შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი (32)


18-09-2015, 20:11
ავტორი Linna
ნანახია 4 745

*თორნიკე:
ანას მესიჯმა შემძრა, მივხვდი რაშიც იყო საქმე. ლუკას ვურეკავდი, მაგრამ არ პასუხობდა. არ ვიცოდი სად მომეძებნა, ბარშიც ვიყავი, კლუბშიც..არა, გატყუებთ. ვიცოდი სადაც იყო, მაგრამ იქ მისვლის მეშინოდა. ბოლოს, როცა მივხვდი, რომ სხვაგან ვერსად ვიპოვიდი, სასაფლაოსკენ წავედი. შეშინებულმა დავაყენე მოტოციკლი და მამის საფლავისკენ ავიღე გეზი.
ვლოცულობდი, რომ ყველაფერი ისე არ ყოფილიყო, როგორც მე მეგონა.. ღმერთო, ალბათ სიცოცხლესაც გავიღებდი იმისთვის, რომ ეს საშინელი სანახაობა არ მენახა.
-ჯანდაბა !
მტელს ხმაზე დავიღრიალე, სწრაფად მოვაჯექი მოტოციკლს და სახლისკენ წავედი.. ვიცოდი, კმაყოფილი ლუკა სახლში მივიდოდა.. მოვკლავდი, არ ვაცოცხლებდი !
კარი შევანგრიე, გაცხარებული მივვარდი მაცივართან მდგომ ძმასთან და გამალებით დავუწყე მუშტების რტყმა.. უკვე იატაკზე ეგდო, მთელი სახე დასიებული ჰქონდა, კანიც მისი სისხლით მქონდა შეფერილი, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი.. მინდოდა მომეკლა !
ვერ მივხვდი როგორ მეცა ზურგში ვიღაც და როგორ წამომათრია.. ვიკლაკნებოდი, რომ ძლიერი მკლავებისგან ტავი დამეხსნა,..
-ასე ხომ მოკლავ, გაგიჟდი?
ყვიროდა ვიღაც.
-მეც სწორედ ეგ მინდა, ! არ გაცოცხლებ !!
-აჰ, თორნიკე, თორნიკე..
ისე წამოდგა, ვითომც არაფერი.. ახლა უკვე ორი ადამიანი მიჭერდა.
-მისმინე, ჩემო პატარა, სულელო ძამიკო.. დროზე მოდი ჭკუაზე და მორჩი ამ სისულელეებს ! ვახო შურისძიების პირველი ეტაპი იყო და თუ არ გაჩერდები, აასტასიასაც მოვკლავ !
-შენი დედა ვატირე ლუკა!
სიბრაზებ ძალა შემმატა და თავისუფლად დავიხსენი, ისევ მას მივვარდი და კვლავ დავუწყე ცემა.
-თორნიკე, ხომ იცი რომ ვერ მომკლავ?
ყვიროდა, მაგრამ არ ვჩერდებოდი.
-ისიც იცი, რისი გამკეთებელი ვარ.
ლუღლუღებდა, წამით სიბრაზე ჩაცხრა და ფიქრის საშუალება მომცა.. მართლა მოკლავდა, გაამწარებდა და ისე..
-წავალ.. მე წავალ, შევეშვები.. ოღონდ ანასს არ შეეხო !
გავჩერდი, წამოვდექი.
-ეს უკვე მომწონს.. სად წახვალ?
-ქალაქიდან წავალ.ქვეყნიდან. ოღონდ დაიფიცე, რომ ანასტასიას არ მიეკარები!
-სიტყვას გაძლევ!
ხელი გულზე დაიდო.
თავის შეკავება ვეღარ მოვახერხე, ემოციები ერთმანეთში აითქვიფა და ცრემლების სახით გამოვიდა გარეთ.. აღარაფერი მიტქვამს, ოთახსი შევედი, ჩემოდნებში ტანსაცმელი ჩავყარე და წავედი.. უხმოდ, უსიტყვოდ.. ანასტასიას სახლისკენ ავიღე გეზი.. ახსნის გარეშე ვერ წავიდოდი.
აივნიდან ავძვერი, ისევ მომდიოდა ცრემლები.. საკუთარმა ძმამ სიცოცხლის აზრი წამართვა, პირველი სიყვარული, პირველი ბედნიერება.
მისი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე, ამას ხომ უკანასკნელად ვგრძნობდი. მის საწოლს შევეხე, ბალიშიც დავყნოსე..
„ანასტასია.. -ფურცელი და კალამი ავიღე და წერილის შედგენა დავიწყე.. გონებაში უამრავი აზრი ირეოდა, არ ვიცოდი რა დამეწერა.. უბრალოდ მინდოდა სცოდნოდა, რომ მართლა მიყვარდა ! მინდოდა სცოდნოდა, რომ მამამისი მე არ მომიკლავს ! –
მე შენ მიყვარხარ !
არ გჯერ არა? ვიცი.. მესმის.. უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ მართლა მიყვარხარ.. არ ვიცი ანა, არ ვიცი რა დაგიწერო ჩემო პატარავ.. თუმცა, უკვე ისიც მეშინია, რომ ჩემი გიწოდო.. ვიცი, ალბათ გეზიზღები.. ალბათ კიარა, უეჭველად ვერ მიტან, ჩემო სიხარულო.. ჩემო სიყვარულო, ჩემო ანგელოზო ! წერილს მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ შენტან პირისპირ შეხვედრის მეშინია.. მეშინია, რომ თვალებში ჩემდამი სიყვარულის ნაცვლად, ზიზღს დავინახავ.. ეს ფაქტი მომკლავს, ჩემო ფერია.. გეფიცები, ყველა სიტყვა, რაც ამ ქაღალდის ნაგლეჯზე წერია, გულწრფელია ! ერთი წერტილიც არ დამისვამს ტყუილით.. ყველაფერი გულიდან ამოვიღე.. ღმერთო, როგორ მინდა გეხუტებოდე და გამშვიდებდე.. ანასტასია. არ ვიცი როგორ აგიხსნა.. შენს სიცოცხლეს ვფიცავარ, მამაშენი მე არ მომიკლავს ! ვაღიარებ, ტავიდან ეს გეგმა მამოძრავებდა.. თუმცა, ვიცი, რომ ლუკა უკვე ყველაფერს აგიხსნიდა და გაგაგებინებდა.. მაგრამ, ჩემო სიხარულო, გეფიცები, მართლა შემიყვარდი ! ახლაც სიგიჟემდე მიყვარხარ და შენი სიყვარული მკლავს ! დაგლეჯილი, განადგურებული ვარ.. არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის იმ მწუხარების გამოსახატავად, რასაც ახლა ვგრზნობ.. მიყვარხარ ! მიყვარხარ ! მიყვარხარ ! ეს ყოველთვის გახსოვდეს.. მივდივარ, შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ მივდივარ.. მაგრამ მიყვარხარ და გეფიცები, ეს სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე გამყვება ! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!“
*ანასტასია:
ნივთების წასაღებად ოთახში ავედი.. ავკანკალდი, როცა ღია აივნის კარი დავინახე.. ლოგინი არეული დამხვდა, შეშინებულმა შევხედე თეთრ ფურცელს, რომლის ზემოდანაც ბალიში იდო.თორნიკეს სურნელი მცემდა.. სწრაფად დავავლე ხელი ქაღალდს, პირველი სიტყვების წაკიტხვისთანავე ხელახლა წამოვიდა ცრემლების ნაკადი.. ყველა სიტყვას კანკალით ვკიტხულობდი, მტკიოდა, ყველაფერი მტკიოდა.. არ დავიწყებ იმ შეგრძნებების აღწერას, უბრალოდ შეუძლებელია ის გითხრათ, რასაც იმ წუთებში განვიცდიდი.
ბოლო სიტყვა წავიკიტხე.. არ ვიცი რატომ, მაგრამ მე მისი მჯეროდა, მჯეროდა და ვერ მივცემდი ჩემი ცხოვრებიდან წასვლის საშუალებას ! ის ხომ ერთადერთი იყო, ვინც ასეთ მძიმე პერიოდში ჩემს გამხნევებას შეძლებდა.. არ მაინტერესებდა არც ის, რომ თავიდან მატყუებდა, არც ის, რომ მისმა ძმამ მომიკლა მამა.. ჩემთვის მტავარი იყო ის, რომ მიყვარდა და ვუყვარდი.
სწრაფად დავავლე ტელეფონს ხელი, მის ნომერს ვკრეფდი, როცა აზუზუნდა.. შესინებულმა შევხედე ნომერს, თვალებს ვერ ვუჯერებდი.
„ვერა ჩემო საყვარელო, არ შემიძლია ! უკანასკნელად მნახე, გთხოვ ! სახლში გელოდები..“
დაუფიქრებლად გავიქეცი მასთან, ყველაფერი დამავიწყდა.. მახსოვდა მხოლოდ ის, რომ თორნიკე მჭირდებოდა.. მხოლოდ ის და არავინ მის გარდა.
კარებზე ბრახუნი ავტეხე, მერეღა შევამჩნიე რომ ღია იყო.. სახლში დავიწყე სირბილი და მისი ძებნა, ვერსად ვნახე.. ბოლოს მის ოთახში შევედი, არც იქ იყო, სააბაზანოსკენ გავიქეცი, არც იქ.. მაგრამ.. დიახ, ჩემი სითბო.. ისევ ვიგრძენი.. მოვიდა.. ღიმილით მივბრუნდი მისკენ.

*თორნიკე:
-გამარჯობათ, ბილეთის ყიდვა მინდა..
ვუთხარი მოლარეს და ფული დახლზე დავუდე..
-სად გსურთ გაფრენა? პასპორტიც მომაწოდეთ..
-სად?
შეკიტხვამ დამაფიქრა.. სულერთი იყო სად წავიდოდი, ჩემთვის მთავარი ანასგან შორს ყოფნაა.. ვფიქრობდი და თან პასპორტს ვეძებდი..
-ჯანდაბა ! დამრჩა..
ჩემთვის ვთქვი და განაწყენებულმა შევხედე ქალს..
-რომ დავჯავშნო? პასპორტი დამრჩა, წავალ და მოვიტან..
-პასპორტის გარეშე ვერ დაგიჯავშნი, ახალგაზრდავ..
-კარგით, რა გაეწყობა..
ამოვიხვნეშე და რიგი გავათავისუფლე..
*ანასტასია:

ლუკასს მკლავებისგან თავის დახსნას ამაოდ ვცდილობდი.. კედელზე ვყავდი აკრული, მთელი სხულიტ მეწებებოდა და ხელებს ძლიერად მიჭერდა წელზე.. იმდენად ძლიერად, რომ სუნთქვაც კი მიჭირდა.. კისერს მიკოცნიდა მისი ამაზრზენი ტუჩებით.. ვიკლაკნებოდი, ვფართხალებდი, ამაოდ..
-გაჩერდი გოგო !!
დამიღრიალა, ოდნავ მომაშორა კედელს და უფრო ძლიერად მიმანარცხა.. მეტკინა, ძალიან, ძალიან მეტკინა.. წამოვიყვირე, ცრემლები ღვარღვარით წამოვიდა თვალებიდან..
-შემეშვი არაადამიანო, ცხოველო !!
ვყვიროდი და ისევ ამაოდ ვცდილობდი მისგან დახსნას..
-ანასტასია, უკვე მაბრაზებ !
გამაფრთხილებელი ტონით მითხრა, ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია, ამიყვანა და ლოგინზე დამაგდო.. ამოსუნთქვის საშუალებაც არ მომცა, ისე დამაწვა ზემოდან..
-ტყუილად ფართხალებ პატარავ, ვერ გაიქცევი. შენი თორნიკეც ვეღარ გიშველის.
დამცინავად მითხრა, ვერ მოვითმინე და სახეში შევაფურთხე..
-აი ეს არ უნდა გექნა, მშვენიერო.
ბრაზი მოემატა, ხელები მაღლა ამაწევინა და ცალი ხელით დამიკავა, მეორე ქვემოთ ჩააცურა და ტრუსი მომგლიჯა.
-გთხოვ ლუკა, გემუდარები.
ვქვითინებდი, მაგრამ არ მისმენდა.. ცალი ხელით ელვაც შეიხსნა და შარვალი ჩაიწია.
სანამ გახსნით იყო დაკავებული, დრო ვიხელთე და კიდევ ერთხელ შევეცადე დასხლტომას, ამან უფრო გააღიზიანა..
-ნუ ხვანცალებთქო !!
დამიყვირა და ხელი სახეში გამარტყა.. წამოვიკნავლე, ტკივილისგან ტუჩზე ვიკბინე, ცრემლები ნაკადულივით მოდიოდნენ თვალებიდან.
-რა ვიწრო კაბაა
ღმერთო, მსიი ხმაც მეზიზღებოდა.. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი !
კაბაც დაფლიტა, ვტიროდი, ვყვიროდი.. რა თქმა უნდა, ამაოდ..
-გთხოვ ლუკა. თუ რაიმე მაინც დაგრჩა ადამიანური, ამას ნუ გააკეთებ.
ვევედრებოდი, მაგრამ ის ისევ განაგრძობდა ძალადობას.. თუმცა, მისთვის ეს უბრალო ალერსი იყო, რომელსაც წესით ორივესთვის უნდა მოეყენებინა სიამოვნება.. მაგრამ მან რაიცოდა სიყვარული.. რა იცოდა, რომ სიამოვნებას მხოლოდ საყვარელი ადამიანი მოგანიჭებს.. მებრალებოდა.. მეცოდებოდა იმიტომ, რომ არასდროს განეცადა სიყვარული და ვერც ვერასდროს მიხვდებოდა რა საოცარი გრძნობა იყო ეს.
კარისკენ ვიხედებოდი, იმედი მქონდა, რომ თორნიკე კარს შემოაღებდა, ამ ცხოველს მომაშორებდა და გადამარჩენდა.. ის ხომ დამპირდა, დამპირდა, რომ სულ.
ფიქრები გამიწყდა, ტკივილისგან, ტანჯვისგან, სიმწარისგან წამოვიკივლე.
______________________________________________________________

*ლუკა:
ჩემს საქმეს მოვრჩი.ანასტასია გულწასული ეგდო საწოლზე.. ღიმილით წამოვიწიე, მაგრამ სახე მაშინვე გამიფითრდა, როცა წითლად შეღებილი ზეწარი დავინახე.. ქალიშვილი იყო? არა, ეგ უეჭველად ვიცოდი.. მაგრამ თუ ქალიშვილი არ ყოფილა, რა მოხდა?
შეშინებული წამოვდექი და სწრაფად წამოვიწიე შარვალი.. ოთახიდან გავედი, ვინმესთვის უნდა დამეძახა.. კარებთან გავშეშდი, როცა თორნიკე დავინახე.
-შენ?? არ წახვედიი???
სასოწარკვეთილმა წამოვიყვირე..
-პასპორტი დამრჩა.
მიპასუხა და ოთახისკენ წამოვიდა.. კარს არ ვშორდებოდი..
-მე გამოგიტან !
ანა რომ დაენახა, მართლა მომკლავდა.. ახლა აღარ დამინდობდა..
*თორნიკე:
რაღაცაში იყო საქმე, რას მალავდა?
-გამატარე ლლუკა!
დავუყვირე და მოვიშორე, კარი შევაღე..
არ ვიცი, არ ვიცი რა ვიგრძენი იმ წამს.. ტკივილი, სიძულვილი, სინანული, სიბრალული, ყველაფერი ერთად ! დაუფიქრებლად მივუბრუნდი ლუკას, ხელი კისერში წავაჭირე და კედელტან მივაგდე.
-რას დამპირდიი??? რა ჯანდაბას დამპირდი ამის დედავატირე???
დავიღრიალე და მისი თავი რამდენჯერმე მივანარცხე კედელს.
ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა, ძლიერად ვუჭერდი, ვახრჩობდი ! სიმწრისგან ცრემლები მომდიოდა.
-მეზიზღები, ნაგავო ! ! მოკვდი ! ჩაძაღლდი !
სხეული ეკლაკნებოდა, ფეხებს აფართხალებდა.. ძალა აღარ მეყო, იატაკზე დავაგდე.
-მოგკლავ !!
ვღრიალებდი და გამალებით ვურტყამდი სახეში.. არ მეწინააღმდეგებოდა..
-ცხოველო !!!
ვტიროდი, ხმამაღლა ვტიროდი.. ჩემი ანა, ჩემი პატარა, დაუცველი გოგო..როგორ გავიმეტე აქ მარტო დასარჩენად..
-ჯანდაბა, ანასტასია!
გამახსენდა, რომ ჩემი გოგო უგონოდ იწვა ლოგინზე.. სწრაფად წამოვვარდი და ოთაახში შევედი.. ავკანკალდი, როცა სისხლი დავინახე.
-რა უქენი, ??
ტირილით დავიღრიალე, ანა ხელში ავიყვანე და სწრაფი ნაბიჯებიტ გავედი გარეთ.. ტაქსი დავიჭირე..
-საავადმყოფოში.
ვუთხარი, თან ანას ვიხუტებდი და სახეზე ვეფერებოდი..
-მაპატიე, ჩემო ანგელოზო.. ჩემო სიხარულო.. მაპატიე..
ღაწვებს ვუკოცნიდი, ვქვითინებდი..
ასეთ ანას ვერ ვუყურებდი, სახეზე ეტყობოდა რა ტანჯვა გადაიტანა.. ჯანდაბა ლუკა, არ გაცოცხლებ ! ანას მივხედავ და მოგკლავ !
-ხომ დამპირდი.. ხომ დამპირდი, რომ სულ ჩემთან იქნებოდი..
გონზე იწყებდა მოსვლას, ამ სიტყვებმა საერთოდ შემშალა ჭკუიდან..
-მაპატიე, მაპატიე, მაპატიე.
სხვა ვერაფრის ტქმას ვახერხებდი.. ცხვირი ლოყაზე მივაჭირე და უფრო ძლიერად ავტირდი.
-დაგაგვიანდა.. არადა დამპირდი, რომ გასაჭირში არ მიმატოვებდი..
თქვა და ისევ გაითიშა.
-სწრაფად იარე ამის დედავატირე !!
ნერვებს ვერ ვაკონტროლებდი, ტაქსისტს დავუღრიალე და ისევ ჯესის ფერება გავაგრძელე.. მანქანა გაჩერდა..
-ხურდა დაიტოვე.
არ ვიცი რამდენი ჩავუბღუჯე ხელში, ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებდა.. სწრაფად შევვარდი საავადმყოფოში..
-ექიმი მჭირდება !!
მოსაცდელ ოთახში დავიღრიალე, სწრაფად მომცვივდა თეთრ ხალათში გამოწყობილი რამდენიმე ადამიანი.ანას მართმევდნენ, სადღაც მიყავდათ..
-არ გაეკაროთ!!
დავიღრიალე.
-ჩემია! არ მოგცემთ!
ვტიროდი და ანას უფრო ძლიერად ვიკრავდი..
-დახმარების საშუალება მოგვეცით, მისტერ..
მითხრა ერთ-ერთმა.. ღრმად ჩავისუნთქე და მათ ანას საკაცეზე დაწვენის უფლება მივეცი.
-გთხოვთ, თქვენ მე წამომყვით..
მითხრა მედდამ.
-არა ! მე ჩემს გოგოსთან მინდა !
შევეწინააღმდეგე, ვენაში მსუბუქი ჩხვლეტა ვიგრძენი.. რამდენიმე წამში ტვალებში სიმძიმე ჩამაწვა, ძალას ვკარგავდი..
______________________________________________________________
- ანასტასია!
დავიყვირე და სწრაფად წამოვვარდი..
-დამშვიდდით, დამშვიდდით..
მითხრა ქალმა..
-სად არის ანა?
დავიყვირე და მკლავებში ვწვდი..
-დამშვიდდით, ბატონო.
-თორნიკე
შევეშველე..
-დამშვიდდით, ბატონო თორნიკე, ახლავე ვეტყვი ექიმს, რომ გონს მოხვედით.
თავი ჩემი ხელებიდან დაიხსნა და პალატიდან გავიდა..
-აააა !!
დავიღრიალე და მუშტი კედელს მივარტყი, მეტკინა.. საოცრად ძალაგამოცლილი ვიყავი..
-ბატონო თორნიკე?
თეთრხალათიანი კაცი შემოვიდა, მასთანაც მივვარდი..
-როგორც გავარკვიეთ, პაციენტს ანასტასია ჰქვია, არა?
-რა დროს ეგაა?
გავცხარდი.
-დამშვიდდით, გვაინტერესებს მისი ვინაობა, ეს საჭიროა.. თქვენ მისი მეგობარი ხართ?
-ძმა.
მოვატყუე.. გავაანალიზე, რომ არაფერს მეტყოდნენ თუ გაიგებდნენ, რომ შეყვარებული ვიყავი.. მეტიც, შეიძლებოდა ჩაეთვალათ, რომ ეს საშინელება მე გავაკეთე..
-თქვენი გვარი მითხარით თუ შეიძლება.
-რა დროს გვარია??? მითხარით როგორ არის ჩემი და !
დავიღრიალე.
-დამშვიდდით, თორნიკე, წინააღმდეგ შემტხვევაში, ხელახლა მოგვიწევს დამამშვიდებლის გაკეთება..
თავი ხელში ავიყვანე და მშვიდად ვუპასუხე..
-ბერიძე..
-ძალიან კარგი..
თავი დააქნია და რაღაც ფურცელი შეავსო..
-ახლა გთხოვთ, მითხარით, როგორაა ანა?
-ბევრი შინაგანი დაზიანებააქვს.. სანამ გონს დაკარგავდა, ბევრ იწვალა.
ამ სიტყვებმა ფეხები მომკვეთა, კვლავ მომაწვა ცრემლების ნაკადი..
-სამწუხაროდ, მოძალადე სასტიკად მოექცა.. დაუნდობლად.. სწორედ ამ სისატიკემ გამოიწვია ნაყოფის დაკარგვაც..
-რისიი???
დავიყვირე, თვალები გამიფართოვდა..
-დიახ, სამწუხაროდ თქვენს დას ბავშვი მოშორდა..
მთელი სხეული დამიბუჟდა, პირი გამომიშრა, ვგრძნობდი, რომ ლუკასადმი ზიზღი უფრო და უფრო მემატებოდა.. ამ სიძულვილმა თვალები დამიბნელა, მუშტები შევკარი..
-გთხოვთ, მისტერ ბერიძე, დამშვიდდით..
ექიმი მომიახლოვდა, ტავის გაკონტროლებას შევეცადე.. ვხვდებოდი, რომ თუ ახლა ლუკას მოსაკლავად წავიდოდი,ანა ისევ უპატრონოდ დამრჩებოდა.. ამას ვეღარ დავუშვებდი.
-პოლიციას უკვე შევატყობინეთ, როცა გონს მოვა, ჩვენების ასაღებად მოვლენ.. თქვენ იცით ეს ვინ გააკეთა?
-არა.
მშვიდად ვუპასუხე, არ მინდოდა ლუკა დაეპატიმრებინათ.. მას მე უნდა გავწორებოდი.
-შეიძლება მასთან შევიდე?
ვკითხე რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ..
-დიახ.. უგონოდაა.
-კარგით.. გთხოვთ, ნაყოფზე არაფერი უთხრათ.. არ იცოდა, რომ ორსულად იყო.
თანხმობის ნიშნად, თავი დამიქნია.. ანასთან შემიშვეს..
-ჩემო საბრალო.. თუმცა, მე უფრო საწყალი ვარ, შენი სიყვარულის გარეშე.
საწოლთან ჩავიკეცე და მწარედ ავტირდი.. მტკიოდა, მთელი შიგნეულობა მეწვოდა.. ახლა ვგრძნობდი რას ნიშნავდა ნამდვილი ტკივილი. ამ ტკივილს ვერც ნარკოტიკი გამიყუჩებდა, ვერც ალკოჰოლი.
-პატარავ.იმედია არ იცოდი, რომ შვილი უნდა გვყოლოდა.. მაგრამ იქნებ იცოდი და სიურპრიზის გაკეთებას აპირებდი?
ამ ფიქრებისგან გაწამებულმა, უფრო მწარედ დავიწყე ქვითინი.. რამდენი ხანია არ მიტირია, ბოლოს მამის საფლავზე ამოვიღე გული.
*ლუკა:
თვალები მძიმედ გავახილე, ყველაფერი დასიებული მქონდა, მტკიოდა.. ისევ ანამა მიხსნა სიკვდილისგან.. რაიმე უნდა გამკეთებინა, თორემ თორნიკე მართლა გამომასალმებდა სიცოცხლეს.. არაჩვეულებრივმა იდეამ გამინათა გონება.. ძვლივსძვლივობიტ ამოვიღე ტელეფონი უკანა ჯიბიდან..
-ნიკა..
ჩემი ხმა მე თვითონ ვერ ვიცანი..
-ლუკა? კარგად ხარ?
-არაჩვეულებრივად ! სასწრაფოდ წადი პოლიციაში და განაცხადე, რომ ვახტანგ ბერიძე თორნიკე აბაშიძემ მოკლა !


*თორნიკე:
-მისტერ ბერიძე, გამოფხიზლდა..
მითხრა ექიმმა, მისაღებში მდგომი სკამიდან წამოვდექი და მისი პალატისკენ გავიქეცი.. ტელეფონი აზუზუნდა..
-ახლა რაღა ჯანდაბა გინდა?
დავუყვირე ძმას.
-ზუსტად თხუთმეტ წუთში პოლიცია მოვა შენს ასაყვანად, ჩაგიშვი..
გადაიხარხარა.
-რა ქენი?
დავიყვირე.
-რადა მე, როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ, პოლიციას ვუთხარი, რომ ვახტანგ ბერიძე შენი მოკლულია.. გაქცევას ნუ შეეცდები, შენი დაკავების ორდერი უკვე გაცემულია, შესაბამისად აეროპორტშიც შენი სურათიაქვთ.
-არ მჯერა.
-სულ ტყუილად.. რამდენიმე უთში საავადმყოფოში მოგაკითხავენ..
-განანებ ლუკა!
-საინტერესოა როგორ..
გავუთიშე.. ექიმები უკვე განყოფილებას გადასცემდნენ, რომ ან გამოფხიზლდა, ამიტომ პოლიცია მართლაც რამდენიმე წუთში იქნებოდა აქ ჩვენების ასაღებად.. უფრო მეტიც, შეიძლება ექიმებიც გაფრთხილებული ჰყავთ.. თავს ვერ დავაჭერინებ, ანას ვჭირდები..
მის ოთახში შევირბინე, ჩემს დანახვაზე ჩამქრალი სახე გაუნათდა.. სწრაფად მივირბინე საწოლთან და მონატრებულ ტუჩებზე ტკბილად ვაკოცე..
-მაპატიე, ჩემო ანგელოზო.. მაპატიე..
არაფერს მეუბნებოდა, მკოცნიდა.. ახლა მხოლოდ ჩემი სითბო სჭირდებოდა.. როგორ მეთქვა, რომ უნდა წავსულიყავი..
-ანა.. ანა. უნდა წავიდე..
გაუბედავად ვუთხარი, ძვლივს მოვწყდი მის ტუჩებს..
-ისევ? უნდა დამტოვო?
შესინებულმა მკითხა..
-არა, არა.. გეფიცები, ერთი წამითაც არ მოგშორდები.. ოღონდ გთხოვ, რამდენიმე დღე მჭირდება.. ლუკამ პოლიციას უთხრა, რომ მამაშენი მე მოვკალი.
ამ სიტყვების გაგონებაზე ცრემლები წასკდა სწრაფად მივიხუტე, თავზე ვკოცნიდი და ვამშვიდებდი..
-გთხოვ, ჩემო პატარა გოგო..
-მალე დაბრუნდები?
-კი.. სულ შენთან ვიქნები, ოღონდ ისე, არა როგორც ახლა.. ხომ ხვდები, ძებნაში ვარ.. თუ დამიჭერენ..
-მაგის გაფიქრებაც არ მინდა..
კოცნით გამაჩერა და ხელები სახეზე მომისვა..
-პოლიცია მოვა ჩვენების ასაღებად.. არ უთხრა რომ ეს საშინელება ჩემმა ძმამ გააკეთა.
-მამაჩემის გვამი ხომ.
მკვლელობაზე მეუბნებოდა..
-არა პატარავ, მაგას არ ვგულისხმობ..
სახე წაეშალა, ისევ ჩაუდგა ცრემლები..
-ჩავაძაღლებ, გეფიცები, არ ვაცოცხლებ !
ზიზღით ამოვანთხიე და ანასტასიას კოცნით დავიმშვიდე თავი..
-თქვი რომ არაფერი იცი,ლუკას მე უნდა გავუსწორდე..
თავი დამიქნია, ცრემლებს ყლაპავდა.. კიდევ რამდენჯერმე დავუტოვე კოცნა.
-როცა გნახავ, ყველა იარას დაგიკოცნი, გეფიცები.. მიყვარხარ..
ვუთხარი და ოთახიდან ჩუმად გავიპარე.. ყველა მაკვირდებოდა, უეჭველად გაფრთხილებულები იყვნენ.. ლიფტში რომ შევედი, თეთრხალათიანი კაცი შემომყვა..
-მაპატიეთ, ეს უნდა გავაკეთო..
ბოდიში მოვუხადე, ხელი ჩავარტყი და გავთიშე, მისი თეთრი ხალათი მე მოვიცვი და ლიფტი სულ ქვემოთ, ავტოსადგომთან ჩავიყვანე.
*ანასტასია:
-მისის ბერიძე?
თორნიკეზე ფიქრები პოლიციის თანამშრომელმა გამიფანტა.. საწოლზე წამოვჯექი.
-თქვენი ძმა სადაა?
-ძმა?
გავიკვირვე..
-დიახ, თორნიკე.
დავიბენი, არ ვიცოდი რა მეპასუხა..
-ვიცით ვინც არის, სად წავიდა?
-არ ვიცი.. ჩემთან არ შემოსულა..
მოვიტყუე, მგონი საკმაოდ დამაჯერებლადაც..
-ეს მან გააკეთა?
სილურჯეებზე მიმითითეს, რომლებისგანაც მთელი ტანი აჭრელებული მქონდა.. თავი გავაქანე..
-აბა?
-არ ვიცი.. ქუჩაში დამესხა ვიღაც თავს, თორნიკემ გადამარჩინა..
-არ გვატყუებთ?
-რატომ დავიცავ ჩემზე მოძალადეს?
კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
-კარგით, ანუ ჩვენებაში იძლევით, რომ არ იცით ეს ვინ გააკეთა?
-დიახ.
-აქ მოაწერეთ ხელი..
რაღაც ქაღალდი მომიტანეს.. ჩემი გვარის დაწერისას, ყველაფერი ამეწვა.. ბერიძე. მამაჩემი.. ის აღარ მყავდა.. ღმერთო, ვერაფრით ვიჯერებდი.
-გმადლობთ და ბოდიშს გიხდით.
არაფერი მიპასუხია, ოთახში მარტო დამტოვეს.. ახლა რა უნდა გამეკეთებინა?
არც თორნიკე მყავდა, არც მამა.. თავს საშინლად მარტო ვგრძნობდი, მინდოდა მეტირა, მაგრამ ვერ ვახერხებდი.. ხელებზე დავიხედე, სილურჯეები.. იმ ცხოველისამაზრზენ შეხებას ახლაც ვგრძნობდი.. ტუჩებზე მისი გულისამრევი გემო მქონდა, თმებზე მისი სურნელი.. მინდოდა კანი ამეხია, ტუჩები მომეგლიჯა და თმები დამეწიწკნა.. ღმერთო, როგორ მეზიზღებოდა.. იმაზე მეტად, ვიდრე მას.. ორი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამართვა.. მამა და თორნიკე. ორი კაცი, რომელიც ყველაფერს გააკეთებდა ჩემს დასაცავად, რომლებსაც სიგიჟემდე ვუყვარდი.. თავს მარტო ვგრძნობდი.. იმდენად ვიყავი განდგურებული, ცრემლებიც სადღაც დავკარგე.. დღეს რომ თორნიკეს არ ეკოცნა, უეჭველად მოვკვდებოდი.. ნეტავ ახლა რას აკეთებს, ხომ არ დაიჭირეს? მეშინია, ტკივილს მასზე ნერვიულობაც ემატება.. უნდა ვნახო, ვნახო და ვუთხრა, რომ შურისძიება არაფერს მოუტანს.. მაგრამ მეც როგორ მინდა იმ ს ჩაძაღლება.. როგორ მინდა მისი წამების ნახვა.. თუმცა, მირჩევნია თორნიკე იყოს ჩემთან..ლუკას ღმერთიც მიუზღვავს საკადრის.. თუმცა არსებობს კი ის მისტიური არსება, რომელიც წესით ზემოდან დაგვყურებს და გვიცავს? სად არის? რატომ მოაკვლევინა მამაჩემი? რატომ არ სჯის?
-ანა!
პალატაში ატირებული დედა და მაკა შემოვარდნენ, ჩემთან მოვარდნენ და ჩამეხუტეს.. ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც მათმა ახლოს ყოფნამ გამათბო.
-ჩემო გოგონა,რ ა დაგმართეს, რა გაკიკეთეს?
დედა ტირილით მეფერებოდა სახეზე, მაკა სილურჯეებზე მკოცნიდა..
-პოლიცია უკვე ეძებს ჩემო საყვარელო, მალე დაიჭერენ..
მამშვიდებდნენ, მაგრამ მათი სიტყვები უფრო მეტად მიიმატებდა მღელვარებას.
-ხომ გაფრთხილებდი, თავიდანვე არ მომწონდა ეგ ბიჭი.
ეს სიტყვები ვერ ავიტანე და მაკასს სახეში გავარტყი.
-მას არ მოუკლავს !!
დავიყვირე.
-ის ერთადერთია, ვისაც მთელი გულით ვუყვარვარ ! მას არ მოუკლავს ! გაეთრიე !
ვუყვიროდი, აი, ნანატრი ცრემლიც გადმოგორდა თვალიდან.. თითქოს, გულზე დაწოლილი პატარა ტვირთიც წამოიყოლა, მძიმედ ჩაგორდა ლოყაზე..
დედაც და მაკაც შეშინებულები მიყურებდნენ, გვიან გავიაზრე რა გავაკეთე.
-ღმერთო მაკა, მაპატიე..
ხელები სახეზე ავიფარე..
-ექიმს დავუძახებ..
თქვა და გავიდა, დედას შევხედე, შეშინებული მიყურებდა..
-რატომ მიყურებ ასე? რა გიკვირს? ის რომ ნერვები მწყობრში არ მაქვს?
-ანა, ნუ ჩხუბობ, უფრო ცუდად გახდები..
-როგორ არ გეჩხუბოთ?? მეუბნებით, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასმა ადამიანმა მომიკლა მამა და მანვე გამაუპატიურა??
-ანასტასია!
დაიყვირა და ხელები ყურებზე აიფარა.. ბოლო სიტყვა არ ესიამოვნა..რას ვიზამთ, არც მე მომიტანა სიამოვნება გასულმა ღამემ.
მაკა ექიმტან ერთად შემოვიდა, ხელში ნემსი ეკავა..
-ჰაჰ, დამამშვიდებელი?? რაში მჭირდება?? ცოტა ხანში გამოვფხიზლდები და იგივეს ვიტყვი !
ჩემს სიტყვებს ყურადღება არ მიაქციეს, წამალი ვენაში შეუშვეს.. არ შევწინაარმდეგებივარ, ვჭირვეულობდი, მაგრამ ცოტა ხნით გათიშვა არ მაწყენდა.. დრო სწრაფად გავიდოდა.. ამასობაში თორნიკეც მოვიდოდა და მერე უკვე ყველაფერი დალაგდებოდა.. მხოლოდ ის მჭირდებოდა, მხოლოდ ჩემი შავი ბიჭი.
*ლუკა:
-აღარ გეყო??
განცვიფრდა ნიკა, როცა ანასთან დაკავშირებული გეგმები მოვუყევი..
-მეყო?? ვერ ხედავ რა მიქნა იმ ს გამო საკუტარმა ძმამ?!
დასივებულ სახეზე მივუთითე და ყინული ცხვირიდან ლოყაზე გადავიტანე.
-ლუკა, ზედმეტია.თორნიკე არ მოისვენებს, ხომ იცნობ..
-მოისვენებს, მოისვენებს.
-მართლა დააჭერინებ მის თავს?
-ვიცი, არ ჩაბარდება, გაიქცევა.. ახლა ჩემზე დაიწყებს შურისძიებას, მაგრამ როცა გაიგებს, რომ მის გოგოს საგიჟეში მიათრევენ, უკან გაეკიდება..
-ლუკა, ზედმეტია..
ნიკა იგივეს მიმეორებდა, მაგრამ ყურსაც არ ვიბერტყავდი.. არ მაინტერესებდა რას იფიქრებდა ის, ჩემთვის მტავარი ანასტასიას ჭკუიდან შეშლა იყო !
-ახლა ნინი გაუშვი ან ანასს დედასთან, ან ძიძასთან და უთხარით, რომ ჭკუიდან იშლება.
-არ დაიჯერებენ ლუკა.
მაინც ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას..
-ნიკა, ახლა კარგად მისმინე.. ვიცი რასაც ვაკეთებ,ანასტასიას ნერვული სისტემა უეჭველად დაზიანებულია.. ვერც ერთი ქალი ვერ აიტანს მამის სიკვდილს და პლუს, გაუპატიურებას.. უბრალოდ ურჩიოს, რომ ფსიქიატრთან მიიყვანონ, ფსიქიატრთან კიდე მე მოვაგვარებ
-არ ღირს.
მაინც თავის აზრს ტკეპნიდა..
-ნიკა, სანამ მიცემიხარ, დროზე წადი ნინისთან და უთხარი რაც უნდა გააკეთოს !
დავუყვირე.
-არ დაგვთანხმდება..
პასუხზე გემრიელად გადავიხარხარე..
-ნინიც კარგი ა.. ზუსტად ისეთი მეგობარი, როგორიც შენ ხარ.
პასუხი არ ესიამოვნა, მაგრამ ხმის ამოღება ვერ გაბედა, წამოდგა და წავიდა.
-ესე იგი..
ტელეფონი ავიღე და ფსიქიატრის ნომერს დავუწყე ძებნა..
-გისმენთ..
-ლაურა, მიცანი?
ნიშნისმოგებით ვკითხე..
-მაპატიეთ, ვერა..
-ჰაჰ, რა მარტივად ივიწყებ პარტნიორებს..
გადავიხარხარე, ვიცოპდი, სიცილზე მიცნობდა..
-აჰ, ლუკა!
აღტაცებულმა წარმოთქვა..
-დიახ, დიახ, მე გაწუხებ...
-რას მივაწერო ესოდენ მოულოდნელი ზარი?
-შენი დახმარება მჭირდება..
-რათქმაუნდა..
სიცილით გამაწყვეტინა..
-მისმინე ლაურა, ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა..
სერიოზულად ვუთხარი..
-მაშინ ტელეფონით ლაპარაკს ჯობია შევხვდეთ..
-არა, არა, დრო არ გვაქვს..
-ასეთი სერიოზულია?
-ძალიან !
-კარგი, გისმენ..
-მოკლეთ, დღეს ან ხვალ, მაგრამ უფრო დღეს, შენთან ერთ გოგოს მოიყვანენ..ანასტასია ბერიძე. უნდა ტქვა, რომ ფსიქიკური პრობლემებიაქვს და საგიჟეთშია გადასაყვანი..
-ლუკა, ეს ზედმეტია ! რომ გაიგონ, დამიჭერენ !
-დამშვიდდი, დამშვიდდი.. მართლააქვს პრობლემები, მამა მოუკვდა და გააუპატიურეს..
-ღმერთო, რა საშინელებაა..
-ნამდვილად, ნამდვილად..
კვლავ გავიცინე..
-ლუკა, ეს სიცილი არ მომწონს..
-არც უნდა მოგწონდეს.. -ისევ ვიცინოდი- მოკლეთ, გაიგე რა უნდა გააკეთო?
-კარგი, მაგრამ საგიჟეთში რატომ?
-იქ სხვა კოლეგებს ვთხოვ რაღაცას.
-საერთოდ არ შეცვლილხარ.. და მე რას მივიღებ?
გამეღიმა, ვიცოდი, რომ ამას მკითხავდა.
-ისევ იმას, რასაც ადრე.. დაუვიწყარ ღამეებს.
თვითკმაყოფილმა ვუპასუხე და ტელეფონი გავთიშე.


მგონი დიდი თავიცაა და არც გაწელილიარმაქვს ;დ <3



№1  offline წევრი kora

ეს რა სადისტური თავი იყო, საწყენია რომ მეორედაც ვერ შეძლო თორნიკემ ლუკას შეჩერება ამას ნამდვილად არ მოველოდი...ახლა თორნიკე წლობით რომ ციხეში გამოამწყვდიო ჩავთვლი რომ სულ ტყუილად ვკითხულობდი ამ ისტორიას, ნამდვილად დამწყდება გული... ორჯერ ვერ შეძლო ძმის ხრიკების მოგერიება და ამჯერად მაინც ქენი ისე რომ ვერ გაიმარჯვოს ლუკას სიძულვილმა და სისასტიკემ... გასკდა გული...
--------------------
kira.G

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე ახლა ყველა გეგმა ჩაუშალე ლუკას თორემ გასკდა გული... ასე ძალიან ნუ გვძაბავ

ვაიმე ახლა ყველა გეგმა ჩაუშალე ლუკას თორემ გასკდა გული... ასე ძალიან ნუ გვძაბავ... ისე კარგად გაქვს გადმოცემული თითოეული განცდა და ტკივილი მეც ისევე მეტკინა როგორც თორნიკეს და ანასტასიას... გთხოვ უფრო მეტად ნუ დაძაბავ სიტუაციას და გაირკვეს სინამდვილეში ვინ მოკლა ანასტასიას მამა და ლუკას საკადრისი მიუზღვი ოღონდ თორნიკესგან არა მაინც ძმა არის და ძმის სისხლს ნუ დააღვრევიებ

ვაიმე ახლა ყველა გეგმა ჩაუშალე ლუკას თორემ გასკდა გული... ასე ძალიან ნუ გვძაბავ... ისე კარგად გაქვს გადმოცემული თითოეული განცდა და ტკივილი მეც ისევე მეტკინა როგორც თორნიკეს და ანასტასიას... გთხოვ უფრო მეტად ნუ დაძაბავ სიტუაციას და გაირკვეს სინამდვილეში ვინ მოკლა ანასტასიას მამა და ლუკას საკადრისი მიუზღვი ოღონდ თორნიკესგან არა მაინც ძმა არის და ძმის სისხლს ნუ დააღვრევიებ

 


№3 სტუმარი good girl

ai yvelaze metad gtxov tornike da Ana ertad datove ra bolos dzaan gtxov <3

da cotac ROM gaagrdzelo Ara ? tu sjenc daighale ukve amis dawerit? use shemiyvarda es itoria rom arasdros ar momeyindeba . ar daashoro ra ertmanets Ana da tornike :*

 


№4  offline წევრი Linna

good girl
ai yvelaze metad gtxov tornike da Ana ertad datove ra bolos dzaan gtxov <3

da cotac ROM gaagrdzelo Ara ? tu sjenc daighale ukve amis dawerit? use shemiyvarda es itoria rom arasdros ar momeyindeba . ar daashoro ra ertmanets Ana da tornike :*


ყველაფერს თავსი დროაქ <3 რაც შეეხება დაღლას არ დავღლილვარ რათქმაუნდა, ვაგრძელებ ისევ ისე. მაგრამ დასასრულს მალევე ელოდეთ

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Auu kaii raa ((( nervebi momeshala raubedurebaa arr eyott racc gafaitaness (( kidevv rom daumatee (( auuuuu momeshalaa nervebii (( imediaa ertad maincc datovebbb

 


№6  offline წევრი MCcall

ღმერთო რამდენი ვიტირე

 


№7  offline მოდერი MyLove

საქართველოში ხალხს მისის და მისტერ-ით მიმართავენ?
თან ანასტასიასთვის ამ შემთხვევაში მის-ით უნდა მიემართათ, იმიტომ რომ გაუთხოვარია. გათხოვილებს მიმართავენ მისის-ით :)
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent