შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით(27)


24-09-2015, 19:33
ავტორი lisebeth
ნანახია 3 588

1 თვის შემდეგ:


ელენე საწოლში იწვა და გარშემო წიგნები ჰქონდა შემოწყობილი. უკვე ერთი თვე იყო მკურნალობდა. ანთებითი პროცესის გამო მისი გამოჯანმრთელება საჭიროზე დიდხანს გაჭიანურდა. სკოლასაც უკვე ორი კვირა იყო აცდენდა , მაგრამ რადგან სხვა გზა არ ჰქონდა ბედს უნდა შეგუებოდა. რატის წასვლის მერე განსაკუთრებით იყო მოწყენილი. ნინიც სულ რაღაც ერთი კვირა იყო იტალიიდან ,რომ დაბრუნდა. მიუხედავად ამისა გოგონა სკოლაში უკვე გადაბარგებულიყო. სახლში მარტო დარჩენილი ვანდა კი ყოველ დილით მოდიოდა და თამუნასთან კლავდა დროს. ხანდახან რჩებოდა კიდევაც. ამაზე ის და რატი ბევრს ხუმრობდნენ სკაიპში. ბიჭი რამდენჯერაც დარეკავდა დედამისი სულ იქ იყო. ბავსვებიც ვერ მოდიოდნენ და დღითი-დღე უარესად უტევდა გოგონას დეპრესია. არადა თამუნას და ვანდას ''საქმიანი'' საუბრების მოსმენა უკვე აღარ შეეძლო. გიაც კი ვეღარ უძლებდა და სამსახურში უფრო მეტ დროს ატარებდა.
-ელე შენს ექიმს ვესაუბრე და მითხრა ,რომ შეგიძლია ხვალვე დაბრუნდე სკოლაში
-დღეიდან მთელი ცხოვრება მეყვარება სამი თებერვალი _ღრმად ამოისუნთქა გოგონამ და როგორც კი ნებართვა მიიღო საწოლიდან წამოდგა.
-იცოდე ფრთხილად..._დაეფეთა თამუნა
-დედა გთხოვ მომეხმარე ახლავე მივდივარ სკოლაში
-დაღამდა სიხარულო უკვე და თან დღეს ხომ კვირაა. ხვალ დილით წადი.
-არანაირი ხვალ. ახლავე... თან ჯერ შვიდი საათიც არაა.
ელენემ კარადა გამოაღო და ტანსაცმელები ერთი ხელის მოსმით ჩაუშვა ჩემოდანში. სარკესთან დაწყობილი კოსმეტიკა მეორე ჩანთაში და გამოსაცვლელად გავიდა სააბაზანოში.
-გაუშვი... ცოდვაა მოსწყინდა ბავშვს აქაც და ჩვენი სისულელეების სმენაც.
-გიას გარეშე როგორ გავუშვა?
-კარგი რა სკოლაში არ მიდის?
-მზად ვარ. მძღოლს უთხარი გამოვიდეს.
-ჰო კიდევ . მამაშენმა დარეკა. განათლებაში გავიგე ,რომ გამოცდების ნაწილი მარტშიაო.
-ჰო დედა ვიცი დაციმ დამირეკა . დიანასთვის უთქვამს დირექტორს ._ გამოეპასუხა ქალს ელენე და თან კედების ჩაცმა დაიწყო. თამუნამ მძღოლს გადაურეკა და მალევე მოვიდა.
-ჩემოდნის ჩატანაში დაეხმარე. ელენე ჭკვიანად იცოდე არ მანერვიულო. ფრთხილად იარე სირბილს ნუ დაიწყებ.
-კარგი დედა კარგი..._გზა განაგრძო გოგონამ და მალევე მიეფარა თვალს.
-ვერ ვიჯერებ ,რომ მალე შეიძლება საერთო შვილიშვილები გვყავდეს. _ თქვა ვანდამ
-მე კიდევ ვერ ვიჯერებ ,რომ მისი ჭკუის პატრონი გათხოვებაზე ფიქრობს. შეხედე ჯერ ისევ პატარა ცანცარა გოგოა. არც ვიცი როგორ აპირებს ოჯახის შექმნას. საერთოდ რაზე ფიქრობენ.
-ყოველთვის ერთი დიდი ოჯახი ვიყავით. ახლაც ასე იქნება. ფაქტობრივად თქვენგან არც მიდის. ხომ იცი ისე მიყვარს როგორც ჩემი საკუთარი ქალიშვილი.
-მაინც მეშინია. ელენე სხვანაირია. უჭირს ახალ გარემოსთან შეგუება. ისე გავზარდეთ არ გვიფიქრია ,რომ ... ჩვენ საერთოდ არ გვიფიქრია...
-სულელო დაწყნარდი. ნუ ჩამოყრი ხოლმე ყურებს. ერთი წელი აქ იქნებიან და ჩენ დავეხმარებით შეეგუონ ამ ცხოვრებას...ახალ ცხოვრებას...
მოეხვია ვანდა მეგობარს და გვერდით მოუჯდა.


სკოლის ჭიშკართან მანქანა ,რომ გაჩერდა ელენე გიჟივით გადმოხტა ძირს და სირბილით შევიდა შიგნით. ნაცნობი გარემოს სურნელი ,რომ იგრძნო სასიამოვნოდ გააჟრჟოლა. ამას ყოველთვის აღიარებდა და ახლაც იგივე მოხდა. აქაურობა ყველაზე მეტად იყო მისი სახლი. დედის დარიგების მიუხედავად სწრაფად ავიდა კიბეზე და ოთახის კარი შეაღო. ნინი საწოლზე წამოგორებულიყო და ინტერნეტში იქექებოდა.
-დავბრუნდი _ ხელები გაშალა და დაქალს დაეტაკა.
-არ მჯერა.... არ მჯერა..._შეიკივლა ნინიმ და უფრო მაგრად მოეხვია.
-როგორ ხარ? აქ რა ხდება? ბავშვები როგორ არიან?
-კაი ...გეყოს ცოტა ნელა დასვი კითხვები
-მითხარი._ გვერდით მოუგორდსა დაქალს და თან თვალი გააყოლა მძღოლს , რომელმაც ის ის იყო ჩემოდანი დადო და წავიდა.
-აქ ყველაფერი რიგზეა. ის დეგენერატი ირაკლი ისევ ნერვებს გვიშლის ,მაგრამ აქაა. გაკვეტილები თავისებურად მაგრად მიდის. მარი სააბაზანოშია. ბიჭებიც კარგად არიან. დაჩი და დიანა განსაკუთრებით.
-მაგენი კიდევ ერთად არიან?
-დაუჯერებელია ,მაგრამ ფაქტია
-მარი?
-მგონი უკვე ''მაგრად ჰკიდიაა''
-ლევანი?_შეუღიტინა დაქალს და ინტერესით აღსავსე თვალები მიაპყრო
-კარგადაა. უფრო სწორად კარგად ვართ.
-მითხარი ,რომ ის სისულელე არ ჩაგიდენია რაზეც ფიქრობდი.
-რა მომტვრეულმა ფეხმა გიხსნა რატისთან და დაიწყე აგიტაციები? _ ელენე ბალიშს დასწვდა და დაქალს მაგრად უთავაზა._ კარგი ჰო გეხუმრე. მითხარი ელეპარაკები ჩემს აუტანელ ძმას?
-აუტანელი თვითონ ხარ.
-ვაიმე გულზე მოგხვდა? მაპატიე რაა... _საცოდავი სახე მიიღო ნინიმ_რაო ქორწილისთვის ემზადებით?
-რა დროს ქორწილია გოგო გამოცდები მარტშია? აზრზე არ ხარ როგორ ვნერვიულობ.
-ჰო თუ ვერ დაამთავრე სკოლა დარჩი გაუთხოვარი.
-დებილი ხარ და ნუ დამცინი.
-სულ არ დაგცინი. იდიოტი ხარ ...რა დროს გათხოვებაზე ფიქრია? სერიოზულად გეუბნები გგონია ვხუმრობ? ისე ნიკომ ,რომ გაიგო გული ეტკინა.
-რაა? მაგან საიდან გაიგო?
-უკვე ყველამ იცის.
-რაა? საიდან? ასე მაგიტომ მომშტერებოდნენ ,რომ შემოვედი?
-ახალი ამბავი. ისე ჩემს ძმას ნიკო სჯობს.
-მოკეტე გოგო ნუ ცდილობ გადამაფიქრებინო და ნუ ცდილობ შენი ძმა ცუდად დამანახო. ხომ ვიცი ,რომ მასე არ ფიქრობ. კარგად ვიცი როგორ გიყვარს
-უბრალოდ აუტანელია. დღეში სამასჯერ მირეკავს...
-რომ იცოდეს რა აზრები გაწუხებს ათასჯერ დარეკავდა.
-ელე როდის მოხვედი?_გაოცებული სახით და პირსახოცშემოხვეული შემოვიდა მარი.
-რამდენიმე წუთია_ფეხზე წამოდგა და გადაეხვია.
-როგორ ხარ? ფეხი რას გიშვება.
- ფეხი კარგად აქვს. ტვინი ცოტა სავალალოდ..._ შეუღრინა ნინიმ
-რა ხდება?
-აბა რა დროს გათხოვებაა გოგო. შეირყა ჭკუიდან?
-ნინი..._დაუყვირა ელენემ
-რა გოგო...ჯერ ახლა იწყებ ცხოვრებას. ახლა უნდა იცხოვრო თავისუფლად. ისე როგორც შენ გინდა და პირდაპირ ჩემს ძმას უვარდები მკლავებში. ჯერ ცხოვრებაში არაფერი გინახავს.
-მე ის მიყვარს.
-მეც მიყვარს ლევანი ,მაგრამ ქორწილს არ ვგეგმავ.
-ჰო შენ სხვა გეგმები გაქვს.
-ეგ რა შუაშია. შენ ქორწინება შენი ტანსაცმელი გგონია ,რომელსაც გაიხდი და მოისვრი?
-არავის მოსროლას არ ვაპირებ.
-სექსი თუ გინდა მაგისთვის ქორწილი არაა საჭირო.
-სიმართლე გითხრა მეც მგონია ,რომ ჩქარობ. რატის დიდი ხანია ვიცნობთ. კარგი ბიჭია ,მაგრამ დარწმუნებული ხარ ,რომ მზად ხარ ქორწინებისთვის?_ დაეჭვებით იკითხა მარიმ
-მარტო ქორწინებისთვის არა. ჩემს ძმასთან ქორწინებისთვის. _დააზუსტა ნინიმ
-სჯობს წავიდე..._ კარისკენ აიღო გეზი ელენემ.
-არ წახვალ. მეგობრები ვართ და ვალდებული ხარ ჩვენი მოსაზრებაც მოისმინო. შენ რაც არ უნდა გადაწყვიტო ჩვენ სულ შენთან ვიქნებით ,მაგრამ ...
-მას უნდა ,რომ დავქორწინდეთ. რატომაც არა როცა მიყვარს?...
-რათქმაუნდა დაქორწინება სურს. შენ მაგას რას უყურებ. ცხოვრებაში რაც უნდოდა ყველაფერი ნახა. მოგზაურობა...სადაც უნდოდა იქ უშვებდა მამაჩემი. ამერიკაში სწავლობს, ათასი შეყვარებული ჰყავდა და სულ ისე იქცეოდა როგორც მოეპრიანებოდა. შენ კიდევ რა ნახე ჯერ? არც არაფერი..._თავისას აგრზელებდა ნინი
- მოგზაურობა არც მე მაკლია. აღარც მახსოვს რამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი.
-მაგას არ გეუბნები შე სულელო. ვერც ხვდები რას გიხსნი. როგორც გინდა ისე მოიქეცი ,მაგრამ დაფიქრდი. ჯერ ისევ გაქვს დრო.
-სჯობს მართლა დაფიქრდე ელე. უბრალოდ იფიქრე. თუ რატის მართლა უყვარხარ დაგელოდება. ასეთი სერიოზული რამ ასე უცებ არ უნდა გადაწყვიტო. _ თმაზე მიეფერა მარიმ
-ჰო აბა ჩვენ შენთვის კარგი არ გვინდა? უთხარი ჩემს ძამიკოს ,რომ ცოტაც კიდევ გადროვოს.
-თქვენ არ გესმით. მინდა ,რომ მასთან ვიყო სულ. ასე შორსაა და ამას ძალიან განვიცდი. მინდა ,რომ ეს უსაშველო დისტანცცია დასრულდეს. მჯერა ,რომ ყველაფერი კარგად იქნება.
-კარგი მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს. უკვე გვიანია.
-არა დაძინება არ მიხსენოთ. მეზიზღება საწოლი უკვე. წავალ სკოლაში გავისეირნებ.
ელენე ოთახიდან სწრაფად გამოვიდა. დერეფანში დასეირნობდა,სადაც ყველა ესალმებოდა და ეხვეოდა. ის ხომ სკოლაში ყველაზე ცნობილი გოგონა იყო. ახალი წლის არდადეგების მერე სკოლაში არ დაბრუნებულა. არდადეგების გადაბმა მოუწია. კაფეტერიას ,რომ მიუახლოვდა ფანჯრიდან დაინახა ნინა იჯდა მაგიდასთან და ანანოს ელაპარაკებოდა. კარი შეაღო და ჯერ ოფიციანტს მიესალმა მერე კი იქეთ წავიდა.
-ჰოო , გავიგე შენი დაბრუნების ამბავი _წამოდგა წითელთმიანი და გადაეხვია
-კარგი ამბები სწრაფად ვრცელდება
-მეც ცუდზე გამიგია იგივე ,მაგრამ ... მოდი დაჯექი
-ბიჭების ნახვა მინდოდა ,მაგრამ ვერ მოვახერხე. არსად ჩანან.
-ერთი ეგერ ზის მაგიდასთან _მიანიშნა ანანომ ოთახის მეორე ბოლოსკენ,სადაც დაჩი იჯდა. დიანას კისერზე ხელები მოეხვია და აიპედში რაღაცას ეძებდნენ. აშკარად არ ეცალათ არავისთვის.
-დაუჯერებელია ,რომ ვერ დამინახა. მაგას ვაჩვენებ სეირს _წამოხტა ფეხზე ელენე და იქეთ წავიდა. _ შენ მე ვერ დამინახე? _წინ აესვეტა ბიჭს და აიპედზე ხელი დაუფარა.
-ელენე...როდის მოხვედი?
-ცოტა ხნის წინ.
-მაპატიე ვერ დაგინახე რაღაცას ვეძებდით.
-რას ეძებდით? _გვერდით მოუჯდა ბიჭს. დიანა იძულებული გახდა ხელი გაეშვა და მეორე მხრიდან დამჯდარიყო.
-დიანამ მითხრა ,რომ შემიძლია ჩემი მუსიკა რაღაც საიტზე ავტვირთო.
-ჰო მისამართი დამავიწყდა და ვეძებდით.
-მაგის არაფერი გამეგება, მაგრამ მიხარია რომ დავბრუნდი.
-შენზე ამბობენ ,რომ ქორწილისთვის ემზადები მართალია?_სხვათაშორის იკითხა დიანამ.
-ჰო ასეც შეიძლება ითქვას თუმცა ჯერ ადრეა. ახლა მხოლოდ გამოცდებზე ვფიქრობ. წელს სკოლა უნდა დავამთავრო. შენ ემზადები ?
-კი ვემზადები ,მაგრამ მათემატიკა მიჭირს და ალბათ ...რავიცი იმედია რამეს ვიზამ. ამ აუტანელ სკოლაში ყოფნა აღარ მინდა.
-რატომაა ,რომ ბოლო წელს ყველას შეგძულდათ აქაურობა? აბა საჯაროში ,რომ სწავლობდეთ აქამდე ასჯერ მოკვდებოდით._გაოცებული სახით იკითხა დაჩიმ.
-ელენე დაბრუნებულა. _შემოვარდა ლუკა და მეგობარი ხელში დაატრიალა.
-დამსვი ლუკა. ყოჩაღ შენ ერთხელაც არ მინახულე ბოლო ორი კვირის მანძილზე.
-მაპატიე ჩემები აქ არ არიან და გამოსვლის ნებართვა არ მქონდა. თან ირაკლის ვეჩხუბე და არ მინდოდა ...
-რატომ ეჩხუბე? ხომ არ გაგიჟდი?
-ბიბლიოთეკა დაალაგეო გამომიცხადა. ნეტა ვინ ვგონივარ ვიცოდე. მეტი საქმე არ მაქვს.
-მერე რა უთხარი?
-ბოდიში ,მაგრამ მსახურების საქმეს მე არ ვაკეთებ. შეგიძლია თავად დაალაგო-მეთქი. იდიოტი...
-ხომ იცი თავის საგანზე გაგაწამებს.
-ნეტა სცადოს. შენ რას სვები? რატი როგორაა?
-კარგადაა.
-არ გინდა შენი მეჯვარე ვიყო ?
-შეენ? გაგიჯდი ?
-ბიჭი მეჯვარეები მოდშია. სმოკინგს ჩავიცვამ. თუ გინდა პეპელასაც დავიმაგრებ კისერზე.
-გაჩეჩილ თმასაც დაივარცხნი?
-ვიფიქრებ მაგაზეც
-კარგი მე წავედი თორემ ინგლისური დამრჩა დასაწერი და... არ მაქვს მაგის თავი. უკვე შემაწუხებელია ეს სკოლა.
-ახლა უნდა დაწერო ინგლისური? ათი დაიწყო გოგო ..._იკითხა დაჩიმ
-ჰო რა? თუ დაწერე მათხოვე.
-არა და არც ვაპირებ_ხელი აიქნია ბიჭმა.
-ტყუილა მაქვს შენი იმედი _აკოცა და ტანის რხევით წავიდა გარეთ.
-თქვენ მგონი მართლა შეეწყვეთ ხომ? გაოცებას ვერ ვმალავ. ასეთი წყვილი ჯერ არ მინახავს _ხელები გაშალა ელენემ
- წლის წყვილი მაინც შენ და რატი ხართ.გოგო მართლა აპირებ გათხოვებას? _ხელი მოხვია დაჩიმ
-ჰო ასე გადავწყვიტეთ. და აი მირეკავს კიდევაც. წავედი..._ხელი დაუქნია ბიჭებს და იქედან გაქრა.
-მოკლედ ჩემს გარდა ყველა შეყვარებულია რა _ამოიოხრა ლუკამ და კაფეტერიას თვალი მოავლო.
-მერე მიიხედ მოიხედე.
-რამდენი ხანია შეყვარებული არ მყოლია. უნდა დავფიქრდე..._თითი ტუჩზე მიიდო და სკამზე გადაწვა.

რატიმ მალევე გაუთიშა ელენეს და ისიც ოთახში დაბრუნდა. მარის თმა გაეშრო და ახლა რაღაცას წერდა. ელენემ რვეულს დახედა და ინგლისური იყო.
-რა ყველა ინგლისურს წერთ.
-კიდე ვინ წერს.
-ააა არავინ კაფეტერიაში გავიგონე_სწრაფად გადაასწორა და თავის საწოლზე წამოგორდა._ნინი სადაა?
-ლევანთან შესახვედრად გაიპარა ეზოში.
-არა რა აქ ყველა შეშლილა და ეგაა.
-შენ რატის ელაპარაკებოდი? რაო რა მინდაო? მომენატრეო?_ გაუღიმა დაქალს.
-ჰო და მეჩქარებაო. კლუბში მივდივართ ბიჭებიო.
- ჰო, ამერიკაში ალბათ რა მაგარი კლუბებია. ჩვენსას კი არ ემგვანება...
-იცი სულ რაზე ვფიქრობ?
-რაზე?_რვეულისთვის არ მოუცილებია თვალი მარის.
-როგორ გგონია იქ რატის სხვა გოგონებიც ჰყავს?_აშკარად ვერ გამოთქვა რისი თქმაც უნდოდა
-რას გულისხმობ?ვერ მივხვდი...
-ის ხომ ასე შორსაა. მე აქ ვარ...წარმომიდგენია რამდენ გოგოს მოსწონს. ის ხომ ასეთი სიმპატიურია ...
-ეჭვიანობ?
-არ ვიცი ,მაგრამ როცა ამაზე ვფიქრობ. _თავი ჩარგო ბალიშში
-ნუ ფიქრობ მაგაზე
-ჰო ,მაგრამ რომ ვფიქრობ? სულ ვფიქრობ.
-ხომ გჯერა ,რომ უყვარხარ.
-მჯერა ,მაგრამ ...კარგი დაივიწყე რაღაცას ვბოდავ. მეც არ ვიცი რას.

უკვე თორმეტი ხდებოდა ,მაგრამ ვანდა და თამუნა მისაღებში ისხდნენ და ყავას სვამდნენ. გია ჯერ არ მოსულიყო და ელოდებოდნენ. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და ქალები თვალს არ აცილებდნენ მოძრავ ალებს. რატომღაც ორივე ჩუმად იყო. თავის სტიქიაში დაცურავდნენ და არაფერს ამბობდნენ. ვანდა გამოხედავდა ხოლმე მაგრამ თამუნა იგივეთი არ პასუხობდა. ასკარად სხვაგან იყო. ბოლოს სიმშვიდე მაინც ვანდამ დაარღვია და თამუნას გვერდით გადაჯდა.
-თამუ კარგი რა. მოეშვი სისულელეებს.
-ჩვიდმეტი წელი გავიდა ვანდა ხვდები?
-მერე რა მოხდა? რა არის აქ კატასტროფა? რას ხედავ აქ საგანგაშოს? მესმის მძიმეა ,მაგრამ არც ისე როგორც შენ გგონია.
-გიას რეაქციის წარმოდგენაც არ მინდა. უკვე ორი კვირაა თავს ვარიდებ. მეშინია ზედმეტი არ წამოვროშო. ისიც იგივეს აკეთებს და ხედავ? თორმეტი ხდება და სახლში არც კი მოსულა. ჩემი ნებით მივეცი საფუძველი გავუცხოებულიყავით.
-ჰოდა უთხარი სიმართლე ასე რატომაც იქცევი.
-მე თვითონაც შოკში ვარ. ეს როგორ უნდა მომხდარიყო. ჩვიდმეტი წლისაა ელენე. ჩვენ არაერთხელ ვცადეთ ,მაგრამ ამაოდ. და მაინც და მაინც ახლხა ,როცა ელენე გათხოვებაზე ფიქრობს. ჩემი შვილი თხოვდება გესმის?
-მოკეტე და ნუ ქმნი დრამას. თხოვდება , უბრალოდ თხოვდება...
-მაგაზე არც ვამბობ სულელო. შევეგუე უკვე იმ აზრს ,რომ თხოვდება. მე სხვა რამეზე ვფიქრობ.
-ჰოდა მითხარი ნუ დამაწყვიტე ნერვები. ცოტა ხნის წინ გიაო, ახლა ელენეო... ვერ მივხვდი რისი თქმა გინდა. ან გასარკვევად მელაპარაკე ან წადი დაიძინე და მეც დამაძინე. _თამუნა ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. იქედან ეზოს მშვენიერი ხედი იშლებოდა._აჰ შენს პატარა საიდუმლოზე ლაპარაკობდი ამჯერად? მაპატიე ,მაგრამ მაგას რა კავშირი აქვს ელენეს გათხოვებასთან მე არ მესმის . ნუ იქცევი გოგო სულელივით და ნუ გადარიე გიაც. გიჟდება შენზე შენ კიდევ ლამისაა მის გვერდით აღარ იძინებ
-ვეღაარ ვიძინებ ვანდა. აღარ კი არა ვეღარ. ამ ამბის თრევა აღარ შემიძლია. უკვე გამტანჯა ეს ორი კვირაა. ცხოვრებაში გია არ მომიტყუებია. თვალებში ვერ ვუყურებ ვიცი თვითონაც ხვდება ,რომ ვატყუებ და ალბათ საშინელებებს ფიქრობს.
-როდის იყო თამუნია შენ ტყუილი გეხერხებოდა? თვალებში გაწერია ''ვიტყუები''. მეც კი მივხვდი მაშინვე ,რომ რაღაც გჭირდა. იმ დღესვე მივხვდი. მართალია მე დღესაც ვერ ვხვდები რატომ გაბრკოლებს ელენეს გათხოვება ,მაგრამ მაინც გირჩევ შენს ქმარს სიმართლე უთხარი.
-რამდენჯერაც ვცადე იმდენჯერ ხმა სადღაც მეკარგება. ვერ ვამბობ. თითქოს თხუთმეტი წლის გოგო ვიყო ისე ვიბნევი.
-ახალი ამბავი შენ გიას დანახვაზე სულ მასე იბნევი ხოლმე. გიყვართ ერთმანეთი და შენ რატომ ქმნი ხოლმე ყველაფრისგან ტრაგედიას?
-სულელი ვარ და მაგიტომ. ხომ მიცნობ არა?
-კი კარგად გიცნობ. უთხარი სიმართლე თორემ ნელ-ნელა ყინულივით დნები.
-არ შემიძლია. გეფიცები არ შემიძლია. _ხელებით მიეყრდნო მინას და დაინახა როგორ შემოვიდა გიას მანქანა ეზოში.
-შენი ქმარია?
-ჰო, მოვიდა. _ქალმა თავზე ხელი შემოიდო და შეეცადა უფრო მხნე სახე მიეღო. რამდენიმე წუთში გიაც გამოჩნდა.
-საღამო მშვიდობის_მიესალმა ქალებს. მეგონა უკვე გეძინათ.
-არა ..._თავი გააქნია ვანდამ
-ყავას ხომ არ დალევ?_გაუღიმა თამუნამ.
-შეეცადე ცოტა უფრო დამაჯერებელი იყო ,როცა შეშინებული სახით მიღიმი.
თამუნას ლამის მუხლები მოეკეცა და დაჯდომის მეტი ვერაფერი მოიფიქრა. მისდაუნებლიედ წასკდა ცრემლები. არ უნდოდა გიას დაენახა და თავი ხელებში ჩარგო.
-ვერ გხედავ ,მაგრამ ისიც ვიცი,რომ ტირი. ხედავ რა კარგად გიცნობ?_გიამ საქაღალდე მაგიდაზე დადო და ცოლს მიუახლოვდა.-ხელი მომეცი და ადექი. შემოსასვლელში დამჯდარი გათენება არაა საჭირო იმის გამო ,რომ თვალს ვერ მისწორებ._ თამუნა გაუბედავად ჩაეჭიდა ქმრის ხელს და წამოდგა. გიამ თავისკენ მიიზიდა და მაგრად მოეხვია.
-როგორ ვთქვა ,მაგრამ ჩემი ქმარი მენატრება. აღარ მინდა მომთაბარესავით შევეკედლო სხვებს_მოიღუშა ვანდა.
თამუნას მეგობრის სიტყვებზე გაეღიმა და ცრემლები მოიწმინდა.
-მეტყვი რა გჭირს თუ ამ ღამესაც აქ გაათენებ თითქოს ტელევიზორს უყურებდე?
-ელენე წავიდა სკოლაში. ექიმმა უფლება მისცა.
-და ამიტომ ტირი?_ქალმა თავი გააქნია და ისევ წამოენთო თვალებში ცრემლი.
-ღმერთო მკლავს ეს ქალი_წამოხტა ფეხზე ვანდა და თავისი საძინებლისკენ გაქანდა.
-ვანდაც კი გააბრაზე ? ასე სერიოზულადაა საქმე? ის ხომ უპირობოდ იტანს შენს ყველა გამოხტომას. რა ჩაიდინე ასეთი?
გიამ მკლავში ჩასჭიდა ხელი ცოლს და დასაძინებლად წაიყვანა. ქალი საწოლზე ჩამოჯდა და ხელებს დაეყრდნო.
-ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე პირველად შეძელი ჩემთვის ამდენ ხანს რამის დამალვა. თითქმის ორი კვირა. გისმენ და მითხარი რა გაქვს სათქმელი?_ გიამ პიჯაკი გაიძრო და ცოლს გვერდით მოუჯდა.
-მრცხვენია ამის გამხელა. მინდა თქმა მაგრამ ვერ ვამბობ._გიას კისერზე მოხვია ხელები და თავი მხარზე ჩამოადო.
-მითხარი. _ამჯერად ხმა გაიმკაცრა კაცმა
-ორსულად ვარ ,ორი თვის ...
გიას გაოგნებისგან ლამის ყბა ჩამოუარდა. ადგილზე გაშრა და ხმა ვერ ამოიღო. მისმა გამოხედვამ კიდევ უფრო მეტად შეაშფოთა ქალი. ფეხები შემოაწყო და თავი მუხლებში ჩარგო. იგრძნო როგორ დაცარიელდა გული იმ ყრუ ტკივილისგან რასაც ქმრის მოტყუება იწვევდა ,მაგრამ ამჯერად სულიერმა ფორიაქმა დაისადგურა.
-ჩვიდმეტი წელი გავიდა. ჩვენ სულ გვინოდა მეტი შვილი ,მაგრამ არ გვიჩნდებოდა... _დაიწყო გიამ. თამუნა თავს აქნევდა.
-და ახლა ,როცა ჩვენი გოგო თხოვდება მე ორსულად ვარ. რა დროს ჩემი ორსულობაა სადაცაა სვილიშვილები გვეყოლება.
-დაწყნარდი სულელო. მეგონა რაღაც საშინელება ხდებოდა შენს თავს. _ხელი მოხვია გიამ და ქერა თმაზე აკოცა.
-ელენეს როგორ ვუთხრა შენს ქორწილში მოსარჩენად ვიქნებითქო. ეს როგორ ვუხსნა ბავშვს? ხალხი რას იფიქრებს?
-რა სისულელეებს ლაპარაკობ თამუ. ვინც რა უნდა ის იფიქროს. ელე კიდევ ყველაფერს გაიგებს. ჩემი პატარა გოგო ტყუილა ხომ არაა?
-რომ გაბრაზდეს? ხომ იცი როგორია.
-მე დაველაპარაკები. შენ არ ინერვიულო.

ნინი და ლევანი სხვენში ისხდნენ საწოლზე ,რომელიც ალბათ ოთახებში აღარ დაეტია.. აქ სკოლის გამოუსადეგარ ნივთებს აზწყობდნენდა უკვე დიდი ხანი იყო მოსწავლეებსაც გადაექციათ პაემნის ადგილად. თუმცა უფროსობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ან თავს არიდებდა ამ საქმის გარჩევას. ერთმანეთს კოცნიდნენ და თან საუბრობდნენ.
-რაო შენი ძმა ისევ გაკონტროლებს?
-ამერიკაშია და დამირეკოს რამდენჯერაც უნდა.ყველაფერზე ვეთანხმები და ტვინს ნაკლებად მიჭამს. მაგას ვინ კითხავს ვის ვაკოცებ?
-რატომ გიყვარს რატიზე აგდებით ლაპარაკი.
-იმიტომ ,რომ აუტანელია. ჩემს კლასელს უქაჩავს თვალებს და თურმე მე რომ მიყვარდე არ შეიძლება.
-ჩვენ როდის დავქორწინდებით?
-რა დროს ჩვენი ქორწილია?_შეშფოთდა ნინი
-რატომ ხომ გიყვარვარ?
-მიყვარხარ ,მაგრამ ქორწილი მეტისმეტია. იცი? მოდი ზაფხულზე წავიდეთ ბათუმში. უფრო სწორად ჩემები წავლენ და იქნებ შენც მოახერხო.
-ვნახოთ ვეტყვი დედაჩემს. მგონი არ იქნება პრობლემა.
-მიყვარხარ
-მეც..._ ისევ დაეწაფა ბიჭი ნინის ტუჩებს და სვიტერის ქვეშ ხელი შეუცურა.
-გეყოფა , გამიშვი...უკვე მეტისმეტი მოგვდის. სჯობს წავიდეთ.
-კარგი რა , ხომ გვიყვარს ერთმანეთი.
-გვიყვარს მაგრამ ჯერ ადრეა._გამოუსხლტა ნინი და სირბილით ჩამოვიდა იქედან




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent