ღამის ზმანება (5 ნაწილი)
-სად უნდა წახვიდე, ან სად მოდიოდი... არსადაც არ გაგიშვებ! -დემე, ჩვენ წავალთ. თქვენი საქმის თქვენ იცით... - მხარზე ხელი დაკრა ერთ-ერთმა და გაგვეცალა. დავრჩით ჩვენ ორნი. წასულებს მზერას არ ვაცილებდი, თუმცა ვგრძნობდი, რომ დემე მხეცივით მიმზერდა. ბუნებრივი იყო გაბრაზდებოდა... შუაღამეს ასეთ საშიშ ადგილებში სიარული ნამდვილად არაა მოსაწონი... -დღეს შემომხედავ? - მკითხა გაღიზიანებულმა. -უხეშად ნუ მელაპარაკები - ვუპასუხე მკაცრად და თვალებში შევხედე. აფეთქებული მზერით მიყურებდა. კიდევ კარგად ახერხებდა თავის შეკავებას. მისი შემეშინდა კიდეც... -შეგიძლია ამიხსნა ასეთ დროს ასეთ ადგილას რა გინდა?! - დაიგრგვინა ავისმომასწავებლად, თუმცა პასუხად მხოლოდ ჩავიფრუტუნე. იმას ნამდვილად ვერ ვეტყოდი, რომ სიზმარი უნდა ამხდენოდა და ამიტომ წამოვედი... - მე აქ რომ არ ვყოფილიყავი, ან დამეგვიანებინა იცი რა მოხდებოდა?! - მკითხა ისევ გაბრაზებულმა. -ვიცი... - წავიჩურჩულე დამნაშავესავით და თავი დავხარე... -ანუ იმის თქმას არ აპირებ აქ რამ მოგიყვანა ხომ? - ამოიოხრა და ორივე ხელი კედელს მიაყრდნო ისე, რომ შუაში მომაქცია, თან დანებებული მზერა მომაპყრო. -ვერ გეტყვი - ვუპასუხე პირდაპირ. -ზოგჯერ ძალიან უცნაური ხარ - ჩაიცინა და თვალებში შემომხედა. მგონი გაბრაზებამ გადაუარა... თბილად მიმზერდა და ამ თბილმა მზერამ ჩემი მთლიანად ახურება გამოიწვია. -მე წავალ... - ვთქვი ხმადაბლა და მისი ბორკილებიდან თავის დაღწევა ვცადე. -დარჩი ჩემთან ერთად რა - მთხოვა და თვალებში შემომხედა ისე, რომ ხელები არ გაუწევია. -უნდა წავიდე... - დავიწყე ორჭოფი -გთხოოვ... -აუუ... -კაი რა... ძალიან გთხოვ. ან მეტყვი აქ რატომ მოხვედი, ან ჩემთან ერთად წამოხვალ. სხვა არჩევანი არ გაქვს - ჩაიცინა და გამომცდელი მზერა მომაპყრო. -არცერთს არ ვირჩევ - თვალი ჩავუკარი და ჩავიცინე. -ახლა ცუდად იქცევი უკვე და გავბრაზდები. როცა ვბრაზდები თავის შეკავება მაინცდამაინც კარგად არ გამომდის - მიპასუხა მშვიდი ტონით. -მაშინებ იცი? - ვკითხე ეჭვისთვალით. -კარგია, უნდა გეშინოდეს... - ჩემს ამ ნათქვამზე უეცრად განწყობა შეეცვალა, ამოიოხრა, მომშორდა და რამდენიმე ნაბიჯით უკან წავიდა. -დემე... - მივმართე და მისკენ გავიწიე. -გაჩე! - მომენტალურად შემაწყვეტინა და სევდიანი მზერა მომაპყრო. -რა ხდება? -საშიშ ადამიანებთან საქმე არასდროს დაიჭირო... სახლში წადი - მითხრა და ჩიხის გასასვლელისკენ გაიხედა. -სხვა რამე ვიგულისხმე... შენი არ მეშინია დემეე... - შევეპასუხე იმ იმედით, რომ არ დავეტოვებინე... არ მინდოდა მასთან გამოთხოვება... ჩემთვის უკვე ძვირფასი იყო და მისი წასვლა კიდევ ერთ უდიდეს ტკივილს მომაყენებდა. -ჯობია გეშინოდეს და გამერიდო... - მიპასუხა ბოხი ხმით და დამნაშავე თვალებით შემომხედა. -კი მაგრამ, შენი არ მეშინია! - გავჯიუტდი და დოინჯი შემოვირტყი. სევდიანად ჩაიცინა და მზერა გამისწორა. -ანუ არ გეშინია... - წარბაწეული მომიახლოვდა. -ნწ... - თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად. -არაფრის გეშინია? - მკითხა გამომცდელად. -არა... - ვიუარე მაშინვე. -მაშინ ჩვენ წავალთ ახლა ერთ ადგილას და ვნახავთ როგორი უშიშარი გოგოც ხარ. -კი, მაგრამ... - შევყოვნდი ისევ... -რა? იმედია მართლა არ გეშინია... ჩემთან ერთად არაფრის არასდროს არ უნდა შეგეშინდეს. -არა, სხვა რამე... - მის ნათქვამზე ავწითლდი და თავი მორცხვად დავხარე. -მაინც? -არ მინდა დედაჩემმა ნახოს, რომ სახლში არ ვარ. ინერივულებს... -არამგონია კიდევ რამდენიმე საათი გაიღვიძოს. წამოდი, გთხოვ... - ხელი ჩამკიდა და თავისკენ მიმიზიდა. შემდეგ მეორე ხელი წელზე მომხვია, ტანზე ამიკრა და თავი ჩემს ყურთან დახარა. სისხლი სახეზე მომაწვა და გულისცემა საშინლად ამიჩქარდა. - კარგი? - ჩამჩურჩულა თბილად. პასუხად მხოლოდ თავი დავუქნიე და მისი სურნელით გაბრუებულმა ძლივს მოვიფიქრე მოვშორებოდი. ხელი მომკიდა და უხმოდ მივედით ჩიხის ბოლოში. -სად მივდივართ? - ვკითხე გაკვირვებულმა. -სახურავზე ავალთ. პატარა მაიმუნივით უნდა გახტუნაო - გამიცინა და გზა განაგრძო. ვიწრო კიბეებს ავუყევით. რამდენიმე სართულზე ასვლის შემდეგ სახლის სახურავზეც ამოვედით. -ახლა საით? - დავსვი ისევ მორიგი შეკითხვა. -გამომყევი - მითხრა და სადღაც აძვრა. მეც მივყევი... სულ ზემოთ-ქვემოთ დავდიოდით სახლების სახურავებზე. - აქ ფრთხილად, არ ჩაცურდე... ხელი მომკიდე... - გამაფრთხილა და ხელი მომკიდა. მის შეხებაზე სულ დავიბენი და ძლივს-ძლივობით გავიარე „სახიფათო“ მონაკვეთი. -მალე მივალთ? - ვკითხე უკვე დაღლილმა 15წუთიანი სიარულის შემდეგ. -აი ამ კიბეებზე უნდა ავიდეთ და ვსიო - გამამხნევა და წინისკენ გამიშვა. -ნამდვილად გაგვიძლებს? - ვკითხე დაეჭვებით და დაჟანგულ კიბეს, რომელიც კედელზე იყო მიმაგრებული, თვალი ავაყოლე. -კი. ჯერ შენ ადი და მერე მე ამოვალ - მისი მითითება შევასრულე და კიბეზე აძრომა დავიწყე. დემე კვალდაკვალ მომყვებოდა. როგორც იქნა ავაღწიე კიბის ბოლოში და მაღალი კორპუსის სახურავზე ამოვყავი თავი. -აქ რა გვინდა? - ვკითხე ინტერესით და მას მივუბრუნდი. -მზის ამოსვლა გინახავს? - მკითხა ღიმილით. -არაა... - თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე და მეც გამიკვირდა, რომ აქამდე არ მენახა. -ხოდა ახლა ნახავ... აქედან ჩანს როგორ ნათდება მთელი ქალაქი ნელ-ნელა... ძალიან ლამაზია - მითხრა ბოხი ხმით და ნაპირისკენ წავიდა. -არ გადავარდე! - გავაფრთხილე ანერვიულებულმა, როდესაც ნაპირს ზედმეტად მიუახლოვდა. -შენც მოდი, აქ ჩამოვჯდეთ... - მომიბრუნდა და ჩემს პასუხს დაელოდა. -აქ ჩამოვჯდეთ რა - ვანიშნე პატარა კიბის საფეხურებზე, რომელსაც პატარა შემაღლებაზე ავყავდით. -კარგი... - უპრობლემოდ დამთანხმდა და ადგილი ჩემს გვერდით დაიკავა. მე კიბის მარცხენა მხარეს ვიყავი სახელურზე მიწებებული, დემე კი მარჯვნივ მეჯდა. ისეთი სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, რომ სიამოვნებისგან კინაღამ თვალები მიმეხუჭა. ცოტახანს დუმილი ჩამოვარდა, შემდეგ კი სიჩუმე დემემ დაარღვია -აი! ამოდის... - ხელი წინ გაიშვირა და ჩემი მზერაც მას გავაყოლე. -მართლა რა ლამაზია - ვთქვი გაოცებულმა. ირგვლივ ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა და გარკვევით ჩანდა თუ როგორ ნათდებოდა ქუჩები თანდათანობით. ეს იმდენად ლამაზი სანახაობა იყო, რომ ალბათ არასდროს დამავიწყდება... -ქალაქი იღვიძებს... - ღრმად ამოისუნთქა და ჩაფიქრებულმა გახედა ჰორიზონტს. ხმა აღარ ამოგვიღია. დემესი არ ვიცი, მაგრამ მე მოჯადოებულივით ვუყურებდი წითელ, კაშკაშა მზეს, რომელიც