შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- ვატო ვეკუა (ბინო ) 10


16-09-2015, 19:32
ავტორი natela
ნანახია 3 354

მისაღებ ოთახში იჯდა უფროსი ყიფიანი და საათს შესცქეროდა რომელიც ღამის სამსათს უჩვენებდა, სიბრაზისგან იბერებოდა როცა ახსენდებოდა რომ ნინა ამ დროს გარეთ იყო და თან ისე რომ მან არაფერი იცოდა, იმნაძის დაბრუნებაც გაიგო და რათქმაუნდა ადვილად დააკავშირა ე3ს ყველაფერი ჯერ ერთმანეთთან და მერე მკვდარ იმნაძესთან რის გარანტიც ვეკუა იყო თუ გაიგებდა რომ იმნაძემ ნინა ნახა.
კარი გაიღო და აშკარად გახარებული ნინაც გამოჩნდა.
ჯაბას დანახვაზე უსიამოვნოდ გასცრა მაგრამ დანებება არ უფიქრია, იცის ახლა რაც მოხდება და უნდა კიდეც რომ ასე იყოს.
-სად იყავი ?- მკაცრი ტონით დასვა კითხვა ჯაბამ.
- რესტორანში- მიუახლოვდა ნინა.
- ვისთან ერთად?
- კლასთან ერთად.
- მე რატომ არ ვიცოდი?
- საჭიროდ არ ჩავთვალე, ჩერმს ყველა ნაბიჯს შენ არ გაგაგებინებ და თანაც დაუგეგმვად წავედით.
- ვინ მოგაცილა ?
- კლასმა.
- კლასმა?
- და დათამ- ხმას აუწია ნინამ, ჯაბას გაბრაზებული თვალების დანახვაზე კი განაგრძო- ხო ჩამოვიდა და თუ კიდევ ჯაბა, თუ კიდევ გაბედავ და რამეს დაუშავებ ან დათა შენი მიზეზით საქართველოს დატოვებს დამკარგავ, ყველაფერს გეფიცები დამკარგავ, არ გაბედო და დათას არც კი დაელაპარაკო..
იმდენად მტკიცე იყო ნინას ტონი ჯაბა გაჩუმდა, მიხვდა რომ ეს სიტყვები ნინამ მის გასაჩერებლად არ თქვა, რომ მართლა გააკეთებდა, ფრთხილად მიუახლოვდა უმცროს ყიფიანს შუბლზე აკოცა და სახლი დატოვა.
...........................................................
სოფოსთან მიდიოდა და თან ჯაბაზე ფიქრობდა სამი დღე გავიდა და არაფერი გაუკეთებია, ესეიგი ნინას ნათქვამი გაიგო, დათა კი გუშინ ნახა, გუშინწინაც, სულო ნინასთანაა, ნინა კი სულო კარგადაა მასთან.მოულოდნელად აუფრიალდა ვარდი ცხვირწინ და ზურგზე იგრძნო სითბო, დათას სუნამოც იცნო და გაეღიმა.
- ყველაზე ლამაზ გოგოს, ყველაზე მაგარი ბიჭისგან- უჩურჩულა დათამ და თავზე აკოცა.
- მადლობა- გაუღიმა ნინამ ვარდი გამოართვა და მისკენ შებრუნდა- ვერ გავიგე ისე მომიახლოვდი.
- ხო რაღაცაზე ფიქრობდი და იმედია ჩემზე - გაეკრიჭა დათა.
- ტყუილი იმედია- თვალი ჩაუკრა ნინამ და გზა განაგრძო.
- საით?
- სოფოსთან .
- გაგიყვან.
- ორი წუთის გზაღა დარჩა.
- მაშინ მიგაცილებ- გამოსავალი ნახა დათან და ნინას გვერდით დადგა.
- კარგი- გაუღიმა ნინამ, იცის ჯაბა სახლში არ იქნება ამ დროს.
......................................................
სოფოსგან კარგად შებინდებული იყო რომ გამოვიდა, ნელა დაიძრა სახლისკენ ფეხებთან რომ გაუჩერა გეგიმ მანქანა არ მოეწონა მისი დანახვა მაგრამ მაინც მიესალმა.
