შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეზობლობიდან სიყვარულამდე (3)


17-09-2015, 21:02
ავტორი Na Nuka
ნანახია 1 997

სასწრაფოდ ჩავიცვი... ოთახიდან ვაპირებდი გასვლას, მაგრამ ნიკუშამ შემაჩერა:
-მოიცადე სად გარბიხარ...
-იცი ეს ყველაფერი არ უნდა მომხდარიყო..
-კაი გავერთეთ რა გჭირს.
-გავერთეთ ხო ? ეს ყველაფერი შენთვის მხოლოდ გართობა იყო და მეც გამომიყენე ხო ?
-აბა შენი აზრით ერთ დღეში შემიყვარდი ? -გაიცინა.
-კაი ამის მეერე აღარასდროს მნახო.
-რა გჭირს ?
არაფერი მიპასუხია. კარი გამოვიჯახუნე და წამოვედი... ყველაფერი ასე რატომ მთავრდება. მგონი არცერთი ბიჭი არ მიყურებს ნორმალურად.. მეგონა ნიკა სხვანაირი იყო. რა სულელი ვარ... ბექას ეს როგორ გავუკეთე. ამეტირა.. სახლში რომ მივედი ყველაფერს დედაჩემთან ჩხუბიც დაემატა:
-სად იყავი გუშინ ?
-დაქალთან..
-რომელთან ? ლიზისთან თუ მარისთან, რომლებიც გეძებდნენ ?
-ცუდად ვარ დედა ერთხელ მაინც გამიგე... ამდენი აღარ შემიძლია... დავიღალე...-ავტირდი.
დედა ჩამეხუტა და მაკოცა:
-კაი ჩემო გოგო რა მოხდა ?
-დამპირდი რო არ მეჩხუბები და არავის ეტყვი...
-გპირდები...
დედას ყველაფერი მოვუყევი... ვინმესთვის რომ გული არ გადამეშალა მოვკვდებოდი.. დედა გაბრაზდა:
-ეს როგორ გააკეთე ? არ გცხვენია ? მითხარი ვინაა ...
-მცხვენია და მაგიტო გითხარი... ძაან ცუდად ვარ...
-ვინაა მეთქი... ახლავე ვნახავ და ვანახებ როგორ უნდა გართობა.
-დედა კაი რა... გთხოვ მარტო დამტოვე...
ჩემთვის ვიწექი ოთახში, მუსიკებს ვუსმენდი და ვფიქრობდი... არ ვიცოდი რა მინდოდა... ბექა მიყვარდა მაგრამ ნიკასგან რაღას ველოდი? ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ რატომაა ?
სმს მომივიდა... ბექა იყო : შენს სახლთან ვარ ჩამოდი საქმე მაქვს...
დავურეკე და ვუთხარი ამოსულიყო..
ამოვიდა, გავემზადე და რესტორანში წავედით... მინდოდა დიდიხმით მეყვირა, მაგრამ თავს ძალას ვატანდი და ვიღიმოდი... ბექას თვალებში ვეღარ ვუყურებდი... მას სიგიჟემდე ვუყვარვარ, მე კი... ბექას ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან:
-დღეს ძაან დაბნეული ხარ..
-გუშინ არ მძინებია და ალბათ მაგიტო...
-ძაან სერიოზული საქმე მაქვს.
-გისმენ...
-იცი ალბათ როგორ მიყვარხარ... შენს იქით გზა არ მაქვს... სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და მინდა მთელი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო.
-პირდაპირ მითხარი...
-მინდა ჩემი ცოლი გახდე... თანახმა ხარ ?
გავუღიმე, ვაკოცე და ვუთხარი:
-მეც ძაან მიყვარხაარ, მაგრამ დრო მომეცი.
-კარგი... 2 დღეს გაძლევ.
ბექას ვთხოვე სახლში ავეყვანე. ერთი სული მქონდა დედას როგდის მოვუყვებოდი ამ ამბავს... საღამოს მარტო დავრჩით და გადავწყვიტე ყველაფერი მეთქვა...
-დე რაღაც მოხდა და მინდა იცოდე...
-ნუ მაგიჟებ ისევ იგივე შეცდომა დაუშვი ?
-არა.
-აბა რა ხდება ?
-ბექამ ცოლობა მთხოვა...
დედა რამდენიმე წუთით ჩაფიქრდა და მერე მითხრა...
-შენი აზრი არ მაინტერესებს. ცოლად გაყევი!!

პ.ს. ბავშვებო რას იტყვით გავაგრძელო ? ყველას აზრი ძალიან მაინტერესებს... შენიშვნები არ დაიშუროთ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent