შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით (30)


28-09-2015, 23:51
ავტორი lisebeth
ნანახია 3 243

ელენე სახლში არც კი იყო შესული ტელეფონზე ზარი ,რომ გაისმა. დილის მერე ურეკავდა რატი მაგრამ მასთთან დალაპარაკება ვერა და ვერ მოახერხა. ხან თამუნას პრობლემა ,ხან მარის ... ალბათ გაუგებრობაში იყო და თან ძალიან ნაწყენი. ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა რატისთვისაც მოიცალა.
-ნინი შეგიძლია დედას დახედო? მე რატის უნდა ვესაუბრო ...
გოგონამ თავი დაუქნია და კიბეებს აუყვა.
-გისმენ რატი
-სად ხარ დილის მერე გირეკავ.
-მაპატიე პრობლემები მქონდა. ვერც წარმოიდგენ ჩემთან რაები ხდება.
-ხო მშვიდობაა? რა ხდება მანდ საერთოდ? დედაჩემმაც უღიმღამოდ მელაპარაკა.
-მარიმ სიმართლე გაიგო და დედაც შეუძლოდ იყო.
-მარიმ? რომელი სიმართლე?
-გაიგო ,რომ მამაჩემის შვილია. შენ არ იცოდი?
-რაა? მარი შენი დაა?აქამდე რატომ არ მითხარი?
-მეგონა იცოდი? შენებმა ყველამ იცოდნენ...
-წარმოდგენა არ მქონდა. თამუნას რა სჭირს? ავადაა?
-ავად არ არის ... საქმე სხვა რამეშია... არც კი ვიცი როგორ უნდა გითხრა.
-პირდაპირ მითხარი რა ხდება . უკვე ძალიან ვღელავ. მითხარი თუ რამეში გჭირდება ჩემი დახმარება.
-დედა ორსულადაა და თავს ცუდად გრძნობს.
-რაა? დამცინი?
-რა მოხდა? ორსულადაა გადამდები სენი კი არ ჭირს
-უბრალოდ გამიკვირდა... ვერც ვიფიქრებდი... დაუჯერებელია...
-ვერც მე ვიფიქრებდი ,მაგრამ ფაქტია და ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის. ამ ამბისგან ტრაგედიიის შექმნას არ ვაპირებ. მით უფრო ,რომ დედა ისედაც შეუძლოდაა. არ მინდა უარესად გახდეს. ახლა მხარდაჭერა სჭირდება.
-მესმის . მიულოცე თამუნას ჩემგან ...შენც გილოცავ. მოულოდნელია ,მაგრამ მაინც შენი და ან ძმა იქნება.
-ჰო უცნაური გრძნობაა. არც კი ვიცი რას ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით. არ ვიცი რას ვგრძნობ.
-ნელ-ნელა შეეჩვევიი.
-შენ რას იგრძნობდი ვანდას ახლა შვილი ,რომ გაეჩინა?
-მეეჭვება ვანდამ ახლა შვილის გაჩენა შეძლოს. ხომ იცი დედაშენზე უფროსია. მამაშენის კლასელი იყო დაგავიწყდა?
-მე გითხარი, რომ შეეძლოს-მეთქი...
-არც კი ვიცი ... წარმოდგენა არ მაქვს.
-მხოლოდ ის ვიცი ,რომ მინდა დედა კარგად იყოს.
-მძიმე მდგომარეობაში ყოფილხარ პატარავ. ახლა ჩემთვის ვეღარ მოიცლი. მე კიდევ ძალიან მომენატრა შენთან საუბარი.
-მეც მომენატრა. საერთოდ შენ მომენატრე . ერთი სული მაქვს როდის ჩამოხვალ .
-შენთვის სიურპრიზი მაქვს ,მაგრამ ჯერ არ გეტყვი ვანდას უნდა ვუთხა.
-რაა? რატომ მითხარი , ახლა ინტერესით მოვკვდები.
-რაღა დარჩა. სადაცაა მარტი დადგება. სულ სამი თვე და სკოლას დაამთავრებ. მერე მე ჩამოვალ და ცოლად შეგირთავ.
-კარგი ჰო... აღარ ვიწუწუნებ, მაგრამ სიურპრიზი მართლა ძალიან მაინტერესებს. ხომ იცი რა ცნობისმოყვარე ვარ.
-წინასწარ თუ გითხარი რაღა სიურპრიზი იქნება. წადი თამუნას მიხედე და მერე გვიან დაგირეკავ.
-მიყვარხარ და მენატრებ _ცხვირი ჩამოუშვა გოგონამ.
-მეც და არ გინდა ცრემლები
ორივემ ერთდროულად გათიშა ტელეფონი. ზედა სართულში ავიდა. ნინი უკვე მის ოთახში იჯდა და ინტერნეტში იქექებოდა.
-თამუნას ეძინა და ფრთხილად გამოვედი.
-კარგია. უნდა დაისვენოს.
-რაო რატიმ?
-არაფერი. მომენატრეო და სიურპრიზს გიმზადებო.
-კარგია იქნებ ცოტა ხანს მაინც დამანებოს თავი.
-რატომ ბრაზობ. ის შენზე ღელავს. რომ არ უყვარდე არც დაინტერესდებოდა შენი ბედით. რატის ძალიან უყვარხარ.
-მეტისმეტი ყველაფერი მავნებელია.
-ჰო ,მართლა ბიჭებს მარის ამბავი არ გავაგებინოთ?
-ლუკას კი დავურეკე და დაჩის ტელეფონი გამორთული აქვს. როგორც ყოველთვის დაუჯდა ალბათ. მაგან ხომ ვერ ისწალა ტელეფონის შეერთება.
-რაო ლუკამ მოვალო?
-ჰო გამოგივლითო და თამუნასაც მივულოცავო. იქნებ მერე დაჩიც გამოჩნდეს. სულ გადარია იმ გოგომ.
-ახლა ვხვდები ,რომ სულ უმიზეზოდ ვჩხუბობდით ჩვენ და დიანა. ერთმანეთს ვიწვევდით რაღაც სისულელის გამო. რის გამო? იმიტომ ,რომ სკოლაში რომელიმე უფრო ‘’მაგარი’’ გოგო გამოჩენილიყო. ახლა სულ სხვანაირად ვფიქრობ.
-მეც. რაც მე და ლევანი ერთად ვართ დიანა სულ აღარ მახსოვს.
-იმიტომ ,რომ ერთმანეთთან ქიშპობისთვის დრო აღარ გვაქვს და აღარც სცენებს ვმართავთ. ახლა ვხვდები რა სამარცხვინოდ ვიქცეოდით ყველა.
-ელენე ჯავახიშვილი შეყვარებულია და ცხოვრებას სხვა თვალით უყურებს ?_ გააჯავრა ნინიმ და ხეზე დააკაკუნა თვალი არ გვეცესო.
-მიდი აბა მომიყევი ლევანს როგორ შეურიგდი. _ მოემზადა ელენე მოსმენისთვის .

დაჩიმ დიანას მისწერა სახლში მარტო ვარ და თუ შეძლებ ჩემთან წამოდიო. გოგონა ის-ის იყო დედამისის პანსიონიდან გამოვიდა შეტყობინება , რომ მიიღო. მამას სთხოვა მეგობართან სტუმრად წავალო და მალევე დაითანხმა. დიანა ერთადერთი იყო , ვინც ცოლის სანახავად დაჰყვებოდა ხოლმე ამიტომ ხშირად უსრულებდა ხოლმე სურვილებს. ახლაც დარგუნული წამოვიდა იქედან და ადვილი შესაძლებელია შვილის თხოვნა სწორად ვერც გაიგო. თავი დაუქნია და მანქანაში ჩაჯდა. დიანამ დაცის დაურეკა მოვალო და მისი ზუუსტი მისამართიც თაიწერა. მიუხედავად იმისა ,რომ ტაქსისტი სრული იდიოტი იყო და ვერ გაიგო მისამართი როგორღაც მაინც მოაგნო სწორად. დიანამ ჭიშკარი გაუღო და შიგნით შეიპატიჟა.
-სად არიან შენები?
-დედაჩემი წავიდა დაქალთან აგარაკზე. დაურეკა სიცხე მაქვს და წამლები ამომიტანეო. ჰოდა წავიდა და დამიბარა ორშაბათამდე არ ჩამოვალ. მაინც არ მაქვს სამსახურიო.
-მაგარია...
-ჰო , დედაჩემი დაკავებული ქალია და როგორც კი გასაქცევ მიზეზს ნახავს მაშინვე თანხმდება,
-ქირურგია ხო?
-კი თან განყოფილების უფროსი. როცა ქალაქშია მაშინაც არაა სახლში ასე ,რომ ეგეც არაა პრობლემა. უი ჰო მართლა დედაშენი როგორაა?
-როგორც ყოველთვის.
-ისე შანსი არის ,რომ გამოჯანმრთელდეს?
-არამგონია, მამას არაერთხელ ჰყავდა საზღვარგარეთაც ,მაგრამ ამაოდ. მისი მდგომარეობა მხოლოდ უარესდება. ერთხელ ინფაქტიც ჰქონდა და... იმ ამბის მერე...
-უი დედაჩემი კარდიოქირურგია.
-ისე დედასენი არცისე დიდი ჩანს ასაკით ამხელა გამოცდილება ჰქონდეს. ყოჩაღ.
-ეგ არ ეტყობა თორემ. გიას და ვანდას კლასელი იყო. ელენეს მამის და ნინის დედის.
-მე მეგონა ვანდა და თამუნა იყვნენ კლასელები.
-არა გოგო, თამუნა პატარაა მაგათზე.
-ისე თქვენი ოჯახები ძაან ახლოს არიან და ეს კარგია.
-ჰო მაგენი თავიდანვე ერთად იყვნენ. ნათესავებიც ვართ ... ვანდა თამუნას მეჯვარეა და ელენეს ნათლია. , თამუნა კიდევ დედაჩემის მამიდაშვილია. დედაჩემი ადრე დაობლდა და თამუნას მშობლებთან გაიზარდა. თუმცა მაინც და მაინც კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. არა ცუდიც არ ჰქონიათ ,მაგრამ უბრალოდ დედაცემი ცოტა ცივია. ქირურგიც ამიტომ გაახდა ალბათლ. თამუნა ვანდას უფრო ენდობა ვიდრე დედაჩემს. იმიტომ კი არა ,რომ რაღაც...უბრალოდ ასე გამოვიდა. თამუნას გია შეუყვარდა და მერე მის საუკეთესო მეგობართან ისეთი ურთიერთობა აეწყო გიას მეჯვარეც კი წაართვა. მარტლა რა გაცინებს. ვანდა გიას მეჯვარე უნდა ყოფილიყო ,მაგრამ ბოლო წუთს გეგმები შეეცვალათ და ლუკას მამამ გადაარჩინათ. მოკლედ ჩვენს ოჯახებში ისეთი ქაოსური კავსირებია. წესიერად მეც არ ვიცი ვინ ვისი მეჯვარე,ნათლია და კლასელია.მგონი თვითონაც აღარ იციან .
-ჰო...წარმომიდგენია. და შენ დედისერთა ხარ?
-ჰო. ცხრა წლის ვიყავი ჩემები ,რომ გაშორდნენ. მამამ დედას გიჟურ გრაფიკს ვეღარ გაუძლო და წავიდა. დედა ამ საქმით ცხოვრობს და მამამ უბრალოდ ვერ გაუგო.
-ჰო, ასეც ხდება ხოლმე როცა ცოლის და ქმრის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. მე თუ მკითხავ მასეთ ურთიერთობას სჯობს გაშორებულები იყვნენ. ჩვენ... შვილებსაც ნაკლებად მოგვეშლება ნერვები.
-გეთანხმები. ნეტა გაჩვენა ერთმანეთს ,რომ დასცხებენ არა შენი ბრალია არა შენი ,რომ გავეყარეთო. კიდევ კარგა ხანს ვერ დაადგენენ ვისი ბრალი იყო. ყურადღებას აღარ ვაქცევ. წამოდი სახლს დაგათვალიერებინებ.
-ჰო რამხელა სახლია.
-სულ ტყუილად. მე სახლში არ ვარ და არც დედა. მხოლოდ და მხოლოდ დასალაგებელი ადგილის ფუნქციას ასრულებს. ვეუბნები დედას გავყიდოთ და ან პატარა ვიყიდოთ ან საერთოდ ბინათქო , მაგრამ თავს იკლავს. უყარს ეს სახლი ოღონდ პრობლემა ისაა ,რომ აქურობისთვის არ ცალია.
-ძალიან ლამაზია და თან გემოვნებით მოწყობილი. ჩვენიც დიდი სახლია , მაგრამ სინათლე აკლია. ალბათ იმიტომ ,რომ იქ არავინააა ბედნიერი.
-მასე ნუ ამბობ ვინ იცის ეგებ ერთხელაც ყველაფერი დალაგდეს.
-ჰო, არ ვიცი. რა ლამაზი ნახატია..._ ხელი ფრთხილად შეახო გოგონამ კიბის თავში ჩამოკიდებულ ნახატს.
-დედას ჰყავდა მხატვარი პაციენტი და იმან აჩუქა თავისი ტილო. დედას განსაკუთრებით უყვარს თუმცა სიმართლე გითხრა ვერაფერი გავუგე.
-ეს დედაჩემის საძინებელია. ხომ ეტყობა ,რომ ქირურგია. სულ თეთრ ფერში აქვს გადაწყვეტილი.
-ჰო ნამდვილად, თუმცა ლამაზია.
-იქეთ სტუმრების საძინებლებია. აქ დედას კაბინეტი. _კარი შეაღო ბიჭმა და წიგნების თაროებით გამოტენილ ოთახში შეაბიჯა. ყველაფერი დახვეწილი და ძალიან ოფიციალური იყო.
-ღმერთო ჩემო რა საოცარი ოთახია.
-დედა აქ ზის ხოლმე როცა სასწაული ხდება და სახლშია. თავის კვლევებზე მუსაობს და ლექციებისთვის ემზადება. უნივერსიტეტში კითხულობს ხოლმე კვირაში ორი დღე. იმ ორ საათსაც ,რომელიც თავისუფალი აქვს გარეთ ატარებს. მთავარია მე არ მომიძღვნას დრო და ყველა თავისუფალ დროს რამეს აკვეხებს რაც მედიცინას უკავშირდება.
-როგორ ეჭვიანობ_ გაეღიმა დიანას.
-მართლა გეუბნები. აქამდე სხვაგანაც ასწავლიდა ,მაგრამ მიხვდა რომ გადაიწვა და ცოტა დრო სჭირდებოდა დასასვენებლად. ჰო რა გაცინებს აქამდე ორ უნივერსიტეტში ასწავლიდა. ახლა მხოლოდ სამშაბათს და პარასკევს კითხულობს სამ-სამ ლექციას.
-საინტერესო ადამიანი იქნება დედაშენი.
-ჰო ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ. წამოდი ჩემს ოთახს გაცვენებ. აბა აქ დედაჩემზე სასაუბროდ ხომ არ მოვსულვართ?
დაციმ კარი გამოკეტა და მის მოპირდაპირედ მეორე შეაღო.
-ესეც ჩემი ოთახი
შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილ ოთახში მუსიკის და ხელოვნების სურნელი ტრიალებდა. ყველაფერი ისე იყო მიწკრიალებული იფიქრებდით აქ არასდროს არავის გაუვლიაო.
-მოდი აქ დაჯექი _დაჩიმ კომპიუტერის მაგიდის ქვემოდან სკამი გამოაგორა_ როცა სკოლაში არ ვარ მთელს დღეს აქ ვატარებ.
-ლამაზი ოთახია. ჩემი ოთახიც ლამაზია ,მაგრამ კარგა ხანია აღარ გადამიახლებია. საჭიროდ არ ვთვლიდი. ჩვენ ხომ ფაქტობრივად სკოლაში ვცხოვრობთ.
-გასულ წელს გადააახლა დედაჩემმა. რატომღაც ჰგონია ,რომ ასე თუ მოიქცევა უყურადრებობას და მოუცლელობას გამოისყიდის. დარწმუნებული ვარ აქაურობა დასრულებული არც უნახავს
დიანამ გულიანად გადაიხარხარა. დაჩი ისე გულწრფელად ყვებოდა დედამისის ხასიათის შესახებ აშკარა იყო ამ ამბავს მიეჩვია.
-აქ ჩემი წიგნებია, _საწოლზე შეხტა დაჩი და წიგნების გადმოლაგება დაიწყო.
-რას აკეთებ ფეხებით ნუ დადიხარ
-შეხედე ‘’ალქიმიკოსი’’ ,’’ნათლია’’, ‘’გოგონა დრაკონის ტატუთი ‘’ , ტოლკინი , როულინგი ‘’ჰარი პოტერი’’,
-ეე მეც მაქვს ,არ შეგინიშნავს ჩემს თაროზე?
-ერთხელ ვიყავი შენს ოთახში და მაშინაც შემოპარული. მაპატიე მაგრამ მაშინ თაროებისთვის არ შემიხედავს. მოდი ამოდი საწოლზე... _მაჯაში წვდა და თავისკენ გაქაჩა, მაგრამ დიანა გაუძალიანდა.
-გაგიჟდი? სად გაგონილა საწოლზე ფეხსაცმელებით დგომა?
-დაიკიდე რა, სახლში კვირაში ერთხელ მოვდივარ და მინდა ფეხსაცმელებით ვივლი და მინდა ფეხშიშველი. ვისი რა საქმეა ჩემი სახლია.
-არა მაინც სჯობს გავიხადო. _თასმები შეიხსნა და კედები ძირს დაყარა.
-სულელი ხარ.
-კარგი მაჩვენე აბა აქ კიდევ რას ინახავ... ფუნჯები, საღებავები და კიდევ ათასი რამე.
-შენი სუნამოს სურნელი მომწონს
-მართლა? გოგონებსაც მოსწონთ. სულ ამას ვყიდულობ ...
-ჰო შევამჩნიე. იმ დღესაც მისი სურნელი გქონდა სპორტდარბაზში _უფრო ახლოს მივიდა დაჩი და აკოცა. გოგონამ იგრძნო შეყვარებულის ხელები კისერზე და წელზე. სწრაფად მოშორდა და საწოლიდან ჩამოხტომა სცადა.
_წავიდეთ ვინმე არ შემოვიდეს. გეყოფა...
-არავინ შემოვა. ხომ გითხარი დედაჩემი წასულია-მეთქი.
-მსახურები ხომ გყავთ.
-არავინ მოვა. _ სწრაფად სტაცა ხელი და საწოლის უკან თაროზე მიაყუდა. ერთმანეთს ეხვეოდნენ და ვნებიანად კოცნიდნენ. დაჩიმ ქურთუკი გააძრო და იქვე დააგდო. გოგონას ჯერ ისევ სკოლის თეთრი პერანგი ეცვა. ღილები შეუხსნა და დიანაც გაჩერდა.
-გეყოფა. აღარ მინდა ასე.
-ასე როგორ?
- რეალურად ერთად არც ვართ. ერთ დღესაც მოგინდება და ჩემგან წახვალ. აღარ მინდა ასე ...
-კარგი რა ერთად ვართ აბა რა ვართ? ამდენი ხანა ერთად ვართ.
-ჰო ,მაგრამ ...
-არანაირი ,მაგრამ ... ერთად კარგად ვართ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. რატომ უნდა დავშორდეთ?
-რავიცი , ჩვენ ისე დავიწყეთ ურთიერთობა ,რომ ...
-ყველა რაღაცით იწყებს. მართალია დასაწყისი არც ისე კარგი იყო , მაგრამ შეგვიძლია დასასრული გვქონდეს კარგი. შენთან თავს კარგად ვგრძნობ...
-მეც ... განსაკუთრებულად. ყოველთვის მომწონდი და ვცდილობდი მიმეხვედრებინა. ჩემებურად , მაგრამ მაინც.
-ესეიგი არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მოდი ჩემთან ... _ისევ დაეწაფა შეყვარებულის ტუჩებს და ამჯერად პერანგი ბოლომდე გააძრო. სულ რამდენიმე წამი დასჭირდათ ერთმანეთისთვის ბოლომდე გაეძროთ ტანზე. დიანა დალილი გადაწვა მუცელზე და თმა გვერდზე გადაიყარა.
-გეყოფა _ გაიცინა დიანამ, როგორც კი ზურგზე ტუჩების შეხება იგრძნო.
-შენი არ იყოს ვეღარც მე ვიტან იმ სკოლას. ისე წელს ,რომ დაამთავრებ მერე როგორ სევხვდებით ხოლმე?
-არ მგონია დავამთავრო. რამდენიმე საგანი მიჭირს და ...რავიცი მე მაინც ვცდი ,მაგრამ ... არამგონია
-როგორ ვერ დაამთავრებ. კარგი რა...
-დაიკიდე ...
ამ დროს სახლის ტელეფონის ხმა გაისმა. დაჩი სწრაფად წამოხტა და ტუმბოზე დადებულ ყურმილს დასწვდა.
-გისმენთ...
-ელენე ვარ სად ხარ ბიჭო?
-სახლში ვარ სად უნდა ვიყო?
-მობილური სად გაქვს?
-ვაიმე გამოვრთე დედაჩემმა არ დამირეკოს-მეთქი და დამავიწყდა. მოხდა რამე?
-ლუკა მოდის ჩემთან და გამოდი თუ გცალია. რაღაც პრობლემა შეგვექმნა.
-რა პრობლემა .ხომ მშვიდობაა?
-ჰო მარისთან და სახლშიც ჩემთან. მოხვალ?
-კი მოვალ მალე. ისე ცოტა ადრე ვერ მოიფიქრე დაგერეკა. რომელი საათია იცი ?
-კაი მოდი და დარჩი მერე თუ ვერ წახვალ. დედაშენი მანდაა?
-არა დიანაა მარტო.
-დიანა მანდაა?
-კი აქაა. სახლში დავტოვებ და წამოვალ.
-მიდი დროზე.
-მოხდა რამე?_ საწოლში წამოჯდა დიანა.
-ჰო ჩვენებს რაღაც პრობლემა აქვთ. მგონი მარისთანაც და ელენესთანაც. მოკლედ უნდა წავიდე. შენ ხომ არ გეწყინება? სახლში დაგტოვებ და წავალ.
-არა არ მეწყინება. ორშაბათს გნახავ ...
-აუცილებლად.

-დიანა ჰყოლია სტუმრად სად ეცალა ჩვენთვის.
-მგონი მართლა შეუყვარდა მაგ სულელს.
-კარგი აღარ მაქვს რეაქცია მაგ თემაზე_ხელი აიქნია ელენემ.
-უნდა მოვიფიქროთ მარის როგორ დავეხმაროთ. ახლა მხოლოდ ეს მანაღვლებს.
-მეც მაგაზე ვფიქრობ და დაჩი გვჭირდება. ხომ იცი მაგის მიმართ გრძნობები აქვს და არა მგონია უარიუთხრას.
-თუ წავა კი, დაჩი შეიცვალა.
-სულაც არ შეცვლილა ეგ შენ გგონია მასე. მთავარია სკოლაშ დაბრუნდეს. ახლა სწავლა არ უნდა მიატოვოს. მთავარი ესაა.
-ჰო ეგ რამ აფიქრებინა. სკოლა რა შუაშია ამ ყველაფერთან. თან სულ რაღაც ერთი წელი დარჩა.
-საჯაროში,რომ გადავიდეს რა უნდა ვქნათ? როგორ გგონია ჩვენზეც უარს იტყვის?
-მაგის უფლებას არ მივცემთ. მეგობრები ვართ და ასე უბრალოდ ვერ მიგვატოვებს. მეც გაბრაზებული ვიყავი ,მაგრამ გამიარა. მაგასაც გაუვლის.
-იმედია. ეს ლუკა სადღა წავიდა. მიდი რა გასძახე შემოვიდეს შიგნით. დაჩიც მოვა მალე.
-კარგი გავალ დავუძახებ.
ნინი გარეთ ,რომ გავიდა დაინახა დაჩიც როგორ მოვიდა. ლუკას გასძახადა იმ წუთას მობრუნდა.
-რა მოხდა?_შემოვარდა დაჩი
-მარისთან უნდა დაგვეხმარო. _მიახალა ელენემ
-რა დაემართა მარის?
-სიმართლე გაიგო.
-რომელი სიმართლე ამიხსენით წესიერად.
ელენემ მოკლედ უამბო ყველაფერი რაც მარის და მამამისს უკავშირდებოდა. დაჩი მოსმენილისგან გაოგნებული იყო. არც კი იცოდა რა ეთქვა. ვერაფრით იფიქრებდა ,რომ მარი ელენეს ნახევარდა იყო.
-გაბრაზებული იქნება აბა რა _არმოხდა დაჩის. მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი
-არც ვსაყვედურობთ მაგას ,მაგრამ ვერც სკოლიდან წასვლის უფლებას მივცემთ.
-რა სკოლიდან წასვლა ხომ არ გადაირიეთ.
-მიდის_ დაადასტურა ნინიმ
-შენუნდა მიხვიდე და დაელაპარაკო.
-მეე? რატომ მაინც და მაინც მე? ამდენი ხალხი ხართ აგერ _გაიკვირვა დაჩიმ
-ხომ იცი შენ..._ შეაპარა ნინიმ
-გეყოფათ ახლა მაგაზე ლაპარაკი. არ ვაპირებ მაგ გზით რამის მოგვარებას. არ ვაპირებ მისი გრძნობების გამოყენებას. თან მე შეყვარებული მყავს.
-კარგი რა ნუ გაიგიჟე თავი. უბრალოდ ყველა გზას უნდა მივმართოთ მის სკოლაში დასაბრუნებლად_ აუხსნა ელენემ
-არ მომწონს მე ეგ ამბავი _თქვა ლუკამ
-მე მით უფრო . მგონი სჯობს დრო მივცეთ და თვითონ გაუვლის. _დაამშვიდა მეგობრები დაჩიმ
-რა დრო. სკოლა დროს მისცემს? ჩამორჩება და შეიძლება კლასში ჩარჩეს. რამე უნდა ვიღონოთ. _ განერვიულდა ნინი.
-მე დედას დავხედავ და მოვალ _ კიბეზე აირბინა ელენემ.
-რა სჭირს თამუნას? _გაიკვირვა დაჩიმ და ელენეს თვალი გააყოლა.
-ბავშვს ელოდება და ცოტა შეუძლოდაა_აუხსნა ნინიმ
-რაა? გაოცება ვერ დამალეს ბიჭებმა



№1 სტუმარი nini

პირველი ვაარ <3 წავიკითხავ ახლა <3

 


№2  offline წევრი naomikhad

ვაიმეე შემდეგს როდის დადებ? *^* ვეღარ ვითმენ :დდ

 


№3  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№4  offline წევრი Anka.11

Dzalian momwons❤️Dianac shemikvarda

 


№5  offline წევრი nini :)

მალე დადე შემდეგი რა ეს დღეები ვერ მოვახერხე წაკითხვა და დადებული თავები ერთად წავიკითხე გამიხარდა მარიმ რომ გაიგო ეს ამბავი მაგრამ გული დამწყდა ესე რომ მიიღო მაგრამ რა გასაკვირია, მოკლედ მაგარი იყო love

 


№6  offline წევრი lisebeth

მადლობა ყველას <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent