდნენ რა სიყვარულში...

 


№2  offline მოდერი ლილიანა

გილოცავ მარ სტუდენტობას,წარმატებები მიგეღწიოს შენს არჩეულ პროფესიაში.ეზ თავო პატარა იყო მაგრამ თბილი
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

თბილი თავი იყო... ძალიან გთხოვ, ლექსოს ამ ქცევების შემდეგ, ნუღარ აფიქრებინებ ბაიას, რომ მას ის არ აინტერესებს... <3

წარმატებები ხვააალ ^^

 


№4  offline წევრი სპენსერი

ძალიან მომწონს love ბაიას დედა დაათბე ცოტა რაა smile

 


№5  offline წევრი სანდრა

მარიამ გითხარი უკვე და კიდევ გეტყვი: უსაყვარლესი გოგო ხარ! და უთბესი კიდევ!
ერთი ჩასუნთქვით რომ უნდა ჩაიკითხო და პეპლები აუშვა, ისე საოცრად წერ!
წარმატებები შენ უთვალავი!
მიყვარხარ love

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

უსაყვარლესი წყვილია.ისტორია უფრო და უფრო თბება..
გილოცავ,სტუდენტობას..წარმატებებს გისურვებ..

 


პატარა,მაგრამ თბილი...ველოდები <33

 


№8 სტუმარი mariami

გააგრძელეთ love bully wink

 


№9  offline წევრი p♥♥h ^^

Sashineli ypasuxismgebloba!
Arada tavidan su mogyvebodi rogori punqtualuri. Yovel dge ertida imave dros.
Arvici... Es istoria xo saertod tito abzaci da isic suratebit .
Mteli tve naxevari... Da ambob rom srulad dadeb sadac jer isev araperi momxdara...
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№10  offline მოდერი მარრიამი

მოგვიანებით გიხ დით მადლობას ამ კომენტარებისთვის.. <3
p♥♥h ^^
Sashineli ypasuxismgebloba!
Arada tavidan su mogyvebodi rogori punqtualuri. Yovel dge ertida imave dros.
Arvici... Es istoria xo saertod tito abzaci da isic suratebit .
Mteli tve naxevari... Da ambob rom srulad dadeb sadac jer isev araperi momxdara...

ვიცი, ვიცი რომ საშინლად უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი და ძალიან ძალიან დიდ ბოდიშს გიხ დით :(( პირობას ვდებ რომ მსგავსი რამ აღარ გამეორდება. .. ბოდიში :(( <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent