InkeD #9
2 დღე არ გამოჩენილა თემო. სახლშიც სიტუაცია უფრო და უფრო იძაბებოდა. ნუგეშს მხოლოდ ანოს თან და გეგისთან საუბრისას ვგრძნობდი. მე და გეგი უფრო და უფრო ვახლოვდებოდით და ვგრძნობდი რომ მე გიოს გარდა მისი სახით მართლაც მყავდა კიდევ ერთი ძმა. ქიმიის გაკვეთილზე ვიყავი,როდესაც ჩემი ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი და ჩუმად ამოვაძვრინე ჯიბიდან. ეკრანზე გიოს ფოტო რომ დავინახე თვალები გამიპრწყინდა. სკამიდან წამოვხტი და მასწავლებელს დავუძახე. -მას, ძალიან გთხოვთ სულ 5 წუთით გავალ რა...-მუდარით შევხედე და მის პასუხს დაველოდე. მანაც კეთილშობილება გამოიჩინა და გამიშვა. მაშინვე ვუპასუხე და მისი ხმის გაგონების მოლოდინში გავიტრუნე. -ივლიტა...-გაისმა გიოს სევდიანი ხმა და ვიგრძენი როგორ ამეწვა თვალები და ყელი. -გიო...-ამოვისრუტუნე მეც და ნერვიულად დავიწყე ფრჩხილების კვნეტა. -ჩემი ლამაზი გოგო როგორ ხარ?-მის ხმაშივე იგრნობოდა უდიდესი მონატრება. -კარგად გიო, შენ როგორ ხარ? როგორ გექცევიან მანდ?-ჩუმად ვტიროდი მე. -რავიცი ივლიტა. ნორმალურად. ყვლაფერი კარგია, მაგრამ ხომ იცი მაინც სულ სხვაა ყველაფერს ძალით რომ აკეთებ და გული სულ სხვა რამისკენ მიგიწევს.თანაც ასე შორს ვარ თქვენგან და ისე ძალიერ მენატრებით.-ვხვდეებოდი როგორ უჭირდა თანდათან საუბარი. -მეც ძალიან მენატრები გიო...-დავიჩურჩულე მე. -სახლში როგორ ხართ? მამა და დედა როგორ არიან?-მკითხა მან. -რავი კარგად.-ცივად გავეცი პასუხი. -რამე მოხდა ივლიტა?-მაშინვე მიმიხვდა გიო,მაგრამ ვიცოდი რომ მისთვის მომხდარის შესახებ თქმა უფრო უარესი იქნებოდა და უფრო ინერვიულებდა ჩემზე. -არაფერი გიო მართლა, ისევ თავისებურებს უშვებს რა ხომ ხვდები-ვუთხარი მე. -ჰო ჰო. სწავლა დაამთავრე და მერე ვქნათ რამე და გადავიდეთ მე და შენ თბილიში. ეგებ გვეშველოს რამე.-დამაიმედა გიომ. -ჰო... ცოტა ხანიც და.-დავიჩურჩულე მე. -კარგი ივლიტა,ახლა უნდა წავიდე ჩუმად გირეკავ, შენ არც დამირეკო და არც მომწერო, მე როცა მექნება საშვუალება თავად დაგირეკავ ხოლმე ჩემი ლამაზი დაიკო. ძალიან მიყვარხარ და მენატრები. თავს გაუფრთხილდი და თემო მომიკითხე- -კარგი გიო. მეც ძალიან მიყვარხარ და მენატრები. ჩემი პატარა ძამიკო. თავს გაუფრთხილდი შენც და თუ რამე დაგჭირდება მითხარი და ხო... თემოსაც მოგიკითხავ-გამეღიმა მე. -კაი. ვთიშავ. მიყვარხარ.-დაიჩურჩულა გიომ. -მეც მეც-ხმა წართმეულმა მძლივს დავილაპარაკე და შემდდეგ გაბმული ზარის ხმა გავიგე. საოცარი მონატრება მომეძალა მისდამი და ჩემი ცრემლებიც აღარ ჩერდებოდნენ. აქ ყოფნისას სულ მაბრაზებდა და ნერვებს მიშლიდა. რამდენჯერ „გვიბერტყია“ ერთმანეთი. გვისურვებია ვერ გადარჩენა და ათასი ამდაგვარი რამ,მაგრამ ახლა,როდესაც ის ჩემთან აღარაა მე ვგრძნობ საოცარ მონატრებას და უბრალოდ მინდა შემეძლოს მისი გულში ჩაკვრა. მალევე შევიმშრალე ცრემლები და კლასში დავბრუდი. ჩემი ჩაწითლებული თვალების დანახვისას ანოს მაშინვე სახე წაეშალა. ასევე იყო მთელი კლასი. მერხისაკენ მივდიოდი,როდესაც მასწავლებლის ხმა მომესმა. -ივლიტა,შვილო, ხომ ყველაფერი კარგადაა?-მკითხა შეშინებულმა მასწავლებელმა. -დიახ მას, უბრალოდ ჩემმა ძმამ დამირეკა და...-გამეღია მე. -აჰამ. გასაგებია შვილო, ხომ კარგადაა? მოსწონს იქაურობა?-მკითხა უკვე ღიმილით. -დიახ, მადლობა კარგადაა. ამბობს რომ მოსწონს და რავიცი.-გამეღიმა მე. -კარგია კარგია. -მხარზე ხელი ჩამომისვა მასწავლებელმა და მეც სკამზე დავჯექი. დანარჩენმა გაკვეთილებმა უინტერესოდ განვლო. ყველაფერს დაძაბული ვუსმენდი და ვცდილობდი არცერთი დეტალი არ გამომრჩენოდა. ვცდილობდი არ მეფიქრა თემოზე. დაღლილი წამოვდექი ფეხზე,როდესაც ბოლო გაკვეთილიც გამოვიდა. ჩანთა შევკარი და ანოსთან ერთად ჩავედი დაბლა. სკოლიდან როგორც კი გამოვედით ეზოს ჭიშკართან თემო დავინახე. ადგილს მივეყინე. ვიგრზენი უდიდესი მონატრება მისი,მაგრამ ამავდროულად წყენაც ვიგრძენი მის მიმართ. დავინახე ჩემი დანახვისას როგორ ჩაეღიმა. აი ისე, თავისებურად,მე რომ მიყვარს. -წადი გოგო ,გადადგი ნაბიჯი-ოდნავ მკრა ანომ ხელი. ერთი გავხედე და გადავდგი ნაბიჯი. მივიწევდი მისკენ და თან ვაკვირდებოდი. შავი უბრალო მაისური ეცვა,ჯინსის მუქი შარვალი და მისი განუყრელი კედები. თმა დაემოკლებინა და მასთან ერთად წვერიც. მარჯვენა ხელში კვლავ სობრანიეს კარგად ჩამწვარი შავი ღერი ეკავა. სახეზე შევხედე თუ არა ბაგე ოდნავ გააპო და კვამლმაც გადაფარა მისი სახე. შავი სათვალის გამო ვერ ვხედავდი თვალებს და ამიტომ ვგრძნობდი დანაკლისს.მწუროდა იმ უძირო,ნაცრისფერი თვალების ხილვა. რამოდენიმე ნაბიჯი მაკლდა მასთან მისვლამდე,როდესაც სიგარეტის ღერი მოისროლა და მანქანის კარზე მიყრდნობილი ოდნავ წამოიწია. ურგს უკან სიცარიელ რომ ვიგრძენი თავი ოდნავ მივაბრუნე და ანო აღარ დამხვდა. მხოლოდ შორიდან დავინახე მისი სილუეტი,რომელიც სახლისაკენ გზას მარტო მიუყვებოდა. ღრმად ამოვიდსუნთქე და უკანასკენლი ნაბიჯიც გადავდგი. ერთხას მიყურა თვალებში.მის მზერას სათვალსი მიღმაც ვგრძნოდბი. შემდეგ არაფრის თქმა არ მაცალა. უცებ დამტაცა ხელი დ სხეულზე მთელი ძალით ამიკრო. მაშინ შევიგრძენი სიცოცხლე,სითბო, სიყვარული და ყველა ის გრძნობდა რაც მართლა თბილი და წმინდა იყო. ხარბად შევისუნთქე მონატრებული სურნელი და მის მკლავებში გავიტრუნე. -არაფერი თქვა გთხოვ-გავიგე მისი ჩურჩული და ღრმა სუნთქვა. მეც კვალვ წარმატებულად დაჰიპნოზებული გავიტრუნე. გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე,როდესაც სიცივე ვიგრძენი. თემოს ჩემთვის ხელები შეეშვა და კვლავ მანქანას მიყრდნობოდა თავ ჩაღუნული. მეც მივაპყრე თვალები და გასუსული ვუყურებდი. როგორ მომნატრებია ღმერთო როგორ... -წამო გავიაროთ რა...-ისე მითხრა თავი არ აუწევია. -მამა გაიგებს.-დავიჩურჩულე მე. -უბრალოდ ჩაჯექი რა-გაბრაზებულმა ოდნავ აუწია ხმას და მანქანის კარი გამოაღო. ერთ ხანს გაუნძრევლად ვიდექი და ვუყურებდი მის აბობოქრებულ თვალებს და შემდეგ მძიმე ნაბიჯით ჩავჯექი. თემოც მალევე ჩაჯდა,ერთი გამომხედა და მანქანა დაძრა. უხმოდ მივდოდით, არცერთი ხმას არ ვიღებდით.რამოდენიმე ხანში მანქანა ჩემთვის უცხო ადგილას გააჩერა და ჩემკენ შემობრუნდა. -როგორ ხარ?-მკითხა მან. -ნორმალურად, შენ?-ვკითხე თავჩახრილმა. -მოდი რა ჩემთან-შემომხედა მან და მეც ზუსტად ამ დროს გავუსწორე თვალი. ღვედი შევიხსენი და მისკენ მივიჩოჩე. ხელი დამავლო და მის მუხლებზე მომათავსა. ძალიან მაგრად ჩამიკრა გულში. ყელში ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას. -ბოდიში ჩემო შავტუხა.ბოდიში.-მეჩურჩულებოდა გაბმულად და მეც ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. ჩემი სველი ლოყები რომ იგრძნო თავი აწია და ჩემი ცრემლების დანახვისას ვიგრძენი როგორ გააკანკალა. -არ იტირო ჩემო ლამაზო რა. გთხოვ-კოცნით ამიშრო სახეზე ცრემლები. -ასე აღარ დამტოვო რა...-დავიჩურჩულე მე. -არა ჩემი გოგო,არა...-შუბლზე მაკოცა. დიდხანს ვსაუბრობდით. ათას ამეზე ვისაუბრეთ. მისი არყოფნისასა დაგროვილი ყველა სიტყვა ავინაზღაურეთ. არ მახსვოს ბოლო სიტყვები მისი. უბრალოდ მისი სახე ხელებში მოვიქციე. ჯერ ღაწვებზე ვაკოცე ძლიერად,შემდეგ ყელში-ორივე მხარეს, შუბლზე, ცხვირზე და შემდეგ დავუკოცნე მინაბული თვალები. ვგრძნობდი თითოეულ კოცნაზე როგორ აკანკალებდა. -მიყვარხარ... მჭირდები-დავიჩურჩულე თითქმის ჩუმად. -მეც...-მითხრა მან და მონატრებულად წაეტანა ჩემ ბაგეებს. უცებ ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა და შეშინებული მოვწყდი მის ტუჩებს. ჩემ ტელეფონს ელი დავავლე და ეკრანზე მამას ფოტოს რომ წავაწყდი სული გამეყინა. -ნუ გეშინია ჩვეულებივად უპასუხე.-შემაგულიანა თემომ. ერთი ღრმად ამოვისუნთქე და ეკრანს თითი გადავუსვი. -ხო მამა-ვეცადე არაფერი შემტყობოდა. -სად ხარ აქამდე?- კვალვ ის უხეში ტონი. -პროექტზე დაგვტოვა რამდენიმე ბავშვი მასწავლებელმა. ამიტომ შემაგვიანდა. ცოტახანში მოვალ.-ვუთხარი მე. -კარგი. ჭკვიანად იყავი და ჭკუა დაატანე შენ სულელურ და ბილწ საქციელებს-დაიგრგვინა მან. -კარგი-დავიჩურჩულე მე. ყურმილი დავკიდე და შვებით ამოვისუნთქე. -თემო წავიდეთ რა...-ვთხოვე მე. მალევე მიმიყვანა თემომ მახლობელ პარკთან. კვლავ მაკოცა თბილად და წავიდა. სახლში მისულს კარში მამამჩემი დამხვდა და მონოლოგი გამიბა რომ თუ რამე ასეთი სიტუაცია იქნებოდა კიდევ წინასწარ გამეგებინებინა. მეც მორჩილად ვუქნიე ყველაფერზე თავი და ოთახში შევიყუჟე. ცოტა ხანს ვიმეცადინე, მერე ანომაც დამირეკა და მოვუყევი მომხდარი. მვგრძნობდი რომ დავფრინავდი. საღამურები ჩავიცვი. უკვე დაღამებული იყო.თმა აბურდულად შევიკარი და ჩუსტების ფლატუნიტ გავედი სამზარეულოში. ჩაი დავაყენე. ჩემ სასაცილო ფინჯანში ჩავასხი. დედას ტკბილი ძილი ვუსურვე და ნაძინებელში შევედი. ადგილზე გავშეშდი,როდესაც საწოლზე წამოწოლილი მომრიმარი თემო დავინახე. კარი სწრაფად მივხურე და საკეტი საიმედოდ გადავკეტე. -სულელი ხარ...-გამეცინა მე. ჩაის ფინჯანი საწოლის გვერდით ტუმბოზე დავდგი და ფადები ჩამოვაფარე. -ნახე მე რა მოგიტანე?-გამეკრიჭა თემო და ხელსი ტკბილეულობით სავსე პარკი აათამაშა. -ი... რა კარგი ბიჭი ხარ შენ- მისკენ დავიხარე და ცხვირზე ვაკოცე. -მოდი რამე ფილმს ვუყუროთ-ავაფახუნე წამწამები. -კარგი...-დამთანხმდა ისიც-რას ვუყუროთ?-მკითხა თემომ. -რას და...-თითი მივიბჯინე ლოყაზე...-მოდი “A walk to remember”-ს ვუყუროთ რა...-შევხედე მე. -მ... არ მაქვს ნაყურები.-გაბუსხა ტუჩები მეც დრო ვიხელთე და უცებ ვაკოცე. -ჩემმი ეშმაკუნა გოგო- თავის მარწუცებში მომიქცია და ყელში ბევრჯელ მაკოცა. მალევე ჩავრთე ფილმი მის კერდზე მოვკალათდი და უკვე მრავალჯერ ნანახის კვლავ დიდი ინტერესით ყურება დავიწყე,მაგრამ ახლა ერთი განსხვავებით. ადრე, მას მარტო ვუყურებდი ხოლმე. გოგნაში ყოველთვის ჩემთავს ვხედავდი დაყოველთვის მინოდად რომ ჩემ ცხოვრებაშიც გაოჩენილიყო ასეთი ბიჭი. ვისაც კიდევ უფრო ძლიერად ვეყვარებოდი და ყველაფერში ჩემ გვერდით იქნებოდა. ყოველთვის ვტიროდი გოგონას ბედს, რომ ამ ქვეყნად არ ეწერათ დიდხანს ყოფნა,მაგრამ ამავდროულად შევნატროდი კიდეც. მთელი ფილმის მანძილზე ჩუმად ვტიროდი და თემოს მოტანილ შოკოლადებს ვჭამდი. როგორც კი ფილმი დასრულდა თემომ მისკენ მიმაბრუნა და მითხრა. -ჩვენ სულ ერთად ვიქნებით. ჩვენი სიყვარული ქარივით არაა... ჩვენ სიყვარულს ვხედავთ და ვგრძნობთ კიდეც. ჩვენი სიყვარული სულ სხვა რამაა. ჩემი სიყვარული შენ ხარ.-ითხრა მან და ჩემი ბაგეები კვლავინდებურად მთელი სინაზით დააგემოვნა. გამთენიისას კვლავ გავაცილე ფანჯრიდან და ტკბილად ჩამეძინა. მეორე დილით ჩემი ყულაბა ჩუმად გავტეხე და 2 წლის ნაგროვები ფული შაფულეში ჩავიდე. ახლა ვიგრძენი რომ თურმე ის ჩემთვის მოკლებული ჯიბის ფული ამ დღისთვის ღირდა. დედა გავაფრთხილე რომ დღეს საკმაოდ დამაგვინადებოდა რადგან სამოქალაქო კლუბიდან ტრენინგზე მივყავდით ბავშვები. ისიც დამთანხმდა. სულ ფრენა ფრენით მივედი სკოლაში და ანოს მთელი ძალით შემოვეხვიე. -თემოს ეენაცვალოს ჩემი სიცოცხლე ასე რომ გაგაბედნიერა-მიჩურჩულა ანომ და სიცილი დაიწყო. პირველი გაკვეთილი სშემდეგ დამრიგებელთან მივედით მე და ანო. 10 წუთი ვეხვეწებოდი რომ დღეს გავეშვიტ რადგან ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვქონდა. ბოლოს როგორც იქნა დავითანხმეთ. ჩანთები ავიღეთ და გეჩერებისაკენ წავედით. იქ კი გაკრეჭილი გეგი რომ დამხვდა სულ გადავირიე. მონატრებულს გავიქეცი და მაგრად მოვეხვიე. -აქ რა გინდა?-გამეცინა მე. -აბა მარტოს გაგიშვებდით ქალბატონო?-ლოყაზე მიჩქმიტა და მანქანაში ჩასხედითო გვანიშნა. ანო წინ დავსვი,მე კი უკან მოვკლათდი. მთელი გზა ვილაპარაკეტ, ვიცინეთ, ვიმღერეთ... ვგრძნობდი რომ უფრო და უფრო იყვარდებოდა გეგი. როგორც კი დანიშნულების ადგილას მივედით ღრმად ამოვისუნთქე. ოსტატს მთელი ნახევარი საათი ვუხსნიდი დეტალებს რა როგორ მსურდა. დავემუქრე თუ ისეტი არ გამოვიდოდა როგორიც მე მსურდა არ წავიღებდი. პირობა მოგვცა რომ საღამოს 8 საათისათვის მზად ექნებოდა. ნუ ეს ჩვენ ვაიძულეთ. ახლა ერთი კითხვა იყო: რა გვეკეთებინა 8 საათამდე,როდესაც ჯერ მხოლოდ პირველი საათი იყო. გეგიმ ეშმაკურად ჩაიცინა და მანქანა დაძრა. ანოს დაწივლება გავიგე მაშინ,როდესაც გეგიმ მანქანა საკმაოდ მარალ საცხოვრებელ კორპუსთან გააჩერა. -არ არსებობს- ჯუჯღუნებდა ანო და ხელებს გიჟივით იქნევდა. მე მხოლოდ მაშინ მივხვდი თუ რაში იყო საქმე,როდესაც გეგიმ სახლის კარი შეაღო და თვალწინ წარუშლელი სანახაობა გადაიშალა. სახლი ყირაზე კი არა, ყირაზე -კუბსი იყო. ყველაფერი არეულ-დარეული. ერთი გავხდედე გეგის განაბულ სახეს და ხბოს თვალებს და გამეცინა. მერე იყო გეგის ტანსაცმელში გამოყობილი მე და ანო. სახლის ლაგება. სიცილი, ანოს წიკვინი და გეგის ლანძღვა და წყევლა. დალაგებას 5-ზე მოვრჩით. უძალიანმაგრესი იყო გეგის დასარეცხი ჩურჩელით აშენებული ყველა ღირსშესანიშავი ძეგლის დამხობა ჩემ მიერ და შემდეგ რამოდენიმე სახეუბის კერძის გაკეთება. დასრულებულზე გეგი მოვიდა ჩემთან ლოყაზე მაკოცა და მითხრა. -ისე ხომ იცი ეს შენი გამოცდა იყო ხო და... წარმატებით ჩააბარე ასე რომ დღეიდან შენ ჩემი რძალი ხარ.-სასაცილოდ გაიჯგიმა გეგი. -მე მივიწიე და ლოყაზე უნდა მეკოცნა ტუჩები რომ მივუახლოვე და უცებ ვუკბინე. -ააა-ო ერთი იწივლა და ლოყაზე ხელი აიფარა. -ეს იმისთვის აქამდე რომ არ მთვლიდი რძლად-წარბი ზემოტ ავზიდე მე და დივანზე ჩამოვჯექი. სააბაზანოდან გამოსული ანოც გვერდით მომიჯდა და კვლავ გეგის მიუბრუნდა. -ბიჭო- დაიჭექა მან-გეუბნები მოიყვანე ცოლი ვა... სულ მე და ივლიტა კი არ ვივლიტ ასე და დაგილაგებთ ამ მშვენიერ სახლს,რომელიც მე ასე მომწონს,მაგრა შენო-თითი გაიშვირა გეგისაკენ -მას საღორედ აქცევ. მოიყვანე ცოლი შენც გეშველება და ჩვენც. -სტოპ. სტოპ.სტოპ. გოგონია ახლა მე მომისმინე.ეს იქეთა წელს სკოლას ამთავრებ და ჩემემთან გადმოეთრევი მერე კიდე სულ წკრიალზე მექნება სახლი. ზალიან რომ მოგწონს იმიტომ უნდა მყავდე აწი სულ ჩემთან და მეორეც რა გინდა მაინც და მაინც გავიდე უჩაში და პირველივე შემხვედრ ქალს დავავლო ხელი და დავისვა სახლში? ან იქნება კი ქალი? რას გაიგებ ეგება და საქმე საქმეზე რომ მიდგება კაციც აღმოჩნდეს ჰა?-ლაპარაკობდა სრული სერიოზულობით. მე და ანო გავიბერეთ,გავიბერეთ გავწითლდით და უცებ გავსკდით. ვხარხარებდით გაუჩერებლად და თან ერთმანეთს ვაწყნარებდით. გეგი ჯერ ვერ გაერკვა მომხდარსი შემდეგ კი შუაში ჩაგვიჯდა და ორივეს ხელი გადაგვხვია შუბლზე გვაკოცა. -გეყოთ ეხლაო -დაჭექა და ჩვენც გავჩერდით. საღამოს 8 საათზე შკვეთილი ნივთი მზად დაგვხვდა. მართლაც ზუსტად ისეთი იყო,როგორიც წარმომედგინა. ოსტატს ფული გადავუხადეთ და წამოვედით. მთელი გზა ხელში მეკავა და გულში ვიხუტებდი შენაძენს. სახლში მისულმა დაღლილობა მოვიმიზეზე და ოთახში შევიყუჟე. უცებ ვიმეცადინე და შემდეგ თემოს ლოდინშ გავიტრუნე.12ს აკლდა 5 წუთი,როდესაც ჩემ ფანჯარაზე ამოძვრა. -ჩემი პატარა...-ჩემკენ წამოვიდა და ძლიერად მომეხვია.-ნეტავი იცოდე როგორ მომენატრე. -მიჩურჩულა მან და ჩემმი გულიც აფრთხიალდა. მისი ბაგეებისაკენ მივიწიე და ფრთხილად ვაკოცე მთელი გრძნობით. თვალი კედელზე ჩამოკიდულიი საათისაკენ გავაპარა,რომელიც 00:00-ს უჩვენებდა და მეც ოდნავ ჩამოვშორდი თემოს ბაგეებს. -დაბადების დღეს გილოცავ ჩემო inked ბიჭო-დავიჩურჩულე მე და კიდევ ერთხელ ვაკოცე. ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა და მეც უფრო გხარებულმა მაგრად მოვხვიე ხელები. -მეგონა არ გეცოდინებოდა.-გაეცინა მას და შუბლი ჩემს შუბლს მოადო. -მე ყველაფერი ვიცი-ტუჩები გავატკაპუნე მე. -აწი მეცოდინება-გაიცინა მან. მე ხელი ჯიბისაკენ წავიღე და იქედან ჩემი საჩუქარი ამოვაძვრინე. თემოს ჩემ წელზე ქონდა ხელები შემოხვეული. ჩემი მოკუმული ხელი გავშალე და გამოჩნდა ჩემს ხელის გულზე დადებული ბეჭედი. დავინახე როგორ შეეცვალა თემოს სახე. -ეს ჩემი საჩუქარია. გამახარებ თუ სულ თან ატარებ- დავიჩურჩულე მე. თემომ ხელები შემიშვა და ჩემი ხელიდან ბეჭედი აიღო. აკვირდებოდა საკმაოდ ლამაზ ბეჭედს რომელსაც ის პატარა ორნამენტები ამშვენებდა,რომელსაც ხშირად ხატავდა ხოლმე თავად. შემდეგ შიგნიდან ბეჭდის კიდეებს დააკვირდა და იქ ქართულ ასოებს რომმ მოკრა თვალი და შემდეგ წაიკითხა წარწერა : „შავტუხასაგან“ უფრ გაეღიმა. მაშინვე მომხვია ხლეები და ტუჩებზე დამეწაფა. -მადლობა ჩემო შავტუხა. ასეთი საჩუქარი არასდროს მიმიღია.-მითხრა მან და ბეჭედი თითზე მოირგო. -იცოდე არასოდეს მოიხსნა.-თითი დავუქნიე მე. -ნწ. არასოდეს-გამიღიმა მან. -მთელი ღამე მასთან ჩახუტებულმაგავატარე. მთელი ღამე მკოცნა და მეფერა. ვხედავდი ჩუმად როგორ ეფრებოდა ჩე ნაჩუქარ ბეჭედს და უდიდესი სიხარული მიპყრობდა. გამთენიისას კვლავ წასასვლელად მოემზადა. ფანჯარასთან მდგომს ხელი შემომხვია მაკოცა და მიჩურჩულა. -დღეს მთელი დღე ჩემთან უნდა იყო.- მეც თავი დავუქნიე და გავაცილე ჩემი ბიჭი. ცოტა ხანს მეძინა.8 საათზე ისევ წამოვხტი და მზადება დავიწყე. უკვე გამზადებული დედასთან და მამასთან გავედი. -დილა მშვიდობისა -ვთქვი მე. -დილა მშვიდობისა-გამიღიმა დედამაც. -თხოვნა მაქვს თქვენთან-დაბალ ხმაზე ვთქვი მე. დავინახე როგორ დადო მამამ გაზეტი მაგიდაზე და შემომხედა. -დღეს სამოქალაქო კლუბთან დაკავშირებული რონისძიებაა. სკოლიდან ერთ ბავშვს არცევენ და ჩვენი სკოლიდან მე ამარჩიეს.2 საათზე იწყება და საღამოს 10ზე სრულდება. არ ვაპირებდი თქვენთვის თქმას ,რადგან ვფიქრობ არ გამიშვებთ,მაგრამ ქალბატონმა ნანამ მთხოვრა რომ მეკითხა მაინც თქვენთვის,რადგან ძალიან უნდა რომ დავესწრო ღონისძიებას. ასე რომ მინდა გთხოვოთ რომ გამიშვათ. რადგან დღეს ვერ მოვახერხებ ამოსვლას ვიფიქრე თუ გამიშვებენ მე ნსად უნდა დავრჩე თქო და ქალბატონმა ნანამ მითხრა ოღონდ შენ ამოდი და ცემთან დაგიტოვებო.. გთხოვთ რა... მხოლოდ ამ ერთხელ-თავი დაბლა დავხარე და მათი პასუხის მოლოდინში გავიტრუნე. ცოტა ხანს სიცუმე ჩამოვარდა. უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ უარს მეტყოდნენ. -კარგი-გაისმა მამას ბოხი ხმა და მე უკვე ვეღარ ვგრძნობდი ფეხქვეშ მიწას. -მადლობა-გახარებულმა წამოვიძახე მე და ოთახში შევედი. ზურგჩანთაში გამოსაცვლელი ტანსაცმელი ჩავალაგე. კარის გაღების ხმა რომ გავიგე უკან მივიხედე და ოთახში შემომავალი მამა დავინახე. გაკვირვებული შევბრუნდი მისკენ და ერთ ადგილს ივეყინე. -რით მიდიხარ?-მკითხა წარბ შეკრულმა. -მარშუტკით-დავიჩურჩულ მე. -გაემზადე და მე გაგიყვან გაჩერებამდე-მითხრა ან და ოთახი დატოვა. ვაიმე თქო და მაშინვე ტელეფონის ძებნა დავიწყე. თემოს მივერე რომ მამა მაცილებდა და გაჩერებაზე აღარ დამხვედროდა,მაგრამ მას პასუხი არ მოუწერია. მამამ დამიძახა და მეც გავედი. მანქანაში ჩვსხედით და დავიძარით. მთელი გზა უფალს ვთხოვდი რომ თემო იქ არ ყოფილიყო. შვება მხოლოდ მაშინ ვიგრზენი,როდესაც ადგილზე მისულმა ვერსად შევნიშნე მისი მანქანა. მამამ სამგზავრო საფასური გადამიხადა ცალკე განთავსებულ სკამზე დამსვა -ჭკვიანადო მითხრა და იაქმდე მელოდა სანამ მარშუტკა არ წავიდა. დაახლოებით 5 წუთში მძღოლმა მარშუტკა გააჩერა. მე ყურადღება არ მიმიქცევია,ვიფიქრე მგზავირი ამოდიოდა. ჩემი სახელი რომ გავიგე მხოლოდ მაშინ ავწიე თავი და თემო დავინახე. წამოდიო მანიშნა და მეც მაშინვე დავავლე ჩემ ჩანთას ხელი და მარსუტკიდდან ჩავედი. მის მანქანასი ჩავსხედით და უკანა სავარძელზე მჯდარი გაკრეჭილი ანო დავინახე.ახლა უკვე მათთან ერთად დავიძარი თბილისისაკენ. მთელი გზა მიღიმოდა და ხელს მიმკოცნიდა თემო, ანო კი არა და არ აჩერებდა პირს. ჩემთვის უკვე ნაცნობ ადგილას-გეგის სახლთან გავჩერდით,მაგრამ მანქანიდან არ გადავსულვართ. მალევე გამოჩნდა გეგიც უამრავი პარკით ხელში და სასაცილო გამომეტყველებით. -გადადი ბიჭო მიეხმარე-გამეცინა მე. -ნწ. იუბილარი ვარ მე-გაიჯგიმა თემო. ერთი შევხედე მოჭუტული თვალებით და საბარგულის გაღების ხმაც გავიგე. მალევე ჩაჯდა გეგიც. -და... საით მივდივართ?-გადავხედე მანქანაში მჯდომთ. -სად და მთაში ლაშქობაზე-ამაყად განაცხადა გეგიმ. -რა? მართლა? კარვებით და რაღაც?-გახარებულმა წამოვიძახე მე -სწორედაც- გამიღიმა თემომ. -აუუ რამაგარიაა.-მთელ ტანიტ გადავიხარე მისკენ და მაგრად შემოვხვიე ხელები. დიდხნას ვიარეთ მანქანით. როდესაც გავჩერდით და ადგილი მოვათვალიერე ჩემ გამოცებას საზღვარი არ ქონდა. ცჩვენ ვიყავით პატარა გორაზე გარშემო კი სულ მაღალი მთები გვეკრა. ულამაზესი იყო იქაურობა. თავი მართლაც რომ სიზმარში მეგონა. ბიჭებმა კარვების გაშლა დაიწყეს . როგორც შემდეგში ვნახე მხოლოდ ორი კარავი იყო. მე და ანომ თემოს მანქანის საბაგულში პატარა სამზარეულო მოვაწყეთ. შემდეგ კი სანამ ბიჭბი შეშის მოსატანად იყვნენ ასულები ჩვენ კოცონისათვის ადგილი შემოსაზყვრეტ ქვებით. შემდეგ ძირს პლედები დავფინეთ და ბიჭების მოსვლამდე იქვე შემჩნეული ბუნებრივი წყაროსაკენ წავედით. ჯერ მარტო სანახავად იყო ულამაზესი. წყაროდან ამოსულებს ბიჭები ჯერ კიდევ არ დაგვხვდნენ მოსულები,ამიტომ იქვე ჩამოვსხედით. -ბედნიერი ხარ-მითხრა ანომ. გამეღიმა. ხო, მე მართლა ბედნიერი ვიყავი. -მიხარია ივლიტა,ასე რომ ხარ. მიხარია რომ იპოვე თემო. ნეტავ იცოდე როგორ შეიცვალა შენი თვალები. შენი ნათქვამი ყოველი სიტყვაც კი სულ სხვანაირად ისმის ახლა.მინდა რომ კიდევ უფრო ბედნიერი იყო.-გამიღიმა ანომ. მე მისკენ მივიწიე და ძლიერად მოვეხვიე. -მართლა ბედნიერი ვარ ანო. ძალიან ბედნიერი. თემოს რომ ვუყურებ და მის ჩემთან ყოფნას რომ ვგრძნობ ყველაფერი მავიწყდება. ყველა ტკივილი,ჩხუბი. ყველაფერი ანო. ყოველ ღამით მასთან ერთად ძილს მივეჩვიე. უმისოდ აღარც კი შემიძია. მისით ვსუნთქავ ანო.იცი სიკვდილის ახლა უფრო მეშინია,ადრე სულ არ მეშინოდა ახლა კი... არ მინდა მოვკვდე და თუნდაც ერთი წამით მომიწიოს უმისოდ სხვა სამყაროში ყოფნა. -ვეუბნებოდი მე და ყოველ სიტყვაზე უფრო და უფრო მაგრად ვხვევდი ხელებს. -მე მჯერა რომ სულ ერთად იქნებით-მითხრა ანომ და შუბლზე მაკოცა. საღამო მართლაც რომ არაჩვეულებრივად გავატარეთ. კოცონს შემომსხდრები ათას რამეზე ვსაუბრობდით,ვიცინოდით,ვმღეროდით. მთელი საღამო თემოს მკლავებში მოქცეული ვიყავი და ვტკბებოდი ამ დღით. ვიყურებოდი გარშემო და ვგრძნობდი რომ მხოლოდ ერთი რამ მაკლდა სრული ბედნიერებისათვის. მხოლოდ გიო მაკლდა. ის რომმ აქ ყოფილიყო თავისუფლად შემეძლო მეთქვა რომ ყველა ჩემთვის საყვარელი ადამიანი იქ მყავდა. გვიან შევედით კარვებში დასაძინებლად. მე და თემო ერთად ვიყავით,ხოლო გეგი და ანო ერთად. მის მკლავებში გახვეული თბილად ვიყავი გატრუნული. გამთენიისას გამომეღვიძა. ჩუმად გამოვიპარე გარეთ და მზის ამოსვლას დავუწყე ყურება. ძალიან ლამაზი იყო ეს მომენტი განსაკუთრებით. მალე ვიგრძენი თბილი ხლეები ჩემ წელზე და ჩემ კისერში ჩარგული თავი. -დილა მშვიდობისა ჩემო შავტუხა-ყელში მაკოცა თემომ. -დილამშვიდობისა-მის ხელებს ჩემი ხლეები გადავაფარე და თითებით დავუწყე ფერება. -ლამაზია არა?- შევხედე მას. -ჰო. ძალიან-კიდევ ერთხელ მაკოცა თემომ. -ასეტ ადგილას მინდა სახლი. ყოველი დილა ასეთი რომ იყოს. მინდა ჩემმი შვილები ასეთ გარემოში გაიზარდნონ და უყვარდეტ და დააფასონ ეს მშვენიერება. მე მინდა მათ იცხოვრონ მთებში,სადაც ყოველი ერტილი თავისუფლებითაა გაჟღენთილი. მინდა აქ ვგქონდეს სახლი ჩვენ-დავიჩურჩულე მე. -გვექნება.-მითხრა მან და კიდევ უფრო ძლიერად მომეხვია. მალევე გაიღვიძეს გეგიმ და ანომაც. ვისაუზმეთ და დავადექით სახლისაკენ მიმავალ გზას. ბოლოს მისაყვანი თემომ მე შემომიტოვა. ჩემი ფანჯრის მხრიდან მივედით. -ჩემი გოგო აბა მიდი კვიანად. საღამოს თუ შევძელი აუცილებლად მოვალ. რაღაც საქემეები მაქვს და-მითხრა მან და სახეზე მომეფერა. -კარგი. დაგელოდები მე მაინც-გავუღიმე და ის ხელს მოვეფერე. თემო ჩემკენ გადოიწია და ბაგეზე დამეწაფა. მანქანიდან გადმოვედი. კვლავ გავუგზავნე ახლა უკვე ჰაეროვანი კოცნა და სახლისაკენ წავედი. კარის სახელური უნდა დამეწია,როდესაც თემო სმს მომივიდა „უკვე მომენატრე“ მეც გამეღიმა და კარი გავაღე. მაშინვე ვიგრძენი ტკივილი თავის არეში. შემდეგ კი დავინახე მამა. თმაში ხელი ქონდა წავლებული და საძინებელში მიმათრევდა. -მამა რას აკეთებ გაჩერდი მამა-ვყვიროდი გამეტებით. -შე კახპა!- მიღრიალა მან და ერთ ადგილას დამაყენა. ზიზღით სავსე თვალებით შემომხედა და სახეში ძლიერად გამარტყა. მაშინვე ძირს დავეცი. -ქუჩის ქალო-იღრიალა მან და უცელში დამარტყა ფეხი. -შე ბო*ო-მიღრიალა კვლავ და რამოდენიმეჯერ კიდევ დამარტყა ფეხი. -შენ ვინ ხარ შე კა**ა. ოჯახის შემარცხვენელო-ღრიალებდა ის და ხან ხელს მირტყავდა და ხან ფეხს. მთელი სხეული მტკიოდა. ტკივილისაგან უკვე ვხაოდი. -ჩაუწექი უკვე საწოლში ?! შე ბო*ო. - ღრიალებდა კვლავ. -იმ ნა****რმა გამოგიყენა უკვე?! ვინ იცის ეგებ უკვე მისი პატარა ნაშიერიც გყავს მაგ გამოსაფატრ მუცელში ჰა?! შენი დედა მ*****ნ ! შე ბო*ო ! -მე ის მიყვარს მამა-ვიყვირე იმ ძალით რაც კი ჯერ კიდევ შემორჩენილი მქონდა. ერთხანს გაჩერდა შემდეგ თმაში წამავლო ხელი და საწოლზე მიმაგდო. ოდნავ მიტრიალებულმა ავინახე როგორ შეიხსნა ქამარი და ჩემკენ გამოემართა. -გთხოვ მამა. გთხოვ-ვტიროდი მე,მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა. დავინახე როგორ მოიქნია ქამარი მთელი ძალით და შემდეგ გაუსაზლისი ტკივილი ვიგრძენი ზურგზე. -ა... ! -ერთი დავიყვირე და ამის შემდეგ მრავალჯერ განმეორდა უფრო და უფრო ძლიერი დარტყმები. მეგონა მთელი ზურგი გადამისერეს. მეგონა კი? თითებით ვებღაუჭებოდი საწოლს და ვგრზნობდი რომ უკვე გონებას ვკარგავდი. ნელ-ნელა მიჩუმდა მისი ამაზრზენი სიტყვების კორიანტელი,თითქოს ყოველი დარტყმაც უფრო შესუსტდა. ცრემლიც გამიშრა. თითებიც მომეთენთა და მერე სულ გამეშვა. ტვალები მიმელულა და მერე ჩამობნელდა. ******************************** ვიცი რომ ძალიან დავაგვიანე,მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი მაქვს გარეთ გასასველადაც კი ვეღარ ვიცი. ვეცდები სასწავლო დღეებშიც დავდო ხოლმე,მაგრამ ვიმეორებ ვეცდები. ეს სამიათას სიტყვამდეა. იმედი მაქვს მოგეწონებატ და ხო. ცოტა ბოროტულად გამომდის,მაგრამ ერთს ვიტყვი ისე ვდებ ახალ თავებს როგორც თქვენ წერთ კომენტარებს ასე რომ.... და მაინც მუდამ თქვენი ელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.