შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გევედრები,ეცადე მიცნო (9)


20-09-2015, 01:27
ავტორი ლილიანა
ნანახია 3 054

სოფოს " გმირობიდან" 2 დღე იყო გასული.ჯერ კიდევ საავადმყოფოში იწვა,დანარჩენები კი იძულებით ისვენებდნენ ბორჯომში,ამას თუ დასვენება ქვიოდა.ყველანი მის გამოკეთებას და სახლში დავრუნებას ელოდა.არავინ იყო გართობის და მხიარულობის ხასიათზე.თამრო მიუხედავად ყველაფრისა ძალიან განიცდიდა მეგობრის ამბავს და ყოველდღე აკითხავდა საავადმყოფოში მაგრამ სოფომ არცერთჯერ არ შეუშვა მასთან.ჩუმად იყო არაფერს ამბობდა მიუხედავად იმისა,რომ მშობლები ხან მუდარით ,ხან მკაცრად სთხოვდნენ ეთქვა თუ ვის გამო სწირავდა ასე საკუთარ თავსაც და ოჯახსაც.ამისთვის სინდისი და თავმოყვარეობა ეყო.მთელი დღეები უხმოდ იყო არავის ელაპარაკებოდა საერთოდ.
_ არ მომწონს სოფოს დუმილი_ უკვე საკმაოდ გვიანი იყო,ყველას ეძინა,ნიკო და თამრო კი ეზოში სარწეველა სკამზე მოკალათებულები საუბრობდნენ.სარწეველა ჩრდილში იდგა,ამიტომ სახლიდან არ ჩანდა,ისონიცამით გათამამდნენ,თამროს უშფოთველად მიედო თავი საყვარელი მამაკაცის მკერდზე და თვალები მინაბვოდა,ნიკოს მის თმებში შეეცურებინა თითები და ნაზად ეფერებოდა,შიგადაშიგ ხმაურით დაუკოცნიდა სახესა და ყელს,ეს იდილია კი ნიკომ დაარღვია და თამრომაც იძულებით გაახილა თვალი.
_ რატომ?_ არც კი მოცილებია მამაკაცის მკერდს,ასე ჩახუტებულმა ახედა
_ არ ვიცი,საერთოდ არაფერს ამბობს,არავის ელაპარაკება,მაფიქრიანებს მისი დუმილი,ეგ ისეთი თავქარიანია არც კი გამიკვირდება კიდე რამე სიგიჟე ,რომ ჩაიდინოს _ არც მას შეუწყვეტია მისი მოფერება,იმავე რითმში აგრძელებდა მის ალერს.
_ არ ვიცი რა გითხრა,არც მიშვებს მასთან დალაპარაკებაზე,ხომ ზედმეტია საუბარი
_ ამიტომ,როცა გამოვა ფრთხილად,ვიყოთ
_ ნიკო ვფიქრობ უმჯობესი იქნება ჩვენს შესახებ ჯერ თუ არაფერს ვიტყვით,ახლა ამის დრობარაა ყველა აფორიაქებული და აღელვებულია,თან სოფო,რომ გამოვა და ამას გაიგებს,რომ სახლში ყველას ვუთხარით ჩვენს შესახებ,არა მგონია ამ ამბავს კარგად შეხვდეს,თავს რამე არ აუტეხოს კიდევ და ეს ხალხიც არ გადაგვამტეროს_ აშკარა იყო,რომ თამროსთვის ეს ვითარება სულერთი,რომ არ იყო.
_ მართალია არ მინდა ასე დამალული იყოს ეს ყველაფერი მაგრამ ვფიქრობ მართალი ხარ,ცოტა ხნით დუმილი სჯობს.
_ ჩავიდეთ თბილისში,მალე შენი წასვლის დროც მოვა და მერე სიტუაცია გვიჩვენებს,როდის როგორ მოვიქცეთ.მანამდე იქნებ სოფოც მოვიდეს გონს.
_ ჩემო გულუბრყვილო და კეთილი გოგო_ გაუღიმა და მჭიდროდ შემოხვია მისი ძლიერი ხელები_ შენი ადამიანობა მაოცებს
_ მე სხვანაირად არ შემიძლია_ დამნაშავესავით ჩაიდუდღუნა
_ ვიცი ჩემო სიცოცხლე და მინდა ასეთად დარჩე
ალბათ კიდე დიდხანს დარჩებოდნენ სარწებელაზე ერთმანეთით გამთბარნი და ბედნიერნი,რომ არა შუქი სოფოს მშობლების სართულზე,რომელსაც ხმამაღალი საუბარი მოყვა და მერე ჩუმი ტირილი.ორივენი იმწამსვე წამოხტნენ ფეხზე
_ ნეტა რა მოხდა?_ გაოცებულმა იკითხა ნიკომ და სახლის მთავარ კარს სახელური ჩამოსწია
_ იმედია სოფოს არაფერი დაემართა_ თამროს ხმას ტირილთან ერთად შიშიც გაერია.
სირბილით ავიდნენ მეორე სართულზე და ფრთხილად დააკაკუნეს
_ მობრძანდი_ გამოსძახა ქალმა,ეტყობოდა,რომ ჯერ კიდევ ტიროდა
სახელური ფრთხილად ჩამოწია ნიკომ და თამროსთან ერთად შიგნით შევიდა.
_ ტირილი შემომესმა,ხომ მშვიდობაა?
_ სოფოს ხომ არაფერი უჭირს?_ თამრომ ცუდის მოლოდინში ტირილს უმატა
_ არა,არა სოფო კარგადაა,ცუდი ამბავი გამაგებინეს,დედაჩემი გარდაიცვალა_ ტირილით ამოთქვა ქეთინომ და ხელები სახეზე აიფარა.
_ ვაიი,ძალიან. ვწუხვარ გითანაგრძნობთ,ოლია ბებო ძალიან საყვარელი ადამიანი იყო_ გულწრფელად დაენანა მიწისათვის საყვარელი მოხუცი,რამდენი თბილი სიტყვა,ტკვილეულობა და მოფერება ახსოვს მისგან,ატირებულ ქალს მუახლობდა და მზრუნველად მოხვია ხელები.
ხმაურზე ყველას გაეღვიძა,ყველად გული დაწყდა ოლია ბებოს სიცოცხლეზე.
_ როგორც კი გათენდება წამიყვანე მერაბ_ მუდარით მიუვრუნდა მის ქმარს,რომელიც კაცებს ელაპარაკებოდა.
_ სოფო? სოფო დავტოვოთ?
_ ახლა ამას ვერ ვეტყვი ასეთ მდგომარეობაში,წავიდეთ დილით და საღამოს ჩამოვიდეთ,ექიმმა ზეგ გავეწერო,მერე კი ყველანი წავალთ,ახლა კი ჩვენ წავიდეთ,ვერ გავძლებ,სოფოს ესენი მიხედავენ,ხომ მიმიხედავთ?_ იმედიანი თვალებით სათითაოდ ყველას ჩამოუარა
_ რათქმაუნდა ქეთინო,მაგაზე არ იდარდო,სოფოა ჩვენ მოვუვლით_ დაამშვიდა და დააიმედა ლელამ.
საბოლოოდ გადაწყვიტეს ,რომ დილით ადრე ცოლ_ქმარი წავიდოდნენ გურიაში სამძიმარზე და საღამოს ისევ დაბრუნდებოდნენ .
მეორე დილით ადრიანად დაადგნენ გურიის გზას,სოფოსთან კი ლელა და რუსიკო წავიდა,თამროს არ იკარებდა.
დღე მალე მიილია,ჭირისუფლებმა მოიარეს გურია და უკვე გზას ადგნენ.შებინდებული იყო უკვე.
_ უკვე მოსულები უნდა იყვნენ_ შეფუქრიანებულმა მაჯის საათზე დაიხედა ნიკომ და მერე მამამის მიუტრიალდა_ მამა მიდი აბა გადაურეკე მერაბ ძიას სად არიან,წესით მოსულები უნდა იყვნენ
მამამისმაც მაშინვე აკრიფა მეგობრის ნომერი და პასუხის მოლოდინში გაირინდა.სამჯერ გადარეკა მაგრამ არავინ უპასუხა,უკვე ყველა აფირიაქდა და მღელვარებაც დაეტყოთ.
_ მომეციე დავრეკავ_ ნიკო ვეღარ ისვენებდა,მამამის ტელეფონი გამოართვა და ისევ გაუშვა ზარი,ამ ჯერზე უპასუხეს
_ მერაბ სად ხარ?_ თითქოს ლოდი მოხსნეს გულიდანო შვებით ამოისუნთქა
_ სამწუხაროდ მერაბი არ ვარ,მე პოლიციის თანამშრომელი გია გურგენიძე ვარ,დაახლოებით ნახევარი საათის უკან სურამის გზაზე ავარია მოხდა,სამწუხაროდ თქვენი ახლობელი და ქალბატონი ვინც მასთან ერთად მგზავრობდა გარდაიცვალა,ვწუხვარ,გითანაგრძნობთ,ხაშურის მთავარ საავადმყოფოში გადაგვყავს
ნიკომ მიღებული შოკისაგან რაღაც წამები სუნთქვაც კი შეწყვიტა_ გასაგევია _ უმისამართოდ ჩაილაპარაკა და ტელეფონი გაუაზრევლად ჯიბეში ჩაიჩურთა.
_ რა ხდება რა გითხრა?_ ყველა გაოცებული ამბის მოლოდინით შესცქეროდნენ.ნიკოს ხმის ამოღება უჭირდა,წამიერად გადაავლო ცნობისმოყვარე ამბის მოლოდინში გაფაციცრბულ სახეებს თვალი,თავს შემოუძახა,ღრმად ჩაისუნთქა და ყველაზე საზარელი ფრაზა წარმოთქვა_ ავარიაში დაიღუპნენ.
ის თუ რა მოხდა მერე ძნელი წარმოსადგენი არაა,მეხის გავარდნასავით იყო ეს ამბავი,ტრაგედია,რომელმაც ოჯახი მიწასთან გაასწორა და არა მარტო,მეგობრები განადგურებულნი თვალებ დაწითლევულნი გადანაწილდნენ მანქანებში,რომ ხაშურის საავადმყოფოს მორგვში მათი ძვირფასი მეგობრები ამოეცნოთ.საშინელი კადრები იყო ,მძიმე იყო დასახიჩრებული მეგობრების ნახვა,ქალების კივილი დს კაცების უხმო გმინვა ანგრევდა საავაფმყოფოს ეზოს.თამრო მხოლოდ ერთ ფრაზას იმეორებდა მონოტორულად:
_ ჩემი საბრალო სოფო,ჩემი საბრალო სოფო.......
ნიკო ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას.თითქოს რაღაც გაახსენდაო,უცებ მოტრილდა ქალი მისკენ და მისი უსუსური ხელებით პერანგზე მოებღაუჭა,ცრემლიანი თვალები მიანათა
_ ჩემი სოფო.... ის უბედურია,ყველამ მიატოვა,დედამ,მამამ,ახლა მართლა მოიკლავს თავს,ნიკო იცოდე არ მიატოვო,ახლა მხოლოდ შენ ყავხარ
_ რას ამბობ თამრო?_ მისმა სიტყვებმა გააოცა
_ სოფო არ მიატოვო გთხოვ,გევედრევი არ მიატოვო,ცოლად მოიყვანე
.........,



№1  offline მოდერი sopiko

ძალიან მაგარია. გთხოვ შემდეგი თავი მალე დადე ♥

 


№2  offline მოდერი ლილიანა

sopiko
ძალიან მაგარია. გთხოვ შემდეგი თავი მალე დადე ♥

მადლობა საყვარელო აუცილებლად
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი kora

ვერ ვიტან თამროს ნაირ ზედმეტად გულუბრყვილო გოგოებს... ვერ ვხვდები საერთოდ რატომ ჰგონი, რომ ვიღაცის მაგივრად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, ნიკო მისი სათამაშო ხომ არაა ასე უბრალოდ ადგეს და უბრძანოს მიდი ცოლად შეირთეო...
შენ კი, ლილიანა, ძალიან მაგარი გოგო ხარ, საოცრად გადმოსცემ სათქმელს, ამ ისტორიით შემაყვარე თავი და შენი ერთგული მკითხველი გავხდი...
მოუთმენლად ველი ახალ თავს, ძალიან მაინტერესებს რას უპასუხებს ნიკო თამროს ამ სულელურ ახირებას, რომელსაც ეს გოგო სიკეთეს ეძახის.
--------------------
kira.G

 


№4  offline წევრი QueenA

es istoria dasawyisshi ufro momwonda samwuxarod :/

 


№5  offline მოდერი chica sol

Vaimee damawyda nervebi ra...
Am shemtxvevashi sopoc dzalian codoa... mshoblebs vgulisxmib. Ea tragediaa. Tamro ki dalian gulubryviloa ra... ox momeshala nervebi... ras miketeb?
Kargi xar dalian

 


№6  offline მოდერი ლილიანა

kora
ვერ ვიტან თამროს ნაირ ზედმეტად გულუბრყვილო გოგოებს... ვერ ვხვდები საერთოდ რატომ ჰგონი, რომ ვიღაცის მაგივრად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, ნიკო მისი სათამაშო ხომ არაა ასე უბრალოდ ადგეს და უბრძანოს მიდი ცოლად შეირთეო...
შენ კი, ლილიანა, ძალიან მაგარი გოგო ხარ, საოცრად გადმოსცემ სათქმელს, ამ ისტორიით შემაყვარე თავი და შენი ერთგული მკითხველი გავხდი...
მოუთმენლად ველი ახალ თავს, ძალიან მაინტერესებს რას უპასუხებს ნიკო თამროს ამ სულელურ ახირებას, რომელსაც ეს გოგო სიკეთეს ეძახის.

მადლობა ჩემო კარგო ასეთი ნდობის და შეფასებისათვის
QueenA
es istoria dasawyisshi ufro momwonda samwuxarod :/

მადლობა რომ აქამდე კითხულობდი



მარიამ ზაქარაშვილი
Vaimee damawyda nervebi ra...
Am shemtxvevashi sopoc dzalian codoa... mshoblebs vgulisxmib. Ea tragediaa. Tamro ki dalian gulubryviloa ra... ox momeshala nervebi... ras miketeb?
Kargi xar dalian

მადლობა მარიამ


< 3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7 სტუმარი ლიზაა

აუუუუუ დადე რაა

აუუუ სად ხაარ? დადე რა მალეეე გთხოოვ
ძალიან კარგი ხარ შეეენ ❤❤❤

 


№8  offline მოდერი ლილიანა

ლიზაა
აუუუუუ დადე რაა

აუუუ სად ხაარ? დადე რა მალეეე გთხოოვ
ძალიან კარგი ხარ შეეენ ❤❤❤

დავდებ აუცილებლად,უბრალოდ ამ წუთას სხვა მუზა მაქვს მაგრამ ამას აუცილებლად გავაგრძელებ.მადლობა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№9 სტუმარი nana111

ამ ისტორიას არ დაამთავრებ?

 


№10 სტუმარი აზა

ეს ისტორია თუ გააგრძელეთ მაინტერესებს. სად შეიძლება ვნახო. გუგლში არ იძებნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent