ბოლო გაღიმება (სრულიად)
მოგესალმებით! ეს ჩემი პირველი ისტორიაა. მწერლობაზე პრენეზია არ მაქვს, ვიცი რომ ჩემგან არაფერი გამოვა :დდ ყველას დიდი მადლობა ვინც ამ ისტორიას წაიკითხავთ <3 შევეცადე ჩეძლებისდაგვარად გადმომეცა ჩემი სათქმელი <3 ვინც წაიკითხავთ ძალიან გთხოოვთ რომ თქვენი აზრი მოთხრობის შესახებ დააფიქსიროთ კომენტარებში <3 მადლობა წინასწარ :***. -------------------------- -ადექი ანა რა და ჩამო სადარბაზოსთან გელოდებით მე და მაგდა! -კაი რა ელე მეზარება თან ხომ იცი... -არაფერიც არ ვიცი ჩაიცვი და ჩამო 5 წუთი გაქვს. არ გვალოდინო რაა.. სწრაფად უთხრა სათქმელი ელენამ და ტელეფონი გათიშა. -არ ვიცი რა რა ეშველება ამ გოგოს ... დაიწყო საუბარი მაგდამ და იქვე ბარდიურზე ჩამოჯდა. ხო კარგი ვიცი რომმ... -არა გთხოოვ ხომ შევთანხმდით არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, თქვა ელემ და თვალებში ოქროსფრად მომდგარი ცრემლი აუბრჭყვიალდაა 10 წუთის შემდეგ სადარბაზოდან ლამაზი, გამხარი გოგონა გამოვიდა და ეზოშიი მოთამაშე ბავშვებს მიესალმა; შემდეგ კი ისიც ბარდიურზე ჩამოჯდა და მეგობრებს გაუღიმა. -აბა რას ვაპირებთ? -არ ვიცი ან, სადაც შენ გინდა იქ წავიდეთ, თქვა მაგდამ და მეგობარს ძალიან ძალიან მაგრად ჩაეხუტა! -კაი რა პეპი ნუ გამჭყლიტე კი არ ვკვდები... ჯერ... ‘ჯერ’ ამ სიტყვის გაგონებაზე სამივე მეგობარი შეკრთა მაგრამ არცერთმა არაფერი შეიმჩნია. -კაი მაშინ რადგან მე ვწყვეტ მოდი მთაწმინდაზე ავიდეთ და ბავშვობა გავიხსენოთ კაი? -კაი ოღონდ ეშმაკის ბორბალზე ისევ ტირილი არ დაიწყოო. გადაიხარხარა ელემ. -ოო კაი რა მაშინ 5 წლის ვიყავი, ღიმილითვე უპასუხა ანამ... -მორჩით ახლა ლაქლაქს და ასწიეთ თქვენი სიმპატიური უკანალები, თორემ ხომ ხედავთ იღრუბლება და ვეღარაფერს მოვასწრებთ... თქვა მაგდამ და მეგობრებს ხელი გადახვია. გოგონას ამ რეპლიკაზე სამივემ გულიანად გადაიხარხარა და გზას გაუყვნენნ. ერთ საათში უკვე მთაწმინდის პარკში სეირნობდნენ, იცინოდნენ, ცანცარებდნენ, ერთი სიტყვით კი ცხოვრებით ტკბებოდნენ... მართლაც რამდენი რამ ჰქონდათ ერთად გადატანილი ამ სამეულს პირველი გაცნობიდან დღემდე... თუმცა მოდი გაცნობით დავიწყოთ; ერთ მშვენიერ დღეს გოგოების მშობლებმა გადაწყვიტეს რომ თავიანთი შვილები ბაღში შეეყვანათ და აი სწოორედ ამ ბაღიდან დაიწყო მათი ურთიერთობა. ბავშვები გაცნობიდან მალევე დამეგობრდნენ და სულ მალე ისე შეეჩვივნენ რომ უერთმანეთოდ ვერც კი ძლებდნენ. ამის შემდეგ იყო უკვე სკოლა, ერთი კლასი და ერთად გატარებული უამრავი ბედნიერიი წამი. თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა მაგრამ ცნობილია რომ ცხოვრება დიდხანს ბედნიერებას არავის დააცდის; სკოლის ბანკეტი იყო როცა ანამ მოულოდნელად გონება დაკარგა, ვერავინ მიხვდა რა მოხდა რადგან გოგონა ჩვეულებრივ არ ავადმყოფობდა. საშინელი 2 საათი გადაიტანეს ელემ და მაგდამ საავადმყოფოში, როდესაც არ იცოდნენ რა მათ მეგობარს რა სჭირდა, ანას მშობლებზე შეტყობინებასაც არ აპირებდნენ რადგან ეგონათ რომ ეს ყველაფერი უბრალოდ გადაღლილობის შედეგი იყო და მალე გაივლიდა. მაგრამ სამწუხაროდ შეცდნენ... მრავალი გამოკვლევის და ანალიზების შემდეგ გოგონას დიაგნოზი დაუსვეს: სიმსივნე! ექიმები, საავადმყოფოს აუტანელი სუნი. წამლები. და რაც მთავარია სიკვდილი ანას ცხოვრებას მუდამ თან სდევდა... ამის შემდეგ უკვე აღარაფერი იყო კარგად, ყველა კარგად ხვდებოდა რომ მას დიდხანს სიცოოცხლე არ ეწერა, მაგრაამ ამის გააზრება და რაც მთავარია დაჯერება არავის სურდა. განსაკუთრებით მძიმე ეს ყველაფერი რა თქმა უნნდა ანას მშობლებისთვის და მისი საუკეთესო მეგობრებისთვის აღმოჩნდა. მითუმეტეს მაშინ როდესაც ექიმები საბოლოოდ გამოჯამრთელების იმედს ვერ იძლეოდნენ, მათ მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივება შეეძლოთ. ვინ იცის რა ძნელი იყო ეს ამბავი ელეს და მაგდასთვის, ვინ მოსთვლის რამდენჯერ უტირიათ მათ ჩუმად, ისე რომ ცრემლები არავისთვის დაენახვებინათ. მათ უფლება არ ქონდათ ანასთვის დანებების უფლება მიეცათ, ამიტომ ყოველთვის ცდილობდნენ სისუსტე არ გამოემჟღავნებინათ და გოგონასთან ყოველთვის მხნედ ყოფილლიყვნენ... ანა თავის ავადმყოფობაზე მეტად იმაზე ნარვლობდა თუ როგორ შეძლებდნენ მის გარეშე ცხოვრებას მისი საყვარელი დედა და მამა. რა თქმა უნდა იმის ილუზია არ ჰქონდა, რომ ისინი ერთადერთი შვილის დაკარგვას ადვილად შეეგუებოდნენ და სწორედ ეს ტანჯავდა... ენანებოდა მშობლები ამხელა ტანჯვისთვის და ყველანაირად ცდილობდა გამოჯამრთელებულიყო, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ორი ადამიანი ბედნიერიები ყოფილიყვნენ. რომ არა ისინი და ანას მეგობრები ალბათ ამხელა ტანჯვის გადატანას ვერ შეძლებდა და მალე დანებდებოდა. მაგრამ არა! უნდა ეცოცხლა! მხოლოდ მათთვის უნდა ეცოცხლა! თუმცა ეს სიცოცხლე არ იყო მარტივი! სიკვდილი! ვინ მოსთვლის რამდენჯერ გაუთევია ანას სიკვდილზე ფიქრით, რამდენჯერ უფიქრია რომ ეს საღამო უკანასკნელი იყო მისთვის. ამითომ დაწოლის წინ მშოობლებს დიდხან უყურებდა, რომ მათი სახეები წაეღო იქ.. შორს.. უსასრულობაში... საავადმყოფოში მწოლიარესაც ბევრჯერ უფიქრია იმაზე, რომ აპარატი რომელზეც შეერთებული იყო როგორმე მოქმედებიდან გამოეყვანა და თავისი ხელით მოესპო სიცოცხლე... მაგრამ ყოველთვის როდესაც ამას დააპირებდა დედის თვალცრემლიანი სახე მოელანდებოდა ხოლმე მის საფლავზე და განზრახვაზე მაშინვე ხელს აიღებდა... აი ასე მიდიოდა დღეები, კვირები, თვეები! ავადმყოფობიდან 2 წლის თავზე ანამ მდგომარეობის გაუნჯობესება იგრძნო, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავდა საბოლოო გამარჯვება სიმსივნეზე, მაგრამ უდიდესი იმედი იყო მათთვის ვისაც ანა ძალიან უყვარდა; გოგონა ნელ ნელა მოძლიერდა, ძალა და სიცოცხლის ხალისი დაუბრუუნდა! ორი წლის თანჯვის შემდეგ თითქოოს კიბოსთან ერთად ცხოვრება ისწავლა. ექიმებსაც ამბობდნენ რომ დაავადების მართვა უკვე შეიძლებოდა და ანაა კიდევ რამდენიმე წელი შეძლებდა ცხოვრებას . „რამოდენიმე წელი“! ალბათ მხოლოდ დაავადებულმა ადამიანმა თუ იცის როგორია როდესაც შენი სიცოცხლის ყოველი წუთი დათვლილია, როდესაც იცი რომ გადარჩენის შანსი არ გაქვს, როდესაც სიკვდილი სულ მუდამ უკან დაგყვება, ის ისე ახლოსაა რომ მისი ნაბიჯების ხმაც კი გესმის და არასდროს იცი როდის მოგკიდებს ხელს და მასთან წაგიყვანს. ასე თუ ისე ცხოვრება მოჩვენებით,მაგრამ მაინც თითქოს ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა. ანა სტუდენტი გახდა და დიდი მონდომებით შეუდგა სწავლას. მეგობრებიც მარტო თითქმის არასდროს ტოვებდნენ, ამიდომ მას სიკვდილის და ავადმყოფობისთვის უბრალოდ დრო აღარ რჩებოდა. ყველამ დიდად გაიხარა როდესაც გოგონას ქიმიო თერაპიის შემდეგ თავზე თმა წამოუვიდა, ეს თითქოს ნიშანი იყო იმის რომ ცუდმაა დღეებმა ჩაიარა და აწი ყველაფერი კარგად იქნებოდა... ალბათ ბევრს ეგონა რომ განვლილი დღეები მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო და საბედნიეროოს ყველამ გამოიღვიძა, მაგრამ ისინიი ხომ ისევ სიზმარში ცხოვრობდნენ რადგან ამ საშინელ დაავადებას ნებისმიერ დროს შეიძლებოდა თავი გამოემჟღავნებინა და გოგონა ისევევ ცუდად გამხდარიყო. # # # მზიანი დღე იყო, ამიტომაც ბაღის მასწავლებლებმა გადაწყვიტეს ბავშვები ეზოში სასეინოდ გაეყვანათ. დანარჩენ ბავშვევში ერთი ლამაზი და საყვარელი გოგონა გამოირჩეოდა, რომელისთვისაც რიჟა თმები ორ ნაწნავად ჩაეწნათ, ჭორფლები ისე ლამაზად დაჰყროდა სახეზე რომ ამ ბავშის შემხედვარე იფიქრებდი რომელიღაც ზღაპრიდან გადმოვიდაო. გოგონა ბაღში მუდამ თავისი თოჯინით დადიოდა, რომელსაც ფიფქიას ეძახდა. მიუხედავად მისი სილამაზისა მას დანარჩენ ბავშვებთან ურთიერთობა არ ჰქონდა. მათთან საერთოს ვერ პოულობდა და ამიტომაც მუდმივად მარტო ყოფნას არჩევდა. ამ მზიან, ლამაზ დღესაც გოგონა რომელსაც მასწავლებლები „პეპისაც“ ეძახდნენ მარტო იჯდა საქანელაზე და თავის ფიფქიას რაღაცას ეტიტინებოდა, ამ ლაპარაკში გართულს არც კი შეუმჩნევია როგორ მივიდა მასთან ერთი პატარა გოგო და მის გვერდით საქანელაზე ჩამოჯდა. -რა ლამაზი თოჯინა გაქვს, რა ქვია? ჰკითხა ახალმოსულმა პეპის რომელმაც მხოლოდ მაშინ შეწყვიტა ფიფქიასთან ლაპარაკი. - ამას ფიფქია ჰქვია, შენ არ გაქ თიჯინა? -კი მაქვს ოღონდ დედიკო არ მატანს ბაღში, ასე მეუბნება მერე სხვა ბავშვესაც მოუნდებაო. -ეს ფიფქია ჩემი საუკეთესო მეგობარია და სახლში ვერ დავტოვებ, მოიწყენს უჩემოდ. თქვა მაგდას და თვალებ დაჭყეტილ თოჯინას ლოყაზე აკოცა. -მეტი მეგობარი არ გყავს? გინდა მეც ვიქნები შენი საუკეთესო მეგობარიი. -კი მინდაა. მე მაგდა მქვია შენ? -მე ანა... -შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ დღეიდან, თქვა მაგდამ და გოგონას ხელი ჩამოართვა. მაგრამმ... ჩემს გარდა გიდე გყავს მეგობარი? - კი მყავს ელენე ქვია, ისიც ამ ბაღში დადის, ოღონდ დღეს არ არის ხვალ რომ მოვა გაგაცნობ და ისიც ჩვენი საუკეთესო მეგობარ იყოს. -კარგიი წამოიყვირა მაგდაამ და სიხარულისგან საქანელიდა წამოხტა. მასაც ბევრი თოჯინები აქვს? -კი კი ძალიან ბევრი. თქვა ანამ და გოგონას თოჯინას ცხვირზე მოეფერა. ეს იყო გოგონების დიდი მეგობრობის დასაწყისი, ამ ამბის შემდეგ მრავალმა წელმა განვლო; მაგდას სამუდამოდ შერჩა სახელი „პეპი“, ანასაც მოფერებით ანიკა შეარქვეს, მხოლოდ ელე დარჩა ზედმეტ სახელის გარეშე მაგრამ ამ ამბავზე დიდად არც წუხდა. ბაღში და მერე უკვე სკოლაში ყოველთვის გამოირჩეოდნენ, სამაგალითო მეგობრობა ჰქონდათ, ყოველთვის მოწესრიგებულები და კარგი მოსწავლეები იყვენ, და ამ გამორჩეულობის გამო ბევრ ბავშვებს თვალში არ მოსდიოდათ მეგობრების სამეული, ამიტომაც ცდილობდნენ რამე ისეთი გაეკეთებინათ რომ გოგოები ერთმანეთს დაშორებოდნენ, მაგრამ ყველა ასეთი მცდელობა საბედნიეროდ უშედეგოდ სრულდებოდა. მათმა მეგობრობამ დროს გაუძლო და სავარაუდოდ კიდევვ დიდი ხანი გაგრძელდებოდა. ### -ან ხუთ წუთში შენთან ვართ და ყავა გავიკეთე რა.. -კაი კაი გელოდებით მალე. მართლაც ხუთ წუთში კარებზე ზარის ხმა გაისმა. -რას შვები გოგოო, სად დაიკარგე მთელი კვირა? საყვედურებით დაიწყო შეხვედრა ელემ. -გამარჯობა ელენე. თითქოს კითხვა ვერ გაიგო ანამ და მეგობრებს გულთბილად გაუღიმა. რას დგახართ კარში შემოდით. - გამარჯობა ლალი დეიდა როგორ ბრძანდებით? მიესალმნენ გოგონები ანას დედას. - ოხ დაქალები მესტუმრნენ თქვა ლალიმ და გოგონები სათითაოდ გადაკოცნა. რავიცი როგორ ვიქნები თქვენი მეგობრის ხელში, გარეთ გამოსვლა მაგას არ უნდა, ჭკუიდან გადამიყვანს ალბათ. -მოუვლით მაგას ჩვენ არ ინერვიულოთ, თქვა ელემ და მეგობარს ალმაცერად გახედა. -კარგით ბავშვებო რადგან მოხვედით მე მაღაზიაში ჩავალ რაღაცეები მაქვს საყიდი, არ მოიწყინოთ... ლალიმ ჟაკეტი შემოიცვა და კარში გავიდა. -აბა როგორ ხართ გოგოეებო? დალიეთ ყავა ტყუილად ხომ არ გავაკეთე. -ჩვენ რა გვიჭირს, მაგრამ ჩენ ახალი ამბავი იცი? -რა ამბავი? ინტერესით შეხედა ანამ მეგობარს. -ჯობია გითხრა მაინც გაიგებ.. ძმები „მაკედონელები“ დაბრუნდნენ, გუშინ ალექსი ვნახე ტანსაცმლის მაღაზიაში, როგორ გაზრდილაა და გასიმპატიურებულაა, ფილიპეც ჩამოვიდა აქ აპირებენ ცხოვრებას. მონოლოგი დაამთავრა მაგდამ და მეგობაარს შეხედა. -ხო მაგრამ ეგ მე უკვე აღარ მეხება. თქვა ანამ და მეგობრებისკენ ზურგით შებრუნდა. - რავიცი მე მაინც გითხარი. -აუ გოგოებო თუ კიდე ნახავთ ჩემს ავადმყოფობაზე არაფერი უთხრათ რა, არ მინდა რომელიმეს და მითუმეტეს ფილიპეს ვეცოდებოდე, ხომ გესმით არა? -კარგი ან როგორც გადაწყვეთ, ისე გინდა რომ ნახო? გამომცდელი თვალებით მიაშტერდა ელენა მეგობარს. -არვიცი არ მინდა მაზე ფიქრი. „ძმები მაკედონელები“ , ასე გოგონების პარალელურ კლასელებს ეძახდნენ რომლებსაც ფილიპე და ალექსანდრე ერქვათ. მათთანაც გამორჩეული მეგობრომა აკავშირებდათ ბავშვებს, თუმცა ანას და ფილიპეს ურთიერთბა არ იყო მხოლოდ უბრალო მეგობრობა. ყველა ხვდებოდა რომ მათ ერთმანეთთან სულ სხვა გრძნობა აკავშირებდათ. მესამე კლასში მათ ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს და ერთმანეთს დაპირდნენ რომ მუდამ ასე იქნებოდა მაგრამ... ზემოთ ავღნიშნე რომ ცხოვრება ბედნიერებას დიდხან არავის დააცდის, მათ შორის არც პარატა შეყვარებულ წყვლს , რომლებსაც გულით სჯეროდათ რომ მუდამ ასე ერთად იქნებოდნენ. მეთერთმეტე კლასში იყვნენ ბავშვები როდესაც ფილიპეს მამა ავტო კატასტროფაში დაიღუპა... ეს მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ბიჭისთვის რომელსაც სწორედ ამ ასაკში სჭირდება მამა ყველაზე მეტდად. ოჯახს მატერიალურად ძალიან გაუჭირდა ამიტომ გადაწყვიტეს გერმანიაში გადასულიყვნენ საცხოვრებლად. იქ ბავშვების ბიძა ცხოვრობდა რომელიც ბიჭებს კარგ სკოლას, ხოლო მათ დედას გარანტირებულ სამსახურს დაახვედრებდა. ფილიპეს ძალიან უჭირდა წასვლა, არ უბდოდა საყვარელი ქალაქის და ადამიანების დატოვება, განსაკუთრებით ანასთან განშორება უჭირდაა, ის ხომ ორ უძვირფასესს ადამიან აქ საქართველოში სტოვებდა; დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად გადაწყდა რომ ჰამბურგში ყველანი ერთად მიემგზავრებოდნენ, ფილიპემ, თუმცა კი ამის გაკეთება ძალიან უჭირდა მაგარმ გადაწყვიტა ანაასთან დაუმშვიდობებლად წასულიყო, რადგან იცოდა რომ ეს ორივესთვის ძალიან მძიმე გადასატანი იქნებოდა. ბიჭი კარგად ხვდებოდა რომ ანას გულს ძალიან დაწყვეტდა და შეიძლება მას მისი ეს საქციელი ვერასდროს ეპატიებია მაგრამ მაშინ მიჩნდა რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებდა და გოგონა დროთა განმავლობაში გაუგებდა. ღამის თორმეტი საათი იყო როდესაც ახალგაზრდა ბიჭმა ხუთი სართულის კიბეები ჩქარ ჩქარა აირბინა და თეთრ კარებზე ზარი დარეკა. -ფილიპე? აქ რას აკეთებ ამ დროს? გაკვირვება ვერ დამალა მაგდას დედამ. -ნანა დეიდა პეპიტოს გამოახედე რა საქმე მაქვს. -სძინაავს შვილო გავაღვიძო? -კი რა თუ არ შეწუხდებით, მართლა სერიოზული საქმე მაქვს, ქოშინით ლაპარაკობდა ბიჭი. -კარგი შემოდი დაელოდე, მიუგო ნანამ და ფილიპეს სახლში შეუძღვა. დაახლოვებით ხუთი წუთის შემდეგ მისაღებ ოთახშიი ვარდისფერ ხალათში გახვეული გოგონა გამოჩნდა, რომელით თვალების სრესით უახლოვდებოდა სტუმარს. -რა ხდებაა ფილიპე? ხომ მშვიდობაა? ერთბაშად დააყარა კითხვები გოგონამ და დივანზე ჩამოჯდა. -მივდივარ მაგდა. ფრენა ღამის სამ საათზეა. -რაა? თვალები ცრემლებით აევსო მაგდას. -ხოო მიჭირს მაგრამ რა ვქნა. -რატომ არ გვითხარი? გაგაცილებდით მაინც. -აი სწორედ ამ თემაზე სალაპარაკოდ მოვედი. არ შემიძლია მაგდაა! ანას ვერ დავემშვიდობები, შენ და ელემ ხომ მაინც იცით როგორ მიყვარს, წასვლის წინ თვალებში ვერ ჩავხედავ, მამაჩემის მერე ამხელა ტკივლის ვერ გადავიტან, ვიცი ის გაბრაზდება მაგრამ შენ მაინც გამიგე რა. მირჩევნია ასე ჩუმად წავიდე და მთელი ცხოვრება ჩემზე ბრაზობდეს ვიდრე დავემშვიდობო და მისი ცრემლები წავიყოლო. მაგდა ბიჭის ამ მონოლოგს ყურადღებით უსმენდა და გული ტკიოდა.. უნდოდა იმ წამს მეგობარს მოხვეოდა და გულიანად ეტირა მაგრამ თავს ამის უფლებას ვერაფროთ მისცემდა. საშინლად ენანებოდა ორივე ცალ-ცალკე სატანჯად და მისი ნება რომ ყოფილიყო ყველაფერს გააკეთებდა რომ ისინი ერთმანეთს არ დაშორებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ რამის გაკეთება შეუძლებელი იყო. -მესმის შენი.! მძიმე ფიქრებიდან ძლივს გამოერკვა მაგდა. -შენი დახმარება მჭირდება პეპ, ანასთვის წერილი მაქვს და ჩემი წასვლის შემდეგ გადაეცი რა, ხომ შემისრულებ ამ თხოვნას? -არ გცხვნია ფილიპე? ნაძალადევი ღიმილით მიუგო გოგონამ. -კარგი მაშინ მე წავედი მაგვიანდება, ელენეს ბოდიში მოუხადე და ჩემს მაგივრად მაგრად ჩაეხუტე, ანაას კიი... ეს წერილიც ეყოფა. თქვა ბიჭა, გოგონას წერილი გადასცა და ისე მაგრად ჩაეხუტა რომ მაგდამ წამით თავისი ძვლების ხმაც კი გაიგო. -ვიტირებ ახლა! -არც გაბედო და შენი ცრემლი არ დამანახო... ამ დიალოგიდან ერთი კვირის შემდეგ მაგდამ მეგობარს წერილი გადასცა, სადაც ფილიპე ანას უხსნიდა თუ რატომ წავიდა დაუმშვიდობებლად. იდიოტი, კრეტინი, მძულს... ბოლო ხმაზე ყვიროდა გოგონა და თან ცხარე ცრემლებს იმშრალებდა თვალებზე, ელე და მაგდაც რა თქმა უნდ აყველანაირად ცდილობდნენ მის დამშვიდებას მაგგრამ ყველანაირი მცდელობა უშედეგო იყო. გოგონას დეპრესიამ რამდენიმე თვეს გასტანა, შემდეგ კი უბრალოდ გადაწყვიტა დაევიწყებინდა თავისი პირველი სიყვარული. თავიდანვე იცოდა რომ ეს ადვილი საქმე არ იქნებოდა მაგრამ თავს უფლებას ვერ მისცემდა მასზე ეფიქრა; დროთა განმავლობაში თითქოს ეს გამოუვიდა კიდეც, უფრო გახალისდა, ცხოვრბის ნორმალურ ტემპს დაუბრუნდა; ორი ადამიანის გარდა ყველამ დაიჯერა გოგონას ის აღარ უყვარდა. ### -ზღვა გიყვარს? -კი! -მთა? -მთა უფრო. -დიდები რომ გავიზრდებით სულ ყველა მთა და ზღვა მოვიაროთ ერთად. -სულ ყველა? -ხო სულ ყველა. -მარტო ჩვენ? -არ გინდა ჩემთან ერთად წამოსვლა? -კი მინდა. -კიდე რა გიყვარს ყველაზე მეტად? -შემოდგომა... და შენ. -მე მხოლოდ შენ! ყოველ შემოდგომას შენს გვერდით ვიქნები. -მარტო შემოდგომას? -არა სულელო სულლ... სულ.. სულლ... ### -ანა ორი საათია, მიდი რამე შეჭამეე წამალი გაქვს დასალევი! ანა! ანა! არ გესმის? გოგო წამალი გაქვს მეთქი დასალევი! ამ სიტყვების წარმოთქმა და გოგონას ოთახის კარების შეღება ერთი იყო. რა გჭირს გოგო შენ გული უნდა გამიხეთქო? მოიძვრე ეგ ყურსასმენები. -ჰა ჰო დე რა იყო? ძლივს გამოერკვა ანა ფიქრებიდან და ბოლომდე აწეულ მუსიიკას ოდნავ დაუწია. -წამლის დალევა გიწევს მიდი ადექი შეჭამე რამე. -უ ხო სულ დამავიწყდა... დე დღეს გოგოებთან ერთად ვაპირებ გასეირნებას, თან თანსაცმლის ყიდვაც მინდა და შეგიძლია ფული მომცე? -ოღონდ შენ სახლიდან გადი და ფული როგორ დამენანება დე, თქვა ლალიმ, გოგონას ლოგინზე ჩამოჯდა და შვილს მაგრად ჩაეხუტა. -მიყვარხარ დედიკო. -მეც უზომოდ მიყვარხარ ჩემო საყვარელო! მიდი ახლა ადექი გაემზადე, მე მანამდე საჭმელს გაგიმზადებ. -კარგიო თავის დაქნევით დაეთანხმა ანა დედას და ლოგინიდან ფრთხილად წამოიწია. ჩქარა მოემზადა, საჭმელი ჭამა, წამალი დალია და მეგობრებთან შესახვედრად გავიდა. ის ის იყო ეზოდან გამოვიდა და ქუჩის გაუყვა, რომ უკნიდან ვიღაცამ დაუძახა. -ანა! ანამ თითქოს ნაცნობი ხმა გაიგო, წამით შეკრთა და უკან მოტრიალდა, მის წინ ნაცნობი სახე გადაეფარა, რომლის ნახვაც ხშირად უნატრია მაგარამ ამაში საკუთარ თავსაც ვერ უტყდებოდა. უეცრად კანკალმა აიტანა და ხმის ამოღება ვერ გაბედა. -რა იყო ვერ მიცანი? -შეენ? უბრალოდ არ გელოდი. ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ. -რა იყო არ მოგენატრე? თქვა ბიჭმა და გაიღიმა. -ფილიპე გეყო! შემეშვი. -რა დაგემართა გოგო, რა შეცვლილი ხარ, ან იმ შენ ლამაზ ქერა თმებს რა უქენი? -არ არის ეგ შენი საქმე. აღარ მომაკითხო. -აი ეგ ჩემი გადასწაყვეტია უკვე! მეგონა ოთხი წელი საკმარისი იქნებოდა და წყენას დაივიწყებდი მაგრამ როგორც ვხედავ შევცდი. თქვა ფილიპემ და სიგარეტის ღერი კოლოფიდან ამოიღო. ამის დანახვაზე გოგონა შეკრთა რადგან ვერასდროს წარმოიდგენდა ფილიპე მწეველი თუ გახდებოდა, ცოტა ხანი სიგარეტის კოლოფს და მის წინ მდგარ ფიგურას უაზროდ მიშტერებოდა, შემდეგ თითქოს ფიქრებიდან გამოერკვე და ბიჭს სწრაფად მიაყარა სათქმელი. -შენ რა გგონია უფლება გაქ როცა გინდა დაუმშვიდობებლად წახვიდე და მერე ისევ გამოჩნდე ვითოომ არაფერი მომხდარა? გგონია შეგიძლია ჩემს გრძნობებზე ასე ითამაშოო? არა ფილიპე ამის უფლებას აღარ მოგცემ. შემეშვი და მეორედ არ გაბედო და თვალით აღარ დამენახო... როგორც კი გოგონამ თავისი მონოლოგი დაამთავრა თვალებიდან მარგალიტისოდენა ცრემლები გადმოუვიდა. ფილიპეს ვერც წარმოედგინა ანას ისევ ასე თუ სტკიოდა გული მისი საქციელის გამო. რომ სცოდნოდა რომ წყენა ამდენი ხანი გაჰყვებოდა ალბათ საერთოდ არ წავიდოდა გერმანიაში, მაგრამ ახლა სინანული გვიან იყო. ანას ყოველი სიტყვა გულს ძალიან სტკენდა, მაგრამ ამ ყველაფერში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებდა, მაგრამ სინანულის დრო არ იყო რადგან როგორმეე უნდა დაებრუნებინა საყვარელი არსება, რომელზე ფიქრიც მთელი ოთხი წლის მანძილზე არ შეუწყვეტია. მართალია გოგონას ცრემლები ძალიან ეტკინა და თავი არაკაცად ჩათვალა იმ მომენტში მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ეს გაუხარდა კიდეც, რადგან ანა მის მიმართ გულ გრილი არ იყო, ბიჭი მიხვდა რომ ანას ისე ძალიან უყვარდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი რეაქციაც არ ექნებოდა მის დანახვაზე. ამის გაფიქრებამ ფილიპე წამით გაააბედნიერა და კიდევ უფრო მტკიცედ გადაწყვიტა რომ გოგონას დაიბრუნებდა და ამჯერად ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ ანა ბედნიერი ყოფილიყო. -ანა მომისმინე! ანა! ანა! ეძახდა ბიჭი გოგონას რომელიც ქუჩაში მირბოდა. წამით გადაწყვიტა უკან დადევნებოდა მაგრამ შემდეგ ისევ გადაიფიქრა რადგან ახლა გოგონას დაფიქრება სჭირდებოდა.. რამოდენიმე წამი უყურებდა მმიმავალ გოგონას, რომელსაც სვლა ოდნავ შეენელებინა და ღიმილს ვერ იკავებდა! -სულ არ შეცვლილა. ჩაილაპარაკა თავისთვის და უკან გაბრუნდა. ანამ ის ქუჩა ჯერ სირბილით, ჩემდეგ კი ჩქარი სიარულით გაიარა. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე მასზე ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა ამიტომ გოგონა ცუდად გახდა, მაგრამ სიარული არ შეუწყვეტია. თხუთმეტ წუთში მივიდა პარკში სადაც მეგობრებს უნდა შეხვედროდა, ამ დროსითვის უკვე საკმაოდ ცუდად იყო, მუხლები ეკეცებოდა და სუნთქვა უჭირდა. -გოგოებო! დაიყვირა ანამ და უსულოდ დაეცა ქვაფენილზე. -ვაიმე ანი! წამოცვვიდნენ გოგონები სკამიდან და მეგობარს მივარდნენ! -ჩქარა სასწრაფოში დარეკე! ყვიროდა ბოლო ხმაზე მაგდა და ტელეფოონს ეძებდა! უკვე ორი საათი იყო გასული რაც ექიმები გოგონას სინჯავდნენ. ამ დროის განმავლობაში საავადმყოფოში ბევრი ადამიანი შეკრებილიყო, ლალი სკამზე იჯდა და ცხარე ცრემლით ტიროდა, ხოლო მისი მეუღლე, ბატონი გოჩა ცდილობდა როგორმე მხნეობა არ დაეკარგა და საყვარელი მეუღლე დაემშვიდებინა. ამ დროს პალატიდან ექიმი გამოვიდა და იქეთ წავიდა სადაც პაციენტის მშობლებს ეგულებოდა. -ექიმო, ექიმო! როგორ არის ჩემი შვილი? ### მათი ამავი არ დაწყებულა უბრალო შეხვედრით და პაემნებით. არა! ეს ყველაფერი უბედურებით და სიკვდილის შიშით დაიწყო და უდიდესი სიყვარულით დაგვირგვინდა. ყველაფერი კი ასე იყო: ერთი შეხედვით ჩვეულებრივ დღეს თექვსმეტი წლის გოგონა სახლიდან გამოვიდა და სკოლისკენ გაემართა. უცებ უკნიდან იგრძნო რომ ვიღაც მიყვებოდა და ნაბიჟებს აუჩქარა. ის ის იყო მთავარ ქუჩაზე უნდა გასულიყო როომ უკნიდან ვიღაცამ ხელი მოკიდა და ჩანთის წართმევა დაუპირა. გოგონამ საშინელი კივილი მორთო, ქურდი კი ცდილობდა ქალი გაეჩუმებნა და ჩანთა ხელიდან გამოეტაცნა, რაცას მისდა გასაკვირად ვერ ახერხებდა. გოგონას ყვირილზე ვიღაც ბიჭი მოვარდა და გოგონას გადაეფარა და ჯიბგირს გვარიანი მუშტიც უთავაზა ყბაში. ამის ჩემდეგ ხელჩართული ბრძოლა გაიმართა ამ ორს შორის სადაც გოგონას მხსნელი იმარჯვებდა, მაგრამ უეცრად ქურდმა დანა ამოიღო და ამ უცნობ მამაკაცს მუცელში გაუყარა. გოგონას კივილმა შეძრა იქაურობა, დამნაშავე თითქოს გონს მაშინ მოეგოო დანას ხელი სტაცა და ადგიიდან მიიმალა. ქალი დაჭრილს მივარდა და ცდილობდა როგორმე გონზე მოეყვანა, ამასობაში დანაშაულის ადგილას ხალხიც მოგროვდა და ვაჟი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის ჩემდეგ გოგონა ხშირად აკითხავდა ბიჭს საავადმყოფოში, თან სხვადასხვა ყვავილები მიჰქოდა და ვაზაში ალაგებდა, რომელიც ავადმყოფს თავთან ედო. ამასობაში ბიჭი მომჯობინდა, ქალ-ვაჟის ურთიერთობამ კი საავადმყოფოს პალატიდან გარეთ გადაინაცვლა. ისინი ხშირად ხვდებოდნნენ ერთმანეთს, საუბრობდნენ, ნაყინს მიირთმევდნენ და მომავლის გეგმებს სახავდნენ. ერთ დღესაც ბიჭმა გოგონას მოულოდნელას ხელი სთხოვდა, ქალი ჯერ გაოცდა შემდეგ კი სიხაულით დათანხმდა. ქორწილიდან რამოდენიმე თვეში ახლად დაოჯახებულებმა გაიგეს რომ მალე შვილი ეყოლებოდათ და ამან ორმაგად გააბედნიერა წყვილი. მაგრამ სამწუხაროდ ქალს შვიდ თვეში ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, ექიმები ცდილობდნენ დედა-შვილი გადაერჩინათ და საბედნიეროდ ეს მოახარხეს კიდეც, მაგრამ ქალს მეორე შვილის ყოლის პრაქტიკულად არანაირი შანსი არ ჰქონდა. ამისდა მიუხედავად წყვილი ღმერთს მაინც დიდ მადლობას უხდიდა რომ მათ პატარა ანა აჩუქა, რომელზე ორივე ჭკუას კარგავდა. შვილს ორივე ერთად თბილ ოჯახში ზრდიდნენ, არავის ახსოვს ცოლ ქმარს ერთმანეთისთვის რამე ზედმეტი სატყვა ეთქვათ, ჩხხუბზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ყყველაზე დიდმა განსაცდელმაც კი როგორიც შვილის ავადმოფობა ამ ორის მთლიანობა ვერ შეარყია. პირიქით! ისინი უფრო გაძლიერდნენ და უდიდესი მონდომებით ცდილობდნენ, რომ შვილი როგორმე სიკვდილისთვის გამოეტაცათ. უკვე რამოდენიმე დღე იყო გასული რაც ანა საავადმყოფოდან გამოწერეს. სააბედნიეროდ გონების დაკარგვამ მისი ჯამრთელობაზე გავლენა ვერ მოახდინა და გოგონამ მალევე აღიდგინა ძალები. თუმცა ამ ამბავმა ყველა ააფორიაქა და განვლილი ორი წელი გაახსენა, როდესაც გოგონა ლოგინიდან ვერ დგებოდა; მაგრამ ამჯერად ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად დამთარდა. -დედიკო რაღაც უნდა გითხრა. დაიწო საუბარი ანამ -გისმენ შვილო, უპასუხა ლალიმ და საოჯახო ნაყინს თავი მოხსნა. -იმ დღეს ცუდად რომ გავხდი, ფილიპე ვნახე. მასთან ლაპარაკმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და ალბათ ამის ბრალი იყო გონების დაკარგვა. -ფილიპე? კი მაგრამ ის ხომ... -დაბრუნდა დედა დაბრუნდა! მაინცდა მაინც ახლა როდესაც ყველაზე მეტად მჭირდება სიმშვიდე. -მან იცის? -არა გოგონები გავაფრთხილე არაფერი ეთქვათ მისთვის. არ მინდა ვეცოდებოდეე.... სიტყვა გაუწყდა ანას და ტირილი დაიწყო. ამის შემხედვარე ლალიმ შვილი მაგრად ჩაიხუტა გულში. ერთხანს ასე იყვნენ შემდეგ კი საუბარი განაგრძეს. -ისევ გიყვარს ხო დეე? -ისე მიყვარს? დედა მე ის სულ მიყვარდა უბრალოდ საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი ამაში. ამ სიტყვების გამგონე ლალის გული ძალიან ეტკინა, რადგან ანას ფიზიკური ტკივილის გარდა ამ ხნის განმავლობაში თურმე სხვა რამეც აწუხებდა, თუმცა ხორცის ტკივილი არაფერია სულის ტკივილთან შედარებით და მის შვილს ყველაფერი ამის გადატანა უწევდა. ვინ იცის იმ მომენტში როგორ უსუსურად იგრძნო თავი დედამ რომელსაც არ შეეძლო შვილისთვის ტანჯვა შეეემსუბუქებინა, ვინ იცის რად დაუჯდა ცრემლების შეკავება, მაგრამ თავს უფლება ვერ მისცა შვილისთვის სისუსტე დაენახვებინა. ამ ფიქრებიდან ისევ ანამ გამოარკვია ლალი. -კარგი დე აღარ გვინდა ამაზე. -კაი როგორც იტყვი შვილო, თქვა დედამ და შვილს ნაყინით სავსე ჭიქა გაუწოდა. -იცი დედიკო რა მინოდა ყოველთვის? -რა? -პატარა ძმა რომ მყოლოდა. მას მათეს დავარქმევდით, ხომ იცი როგორ მიყვარს ეს სახელი... ძალიან ცელქი იქნებოდა ჩემი ძამიკო, ნერვებს მომიშლიდა ხოლმე მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მეყვარებოდა. -ხო მაგრამ ხო იცი დედიკო რომ მეორე შვილს ვერ გავაჩენ. სინანულით ჩაილაპარაკა ლალიმ. -რა იცი დედა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. თქვა ანამ და სამზარეულო დატოვა. ზაფხული ნელ-ნელა მიიწურა. ანას უნივერსიტეტში სწავლთა ეწყებოდა თუმცა ამისთვის განწყობა არ ჰქონდა, ძალიან არ უნდოდა ჯგუფელებთან შეხვედრა, რომელთა თვალებშიც მხოლლოდ სიბრალურს ხედავდა რაც მას ყველაზე ნაკლებას სჭირდებოდა. ასე თუ ისე სწავლას ვერ შეწყვეტდა ამიტომაც სხვა გზა აღარ ქონდა უნივერსიტეტში სიარული უნდა გაეახლებინა. ერთ დღესაც როდესაც სასწავლებლიდან გამოვიდა, იქვე სკამზე ნაცნობი ფიგურა შენიშნა და გულმა გამალებით დაუწყო ფეთქვა. ანას დანახვაზე ბიჭი წამოდგა და გოგონასთან მიიჭრა. -უნდა დაგელაპარაკო! -შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, თქვა გოგონამ და შეეცადა მისთვის გვერდი აექცია, მაგრამ ბიჭი წინ გადაეღობა და გოგონა მთელი ძალით გულზე მიიკრა. -გამიშვი! თქვა ანამ, ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც გააცნობიერა რა მოხდა. -აღარასდროს გაგიშვებ! წარმოსთქვა ბიჭმა და უფრო მაგრად მიიკრა ათრთოლებული გოგონა გულზე. -ფილიპე გთხოვ, არ გინდა. -ჩუ შენ არავინ გეკითხება. ამ ამბის შემდეგ ორი თვე გავიდა. ბიჭი ყოვე დღე ხვდებოდა ანას უნივერსიტეთან, მათი ყოველი შეხვედრა კი ჩხუბით მთავრდებოდა. განა იმიტომ რომ ანას ფილიპე არ უყვარდა და მასთან ყოფნა აღარ უნდოდა! არა! ეს რა თქმა უნდა ყველაზე მეტად გააბედნიერებდა, მაგრამ თავს ეგოისსტობის უფლებას ვერ მიცემდა. ის კარგად ხვდებოდა რომ ბევრი დრო აღარ ქონდა დარჩენილი და მისი სიკვდილი ბიჭს გაანადგურებდა. ამიტომაც მასთან თავს ყოველთვის შორს იჭერდა და ცდილობდა როგორმე ჩამოეშორებინა, მაგრამ ფილიპე ყოველი უარის შემდეგ უფრო დაჟინებით სთხოვდა შერიგებას. ანა კი ისე იმ ოთხი წლის წინანდელ ამბავს იმიზეზებდა, რაც გულის სიღრმეში დიდი ხანია აპატია ბიჭს, მაგრამ თავის უარის გასამართლებლად სხვა ვერანაირ მიზეზს ვერ იფიქრებდა. იმის თქმა რომ აღარ უყვარდა რა თქმა უნდა დიდი უაზრობა იქნებოდა რადგან გოგონას თვალებში ეწერა თუ როგორ უყვარდა ბიჭი. მაგრამ ამ ისყვარულის ბოლო სიკვდილი იყო, სიკვდილი რომელიც ასე ახლოს იყო მასთან. ### -ანა არ გინდა ფილიპეს აპატიო? წამოიწყო საუბარი პეპიმ. -არ შემიძლია ხომ იცი არაა. -არ ხარ მართალი ანა, მხარი აუბა მეგობარს ელემ. -არ მინდა დაიტანჯოს და გული ეტკინოს, ხომ იცით ჩემი დღეები დათვლილია, არავინ იცის როდის მოვკვდები და ჩემს ირგვლივ უამრავ ადამიანს ვიმსხვერპლებ. -ანი მომისმინე, ხო შენ ავად ხარ და დიდი ხანი ვერ იქნები ჩვენთან ერთად, წარმოდგენაც არ მინდა ამის შემდეგ როგორი იქნება ჩემი ცხოვრება, არ ვიცი კიდევ შევძლებ თუ არა ცხოვრებას, ვიცი ჩემი სიცოცხე მაშინ დამთავრდება და არსებობის დღეებს დავიწყებ, მაგრამ მე მოგონება მაინც დამრჩება, შენი მოგონება, შენთან ერთად გატარებული ლამაზი დღეები, შენი თბილი ღიმილი, შენი უამრავი ჩახუტება... ალბათ სიკვდილამდე გამყვება შენი სითბო.. მას კი.. ამის უფლებასაც არ აძლევ, არ გინდა ეს ცოტა ხნის მაგრამ მაინც უდიდესი ბედნიერება მიანიჭო საყვარელი ადამიანს, ამბობ არ მინდა ეგოიტურად მოვიქცეო, მაგრამ სწორედ ამას აკეთებ, საყვარელი ბიჭისთვის ეს მცირედიჩ გენანება რასაც უბრალოდ შენს გვერდით ყოფნა ქვია... ამ დროს მაგდას ხმა ჩაუწყდა და მონოლოგი ვეღარ დაასრულა, უკვე ცხარე ცრემლით ტიროდა და ანას მთელი ძალით ეხუტებოდა. თითქოს გოგონაზე მეგობრის სიტყვებმა იმოქმედა მეგობარი ნაზად ჩამოიშორა, ლოგინზე ჩამოჯდა და წამით ჩაფიქრდა. შემდეგ კი გოგოებს ძალიან თბილად გაუღიმა. -სულ როგორ უნდა იღიმოდე გოგო, სიცილითვე თქვა ელენემ, რომელმაც მომხდარი ჯერ კიდევ კარგად ვერ გაიაზრა. -ყოველთვის ღიმილიანი ანა გაგახსენდებათ... თითქოს სინანულით თქვა ანამ. -ყველაზე თბილი და ლამაზი ღიმილი. -მიყვარხართ გოგოებო , თქვა ანამ და ორივეს ძალიან ძალიან მაგრად მოეხვია. ### -პილიპე ანა ვარ, შეგიძლია 1 საათში ჩვენ პარკში შემხვდე? -მე... მეე, ენა დაება ბიჭს, რა თქმა უნდა ანა, ოღონდ ეგ მითხარი. -კარგი გელოდები ორი საათის შემდე თითქმის ცარიელ პარკში ორი ფიგურა ამშვენებდა ერთ მარტოსულ სკამს. ეს ადგილი მათი შეხვედრის ადგილი იყო, ამითომაც უთხრა ანამ „ჩვენ პარკში“ შევხდეთო. ორივე გაუნძრევლად იჯდა და ხმას ვერ იღებდნენ, ბიჭს მკვდირს ფერი ჰქონდა მიღებული და ხმის ამოღებაც კი არ შეეძლო. შემდეგ თითქოს ძალა მოემატა და და საუბარი დაიწყო. -რამდენი ხანია? -მესამე წელი მთავრდება. -მაშინვე რატომ არ მითხარიი ანაა? -არვიცი ახლაც ძლივს მოვიკრიბე ძალ ღონე. -იმედია ხვდები რომ ამას შემთვის მნიშვნელობა არ აქვს და ისევ ისე ძალიან მიყვარხარრ. -სწორედ ამის მეშინია ფილიპე, სინანულით ჩაიბურტყნა გოგონამ. -დღეიდან ნურაფრის შეგეშინდება, ერთი წამით აღარ დაგტოვებ, ძალით რომ გამაგდო მაინც არ წავალ, თქვა ბიჭმა და გოგონა ჩვეულებრივსამებრ ძლიერად ჩაიკრა გულში, შემდეგ კი საუბარი განაგრძო. -გახსოვს ადრე რომ მითხარი ყველაზე მეტად შემოდგომა და შენ მიყვარხართო, აი შემოდგომაც აქ არის და მეც.. თითქოს დრო არც გასულა, ჩვენ ისევ აქ ვართ და ერთმანეთს ვეხუტებით ისევ ისე როგორც ძველად. -ხო მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა ხომ იცი... -ვიცი მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, თქვა ბიჭმა და გოგონას ცხვირზე მოეფერა. -ფილიპე პირობა უნდა მომცე! -რა პირობა? -დამპირდი რომ ჩემი სიკვდილის ჩემდეგ ცხოვრებას გააგრძელებ და თავს სიყვარულის უფლებას კიდევ მისცემ! -ეს სიტყვები მეორედ აღარ გაიმეორო! მტკიცედ წარმოსთქვა ბიჭმა. -გთხ.. -ჩუუ... ტუჩებზე ხელი მიადო ბიჭმა საყვარელ არსებას, შეხედე რა ლამაზია აქურობა. აქ ვერანაირი სიკვდილი ვერ მოგვაგნებს ვერასდროს. ### -ექიმო სიმართლე მითხარით როგორ არის ჩემი შვილი? -ვერ დაგიმალავთ ანას მდგომარეობა მაშფოთებს. -ძალიან ცუდად არის საქმე? -საკმაოდ, სიმსივნემ მთელი სხეული მოიცვა. -რამდენი დარჩა ექიმო? -რამდენიმე თვე... 1 წელი ალბათ მაქსიმუმი ქინება. ქალმა თავი ხელებში ჩარგო და მწარედ აქვითინდა. ჩემდეგ კი ექიმთან საუბარი განაგრძო. -არავითარი შანსი არა გვაქვვს? -ახლა წამლებს დაუნიშნავ, ექვსი თვის მერე შევიტყობთ ოპერაციის გაკეთებას ექნება თუ არა აზრი.. -თუ შეიძლება ანას არაფერი უთხრათ, სამი წლის მანძილზე პირველად არის ასეთი ბედნიერი... მინდა მას მაინც სჯეროდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება, არ მინდა სიცოცხლის ხალისი ისევ დაკარგოს. -ხო იცით ექიმს არ აქვს უფლება პაციენტს სიმართლე დაუმალოს. -ვიცი მაგრამ ჩემიც გაიგეთ. -კარგი კაი იყოს ისე როგორც თქვენ გინდათ. ### შერიგებისას დადებულ პირობას ფილიპე პირნათლად ასრულებდა და მართლაც გოგონა ერთი წუთითაც კი მარტო არ დაუტოვებია. უნივერსიტეტიდან გამოსულს მანქანით ხან მარტო ხვდებოდა, ხან გოგოებთან და ალექსისთან ერთად. თბილისის ყველა ლამაზი ადგილი ერთად მოიარეს, ისე კარგ დროს ატარებდნენ რომ ანას ავადმყოფობა წამით ავიწყდებოდა ხოლმე. ეს რა თქმა უნდა მეგობრების და უფრო მეტად ფილიპეს დამსახურება იყო, რადგან გოგონას შანს აღარ უტოვებდა რამე ცუდზე ეფიქრა. ასე გავიდა ზამთარი და გაზაფხული. 5 ივნისს ანას დაბადების დღე იყო და ყველანი განსაკუთრებულად ემზადებოდნენ ამ დღის აღსანიშნავად. გულს სიღრმეში ალბათ ფიქრობდნენ რომ ეს გოგონასთვის შეიძლებოდა უკანასკნელი ყოფილიყო, მაგრამ ამას ხმააღლა არ აღიარებდნენ. Happy Birthday To You, Happy Birthday To You, Happy Birthday Dear Ana, Happy Birthday To You .... სიმღერის შესრულების შემდეგ ბავშვები ერთმაშად მოეხვივნენ გოგონას და განძრევის შანსი აღარ დაუტოვეს. გილოცავთ ანაა... გილოცავთ... ჩემი დიდი გოგო 21 წლისაა უკვეე... ისმოდა აქეთ იქედან ხმები. -ფილიპე სად არის? იკითხა ანამ ბოლოს როდესაც საყვარელი ადამიანი სტუმრებში ვერ ამოიცნო. -საცუქარიი მოაქვს ან არ ინერვიულო! თქვა ალექსიმ და გოგონას თვალი ჩაუკრა. ნეტავ რა უნდა მაჩუქოს ასეთი გაიფიქრა ანამ, თუმცა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, ფილიპეს უკვე დიდ საჩუქრად თვლიდა რომელიც ღმერთმა სწორედ იმ დროს გამოუგზავნა როცა მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ამ ფიქრებში გაქრთულს კარებზე ზარის ხმა მოესმა და მიხვდა რომ ეს სწორეს ის იყო ვის მოსვლასაც ასე ძალიან ელოდა. -ელე გააღე რა კარი ძაან გთხოვ... -კაი ან ეხლავე, უპასუხა მეგობარმა და კარებისკენ დაიძრა. -აი მეც მოვედიი, დამანახეთ ჩემიგოგო მაგრად უნდა ჩავეხუტო, თქვა ახლადმოსულმა და გოგონას ამოსუნთქვაც არ აცადა ისე ჩაიკრა გულში. მათი შემხედვარე ანას მშობლები უბედნიერესები იყვნენ რადგაან თავიანთ ქალიშვილს ასე ბედნიერებს ხედავდნენ... -მოიცა ახლა ჩემი საჩუქარი, თქვა ფილიპემ და ანას მოზრდილი ყუთი გადასცა. აჰა გახსენი! გოგონამ წითელი ბანტი მალე შეხსნა ყუთთს და შიგნით დიდი ინტერესით ჩაიხედა. -არ არსებობს! წამოიყვირა გოგონამ და ბიჭს მეორეს ჩაეხუტა, ჩემი ოცნება... ჩემი ბავშვობა, ბუტბუტებდა ანა. როგოორ გამახარე!.. შემდეგ ბიჭს მოშორდა და ყუთიდან ფირფიტა ამოიღო, რომელსაც Led Zeppelin ეწერა.. მართლაც ანის ბავშვობის ოცნება იყო ამ საყვარელი როკ ჯგუფის ორიგინალი ფირფიტა ქონოდა. -მაგრამ.. განაგრძო ფილიპემ, ამას ვერ მოუსმენ ერთი პატარა ხელსაწყოს გარეშე და ოთახში პარატა რადიო მიმღები შემოიტანაა. ამის შემხედვარემ ყველან გულიანად გადაიხარხარა... -„მანანას რადიოლა“ ტოო.. საიდან გაჩითე, ხარხარებდა ალექსი. მაგრამ ანა არავის არ უსმენდა, ისე გაახარა საჩუქარმა რომ წამით ყველა დაივიწყა, მაშინვე ფირფიტა და რადიო მოქმედებაში მოიყვანა, აი მაშინ კი ყველა დარწმუნდა როგორი მაგარი საჩუქარი გაუკეთა ფილიპემ საყვარელ ადამიანს. ამის შემდეგ ფილიპემ ძმა გვერდით გაიხმო და ცოტა ხანი რაღაცას ელაპარაკებოდა, ალექსანდრე კი გაკვირვებული უსმენდაა. ბოლოს დაიყვირა მალე მოვალო და გარეთ გავიდა. -სად წავიდა შენი ძმა? -არაფერი ანა მალე მოვა უთხრა გოგოს ფილიპემ და ლოყაზე მაგრად მოეფერა გოგოს. ამის ჩემდეგ საერთო მხიარულება გაგრძლედა. იცინოდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მოკლედ ისე ერთობოდნენ როგორც ასეთ ახალგაზრდებს ჩვევიათ ხოლმე. ყველა ძალიან ბედნიერი იყო, რადგან ანას გულეწფელ ღიმილს ხედავდნენს მის სახეზე, ალბათ ეს დღე სულ ყველას მეხსიერებაში დარჩებოდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო განვლილ დღეთა შორის. მეგობრები უკვე წასვლას აპირებდნენ როდესაც ალექსი შემოვიდა საქართველოს რუკით ხელში. ყველა განცვიფრებული მას მიაჩერდა რადგან ფილიპეს გარდა რომელსაც სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა ვერავინ მიხვდა თუ რა ხდებოდა. -მოკლედ მეგობრებო, რამდენიმე წლის წინ, ჩემს საყვარელ გოგონას დავპირდი რომ მას ზღვებს და მთებს შემოვატარებდი, მე კი პირობა მოგეხხსენებათ რომ არასდროს მავიწყდება. ალბათ საზღვარ გარეთ წასვლას აზრი არ ექნება თუ ჯერ შენი ქვეყანა არ გაქვს ნანახი, ამიტომაც ჩემს ძმას ვთხოვე ეყიდა საქართველოს რუკა, ახლა ერთ გოგოს თვალებს აუკრავთ და რა ადგილასაც იგი ხელს დაადებს ყველანი იქ წავალთ სამოგზაუროდ. ფილიპეს ამ განცხადებას საყოველთაო აღტაცება მოჰყვა მეგობრებში. ანა კი განცვიფრებული იდგა და მხოლოდ მაშინ მიხვდა რა ხდებოდა როდესაც მას მისმა ბიჭმა თვალები აუკრა. -კარგი აბა ანა შენიცი, კარგი ადგილი აგვირჩიე, იყვირა მაგდამ და ანა რუკასთან მიიყვანა. -მე ვირჩეეეეეევვვ აი ამ ადგილს, თქვა ანამ და რუკას ხელი ერთ ადგილას დაადო. რომელი კუთხეა? -რაჭა, წამოიყვირა პეპიმ და სიხარულისგან შეხტა. -მშვენიერია! ერთ კვირაში ყველანი მივდივართ რაჭაში. -ექიმები არ გამომიშვებენ, თქვა ანამ სინანულით და დივანზე ჩამოჯდა. -მაგათთან საქმე უკვე მოვაგვარე, ახლა უკვე საუბარში ჩაერთო ანას დედა. წადით ბავშვებო გაერთეთ. -რა? მართლაა? სიხარულისგან წამოხტა ანა და დედას ჩაეხუტა. -მორჩა ყველაფერი გადაწყვეტილია. დაბადების დღიდან მართლაც ერთ კვირაში თბილისიდან ორი მანქანა დასავლეთ საქართველოსკენ გაემართა და გეზი რაჭისკენ აიღეს. -გზა მაინც იცით ბავშვებო? იკითხა მანქანაში ელემ. -რუკები და იმ ადგილების სია რაც უნდა ვნახოთ ალექსის აქვს და ანუ მას უნდა გავყვეთ, უპასუხა ფილიპემ. -აუ რა მაგარია რაჭას ვნახავთ, ბავშვივით აღელვებული იყო ანა. -ხო ძალიან მაგარი მოგზაურობა გამოგვივა ბავშვებო. დაძვრიდან ხუთ საათში მეგობრები უკვე შაორის პეიზაჟით ტკბებოდნენ. „აუ რამაგარიაა“.. „აქამდე რატომ არ ჩამოვედით აქ“...“ რა სილამაზეაა“... „სახლი აქ უნდა ვიყიდო“, გაისმოდა აქეთ იქედან ხმები. -ალექსი სად უნდა დავბინავდებთ? იკითხა ბოლოს ანამ. -ახლა ერთ სოფელში შევალთ, დაიცა რა ქვია? ხოო გამახსენდა ნიკორწმინდა. ძმაკაცმა აქაური ოჯახის ნომერი მომცა საოჯახო სასტუმროს პონტი ჰქონია ერთი ღამით დავრჩებით. აქვე ახლომახლო რაღაც ძალიან მაგარი ადგილები ყოფილა და იმედია მათ მიგნებაშიც დაგვეხმარება. მერე ამბროლაურში ჩავალთ და იქ ვნახავთ რაღაცეებს, შემდეგ ზემო რაჭაში ავალთ, შოვში დავისვენოთ რამდენიმე დღე. შემდეგ კი ჰერი ჰერი ისევ თბილისში. ეს მონოლოგი ალექსანდრემ ხმამაღლა წარმოსთქვა რათა ყველასთვის გასაგები ყოფილიყო. -კარგით წავედით ბავშვებო აქ უკანა გზაზეც გამოვივლით, თორემ დაგვაღამდება და ვეღარ დავბინავდებით, თქვა ფილიპემ და ბავშვებს მოუწოდა მანქანებში ჩამსხდარიყვნენ. ოჯახი სადაც ღამე უნდა გერთიათ დიდხანს არ უძებნიათ, რადგან ორ სართულიანი ლამაზი სახლი გზის პირას იყო. ბავშვები ორ ოთახში განაწილდნენ, ნივთები შეინახეს და დაბლა ეზოში ჩავიდნენ. სახლის პატრონი ძალიან ხალისიანი და კარგი იუმორის მქონე პიროვნება აღმოჩნდა, მან სტუმრებისთვის კოცონი დაანთო და მწვადები შეწვა. შუაღამემდე სუფრასთან ისხდენე, მასპინძელი მათ მრავალ ანეგდოტს თუ ნამდვილ ამბავს უყვებოდა რაჭველებზე და არა მხოლოდ მათზე. სტუმრებს სხვა გზა აღარ რჩებოდათ და სიცილით იხოცებოდნენ. ამ ყოფაში ისე მოვიდა შუაღამე ვერც კი მიხვდნენ, ბოლოს ანამ დაღლილობა იგრძნო და გოგონებს სთხოვა დასაწოლად წაყოლოდნენ, მეგობრებიც მის ნებას დაყვნენ და სუფრა დატოვეს. გათენდა. თურმე მთაში სულ სხვანაირი გათენება სცოდნია, ამას მეგობრების ხუთეული მაშინ მიხვდა როდესაც დილით ადრე გარეთ გამოვიდნენ და გარშემო მთებს თვალი გადაავლეს. -გაიღვიძეთ ქალაქელებო? ღიმილით შეხვდა მასპინძელი მეგობრებს. -სამოთხეში ცხოვრობთ და კიდე ვინმე იტყვის ის დედამიწაზე არ არისო.. თქვა ფილიპემ და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ბუნებას. -დღეს რა გეგმები გაქვთ ბავშვებო? -აქ ორი ადგილი ყოფილა ძალიან ლამაზიაო ამბობენ, უდაბნო და საყინულე. თქვენი იმედი გვაქ იმედია მიგნებაში დაგვეხმარებით. მიუგო მასპინძელს ალექსიმ. -კარგით რა პრობლემაა ბავშვებო, ოღონდ იქ თქვენი მანქანებით ვერ მივალთ, ერთ საათში დავბრუნდები და მანქანასაც მოვიყვან, თქვენ სახლში შედით ჩემი ცოლი საჭმელს გაგიმზადებდათ. -კარგით ბატონო დათო დაგელოდებით. -კაი რა ბატონო დათო თუძმახარ, აქ ყველა დათუნიკას მეძახის, თქვენც ასე დამიძახეთ. -კარგი დათუნიკა, სიცილით უთხრა ალექსიმ. მართლაც ერთ საათში „დათუნიკა“ დაბრუნდა ორი „ნივით“ და ბავშვები ზემოთ აღნიშნული ადგილების დასათვარიეელებლად წწაიყვანა. თან გზადაგზა ყველა ადგილის ისტორიულ დანიშნულებას და მნიშვნელობას უმარტავდა. ბავშვებს თავი სამოთხეში ეგონათ, რადგან ასეთი სილამაზე მართლაც არასდროს ენახათ. ყველანი აღფრთოვანებულები იყვნენ რაჭის პეიზაჟებით და აქედან წასვლა აღარ უნდოდათ. უამრავი ფოტო და ვიდეო გადაიღეს გზაში , იცინოდნენ, თამაშობდნენ და ერთი სიტყვით ცხოვრებით ტკბებოდნენ. მათი მასპინძელიც თავისი კვიმატი ეხნის წყალობით ერთი წუთი მოსვენების საშუალებას არ აძლევდათ მეგობრებს. ბავშვებმა დაგეგმილზე ბევრად მეტი ადგილლი მოინახულეს მასპინძელის წყალობით, მართლლია ძალიან გაერთნენ მაგრამ დაღლილობამაც თავისი გაიტანა და იმ ღამითაც იქ დარჩნენ. დილას ადრე ადგნენ რომ წასასვლელად მომზადებულიყვნენ, ამასობაში საუზმეც გამზადდა და დათომ ბავშვები სუფრასთან მიიწვია. -ახლა საით აპირებთ წასვლას? წამოიწყო საუბარი მასპინძელმა. -რავიცი შოვში კი გვინდოდა ასვლა მაგრამ... დანანებით ჩაილაპარაკა ალექსანდრემ. -რა მაგრამ შვილო? რამე პრობლემა გაქვთ? -გზა არ ვიცით არცერთმა! არა მგონია მივაგნოთ... განაგრძო საუბარი ფილიპემ. -მე ვმუშაობ თორე გამოგყვებოდით ბავშვებო, მაგრა იქნებ მოგიფიქროთ რამე... ერთი წუთით დავრეკავ და მოვალ მალე! დათუნიკამ ოთახი დატოვა და ორ წუთშივე უკან შემოვიდა. -აქ ერთი კაცია ცხოვრობს, ბიზნესი აქვს თავისი.. რამოდენიმე ვენახის და შოვში პატარა სასტუმროს მფლობელია. მისი შვილი არის ხოლმე ხშირად ნიკორწმინდაში და იმასთან გადავრეკე წასვლას ხომ არ აპირებდა შოვში. ერთ საათში გავალო ასე მითხრა.. კარგი გოგოა შვილებო ძალიან, იმას წაყევით უკან და დაგაბინავებთ კიდეც სასტუმროში! თქვა დათომ. ამის გაგონებაზე ყველას გაუხარდა და ჩანთების გატანა დაიწყეს ეზოში. -ნეტა როგორი გოგოა, წამოიწყო ლაპარაკი ალექმა. -შენ როგორი გინდა იყოს? სასაცილოდ გაეკრიჭა ფილიპე! ვის ელოდები აბა? -რა ვის ველოდები ერთი სოფლელი გოგო იქნება კაი რა! -ვნახოთ ვნახოთ! ჩაილაპარაკა ფილიპემ -მეტის იმედი არც მაქ... -აუ როგორ მინდა ვინმე მაგარიი გოგო იყოს ენა რომ ჩაგაგდებინოს. -მოიცა რა, ერთი სოფლელი გოგო იქნებათქო აი ნახავ! ამასობაში დათო შემოვიდა ჭიშკარში და ‘მარიამი მოვიდაო’ თქვა.. ყველანი გარეთ გავიდნენ და წინ მაგარი სურატი დახვდათ! შავ „ლენჯ როვერზე“ შავგვერმანი გოგო იყო მიყუდებული, მოკლე შორტებიდან გრძელი გარუჯული ფეხებუ უჩანდა, ზემოთ თეთრი მაისურიი ეცვა, შავი „ლენონები“ ეკეთა და შავი, წელამდე თმა გაეშალა. მართლაც ულამაზესი გოგო იდგა მათ წინ. ამის შემხედვარე ალექსი გაშეშდა, ფილიპემ კი „უჰუუუუ“-ო რაც შეეძლო ხმამაღლა შეყვირა და ჰაერში ახტა! - აი მარიამ გაიცანი ეს ის ბავშვები არიან, თქვა დათომ. -მე ფილიპე ვარ, ეს ჩემი შეყვარებული ანა არრის, ეს მისი მეგობრები ელენე და მაგდა, ეს კიდე ჩემი ძმა არის ალექსი! წარუდგინა ყველანი მარიამს. -სასიამოვნოა! მე მარიამი.. თქვა გოგონამ და მეგობრებს გულთბილად გაუღიმა. -ჩემთვის უფრო სასიამოვნოა, თქვა ალექსიმ და გოგონას თვალი ჩაუკრა. მისი ეს სიტყვები უყურადღებოდ არავის დარჩენია. ორი საათის მგზავრობის შემდეგ ბავშვები უკვე ულამაზეს შოვში იყვნენ და ბარგს თავთავიანთ კარადებში ალაგებდნენ... საქმეს რომ მორჩნენ ყველანი გარეთ გავიდნენ და ტერიტორიის დათვარიელება დაიწყეს! ალექსიმ მარიამი დაინახა მარო და მაშინვე მასთან მივიდა. -ლამაზი ტანი გაქვს მარიკო! თქვა ბიჭმა და გოგონა აათვარიელა; - ვიცი! ისე მუშტიც ლამაზი მაქვს, თან მწარეც სანდრიკო! უპასუხა გოგონამ და ბიჭს თვალი ჩაუკრა! -კარგი რა ნუ მემკაცრები გოგო, ვითომ არ მოგწონვარ.. -შენ? ბიჭებში და მანქანებში მაგარი გემოვნება მაქვს დამიჯერე! თქვა მ,არიამმა და პირდაღებული ბიჭი მარტო დატოვა! მე შენ გაჩვენებ სეირს! ჩაილაპაარაკა ბიჭმა მისი წასვლის შემდეგ. მოსაღამოვდა! მეგობრები გარეთ იყვნენ და ყველანი თავ თავიანთ ‘პონტში’ ერთობოდნენ... ანა და ფილიპე ჰამაკში იწვნენ ჩახუტებულები, მაგდა და ელეე ფეისბუქში ახალ ფოტოებს ტვირთავდნენ, ხოლო ალექსი ჯაყვით ჯოხს უთლიდა წვერს. ამასობაში მარიამი დანიახეს გარეთ ტელეფონაზე ლაპარაკობდა, როდესაც დაამთავრა თავისთან იხმეს, ‘მოდი ჩვენთან ჯოკერის თამაშს ვაპირებთო’. გოგონაც მათთან მივიდა. -აბა ვინები ვთამაშობთ? იკითხა მან. -მე და შენ ვიყოთ პარებში საყვარელო, თქვა ალექსიმ და გოგონას კოცნა გაუგზავნა. -შენთან პარაში? კარგი რა! -მოდი მე და შენ ვიყოთ მარიამ პარებში! გვეთამაშონ ეს ძმები რისი თავი აქვთ. გამოვიდა იდეით ანა და ჰამაკიდან ადგა. -გაგანადგურებთ გოგოებო! და ფილიპემაც ანას მოქმედება გაიმეორა. -მაგასაც ვნახავთ! ჩაილაპარაკა მარამმა და მაგიდას მიუჯდა. -აბა რაზე ვითამაშოთ? იკითხა ალექსიმ. -რაზეც გინდა. -კაი მაშინ ერთ სურვილზე. ჩვენ თუ მოვიგეთ მე შენთან მექნება ერთი სურვილი, ფილიპეს კიდე ანასთან, კარგი? -კარგი. კარგა ხანი, მთელი მონდომებით თამაშობდნენ ბავშვები ჯოკერს! როგორც იქნა დაამტავრეს და გამარჯვებულიც გამოვლინდა. გოგონებმა სძლიეს ბიჭებს. -აბა რა არის შენი სურვილი ან? წამოიწყო ლაპარაკი ფილიპემ და გოგონას ლოყაზე ხმაურიანად აკოცა. -არვიცი არ მომიფიქრებია! -და შენი? ჩაერთო ლაპარაკში ალექსანდრე. -მაგას ხვალ გეტყვი თქვა მარიამმა და ბიჭს ალმაცერად გახედა! ამის შემდეგ ბავშვები თავ თავიანთ ოთახებში განაწილდნენ და დასაძინებლად გაემზადდნენ. გათენდა. ყველამ გვიან გაიღვიძა. როდესაც გარეთ გამოვიდნენ დაინახეს რომ მარიამი წასასვლელად ემზადებოდა. -საით გაგიწევია? ჰკითხა ალექსიმ. -მალე მოვალ ნუ ღელავ, შენი სურვილი არ დამიწყებია! უპასუხა გოგონამ და მანქანაში ჩაჯდა. -ნეტა რა უნდა გამაკეთებინოს ასეთი? - შენ ყველაფის ღირსი ხარ, სოფლელი სოფლელიო რომ ამბობდი. ნახე რა გოგოა . თქვა ფილიპემ. -მეც ვხედავ რომ მაგარი გოგოა! -მოიცა მგონი ვიღაცას ვირაც მოიწონა. იმ ვიღაცას კიდე ეს ვიღაც არ ევასება. გადაიხარხარა ელენემ. -მოიცათ რა! შუადღე იყო როდესაც მარიამი დაბრუნდა მოზრდილი ყუთით ხელში. -აბა ბავშვებო მოგროვდით! ეს უსაქმური უნდა დავასაქმო, თქვა მარიამმა და ალექსისკენ მიუთითა. -რა მოიფიქრე? იკითხა მაგდამ. -მოკლედ იქედან გამომდინარე რომ ერთმა ბიჭმა მე სოფლელი მიწოდა, და იქედან გამომდინარე რომ მე ეს ყველაფერი ძალიან კარგად მესმოდა, და იქედან გამომდინარეც რომ ამან საშინლად გამაბრაზა ვფიქრობ შესაფერისი დასჯა მოვიფიქრე! ახლა გაიგებს ეს ვაჟბატონი რა არის ნამდვილი სოფლელობა. ამ სიტყვების გაგონებაზე ალექსანდრეს სახე ეცვალა. -მოკლედ ჩემი სურვილია... მარიამმა ყუთი გახსნა და იქედან ორი მოზრდილი ქათამი ამოიყვანა, ეს ქათმები დაიჭირო და ისევ ამ ყუთში დააბრონო! ხო და კიდევ ერთი! ჩვენ ამ ყველაფრის გადაღების და ინტერნეტში ატვირთვის უფლებაც გვაქვს! ამის გაგონებაზე ყველამ ბოლო ხმაზე გადაიხარხარა., ალექსიმ კიდე ფერი დაკარგა და მომაკვდავის სახით გახედა ეზოში მოხეტიალე ორ ქათამს. მეტი გზა არ ქონდა, ნიძლავი ნიძლავი იყო და გოგონას სურვილი უნდა შეესრულებინა. ყველამ კამერები მოიმარჯვეს. „ამას გაზღვევინებო“ ჩასჩურჩულა ყური ბიჭმა გოგოს და ‘სასიკვდილო რბოლაც’ დაიწყო. ორი კურდღელის ერთად დაჭერის რაგითხრათ მაგრამ ორ ქათამს კი ერთად დასდევდა ალექსანდრე. რა არარ გააკეთა, რა არ მოიმოქმედა, ბურდულებში, ეკლებშიც კი შეძვრა რომ როგორმე ეს ფრთოსნები დაეჭირა, რომლებიც იმ დროს ასე ძალიან სძულდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მისი შემხედვარე ბავშვები ძალიან ხალისობდნენ და დროდადრო ვიდეოებს ინტერნეეტში ტვირთავდნენ.ნახევარი დღე დასდევდა ბიჭი ქათმებს მ,აგრამ ბოლოს ფარ ხმალი დაყარა. მარიამსაც შეეცოდა ბიჭი და უფლება მისცა ტავი დაენებებინა მათი დევნისთვის. ყველანი ძალიან გაერთნენ ალექსანდრეს და ქათმების ორთაბრძოლის შემხედვარე, მარტო ალექსი იყო მოწყენილი რადგან ყველა მას დასცილოდა. -ძალიან მიბრაზდები? მიუახლოვდა განმარტოებით მჯდომ ალექსის მარიამი. -მაგრად გაერთე ხო? -შენი ბრალია, სოფლელს რომ მიწოდებდი. -აბა რა მეფიქრა? -და აუცილებელია რამე გეფიქრა? -და შენ უცნობი ადამიანისგან რატომ გეწყინა? -არ მწყენია უბრალოდ სამაგიერო გადაგიხადე! -აქ რატომ ცხოვრობ? -აბა სად უნდა ვიცხოვრო? -რავი თბილისში. -თვილისში ის ოთხი წელიც მეყო რაც ვისწავლე. ახლა მამაჩემს ვეხმარები აქ ბიზნესების მართვაში და ძალიანაც ბედნიერი ვარ. ჩემ კუთხეზე მეტად არაფერი მიყვარს და რატომ უნდა ვიყო იმ ჭუჭყიან ქალაქში ვერ ვხვდები. -ხო აქარურობა მართლა ლამაზია! ერთ დღესაც ალბათ სახლს ვიყიდი აქ და ბედნიერად ვიცხოვრებ. -კარგი რა, შენნაირი ქალაქელი ბიჭი აქ ორ კვირასაც ვერ გაძლებს. -დავნიძლავდეთ? -კიდევ წაგება გინდა? -აღარ წავაგებ. -კარგი, მალე რთველი დაიწყება, ჩემთან გეპატიჭები. ვნახოთ აბა როგორ იმუშავებ ვენახში. თქვა მარიამმა და წარმოიდგინდა ალექსანდრე როგორ გულმოდგინეთ მუშაობდა ვენახში ‘ვალინკებით’ და სასხლავი მაკრატტლით ხელში. ტავის ამ ფიქრებზე კი თითონვე გაეღიმა. -დამცინი ხო? -არა რატომ? ჩამოხვალ? -არა წელს ვერ შევძლებ!. -რატომ? -ანას ვერ დავტოვებ! თქვა ალექსიმ და სახე შეეცვალა. მარიამი კი ხვდებოდა რომ ანა კარგად არ იყო მაგრამ ვერავისთვის ვერ ბედავდა იმის კითხვას თუ რა სჭირდა გოგონას. -ანას რასჭირს? -ავადა კიბო აქვს. -რა? თვალები აუწყლიანდა მარიამს. -ხო! არ იმჩნევს მაგრამ ძალიან ცუდადაა. ვერ დავტოვებ ვერც მას და ვერ ჩემ.... წინადადება ვეღარ დაამტავრა ალექსიმ რადგან ვიღაცის, უფრო სწორად კი მაგდას განწირული კივილი შემოესმათ: ვაიმე გვეელიიიიი! მიშველეეთთთ! ყვიროდა მაგდა ხეს სასაცილოდ ეხუტებოდა. -კარგი დამშვიდდი მაგდაა, შეეცადა მის დამშვიდებას მარიამი. -ვაიმე ახლა მკიბენს, ვაიმეეე! -ნუ ღელავ! არ გაინძრე. თქვა მარიამმა და გველისკენ დაიხარა. ის არც ისე დიდი იყო როგორიც მაგდას ეჩვენებოდა. გოგონამ მას ყელში მოკიდა ხელი და იქვე ბუჩქებში გაუშვა. ამის შემყურე ყველას ენა გადაყლაპვოდა. ხმას ვერავინ იღებდა რადგან მათთვის უდიდესი გმირობა ჩაიდინა მარიამმა. -კარგით რა იყოთ ძალიამ მიყვარს გველები! სიტუაციის განმუხტვას შეეცადა გონონა. მაგრამ მათ დაღებულ პირებს მაინც ვერაფერი უშველა. მართლაც რომ დაუვიწყარი ორი კვირა გაატარეს ერთად მეგობრებმა. ყველანი დარწმუნებულები იყვნენ რომ ეს დრო სამუდამოდ შემორჩებოდა მათ მეხსიერებას, გულის სიღრმეში ალბათ ხვდებოდნენ ან გრძნობდნენ რომ ეს შეიძლებოდა ბოლო გასეირნებაც კი ყოფილიყო ანასთან ერთად. გოგონა სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა და ფერი ეკარგებოდა, ამას დანარჩენები კარგად ხედავდნენ და მისი მდგომარეობის გამო ძალიან წუხდნენ, მაგრამ კატეგორიულ უარს ამბობდა უკან თბილიში დაბრუნებაზე. წამოსვლის ბოლო დღეს ანა და ფილიპე ერთად ისხდნენ და მთის პეიზაჟს გაჰყურებდნენ. -რა ლამაზია არა ეს მთები? წამოიწყო ანამ საუბარი. -ჰო თურმე ასეთი ყოფილა ნამდვილი სამოთხე. -იცი რა მინდოდა ყოველთვის? -რა? -ფრენა რომ მცოდნოდა და ჩიტივით თავისუფალი ვყოფილიყავი, ალბათ მეც მალე გავფრინდები, თქვა ანამ და თავი ჩაღუნა. -გაფრენა დედამიწაზეც შეიძლება ან. -როგგორ? -მაგალითად პარაპლანით, პარაშუტით ან სულაც საჰაერო ბუშტით, ფერნა თუ გინდა ამისთვის სიკვდილი არ არის საჭირო. ისე პარაპლანით ფრენა გერმანიაში მასწავლეს. -პარაპლანით გადახტომა ჩემი ბავშვოობის ოცნებაა, რომელი ვიცი რომ აღარ ამიხდება. ახლა ვიცი რომ მეჩხუბები მაგრამ ვგრძნობ რომ ბევრი აღარ დამრჩა, მიუხედავად ამისა მაინც უბედნიერესი ვიყავი აქ, შენთან. -ანა არ გინდა გთხოვ. -უნდა შეეგუო ფილიპე. მალე მართლა მექნება ფრთები და უსასრულოდ შევძლებ ფრენას. ამ დიალოგის შემდეგ შეყვარებულებს სიკვდილზე აღარ ულაპარაკნიათ, მაგრამ ერთანეთის თვალებში ორივე დიდ ტკივილს კითხულობდნენ. ალბათ მართალია რომ ადამიანი იმედს არასდროს კარგავს და ფილიპესაც სჯეროდა, სჯეროდა რაღაც სასწაულის, რომელიც ანას მასთან დასტოვებდა. მაგრამ ეს სასწაული არსად ჩანდა... გოგონა ნელ-ნელა დნებოდა, ხელიდან ეცლებოდა... ### -ფილიპე! -გისმენთ ლალი დეიდდა! -ანას შეტევა დაეწყო, რესპუბიკუში ვართ. მოდი გთხოვ. ბიჭმა რამენიმე წამში ჩაირბინა 8 სართულის კიბეები და მანქანა ადგილს მოსწყვიტა. ### -მძიმედაა გესმის? მოკვდება! -ამის გაფიქრებაც არ მინდა ელე. გთხოვ. ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა მაგდას! -ახლა კი დამთავრდა! მართლა დამთავრდა მაგდ... ვერ ვიცოცხლებ... მის გარეშე როგორ ვიყოთ ჰა?? ### -ექიმო ხომ იცით რომ ვერ გადაარჩენთ! ამის უფლება უნდა მომცეთ, გთხოვთ! ბოლო სურვილი უნდა აუსრულო. -არ გესნით ფილიპე, ეს ძალიან საშიშია! -მისთვის უკვე აღარაფერი არის საშიში... გთხოვთ. -კარგით რაც არის არის! ### -ჩუუუუუუ! -ფილიპე აქ რას აკეთებ ვინ შემოგიშვა? -ექიმმა მომცა ნება! ჩუმად იყავი აქედან უნდა გავიდეთ. და ბიჭმა საყვარელი არსების სხეული ხელში აიტაცა. -რა რას აკეთებ დამსვი. -ჩუუუ! გაჩუმდიი... -სად მიგყავარ? -მე შენთან ერთი სურვილი წავაგე, შენ კი არ გითქვამს რა გინდოდა.. ახმა კი მინდა ოცნება აგისრულო.. დილის ექვსი საათი იყო როდესაც ფილიპე და რამოდენმე ახალგაზრდა პარაპლანს ამზადებდა გასაფრენად. ანა მანქანიდან უყურებდა მათ და მომაკვდავი გული სიხარულით ევსებოდა. -მორაჩა ყველაფერი მზადაა! მოვიდა ფილიპე და გოგონა პარაპლანს მოარგო... მალევე გაფრინდნენ და ულამაზესი პეიზაჟებით ტკბებოდნენ . -იცი ფილიპე რა მინდა? -რა? -დამპირდი რომ არ გამიბრაზდები. -გპირდები. -ვიცი რომ არა ქრისტიანულია და საქართველოში შეუძლებელიც მაგრამ მინდა რომ ჩენი ცხედარი დაწვან და ქარს გაატანონ ჩემი ფერფლი. -რა სისულელეს ამბობ ანა! -არ მინდა რომ როდესაც მოვკვდები ჩემს საფლავზე იაროთ, იმიტო რომ იქ ჩემი გვამი იქნება მხოლოდ. მე ყველგან ვიქნები! წარმოიდგინე როდესაც ჩემ ფერფლს ქარს გაატან შენც დარწმუნებული იქნები რომ შენთან ვარ იმიტომ რომ ყველგან შეიძლება ჩემი ფერფლი იყოს. ამის შემდეგ გოგონა ცხარე ცრემლებით ატირდა. -არასდროს მიმატოვო ჩემო ანგელოზო გთხოვ.! -არასდროს!... ### ანას ოცნება აუხდა. მან სიცოცხლეშივე შეძლო გაფრენა. მაგრამ მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და კრიტიკული გახდა. ექიმმა სასწრაფო ოპერაცია დანიშნეს. როდესაც ანა პალატიდან გამოიყვანეს და საოპერაციოში მიყავდათ, მან თავი წამოსწია, ყველა მის საყვარელ სახეს გადახედა, თითქოს მათი სამუდამოდ დამახსოვრება უნდაო დაგაიღიმა... ისე გაიღიმა როგორც არასდროს! ანას ღიმილი ასე ჯერ არ მოხდენია! ულამაზესი იყო. მომაკვდავიც კი. ყველა კარგად მიხვდა ეს გაღიმება რასაც ნიშნავდა! ანა საოპერაციოდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდა! მისი ეს ქმედება ექიმის სიტყვებმა „ჩვენ ყველაფერი ვცადეთ მაგრამ...“ დაადასტურა! ამის შემდეგ ყველაფერი გაშავდა. აქამდე ნათელი, იმედის ფერები გაქრა. ყველაფერმა აზრი დაკარგა. დაიწყო საათები. არსებობის საათები. გოგონას გარდაცვალებამ მოკლა მისი საყვარელი ადამიანები. მოციარულე ცხედრებად აქცია. გულში უზარმაზარი აიარა დარჩა თითეულს რომელსაც დიდი ასოებით „ანა’ ეწერა. წავიდა გოგონა! შეუერთდა უსასრულობას! ### - უნდა გამაგრდეთ ქალბატონო ლალი, უმეორებდა ექიმი პალატაში მწოლიარე ქალს, ბატონო გოჩა თქვენც გირჩევთ რომ ძალ ღონე მოიკრიბოთ ამ დროს როცაა.... - რომელი ძალ ღონე ექიმო, ჩემმა შვილმა გაიოლა საიქიოში ჩემი ძალიც და ღონეც! - კი მაგრამ ახლა თქვენ მარტო აღარ ხართ. - ბატონო? ფეხმძიმედ ხართ ქაბატონო, თქვენს მუცელში ახალი არსება იზრდება. ახლა მისთვის უნდა იცხოვროთ გესმით? ეს ნამდვილი სასწაულია თქვენს ასაკში, ტქვა ექიმმა და პალატა დატოვა. ცოლ ქმარი გაოგნებული იყვნენ, თავში სულ ექიმის სიტყვები უტრიალებდათ ‘ ორსულად’ ‘ორსულად’. -გესმის გოცა? ეს ნამდვილი სასწაულია! ჩვენმა ანგელოზმა შვილი დაგვიტოვა, ასე უიმედოდ არ დაგვტოვა გესმის გოჩა? ანგელოზიაა! ჩვენი შვილი იქ ანგელოზია, ცის ანგელოზი. სასწაული მჯოხდა 42 წლის ასაკში შვილი... თან მე ხომ შვილის გაჩენა არ შემეძლო! გესმის გოჩა? ბატონი გოჩა უბრალოდ იდგა! მის გულში რაღაც აინთო, რაგაც პატარა ნაპერწკალი, რომელსაც იმედი ერქვა. 5 წელი გავიდა ანას გარდაცვალებიდან! ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამე შეიცვალა მისი მეგობრების ცხოვრებაში მაგრამ ერთი დღეც არ ყოფილა რომ მათ ანაზე არ ეფიქრათ. ფილიპემ სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა რათა ანას ნაირი პაციენტების განკურნება შეძლებოდა, მაგდა გათხოვდა და პატარა გოგონა შეეძინა რომელსაც ანა დაარქვა, ელენე დანიშნულია და ქორწილის ამბებს აგვარებს, ალექსანდრემ კი მარიამი შეირთო ცოლად და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საცხოვრებლად რაჭაში გადავიდა და ის და მისი მეუღლე უძღვებიდან (და საკმაოდ კარგადაც) ოჯახის მეურნეობას. როგორც ხედავთ მათ ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. ყველანი თავს ბედნიეად გრძნობდნებ, ყოველთვის იცოდნენ რომ ანა მუდამ მათ გვერდში იყო, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ მათმა ურთიერთობამ განსხვავებული სახე მიიღო! ყოველი წლის 5 ივნისს, ანას დაბადების დღეს პიკნიკზე მიდიან და ასე აღნიშნავენ გოგონას დაბადების დღეს. სუფრაზე კი მისთვის ერთ თეფშს აუცილებლად დებენ რადგან ანაც ხომ მათთან ერთადაა! ### -მათე! მათე ცოტა ნელა არ დაეცე! ეძახდა დედა ხუთი წლის შვილს პარკში. -დეეე, ჩემი და ხომ ანგელოზია? -კი შვილო ანგელოზია.. -აბა ჩემმა კლასელმა რომ მითხრა ანგელოზები არ არიანო? -მან რა იცის შვილო, შენი და ანგელოზა ცაში და იქედან გვხედავს ხოლმე. შენი თავიც მან მაჩუქა! -ან ახლა გვხედავს? -კი შვილო. -ესმის კიდეც? -კი ჩემო სიცოცხე ესმის! -დაიკოოოო! მიყვარხაარრრრრრრ! იყვირა ბავშვა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა თავის ანგელოზ დაიკოს. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.