ვერ დაგთმობ! (თავი 1)
უკვე გული უწუხდა. ამდენი ჯაყჯაყით მთელი სხეული სტკიოდა. არა, მაინც რა სისულელე იყო ამხელა გზაზე ავტობუსით ამოჩაქჩაქება. თავს ძლივს იკავებდა. ჯერ ამ გადაკარგულში მოდიოდა და მერე ისიც ასე „კომფორტულად“. „ოხ, ლევან ფერაძე, ყველაფერს გაზღვევინებ, თითოეულ ატკიებულ ძვალს“ – მოვედით გენაცვლე, ბოლო გაჩერებაა აქა... – ფიქრებიდან მძღოლის „ნაზმა“ ხმის ტემბრმა გმოიყვანა. – არდოტამდე კიდევ შორია? – უკმაყოფილოდ იკითხა და ჩასასვლელად მოემზადა. – საკმაო მანძილია, აბა, მაგეებით უფრო გაგიჭირდება. – მის ცხრასანტიმენტრიან ქუსლებზე მიუთითა. – მადლობა! – საკმაოდ უხეშად უპასუხა, ხელი ჩემოდნის სახელურს დაავლო და თეძოების რხევით გაუყვა გზას. გზას რაა... ოდნავ გაკვალულ ბილიკს. მიდიოდა და საკუთარ ბედს სწყევლიდა. რა უნდოდა? შეეშნოვა მშვენიერი ცხოვრება ჰქონდა. ყველგან მანქანით მიბრძანდებოდა და მობრძანდებოდა. პატივს სცემდნენ, ყველამ იცოდა ვინ იყო ელენე შერვაშიძე. არა მარტო საქართველოს მასშტაბით, საზღვრებსაც სცდებოდა მისი სახელი. მის ნაცეკვ რუმბაზე ხალხი ცრემლებს ვერ იკავებდა. მარტო ეს? რამდენი საერთაშორისო კონკურსი ჰქონდა მოგებულ?!. მთელი ოთახი აევსო ასეთი ჯილდოებით. ყველაფერი ჰქონდა ცხოვრებაში, მაგრამ მაინც და მაინც ლევან ფერაძეს უნდა გადაჰყროდა. თავიდან როგორ დაჰკანკალებდა თავზე. მის ნაკვალევს კოცნიდა. ყველა პროექტს უფინანსებდა. საბოლოოდ კი მისი პროდუსერობაც შეითავსა. როგორც კი გოგოს კეთილგანწობა დაიმსახურა, მაშინვე მეტი მოუნდა. რაღაც დონემდე დაჰყვა მის ნებას ელე, პაემანზეც დაყვებოდა და რამდენჯერმე საჩუქრის გამორთმევაც კი იკადრა, მაგრამ რაც მეტად ყვებოდა მის სურვილებს, ვაჟბატონს უფრო და უფრო მეტი უნდოდა. ბოლოს საყვარლობაც შესთავაზა. აი, აქ კი განრისხდა შერვაშიძის ასული – ეს როგორ მაკადრაო, ამას თავი ვინ ჰგონიაო. ჰოდა, ადგა ბატონი ფერაძე და ის ტუჩებდაპრუწული ლიკა ნებიერიძე ჩაიწვინა ლოგინში. გული დიდად არ დასწყვეტია ელეს, მაგრამ მისი ქალური თავმოყვარეობა შელახული იყო და გადაწყვიტა სამაგიერო გადაეხადა. მეორე დღესვე მოიწვია პრესკონფერენცია და საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილება მოახსენა: აუქმებდა დაგეგმილ ტურნეს და ქველმოქმედების მიზნით, რამდენიმე კვირით საქართველოს მიუვალ სოფლებში გეგმავდა ცეკვის მასტერ კლასების ჩატარებას. საზოადოება აღფრთოვანებით შეხვდა ამ ნაბიჯს. შეუქეს გამბედაობა. მთელი ბეჭდვითი მედია აჭრელდა მისი ქება-დიდებით. სიმართლე გითხრათ ძნელად წარმოედგინა, როგორ უნდა ეცხოვრა ამდენი ხანი, სადღაც გადაკარგულში, მაგრამ სამაგიეროდ, ისეთი ბედნიერება მოგვარა ლევან ფერაძის წაშლილი სახის დანახვამ მთელი ერთთვიანი ტურნე რომ ჩაუშალა, ამად ნამდვილად ღირდა. სასწრაფოდ დაურეკა ლელას, ბავშვობის მეგობარს და ერთად დაიწყეს ელეს ავანტურის სისრულეში მოყვანა. ბევრი ეძებეს და ძლივს შეარჩიეს ასეთი სოფელი ხევსურეთში. სურათებზე ბევრად სხვანაირი ჩანდა. ასეთ უკაცრიელს ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ რაღა ექნა? ვეღარ გადათქვამდა. ჰოდა, სწორედ ამიტომ მიათრევდა ახლა ამხელა ჩემოდანს ქვებზე და მართლა თავბედს იწყევლიდა. კიდევ კარგი ის მაინც მოიფიქრა და პრესსთვის არ დუკონკრეტებია სოფლის სახელი, თორემ ასეთ მდგომარებაში რომ გადაეღოთ, საუკუნის კრახი მერე გენახათ. მზეც საშინლად აჭერდა. უკვე ძალიან უჭირდა სიარული. ცოტაც და ტირილს დაიწყებდა. საერთოდ ძალიან გულჩვილი იყო, მაგრამ არ უყვარდა ვინმეს რომ ეცოდებოდა და ცდილობდა საკუთარი სისუსტე არავისთვის დაენახებინა. კიდევ კარგი ახლა არავინ უყურებდა. ფეხები საშინლად სტკიოდა. ცოტა ხანი შეჩერდა და ჩემოდანზე ჩამოჯდა. იჯდა და სივრცეს გაჰყურებდა. შორიდან მომავალი ცხენოსანი დაინახა და შვებით ამოისუნთქა. ეშველა როგორც იქნა. ცხენოსანი მოუახლოვდა. ეშველა კი არა მზის დარტყმა მიიღო მე მგონი. შეუძლებელი იყო ხევსურეთში ცხენზე ამხედრებული აპოლონი გამოცხადებოდა. თვალმოუშორებლად უყურებდა მის გარუჯულ განიერ მხრებს და უძირო შავ თვალებს. ეს ოდნავ წამოზრდილი წვერიც როგორ უხდებოდა?! – საღამო მშვიდობს. ვაიმე, ღმერთო, ქართულად ლაპარაკობს. – საით გაგიწევიათ ამ სიცხეში? – მე... აქ... ახალი ქორეოგრაფი ვარ. – როგორც იქნა თავი მოაბა სათქმელს. – კარგია, მაგრამ ქალაქელმა ქორეოგრაფებმა არ იცით მთაში მაგხელა ქუსლებით რომ არ უნდა ამოხვიდეთ. – რას მელაპარაკები? – ნელ-ნელა ბრაზი ერეოდა ელეს. უკვე მეორე ადამიანი იყო, ვინც მის ფეხსაცმელებს ერჩოდა. ვისი რა საქმე იყო რას ჩაიცვამდა? – დავიჯერო აქ კალოშების მეტი სხვა ფეხსაცმელი არ იციან? – კი, როგორ არა... რეზინის ბოტები და ფლოსტები. – არანაკლებ გაბრაზდა აპოლონი. ცხენი მიაბრუნა და წავიდა. სახტად დარჩა შერვაშიძის ასული. ამის მერე, მოდი და ამტკიცე, რომ მთა სავსეა თავაზიანი ვაჟკაცებით. ფეხზე წამოდგა და გაბრაზებულ გულზე თითქმის სირბილით დაფარა მთელი მანძილი. როგორც იქნა მიაღწია სოფლამდე. ბატონი ბერდია უნდა ეპოვნა. სოფლის თავკაცი. წყაროსთან მჯდარმა კეთილმა მოხუცმა მიასწავლა მისი სახლი. ბატონი ბერდია სანდომიანი შუახნის მამაკაცი გამოდგა. თბილად მიიღო ქალაქელი „პედაგოგი“. – მოდი შვილო, ჩამოჯექი – სკამი გამოუწია. – ძალიან სასიხარულოა ჩვენთან ჩამოსვლა რომ გადაწყვიტეთ. აქა შვილო, ახალგაზრდებს გული არ უდგებათ და ბარად მიდიან ხოლმე. ძალიან კარგია რამეთი თუ დავაინტერესებთ. – ჩემთვისაც სასიამოვნოა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საერთო ენას გამოვნახავ აქაურ ახალაგზრდებთან. – ეგ კი, შვილო, ახალგაზრდობა ნამდვილად სანაქებო გვყავს. „კი, როგორ არა, ერთ ეგეთ „სანაქებოს“ უკვე გადავაწყდი წეღან.“ – გაიფიქრა თავისთვის, ბატონ ბერდიას კი მხოლოდ თავი დაუკრა თავაზიანად. სოფლის განაპირა სახლში გამოუყვეს ერთი ოთახი. ცოტა მეტ კომფორტს იყო მიჩვეული, მაგრამ ახლა ისე იყო დაღლილი, ხმელ იატაკზეც სიამოვნებით გაწვებოდა. ძალიან საყვარელი მოხუცი იყო მისი დიასახლისი. დიდი სითბოთი შეხვდა ჟენია ბებო. ხინკალიც მოუხვია. საერთოდ მკაცრ დიეტაზე იყო და ყოველდღიურად კალორიებს ითვლიდა, მაგრამ ახლა არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა არ ეჭამა. რამდენი იწვალა ქალმა. ბევრი არწმუნა მოხუცმა ხინკალი ხელით უნდა ჭამოო, მაგრამ ელემ მაინც თავისი გაიტანა და ცოტა ხანში მადიანად შეექცეოდა ჩანგალგარჭობილ ხინკალს. დაძაბული დღის მერე, ასეთი დასასრული ნამდვილი სამოთხე იყო. იწვა საწოლზე და ფიქრობდა. ნეტავ, ცალი თვალით მაინც დაანახა ახლა, როგორ ბრდღვნის ყველაფერს ლევანი. ასეც მოუხდება. სასამოვნო ფიქრებთან ერთად ჩაეძინა. **** გინახავთ განთიადი ხევსურეთში? ბევრი დაგიკარგავთ. ნამდვილად ღირდა ამისთვის დილაადრიან გაღვიძება. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ ყოფილა ელეს ასე ადრე გაღვიძების მიზეზი. ხმაურმა გააღვიძა. ღმერთო, რა უბედურებაა ასე ადრე დღის დაწყება?! ნახევრდ მძინარე გავიდა აივანზე. მთელ სოფელს ეღვიძა უკვე. დაფუსფუსებდნენ, საქმეს აკეთებდნენ. საერთოდ თუ ძინავს ნეტავ ამ ხალხს? ვერც კი ხვდებოდა რა ფორმაში იდგა. იქვე, ეზოში ცხენზე ამხედრებული აპოლონის დამშეულ მზერას, რომ გადააწყდა და ისიც დაინახა რამხელა ნერწყვი გადააგორა გაჭირვებით. მის მზერას გააყოლა თვალი და საკუთარ სხეულზე რომ შეუჩერდა, მერეღა გააცნობიერა, მოკლე საღამური შორტით და მაისურით რომ იდგა მთელი სოფლის დასანახად. გაწითლდა. უფრო ბრაზისგან. იმ ხეპრეს რას დაუღია პირი და მიშტერებია? არადა, რა შუაში იყო საცოდავი ბიჭი? იმას თავისი ეყოფოდა, ძნელია დილდან ასეთ სურათს რომ გადააწყდები. რაც არ უნდა იყოს, ელენე შერვაშიძის სხეულის ფორმები ქვასაც კი აღუძრავს გრძნობებს. გამწარებული შევარდა ოთახში. მოსაკლავი ხარ ელენე, შენს სახლში კი არ ხარ, ნახევრად შიშველი რომ დატანტალებ. მიუხედავად მისი პროფესიისა, ძალიან მორიდებული იყო ელე ასეთ საკითხებში. წარმოიდგენეთ 20 წლის ასაკში ბიჭისთვის ნაკოცნიც კი არ ჰქონდა. ძალიან სერიოზულად უყურებდა ამ ყველაფერს. მისთვის სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ უნდა მოსულიყო. არ სჯეროდა სიტყვების „გადამიყვარდა“, „გაიცრიცა გრძნობა“, „ახლა სხვა მიყვარს“ და ამის მსგავსის... ესე იგი თავიდანვე არ გყვარებია. აი ლევანისთანაც იგივე სჭირდა. თავიდანვე არ უყვარდა. არც დაუმალავს არასდროს, მათ შორის არც ლევანისთვის. ერთი ორჯერ საჩუქარი რომ გამოართვა ისიც კი მიამადლა – „ემანდ არაფერი იფიქრო, უბრალოდ რომ არ „გაბანძდე“ იმიტომ გართმევო.“ ჰოდა, ელოდებოდა თვითონაც ამ ნამდვილ სიყვარულს. არ ეძებდა ერთჯერად ურთიერთობებს, ამიტომაც არ უყვარდა გადაჭარბებული ყურადღება მამაკაცებისგან, მითუმეტეს დამშეული თვალებით რომ ათვალიერებდნენ. ნელ-ნელა დამშვიდდა, ახლა ცოტათი ართობდა კიდეც იმ ხეპრეს დაღებული პირი. რაღაცით თითქოს სამაგიერო გადაუხადა. აბა, რა ეგონა, იქ რომ მიატოვა. ელენე შერვაშიძე ასეთ უპატივცემულობას არავის პატიობს. თავი მოიწესრიგა და დაბლა ჩავიდა. ჟენია ბებო სამზარეულოში ტრიალებდა. დიდი სიამოვნებით შესთავაზებდა დახმარებას, მაგრამ არაფრის გაკეთება არ იცოდა. ცხოვრებაში პირველად შერცხვა ამისი. – გაიღვიძე, დედა? მიდი, დაჯექი და ახალგამომცხვარ ხაჭაპურს მოგიტან. – არ მინდა რა, ასე გამასუქებთ და დავკარგავ სამსახურს. – გემრიელი საჭმლით ჯერ არავის არაფერი დაუკარგავს. შენ კი ცოტა მოსუქება ნამდვილად არ გაწყენდა. – შეუვალი იყო მოხუცი. – ერთ ჭიქა რძეს დავლევ მაშინ. – ბევრი ეცადა, მაგრამ ვერაფრი გააწყო ჟენიამ და ბოლოს დათანხმდა. **** თავისი სამუშაო ადგილი აჩვენეს. ნუ, „სამუშაო ადგილი“ ხმამაღალი ნათქვამია. რაღაც გაურკვეველი ოთახი იყო, ალაგ-ალაგ აყრილი ხის იატაკით, ერთ დროს შეღებილი კედლებით და ჭერში უზარმაზარი ნახვრეტით. რა უნდა ეთქვა? პარკეტს და სარკეებიან ოთახს აქ არავინ მოართმევდა და იმით უნდა დაკმაყოფილებულიყო რაც მისცეს. სულ რაღაც რამდენიმე კვირა და მორჩებოდა. თანანახმა იყო. მთელი სოფელი გამოსულიყო ახალი მასწავლებლის სანახავად. თავი ცოტა უხერხულადაც იგრძნო. ვაიმე, ბერდები, მე მგონი ელე, როდის იყო ყურადღება გაბნევდა? – ხალხნო, გაიცანით ჩვენი ახალი ცეკვის მასწავლებელი, ელენე – რიხით დაიწყო ბატონმა ბერდიამ. – აწი ყველა მსურველს შეუძლია მის გაკვეთილებს დაესწროს. ეეჰ, ჩემს ასაკს რა ვუთხარი, თორემ მეც სიამოვნებით წავუცეკვებდი. – ცეკვას და მუსიკას ასაკი არ გააჩნია, ბატონო ბერდია, ასე რომ სიამოვნებით დაგელოდებით გაკვეთილებზე. – გაუცინა ელემ. ხალხში აპოლონიც შეამჩნია. ცხენზე ამხედრებული, შორიდან ადევნედა თვალს მოვლენებს. ნეტა საერთოდ ცხენის გარეშე თუ დადის, აპოლონი კი არა კენტავრია ნამდვილი. საკუთარ შედარებაზე გაეღიმა. მაგრამ გინდა კენტავრი დაარქვი გინდა პეგასი, მაინც ყველაზე სიმპატიური იყო. დღევანდელ დღეს გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ჯგუფს შეკრებდა და ხვალიდან უკვე გაკვთილების ჩატარებას დაიწყებდა. ხალხი ნელ-ნელა დაიშალა, საკუთარ საქმეებს მიუბრნდა. ელე დარჩა. უნდოდა ცოტათი მოეწესრიგებინა აქაურობა, რაღაცით მაინც უნდა დაემსგავსებინა სარეპეტციო დარბაზისთვის. საიდან დაეწყო არ იცოდა. ჯერ ალბათ, ამოყრილი იატაკისთვის უნდა მოეხერხებინა რამე. გარეთ გამოვიდა და იქვე კუთხეში ატუზული 9-10 წლის ბიჭი შეამჩნა. – გამარჯობა, – მიესალმა თბილად. – რა გქვია? – თომა. – უპასუხა და რამდენიმ ნაბიჯი გადმოდგა. – თომა, მომისმინე, შეგიძლია დამეხმარო? – რითი? – სახე გაუბრწყინდა ბიჭს. – იქ რამდენიმე ლურსმანია ჩასაჭედებელი და შეგძლია, რამე ხელსაწყოები მომიტანო? – პაპაჩემს გამოვართმევ და მოვალ ახლავე. – სიხარულით მოწყდა ადგილიდან. მართლაც მალე დაბრუნდა. არაფერს მიაკარა ელენე. მე თვითონ მივხედავო და მართლაც ამ თითის ტოლა ბავშვმა შესნიშნავად შეაკეთა იატაკიც, მორყეული სკამებიც და კარის სახელურიც. – ძალიან დიდი მადლობა. – ღიმილით უთხრა ელემ. – არც კი ვიცი რა მეშველებოდა უშენოდ. ბედნიერი იყო ბიჭი. – ხვალ ხომ მოხვალ? – მოვალ, თუ თეკლასთან ერთად მაცეკვებთ. – თავი ჩახარა ფეხის წვერით მიწაზე გაურკვეველი ფიგურების ხატვა დაიწყო. – აუცილებლად გაცეკვებ თეკლასთან. – ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. – ოღონდ ერთ რმეზე შევთანხდეთ, თქვენობით ნუ მელაპარაკები, ჩვენ ხომ უკვე მეგობრები ვართ. – ხელი გაუწოდა. თომამაც ღიმილით ჩამოართვა ხელი და ბედნიერი გაიქცა სახლისკენ. თვითონაც წავიდა. უკვე მოსაღამოვებულ იყო, ეზოში რომ შევიდა. გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო. ძალიან შიოდა და ახლა უარს არ იტყოდა ჟენიას ხაჭაპურზე. შევიდა და კარებში გაშეშდა. მაგიდასთან აპოლონი წამოსკუპებულიყო და მადიანად შეექცეოდა ზემოთხსენებულ ხაჭაპურს. ესღა აკლდა. ასეთი დღის მერე ეს ხეპრე უნდა აეტანა. ან აქ რა ჯანდაბას აკეთებდა? – მოხვედი, შვილო? – ფიქრებიდან ოთახში შემოსულმა ჟენიამ გამოიყვანა. – მოდი, დაჯექი, მოშიებული იქნები. – სკამი გამოუწია და თეფში დაუდგა. – ლაშას იცნობ უკვე, ჩემს შვილიშვილს? – თავიდან ვერ მიხვდა ვინ ლაშაზე საუბრობდა ჟენია. ოთახს თვალი მოავლო. ეძებდა, მაგრამ ამაოდ. ოთახში მაგიდასთან წამოჭიმული აპოლონის მეტი ვერავინ იპოვა. ღმერთო, ეს ხეპრეა ამ თბილი მოხუცის შვილიშვილი? გულრწფელად შეეცოდა ჟენია. – შევხვედრივართ – უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და დანა-ჩანგალი მოიმარჯვა. მონდომებთ ჭრიდა ხაჭაპურის ნაჭერს და ჩანგლით გეახლებოდათ. – ხაჭაპურის ჩანგლით ჭამა ვინ გაიგონა? – აფხუკუნდა ლაშა. – ახლავე ვეტყვი ჟენიას და სუშის ჩხირებს მოგიტანს. ხმა არ გაუცია ელეს. ამაზე ბევრად მაღლა უნდა დამდგარიყო. ოლიმპიური სიმშვიდით დაასრულა ჭამა და დასაძინებლად წავიდა. – ძილი ნებისა... გიხდება საღამური. – კიბეზე დაეწია ლაშას ხმა. უკან არ მოუხედავს. კიდევ კარგი ღამე იყო, თორემ ხომ შეამჩნევდა ელეს გაწითლებულ სახეს?! ოთახში შესული თავს ძლივს იმორჩილებდა. „ვაჩვენებ საღამურს. ხეპრე, გაუთლელი. თავი ვინ ჰგონია? მაცადოს, ჯერ არ იცნობს ელენე შერვაშიძეს. არა უშავს, გავაცნობ.“ კიდევ დიდხანს ბუზღუნებდა. რას გრძნობდა ვერც თვითონ ხვდებოდა. სად წაეღო ეს ამდენი ემოცია, შიგნიდან ამოხეთქვას, რომ ცდილობდა. ამ მღელვარებაში, როგორც იქნა ჩაეძინა. **** ნელ-ნელა ეჩვეოდა დილით ადრე ადგომას. უკვე ერთი კვირა იყო აქ და თანდათან უფრო მოსწონდა აქაურობა. სიმშვიდე – ბოლო წლების მანძილზე მისთვის ეს სიტყვა საერთოდ არ არსებობდა, იმდენად აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. ახლა კიდევ... თურმე როგორ მონატრებია. ტკბებოდა ამ ყველაფრით. საკუთარი გაკვეთილებიც ძალიან მოსწონდა. ადვილად შეეგუა აქაურ ბავშვებს. ძალიან სასაცილოები იყვნენ სალსას და ჩა-ჩას რიტმებზე, მაგრამ გული მაინც სიხარულით ევსებოდა. სახლში დაღლილი, მაგრამ ბედნიერი ბრუნდებოდა. აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრება იყო, იმისგან რაც აქმდე უცხოვრია. თითქოს აშინებდა კიდეც... ის აშინებდა რომ აქ თავს საშინლად კომფორტულად გრძნობდა. იმდენად, რომ იმ ცხოვრებაში დაბრუნების პერსპექტივა, რაღაც დოზით აფრთხობდა. მოკლედ დაბნეული იყო... რა იყო ამის მიზეზი თვითონაც ვერ გეტყოდათ. იმ საღამოს სახლში წასვლა დააგვიანა. იმიტომ კი არა, რომ გაკვეთილი გაუგრძელდა, უბრალოდ უნდოდა თავის თავში გარკვეულიყო. იატაკზე გაწვა და ჭერის უზარმაზარი ნახვრეტიდან ვარსკვლავებს უყურებდა. რაღაც დადებითი მაინც აქვს ჩამონგრეულ ჭერს. ძალიან დიდხანს იყო ასე. ფიქრობდა ყველაფერზე. ბავშვთა სახლში გაზრდილმა იმდენი მოახერხა, რომ ყველას მისი სახელი ეკერა პირზე. მოიარა თითქმის მთელი ევროპა. ფინანსურად უზრუნველყოფილი იყო და მერე? აი, ეს მერე აშინებდა. რა იქნებოდა მერე? რაღაც ძალიან ერთფეროვანი ეჩვენებოდა თავისი ცხოვრება. მიზანს ვერ ხედავდა. პირველად აქ დაფიქრდა ამაზე. ალბათ იმიტომ, რომ აქ ფიქრის დრო გამოუჩნდა. – მანდ აპირებ ძილს? – მოესმა სიბნელიდან, მაგრამ არ განძრეულა. – არ გამოგივა, ვერ გამიფუჭებ გუნებას. – თვალი არ მოუშორებია ვარსკვლავებისთვის ისე უპასუხა. – გადასარევია კარგ განწყობაზე რომ ხარ, მაგრამ მე რას მერჩი? არ შეგიძლია სახლში თუნდაც სახურავზე გაწვე და იქიდან უყურო მაგ შენს ვარსკვლავებს? შემჭამა ჟენიამ, დააგვიანდა „ბალღს“ და გახედეო. – არ შემიძლია! იმიტომ რომ აქ ხელს არავინ მიშლიდა, სანამ შენ არ მოხვედი. – წამოხტა და უკმაყოფილოდ დაიბერტყა ტანსაცმელი. – არის ამ ქვეყანაზე ისეთი ადგილი, სადაც არ მომაკითხავ და გუნებას არ გამიფუჭებ? – კი, ქვესკნელში. – მიაძახა გარეთ გასულს და უკან მიჰყვა. – თუ მეცოდინება, რომ არ მოხვალ, იქაც კი ჩავიდოდი სიამოვნებით. ბუზღუნით მიუყვებოდა ბილიკს. უკნიდან ცხენით წამოეწია ლაშა. – მოდი, შეჯექი. – ხელი გაუწოდა ისე რომ არ გაჩერებულა. – ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით... – არც კი შეუხედავს ისე გააგრძელა გზა. – ღმერთო, მომეცი გაძლება. – ამოიოხრა ლაშამ, გადაიხარა, წელზე შემოხვია ხელი და მოხერხებულად შემოისვა წინ. ამას ნადვილად არ ელოდა შერვაშიძის ასული. რა თავხედობა იყო. რას ნიშნავდა ეს? მისი ცხვირი უნეურად აღმოჩნდა ლაშას მკერდთან, ეს კიდევ არაფერი, ამ ვაჟბატონის ტორებს, რომ გრძნობდა წელზე და ცხელ სუნთქვას საფეთქელზე, აი ამას გადაჰყავდა ჭკუიდან. – ახლავე დამსვი ძირს. – აფართხალდა და ცდილობდა როგორმე გათავისუფლებულიყო მამაკაცის ძლიერი მარწუხებისგან. – აუცილებლად დაგსვამ, სახლში რომ მივალთ და ჟენიას ჩაგაბარებ, მანამდე კიდევ მორჩი ფართხალს, თორემ გაგიჟდა ცხენი. – უვეკ კატეგირული უხდებოდა ტონი. კიდევ ერთი-ორი გაიბრძოლა და რომ მიხვდა ვერაფერს გააწყობდა, ბედს დამორჩილდა. ბედს კი დამორჩილდა, მაგრამ ამ სასიამოვნო ეიფორიისთვის რა ექნა არ იცოდა. უჭირდა აღიარება, მაგრამ ამ „ხეპრეს“ სიახლოვე თავბრუს ახვევდა. რა ექნა? ვერ შეეწნააღმდეგა ბუნების კანონს და დაემორჩილა. თავი მიადო მის განიერ მხრებს და თვალები მილულა. იმდენად სიამოვნებდა ცხენზე მჯდომს ნაზი რხევა და ლაშას სურნელი, რომ ვერც კი მიხვდა როდის გაჩერდნენ. – მოვედით, ელე, ჩამოხვალ თუ გირჩევნია ჩემიანად ჩაგაწვინო ლოგინში? – სასიამოვნო ბურანიდან ლაშას ხმამ გამოიყვანა. მომენტალურად გამოფხიზლდა. – ხეპრე ხარ, გაუთლელი ხეპრე. – ცოფებს ყრიდა. – მაგ ტორებს თუ მომაშორებ, იქნებ ჩამოსვლაც შევძლო. ფრთხილად ჩამოსვა და დაელოდა სანამ კიბეებს აივლიდა ბუზღუნით. მერე თვითონაც შევიდა სახლში. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ჟენიას ერთადეთი შთამომავალი იყო, მაინც ცალკე ცხოვრობდა მამისეულ სახლში. მართალია არც ისე შორს, ბებიამისის სახლის გვერდით, მაგრამ მაინც ღობე ჰყოფდა მათ ეზოებს, შესასვლელი ჭიშკარიც სხვადასხვა ჰქონდათ. კიდევ კარგი, თორემ ახლა ერთ სახლშიც რომ ეცხოვრათ, სულ ჭკუიდან გადავიდოდა ელე. მაგრამ მათი ფანჯრები მაინც ერთმანეთს უყურებდა. ცოდვა გამხელილი სჯობს და ლაშა ხშირად იყენებდა ამ ფაქტს თავის სასარგებლოდ და თვალს აპარებდა ელეს ფანჯრებისკენ. სიამოვნებდა იმის გაცნობიერება, რომ იქ ელე იყო. რა იყო ეს? სახელს ჯერ ვერ არქმევდა, მაგრამ სასიამოვნო, რომ იყო უდავოა. კიდევ დიდხანს ვერ წყნარდებოდა ელე და ოთახში გამწარებული სცემდა ბოლთას. საკუთარ თავზე უფრო ბრაზობდა, იმაზე რომ ის ხეპრე მისით ასე მანიპულირებდა და თვითონ ამის საშუალებას აძლევდა. აბა რა იყო წეღან, მის მკლავებში კინაღამ რომ ჩამოდნა? ვეღარ ცნობდა საკუთარ თავს. სადღა იყო ის შეუვალი და უკარება ელენე შერვაშიძე? ჰოდა მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება. მორჩა, ახლოს მოკარების უფლებასაც აღარ მისცემდა! დაიცავდა დისტანციას, სულ მცირე ათი მეტრის რადიუსით (უფრო ნაკლებზე საკუთარი თავის იმედი არ ჰქონდა). ამ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თავს უფლება მისცა დაეძინა. **** მშვენიერი დღე იყო. ბატონმა ბერდიამ საღებავები მოუტანა „სარეპეტიციო დარბაზის“ კედლების შესაღებად. კარგი გასართობი იყო მისი აღსაზრდელებისათვის. ენთუზიაზმით ჩაერთნენ ბავშვები საქმეში. თომა რა თქმა უნდა უფროსად დააყენა. ძალიან შეიფერა, ყველაფერს აკონტროლებდა, არავის უქმად არ აჩერებდა. გადაწყდა. დარბაზის კედლებს ლურჯად შეღებავდნენ, ღობეს კი ყვითლად. – ბავშვებო, იცით რომ ფერების ერთმანეთში არევით სხვა ფერი შეგვიძლია მივიღოთ? – მიმართა ელემ ბავშვებს. – აი, მაგალითად, ლურჯი და ყვითელი რომ შევურიოთ ერთმანეთს, მივიღებთ მწვანეს. – აღფრთოვანებული უყურებდნენ ბავშვები. – ანუ ახლა ერთით მეტი ფერი გვაქვს. - მერე ამ ფერებით კიდევ სხვა ფერები მიიღეს, მოკლედ კარგად გაერთნენ იმ დღეს. მხიარული გამოუვიდათ შენობაც, ლამაზ ფერებში. დღის ბოლოსთვის კი დაიღალნენ, მაგრამ ღირდა. ემოციებით დატვირთულები წავიდნენ სახლებში. ელე დარჩა. ამ ბოლო დროს ჩვევად ექცა გვიანობამდე დარჩენა. ძალიან შეეჩვია აქაურობას. ქილებში ჩარჩენილ საღებავებს გადახედა და თავში გენიალური იდეა მოუვიდა. იმდენად მოეწონა, რომ სიხარულით ტაშიც კი შემოჰკრა. ხელი წამოავლო საღებავებს და სახლისკე წავიდა. ძლივს მიათრევდა ქილებს, მაგრამ შედეგი იმდენად სახალისოდ და სასიამოვნოდ ეჩვეენებოდა, რომ არაფრად აგდებდა ნატკენ ხელის გულებს. მონდომებით მუშაობდა მთელი ღამე. გადაიღალა, მაგრამ ღირდა. დაასრულა და ბედნიერი გაემართა ოთახისკენ. თვითკმაყოფილს ტკბილად ჩაეძინა. **** დილით ღრიალმა გააღვიძა. თქვენ წარმოიდგინეთ არ გაჰკვირვებია, ელოდა კიდეც. ამიტომაც ეღიმებოდა კმაყოფილს. მშვიდად წამოდგა ლოგინიდან, გადაიცვა ტანსაცმელი, სამზარეულოში შევიდა და იქიდან ყავის ჭიქით ხელში გამოვიდა. ეზოს კარები გაავებულმა ლაშამ შემოგლიჯა. – რა არის გოგო ეს? – თავს ძლივს იკავებდა. ცოტაც და შემოაკვდებოდა. ელემ ხმაურით მოსვა ყავა და მშვიდად გადახედა გააფთრებულ ბიჭს. – ვაიმე, ლაშააა, რა დაძაბული ხარ? კიდევ კარგი წვიმა არ მოდის, თორემ ხომ დაგეცემოდა მეხი? – ტონი არ შეუცვლია, ისე ურცხვად შეაშტერდა თვალებში. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. სულ გამოვიდა წყობიდან. ხელი ჩაავლო და კარებს ეცა. ფურცელივით მიაფრიალებდა. თავის ეზოში შეიყვანა და გააფთრებბულმა დააყენა კიბესთან. – გეკითხები, რა არის ეს? – კიბეები. – ოლმპიური სიმშვიდით პასუხობდა ელე. – მერე, რა ფერია? – თავს ვეღარ აკონტროლებდა ლაშა. – ფერადი. – კიედევ ერთხელ მოსვა ყავა ხმაურით და გააგრძელა. – არა, ეს მესამე საფეხურის მალინისფერი დააკვდა ისე უხდება. – გოგო, სულ გაგიჟიდი? ვინ გეკითხებოდა. ჭკუიდან ნუ გადამიყვანე. რა ვუყო ამ ფერად კიბეებს? – რა უჟმური ხარ, რა. სულ არ გესმის კრეატივი. დედას გეფიცები მოდაშია. ახლა სახლიდან სულ ფერადად გამოხვლ ხოლმე. – უტიფრად უყურებდა სახეში. – ყავა გინდა? – ჭიქა გაუწოდა. – არა? კარგი ნუ გინდა. – მხრები აიჩეჩა, ყურადღება არ მიაქცია ბრაზისგან დამუნჯებულ ლაშას და თეძოების რხევით გავიდა გარეთ. იოლად გადაურჩა შერვაშიძის ასული ლაშა არაბულის რისხვას, თუმცა ასე დარწმუნებითაც ნუ ვიტყვით. ფარული ომი იყო მათ შორის გაჩაღებული და თითოეული მათგანი ჩასაფრებული ავაზასავით ბოლო ნახტომისთვის ემზადებოდა. ცინიკური მზერა და ირონიული კომენტარები მათი ყოველდღიურობა გამხდარიყო, მაგრამ ორივე უფრო მეტის მოლოდინში იყო. ერთმანეთისგან შორს ყოფნასაც ვერ იტანდნენ. გამუდმებით ეძებდნენ ერთმანეთს. დავიჯერო იმიტომ რომ უფრო მეტი ირონია ამოენთხიათ? ეს აფართხალებულლი გულები და სასიამოვნო ჟრუანტელი რაღას მივაწეროთ? თუმცა ალბთ ყველაფერს დრო გვიჩვენებს. რაც დრო გადიოდა ელეს უფრო და უფრო აშინებდა აქედან წასვლის პერსპექტივა, იმდენად შეეჩვია აქაურობას. ერთადერთი, ვინც იმ ცხოვრებიდან ენატრებოდა მისი ბვშვობის მეგობარი, ლელა იყო. ერთადერთი ადამიანი ვინც მთელი ცხოვრება ახსოვდა. ერთად იზრდებოდნენ ბავშვთა სახლში. ყველაფერი ერთად გადაიტანეს. ელეს წარმატებასაც ერთად იზიარებდნენ, მუდამ გვერით ედგა, მასაც მიუძღვოდა წვლილი ელეს კარიერულ წინსვლაში. ის იყო სტიმული ყოველთვის, როცა შერვაშიძე ხელს ჩაიქნევდა მორიგი კრახის მერე. ლელა ყოველთვის მზად იყო მისულიყო, წამოეყენებინა და ეჩვენებინა, როგორ უნდა გაეგრძელებინა გზა თავაწეულს. უფასებდა კიდეც ელენე. ერთადერთ ახლობელ ადამიანად მიაჩნდა. ყოველთვის მის გვერდით იყო. ახლაც ძალიან აკლდა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გაეკეთებინა რამე დამოუკიდებლად. მიუხედვად ამისა მაინც გადაწყვიტა დაერეკა. საშინლად ენატრებოდა მისი ხმის გაგონება. კი გადაწყვიტა დაერეკა, მაგრამ ჯერ უნდა ეპოვა ისეთი ადგილი სადაც შეძლებდა ტელეფონი სიგნალის დაჭერას. მთის წვერზე ასვლა გადაწვიტა. მიდიოდა და თან ტელეფონის ეკრანს დაჰყურებდა, არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ძალიან დიდი მანძილი გაიარა, მაგრამ დარეკვას მაინც ვერ ახერხებდა. კი შეეძლო ლაშასთვის ეთხოვა დახმარება, მაგრამ მერე თავისი სიამაყე სად წაეღო? არაფრის გულისთვის არ მივიდოდა რამის სათხოვნელად იმ ხეპრესთან. არც კი აგრძნობინებდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. ძალიან დიდი მანძილი ჰქონდა გავლილი უკვე. ვერც კი მიხვდა ტყეში როდის შევიდა. საოცრი სილამაზე იყო. თითქოს ისეთ ადგილზე მოხვდა სადაც მანამდე ადამიანს ფეხი არ დაედგა. აღარც ტელეფონი ახსოვდა, აღარც დარეკვა. უკვე იქაურობით ტკბებოდა. ადრე ვერც კი ამჩნევდ ასე თუ იზიდავდა ბუნება, თავს ნამდვილად კომფორტულად გრძნობდა. სუნთქვა უადვილდებოდა. შეჩერდა და ხის ძირში ჩამოჯდა, საგრძნობლად ასტკიებოდა ფეხები, ეტყობა მართლა დიდი ხანი იყო, რაც მოდიოდა. თვალები მილულა და ტყის ხმას უსმენდა. საოცრად რიტმულად ხმაურობდა ტყე, რაღაც განსხვავებულ მელოდიას მღეროდა. რატომ აქამდე არ მოუსმენია ამისთვის? არ ვიცი რამდენი ხანი იყო ამ მდგომარეობაში, მაგრამ თვალები რომ გაახილა, უკვე დაბინდებას იწყებდა. როგორი სასიამოვნოც არ უნდა ყოფილიყო ტყის მოსმენა, უკვე მართლა უნდა დაბრუნებულიყო. ინერვიულებდა ჟენია. ესეც რომ არ ყოფილიყო სიბნელის ცოტა ეშინოდა კიდეც. წამოდგა, ტანსაცმელი დაიბერტყა და აჩქარებული ნაბიჯით გაუყვა გზას. მიდიოდა და თან ნელ-ნელა შიში იპყრობდა, ძალიან მალე ბინდდებოდა. წეღანდელი სასიამოვნო შეგრძნება ახლა შიშს გადაეფარა. მოეჩვენა თითქოს ძალიან გაიწელა გზა. დავიჯერო აქეთაც ამდენი ხანი მოდიოდა? თან ამ ადგილას მე მგონი უკვე მეორედ მოვიდა. ცოტაც და პანიკაში ჩვარდებოდა. ღმერთო ნუთუ გზა აებნა? ვერ იჯერებდა. რა ექნა აღარ იცოდა. ორიენტაციაც დაკარგა. უკვე იმასაც ვერ ხვდებოდა საით უნდა წასულიყო. ცოტაც და აზლუქუნდებოდა. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და წავიდა. უკვე ბნელდა, არაფერი ჩანდა, ელე კი მიაბიჯებდა ტყეში და იმაშიც არ იყო დარწმუნებული, რომ სწორი მიმართულებით მიდიოდა. ძალიან დაიღალა, სიარულიც აღარ შეეძლო, მაგრამ რომ გაჩერებულიყო, აქეთ ხომ არ მოაკითხავდნენ? ჰოდა მიდიოდა ფეხების კანკალით. უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა ტყეში. თვალთან თითს ვერ მიიტანდით. იმედია მტაცებელი მხეცები მაინც არ არიან. ძალა გამოეცალა, ნაბიჯის გადადგმაც არ შეეძლო, უკვე მართლა ცოტა აკლდა ტირილს. ერთ-ერთი ხის ქვეშ ჩამოჯდა. ხელები მოკეცილ ფეხებზე შემოიხვია და შუბლი მუხლებს ჩამოადო. ცდილობდა არ ეფიქრა, ნელ-ნელა როგორ იპყრობდა პანიკა. კინაღამ საბოლოოდ გაუჩერდა გული, რაღაც ხმაური რომ გაიგონა და თანდათან ახლოვდებოდა. ერთი შეჰკივლა, წამოხტა და გაიქცა. რამდენიმე მეტრიც არ ექნებოდა გავლილი, რომ რაღაცას შეეჯახა და შიშისაგან კინაღამ გული გაუჩერდა. იმ „რაღაცამ“ დროზე მოხვია ხელები, თორემ ძირს გაშოტვა არ ასცდებოდა. თქვენ ვერც წარმოიდგენთ, როგორ გაუხარდა საკუთარ წელზე შემოხვეული ლაშას ხელები. ერთი შეჰკივლა და თვითონაც კისერზე ჩამოეკიდა. – ვაიმე, ელენე შერვაშიძე, შენზე ისე დადებითად მოქმედებს ტყე, რომ მე თუ მკითხავ საერთოდ არ უნდა გიშვებდნენ აქედან. – ტანში დავლილი სასიამოვნო ჟრუანტელი, აშკარად მასზე აკრული ელეს სხეულის ბრალი უნდა ყოფილიყო. წესით ამ სიტყვებზე ელე ძალიან უნდა გაბრაზებულიყო და ალბათ სხვა სიტუაციაში, ერთს გემრიელად გამოლანძღავდა, მაგრამ ახლა ისე უხაროდა მისი დანახვა, რომ კიდევ ათას ამგვარ სარკაზმს აიტანდა. – დიდხანს აპირებ გულში ჩაკრული გყავდე, თუ გამიშვებ? – ყურთან ვნებიანად უჩურჩულა ლაშამ. არა, წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ, ხვდებოდა რომ უკვე ძალიან აღელვებდა ელე. რაც არ უნდა ყოფილიყო კაცი იყო, როდემდე გაუძლებდა მის იდეალურ ფორმებს? ჰოდა გადაწყვიტა თავი დაეზღვია. მაშინვე მოშორდა ელე. – ხეპრე ხარ, რა უნდა გელაპარაკო? – ტონი ძალიან რბილი ქონდა და აშკარად მადლიერებაც იგრძნობოდა ხმაში. – როგორ მომაგენი? – უკვე დამშვიდებულიყო, თავი სამშვიდობოს ეგონა, იცოდა ლაშასთან არაფრის უნდა შეშინებოდა. – რა თქმა უნდა, ჟენიამ ატეხა ამბავი, ბალღს გახედე, წეღან ტყისკენ მიმავალი უნახავთ და ემანდ ნადირი არ დაესხას თავსო. – ტყუილად კი არ ვგიჟდები ამ მოხუცზე?! – სხვათა შორის ბებიაჩემია. – შეიფერა ლაშამ. – რას ვიზამთ, ერთი ნაკლი ყველას აქვს. – მაინც ვერ მოითმინა ელემ. თან წეღანდელ შიშს უკვე ჩაეარა და მოსულიყო ენამწარობის ხასიათზე. ერთი ამოიოხრა ბიჭმა და რა თავი მტკიოდა, ამის საძებნელად რომ წამოვედი, მარტო ენიათც შეუძლია, მოზრდილი დათვიც კი ბეჭებზე დადოსო – ჩაიბუტბუტა თავისთვის. ელოდებოდა ელე, როდის წაიყვანდა ლაშა სახლისკენ, მაგრამ ბიჭი არ ჩქარობდა. იქვე პატარა ხის ნაჭრების მოგროვება დაიწყო. ცოტა მოთავისუფლებულ ადგილას დააწყო და ცეცხლის დანთებას შეუდგა... – რად, გინდა ცეცხლი ლაშა? – გაოგნებულმა ჰკითხა ელემ. – მის გარშემო შიშვლებმა უნდა ვიცეკვოთ. სხვანაირად ამ ტყიდან გასვლა არ შეიძლება. ადგილის დედა დაგვწყევლის. ელეს სახე შეეცვალა. გაოცებული აფახულებდა შავ წამწამებს და ლაპარაკის უნარი წართმეოდა. კიდევ დიდხანს სიამოვნებით უყურებდა ლაშა ასეთ ელეს, მაგრამ სიცილი ვეღარ შეიკავა. – ხეპრე, ხარ, დეგენერატი ხეპრე. – ცოტაც და ატირდებოდა ელე, ძალიან დაეზაფრა შიშველი ცეკვის პერსპექტივას. სიცილით გული რომ იჯერა, ისევ ცეცხლის დანთებას შეუდგა. – მართლა ლაშა, რად გინდა ეს ცეცხლი? წავიდეთ რა. – ხმაში მუდარა გაურია ელემ. ღმერთო როგორ მოსწონდა ასე აწრუწუნებული ელე. იდგა და თვალს არ აშორებდა. როგორი საყვარელი იყო მაშინ, როცა უსუსური, მასზე დამოკიდებული იდგა და იმედიანი მზერით უყურებდა. – ლაშა... – ფიქრებიდან ელეს მუდარანარევმა ხმამ გამოიყვანა. – ცეცხლი მტაცებლებს დააფრთხობს. – რას ჰქვია მტაცებლებს დააფრთხობს? აქ რა მხეცებიც არიან? – ვერც კი მიხვდა როგორ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ვაჟისკენ და თითქმის მის მარცხენა ხელს აეკრო. – წავიდეთ და მორჩა, გზა ხომ იცი? – მუდარის თვალებით ახედა ელემ. – რანაირად წავიდეთ? ხვდები მაინც რა მანძილით ვართ დაშორებული სოფელს? თან აქ ცეცხლი გვაქვს და მართლა ვერ მობედავს მტაცებელი მოახლოებას. – არ მინდა აქ! – ჭირვეული ბავშვივით დაბურცა ტუჩები. – არ გინდა და წადი. აი, იმ მხარეს და სულ პირდაპირ იარე. – წარბიც არ შეუხრია ისე მიუთითა ლაშამ და კიდევ ერთხელ შეუბერა ოდნავ აბჟუტებულ ნაკვერჩხალს. ადგილიდან არ იძროდა. ან სად წამსვლელი იყო? დარჩა. უკვე აგიზგიზებული კოცონთან იჯდა ლაშა. ნელ-ნელა მიუჩოჩდა ელეც. – გცივა? – ოდნავშესამჩნევი მზრუნველობა იგრძნობოდა ლაშას ხმაში. ელე მოიბუზა და თავი დაუქნია. – მოდი, ახლოს დაჯექი. – თავის გვერდით ადგილი გაუნთავისუფლა. ძალიან ახლოს მიუჯდა ელე. იმდენად ახლოს, რომ ლაშას ეს სიახლოვე თავბრუს ახვევდა. ცხოვრებაში პირველად გრძნობდა ასეთ რამეს. რაღაც სითბოს იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ეხებოდა, მისი სხეულიდან წამოსული სითბო მთელ სხეულში ეღვრებოდა და გულამდე აღწევდა. ხვდებოდა, რომ ასე ჯდომა სიცოცხლის ბოლომდეც არ მობეზრდებოდა. იზიდვდა... რაღაცით იზიდავდა. ეს არ იყო არც ვნება, არც ჟინი ეს იყო რაღაც სხვა, რაღაც უფრო არამიწიერი, ის რაც აღმაფრენის საშუალებას აძლევდა. ელეს უკვე თავი მსუბუქად ჩამოედო მის მხარზე. ლაშა თავს ძლივს აკონტროლებდა, რომ არ მოჰხვეოდა. მთელი სხეულით არ შეეგრძნო მისი სუსტი სხეული. ძალიან ფრთხილად გააპარა თვალი და ჩაეღიმა. ეძინა ელეს. მის ბავშვურ, უმანკო სახეს ცეცხლის ანარეკლი დასთამაშებდა. გულს უთბობდა ლაშას მისი მშვიდი სუნთქვა. – რა თბილი ხარ, როცა გძინავს. – ძალიან ჩუმად ჩაიჩურჩულა ლაშამ და ვერც მიხვდა, როგორ მიადო ტუჩები მის საფეთქელს. გაუბედავდ მოჰხვია ხელი და ნაზად მიიხუტა მკერდზე. ელე შეიშმუშნა და მოხერხებულად მოთავსდა მის მკლავებში. ძალიან ფრთხილად გადაწვა და ელეს სუსტი სხეული ახლა მთელი ტანით მიიხუტა. კიდევ დიდი ხანი ვერ ახერხებდა აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას. რას უშვებოდა ეს ერთი ციდა გოგო?! ცხვირი მის თმებში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა. დიდი სიამოვნებით შეაჩერებდა დროს. ხვდებოდა რომ როგორც კი გათენდებოდა, ყველაფერი ისევ ძველებურად იქნებოდა. ვეღარ შეძლებდა ასე ჩახუტებული ყოლოდა. ეგრძნო მისი სხეულის სითბო. აი, ამ შეგრძნებებით ჩაეძინა და ძილიშიც არ უშვებდა ხელს. **** ძალიან ადრე გაეღვიძა ელეს. მთელი სხეული სტკიოდა ხმელ მიწაზე წოლით, თან ვერც ინძრეოდა. შეეცადა წამომჯდარიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. ძლივს მიხვდა რა არ აძლევდა განძრევის საშუალებას. ისე მაგრდ ჰყავდა გულში ჩაკრული ლაშას, რომ ცოტაც და სუნთქვისთვისაც აღარ ეყოფოდა ადგილი. კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, მაგრამ ძვრაც ვერ უყო მთელ ტანზე შემოხვეულ მარწუხებს. დიდხანს იფართხალა. თან რომ არც ეღვიძებოდა. (ან იქნებ ეღვიძა და უბრალოდ არ უნდოდა გაეშვა?!.) ბოლოს მაინც იპოვა გზა. შემოხვეული ხელების ქვევიდან გამოძვრა ნელ-ნელა. დაბუჟებული ჰქონდა მთელი სხეული. გათენებულიყო უკვე. ისევ ის სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, ღრმად შეისუნთქა ტყის სურნელი და ბილიკს გაუყვა, დაახლოებით ორი წუთი იარა, აღარ ეშინოდა, უკვე აღარ ბნელოდა, თან ახლა ტყეში ლაშაც იყო. ეიმედებოდა ლაშა. რამდენიმე ნაბიჯიც გადადგა და ერთ ადგილზე გაქვავდა. რადენიმე წუთი ვერ ახერხებდა გონების მოკრებას. შეუძლებელია, ალბათ ეჩვენება, მაგრამ არ ეჩვენებოდა. თავისი თვალით ხედავდა, ტყე სრულდებოდა და აქედან ძალიან ნათლად ჩანდა სოფელი. სწორედ მათი სოფელი, რომელიც ლაშას მტკიცებით დაახლოებით ათი კილომეტრის დაშორებით მაინც უნდა ყოფილიყო. შებრუნდა და მტკიცე ნაბიჯით გაემართა იმ „ხეპრესკენ“. ლაშას უკვე ეღვიძა. იქვე ჩამომჯდარიყო და ზურგით ხეს ეყრდნობოდა. ბრაზისგან გაწითლებულიყო ელე. ხელები მოემუშტა და მთელი ტანი ზამბარასავით დასჭიმვოდა. – ეს... ეს... რა არის ეს? – ცოტაც და აფეთქდებოდა. – რაზე ამბობ? – მიამიტი თვალებით შეხედა ლაშამ. ელეს უკვე ბოლი ასდიოდა. – რა და ის... იქ სოფელია. – სად არის სოფელი? – სიმშვიდის განსახიერება იყო ლაშა. – სად და იქ... ტყის განაპირას ვართ და სოფელიც ხელის გულივით ჩანს! – სოფელი ჩანს? – წამოდგა ლაშა. – ჩემი ფერადი კიბეებიც ჩანს? – ირონია შეურია ხმაში. მიხვდა ელე. სამაგიერო გადაუხადა ლაშა არაბულმა, არ აპატია გაფერადებული კიბეები. – ხეპრე ხარ. არა, ხეპრე კი არა, ხისთავიანი, გაუთლელი კენტავრი ხარ, მაგრამ კენტავრს რას ვერჩი? – ხელების ქნევით უკვე ბილიკს მიუყვებოდა. კიდევ დიდხანს ისმოდა მისი ქოთქოთი. ლაშა ხეზე ნახევრად მიყრდნობილი იდგა და თავი ჩაეხარა. არც ისეთი სასიამოვნო აღმოჩნდა, როგორც იმედოვნებდა. ცოტა გულიც კი ეტკინა, ასე გაბრაზებული რომ დაინახა. ერთი გახედა და უკან გაჰყვა. გაავბული მიუყვებოდა გზას ელე. უკან მიყვებოდა ლაშაც. ენანებოდა აქაურობის დატოვება. რაღაც საოცრად სასიამოვნო იგრძნო აქ, ის რაც მანამდე არ უგრძვნია. რაღაც ძალიან ძვირფასი, ელე იგრძნო აქ. ახლაც გრძნობდა მის სითბოს და სასიამოვნო სურნელს, რომელსაც უკვე დიდი ხანია ჭკუიდან გადჰაყავდა. კარგა ხანი იარეს ასე. ეტყობოდა, ელე ცოტა დაიღალა, ისეთი რიხით ვეღარ მიაბიჯებდა. ნელ-ნელა წამოეწია ლაშა. მისი მოახლოება, რომ იგრძნო, ელემ ცხვირი აიბზუა და სხვა მხარეს გაუხვია. – არ წახვიდე მაქეთ. – რატომ? უფრო მალე მივალ? – ცუდი გზაა. – რატომ არ მჯერა, ნეტავ? დემონსტრაციულად გადაუხვია და მაინც იმ გზას დაადგა ცხვირაწეული. თვითონაც ხვდებოდა, რომ ქვიანი გზა იყო და საშინლად უჭირდა სიარული, მაგრამ რახან თქვა, აღარ გადათქვამდა. მიდიოდა. უჭირდა, მაგრამ მაინც მიდიდოდა. ნელ-ნელა აუტანელი ხდებოდა. თითოეული ნაბიჯი სტკიოდა უკვე. გაჩერდა, გზის პირას ქვაზე ჩამოჯდა და ფეხები მოიკეცა. ლაშა მიუახლოვდა. ელემ თავი გვერდზე მიაბრუნა. არაფრით არ უნდა დაენახა ლაშას მის წამწამებზე ჩამოკიდებული უნამუსო ცრემლი. მიხვდა ლაშა... მიუახლოვდა, ხელი ნიკაპზე მოკიდა და ფრთხილად მოაბრუნებინა თავი. – რა გატირებს? – თვალებში ჩახედა. – რა დაგიშავე? – ამოისლუკუნა ელემ. – რაც აქ ჩამოვედი, იმის მერე ცდილობ დამამცირო და უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო. ვხვდები, მაშინ, პირველად რომ შევხვდით, ჩემმა სიტყვებმა მდგომარეობიდან გამოგიყვანა, მაგრამ რით ვერ გამოვისყიდე? – რამდენიმე ცრემლი მოწყდა წამწამებს და უკვე ლოყაზე ტოვებდა ნაკვალევს. ერთხანს ასე უყურა ლაშამ. გული ეწურებოდა მისი ცრემლების დანახვაზე. ეს უკვე აღარ იყო თამაში. თვითონაც ხვდებოდა, რამდენად სერიოზულ ადგილს იჭერდა ელე მის ცხოვრებაში. ეს აშინებდა, მაგრამ ის მეორე გრძნობა უფრო ძლიერი იყო. მივიდა, მისკენ დაიხარა და ხელში აიტაცა გოგოს სუსტი სხეული. არ ელოდა ელე, არ ელოდა, მაგრამ შეწინააღმდეგების არც თავი ჰქონდა და არც სურვილი. ხელები კისერზე შემოჰხვია და თავი მკერდზე მიადო. დიდხანს ატარა ლაშამ ელე ხელში აყვანილი, ეზოს ჭიშკრამდე. ძნელი იყო ამხელა მანძილის გავლა. დაიღალა, მაგრამ დაღლა ასეთი სასიამოვნო არასდროს ყოფილა. მზად იყო, თუნდაც სიცოცხლის ბოლომდე ასეთ დაღლილს ევლო. -------------------------------- როგორ მომნატრებიხართ?! დავიწყე დადება და როგორც ყოველთვის ყოველდღიურად დიდ თავებს გპირდებით... თუმცა ამჯერად მხოლოდ ოთხი თავი იქნება... ვგიჟდები თქვენზე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.