InkeD #10
გონს ჩურჩულის ხმამ მომიყვანა.როგორც კი გონება გამოფხიზლდა წამშივე ვიგრძენი სხეულის ყველა წერტილის ტკივილი და უფრო ძლიერ,ასმაგად და ათასმაგად სულის ტკივილი. გაჭირვებით დავაცილა ქუთუთოები ერთმანეთს და უმისამართოდ მივაპყრე მზერა. -შავტუხა-ჩახრეწილი ხმით მომესმა ნაცნობი სიტყვა და მაშინვე მარჯვნივ მივაბრუნა თავი. გვერდით თემო იჯდა და ჩემი ხელი საკუთარ ხელებში ქონდა მოქცეული. -თემო- ამოვიჩურჩულე მე.მაშივე ვიგრძენი ჩემს სახეზე ჩამომავალ ცრემლები. -არა... არა არ იტირო ჩემი ლამაზი. -ჩემკენ წამოიწია და სახეზე დამიწყო ფერება. ცრემლებს მწმენდდა-იმ არაკაცს-ძლიერად დააჭირა კბილები ერთმანეთს და დავინახე როგორ დაებერა ძარღვები-იმ არაკაცს აღარ მივცემ უფლებას მოგეკაროს გესმის?! ვერ გაგეკარება-სახეზე მეფერებოდა და ვხვდებოდი როგორ უჭირდა ყოველი ბგერის წარმოთქმა. -არ გინდა თემო-ამოვიტირე მე. -არა ივლიტა,ერთხელ დაგიჯერე და არაფერი ვიღონე,მაგრამ ახლა...-თვალი მომავლო და წამიერად სუნთქვაც შეეკრა-ახლა ყველაფერი დამთავრდა.დღეიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება. აღარაფერი მითქვამს. არაფრის ძალა აღარ მქონდა.მალევე ჩამეძინა მის ფერებაში. როდესაც თვალები გავახილე პალატაში გეგი და ანოც შევნიშნე. ჩემი ანოს ჩაწითლებული თვალები რომ დავინახე მთელ ტანში გამცრა. მისტვის,მხოლოდ მისთვის თავს ძალა დავატანე და სულ ოდნევ გავიღიმე. ვიცოდი იმ დროს როგორ სჭირდებოდა ეს მას. მაშინვე ჩემთან მოვიდა და ხელებზ ნელა დამიწყო ფერება.თან ჩუმად ტიროდა. -არ იტირო ჩემო ანო,ჩემო ლამაზო. კარგად ვიქნები-ჩუმი ხმით ვთქვი მე და სახეზე ფრთხილად შევეხე. გეგის გამწარებული თვალებიც არ გამომრჩენია.ვხედავდი როგორ სტკენდა მასაც ჩემი ეს მდგომარეობა. თემო კვლავ ჩემს გვერდით იჯდა და ჩუმად,თვალმოუშორებლად მიყურებდა. -დედა?-გაუბედავად ვიკითხე მე. -გეგი,თემო კარგი იქნება თუ ქვევით ჩახვალთ და რაიმე საჭელს ამოიტანთ ივლიტასთვის-ბიჭებს გახედა ანომ. თემომ გახედა მას და ანომ უბრალოდ თავი დაუკრა. ჩემკენ დაიხარა თემო ხელზე მაკოცა და პალატიდან ორივე გავიდნენ. ანომ გამიღიმა,ხელი უფრო კარგად მომიჭირა,ღრმად ამოისუნთქა და ბაგე გააპო: თემო გირეკავდა რამოდენიმე ხანს. უნდოდა ეთქვა რომ იმ ღამით ვერ მოვიდოდა,მაგრამ შენ არ პასუხობდი. საათზე მეტ ხანს გირეკა. მერე მე დამირეკა.როცა გაიგო რომ მეც არაფერი ვიცოდი მთხოვდა დედაშენისათვის დამერეკა. ასეც მოვიქეცი. დედაშენი არ პასუხობდა ტელეფონს. მაშინვე წამოვედი შენთან. გული ცუდს მიგრძნობდა,მაგრამ არ მინდოდა ამაზე ფიქრიც კი. შენთან მოსულს ჯერ კარს არავინ მიღებდა. მაგრამ ცოტახანში მტირალმა დედაშენმა რომ გამიღო კარი იქ მოვკვდი. სასწრაფოდ შემოვედი სალში და მისაღებში მჯდარი მამაშენი შემრჩა ხელში,რომელსაც ხელში სასმლით სავსე ჭიქა ეკავა და უკვე ეტყობოდა რომ საკმაოდ გამომტვრალიყო. შენ ოთახში წამოვედი. კარი შემოვაღე და...-ხა გაუწყდა ანოს და ცრემლები მოიწმინდა.კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა ღრმად და ისევ განაგრძო-მთელი ოთახი ყირაზე იყო შენ კი არ ჩანდი. რამმოდენიმე ნაბიჯი გადმოვდგი და შენ თეთრ ხალიჩაზე სისხლის წვეთები დავინახე. საწოლს მოვუარე და ძირს შენ ეგდე.უგონოდ იყავი მთელი ზურგი,სახე სისხლიანი გქონდა. სულ სისხლიანი იყავი. ვეღარ ვსუნთქავდდი ასეთი რომ გნახე. საშინლად იყავი ნაცემი. კარისაკენ გავიხედე სადაც გახევებული დედაშენი იდგა.არ მესმოდა მისი როგორ შეეძლო ასე კარში მდგარიყო და ეყურებინა შენთვის. ხელებზე გადაგიწვინე. შემეშინდა. ძალიან შემეშინდა რომ ცოცხალი შეიძლება არ ყოფილიყავი. როგორც კი შენი სუსტი გულის ცემა მომესმა. ამოვისუნთქე. ტელეფონს დავწვდი და გეგის დავურეკე. შეშინებული ტურმე მხოლოდ იმას ვიმეორებდი „ ივლიტა კვდება,ივლიტა კვდება-თქო“ . გონს მაშინ მოვედი მისაღებდინა გინების და მტვრევის ხმა რომ შემომესმა. თემო იყო. გიჟივით ყვიროდა „სად არის-ო“ .მერე კარი შემოგლიჯა და ჩემი დანახვისას გაშრა. ჩემ მკალვებში ჩასვენებული რომ დაგინახა მისი სახე უნდა გენახა.ასეთი არასდროს მინახავს. ჩვენამდე მძლივს მოვდა და უცებ ჩემ წინ მუხლებზე დაეცა.საკუთარ მკლავებში მოგიქცია და ნელა გიწევდა სახიდან თმებს. შენ სიცოცხლეს გეფიცები ტიროდა. პირველად ტიროდა თემო.გეგი ჩემთან მოვიდა და ფეხზე წამომმაყენა. ის იყო თემოც უნდა წამომდგარიყო ოთახში მამაშენი შემოვარდა. გაჰყვიროდა წაეთრიეთ აქედან მაგ ბო*ს ცემაშინ უნდა ამოვხადო სულიო. დედაშნი გადაუდგა წინ,მაგრამ დაარტყა და გზიდან ჩამოიცილა. წამში ეცვალა თემოს სახე და ფეხზე წამოდგა. უღრიალა რომ იმ ღამიდან თვალითაც კი ვერ გიხილავდა და თუ შეეცდებოდა შენთან მოკარებას თავისი ხელით მოკლავდა. ამაზე მამაშენმა სიცილი ატეხა და შენ კვლავ მოგაყენა შეურაწყოფა რაზეც თემომ დაარტყა. მამაშენმა კი მთელ ხმაზე იღრიალა „წაეთრიეთო“. თემომ ხელში აგიყვანა და წამოვედით.გამოსვლისას გვემოდა როგორ ეხვეებოდა დედაშენი რომ გამოეშვა შენთან,მაგრამ მან კარი მთელი ძალით მოაჯახუნა და დედაშნს ჩხუბი დაუწყო. მერე აქ მოგიყვანეთ. 3 საათი უგონოდ იყავი. არ მოგცილებია თემო გვერდიდან. ისევ ტიროდა და თავს იდანაშაულებდა მომხდარში, ამბობდა რო მაშინ რომ არ დაეჯერებინა შენთვის ეს არ მოხდებოდა. მაინც დავურეკე დედაშენს,როდესაც თემომ მითხრა რომ გონს მოხვედი და შენი ამბავი გავაგებინე. კვლავ ტიროდა. ნეტავ იცოდე როგორ შემეშინდა შენი დაკარგვის. ჩემთან წამოდი ივლიტა, ჩეთან იცხოვრე გთხოვ. მეშინია რომ კიდევ რამეს დაგიშავებს. ან... ან რატომ გააკეთა ეს?-ტიროდა ანო, მოსმენილისაგან შოკირებულმა მძლივს ამოვისუნთქე და ცრელები მოვიწმინდე. -დამინახა თემომ რომ მიმიყვანა სახლში და მაკოცა.-დავიჩურჩულე მე. -გთხოვ არაფერზე ინერვიულო,ვეღარ მოგეკარება-მეხვეოდა ანო. ცოტახანში პალატაში თემო და გეგი შემოვიდნენ.მის დანახვაზე სული მეტკინა. როგორ დავტანჯე. რამდენჯერ ვატკინე ჩემი ცხოვრების გამო. საავადმყოფოდან ორ დღეში გამომერეს. დედა და მამა აქამდე არც მოსულან სანახავად. ვიცი რო თემომ აუკრძალა,მაგრამ მაინც მქონდა იმედი რომ მოვიდოდა და მინახულებდა,რომ ინანებდა საკუთარ საქციელს. ნაწილობრივ არც შევცდი. როგორ შემდეგში გავიგე საავადმყოფოში მომუშავე ნაცნობისაგან გაუგია გაწერის დღე და მოვიდნენ. პალატაში მე და თემო ვიყავით. კარი თავ აწეულმა მამაჩემმა შემოაღო და გეფიცებით,თემოს თავს გეფიცებით ძარღვებში სისხლი გამეყინა. სკამიდან წამოხტა თემო და მისკენ გაიწია.მოვასწარი და მისი მარცხენა ხელი დავიჭირე და მაგრად მოვუჭირე. -აქ რას აკეთებ?-გამოსცრა თემომ. -რას უნდა ვაკეთებე?! ჩემი შვილის წასაყვანად მოვედი. როგორც გავიგე დღეს წერენ-გაიღიმა მამამ. -დიახ,სწორად გაგიგიათ, დღეს წერენ,მაგრამ ერთი რაღაც გეშლებათ. მას ვერსად ვერ წაიყვანთ.-მთელი სხეული დაჭიმა თემოს. -და რა შემიშლის ამაში ხელს?-წარბი აზიდა მამამ. -ის რომ ივლიტა ამას ხელს მოაწერს.-პალატაში შემოვიდნენ გეგი და ანო. გეგის კი ხელში რაღაც ფურცლები ეკავა. -ეს რა არის?-მამას ანერვიულება დაეტყო. -რამოდენიმე წუთი მოიცადეთ და გაიგებთ-ბრაზითგახედა გეგიმ. თემომ მას ფურცლები გამოართვა იქვე მაგიდაზე დადებული კალაი აიღო და ხელი მოაწერა, შემდეგ კი ჩემთან მოვიდა და კალამი და ფურცლები გამომიწოდა. ფუცელს დავაკვირდი და თვალები გამიფართოვდა. თემოს სეხება ვიგძენი.მას ავხედე და მსი თვალები სულ სხვანაირი იყო. მიღიმოდა. მეც გავუღიმე და მითითბულ ადგილას ხელი მოვაწერე საბუთებს,რომლის მიხედვითაც მე,ივლიტა ამ წამიდან გავხდი თემოს ცოლი. ტაში შემოკრა გეგიმ და გაიცინა.-აი სწორედ ამ საბუთების გამო არ გაქვთ ივლიტას არსად წაყვანის უფლება,რადგან,სწორედ ახლა, თქვენ თვალწინ მან ხელი მოაწერა საბუთს და ამ ერთი ხელმოწერით ის უკვე გათხოვილი ქალია. გილოცავთ ბატონო გიოა ქალიშვილის გაბედნიერრებას-გაუღიმა გეგიმ. დავინახე როგორ გადაფერადდა მამას სახე და მინდა გითხრათ რომ ერთი წამითაც არ მიგვრძნია სინანული. დავინახე დედას მომღიმარი სახე და ვიგრძენი რომ მას გაუხარდა,იცოდა რომ მე ბედნიერი ვიქნებოდი. მამა ერთხანს მიყურა,შემდეგ დედას ხელი ჩაავლო და პალატიდან გიჟივით გავარდა. -რძალო !... -დაიძახა გეგიმ და ჩემკენ წამოვიდა.გულში ჩამიკრა და თავზე მაკოცა.-ჩემი პატარა რძალი.გილოცავ ჩემი გოგო. -მადლობა-გამეცინა მეც. შემდეგ ანო მოვიდა ჩემთან დაგადამეხვია-გილოცავ ივლიტა...-ლოყაზე მაკოცა და უფრო ძლიერ შემომხვია ხელები-ისე,ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებ.ჩემზე ადრე გათხვოვდი-გამიცინა მან, გამახსენდა ორი წლის წინ ჩვენი საუბარი. ანოს ვეუბნებოდი შენ ჩემზე პირველი გათხოვდები-თქო. მკითხა რატომ ვფიქრობდი ასე, მე კი ვუპასუხე რომ ან ძალიან გვაინ ან კი არც არასდროს გამოჩნდებოდა პრინცი რომელიც დამიხსნიდა მაღალი კოშკიდან,რომლის ძირშიც უზარმაზარი დრაკონი იწვებოდა და მდარაჯობდა. ის კი ამ დროისათვის აუცილებლად გათხოვილი იქნებოდა,მაგრამ ხომ ხედავთ მე დავასწარი გათხოვება. ანოს დახმარები მალევე ჩავიცვი და აწ უკვე ჩემი და თემოს სახლისაკენ წავედით. სიარული ჯერ კიდევ მიჭირდა აიტომ ხელში აყვანილი შემიყვანა თემომ სახლში. ამ წუთებიდანვე უბედნიერესი ვიყავი და იმის წარმოდგენაზეც კი მაკანკალებდა თუ რა ბედნიერება მელოდა შემდეგში. იმ საღამოს ჩვენ ოთხმა ავღნიშნეთ ჩვენი დაქორწინება. გვიან კი ანო და გეგიც წავიდნენ. თემომ კვალ ხელში აყვანილი შემიყვანა საძინებელში და საოლზე ფრთხილად დამაწვინა და თავადაც გვერდით მომიწვა. -ახლა კი ჩემ საწოლში იძინებ შავტუხა-გამიცინა მან და მკავები მომხვია. უნებურად წამომცვივდა ცრემლები.როგორც კი იგრძნო შიშჩადგარი თვალებით შემომხედა მან. -ნანობ?-მძლივს წარმოთქვა სიტყვა მან და თვალებში მომაჩერდა. -უბრალოდ ბედნიერი ვარ-დავიჩურჩულე მე და გულზე ვაკოცე. -ვიცი რომ პატარა ხარჯერ,მაგრამ არ შემეძლო კვლავ იქ გამეშვი გესმის? კიდევ რომმ შეგხებოდა ალბატ შემომაკვდებოდა კიდეც. უბრალოდ არ იყო სხვა გამოსავალი ჩემო პატარა. არ მინდოდა ჯერ შენთვის გათხოვება,მაგრამ გპირდები ოჯახი შენ არაფერში შეგიშლის ხელს. პირიქით,ყველაფერში დაგეხმარები და ხელს შეგიწყობ. ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერს გაგხდი თქო ვერ გატყვი,მაგრამ გპირდები სიცოცხლის ბოლომდე ვიზრუნებ რო ძალიან ბედნიერი იყო.-მიჩურჩულა მან. -მე ახლაც ბედნიერი ვარ-ვუთხარი მე და გავიღიმე. მასაც გაეღიმა , ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მაკოცა. -მასულდგმულებ შავტუხა-ყურთან მიჩურჩულა და მერე ერთად,ერთმანეთში გადახლანჯულები გადავეშვით ძილის სამყაროში. დილით გაღვიძებულს მისი ტვალები შემეჩეხა. -დილა მშვიდობისა-გამეცინა მე. -დილა მშვიდობისა-ღიმილით მითხრა მანაც და დილის ამბორით დამაჯილდოვა. -მომწონს შენ ყურებაში დაწყებული დილა-კვლავ გაიღიმა თემომ -საკვირველია და მეც-ცხვირზე ვაკოცე მე. -ჩემი ეშმაკუნა ცოლი-ჩემი ხელი საკუთარ ხელში მოიქცია და უეცრად საჩვენებელ ტითზე მიკბინა. --აუჩ... მეტკინა-არბები შევკარ მე. -მოდი მოგირჩინო-კვლავ გამომტაცა ჩემი ხელი და თითზე გაბუმლად დამიწყო კოვნა, შედეგ სხვა თითებზეც გადავიდა და მერე საერთოდ ხელიზე. მე კი მეცინებოდა და ვიწრიხებოდი. -მშია-ტუჩები გააწკაპუნა თემომ. -კარგიი...ავდგები და ქმარს რაიმე გემრიელს მოვუმზადებ.-წამოდგომა ვცადე მე. -კი,მაგრამ აღარ გტკივა ?-ნაღვლიანად მითხრა მან. -არა შენ თავს გეფიცები გამიარა-გავუღიმე მე. -მომწონს-გაეღიმა მას. -რა?-ვკითხე მე. -ჩემ თავს რომ იფიცებ-გამეკრიჭა ქმარი. -ჰო? იცი... მეც.-გავუცინე მე და ცხვირზე კვლავ ვაკოცე. ფეხზე წამოვდექი და თმის შეკვრა დავიწყე. თემო კვლავ საწოლზე იყო წამოწოლილი და ღიმილით მადევნებდა თვალს. მის შემხედვარე ვერც მე ვიშორებდი სახიდან ღიმილს. სამზარეულოში შევედი და გავოგნდი. მთელი სახლი ყოველი კუნჭული თემოსეული იყო. ისეთი როგორიც თავადა და მე ისევე როგორც თემოსთან ამ სახლსიც საოცარი სიმყუდროვე ვიგრძენი. ღიმილით გაოვაღე მაცივრის კარი და მასში მხოლოდ რამოდენიმე კვერცხი დამხვდა. ერთი დავიწუწუნე და კვერცხები გამოვიღე. ქურაზე ტაფა შემოვდგი და ყიყლიყოების კეთება დავიყე. -უხდები ჩემ სამზარეულოს-მომესმა ზურგს უკან თემოს ხმა და მეც მაშინვე შევბრუნდი . -ჰო არა?-წარბები ავათამაშე მე. -აჰამმ-გამიცინა მან და ჩემკენ წამოვიდა და თეფშიდან ერთი ყიყლიყო მომპარა და გემრიელად ჩაკბიჩა. -ნუ მპარავვ-გავიბუსხე მე. -გემრიელია- გამციინა თემომ და გადასანსლა. მთელი დღე სახლში გავატარეთ ვსაუბრობდით უამრავ რამეზე და იცით?! მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვიცი რომ ყოველი დღე უფრო და უფრო უკეთესი იქნება. ჩემო ძვირფასებო კვლავ დავაგვიანე მაგრაM ახლა სხვა მიზეზიც მქონდა. ახლა უკვე თქვენი ელი კი არა თქვენი დავირუსებული და მიმკვდარებული ელი ვარ.მაგრამ ამინც ვწერ და მაინც მიყვარხართ. ველი თქვენ კომენტარებს. მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.