შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაპატიე თავი 8


3-10-2015, 14:33
ავტორი buzgu))
ნანახია 2 589

-გთხოოოვ! არ გინდაა! გაჩერდიიი!-ვყვიროდი და ვტიროდი განწირული ხმით. ვევედრებოდი, ვემუდარებოდი, თავს ვიმცირებდი.-გთხოვ!-ჩავიკეცე და ძირს დავეცი.
-რატომ მთხოვ რატომ? რატომ არ გინდა ეს?-გაცეცხლებული ნიკა აწითლებული სახით მომჩერებოდა და ისე მიყურებდა თითქოს ჩემი განადგურება, მოკვლა უნდოდა. ვხვდებოდი რომ მას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებდა თუ არა მე.
-გთხოვ ნიკა! მოკვდება!-ვუთხარი ჩამწყდარი ხმით.
-ჰაჰაჰაჰა, მეც ეს მინდა!-ხმადაბლა და ბოროტულად ჩაიცინა ნიკამ.
-რა გინდა? ჩემს ცხოვრებაში რატომ ერევი? რა დაგემართა? რას მოითხოვ ბოლოს და ბოლოს?!-გავმწარდი. სიმწრისგან ვღრიალებდი.
-შენ! შენ მინდიხარ!-ამ პასუხს არ ველოდი. გავოგნდი. ამდენს როგორ ბედავდა?!
-რა?
-ხო. შენ მინდიხარ!-მივხვდი რაც ხდებოდა. აქ ჩემი ბედნიერება სრულდებოდა. ვიბრძოლებდი-მთელი ცხოვრება დიდ ტანჯვასა და ცოდვას ვატარებდი გულით. არ ვიბრძოლებდი-მთელი ცხოვრება ისევ მე დავიტანჯებოდი მაგრამ ის გადარჩებოდა. ის კარგად იქნებოდა...
-მას თავს დაანებებ?-ამოვისლუკუნე და თავი ჩავხარე.
-თუ ნებას დამრთავ!-ხელი გამომიწოდა და ბოროტულად, სულის შემძვრელად "გაიღიმა" თუ ამას ღიმილი ერქვა. ნაწყენმა და გამწარებულმა ავხედე. იმ დროს არ ვიცოდი რას განვიცდიდი. ძალიან ცუდად ვიყავი. ნერჩივნა იქვე მოვმკვდარიყავი მაგრამ ნიკასთვის ხელი არ გამეწოდებინა. სხვა გზა არ მქოონდა. ხელი მძიმედ ავიღე და მის ხელს დავადე ზემოდან.
-მას რას უპირებ?-თვალები დავხარე და დასისხლიანებულ ბიჭზე მივანიშნე.
-ვინმე იპოვის!
-ასე ვერ დავტოვებ!
-სასწრაფოში დარეკე!-დავრეკე მისამართი ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
-ტელეფონი მომეცი-მითხრა ნიკამ.
-რა?
-ტელეფონი მომეცი თქო ვერ გაიგე?
-არ მოგცემ!-გავჯიუტდი-მაგრამ დამიჭირა და ტელეფონი ძალით წამართვა.
-ბოდიში!-ჩაილაპარაკა და მწარედ გაიღიმა.
-მოიცაა!-ტყის პირას ვიდექით. ტელეფონი კი ერთერთ ხეს შეენარცხა.
-რას შვრეებიიი??-ვკითხე გაოგნებულმა.
-რავი არაფერს შენ?-გაიცინა ნიკამ.-ამ დროს ისტერიული სიცილი ავტეხე. ეს ალბათ ყველაზე უადგილო კითხვა, ყველზე უადგილო პასუხი და ყველაზე უადგილო საქციელი იყო.
-გეღადავება ნიკა?-უკვე დასერიოზულებულმა ცინიკური გამომეტყველება მივაპყარი ნიკას.
-კიი! და ახლა წამოდი!
-სად მიდიხარ?
-სახლში მივდივართ... მ ი ვ დ ი ვ ა რ თ!
-არ მოვდივარ!
-იქნებ გინდა...-წინადადება აღარ დავასრულებინე
-არა!-ამოვთქვი დიდი ტკივილით და მანქანაში ჩავჯექი.
***
ქუჩაში მივდიოდი. გზად ერთი მოხუცი ქალი დავინახე. შენობის გვერდზე იჯდა და გარშემო სხვადასხვანაირი, სხვადასხვა სახეობის ყვევილები. ვარდები, ტიტები, იები, ზამბახები ელაგა. მეე... მე გვირილები მინდოდა... მე ხომ გვირილები ძალიან მიყვარს. იმის მერე ხომ არავის უჩუქებია... ის... ის იმ გვირილებთან ერთად გაქრა... გაქრა... მაგრამ მე არ დამვიწყებია! იმის მერე 5 წელი გავიდა. მე ნიკას ცოლი ვარ. მოკლედ დავიხარე და ვარდებს დავსუნე. შემდეგ ტიტებს შევხედე ავდექი და ქალს ვიკითხე:
-გვირილები არ გაქვთ?
-არა!-მითხრა ქალმა. გავუღიმე და რომ არ გამეწბილებინა ტიტები ვიყიდე.
-შენ ხომ ტიტები არ გიყვარს?-ნაცნობი ხმა იყო, არ გამკვირვებია. ამ ცხოვრებაში უკვე აღარაფერი მიკვირს.
-არაუშავს მისი ხელში ჭერით არაფერი მომივა.-თავაუწევლად ვუპასუხე.
-ხოო...-რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოვარდა. მე ისევ ტიტებს ჩავჩერებოდი დაჟინებით ბოლოს მაინც მე დავარღვიე სიჩუმე. გვერდზე მედგა. ხელები უკან ჰქონდა წაღებული.
-შენ? ამდენი წლის მერე?-მშვიდად ვიყავი რატომღაც.
-ხო...) გვირილები მოგიტანე, ნახე-ძალიან გამეხარდა, უზომოდ.
-მადლობ ძალიან ლამაზია!_სიხარულით ვუთხარი და მაშინღა ავწიე თავი. მისი ლამაზი სახე და მრავლისმთქმელი გამომეტყველება შემეჩეხა წინ.
-არაფერს!-ჩაისისინა საყვარლად)
-რატომ...-ცოტა ხანს შევჩერდი-რატომ დაბრუნდი?-ისევ მშვიდად ვიყავი და მართლა ინტერესით შევცქეროდი მას.
-დავბრუნდი? არც წავსულვარ-ღიმილით შემომხედა.
-რა?
-რა გიკვირს?? გგონია იმ ცხოველთან ამ დროის მანძილზე მარტო დაგტოვებდი?
-მითვალთვალებდი?
-თუ გინდა ასე დაარქვი)
ცრემლები წამომივიდა. უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში მაგრამ ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო.
-არა!... არ უნდა დაბრუნებულიყავი! არა!-ამ დროს ხელები მომხვია და გულზე მიმიხუტა. ვიცოდი რომ გათხოვილი ქალისთვის უკვე ზედმეტი იყო ეს, მაგრამ ახლა ის მე ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
-მე არ წავსულვარ გაიგე! და ამას თუ გავითვალისწინებთ არც დავბრუნებულვარ. მე ყოველ დღე ყოველ წამს შენ გვერდით ვიყავი და ისე სხვათაშორის ლუკა მქვია-ოდნავ გაიცინა მან.
-ამას ახლა მეუბნები?... მაგარია!-გამეცინა.
-ხო უნდა გცოდნოდა ჩემი სახელი!
-ხოო...-შევჩერდი ცოტა ხნით-არ ვართ ჩვენ ნორმალურეები!
-მართალი ხარ, მაგრამ სასაცილო ის კი არაა ჩემი სახელი რო არ იცი. ისაა ბავშვებივით რომ ვიქცევით.
-ლუკა!
-გისმენ
-მე... მე უნდა წავიდე! ასე არ შეიძლება!
-სად?-საწყალი თვალებით შემომხედა მან.
-სახლში-დანანებით ვთქვი და თავი ჩავხარე.
-ხოო?-მანაც თავი ჩახარა
-ხოო ლუკა, ხოო... აღარ ვარ ის პატარა გოგო. ახლა უკვე გათხოვილი ქალი ვარ. ნიკა...-სიტყვა გამაწყვეტინა
-ნიკა, ნიკა, ნიკა, ნიკა...-ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა-გთხოვ ვილაპარაკოთ, ცოტა ხანს მაინც!
-კაი-წინააღმდეგობა აღარ გამიწევია რადგან ვიცოდი რომ ეს მეც მჭირდებოდა და იმასაც. რაზე უნდა გველაპარაკა? იმაზე თუ როგორ გაგვწირა ბედმა? თუ იმაზე რომ ბედმა ერთმანეთს შეგვახვედრა ხუთი წლის მერე? რესტორანში შევედით. ოფიციანტმა ადგილი მიგვიჩინა, მინასთან ვიჯექით, მეორე სართულზე.
-რაზე უნდა ვილაპარაკოთ-ვკითხე და თვალებში დაჟინებით ჩავაშტერდი.
-მოკლედ... რაღაც მაინტერესებს კაი? და პირდაპირ დაგისვამ ამ კითხვას. არ მინდა ზედმეტი შეპარებები და რაღაცეები.
-მკითხე!
-დამპირდი რომ სიმართლეს მეტყვი, გთხოვ ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!
-კაი, მკითხე!
-ნიკა გიყვარს?
თავში უამრავი რამ ამომიტივტივდა. სიხარული, სევდა, ტანჯვა, ნიკასთან გატარებული ყოველი წამი. ნიკა კარგი მეუღლე იყო, არ მესმის რატომ ჩაიდინა ამდენი სისულელე და ამდენი საშინელება წარსულში და რატომ მომაყენა ამდენი ტკივილი. ხელის გულზე მატარებდა რაც მისი ცოლი გავხდი. სულ კარგად მეპყრობოდა, მაგრამ ამის მიუხედავად მე მაინც არ ვგრძნობდი მის მიმართ არაფერს. მე შემიყვარდა თქვენთვის ნაცნობი "უცნობი", რომლის სახელიც კი არ ვიცოდი. მან თავისი საქციელებით შემაყვარა თავი. მე მისი ჩემდამი სიყვარული შემიყვარდა. მისი ყველაფერი მიყვარდა და ამას ეხლა ვხვდებოდი, გვიან. აქამდე ვინმესგან რომ გამეგო ასეთი რაღაც ალბათ სიცილად არ მეყოფოდა. მაგრამ როცა თვითონ განიცდი სულ სხვა გრძნობაა.
-ამას რატომ მეკითხები?-აცრემლებული თვალები მივაპყარი მას და პასუხს დაველოდე.
-გთხოვ უბრალოდ პასუხი გამეცი!
-რა...
-პირდაპირ!
-კი!-მოულოდნელად წამოვიძახე. მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენი. სადღაც აქ, გულში. დაახლოებით ორი წუთი თავი ჩახრილი ჰქონდა და ყავას დაჰყურებდა რომელიც რამდენიმე წუთის წინ შეუკვეთა.
-ტყუი!-ამოთქვა ტკივილით, ისე რომ თავი არ აუწევია.
-არა! არ ვტყუი! მიყვარს! მე ის მიყვარს!-ზედმეტი პრობლემის თავიდან ასაცილებლად მოვიტყუე მხოლოდ. მაგრამ არ ვტყდებოდი, ჩემსას ვაწვებოდი, მხოლოდ იმიტომ რომ ვიცოდი ამას რაც მოჰყვებოდა. მერჩივნა დატანჯულიყო ვიდრე მომკვდარიყო! (როგორც გინდათ ისე გაიგეთ. მაგრამ ეს მან მართლა მხოლოდ მისთვის გააკეთა!)
ავიღე ჩემიჩანთა და რესტორნიდან გავედი. რამდენიმე ნაბიჯით ვიყავი გაცდენილი როდესაც ის კარიდან გამოვიდა და დამიძახა.
-ანა!-მე უბრალოდ გავჩერდი, უკან არ მიმიხედავს, მხოლოდ თვალი გავაპარე.
-მე შენ მიყვარხარ! გესმის? მიყვარხარ!-ახლა კი ნამდვილადვერ მოვითმენდი. მინდოდა მეც ზუსტად იგივე მეთქვა და მაგრად ჩავხუტებოდი. როგორიც წარმმომედგინა ბავშვების სიყვარული. პატარა ბავშვების, თინეიჯერების, ნამდვილი სივარული. ეს მე ვერ გამოვცადე რასაცძალიან ვნანობ. ნელა მივტრიალდი მისკენ. ის ხელებგაშლილი რესტორნის წინ იდგა და ცრემლი მოსდიოდა. ამ დროს რაც ძალი და ღონე მქონდა გავიქეცი, გავიქეცი და შემოვეხვიე. გადავეხვიე და ჩავეხუტე. ძალიან მინდოდა, ძალიან. ის მინდოდა. მენატრებოდა ის ვინც არასდროს მომნატრებია. მენატრებოდა ის ვინც იმ დროს ჩემს წინ იდგა. ის ვინც იმ დროს ჩემს მკლავებში იყო. ვისაც ვეხუტებოდი და ვეხვეოდი.
-მაპატიე!-ჩავჩურჩულე ყურში. ხელი ნელნელა გავუშვი მივტრიალდი ტაქსი გავაჩერე და წავედი. წავედი სახლში. სახლში რომელიც არა მე არამედ ნიკას და ანას ეკუთნოდა. ის ჩემი არ იყო. არაა! ჩემი ადგილი არა ნიკას არამედ ლუკას გვერდზე იყო!
ამის მერე ჩვეულებრივად გაგრძელდა ცხოვრება. ლუკა არ გამოჩენილა. ყველას მიმართ ცივი გავხდი, ჩემს თავში ჩავიკეტე. საუკეთესო მეგობარსაც კი არაფერს ვეუბნებოდი. (მისი საუკეთესო მეგობარი ისევ მარი იყო, რომელიც სიცოცხლეს ერჩია.) ჩემთვის სიცოცხლე დასრულდა.
ერთ დღეს სამსახურიდან ახალიდაბრუნებული ოთახში ვიჯექი საწოლზე და დავჩერებოდი გვირილებს, რომელიც წინაზე ნიკამ მაჩუქა. არ იყო ისეთივე ლამაზი როგორიც "უცნობის" ნაჩუქარი გვირილები. არ იყო ისეთი მომხიბვლავი, სურნელოვანი. ამ დროს კარი ნიკამ შემოაღო.
-დაბრუნდი??-ვკითხე და დაღლილი სახე მივაპყარი.
-ხო არ გაგეხარდა?-ღიმილით მიპასუხა მან.
-არა უბრალოდ...
-რა გჭირს ანა?
-რაზე მეუბნები?
-კარგად იცი!
-არა უბრალოდ ცუდი პერიოდი მაქვს, გადამივლის.-ვუპასუხე პატარა პაუზის მერე.
-გადაგივლის? რა ? რა გადაგივლის? უკვე ერთ თვემდეა ასე ხარ! გულს ვერაფეს უდებ. და ვერც ხვდები ამით გარშემომყოფებს რამხელატკივილს აყენებ!
-ნიკა მე...
-არავითარი შენ! ანი! არავითარი შენ! რარაც მინდა გკითხო!
-მკითხე!
-გიყვარვარ? რამე გრძნობა გგაგაჩნია ჩემს მიმართ?-არაფერი ვუპასუხე-გთხოვ ანი სიმართლე მითხარი. ნურც თავს დაიტანჯავ და ნურც მე დამტანჯავ!-ისევ ჩუმად ვიყავი.- ანი! რარაც მინდა გითხრა და მერე გაჩვენო.-გამიკვირდა და გკვირვებული სახე მას მივაპყარი.-ანი შენ ის გიყვარს, გპირდები ხელს აღარ შეგიშლი!
-რა?-ვერ მივხვდი.
-ნახე!-და ხელი კარისკენ გაიშვირა.
გაოგნებული ვიყავი. აზრზე ვერ მოვდიოდი მხოლოდ ის მედგა თვალწინ ვისი ნახვაც ასე ძალიან მინდოდა. ვისგანაც თავის დაღწევა ძალიან ძალიან მინდოდა. ნიკა ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა.
-ის შეიცვალა.-გამიღიმა მან და საწოლზე ჩამოჯდა.
-ვერ ვხვდები შენ აქ... ის?... რა ხდება?
-იცი უბრალოდ შეგეძლო სიმართლე გეთქვა და არ წასულიყავი. მაშინ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
-რა იქნებოდა კარგად? ან ახლა რა არის ცუდად?
-შენ არ გესმის! არაფერი არ გესმის! და არაფერი არ იცი!
-რა უნდა ვიცოდე?
-ლუკა დროა!-ნიკამ კარი გააღო და შემოიხედა.
-რისი დროა?
-წავედით ანა!
-სად?-ნიკამ ხმა ამოუღებლად ხელი მომკიდა მკლავში და გარეთ გამიყვანა.
-რ ა ხ დ ე ბ ა ა ქ ვ ი ნ მ ე ა მ ი ხ ს ნ ი ს ? ?-ვიყვირე ლუკას ხელი გავაშვებინე და განზე გავდექი.
-ანა უნდა გამოგვყვე!-მითხრა მშვიდად ნიკამ.
-არსადაც არ წამოვალ გაიგ....
ვიღაცამ პირი ამიკრა და მერე... მერე აღარ მახსოვს... მხოლოდ ის მახსოვს რომ, რომ გავიღვიძე სკამზე ვიყავი მიბმული. უცხო ოთახი იყო. ოთხი კედელი და ერთ-ერთ კედელზე მაღალი კარი. შუაში ვიჯექი, ოთახი სულ დაცაიელებული იყო. კედლების კუთხეებში ოთხი კამერა ეყენა. ამ დროს ვიღაც ნიღბიანი კაცი შემოვიდა. ხელში რკინის ჯოხი ეჭირა. წავიდა და ერთერთ კუთხეში დადგა. მეორეც ზუსტად იგივენაირი, იგივე სიმაღლის, იგივე ფორმის, იგივე ჩაცმულობის მამაკაცი შემოვიდა მასაც რკინის ჯოხი ეჭირა. ოღონდ მეორე კუთხეში დადგა. ასე გაგრძელდა სანამ ბოლომდე არ შეივსო კუთხეები. ბოლოს შემოვიდა ნიკა და მას შემოჰყვა ლუკა.
-რა... რა... რა ხდება?-ამოვიკვნესე, თავი ძლივს მეჭირა. ნიკამ იარაღი ამოიღო შარვლიდან და დამიმიზნა.
-ნიკა, ნიკაა! რას აკეთებ?-დავიკივლე და თავის დაძვრენა ვცადე თოკებიდან, მაგრამ ამაოდ. და გაისმა ხმა. ხმა რომელიც იმ მომენტისთვის სულის შემძვრელად მეჩვენა. ხმა რომელიც ავს მოასწავებდა ჩემთვის. ტკივილი , ტკივილი რომელიც უფრო სულიერი იყო, შინაგანი... ვიდრე ფიზიკური. და მეც გონება დავკარგე...
....................................
მკითხველს უღრმეს მადლობას ვუხდი რომ კითხულობს ჩემს ნაწარმოებს <3
კომენტარები არ დაიშუროთ ! <3
<3 სიყვარულით ბუზღუ <3



№1 სტუმარი მე-2001

ვაინეე რა ხდებაა აააქ გავგიჟდიი არცერთს არ უყვარს ეს გოგოო?ვაიმეე ცუდად ვაარ ყოჩააღ მაგარი ხაარ

 


№2  offline წევრი buzgu))

love love მაგასაც გავიგებთ <3 winked
მე-2001
ვაინეე რა ხდებაა აააქ გავგიჟდიი არცერთს არ უყვარს ეს გოგოო?ვაიმეე ცუდად ვაარ ყოჩააღ მაგარი ხაარ

 


მალე დადეთ ვეღარ ვითმენნ

 


№4  offline წევრი buzgu))

love love
ანა ჩეკურიშვილი
მალე დადეთ ვეღარ ვითმენნ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent