შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დაგთმობ(6)


13-09-2015, 22:56
ავტორი ubralod me
ნანახია 2 549

გოგოებმა ეგრევე კითხვები და საყვედურები დამაყარეს..
_რა მოხდა ანი ისე გამწარებული უყურებდით ერთმანეთს მეგონა ხელჩართულ ბრძოლას გამართავდით მოხდა რამე? (ნინი)
_მეც ყველაფერი მოვუყევი, იქედან დაწყებული თუ როგორ იდიოტივით მომშტერებოდა მთელი საღამო და ხმა რომ ამოიღო სულ გამომიყვანა მდგომარეობიდან.. სიტყვით გამოსვლა დავასრულე და ეხლა დაცინვა დიწყეს..
_ბიჭმა საცეკვაოდ დაგპატიჟა შენ კიდე ომი გამოუცხადე... სიცილით მითხრა ხატიამ და დაამატა ასე თუ გააგრძელე ვერ გათხოვდებიო...
_ოო თქვენ მაინც გეყოოთ რაა... ვუთხარი განაწყენებულმა..

გოგასთან
_რა მოხდა ძმაო რა სახე გაქვს? ანიმ წაგკბინა ხოო?(ირაკლი)
_საცეკვაოდ დავპატიჟე და ისეთი ამბავი დამითია ლამის გამლახა.. [გოგა]
_კაი ნუ ბრაზდები , ზოგჯერ ენა აქვს მწარე თორე ძალიან მაგარი გოგოა.. :))(გიო)
_ანის გოგოები ელაპარაკებიან შენ არ იდარდო, ბავშვობიდან ვიცნობ ძალიან კეთილი გოგოა, შენ თუ მასთან დაახლოება გინდა მე დაგეხმარები მაგრამ იცოდე ზედმეტი არაფრი მოგივიდეს თორე ჩათვალე არ გიცნობ.. (ირაკლი)


ჩემთან
გოგოებთან საუბარს მოვრჩი და ჩვენი მაგიდისკენ წავედით, თან პირობა დამადებინეს რომ გოგას უხეშად არ დაველაპარაკებოდი, მაგრამ სულაც არ ვთვლი რომ მას უხეშად ველაპარაკე.. ეტყობა რომ გოგოების ყურადღება არ აკლია და თავში აუვარდა.. ისე ძალიან სიმპატიურია, მოელვარე მუქი თვალები, საოცარი ღიმილი.. რა გასაკვირია რომ ასეთი ბიჭი მოგეწონოს.. უნდა ვაღიარო რომ მოხიბლული ვარ მაგრამ არ მინდა მოხიბვლა მოწონებაში გადამეზარდოს, მოწონება სიყვარულში.. არ მინდა იმედები გამიცრუვდეს და მიმატოვოს ისე როგორც მამამ დაგვტოვა მე და დედა, თან ის ჩემნაირ გოგოს არ შეიყვარებს, შიძლება უბრალოდ გაერთოს... მოკლედ მირჩევნია უხეშად ველაპარაკო ვიდრე იფიქროს რომ მომწონს... მაგიდასთან მივედით და ჩვენი ადგილი დავიკავეთ, ისევ გოგას მზერა მწვავდა, ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია მისთვის და მეტნაკლებად გამომდიოდა კიდეც.. კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ, კარგადაც გავერთეთ, ისე გავიდა დრო ვერც გავიგეთ..
_ ბავშვებოო თქვენი ძილის დროა უკვე, ხვალ სასწავლებელში უნდა წახვიდეთ. ხო არ დაგავიწყდათ? (ირაკლი)
_ოოო მოიცა რაა... ადრეა ჯეერ. თქვა ელენემ და პატარა ბავშვივით დაიჭყანა...
_უკვე გვიანია საყვარელოო... უთხრა გიომ და ჩაეხუტა..
სხვა რა გზა გვქონდა ძალიან არ გვინდოდა მაგრამ მაინც დავიშალეთ.. რესტორნიდან გამოვედით ხატიას და ნიკას დავემშვიდობეთ და მანქანაში ჩავჯექით, ბიჭები ნასვამები იყვნენ ამიტომ საჭეს ნინი მიუჯდა, ირაკლიც წინ მოკალათდა მე უკან მომიწია დაჯდიმა გიგას გვერდით...
_იკა ღამით სად რჩებიით? ვკითხე მე..
_ აუ ან დამავიწყდა მეთქვა, ჩვენთან რჩებიან. არ გაბრაზდეე რაა...[ნინი]
_რაა ორივე ჩვენთან უნდა დარჩეეს? გაკვირვებულმა წამოვიყვირე...
_რაიყო სტუმრებს გარეთ დაგვტოვებ?(ირაკლი)
_ცოტა ადრე მაინც გეთქვა და შევეგუებოდი ამ ამბავს... საშინლად არ მომეწონა გოგას ჩვენთან დარჩენის იდეა, გავჩუმდი, ხმას არავინ იღებდა.. უცებ ხელზე შეხება ვიგრძენი და ინსტიქტურად გოგას გავხედე..
_ მადლობა რომ შეგვიფარე ერთი ღამით.. მითხრა სიცილით და ხელი გამიშვა..
_ცოტა ჭკუით იყავი თორემ გადაფიქრება ჯერ კიდევ შემიძლია. უხეშად ვუთხარი.. თამაში მომინდომა ბიჭმა. ვანახებ თამაში როგორი უნდა.. იდიოტი, ვფიქრობდი გულში....როგორც იქნა სახლშიც მივედით. ბიჭები მისაღებში მოთავსდნენ, ვერ ვიტყვი რომ კომფორტულად გრძნობდნენ თავს მაგრამ არც წუწუნი დაუწყიათ.. მე ოთახში შევედი და საწოლზე მოწყვეტით დავეშვი, ეხლა ვიგრძენი როგორ დავღლილვარ... ტელეფონმა დაიწკრიალა სმსი უცხო ნომრიდან იყო.. "მადლობა რომ შეგვიფარე, ძილი ნებისა" მხოლოდ ეს ეწერა.. ძნელი მისახვედრი არ არის ვისგან იყო სმსი... რა თქმა უნდა გოგა, პასუხი არ მიმიწერია მაგრამ ფიქრებით ავტომატურად მასთან წავედი... არ მინდა ჩემს თავს გამოუვტყდე მაგრამ მომწოონს.. უფრო სწორად მეშინია არ შემიყვარდეს... თითქოს ისეთი არაფერი ხდება მაგრამ შინაგანად ვღელავ.. მთავარია ხვალ ქუთაისში დაბრუნდება და სანერვიულოც არ მექნება.... ამ ფიქრებში გართულს მალევე ჩამეძინა.



№1 სტუმარი girl

გააგრძლე....
ცოტა ინტრიგა და კარგი იქნება
ok?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent