შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა საროსკიპოდან _''არც ისე მშვენიერია ცხოვრება'' (11)


16-09-2015, 02:05
ავტორი lisebeth
ნანახია 4 686

ცოტა ხანს იჯდა მარი შემოსასვლელში სანამ მარინა არ გამოჩნდა. ტანზეც გამოეცვალა და გზა და გზა ველაფერს ასწორებდა. სასწაული ქალი იყო რა. მიუხედავად იმისა ,რომ ასი მსახური ჰყავდა ყველაფერზე ხელი თვითონ უნდა შეევლო. მარის მოუახლოვდა
-შენთვის ოთახი პირველ სართულზე გავამზადებინე. გიო ,რომ მოვა კიბეებზე ვერ ივლის. ახლა წადი და დაისვენე. მერე საჭმელსაც მოგიტანენ. _ქალმა თვალი უქნია მსახურს გაჰყოლოდა და მანაც შეასრულა ბრძანება
ოთახი ძალიან დიდი და ნათელი იყო. უზარმაზარ საწოლზე სალათისფერი თეთრეული გადაეკრათ. ირგვლივ მიმოიხედა. იმდენად უცხო გარემოში იყო ვინმეს შემოლაწუნება სჭირდებოდა გონზე მოსასვლელად. როგორც კი ჩამოჯდა მაშინვე მიელულა თვალები. იგრძნო როგორ გადაღლილიყო და მისუსტებულიყო. ინსტინქტურად წაიქცა ზედ. მოიკუნტა და ხელები მუცელზე შემოიხვია. ისე ჩაეძინა ვერც კი მიხვდა. რაღაც ესიზმრა ,მაგრამ აზრი ვერ გამოიტანა. არც კი იცოდა რამდენ ხანს ეძინა ,მაგრამ ვიღაცის გაბმულმა შეკივლებამ გამოაღვიძა. ისე შეესინდა ლამის გული გადაუბრუნდა საგულეში. წამოჯდა და მიხვდა რომ ვიღაცას პლედი მიეფარებინა. შეღებულ ფანჯარაში გადაიხედა. ეზოში ორი უცხო ადამიანი იყო. ერთი ახალგაზრდა ბიჭი და მეორე გოგონა ,რომელსაც გაშლილ ქერა თმებზე ყურებიანი ქუდი ჩამოეფხატა. ბიჭს ანა მარია ხერში ეჭირა და აწვალებდა. ალბათ სწორედ ის იყო ვინამაც წუთის წინ ცივი ხმით დაიკივლა.
რამდენიმე წამში ყველა სახლში შევიდა. ნინი ფანჯარას არ მოსცილებია. არც კი იცოდა უნდა გამოსულიყო თუ არა გარეთ. მისთვის არავის არაფერი უთქვამს. არც რჩევა მიუცია და არც ის უსწავლებია როგორ მოქცეულიყო. იგრძნო რომ ძალიან მოშიებოდა. მარინამ კი უთხრა საჭმელს მოგიტანენო და ალბათ ასეც მოიქცნენ ,მაგრამ მერე ჩაეძინა. ეტყობოდა პრედი სწორედ იმან მიაფარა. ისევ საწოლზე ჩამოჯდა და ფეხები შემოაწყო. დაღლილი კი არა გადაღლილი ერქვა მის ახლანდელ მდგომარეობას. ყველაფერზე ეფიქრებოდა განსაკუთრებით იმაზე რას იტყოდა ეს ხალხი როცა სიმართლეს გაიგებდა. ვინ დაიჯერებდა ,რომ საროსკიპოდან წამოყვანილ გოგონას იქ არასდროს უმუშავია?
მიუხედავად იმისა ,რომ სახლი სავსე იყო მოსულებით მაინც გაიხსენა ვიღაცამ და კარზე დააკაკუნა. ის გოგონა იყო ვინაც მისი ოთახი დაალაგა.
-საჭმელი მოგიტანეთ_გაუღიმა გოგონამ_შუადღეს ქალბატონი იყო და გეძინათ . დამავალა მერე ისევ შეიარეო
-გმადლობთ
მარი სასიამოვნოდ გააოცა იმ ფაქტმა ,რომ გიორგის დედამ ის ინსახულა. ჯერ ხომ ადამიანურად არც კი დალაპარაკები. მიუხედავად ამისა არაფერი შეიმჩნია და გოგონას თავაზიანად მოექცა
-სტუმრები უკვე ჩამოვიდნენ. უფრო სწორად ბატონი რეზოს მეორე შვილი და სარძლო. მისაღებში არ გამოხვალთ?
ახლა რა ჯანდაბა ექნა. რა ეპასუხა ან როგორ აეხსნა მისი უარი. მიუხედავად ამისა მაინც იქ დარჩენა გადაწყვიტა. უხერხული იქნებოდა ოჯახს იქ გამოცხადებოდა. უხერხული იქნებოდა ყველას თანდასწრებით გამოცხადებულიყო და თავი ოჯახის წევრად ჩაეთვალა. ამას ვერ გააკეთებდა მით უფრო ,რომ გიორგი იქ არ იყო
-აქ მირჩევნიაყოფნა_თავი გააქნია მარიმ და მსახურიც მალევე წავიდა. მისი მოტანილი საჭმელი ძალიან გემრიელი ჩანდა . წყურვილისგან პირი უშრებოდა ამიტომ პირველად წვენი მოსვა.

მარინა მთელს სახლში ციბრუტივით ტრიალებდა. ყოველ წამს ბექას უბრუნდებოდა და ეხუტებოდა. უკვე ნახევარი წელი იყო შვილი არ ენახა. ბოლოს ივლისი დგებოდა ამერიკაში ,რომ წავიდნენ. როგორც ანა მარიამ თქვა ნინი გაოგნებას ვერ მალავდა სახლში ახალი წლის მოახლოების ნიშანწყალი ,რომ არ ჩანდა.
-ხალხნო ახალი წელი თქვენთვის არ დგება?
-არ გვეცალა ნინი მაგისთვის _თქვა მარინამ და საქმიანობა განაგრძო.
-ახლავე ჩამოიტანეთ ნაძვი უნდა გავაწყოთ.
-და შარშანდელივით გაწყობილი უნდა გადმოაყირავოთ შენ და ბექამ?_ ძველი ამბები გაუხსენა სამამამთილომ
-სულაც არ იყო ჩემი ბრალი. შენმა შვილმა ამიხუტა უხეიროდ და ვერ მივწვდი ვარსკვლავის დასადგამს.
-არადა მე მარისთან ერთად ვაპირებდი ნაძვის გაწყობას_აწუწუნდა ანა მარია
-უკაცრავად მარი ვინღაა?_ვერ მიხვდა ნინი
-გიოსგან ბავშვს ელოდება_უფროსებს არც ამჯერად დააცადა გოგონამ
-ანა მარია რატომ ერევი იქ სადაც არ გეკითხება?_შეუტია დედამ
-ბავშვს ნუ უყვირი... _ამჯერად მამა გამოესარჩლა
-გიოსგან ბავშვს ელოდება? მოიცა გიოსგან ბავშვს ნია ელოდებაო ასე არ გაგვაგებინეთ? _ვერ მიხვდა ბექა.
-და ეს მარი საიდან მოვიდა? გაუგონარი ამბები ხდება ამ სახლში..._შეყვარებულს კვერი დაუკრა ნინიმ. გვერდით მოუჯდადა მიეხუტა. ანა მარია იქედან აიწურა და ახლა მამამისს ჩაუსკუპდა კალთაში.
-შენ ასე მონაცვლეობით ჯდები ვინმეს კალთაში? _ გამოაჯავრა პატარა დაიკო ბექამ.
-შენ ვინ გეკითხება?_იწყინა გოგონამ.
-ამ სახლის პატარა პრინცესაა და ხელით უნდა ატაროს ყველამ_დააზუსტა რეზომ. გოგონამ გამარჯვებული სახით გადახედა შეყვარებულებს.
-სხვისი არ ვიცი ,მაგრამ მე ძალიან დაღლილი ვარ და უნდა დავიძინო. საშინელებაა ამხელა გზაზე ფრენა _ჩანთას ხელი წამოავლო ნინიმ _ჩემს ოთახს ვერ მიმასწავლით?
-გიოს საზინებლის გვერდით _გამოსძახა მარიმ და ისიც სწრაფად წავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბექას და ნინის ურთიერთობას ოჯახიდან დაწყებული სამეგობროს ჩათვლით ყველა ოფიციალურად თვლიდა და ამერიკაშიც ერთად ცხოვრობდნენ აქ ჩამოსვლისას სხვადასხვა ოთახებში ეძინათ. წყვილლს ამის არ ესმოდა ,მაგრამ მაინც არ აპროტესტებდა. გოგონამ დერეფანში ნარნარით ჩაიარა და გიოს ნამდვილი ოთახის გვერდით კარი შეაღო. მუხლამდე ტყავის ჩექმები ,რომ შეიხსნა ნამდვილი შვება მაშინ იგრძნო. გვერდზე მიყარა და საწოლზე შეხტა. საშინლად ეძინებოდა ,მაგრამ შხაპის გარეშე ამას ვერ გააკეთებდა.
სახლში ნელ-ნელა მიწყდა ხმაური. მარის უკვე აღარ ესმოდა არც შემოსასვლელში გამართული ღრიანცელი და არც ნინის და ანა მარიას გაბმული სიცილი. თავს საშინლად გრძნობდა. თავს მარტოსულად და მიგდებულად გრძნობდა. ისე იყო ,როგორც გალიაში საგნგებოდ დამწყვდეული ჩიტი. გრძნობდა, რომ იმ სახლში მისი არსებობა არავის აინტერესებდა. მხოლოდ ერთიადამიანის დანახვა სჭირდებოდა და ეს გიორგი იყო. საწოლზე ზემოდან იწვა და მხოლოდ ფიქრობდა ვიღაცამ ისევ ,რომ დააკაკუნა.
-მობრძანდით _ ღიმილით უთხრა მარინას. ქალი შემოვიდა და მოუახლოვდა.
-მაპატიე ვერ მოგინახულე. ჩემი შვილი და ნინი ჩამოვიდნენ. ეს ისე იშვიათად ხდება ,რომ ..._ თავი იმართლასავით ქალმა.
-არაუშავს მე კარგად ვარ. გმადლობთ ,რომ მინახულეთ.
-არ ვიცი ვინ ხარ და საიდან მოხვედი ჩემი შვილის ცხოვრებაში ,მაგრამ ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით მის გადაწყვეტილებებს და ასე იქნება სანამ ცოცხლები ვართ. ჩვენ არასოდეს ჩავრეულვართ მის პირად ცხოვრებაში და ეს ასეც იქნება ყოველთვის. ის არ არის ისეთი ადამიანი ,რომელსაც შეუძლია სხვის ჭკუაზე იაროს. რადგანაც თვლის რომ შენი აქ ყოფნა საჭიროა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ბავშვი ჩვენი შვილიშვილია დ მისი დაცვა ჩვენი მოვალეობაა. ეს რომ გავაკეთოთ უნდა ვიცოდეთ ვისგან დაგიცვათ.
-მესმის... _ამოილუღლუღა მარიმ და მიხვდა საით მიჰყავდა ქალს საუბარი.
-მითხარი ვისთან გაქვთ პრობლემები.
მარი წამით შეყოვნდა და გიორგის დანაბარები გაახსენდა.
-მაპატიეთ ქალბატონო ,მაგრამ გიორგიმ დამიბარა ამ თემაზე არ ვისაუბრო. მე არ შემიძლია ამის გაკეთება. მე ისე მოვიქცევი როგორც მან მითქხა. როდესაც დაბრუნდება თავად კითხეთ.
-კარგია ,რომ მისი სიტყვა შენთვის ამდენს ნიშნავს. მე ეს მხოლოდ მახარებს. ხვალ დილით მის სანახავად წავალთ. შენ ეცადე სახლიდან არ გახვიდე. ანა მარიაც სახლში იქნება იქ არ მიგვყავს. იმის შემდეგ რაც გიოს შეემთხვა ჩემი ქმარი კატეგორიული წინააღმდეგია ჩვენი გოგონა სახლიდან გავიდეს.
-გასაგებია
-ახლა დაისვენე და თუ რამე დაგჭირდება მითხარი. თუ სახლში არ ვიქნები მსახურს უთხარი და მოგიტანს.
-გმადლობთ
ქალი შეტრიალდა და წავიდა. მარისაც უნდოდა შხაპის მიღება ,მაგრამ ტანსაცმელი არ ქონდა და ამას ვერ აკეთებდა. ამიტომ პირდაპირ ისე შეწვა საწოლში და მალევე დაეძინა

თორმეტი იყო დაწყებული სანდრი ნიასთან ,რომ მივიდა. მიუხედავად მარინას მოთხოვნისა გოგონა ჯერ ისევ გიოს სახლში იყო. როგორც კი კარი შეაღო დაინახა პერანგისამარია კიბეზე იჯდა და სასმელს სვამდა. მასინმე მივარდა და ჭიქა ხელიდან გამოგლიჯა.
-რას აკეთებ? დაგავიწყდა ორსულად ,რომ ხარ?
-მერე რა...
-ახლა გინდა ბავშვი მოკლა?
-მომეცი ჭიქა ..._ ხელზე დაეტაკა გოგონა და წარტმევა სცადა ,მაგრამ არ გამოუვიდა. _გგონია მეორე არ მაქვს? აი აქ არის მიანიშნა მაგიდისკენ და ახლა იქეთ წავიდა.
-გაუშვი ხელი ამ წყეულ ჭიქას._ ახლა ის გამოგლიჯა და იატაკზე მოისროლა. მარმარილოს ქვაზე ნაპერწკლები დასვივდა დაცემისას.
-ვინ გეკითხება? მინდა და ვსვამ. ჩემი სხეულია და რასაც მინდა იმას ვუზამ...
-ბავშვი ჩემია...
-სხეული კი ჩემი.
-ასე ,რომ იქცეოდი ამიტომაც გაგცვალა გიორგიმ საროსკიპოდან წამოყანილ გოგოში.
-ვისში? _ გამოერკვა ნია. სანდრი ახლაღა მიხვდა ,რომ ზედმეტი წამოროშა და ტემის შეცვლა სცადა.
-საძინებელში წამოდი და დაწექი. ორსულად ხარ.
-ეგ უკვე ვიცი ,მაგრამ ... საროსკიპოს გოგოსთან მღალატობდა ხომ? ასეც ვიცოდი. ყოველთვის ვიცოდი ,რომ მღალატობდა.
-გაჩერდი... მაჯაში ჩაავლო სანდრიმ და ზევით ძალით წაათრია.
-გამიშვი არ მინდა დაძინება.
-მოკეტე. უფლებას არ მოგცემ შვილი მომიკლა.
ნია ამჯერად ზედა სართულში გაუძალიანდა და არაფრით წვებოდა საწოლში. სანდრიმ ხელები გაუკავა და დაუღრიალა. გოგონა იძულებული გახდა დამორჩილებოდა.


დილით ყველაზე ადრე ნინი წამოხტა ფეხზე. თბილად გამოეწყო და რადგან ქუჩასი გადასვლა არ უნდოდა სახლის გარშემო დაიწყო სირბილი. შიგნით ,რომ შევიდა უკვე ყველა ამდგარიყო.
-სად იყავი შვილო?_ გადაკოცნა რეზომ.
-სახლის გარშემო დავრბოდი.
-შენ კიდევ სირბილი გინდა? ნახე როგორ გამხდარხარ. იმაზე მეტად ვიდრე წინა ჩამოსვლისას_ აღნიშნა მარინამ.
-სირბილი მხოლოდ წონაში დაკლების თვის არ არის მარი. ვარჯიში ჯანმრთელობაა. არც თქვენ გაწყენდათ დილით ადრე ადგომა და სირბილი _ წააქეზა სამამამთილო.
ყველანი სუფრასთან შემომწკრივდნენ.
-სხვენიდან ნაძვი და სათამაშოები ჩამოიტანე _დაავალა მსახურს ნინიმ და მხიარულად მოუჯდა გვერდით ბექას.
-მარის დრაუძახე ..._მოულოდნელად თქვა მარინამ
რეზომ აღშფოთებული სახით გახედა ცოლს რაც მტკიცე უარის ტოლფასი იყო.
-გიორგიმ თქვა ,რომ ის ჩვენი ოჯახის წევრია და ესეიგი ასეცაა. ის ჩვენი სტუმარია და ჩვენ სტუმრებს ასე არ ვექცევით. თანაც ის ჩვენს შვილიშვილს ელოდება. _ქალმა ისევ ანისნა მსახურს მოიყვანეო.
მარის გამოჩენამდე სუფრასთან დაძაბულობა შეიმჩნეოდა. გოგონას სუფრასთან მიწვევა ძალიან გაუკვირდა ,მაგრამ უარს ვერ იტყოდა. ეს მისი მხრიდან უზრდელობის ტოლფასი იქნებოდა. ოჯახის წინაშე პირველად გამოჩენა ერიდებოდა ,მაგრამ ძალა მოიკრიბა და სასადილო ოთახში შევიდა. ყველამ მას გადახედა ,როგორც კი დაინახეს. სუფრის ერთ თავში მარინა იჯდა მეორესთან რეზო. ცალ მხარეს ბექა და ნინი. მეორე მხარეს მხოლოდ ანა მარია.
-ანა მარიას გვერდით დაჯექი
მარი ასეც მოიქცა. უხერხულად იჯდა მაგიდასთან . ყველა უხერხულად იყო ,მაგრამ ის განსაკუთრებით.
-კარგად უნდა იკვებო თორემ ბავშვს ავნებ _თქვა ქალმა. მარიმ მადლიერების ნიშნად თავი დაუქნია.
-გიორგის სანახავად მივდივარ. ვინც წამოსვლას აპირებს გარეთ გამოდით_თქვა რეზომ ცოტა ხანში. თეთრ ფითქინა პერანგზე ქურთუკი მოიცვა და წავიდა.
-მე და ნინი მოვდივართ_წამოდგა ბექაც
-მეც მინდა დედა_აწუწუნდა ანა მარია ,მაგრამ ამაოდ. მარინამ უარის ნიშნად თავი გადააქნია.
ცოტა ხანში სახლი დაცარიელდა. მსახურებიისევ ფუსფუსებდნენ. ამჯერად ნაძვის დასადგამ ადგილს ათავისუფლებდნენ. მარი შემოსასვლელში დივანზე ჩამოჯდა.
-დღეს უკვე ოცდარვაა ,მაგრამ სახლში საზეიმო განწყობა არ არსებობს. სანამ გიო არ დაბრუნდება აქ არავინ იზეიმებს.
-ის კარგადაა ნუ ღელავ.
-შენ ნახე?
-ჰო გუშინ და ის მართლა კარგადაა.
-იცი? შენ ნიას არ გავხარ. ის არასდროს მექცეოდა წესიერად. თვლიდა ,რომ რადგან ბავშვი ვარ არაფერი არ მესმის. ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა.
-შენ ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგო ხარ.
-შენ გყავს და ან ძმა?
მარი წამით შეჩერდა.
-ძმა მყავს , მაგრამ ისეთი კარგი არა როგორებიც შენ.
-მას არ უყვარხარ?
მარიმ თავი გააქნია.
-ჩემი ძმები სულ მაბრაზებენ ,მაგრამ მერე საჩუქრებს მჩუქნიან შესარიიგებლად. მეც დიდხანს ვებუტები და უფრო მეტს მჩუქნიან.
მარის გოგონას ბავშვურობაზე გაეცინა და ხელი მხარზე მოხვია.

ჟღენტები საავადმყოფოში მივიდნენ. მათ და გასაოცრად ეკა და ნოდო უკვე გიორგის პალატაში იყვნენ.
-ვინ ჩამოსულაო ვინო...ვინო...?_ ხელები გაშალა ეკამ და ნინი გულში ჩაიკრა ,რომელიც ხტუნვა-ხტუნვით მოუახლოვდა ქალს.
-ეკა ისე მომენატრე გადავირიე.
-ბექა როგორ ხარ? არაჩვეულებრივად გამოიყურებით ერთად _საზეიმოდ აღნიშნა ქალმა
-მიმიშვით კაცო ჩემს ძმასთან _აბუზღუნდა ბიჭი და შუა გზაში დამდგარ გალებს გაიწიეთო ანიშნა.
-კარგი ჰო..._განზე გადგა ნინი . მანამდე კი შეყვარებულს ლოყაზე აკოცა.
-ასე უნდა შეგვაშინო?_მოეხვია ძმას._გილოცავ გადარჩენას და კიდევ შვილის მოლოდინს.
-მართალია ჯერ ვერ დავადგინე რა და როგორ ხდება იმ გოგოსთან ,მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია ,რომ სახლში პატარა გვეყოლება _ ხელები გაასავსავა ნინიმ
-შენი ამბავი ,რომ ვიცი გაუგებარი არაფერი დაგრჩება ასე ,რომ საწუწუნოდ არ გაქვს საქმე.
-ისე საყვარელია. ცოტა მორიდებული და წყნარი კი არის ,მაგრამ შეიძლება მაგის გამოსწორება.
-ამას არ ანდო იცოდე_გააფრთხილა ძმა და შეყვარებულზე მიანიშნა.
-ხო მართლა მარის ტანსაცმელი წამოვიღე და რადგან აქ ხართ მე აღარ წამოვალ თქვენსკენ. _თქვა ეკამ
-კარგი რა ეკა გთხოვ _კისერზე შემოეხვია ნინი და ხვეწნა დაუწყო წამოდიო.
-კარგი ჰო დამიყოლიე ...მორჩა..._ხელები ასწია ქალმა.
-მე დღეს სახლში მოვდივარ_განაცხადა გიორგიმ
-შენ არ დამპირდი მარის თუ მიხედავთ ამ სიგიჟეზე უარს ვიტყვიო?
-ვერ ვიტყვი.აქ ვერ ვჩერდები ,როცა ვიცი ისიმ სახლში როგორაა.
-ის კარგადაა_დაარწმუნა მარინამ. _ყველაფერი აქვს რაც სჭირდება
-ყველაფერი სითბოს და სიყვარულის გარდა. მე ვიცი ის როგორია და ისიც ვიცი ახლა რას გრძნობს. ისიც ვიცი რომ იმ სახლში მარტოსულია. ის სხვანაირია...ის არ ჰგავს ანრ ნიას და არც ნინის.
-მე რა ცუდი ვარ?_შეუბღვირა მაზლს
-კარგად იცი რასაც ვგულისხმობ. მას მზრუნველობა სწირდება. ბევრი რამ გადაიტანა და ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მოვლა. თავსმმივხედავ და სახლში ეტლით ვივლი. გპირდებით ყველაფერი კარგად იქნება. სახლში უნდა წამოვიდე. მორჩა ამ თემაზე კამათი. უკვე მოვაწერე ხელი საბუთს რომ ჩემით მივდივარ.
რეზო და მარინა მიხვდა,რომ შეკამათებას აზრი არ ჰქონდა. გიორგი ყოველთვის ისე იქცეოდა როგორც სწორად მიაჩნდა.
-ახლა გადით და ნოდართან დამტოვეთ. მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
ყველა უსიტყვოდ გავიდა.
-რა ხდება ძმაო?
-დამეხმარე ადგომაში და ტანზე ჩავიცმევ.
ნოდარმა ხელი შეაშველა და წამოაყენა. გიორგი ნელ-ნელა ცდილობდა ტანსაცლის ჩაცმას
-მეტყვი? მითხარი რა გჭირდება და გავაკეთებ.
-წადი და სანდრი მომიყვანე.
-რაა?
-ახლავე მოძებნე და მოიყვანე. უნდა დაველაპარაკო. ალბათ ისევ გაგიჟდა და ძველებურად სვამს. უფლებას არ მივცემ
-რას აპირებ?
-დალაპარაკებას. უბრალოდ მონახე და მოიყვანე.
-როგორც მეტყვი.
-ნოდო ის ჩვენი ძმაა. ჩვენს სახლში გაიზარდა და მიუხედავად იმისა რა დააშავა უფლება არ გვაქვს მივატოვოთ. მით უფრო როცა ვიცით როგორი სუსტი ნებისყოფისაა.
-მართალი ხარ._ნოდომ თავი დაუქნია
-წადი ამას მე მივხედავ.
გიორგიმ ჩაცმა განაგრძო. მალე მარინაც შემოვიდა და ეტლი მოუტანა. აშკარა იყო მისი გადაწყვეტილება არ მოსწონდა ,მაგრამ არ იმჩნევდა. მანქანასთან წამოდგომა ძალიან გაუჭირდა. გვერდი ძალიან სტკიოდა. მიუხედავად ამისა ძალა მოიკრიბა. იმაზე ფიქრობდა ,რომ მალე სასურველ სახეს დაინახავდა. ადამიანს ,რომელიც მალე ახალ სიცოცხლეს აჩუქებდა.
მარიც გიორგიზე ფიქრობდა. უნდოდა
შეეწყვიტა,მაგრამ არ გამოსდიოდა. ფიქრებიდან ნაცნობი ჭიშკრის ხრიგინმა გამოაფხიზლა. ფანჯარასთან ახლოს ისხდნენ ის და ანა მარია . აქ ხმა ზარივით შემოდიოდა. გოგონამ ფარდა გადასწია და გარეთ გაიჭყიტა.
-გიო მოიყვანეს_დაიყვირა და ფეხზე წამოხტა. კარისკენ ისე გავარდა უკან არ მოუხედავს. _გიო მოხვედი?_ მანქანაში თავი შეჰყო და ძმას ლოყაზე აკოცა.
-ჩემი პრინცესა ვინაა?
-რათქმაუნდა მე
-ვინმემ ხო არ გაგაბრაზა ჩემს არყოფნაში ?
გოგონამ თავი გაუქნია და ისევ აკოცა
-მოშორდი ანა მარია უნდა გადმოვიდეს დაღლილია. გოგონა ჯიპიან ჩამოხტა და გზა გაუნთავისუფლა.
გიორგიმ თვალი მოავლო ეზოს. ვისაც ეძებდა არ ჩანდა. მარის გარეთ გასვლა მოერიდა და იქ დარჩა სადაც იჯდა. კარის ხმაზე ერთიანად გააჟრჟოლა და თვალი იქეთ გააპარა. სავარძელში ჩამჯდარი ,რომ დაინახა ლამის გული გაუსკდა.ეგონა მთელი სამყარო თავზე დაექცა. წამიერად გაუსწორეს მზერა ერთმანეთს.
-არ მომესალმები?_გაუღიმა თავისებურად
-რათქმაუნდა
მარი წამოდგა და მიუახლოვდა. იგრძნო ,რომ გარშემო ყველას თვალი მას უცქერდა.უკან დაიხია. არ შეეძლო ყველას თანდასწრებით ამის გაკეთება. გიორგიმ მარცხენა ხელით მისწვდა მის ხელის მტევანს, რადგან მარჯვენა შეხვვეული ჰქონდა. თავისკენ მოქაჩა და ჩაეხუტა.
-ბედნიერი ვარ ,რომ დაბრუნდი_გაუღიმა გოგონამ.
-დავბრუნდი და აწი ყველაფერი მოგვარდება. _გიორგიმ ამჯერად ტუჩებში აკოცა რაც იმის ნიშანი იყო, რომ მთელი ოჯახი უნდა შეგუებოდა მათ ურთიერთობას მომავალშიც.
-საკმარისია. ისე ნუ იქცევით თითქოს ცოლ-ქმარი იყოთ_დაიყვირა რეზომ და ეტყობოდა ,რომ უკანასკნელ ძალებს იკრეფდა არ ამოეხეთქა მთელს სიბრაზეს.
-ჩემი ცოლია. თუ ჯერ ისევ ვერ გააცნობიერე ის მალე შვილს გამიჩენს. ჩემი შვილის დედაა.
-არაა ამის საჯაროდ დემონსტრირება საჭირო_გიორგიმ იგრძნო როგორ აუთრთოლდა მარის თითები მის ხელებში.
-თუ ეს ჩემი სახლია ესეიგი მისიცაა. თუ ის ჩემს შვილს აჩენეს ესეიგი ჩემი ცოლია. არც ერთი ქაღალდი არ მჭირდება ამის ასაღიარებლად მამა. თუ ამას არ შეეგუებით თქვენი საქმეა. არც ვთხოვ არავის შეეგუოს. ეს ჩემი ცხოვრებაა და როგორც ყოველთვის ამაში ჩარევის უფლებას არავის მივცემ. ეს ჩემი პირადი ცხოვრება.
-გიო რათქმაუნდა არ ვერევით ჩემო ბიჭო. როგორც შენ იტყვი ყველაფერი ისე იქნება. ოღონდ არ ინერვიულო ჯერ ისევ წამლებზე ხარ. რეზო გეყოფა ნერვებს ნუ უშლი_სთხოვა ქმარს ქალმა

სანდრის ,რომ გამოეღვიძა ნია საწოლში არ დაუხვდა. ბევრი ეძება,მაგრამ ვერ იპოვა.მაშინვე მიხვდა სადაც წავიდოდა და ფეხზე წამოხტა. ის არცშემცდარა. ნია ახლა ჟღენტების სახლის კართან იდგა. დაცვას მისი შეჩერება არც უცდია. ის ხომ მათი ქალბატონი იყო ამდენი ხნის მანძილზე. თან წესიერად არც იცოდნენ რა მოხდა ბატონებს შორის.არც ის იცოდნენ ახლა რა ხდებოდა. გოგონამ კარი შეაღო და შიგნით შევარდა. ოჯახის წევრები ჯერ ისევ მარის და გიორგის თემაზე საუბრობდნენ. გიორგიმ ყოფილი ცოლი,რომ დაინახა სიბრაზისგან ნაპერწკლები წამოსცვივდა ლამის. მას არც კი უნახავს ახალი ამბის გაგების მერე ცოლი.
-აქ რას აკეთებ? ახლავე გაეთრიე ..._დაუღრიალა ქალს
-შენი საყვარლის სანახავად მოვედი. დაიჯერა შენმა ოჯახმა ,რომ მე არ ვტყუოდი?
-ახლავე მოკეტე ...
-ესაა?ახალი რძალი ოჯახში ?_მიანიშნა მარიზე და ისიც გიორგის უკან აიწურა._და მერე შენმა ოჯახმა იცის საიდან წამოათრიე ეს კახპა? იციან ,რომ ბორდელში გაიცანი ?
გიორგის სიბრაზისგან ყბა აუკანკალდა. უკვე აღარ იცოდა როგორ მოეცილებინა თავიდან ეს ქალი. თვალი ოთახს მოავლო სადაც ყველას სახეზე ერთი და იგივე რამ იკითხებოდა. ყველა მარის უყურებდა, რომელსაც ცრემლებისს ნიაღვარი უკვე ყელზე ჩამოსვლოდა.



№1  offline წევრი nini :)

მალე დადდეეეე შემდეგი მაგარი თავია love

 


№2  offline წევრი jilda666

Neta ase male rato. Wavikitxe davlodebodi gatenebas nere xoo wavikitxavdida cota dro. Ikneboda mosacdelad. Eexa elodee meore dges.. dzaan magari istoria sainteresoo. Dzalin momwons :*

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

ძალიან მომეწონა.სანდრის ესღა აკლდა სრული ბედნიერებისთVის.კარგი ჩანაფიქრი იყო ნიას პირით გაგება.რეალურ ცხოვრებაშიც ასე მოხდებოდა.
რეზო ნერვებს მიშლის მაგრად.

 


№4  offline წევრი kora

ისე უკეთესიცაა სიმართლე რომ გაიგეს, ახლა უფრო გაუადვილდება გიოს მისი დაცვა. მეცოდება მარი, რამდენი რამის გამოვლა მოუწია ამ მცირე ხანში.
--------------------
kira.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent