ბაიკერი ლინდა VIII
პატრულის მანქანიდან ორი ათლეტური აღნაგობის მამაკაცი გადმოვიდა. -გამარჯობათ, ლეიტენანტი ნაჭყეპიანი. ჩესტი აიღო პატრულის თანამშრომელმა. -გამარჯობათ. მანქანიდან გადმოვიდა ნიკსონი. -ქალბატონმა სიჩქარეს გადააჭარბა. -ვიცი მერე? -მერე ჯარიმის ქვითარი უნდა გამოვწერო, წინააღმდეგი ხომ არ ხართ? ირონიულად ჩაათვალიერა თანამშრომელმა არანაკლებ ათლეტური და განსხვავებული იმიჯის მქონე ტატუებიანი მამაკაცი. -დავუშვათ წინააღმდეგი ვარ შენთვის ამას მნიშვნელობა აქ? ორმაგად ცინიკურად მიმართა ნიკსონმა. -პრინციპში არა. -ხო და ბევრ ლაპარაკს სჯობს შენი საქმე გააკეთო და გაგვიშვა. პატრულის თანამშრომელს ღიმილი სახეზე მიეყინა, ქვითარს ჩააშტერდა და წერა დაიწყო. ახლა მანქანიდან ლინდაც გადმოვიდა. -ძალიან გადავაჭარბე სიჩქარეს? სიცილით იკითხა გოგონამ. -კი საკმაოდ. უპასუხა თანამშრომელმა. -შენ ითვლიდი? -დათვლა არ სჭირდებოდა ისედაც შესამჩნევი იყო. -ნწუ ნწუ ნწუ საბრალო ძლივს დაგვეწიე ხო? -ქალბატონო... -საქალბატონე. სიტყვა გააწყვეტინა ლინდამ. -კარგით რა არ გვინდა ეს ირონია. -ლეიტენანტო თქვენს საქმეს დაასრულებთ? მოთმინებიდან გამოვიდა ნიკა. -კი ახლავე. უპასუხა მამაკაცმა, ქვითარზე რაღაც წაჯღაპნა და ნიკსონს მიაწოდა. -მადლობა ახლა წავალთ. მთელი ამ დროის განმავლობაში ნიკა ყველანაირად ცდილობდა მოტეხილი ხელი დაემალა, ალბათ ზედმეტი კითხვებისგან თავის არიდება უნდოდა, ან არ უნდოდა შეემჩნია რომ სტკიოდა. როგორც იქნა გზა გააგრძელეს და საავადმყოფომდე მიაღწიეს. საავადმყოფოში შესვლისთანავე ნიკსონმა სახე დამანჭა. -ეხა არ თქვა მეშინიაო. გაოცებულმა აათვალიერა ლინდამ მამაკაცი. -რა მეშინია გოგო წამლის სუნს ვერ ვიტან ფუუფ გავიგუდე. -ცოტა მოითმინე. ექიმმა პაციენტი გასინჯა, ხელი მაჯაში ორ ადგილზე ჰქონდა გადამგვრეული, თაბაშირი მოარგო და წამლებიც დაუნიშნა. ფოიეშე გამოსვლისთანავე ლინდა აყვირდა. -ფუ ამის! როგორ დაგვავიწყდა! ნიკა რაზე ფიქრობდი? -რა გინდა ქალო რა გაყვირებს? გაოცდა ნიკა. -რა და პიცა დაგვრჩა ღუმელში გადაიწვება სახლი. -ქალი შენ ხარ მე რას მაბრალი ტოო. თავი გამოიძვრინა რთული სიტუაციიდან ხელმოტეხილმა. -მეორე ხელიც გინდა მოგტეხო? ემუქრებოდა ლინდა ნიკას და თან მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა. მანქანაში ჩასხდნენ. ახლა ლინდა იმაზე სწრაფად მიჰქროდა ვიდრე მაშინ როცა დააჯარიმეს. -კიდევ ავიკიდებთ პატრულს და მართვის მოწმობას ჩამოგართმევენ. -არც მაქვს. გაიღიმა ლინდამ. -რაო? -რაც გაიგე. -მოიცა პატრულის თანამშრომელმა მართვის მოწმობა არ გთხოვა, რა პონტში? -ხშირად მაჩერებს მოტოციკლზე და მიცნობს. ახლა უკვე გაეცინა ლინდას. -ანუ ევასები ? წარბები შეჭმუხნა ნიკამ. -თვითონაც არ იცის რა სჭირს. კიდევ გადაიხარხარა ლინდამ. -მე შენ გაჩვენებ... ჩაიბურდღუნა გაბრაზებულმა -რამე მითხარი? -არა ვიჩქაროთთქო. 15 წუთში მიადგნენ სახლს. საბედნიეროდ ამჯერად არავის გაუჩერებია სრაფად მიმავალი მძღოლი. კარის გაღებისთანავე სახლიდან კვამლი გამოვარდა. -ფუ ამის დედასშ****ი ყვიროდა ნიკსონი და ჯანმრთელი ხელით კვამლის გაფანტვას ცდილობდა. -აი დალაგებული სახლიც. ბურდღუნებდა ლინდა და ხელებს აქეთ იქეთ იქნევდა. როგორც იქნა ღუმელი გამორთეს, კვამლი გაფანტეს და დანახშირებული პიცა ნაგავში მოისროლეს. -მშია. აყვირდა ნიკსონი. -პიცა გამოვიძახოთ. -პიცას ნუ მიხსენებ რამე გააკეთე რა. -რა გავაკეთო ასე უცებ? -კართოფილი შემიწვი მიყვარს. წარბები აზიდა თავისი მახვილგონიერებით კმაყოფილმა მამაკაცმა. -აუ მეზარება. -მე შენს გამო ხელი... -არავის უთხოვია. სიტყვა გააწყვეტინა ლინდამ. -კარგი მე წავედი თუ საჭირო არ ვარ. კარისკენ წავიდა ნიკა. -კარებიდან გახვალ და დამივიწყე. ნიშნისმოგებით მიახალა ლინდამ. -როგორც ჩანს შენ დაგავიწყდა ვის ელაპარაკები. ნიკას ლინდა ძალიან უყვარდა მაგრამ ის იმდენად პატივმოყვარე იყო, რომ ვერავისგან აიტანდა მსგავს მოქცევას. არანაკლებ ამაყი იყო ლინდაც. -მიბრძანდეს თავმოყვარე იდიოტი. ჩაიბურდღუნა მან. -აი ეგ გავიგონე. თავი შემოყო კარებიდან ნიკსონმა. მართალია თავმოყვარე იყო, მაგრამ ასეთ სისულელეს არასდროს მიაქცევდა ყურადღებას. -მოგწონს ხო ნერვებს რო მიშლი? -კი ძალიან. ლინდა ყვირილს აპირებდა როცა სახლის ტელეფონი ახმაურდა. -ალო -სად ხართ შენ და ნიკსონი გოგო სულ გააფრინეთ თქვენ? მეორე მხრიდან გაისმა მარიტას გაბრაზებული ხმა. -ვთამაშობთ მარიტა. იცი რამდენი საქმე დაგვავალა მაიამ? თან ამ გამო*ირებულმა ხელი მოიტეხა. -მე გამო*ირებული არ ვარ. აყვირდა ნიკა. -რა ? რა დაემართა? შეშინებულმა იკითხა მარიტამ. -ფარდას ვახსნევინებდი სახლში და გადმოვარდა. -ნიკსონს? ფარდას? სახლში? -კი ჭურჭელიც გარეცხა და საწოლებიც დაალაგა. კმაყოფილმა გააგრძელა ლინდამ საუბარი. -ბარემ ისიც უთხარი ახლა კაბა აცვიაო. გაბრაზდა ნიკა. -ყოჩაღ ლინდა ვამაყობ შენით. გადაიხარხარა მარიტამ. -უნდა იამაყო აბა რა... გაიღიმა ლინდამ. -მოკლედ საქმეზე გირეკავთ ის ახვ*არი გეძებს, დღეს საღამოს რბოლა გაქვთ ხომ არ დაგავიწყდათ? -არა არ დამვიწყებია მაგრამ... -არავითარი მაგრამ, რბოლაზე მოხვალ. -რომ მოვკვდე რბოლა მაინც შედგება, მაგრამ ნიკსონთან ვერა ხელი აქვს მოტეხილი და საჭეს ვერ მართავს. -ხო სულ დამავიწყდა, რა ვქნათ? -ან გიგი ან შენ. -გიგი არ დათანხმდება ხომ იცი შენთან რბოლა არ უნდა იცის კიედევ ერთ მარცხს ვერ გადაიტანს, მითუმეტეს გოგოსთან. -კარგი მე და შენ. -კარგი მე დავურეკავ დაჩის და ვეტყვი რომ ნიკსონი ვერ შეძლებს რბოლას და მე ვიასპარეზებ მის მაგივრად. -კარგი აბა შენ იცი მაგრამ მარიტა -ჰო -მინდა დაჩიმ იფიქროს რომ შენ და ნიკსონი ერთად ხართ, ლაპარაკი ისე დაიწყე რო თითქოს მთელი ღამე შენთან გაატარა და ხელზეც რამე მოიფიქრე არ უთხრა ფარდას ხსნიდათქო თორე ეს შენც მოგკლავს და მე მომაყოლებს. -კარგი შენიშვნაა. ბოლო ფრაზა მოუწონა მამაკაცმა. -კარგი ლინ ეგრე ვეტყვი. -დროებით. -დროებით. მარიტამ ტელეფონი გათიშა. -რას ფიქრობ? ჰკითხა ლინდამ ნიკსონს. -რაზე? -დაჩიზე. -ცოხალი თავით არ აღიარებს რო მუხრუჭის მავრთულები მან გადაჭრა, როგორმე უნდა გამოვიჭიროთ. -როგორ? -დაჩის ევასები, კაროჩე ჯერჯერობით იფიქროს სანამ დაუახლოვდები რო მე და მარიტა ერთად ვართ -მერე? -მერე მარიტასთან ურთიერთობა გამიფუჭდება და შენ მოგაქცევ ყურადღებას, ისევე იეჭვიანებს ჩემზე როგორც ანრიზე ეჭვიანობდა, ხიშპიც მოგვივა. -და მერე შენს მოკვლას ეცდება. -ხო და ფაქტზეც დავიჭერთ. -არა! კატეგორიული იყო ლინდა. -რა არა? -რა და იქნებ სხვა ხერხით სცადოს შენი მოშორება და რომ ვერ გავიგოთ? რამე რო დაგემართოს? -მე არაფერი დამემართება და ანრის მკვლელს კიდე დედასმო***ნავ არ გავახარებ რადაც არ უნდა დამიჯდეს რასაც ვამბობ იმას გააკეთებ და მოკვდა თემა. -არა! -ლინდა! -მეშინია! ნიკა გაოცდა, პირველად გაიგონა ლინდას პირიდან სიტყვა "მეშინია„. -რა? -მეშინია, არ მინდა რო დაგკარგო, ვეღარ გადავიტან. -არ დამკარგავ ნიკა მიუახლოვდა ლინდას და ძლიერად მოეხვია. -დამპირდი. -გპირდები, ხო გჯერა ჩემი? -ახლა მჯერა. -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.