- დაჯექი ნინა მიგიყვან - გადმოვიდა მანქანიდან გეგი.
- არ მინდა სეირნობა მირჩევნია.
- დაჯექი ნინა- გაიმეორა გეგიმ.
- არათქო- გაბრაზდა ყიფიანი.
- აქ ვატომ გამომგზავნა და ძალით წაყვანაც რომ მომიწიოს მაინც უნდა მიგიყვანო.
- ერთი გაბედე და თითი დამადე, ვატოს კი გადაეცი რომ თუ რამე საქმე აქვს თვითონ მოვიდეს.
საშინლად გაბრაზებული დაეხეთქა საწოლზე, თვეზე მეტია არც კი დაურეკჯავს და ახლა ვიღაცეებს უგზავნის თურმე უნდა მიიყვანონ, კიდევ რა უნდა.
იმდენად იყო გაბრაზებული ვერც კი იძინებდა, ელოდა ვეკუას რომ მოვიდოდა და ალბათ უფრო ამიტომ მაგრამ არ მოვიდა არც იმ ღამეს და არც მეორე დღეს, საღამოს ისევ დათასთან ერთად ისეირნა, მერე სოფოს აუარა ჯაბა ისევ არ დახვდა გუშინაც არ მოსულაო სოფოც ანერვიულებული დახვდა, მიხვდა რომ ასე იქნებოდა მთელი ცხოვრება თუ ვეკუას არ დაივიწყებდა ნერვებმოსლილმა დატოვა სახლი და ისევ ფეხით გაუყვა გზას.
მუხრუჭების გამაყრუებელი ხმა იგრძნო ფეხებთან და თვალები მაგრად დახუჭა, მაშინვე მიხვდა რომ ვეკუა იყო, როგორ არ უნდოდა ახლა მისი ნახვა და თან გაბრაზებულის, ხელში უხეშად წვდა ვეკუა და უყვირა:
- ჩაჯექი მანქანაში და ხმა არ გავიგო- ფაქტიურად ძალით მიათრია მანქანამდე და შიგნით ჩატენა.
სიბრაზისგან ცრემლები მოერია ყიფიანს, რა უფლოებით, ან როგორ ექცევა ასე, თავი საშინლად შეურაწყოფილად იგრძნო, ეტკინა, ძალიან, ძალიან ეტკინა ვატოს საქციელი რადგან გაიაზრა რომ ვეკუას სიყვარული არ შეუძლია, ვინცხ გიყვარს ასე ვერ მოექცევი, ამ წამს დაკარგა ვატო, ზუსტად ამ წამს როცა ეს გააცნობიერა, გიყვარდეს ადამიანი დაქ ხვდებოდე რომ მან სიყვარული არ იცის, ეს ყველაზე რთულია, ვეკუას უყვარდა როგორ არა მაგრამ მისებურად და ეს არასწორია, ეს სიყვარული არაა. არაა სიყვარული როცა ტკენ.
არანორმალურად ატარებდა ვეკუა მანქანას,არ შეშინებია ნინას, დაცარიელებული იყო, მთლიანად დაცარიელებული ვეკუა გახედა და ისევ იგრძნო სიცარიელე, ვატო მისგან უკვე შორს იყო ძალიან შორს, მისი ხასიათი ტირანიზმში გადადიოდა, რატომაც არა ის ხომ ქურდია, მკვლელი, რაღაც უაზრო მორალით ცხოვრობს და ამისთვის ხალხს ხოცავს, მას სიყვარული უნდა მოსთხოვო ?
- გადმოდი- სადღაც ტყეში გააცერა მანქანა ვეკუამ.
- რა გინდა?- უკვე მანქანიდან გადასულმა პირველად ამოიღო ხმა ნინამ.
- რატომ არ გამოყევი გეგის?
- მე შენთვის არაფერიმაქვს სათქმელი, და შენ რა უფლებით მიგზავნი ვიღაცეებს ?
- ნინა მომისმინე- სახე უხეშად დაუკავა ვეკუამ.- იმ ახვა$ს მოვკლავ გესმის? რომ მოგეკაროს ან სადმე ერთად გნახოთ მოვკლავ, და ეს რომ არ მოხდეს ხვალვე დატოვებს თბილისს.
- რატომ ვატო ? - იყვირა ნინამ და ხელი გააშვებინა- რა უფლებით? ერთ თვეზე მეტია არც კი დაგირეკავს, არ გახსენდებოდი, ვერ გადზლებდი რომ ყვარებოდი, ვერცერთი ეგ დამპალი საქმე ვერ გაგაძლებინებდა, შენ არ შეგიძლია სიყვარული, შენ მხოლოდ შენი ცხოვრება გაინტერესებს, დათა კი სხვაა გესმის? ის ადამიანია შენგან განსხვავებით, ადამიანური გრძნობებით გესმის? არა ვატო, შენ არა, არ შეგიძლია სიყვარული, ყოველწამს მტკენ დავიღალე- ჩურჩულით ჩაილაპარაკა ნინამ და აცრემლებულმა ახედა ვეკუას.
როგორ უნდოდა რამე დაენახა, სინანული, სიყვარული მზრუნველობა მაგრამ სიბრაზე დახვდა და ის იმედი რომელიც ძალიან, ძალიან სუსტად ღივღივებდა დაკარგა და უფრო ატირდა.
ვეკუას ელეფონის ზარმა გაკვეთა დუმილი, სწრაფად უპასუხა და ისევ ნინას სახეს დააკვირდა.
- მაგარ შარში ვართ ვეკუა, სწრაფად მოდი- გაისმა გეგის განწირული ხმა.
სწრაფად დატოვა ნინა სახლთან და გიჟივით გაიჭრა ქუჩაში, აი ეს კი ბოლო იყო, მართლა ბოლო, ისევ საქმე ამჯობინა ვატომ მის თავს, ნათლად დაანახვა ნინას თავისი ადგილი ვეკუას ცხოვრებაში, სოფოს შეიძლება შეუძლია მაგრამ ნინას არა, ვერ იქნება მეასე. ან პირველი ან არავინ..
...........................................................
როგორც ცანს ბიჭები ვიღაცამ გაყიდა, საშინელება დახვდა იქ მისულ ვეკუას გეგიმ ანიშნა წასულიყო მაგრამ გვიანი იყო, ზედმეტად ბევრი პოლიცია იყო, ორმხრივი სროლით ძლივს მოახერხეს საზღვარზე გადასვლა, ოსები დაეხმარნენ მხოლოდ ესღა შეძლეს გაქცეულიყვნენ, გეგი სროლის დროს დაიჭრა და დაიღუპა, ჯაბაც დაჭრილი იყო მაგრამ მსუბუქად, კიდევ 3 კაცი მოუკვდა ვეკუას და დაიფიცა , სროლის დროს დაიფიცა მკვდარი გეგის დანახვისას რომ გამცემს იპოვიდა და მოკლავდა.
...............................................................
მეორე დილით გავრცელებულმა ამბავმა შოკში ჩააგდო ყიფიანები, გეგის სიკვდილის დაკავშირებას გუშინდელ ზართან დიდი არაფერი უნდოდა, ნინას შეეშინდა, ვერაფერს იგებდნენ დანარჩნებზე მხოლოდ მეორე დღეს გვიან ღამით გაიგეს რომ ვეკუაც და ყიფიანიც ცოცხლები იყვნენ მაგრამ მოსკოვში და არა აქ, გაუჭირდა ნინას იმ აზრთან შეგუება რომ სამუდამოდ აეკრძალათ აქ ჩამოსვლა ჯაბას და ვატოს, ნუ მანამ მაინც სანამ სააკაშვილის მთავრობა იქნებოდა, ჯაბამ მათი წაყვანა გადაწყვიტა მაგრამ უარი მიიღო ნინასგან, იქ ვერ ჩავა და ვერ უყურებს რა საშინელებებს აკეთებენ ჯაბა და ვატო, სოფო გაფრინდა, ნინა და ნანი კი თბილისში დარჩნენ.
..............................................................
ლეპტოპი დახურა და საწოლზე გაწვა მრამდენედ აწრიპინდა ეს ტელეფონი, როგორ მობეზრდა, გათიშა და ლუკაზე დაიწყო ფიქრი, ლუკა ყიფიანზე, რა საყვარელი ბავშვის მამიდაა, მას კი არც უნახავს, 26 წელი ცოტა არაა, თვითონაც დაფიქრდა მის შვილზე, მისი და ვეკუას შვილზე, მაგრამ ეს სისულელეა, ეს ყველაფერი 6 წლის წინ იყო, ახლა მისი ცხოვრება სხვანაირია, იარაღისგან და ქურდებისგან შორს, გაეცინა, რაღადროს ქურდებია, ეს ხომ ახალი საქართველოა, აქ არაა კრიმინალი და არ არიან ვარსკვლავიანი და მგლისთავიანი ტიპები.ეს მათი სამყაროა და საქართველოდან შორსაა. უკვე მეასედ აწრიპინდა ტელეფონი, ისევ თეკლაა, არ უნდა ახლა დათაზე ლაპარაკი და რა ქნას ? მობეზრებულმა გადაუსვა ხელი ტელეფონს :
- ხო თეკ.
- დათა აქაა- გაისმა თეკლას ხმა.
- სად მანდ?
- კლუბში.
- მერე?
- ვიღაც გოგოს კოცნის.
- ახალი ამბავი- ჩაილაპარაკა ნინამ და ფეხზე ადგა.- ხვალ დაველაპარაკები და დავამთავრებ ამ აბიდუბიას.
- კაი ნინ შენ როგორც გინდა.
დათას არ ადანაშაულებს ექვსი წელია გაურკვეველობაშია. ტითქოს ერთი წელი ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა მაგრამ მაინც ვერ შეძლო ნინამ და ვერ შეიყვარა, ამიტომ ხვალ წყნარად დაელაპარაკება და ამ ფარსს დაასრულებს.
დილით სამსახურში დააგვიანა და საყვედური მიიღო, მაგრამ არ უდარდია, ეს კაცი ყველას საყვედურობს და რომ არ დაეგვიანა მაინც უპოვიდა რამე მიზეზსს, თეთრი ხალათი მოირგო და პირველ პაციენტს მიაკითხა.
საღამოს დათას შეუთანხმდა შეხვედრაზე, ტრადიციულად მიაკითხეს ნაცნობ კაფეს, ტრადიციული შეკვეთა მისცეს, ნინამ დათან დასიებულ თვალებს ახედა და დაიწყო:
- ვიცი გუშინ სადაც იყავი დათა- მის სახეს შეხედა, რეაქცია არ ჰქონია, არც ელოდა- ისიც ვიცი რასაც აკეთებ მთელი ამდეროის განმავლობაში, ვერ გადანაშაულებ იმიტომ რომ დამნაშავე მე ვარ ვიცი, უბრალოდ დავამთავროთ ეს ყველაფერი რომ შეძლო ნორმალურად იცხოვრო, ასე ერთმანეთს ვანადგურებთ.
- მე მაინტერესებს რატომ ?- იკითხა დათამ და სიგარეტის ღრმა ნაფაზი დაარტყა.
- უბრალოდ რაღაცეები ვერ გამოდის.
- ვეკუას სიყვარულმა აჯობა ჩემსას? ის შეიყვარე მე ვერა რატომ?- ისევ მშვიდად იკითხა დათამ.
- არ ვიცი დათა.
- არაფერი არ იცი- საყვედური და უცნური ტონი გაისმა დათას ხმაში, იმდენად ცივი და უცნაური რომ ნინას გააჟრჟოლა, რაც დათას არ გამორჩენია და გაეღიმა- გეშინია?
- არა, რატომ უნდა მეშინოდეს.
- მართალია ვეკუას მერე ვისი უნდა გეშინოდეს, მოკლედ- წამოჯდა დათა- აშკარაა ჩვენთან არაფერი გამოვა, ვეკუას გარდა, მაგრამ ჭკუით ნინა, ჩვენი დაშორება არ ნიშნავს რომ მე გიკიდებ, ავჩეხავ ნებისმიერ არასწორს ვინც მოგეკარება, ვეკუა პირველი იქნება - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია იმნაძემ და ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
- დათა მე მინდა რომ სულ დამთავრდეს, არანაირი შენი ჩარევა ჩემს ცხოვრებაში.
- ეგ არ მოხდება- მტკიცედ და აუღელვებლად განაცხადა დათამ და მეორე ღერს მოუკიდა.
- რატომ?- გაბრაზება დაეტყო ყიფიანს.
- უბრალოდ რაღაცეები ვერ გამოდის- გაიმეორა ნინას პასუხი დათამ და გაუღიმა.
- დათა გთხოვ..
- ტყუილად მთხოვ, წამოდი სახლში დაგტოვებ- ფეხზე წამოდგა დათა, მაგიდაზე ფული დატოვა და კარისკენ დაიძრა.
დათამ უხმოდ მიიყვანა ნინა სახლამდე, სახლში მისულს სოფოს მესიჯები დახვდა, ლეპტოპი გახსნა და სოფოსთან დარეკა.
- რა სახე გაქვს?- კითხა სოფომ.
- ჯაბა მანდაა?
- არა ვატოსთან ერთად წავიდა.
ვატოს ხსენებაზე ისევ გაჰკრა ყიფიანს.
- დათას ველაპარაკე.
- გეშველათ?
- არც ესე მარტივადაა..
- იმუქრება არა ? როგორც ვვარაუდობდი.
- ხო .
- კარგი რა ცოტახანი და მობეზრდება.
-იმედია, ვერ დავუშვებ რომ შიშით ვიცხოვრო.
- გაფლითავს ჯაბა შუაზე თუ გაუგო.
- სიტყვა არ დაგცდეს თორემ მე გაგფლითავ.
- აარა არ დამცდება.
- ლუკას ძინავს?
- კი დაიძინა, მამას ელოდებოდა მაგრამ- მოიწყინა სოფომ.- კაი ნანი როგორაა?
- არაუშავს, სოფ ჯაბა ისევ ისე ცხოვრობს ხო ?
- რა შეცვლიდა.
- როგორ მძულს ეგ სამყარო.ჩამოსვლაზე რას აპირებთ?
- მინდა მაგრამ ჯაბა არ მიშვებს მარტოს საშიშიაო და თვითონ ვერ ჩამოვა მანდ.
- ყველგან საფრთხე რატომ ელანდება?
- რას გაიგებ, აქაც სულ თავისი ბიჭებით დავყავართ, დავიღალე ლუკაც მეცოდება სულ იარაღშია გაზრდილი.
- ხო და მაგას ჯაბა ვერ იაზრებს?
- ვერა, მანქანის ხმაა მოვიდა ალბათ, მოიცადე.
- კაი მიდი.
ცოტახანში გაიჟღერა ჯაბას ხმამ, დაღლილი სახით დაესვენა სკამზე და ნინას შეხედა, როგორ მოენატრა, როგორ უნდა ჩაეხუტოს, ის დრო ენატრება ჯაბა რომ მოულოდნელად აღებდა სახლის კარებს, ერთერთი გაღების დროს კი ვეკუაც ახლდა თან და მერე ეს ექსვი წელი, რამდენი ატკინა ვატომ, რამდენი .
- როგორ ხარ ?- კითხა ნინამ.
- შენ როგორ ხარ ?
- კარგად, დაღლილი ხარ ?
- აუ ძაან.
- კარგი მიდი მაშინ და ხვალ დაგირეკავ.- სწრაფად დაახურა ნინამ ლეპტოპს რომ ცრემლები დაემალა.
.................................................
-აუ ნინ წავიდეთ რა- ატყდა თეკლა.
- მეზარებ თეკლა- გაუღიმა ნინამ.- თან დათა იქნება .
- ერთი მაგისიც, მიდი რაა..
- მესხი იქნება ხო ?- სწრაფად მიუხვდა ნინა.
- რა შუაშია მესხი?- დასერიოზულდა თეკლა.
- ოხ თეკლაა, წავიდეთ ხო..
- იესსსსს..
- რა ცეტი ხარ ..
- რას იცვამ ?- მის მაგიდას დაეყდნო თეკლა.
- ტრუსით მოვიდივარ - მობეზრებულმა ახედა ნინამ.
- უიმეე- უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და მაგიდას მოსორდა.
საღამოს მათი მეგობრის დაბადებისდღეა, ნინას დათასგამო არ უნდოდა წასვლა მაგრამ ტეკლა მართალია, მისგამო ყველაფერს ვერ გამოაკლდება,ამიტომ..
საღამოს გიჟმა თეკლამ გამოუარა მანქანით, ნინას მაინცდამაინც არ უყვარს მის მანქანაში ჯდომა, ადრე დათაც სულ აყვედურობდა ამაზე, თეკლას ცოტა უქრის, ცოტა კი არა კარგად უქრის ამიტომ არ არის უსაფრთხო მასთან ერთად სიარული, როგორც ელოდნენ დათა იქ დახვდა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია მისთვის, ჩვეული სუფრა იყო, თეკლა მესხზე იყო გადამკვდარი, ყველა დანარჩენი კოლეგა კი შორიშორს მჯდარ დათას და ნინას უყურებდნენ, ათზე ნინა უკვე დაირალა ამ ყველაფრით, თეკლა მოზებნა თვალით და რომ დაინახა მისთვის არ ეცალა ჩუმად დატოვა რესტორანი ეზოში გასულს წამოეწია დათა.
- მიდიხარ ?- კითხა მან.
- ხო..
- წამოდი წაგიყვან.- მანქქანისკენ დაიძრა იმნაძე.
- არ მინდა დათა..
- გვიანია ნინა- გაამკაცრა ტონი იმნაძემ.
ნინა ძალიან იყო დაღლილი თანაც იცოდა დათა არ შეეშვებოდა ამიტომ უხმოდ ჩაჯდა მის მანქანაში.
არაფერი უტქვამს დატას უბრალოდ სახლში დატოვა და ვსო, ისევ დაელოდა ნინას კიბეებზე ასვლას და სახლში შუქის ანთებას მაგრამ მის ფანჯრებში სინათლის გამოჩენას ავტომატების კაკანი მოყვა, გაოგნებულმა მიმოიხედა იმნაძემ და როცა ვერაფერი დაინახა სწრაფად გადმოხტა მანქანიდან და კორპუსისკენ წავიდა იარაღი არ აქვს თან და ვერაფერს გახდება მათთან, შიგნით არ იყო შესული რომ შავ მერსედესს მოკრა თვალი, ნომერი დაიმახსოვრა პოლიციელის თვალით და ელვის სისწრაფით ავარდა კიბეებზე, სახლი რათქმაუნდა დამსხვრეული დახვდა ნინა კი დივნის უკან იჯდა, მთლიანად კანკალებდა და დამფრთხალი აცეცებდა თვალებს სწრაფად მიირბინა და ჩაეხუტა.:
- ვსო ნინ, წავიდნენ.. კარგად ხარ ?- ჩახედა დათამ.
ნინამ ძლივს შეძლო ტავის დაქნევა.
- ნანი ?
- სოფელშია- ამოილუღლუღა ნინამ და დათას მიეხუტა. მთლიანად სოკირებულს დაეინდა გონება თვალები დახუჭა და დათას მიენდო, დათამ ფრთხილად აიყვანა და მის ოთახში შეიყვანა, საწოლზე ფრთხილად დააწვინა და წყალზე გამობრუნდა, აი პოლიციის ხმაც.
დათამ მოაგვარა ყველაფერი ისე რომ ნინას არავინ შეხებია და იმღამესვე დაიწყო ძებნა მანქანის ნომრით, ჯაბამ გააფრინა, მართლა გააფრინა მერაფრით მიხვდა ვინ შეძლებდა ამის გაკეთებას, ღამის სამ საათზე ქართული ნომერი გამოჩნდა მის ეკრანზე იცოდა დატა იქნებოდა და სწრაფად უპასუხა.
- ვინმე ლეშჩენკო- ჩაილაპარაკა დათამ- დააკავე შენი მტრები თორემ ნინას თუ რამე მოუვიდა..
- ტრა#ს დააჭირე იმნაძე, ნინას მე მივხედავ- გაბრაზებულმა მომუჭა ჯაბამ ტელეფონი და ვეკუას გახედა.
- დედას მო## ჯერ ლეშჩენკოს და მერე მაგას- გამოსცრა ვეკუამ.



№1  offline წევრი p♥♥h ^^

Auu daayene droze sashvelii raa
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№2 სტუმარი mariami

აუ შერიგდნენ რააა ნინა და ვატო<3

 


№3  offline წევრი Li Zi

აუ მალ მალე დადე ხოლნე რაა გავიტანჯეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent