გოგონა საროსკიპოდან _''არც ისე მშვენიერია ცხოვრება'' (10)
მარიმ გიორგის სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა. ბიჭს ნერვიულობისგან ყველაფერი უცახცახებდა. რაღაცის თქმა უნდოდა ,მაგრამ თავს ვერ აბამდა. -არაფრის თქმა არ გჭირდება ისედაც ვხედავ ბედნიერებას შენს თვალებში. არაფერი არ იცვლება უბრალოდ შენი შვილის დედა ამჯერად მე ვიქნები ... -არაფერი ? ამით ყველაფერი იცვლება. ეს იმას ნიშნავს ,რომ ბედისწერას ბოლომდე არ გავუწირივარ... -ყველაფერი კარგად იქნება. -ყველაფერი იმაზე კარგად იქნება ვიდრე შენ წარმოგიდგენია. _მკლავები მოხვია და მკერდზე მიიკრა. უნდოდა ისე ეკოცნა ,როგორც არასდროს მაგრამ კარი ვიღაცამ შემოაღო და შემოვიდა. კაცი წამით შეყოვნდა და კარი მიხურა. მის და გასაოცრად გიორგის გოგონასთვის ხელი არ გაუშვია. -რა ხდება?_იკითხა დაბნეულმა ხმამაღლა. მარი გამოერკვა და ინსტინქტურად წამოხტა ფეხზე. გიორგიმ მაჯაზე მოქაჩა და შორს წასვლის საშუალება არ მისცა. რეზოს უნდოდა რაღაც ეკითხა ,მაგრამ ამჯერად მარინა შემოვიდა და წამით გაჩერდა. -გაგიხარდა შენი მეგობრის ნახვა?_მომღიმარი სახით იკითხა ქალმა და შვილს ხელი მოხვია. -ვერც კი წარმოიდგენ როგორ ... -მგონი რაც დავინახე მეგობრობაზე მეტი იყო _შესამჩნევად ხმამაღლა წარმოთქვა რეზომ -რა სისულელეა _უსაყვედურა ქმარს მარინამ -სისულელე არაა..._მტკიცედ განაცხადა გიორგიმ და მარის გახედა ,რომელსაც აშკარა შიშმა გადაურბინა სახეზე და მუდარით აღსავსე თვალებით გამოხედა . -რას გულისხმობ? _გაოცდა ქალი -იმას ,რომ რაც მამამ დაინახა ნამდვილად არ იყო მხოლოდ მეგობრობა -შენ არ მითხარი გიორგის მეგობარი ვარო? -ის ჩემი მეგობარი გოგონაა და ახლა უკვე ჩემი მომავალი შვილის დედა. -რაა ხომ არ გაგიჟდი გიო ?_აღშფოთება ვერ დამალა რეაზომ -ახლა არ მითხრა ,რომ რასაც ბოლო თვეების მანძილზე ნია გაბრალებდა სიმართლე იყო.არ გამაგიჟო გიო იცოდე . არ მაფიქრებინო ,რომ ნიას იმის გაკეთების საბაბი შენ მიეცი რაც მოხდა. -არაფერიც არ იყო სიმართლე. ორი თვეა რაც მარის ვიცნობ . -როგორ შეიძლება შენი შვილის დედა იყოს ქალი ,რომელსაც სულ რაღაც ორი თვეა იცნობ. რაზე ფიქრობ გიო ? რა ჯანდაბა ხდება შენს ცხოვრებაში ? ჯერ ნია ,მერე სანდრი ახლა კიდევ ეს გოგო. აღარ ვიცი საიდან დავიწყო შენი ცხოვრების შეცდომების ჩამოთვლა... _ ხმას უფრო მეტად აუწია რეზომ და სიმკაცრე მრისხანებაში გადაეზარდა. -არ გაბედო და ჩემს შვილს შეცდომა მეორედ აღარ უწოდო_ცხოვრებაში პირველად გაბედაა მამისთვის დაეყვირა და ეს ერთი წამითაც არ უნანია. -ჭკუიდან გადაგყავართ შენც და ბექასაც. შენი ცოლი შენივე მეგობრისგანაა ორსულად. ოჯახი დაგენგრა . ვიღაც გოგო შენგან ორსულადაა ,რომელიც ჯერ თვალითაც არ გვინახავს. შენი ძმა კი წლებია ამერიკაში ცხოვრობს შეყვარებულთან ერთად ,რომელსაც საცოლეს უწოდებს ,მაგრამ ქორწინებას ვერც ერთს უხსენებ. შენი აზრითახლა ნორმალურ დღეში უნდა ვიყო? შენი აზრით უნდა ვმხიარულობდეთ? საკუთარ ცხოვრებაში შემოხედვის უფლებას არც ერთი არ გვაძლევთ და ხედავთ სანამდე მიხვედით?_არც რეზო დანებდა შვილთან კამათში -რატომ დაგვიმალე თუ სხვა გიყვარდა. რატომ არასდროს გვინახავს ის შენს მეგობრებთან ერთად? ვინ არის და საიდან გაჩნდა შენს ცხოვრებაში?_მარინა ერთმანეთის მიყოლებით სვვამდა სწორედ იმ კითხვებს სვამდა რომლის მოსმენაც ყველაზე მეთ შიშს გვრიდა მარის და რომელიც ყველაზე მეტად სტკენდა გულს. სცდა გიორგისთვის ხელი გამოერთმია და ოთახიდან გაქცეულიყო ,მაგრამ ვერაფრით შეძლო ამის გაკეთება. ბიჭს ისე ძლიერად ჩაებღუჯა მისი მაჯა რომ ყოველი მოძრაობა ტკივილამდე მიდიოდა. -საიდან გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ეს მხოლოდ მე და მას გვეხება და არავის სხვას. ის უკვე ორი თვეა ნოდართან ცხოვრობს. -რაა? ეკასთან ცხოვრობს და მე არაფერი მითხრა? -და რა გინდოდა ,რომ გაეკეთებინა?ეს მხოლოდ ჩემი საიდუმლო იყო და არავის მივცემდი უფლებას ჩარეულიყო. -და შენი აზრით ღირსეული საქციელია კაცი საყვარელს ძმაკაცის სახლში ,რომ მალავს. -მამა დაუკვირდი რას ამბობ. -კარგი მოვრჩეთ ამ ამბის განხილვას_ითხოვა მარინამ -მინდა მარი ჩვენს სახლში წაიყვანოთ. -რაა?_აღშფოთდა რეზო -ჩემი შვილია .ეს ქალი კი ჩემი შვილის დედა. ვალდებული ვარ მე ის დავიცვა. -ვისგან უნდა დაიცვა?_კიდევ უფრო გაოცდა მარინა.მამამისსაც ზუსტად იგივე ეხატა სახეზე. -მას საფრთხე ემუქრება. ამიტომაც ცხოვრობდა ეკასთან... -გიო არ გინდა _პირველად ამოიღო ხმა მარიმ და შესაბრალისად ამოიკვნესა. -ვისგან ემუქრება საფრთხე?ხომ უნდა ვიცოდეთ ვისგან დავიცვათ? -მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მე თვითონ მივხედავ ამ საქმეს. უბრალოდ მინდა სანამ გამომწერენ დიდ სახლში წაიყვანოთ._დაწვრილებით აუხსნა მშობლებს თავისი სურვილი -გიო..._გამომცდელად თქვა რეზომ -გისმენ მამა... -შენი აქ ყოფნის მიზეზი ისაა ვისგან დაცვასაც ამ გოგოს უპირებ? გიორგის არაფერი უპასუხნია. მხოლოდ მარის გამოხედა ,რომელიც უკიდურეს დღეში იყო. -რაში გაეხვიე...რა უბედურებს გადაეკიდე გვითხარი. რა ჩაიდინეთ ასეთი ,რომ იმ ხალხმა საკუთარი სახლის წინ სროლა გაგიბედეს. რა რჯულის ხალხია. არ გამაგიჟო თორემ არ ვიცი რას ჩავიდენ. _შვილს უფრო ხმამაღლა დაუყვირა და სახეზე წამოენთო მარინა. რეზომ მკლავში სტაცა ხელი და იქედან გამოსწია. -არ არის საჭირო ამხელა პანიკა_მისი დამშვიდება სცადა გიორგიმ. -პანიკა? შენ ამას პანიკას ეძახი? შენ ეს თამაში გგონია? ლევანი იქვე ,რომ არ ყოფილიყო ცოცხალს ვერ მოგიყვანდნენ საავადმყოფოში. -მთავარია ,რომ ცოცხალი ვარ და ახლა იმაზე უნდა ვიზრუნო რომ ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს. -საქმე ამდენად სერიოზულადაა? გიორგიმ მამას მხოლოდ თავი დაუქნია. -იცოდე თუ არ წავიყვან და ჩემს შვილს და მარის არ მიხედავ ახლავე მოვითხოვ აქედან გამომწერონ და ამას მე თვითონ გავაკეთებ. _განუმარტა მამას -ამას ვერ იზამ. შენ ჯერ ისევ სუსტად ხარ. -მაშინ დამპირდი ,რომ ამას თვითონ გააკეთებ ზუსტად ისე ,როგორც მე გავაკეთებდი კაცი შეყოყმანდა ,მაგრამ თავის შვილს კარგად იცნობდა და იცოდა იმას გააკეთებდა რასაც ამბობდა. ამიტომ სიიტყვა მისცა ,რომ ყველაფერს ისე გააკეთებდა როგორც საჭირო იქნებოდა. რეზომ გოგონას ხელი შვილისას გამოაცალკევა რაც იმის ნიშანი იყო ,რომ პირობა მიცემული ჰქონდა და შეასრულებდა კიდევაც. -წავალ ვეტყვი მანქანა მოაყენონ _თქვა რეზომ და მარინაც უკან გაჰყვა. -შეიძლება ერთი წუთით დაველაპარაკო ?_ითხოვა მარიმ გაუბედავად.წყვილმა მხოლოდ თავი დაუქნია და წავიდა. -ნუ გეშინია მარი. მამა დამპირდა და ვიცი ,რომ აუცილებლად შეასრულებს. -საჭირო არ იყო შენი ოჯახი უხერხულში ჩაგეყენებია. მათთვის მე არავინ ვარ. შემეძლო იქ დავრჩენილიყვი სადაც ვარ. -არ შეგეძლო. ნოდარის ოჯახი ჩემი მეორე ოჯახია ,მაგრამ მათ ამ ამბავში მეტად ვეღარ გავრევ. უფლება არ მაქვს ჩემი ოჯახი სხვასთან დავმალო და სხვას შევუქმნა საფრთხე ...ხო არაფერი მოგჩვენებია ჩვენ შვილი გვეყოლება და ჩვენ უკვე ოჯახი ვართ -მესმის რასაც გულისხმობ, მაგრამ ისინი ამას იმიტომ არ აკეთებენ რომ ასე სურთ. არ მინდა ვინმესთვის ტვირთად ვიქცე. -ჩემგან შვილს ელოდები როგორ შეგიძლია საკუთარ თავს ტვირთი უწოდო. გეფიცები არც კი ვიცი რას ჩავიდენ იმათი მიზეზით რომელიმეს რამე ,რომ დაგემართოთ. -კარგი როგორც გინდა. შენ როგორც მეტყვი ისე მოვიქცევი. -მოდი ჩემთან_ხელი გაუწოდა გიორგიმ. აკოცა და მკერდზე მიიკრა. რამდენიმე დღეში სახლში გამომწერენ და რაც გასაკეთებელია მე მივხედავ. -კარგი. შენ არაფერზე ინერვიულო. მალე გამოჯანმრთელდი. ხომ იცი ახლა ყველაზე მეტად გვჭირდები. -ვიცი. _ ხელი მუცელზე შეახო გიორგიმ და უფრო მაგრად ჩაეხუტა. ახლა ყველაზე მეტად იგრძნო რამდენად ახლობლი იყო მისთვის ეს კაცი. _მე კი არა ახლა შენ არ უნდა ინერვიულო არაფერზე. მამაჩემის სახლში ვერავინ ვერ მოგიახლოვდება. იქ ყველაზე კარგად იქნები დაცული. ახლა წადი, მაგრამ დამპირდი რომ თავს მიხედავ,ბევრს დაისვენებ და კარგად იკვებები... -გპირდები_გაუღიმა მარიმ -ბოლო დროს ბევრი რამ გადაიტანე. დროა საკუთარ თავზე იფიქრო. -კარგი როგორც შენ მეტყვი ისე იქნება ყველაფერი. -წადი...და კიდევ რამდენჯერაც არ უნდა ჩამოგიგდოს დედაჩემმა ამ თემაზე არ უთხრა სად გავიცანით ერთმანეთი. ამას მე გავაკეთებ როცა საჭიროდ ჩავთლი_კარისკენ მიანიშნა გიორგიმ და გოგონაც გარეთ გამოვიდა. დერეფანში ნოდარი და ლევანიც იდგნენ. ბიჭმა როგორც კი დაინახა მასინვე მისკენ წამოვიდა. -მარ გავიგე ,რომ ჟღენტების სახლში გადადიხარ. -გიომ ასე გადაწყვიტა. მადლობას გიხდი ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გააკეთე. ნამდვილი ძმასავით მექცეოდი. -ვიქნები კიდევაც მით უფრო ახლა როცა შენ და გიო ერთად ხართ. ვინ იცის ეგებ მეჯვარეობასაც კი გამოვკრა ხელი ..._გაიცინა ნოდარმა და გოგონას მოეხვია. -ეჭვი გეპარება მაგაში ? -რათქმაუნდა არა -ეკასაც გადაუხადე მადლობა ჩემს მაგივრად. რომ ვნახავ აუცილებლად ვეტყვი. -გინახულებ როგორც კი შევძლებ. თავს მიხედე. მარინა და მარი რეზომ მანქანაში ჩასვა და მძღოლს უბრძანა პირდაპირ სახლში წადიო. ქალს გოგონასთვის ხმა ერთხელაც არ გაუცია მთელი გზის მანძილზე. მძღოლმა დაბურული მინები ბოლომდე ამოსწია და ასე იარა სახლამდე. ვოლოს შავ უზარმაზარ ჭიშკარს მიადგნენ. მძღოლმა სიგნალი მისცა და წამში გაიხსნა ორად. ეზო დიდი არ იყო მაგრამ გემოვნებით გახლდატ მოწყობილი. კაცი წინა სავარძლიდან სწრაფად გადმოხტა და კარი გააღო. მარინა ისე გადმოვიდა ძირს და სახლისკენ წავიდა არც კი მოუხედავს უკან.მარი მორჩილად გაჰყვა რადგან არც კი იცოდა სხვა რა უნდა მოემოქმედებინა. კარი შეაღეს თუ არა კიბეებზე პატარა12-13 წლის წაბლისფერთმიანმა გოგონამ ელვის სისწრაფით ჩამოირბინა და პირდაპირ მათკენ გამოქანდა. -დედიკო...დედიკო... გიო მოიყვანეთ? _კისერზე შეახტა გონა. მარინამ მისი ახუტება სცადა ,მაგრამ ვერ ასწია. -ანა მარია ჩემთვის მძიმე ხარ საყვარელო. რაც შეეხება გიოს ჯერ არ მომიყვანია. -რატომ? -იმიტომ ,რომ არ გამოწერეს. -და ეს გოგონა ვინაა?_მარიზე მიათითა მან. ისიც აიწურა. წარმოდგენა არ ქონდა ქალი რას უპასუხებდა. -ის...ის გიოს მეგობარია. -როგორი მეგობარი?ადრე ,რომ არ გვინახავს? -ანა მარია გეყოს. -ჰო მაგრამ მართლა არ გვინახავს. ქალმა ბავშვი საწოლზე დასვა დაროგორც შეეშლო მარტივად აუხსნა. -ის გიოს მეგობარია და მალე შენს ძმისშვილს გააჩენს. -ეგ როგორ გიოს ხომ ნია ჰყავს ,რომელიც ორსულადაა? -ნია გიოს ცოლი აღარაა. დაივიწყე. -ანუ გიოს ახალი ცოლი ჰყავს? -დაახლოებით და მორჩი კითხვების დასმას. _გოგონას აშკარად კიდევ აინტერესებდა რაღაცეები მაგრამ დედამისი სხარტად წამოხტა და სახლის უკანა მხრისკენ აიღო გეზი. _ნეტა მსახურები სად არიან. -მოდი დაჯექი _შესთავაზა ანა მარიამ._მე ანა მარია ვარ გიოს და. -მარი. მიხარია შენი გაცნობა. -ესეიგი აქ იცხოვრებ? -ჰო ასე გამოდის _თავი დაუქნია მარიმ. -გიოს ოთახი პირველ სარტულზე ,რომელიმე სტუმრების ოთახსი გაამზადეთ_ არიგებდა გზა და გზა მარინა მსახურს._ბექასთვის და ნინისთვის ზედა სართულზე -დედა როდის ჩამოდიან ? -საღამოს აქ იქნებიან ხომ გითხარი ანა?_ქალმა საქმიანად განაგრძო სახლში ფუსფუსი. -ბექა ჩემი მეორე უფროსი ძმაა. ყველაზე უფროსი გიოა. ნინი მისი შეყვარებულია. ორივე აქ იცხოვრებენ. ნინი ყოველთვის აქ რჩება როცა ჩამოდიან რადგან მხოლოდ დედა ყავს და ისიც ამერიკაში ცხოვრობს. თავის სახლში მარტო დარჩენა არ უყვარს. უფრო სწორად მარტო ყოფნის ეშინია. ოჯახში ყველა მიჩვეული ვართ იმ აზრს ,რომ ის და ბექა ერთად არიან ქორწილის არ ჩატარების მიუხედავად. ნინი ძალიან გვიყვარს და უკვე რძლად ვთვლით _წყალივით ჩაარიხინა ბავშვმა სათქმელი. მარიც გზა და გზა ზრდილობიანად უღიმოდა. -გასაგებია. -ხო და კიდევ ამ სახლში ცხოვრების მთავარი წესი. უკან მარტო არ გახვიდე ძაღლები გვყავს. დღისით დაბმულები არიან ,მაგრამ მაინც შეგეშინდება . უცხოებს ერჩიან. ღამით გარეთ არ გახვიდე რადგან ძაღლებს უშვებენ -კარგია ,რომ გამაფრთხილე -შეიძლება რადგან აქ ხარ რაღაც გთხოვო? -ჰო რათქმაუნდა. -იქნებ ნაძვის გაწყობაში დამეხმარო. გიოს ამბავმა ყველას მიავიწყა საახალწლო სამზადისი. მართალია ნინი დღეს ,რომ ჩამოვა ყველას დაგვტუქსავს ამის გამო რატომ არ გაქვთ სახლში საზეიმო განწყობაო ,მაგრამ სჯობს ჩვენით გავაკეთოთ ყველაფერი. ძალიან მიყვარს ნაძვის გაწყობა. ბექა და ნინი კი არასდროს მაცლიან. ბავშვებივით იქცევიან ... -აუცილებლად დაგეხმარები. -დედა ,რომ წავა მსახურს ვეტყვი და სხვენიდან ჩამოვატანინებ ყველაფერს. -კარგი. მარიმ გაიფიქრა რა მხიარული და უკომპლექსო ბავშვიაო. გაერიმა კიდევაც მის ენამახვილობაზე. მერე ვიღაცამ დაურეკა. თავის ''აიფონს'' ხელი დასტაცა და სულ ცეკვა-ცეკვიტ აირბინა კიბეები. ამხელა სახლში სულ მარტო დარჩა მარი. მისაღებში კაციშვილი არ ჭაჭანებდა. რამდენიმე წუთის მერე მსახურმა გოგომ ჩამოიარა თეთრეულით ხელში. მარი მიხვდა ,რომ მომსვლელებისთვის ოთახებს ამზადებდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.