შავ-ბნელ ქუჩებს ფერადოვნებას სძენდა. როდესაც ცოტა კიდევ უფრო მაღლა ამოიწვერა, სახეზე მოგვანათა და ჩვენც უკმაყოფილოდ დავმანჭეთ სახეები. უეცრად დემე მე მომიბრუნდა და ცისფერი თვალები მომანათა. აციმციმებული კრიალა ზღვასავით იყო... მზერის არიდება ვერ მოვახერხე. პირდაპირ თვალებით მჭამდა ისე მიმზერდა, რამაც ჩემი აფორიაქება და კიდევ უფრო მეტად დაბნევა გამოიწვია. ხელი ჩემს მხარეს კიბის სახელურს ჩასჭიდა და გასასვლელი გადამიკეტა. სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი... ვნებიანი მზერით მომჩერებოდა და ნელ-ნელა თავს ახლოს სწევდა. ყველაფერი წამებში და თითქოს საუკუნის განმავლობაში მოხდა... მისი სუნთქვა სახეზე დამეცა და დამფრთხალს მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. თავისი ტუჩები ჯერ ნაზად შემახო ქვედა ტუჩზე, შემდეგ კი უფრო თამამად. მარცხენა ხელი წელზე შემიცურა და თავისკენ მიმიზიდა. გაბრუებული ვიყავი... ასე მეგონა ირგვლივ ყველაფერი გაჩერდა. არ მეგონა კოცნა ასეთი სასიამოვნო თუ იყო. თვალებმილულული ვემორჩილებოდი მის ნებას იმის შიშით რაიმე არ გამეფუჭებინა. ნაზად და აუჩქარებლად მკოცნიდა. ვცდილობდი კოცნაში ავყოლოდი, თუმცა რამდენად გამომდიოდა არ ვიცი. მარცხენა ხელი გაუბედავად დავადე მხარზე და თითები კისერზე ნაზად ჩამოვასრიალე. მისი დახორკლილი კანი ვიგრძენი და ტანზე ეკლებმა დამაყარეს. არამგონია მასზე ასეთი ზემოქმედება მომეხდინა, მაგრამ ფაქტი ფაქტი იყო... ჩემს ბაგეებს ნელა მოშორდა. ვიცოდი რომ თვალებში მიყურებდა, მაგრამ სირცხვილისგან შეხედვას ვერ ვბედავდი და ჯიუტად ვიხედებოდი ძირს. კისერზე მოხვეული ხელი მაშინვე ჩამოვიღე და ჩემს კალთაში უნდა დამებრუნებინა, თუმცა დემემ ხელი მომკიდა და თავისი თითები ჩემსაში ახლართა. ჩაცინების ხმა გავიგე... -პრინცესა ზედ შეხედვის ღირსადაც არ მთვლის? - გავიგე ბოხი ხმა. ისეთი თბილი ტონით მომმართა, რომ კინაღამ იქვე დავდნი... გაუბედავად შევხედე საყვარლად მომზირალ თვალებში და ისევ ძირს დავიხედე. მაშინ შუბლი შუბლზე მომადო. ახლა უკვე იძულებული ვიყავი მისი მწველი მზერისთვის გამეძლო. -მიყვარხარ... შენთან ყოფნისას რაღაც განსხვავებულს განვიცდი. ასე გოგოსთან არასდროს ვყოფილვარ. სულ შენზე ვფიქრობ და თავიდან ვერ ვიგდებ შენს ულამაზეს თვალებს. როდესაც შენთან ვარ ყველა პრობლემა მავიწყდება. ფრთიანი ფრაზების ლაპარაკში გამოცდილი არ ვარ და ვერც დაგპირდები, რომ ოდესმე შევძლებ ისე გელაპარაკო როგორც მელოდრამებში ელაპარაკებიან ბიჭები გოგოებს, მაგრამ ჩემთვის სიტყვები არაფერია... ეს დროის ფუჭი ხარჯვაა. მირჩევნია საქმით დაგიმტკიცო ის, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ და შენი სიყვარული დავიმსახურო... - ამ სიტყვების გაგონებაზე გულში სითბო ჩამეღვარა და გავუღიმე. არ ვიცოდი რა მეპასუხა და ამიტომ მოქმედება ვარჩიე, თანაც დემეს სიტყვებს თუ გავიხსენებდით, სიტყვები მისთვის არაფერს წარმოადგენდა... გამბედაობა მოვიკრიბე, მისკენ დავიხარე საკოცნელად და თვალები დავხუჭე... ................. ესეც შემდეგი თავი... გამახარეეეთ კომენტარებით რა ჩემო საყვარლებოო. თუ ბევრი კომენტარი დამხვდება შევეცდები დღეს საღამოს ან ხვალ კიდევ დავდო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.