შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდაქმანა (5-6 ნაწილი)


27-09-2015, 01:53
ავტორი Aunt B.
ნანახია 2 345

დანაპირებს დაურღვევლად ასრულებდა - ნიას ყოველ დილას გაღვიძებისთანავე ახალი ვარდები და უამრავი საჩუქარი ხვდებოდა... ყველანაირად ცდილობდა მისი თვალების ბედნიერება ყოველ წამს დაენახა, უმნიშვნელო თხოვნასაც კი დაუყოვნებლივ ასრულებდა და მაგრამ ვერაფრით ეგუებოდა ამოუცნობ, ბურუსით მოცულ მომავალს. მხოლოდ მუდამ მომღიმარი და ბედნიერი ნია უსახავდა იმედს ჯერ კიდევ არაფერ იყო გვიან...

***
- ლიდა, მითხარი, რომ ნორმალურად გამოვიყურები! - უკვე იმდენი ხანი მიშტერებოდა ლიდა საოცრად გამოწყობილ ნიას, რომ გოგონამ კინაღამ სულ სხვა რამ იფიქრა..
- შეუდარებელი ხარ ჩემო პატარავ! ღმერთო, გადაირევა ბექა! - ცრემლებს მორცხვად იმშრალებდა ქალი და მხიარულად მოკისკისე ნიას გულში იკრავდა.
- მეც ზუსტად ეგ მინდა! - ეშმაკური სხივი შეერია თაფლისფერ მზერას, ნაზად მოეფერა ლიდას ნაოჭებშეპარულ ხელს და კიდევ ერთხელ შეათვალიერა სარკეში საკუთარი უზადო გამსახულება..
ყოველთვის ჰქონდა შეგრძნება თითქოს ბოლომდე ვერ აღიქვამდა მის სრულყოფილებას მაგრამ დანახული იმდენად შოკისმომგვრელი იყო ამ „სრულყოფილებასაც“ რომ ვეღარ უწოდებდით. ვერ ხვდებოდა როგორ ახერხებდა ზედმეტად ნაზი, სადა და საოცრად მორიდებული გოგო ასეთ რადიკალურ გარდაქმნას მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ მხოლოდ მაკიაჟის, ან მის სხეულზე მორგებული საღამოს კაბის დამსახურება არ იყო მის წინ მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ქალი რომ იდგა.. კარს მიყრდნობილი თვალმოუშორებლად აკვირდებოდა ლიდასთან საუბარში გართულ სილამაზეს და ხვდებოდა როგორ ევსებოდა სხეულის თითოეული უჯრედი მისი სურვილით.
- მოხდა რამე ? - არ მოეწონა თბილ თაფლისფერ მზერაში მღელვარება რომ დაიჭირა, მაგრამ მაინც ოდნავ დაუქნია თავი და გვერდით გაიწია მისთვის გასასვლელი რომ დაეთმო. ეშმაკურად ჩაუკრა დაბღვერილ ლიდას თვალი და სწრაფად მიყვა გოგონას უკან.. ძლივს შეიკავა თავი არ გაცინებოდა ისეთი საყვარელი იყო გოგონა დაბნეული რომ აცეცებდა თვალებს მაგრამ მაშინ ვეღარ მოითმინა უკვე მანქანასთან მისულს აწყლიანებული თვალები რომ შეამჩნია. სწრაფად მიუხურა წამის წინ გამოღებული კარი, მსუბუქად მიანარცხა მანქანის სალონს და უხეშად დააცხრა საცხისგან კიდევ უფრო მეტად შეფერილ ტუჩებს.
ოდნავ მოგვიანებით გააცნობიერა როგორ განსხვავებული, როგორი მოთხოვნი და მგზებარე იყო მათი კოცნა, ერთიანად აუმოქმედდა სიამოვნების რეცეფტორები და ყურადღება არ მუქცევია უჰაერობისგან გულის არეში რაღაც არასასიამოვნო რომ იგრძნო.. სიამოვნებამ პიკს მიაღწია ბექას ტუჩებმა ყელიდან დეკოლტისკენ რომ გადაინაცვლეს, პირველი იყო მათი ალერსი ასეთი ვნებიანი და პირველი იყო მისი გრზნობებიც ასეთი აშკარა..
- ესე იგი ეს კაბა, არა? - მოჩვენებითი უკმაყოფილო ტონით კითხა და წამით აცალა სულის მოთქმა.
- მაკიაჟი.. გამიფუჭე - ძლივს ამოთქვა ისევ მოულოდნელად რომ დააუბუჟეს ტუჩები..
- არაუშავს ! - ადვილად შეამჩნია, რომ ასე მარტივად ვერ გამოუძვრებოდა მის მკლავებს..
- თმაც დამეშალა.. - მაინც არ წყვეტდა პროტესტს..
- დაივიწყე! - მაინც დანებდა „ბრძანებას“ და სიამოვნებისგან გაიტრუნა ცივი ტუჩები ისევ ყელისკენ რომ ჩაცურდა.. არ მოელოდა ბექამ კაბის ხსნილში რომ შეაცურა ხელი და იგრძნო სიამოვნებისგან თანდათან როგორ მოეშვა სხეული..
- ჯანდაბა, ნია ისუნთქე! - ეიფორია ბექას აღელვებულმა ხმამ შეაწყვეტინა და ინსტინქტურად დანებდა მის მითითებას, დაბნეულმა მიიდო ხელის ზურგი ტუჩებზე და გაბრწინებული თვალები გაუსწორა უწინდელზე უფრო მეტად დაბღვერილ მზერას.
- შენი ბრალია ! - გაეღიმა და უფრო მეტად შეეფაკლა ლოყები.. თვითონაც მოეშვა თანდათან მღელვარება რომ გაქრა და კვლავ მგზნებარე ვარსკვლავები რომ აენთო შავ თვალებში. ერთიანად დაუარა სასიამოვნო ჟრუანტელმა ნაზად რომ შეეხო ბექას ხელი ლოყაზე მთელი გულით გაუღიმა ემოციებისგან ერთიანად რომ განთავისუფლებულიყო.

**

ნიკას სახლში უკვე უამრავი ხალხი ირეოდა, ყველა ერთმანეთში საუბრობდა მაგრამ მაინც არავის რჩებოდა უყურადღებოდ ჰოლში ახლახანს შემოსული საოცარი წყვილი. თავიდან გულში ხალისობდა ბექას საოცრად გაფუჭებულ ხასიათზე ყველას რომ უღრენდა და თან სასაცილოდ ჩაებღუჯა კაბა მის თეძოზე მაგრამ გადამეტებული ყურადღება და უაზროდ მოშტერებული მზერა მალე მისთვისაც გამაღიზიანებელი გახდა და უფრო მეტად მიეკრო ერთიანად დაძაბულ პარტნიორს.
- გინდა წავიდეთ? - არ გამოპარვია გოგონას გაბეზრებული გამომეტყველება და უკვე გადაღლილი თვალები.
- არა, არა, უხერხულია, ნიკა მოგვკლავს.. - ისე საყვარლად გაუღიმა გულწრფელად გაუკვირდა როგორ შეზლო თავის შეკავება ისევ სახლიდან წამოსვლის სცენა რომ არ გაემეორებინა.
- ვახტანგს მივულოცოთ და წავიდეთ - ყურადღება არ მიაქცია მის პროტესტს და მაშინვე ინანა უკმაყოფილოდ რომ დაებრიცა გოგონას ტუჩები.
- არა რა, მინდა აქ.. - გაიბუსხა დათალებით ნიკას დაუწყო ძებნა.
- როგორც იტყვი! - თავისკენ მოატრიალა და შემრიგებლურად წაეთამაშა ცხვირზე, ისე გაეფანტა გონებაარც კი შეუმჩნევია მათკენ მომავალი ყურებამდე გაბადრული ნიკა.
- კაი რა ნია, კიდე ეკ კაბა უნდათ ამ სურიან მახინჯებს? - ჩვეულ განწყობას არ ღალატობდა ბიჭი...
- სად იპოვა ვახტანგმა ეს ელიტა ? - წარბაწეულმა კითხა მეგობარს და ნიას გახედა, რომელსაც შამპანურით სავსე ჭიქა აეღო და დალევას აპირებდა.. წამებში გამოსტაცა თითქმის პირთან მიტანილი ჭიქა და ისევ მაგიდაზე დააბრუნა. ვერ აიტანა მისი სიუხეშე და მთელი საღამოს განმავლობასი გამოყოლილი აუტანელი ხასიათი, ეწყინა კიდეც ბექას თითქმის სითავხედეში გადაზრდილი ქცევა, მაგრამ მაინც ვერაფრით გაუბედა საყვედური.. ცადა არაფერი შეემჩნია და მთელი ყურადღება ორკესტრზე გადაიტნა..
- ცუდად გამომივიდა.. - წამებში დაავიწყდა ყველაფერი ძალიან ახლოს რომ უჩურჩულა საოცრად დმთბარმა ხმამ, მარტივად გაეფანტა წყენა ცხელი ხელები მუცელზე რომ შემოეჭდო და ისევ ბედნიერების ღიმილმა გაუნათაა სახე..
- ნწ ნწ ნწ, არა რა ნიაკო ! ბევრს გიბედავს ეს ბიჭი - პოზიციებს არ თმობდა ნიკა და კულტურულად არ იმჩნევდა ამჯერად მისკენ მიმართულ მეგობრის დაბღვერილ მზერას ...
ახლა რამეზე რომ არ გადაეტანა ყურადღება მთელ რისხვას ნიკაზე ამოანთხევდა, ნაზად დაუსვა ნიას თმას თითები და ფრთხილად შეახო ტუჩები ..
- წავალ, წვენს მოგიტან! - არც დალოდებია პასუხს ისე გაეცალა და კიდევ ერთხელ გამოხედა აფხუკუნებულ ნიკას.
საშინლად უშლიდა ეს საღამო ნერვებს, რიგში დიდხანს დგომით გაბრაზებულმა ბარმენსაც უაზროდ შეუღრინა და წვენის ჭიქა ძლივს მიიტანა მთელი ნიამდე.. ნიკა აღარსად იყო, ნიასთან კი ვიღაც უცნობი ტიპი ატუზულიყო, პირდაპირ სახეში აბოლებდა სიგარეტის კვამლს და მაგრად უჭერდა გაფითრებულ გოგონას მკლავზე ხელს..

--

ნაწყვეტებად აღიქვამდა სიტუაციას, უცნობის დასისხლიანებულ სახეს, დაბუჟებულ თითებს, ნიას შესინებულ თვალებს.
- ნია..! - წყვეტილად მისწვდა მის დაგუბებულ მზერას ნიკას პანიკაშეპარული ხმა მაშინვე ხელი უშვა უკვე გონდაარგულ უცნობს... სუნთქვა უჭირდა და ნიკას ხელს უსიცოცხლოდ უჭერდა, რომ არ დაცემული. იმ საშინელი დღის შემდეგ, როცა ნია პირველად გახდა ცუდად ეს მეორე შემთხვევა იყო რაც ასეთ მდგომარეობაში ხედავდა, ვერაფრით აიტანა მხიარული, საოცრად ლამაზი გოგონა დაუძლურებულმა, ავადმყოფმა ნიამ რომ ჩაანაცვლა. ერთიანად შეძრა მისმა ცრემლიანმა თვალებმა, გაფითრებულმა სახემ და მაშინე მიხვდა ახლა ყველაზე მეტად რითი დაეხმარებოდა.. ფრთხილად აიყვანა ხელში და გასასვლელისკენ დაიძრა რაც შეიძლება სწრაფად რომ მიეწოდებინა მისთვის სუფთა ჰაერი.. მანქანის გაღებას აპირებდა გოგონამ პერანგზე რომ მოქაჩა და მორიდებით ამოხედა...
- ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე ვიყოთ რა .. - დაიჩურჩულა და ისევ აუწყლიანდა თვალები..
- არ მინდოდა გენახა !! - თავის მართლებასავით გამოუვიდა მაგრამ ხვდებოდა, რომ საჭირო იყო, ხვდებოდა, რომ არასდროს ექნებოდა უფლება მის გვერდით თავი დაეკარგა, ვერ გაეკონტროლებინა ნერვები და არ გაფრთხილებოდა მის ფსიქიკას.
- ასე არ უნდა მოქცეულიყავი - შეატყო ჯერ კიდევ როგორ უჭირდა გოგონას სუნთქვა და კიდევ ერთხელ ძალიან ინანა მომხდარი. ძლიერად ჩაიხუტა და უკიდურესათ დაძაბა ნერვები როგორმე მისი საყვედური რომ აეტანა..

--

- ყველაფერი ჩემი ბრალია - ვეღარ აიტანა ნიამ ბექას უტანელი სიმშვიდე , საჭეზე მისი ზედმეტად მაგრად მოჭერილი ხელები.. ჩუმად ამოთქვა უფრო რომ არ გაეღიზიანებინა და ფანჯრიდან ბნელ უსასრულობას გახედა..
- ნია, შენ წარმოიდგინე მეც მაქვს ნერვები! - ეგონა ცივ, სუსხიან ტონთან მოუწევდა გამკლავება, მაგრამ ბექას გამომეტყველებასთან შეუსაბამო საოცრად თბილი ხმა ჰქონდა..
- ნეტა ყველაფერი მალე დამრთავდეს, რომ.. - ვერ მივხდა რატომ დაამუხრუჭა ასე სწრაფად მანქანა, გონზე რომ მოვიდა სწრაფად გაიხედა ბექასკენ მაგრამ გაბრაზება წამებში შეეცვალა შიშით ისეთი აუტანელად ცივი და სახიფატო იყო ბექას დაბერილი ძარღველი ავისმომასწავებელ გამოხედვასთან ერთად..
- რა.. მოხდა - ხმა წაერთვა და მთელი ძალისხმება მოიკრიბა ნერწყვი რომ ჩაეყლაპა..
- რა თქვი ? - არასდროს უნახავს ასეთი ცინიკური, დამცინავი გამომეტყველება მის სახეზე.. - ბოლო სიტყვები გაიმეორე! - ხმას რომ აუწია მაშინ გააცნობერა, რომ ყველაფერი ნამდვილად რეალობასი ხდებოდა.
- რაა? - მართლა ვერ მიხვდა რას ითხოვდნენ მისგან...
- გაიმეორე მეთქი ბოლოს რა თქვი! - დაუმარცვლა ბექამ სიტყვები და დაჟინებით ჩააშტერდა გულგახეთქილ გოგონას..
- არ მახსოვს ბექა, რა მოხდა ? - კინაღამ დაახრჩო ცრემლებმა, ყურები აუტანლად დაუგუბდა და შიშისგან გააცახცახა..
- ესე იგი გინდა რომ ყველაფერი დამთავრდეს ხოო? რას გულისხმობ მაინტერესებს დამთავრებაში ? დავიჯერო მართლა ასეტი ეგოისტი ხარ და ვერ ხვდები რომ ჩემთვის ყველაფერი ხარ? შენ რა იმდენად უტვინო მოგაქვს თავი, რომ გგონია უშენოდ ბედნიერი ვიქნები? - არაფრით აპირებდა ახლაც დაეთმო ნიასთვის, იცოდა რომ ამ სიტყვებით ძალიან ტკენდა, მაგრამ უნდა ცოდნოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბექასთვის. აუტანელი იყო მისი ცრემლების ყურება და გაურკვევლობა, რმ ვერ გაეგო რითი დაიმსახურა ასეთი საყვედური, დაცინვა და სისასტიკეც კი.. - ვეღარაფრით გაჩერდა სალონში, სწრაფად გადავიდა და გამწარებულმა მანქანას დაუშინა მუშტები.. მერე გაიაზრა ასე რა ძალიან შეასინებდა, მის მზარეს დაიძრა, კარი ფრთხილად გამოაღო და საკუთარი თავის გაქრობა მოუნდა ხელებში თავჩარგულ სახეს და მის მოცახცახე მხრებს რომ შეეჩეხა.. იქვე ჩაიმუხლა და ნაზად მოეფერა მუხლებზე.. ჯიუტად არ სწევდა გოგონა თავს და ბექას მოთმინებაც ისევ იწურებოდა..
- ერთი წუთით შემომხედე რა ?! - ცოტა ხნით კიდევ აცადა და თვითონ ჩამოაწევინა ხელები.. მისი ბრალი იყო გოგონას საოცოდავად დაწითლებული უპეები, შეშინებული მზერა და ამღვრეული თვალები ემოციებს მართლა რომ ვეღარ იტევდნენ..
-ვერ დამელაპარაკები ? - ნაზად მოწმინდა ცრემლები და მანქანიდან გადმოსვა უკეთ რომ შეზლებოდა მისი ფერება..
- შენ.. არაფერი იცი.. - საცოდავად ამოიტირა და კიდევ უფრო მეტად შეაზიზღა ბექას საკუთარი თავი..
- იმაზე მეტი ვიცი ვიდრე წარმოდგენა შეგიძლია! – „გაამხნევა“ და შემრიებლურად ჩამოკრა აწითლებულ ცხვირზე თითი. ყურადღება არ მიუქცევია გაკვირვებისგან გაფართოებული თვალებისთვის ისე ჩუყვა ყელს, ღიმილით გადაუწია მაქმანის სალყა და ნაზად გადაუსვა თითი ძლივსშესამჩნევ შრამს..
- ცდები თუ გგონია, რომ ეს გული ახლა მარტო შენ გეკუთნის! არ მივცემ გაჩერების უფლებას და მინდა, რომ ამას შეეგუო! მინდა რომ ყველაფერი გააკეთო რაც შეიძლება დიდხანს ფეთქავდეს ჩემთვის იმიტომ, რომ მის გარეშე ერთი წამითაც არ ვაპირებ არსებობს! - მშვიდად საუბრობდა და ფერებას არ წყვეტდა..
- მაგრამ ... - შეწინააღმდეგება უნდოდა, ან უბრალოდ პროტესტი მის გარეშე უკვე ყველაფერი რომ გადაეწყვიტა მაგრამ სიტყვები არ ეყო.. მიხვდა, რომ ამის უფლება აღარ ჰქონდა, გააცნობიერა, რომ ბექა ახლა ყველაზე მართალი იყო.. ვერ წარმოიდგინა როგორ შეძლო ყველაფრის ცოდნა ყოველგვარი საყვედურის, ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე. იმდნად უანგაროდ უყვარდა, რომ არც მისი ავადმყოფობა აღელვებდა და არც „უმომავლო მომავალი’’ .... სიტყვა აღარ გაუგრძელებია, მხოლოდ თავი დაუქნია და ბექა მიხვდა, რომ მისგან თანხმობა მიიღო, უფრო მაგრად მიიხუტა და სასწრაფოდ დაუკავა ტუჩები რომ არ გადაეფიქრებინა..

--

- ნია .. მიდი რა სულ ცოტა ხნით გაიღვიძე! - თავიდან ეგონა ხომ არ მესიზმრებაო მაგრამ იმდენად ჯიუტად ცდილობდნენ მის გაღვიძებას უკმაყოფილოდ გაახილა ცალი თვალი და იმ წუთას მართლა ძალიან გაბრაზდა ბექაზე ..
- კარგი რა.. - აწუწუნდა უსიამოვნოდ რომ მოხვდა მზის სხივები და მაშინვე სატირლად დაბრიცა ტუჩები..
- ჩუუუუ, ფრთხილად ! - მიხვდა,რაღაც ისე ვერ იყო ბექამ თითი ტუჩებთან რომ მიიტანა და საეჭვოდ გაუღიმა.. . ასე მხოლოდ მაშინ იღიმოდა როცა სურპრიზს უწყობდა ან რაიმე ისეთის გაკეთება უნდა დაეძალებინა რაც მას უყვარდა მაგრამ ნია ვერ ვიტანდა.. მთელი გულით ინატრა სიურპრიზის შემთხვევა ყოფილიყო და ინტერესით შეათვალიერა მისი რეაქციებით გართული, მომღიმარი ბექა..
- კარგად ვიცნობ არ მრავლისმეტყველ ღიმილს - გაეცინა.. სწრაფად წამოიწია და ხელები მის კისერზე მოაკალათა..
- ფრთხილად!! .. ნუ ხმაურობ .. არ გააღვიძებ იცოდე.. - ფრთხილად მოიშორა და თავით მარცხენა მხარეს მიანიშნა.. კინაღამ გაგიჟდა მის გვერდით ძალიან პატარა შავ ლაბრადორის ლეკვს რომ მოკრა თვალი, ტკბილად რომ ეძინა და სითბოთი გამოწვეული კომფორტის გამო დროდადრო არხეინად რომ ფშვინავდა..
- ეს ჩემია? - ვერაფრით იჯერებდა რომ ისევ სიზმარში არ იყო, ვერაფრით გაითავისა, რომ რაც ბექა გვერდით ჰყავდა მისი ოცნებები უკვე ცხადში ხდებოდა..
- კი შენია.. ხომ მაპატიებ გუშინ რომ გიყვირე? - ისევ დაუმსახურებლობის შეგრძნება გაუჩინა ბექას სრულყოფილებამ..
იმ დღეს არც ვარდები დავიწყებია, ისევ ტრადიციულად თეთრ ზღვასთან ერთად გაატარა ნიამ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დილა....

***
ბავშვებო ისეთი კარგები და საყვარლები ხართ, დღეს იმდენი შეტყობინება დამხვდა მივხვდი, რომ რაღაც მაინც უნდა გამომექვეყნებინა :) პატარა თავია მაგრამ რაღაცეები შეცვლილი, მგონი იმდენს ვიზამ სულ სხვა ისორია გამომივა საბოლოოდ ... ძალიან მინდა არ გაგიცრუვდეთ იმედი და ახალი ვერსიაც სულ ცოტათი მაინც მოგეწონოთ!!!



№1 სტუმარი darina

კომენტარიuh beqaze vgijdebi, rogori sayvareli da tbilia, rogor uyvars nia.

 


№2 სტუმარი mariami

საოცრად კარგები არიან<3 იმედია ნია დიდხანს იცოცხლებსს თორე გადავყვები :დდდდდ მაგარიხარ ! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent