შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაიკერი ლინდა X


4-10-2015, 17:05
ავტორი gijka13
ნანახია 3 047

-ლინდა სად იყავი ამმდენ ხანს?
სახლში მისულს გარეთ დახვდა ნიკსონი.
-არაფერი ცოტათი გავისეირნე.
-გაისეირნე? იცი როგორ ვინერვიულე გოგო ? საჭესთან ვერ ვჯდები ხელი მტკივა და შენ სადღაც დაბოდიალებ.
-ნიკსონ გეყოფა რა.
-დაჩისთან ერთად იყავი ხო ?
-რა დაჩისთან ერთად შენ ხო არ გააფრინე ბიჭო?
ბოლო ხმაზე ყვიროდა ლინდა.
-რა გგონია? მე არ მტკივა ანრი? ჩემზე მეტად არავინ განოცდით, ჩემზე მეტად არავის გტკივათ! ჩემს გარდა ასე მწარედ ვერავინ გრძნობთ რო წავიდა და რა გგონია მის მკვლელთან ერთად ვივლიდი ამდენხანს? ისედაც გული მერევა რო ვხედავ და საერთოდ მასთან ლაპარაკი მიწევს.
-მაპატიე.
ხმადაბლა ძლივს ამოილუღლუღა ნიკამ.
ლინდა ყვირილისგან ენერგია გამოცლილი იქვე ტროტოარზე ჩამოჯდა. ცოტახანში ნიკსონიც გვერდით მიუჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
--ლინ
-ჰო.
-კიდე გიყვარს?
ნერვიულად ჰკითხა ნიკსონმა.
-მომაწევინე.
უთხრა ლინდამ და სიგარეტის გამოსართმებად ხელი გაუწოდა.
-შენ ხო არ ეწევი?
-ახლა მინდა რო მოვწიო
-მე არ მინდა.
-ნიკა!
-ჩემთავსგაფიცებ არ გინდა.
ლინდამ არაფერი უპასუხა და ხელი ძირს დაუშვა.
-ლინდა
-ჰო
-კითხვაზე პასუხი გამეცი.
-ნიკსონ ანრი ჩემ ცხოვრებაში ყოველთვის გამორჩეული იყო, ახლაც ასეა, ვაღმერთებ.
ნიკამ თვალი მიწას გაუსწორა.
-ჩემზე რას იტყვი?
-შენზე?
-ხო.
-ნიკ ანრის ვაღმერთებ, ის რაღაც ამოუხსნელია რასაც ვერ ვიგებ და შენს მიმართ რასაც ვგრძნობ ის გასაგებია ჩემთვის.
-რას გრძნობ?
ახლა უკვე თვალებში ჩააშტერდა მამაკაცი, თითქოს უნდოდა ქალის თვალებიდან წინასწარ ამოეკითხა ის რის თქმასაც აპირებდა.
-ვგრძნობ რო მთელი ცხოვრება შენს გვერდით მინდა გავატარო, ვგრძნობ შენს გარეშე ყველაფერი აზრს დაკარგავს, ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაში და შენს დაკარგვას ვერ გადავიტან.
-ანრი რო ცოცხალი იყოს იგივეს იგრძნობდი?
ეს კითხვა ლინდასთვის მოულოდნელი იყო, ამაზე არასდროს უფიქრია, ანრი რომ ცოცხალი იყოს იფიქრებდა ნიკსონზე? ან საერთოდ ნიკსონი იფიქრებდა ლინდაზე?
არა. არც ერთ მათგანს თავში აზრადაც არ მოუვიდოდათ, რომ ერთმანეთი ჰყავდათ. ხანდახან ღმერთი გამოცდას გვიწყობს რომ სწორი გზა ავირჩიოთ, ალბათ საჭირო იყო რომ ნიკას და ლინდა ერთმანეთი სხვა თვალით დაენახათ და რომ არა ანრის სიკვდილი ეს არ მოხდებოდა. ნიკამ იცოდა ძმაკაცის ფასი და ახლაც როცა ის აღარ არის ისევე აფასებს როგორც უწინ. ლინდას? ლინდას უბრალოდ არ შეეძლო ყოფილი შეყვარებულის ძმაკაცისთვის სხვა თვალით შეეხედა, მაგრამ ანრის სიტყვები იმ სიზმარში:
"ნიკსონს არ მოშორდე, ის დაგიცავს„
ამ სიტყვებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა.

ლინდას არაფერი უპასუხნია ადგა და სახლში შევიდა. ემოციებით დაღლილი საწოლზე მიესვენა და დაეძინა.
დილით აღმოჩინა რომ ნიკსონი სახლში არ იყო, როგორც ჩანს იმ საუბრის შემდეგ სახლში აღარც შესულა. ლინდა მთელი დღე ზომბივით დადიოდა, ხან რა უვარდებოდა ხელიდან ხან რა.
მაიამაც დარეკა გადადება არ ღირს და დღეს ჩამოვდივარ ნორმალურად ჩაიცვი სტუმრები მომყავსო.
ლინდა გაბრაზდა.
-ნორმალურად ჩაცმა როგორია! რა ვერ გაიგო ამ ქალმა რო ამათი დედააფ*ქებული მაღალქუსლიანები მკი*ია.
ყვიროდა სახლში. როგორც ყოველთვის ახლაც ისე ეცვა როცა მაიამ კარებზე დააკაკუნა. ლინდამ კარები გააღო, ხელში ჩაფხუტი ეჭირა.
-გამარჯობათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში.
ძალდატანებით გაუღიმა გოგონამ თავი დაუკრა კარებთან ასვეტილ მამაკაცს და ორ ქალს, შემდეგ მაიას ლოყაზე აკოცა და სახლიდან გავიდა. სტუმრები გაოცებულები უყურებდნენ ახალგაზრდა ბაიკერს რომელიც მოტოციკლს მოაჯდა და ადგილს მოსწყდა.
-ეს თქვენი ქალიშვილია?
დაინტერესებულმა იკითხა მამაკაცმა.
-კი.
მორცხვად გაიღიმა მაიამ.
-საინტერესო აღნაგობის გოგონაა, ულამაზესია და თან ცივი.
-გეჩვენებათ სულაც არ არის ცივი.
ძალდატანებით კიდევ ერთხელ გაიღიმა მაიამ.
-არა ძალიან ცივი გამოხედვა აქვს.
-სახლში შევიდეთ.
სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი მაიამ.

ლინდა მარიტას სახლს მიადგა,სახლის ირგვლივ მიმოიხედა, როცა დარწმუნდა არავინ იყო ისეთი ვინც იცნობდა, ჩაფხუტი მოიხსნა და მეგობრის კარზე დააკაკუნა. მარიტამ მალევე გააღო კარები. საცვლით და მაისურისამარა იდგა კარებთან ქერათმიანი.
-ეე გაგიჟდი შეჩე*ა? ვინმემ რო დაგინახოს?
-შენთან ლაპარაკი მინდა, ფეხებზე მკ*დია დამინახონ.
-რა გჭირს ? შემო.
თქვა მარიტამ და გზა დაუთმო შავგრემანს.

-რა გჭირს?
ჰკითხა უკვე სახლში შესულს და სავარძელზე მოკალათებულ ლინდას მარიტამ და თან სიგარეტს გაუკიდა.
-არვიცი, რჩევა მჭირდება.
-შენ? ლინდა გეჯაძეს მარიტასგან რჩევა გჭირდება ?
-ხო რა გიკვირს?
-არაფერი რჩევა ყოველთვის მე მჭირდებოდა შენგან.
-რამე წააგე?
-არასდროს, მაგიტოც გამიკვკრდა.
-და შეგიძლია მირჩიო?
-ლინ შენსთავზე სწორად ვერავინ გირჩევს როგორ მოიქცე ან რა გინდა.
-შენ ხო არ იცი რა საკითხში მჭირდება რჩევა?
-არააქვს მნიშვნელობა. მე ყველაფერში ყოველთვის დაგეხმარები და ახლაც გირჩევ მოიქცე ისე როგორც სხვას ირჩევდი, ასე უფრო ადვილად გაიგებ რა გინდა გააკეთო.
-ლინდა ადგა და უხმოდ გავიდა სახლიდან, მოტოციკლს მოაჯდა და ავარიის ადგილზე მივიდა.
დიდხანს იდგა და იხსენებდა, როგორ დაიღუპა ანრი, მაგრამ გასაოცარი იყო ერთი ცრემლიც აღარ გადმოვარდნია თვალიდან. თითქოს რამდენჯერაც გაიხსენებდა მით უფრო ემატებოდა ძალა.
ნიკსონი კი არ ჩანდა, არც დილით დაურეკია. არ იცოდა სად იყო ან როგორ იყო.
ახლა ამაზე ფიქრიც არ უნდოდა. ისევ მოტოციკლს მოაჯდა და სახლში წავიდა.
სახლში მისულს მაია და მისი სტუმრები მისაღებ ოთახში დახვდა. ჩაის მიიერთმევდნენ და სამსახურის საქმეებზე საუბრობდნენ.
-მოხვედი ლინდა?
მაშინვე შეამჩნია მაიამ ლინდა.
-კი მაია.
თქვა ლინდამ და კიბეებისკენ დაიძრა.
-სად მიდიხარ?
-ჩემს ოთახში.
-არ გაინტერესებს რაზე ვსაუბრობთ?
-არა მგონია ბაიკის ძრავებზე და სისწრაფეზე საუბრობდეთ, ამოტომ წავალ.
თქვა ლინდამ და კიბეებზე აირბინა.
სტუმრები კი უფრო და უფრო ინტერესდებოდნენ ამ გოგოს ცხოვრებით.
-ბაიკერი ქალები.
ჩაიბურტყუნა სტუმარმა მამაკაცმა.
-რა თქვით?
დაინტერესდა მაია.
-არაჩვეულებრივი იქნება ჩვენი შეთანხმების სისრულეში მოყვანის შემდეგ ჩვენს სარეკლამო სახედ თქვენი შვილი და ბაიკერი ქალები ვაქციოთ.
-არ დათანხმდება.
კატეგორიულად თქვა მაიამ.
-რატომ? ეს ხო ყველა ლამაზი ქალის ოცნებაა მისი სილამაზე ვინმემ დააფასოს.
-ლინდა განსხვავებულია და მას ჩემზე კარგად არავინ იცნობს. არ დათანხმდება და არც მინდა ამის გამო ნერვები მოვუშალო. ლინდა ბაიკერია, ბაიკერები კი ჟურნალების გარეკანზე არ ჩნდებიან.
-საინტერესოა. რახან თქვენი ქალიშვილი არ დათანხმდება იქნებ ვინმე მეგობარი ჰყავდეს რომელიც სიამოვნებით გააკეთებს ამას?
კიდევ უფრო დაინტერესდა მამაკაცი.
-ლინდას მხოლოდ ერთი მეგობარი გოგონა ჰყავდ და არც ის დათანხმდება.
-რატომ გგონიათ?
-მარიტასაც ისევე ვიცნობ როგორც ლინდას, ისევ ერთხელ გიმეორებთ ისინი ბაიკერები არიან და ამის აფიშირებას არ აკეთებენ.
-კარგით გასაგებია.
-იმედია ამოვწურეთ ამ თემაზე საუბარი.
-როგორც გინდათ.

ოთახში შესული ლინდა იმწამსვე საწოლზე დაეცა და ფიქრი დაიწყო. ძალიან არეული იყო, არ იცოდა რა უნდოდა და რატომ. ნიკა კი არსად ჩანდა.
უკვე საღამოვდებოდა, მისგან არაფერი ისმოდა, ლინდა ძალიან ნერვიულობდა, დიდ დანაკლის გრძნობდა.
ვეღარ მოითმინა, ტელეფონი აიღო და ნიკსონის ნომერი აკრიფა.
ნიკას ტელეფონი გამორთული აღმოჩნდა. ამან სულ გააგიჟა ლინდა, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ცდილობდა ნიკასთან დაკავშირებას, მაგრამ აზრი არ ჰქონდა.
-ნეტავ სად არის.
ჩაიბურტყუნა ლინდამ.
ბოლოს ლოდინს ვერ გაუძლო და ნიკსონთან წასვლა გადაწყვიტა.


* * *
ნიკსონის სახლის კარებთან მდგარი ლინდა დიდხანს ფიქრობდა დაერეკა თუ არა ზარი. ბოლოს როგორც იქნა გადაწყვიტა და ზარის ღილაკს ძლიერად დააწვა.
კარი ნიკას გამზრდელმა გაუღო.
-გამარჯობა ლინდა.
-გაგიმარჯოთ როგორ ბრძანდებით?
-არამიშავს მადლობა.
-ნიკუშა სახლშია?
-არა დღეს დილით აგარაკზე წავიდა.
-რა?
-აგარაკზე წავიდა დილითთქო, თქვა ხასიათზე არ ვარ ცოტახნით დასვენება მინდა ყველაფრისგანო.
-როდის ჩამოვალო რა თქვა?
-არ ვიცი.
-კარგით მადლობთ.
-არაფრის შვილო.

დაბნეული მობრუნდა ლინდა, არ იცოდა რა გაეკეთებინა, სახლში დარჩენილიყო და დალოდებოდა, თუ აგარაკზე ასულიყო.
მიხვდა, ნიკას დღეს რომ არ დალაპარაკებოდა ვერ მოისვენებდა, ამიტომ მოტოციკლს მოაჯდა და აგარაკისკენ წავიდა.

მთელი ძალით აბრახუნებდა სახლის კარებზე ლინდა და ნიკას ეძახდა.
-ნიკსონ!
ერთი წუთით ისიც გაიფიქრა, ალბათ აქ არ არისო, მაგრამ ეჭვი მაშინვე გაუქრა როგორც კი ნიკას ბაიკს მოჰკრა თვალი.
კარზე ბრახუნი გააგრძელა და ხმას უმატა.
-ნიკსონ! აქ ხარ?
უკვე საშინლად ნერვიულობდა, კარები ნახევრად მინის იყო, ქვა აიღო და მინა ჩაამტვრია, ხელით მეორე მხარეს საკეტს გადასწვდა და კარი გააღო, შიგნით შევიდა და ნიკას ძებნა განაგრძო.
-ნიკსონ!
პასუხს არავინ უბრუნებდა.
კიბეები აირბინა და ნიკას ოთახისკენ წავიდა. ოთახში შესულს მამაკაცი იატაკზე გილაღმა დაგდებული დახვდა.
მასთან მივარდა და გადმოაბრუნა.
-ნიკსონ!
ეძახდა ლინდა და სახეში მთელი ძალით ურტყამდა. პულსი მოუსინჯა, სუსტი პულსი ჰქონდა მაგრამ შესამჩნევი.
გოგონამ ოთახში მიმოიხედა და იატაკზე დაგდებული შპრიცს და რეზინს გადააწყდა, აქ კი მიხვდა რაშიც იყო საქმე.
-ნიკსონ რამ გაგაგიჟა.
ლამის ტიროდა გოგონა, ადგა აბაზანა ცივი წყლით აავსო, მამაკაცს მხრებში მოჰკიდა ხელი და ფორთხვით შეიყვანა , ძლივს ასწია და შიგნით ჩააგდი, თავი ვეღარ შეიკავა და თვითონაც აბაზანაში აღმოჩნდა.
დაღლილს გადმოსვლის თავი აღარ ჰქონდა და თავი ნოკსონის თავს დაადო.
-ნიკსონ შე ღორო რა გააკეთე?
ძალა გამოცლილო ხელებს ურტყამდა სახეში მამაკაცს და ცდილობდა გონზე მოეყვანა.
-გამოფხიზლდი რა გთხოვ, გთხოვ თუ გიყვარვარ, ნიკუშ გთხოვ.
-უფრო მაგრად თუ დამარტყამ შეიძლება ვერც ვერასდროს გამოვფხიზლდე.
-რა გააკეთე?
-ხო კიდე ღორი სულაც არ ვარ და წყალი ცოტათი რომ შეგეთბო არაფერი დაგიშავდებოდა სისხლი გამეყინა.
თვალებ დახუჭული ძლივს ლუღლუღებდა მამაკაცი.
-ღირსი ხარ! როდის მერე იკეთებ წამალს?
-გუშინს მერე.
-დაგბრიდავ ოღონდ ჯერ გადაგარჩინო.
თქვა ლინდამ აბაზანიდა ამოვიდა დუში აიღო და ონკანი გახსნა. წყალს სახეში ასხამდა და თან ლანძღავდა, სანამ ნიკამ ყვირილი არ მორთო.
-ოუ ოუ გოგო დამახრჩობ ეგრეე!
-ღირსი ხარ დაიხრჩე მერე.
-რატო გადამარჩინე თუ მკლავდი ტოო?
-დედაშენი შემეცოდა.
-მცივა.
-ამოდი აბაზანიდან გეყოფა მშვენივრად გრძნობ თავს.
-არ მინდა ონკანი შეაბრუნე ცხელი წყალი წამოვა.
-არა!
-მართალი ხარ სულაც არ არის საჭირო, იმდენი მლანძღე გახურებული იქნები ენა ჩამოყავი უცბათ ადუღდება წყალი.
-მანდ ჩაგახრჩობ ეხლა გაჩუმდი თორე.
-მცივა.
-ამოდი.
-შენ ჩამოდი.
-საკმარისად სველი არ ვარ?
-ჩამო ჩამეხუტე და გავთბები.
-დაიფიცე?
ცინიკურად გაეკრიჭა ლინდამ.
-შენთავსვფიცავარ.
უთხრა ნიკამ ხელი მკლავში ჩაავლო და აბაზანაში ჩააგდო.
-გამიშვი დეგენერატო გავიყინე!
ყვიროდა ლინდა და თან გაუჩერებლად ფართხალებდა.
-ნუ ფართხალებ გოგო.
უთხრა ნიკამ, მთელი ძალით მოხვია ხელი და მოძრაობის საშუალება აღარ მისცა.
ბოლოს ლინდამაც შეწყვიტა ფართხალი.
-რატო მოხვედი?
ნიკსონი ლინდას პირდაპირ თვალებში უყურებდა, თითქოს უნდოდა გაეგო რამდენად სიმართლის თქმას აპირებდა ქალი.
-საჭიროდ ჩავთვალე.
-რატო?
-ვინერვიულე.
-რატო?
-რატოს გარდა სხვა სიტყვა არ იცი?
-რაც მაინტერესებს იმას გეკითხები.
-იმიტო ვინერვიულე რო არ ჩანდი.
-და ვსო?
-და მომენატრე.
-რატო მოგენატრე?
-ნიკსონ!
გულმოსულმა დაუძახა ლინდამ.
-ხო
-გეყოფა ავიდეთ.
-ჯერ მითხარი.
-რა გითხრა?
-ის რის სათქმელადაც აქ მოხვედი.
-ჯერ დამპირდი რო ამას აღარასდროს გააკეთებ და წამალს არ გაეკარები.
-გპირდები რო პირველი და უკანასკნელია.
-ვიფიქრე და მივხვდი, ანრი რო ცოცხალი იყოს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, არც შენ იფიქრებდი ჩემზე და არც მე, მაგრამ არ არის ცოცხალი და დღეს ყველაფერი სხვანაირადაა, დღეს შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ.
-ანუ?
-მიყვარხარ.
-და?
-რა და?
-ცოლად გამომყვები?
-მემგონი კიდე ცუდად ხარ შენ.
უთხრა ლინდამ და ონკანი ისევ გააღო.



№1 სტუმარი darina

Me eseni dzalian miyvars.dzalian kargi tavi iyo.

 


№2  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№3 სტუმარი LoNdA DM

kargi iyo. velodebi shemdeg tavs.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent