შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა რომელიც შენამდე მოდის (6)

6-10-2015, 22:04
ავტორი keke11
ნანახია 3 462

საღამომდე როგორ მივაღწიე არ მახსოვს. გზაში იმაზე ვიფიქრე რამდენი დღეა ნატა ბაღში არ წასულათქო. თუმცა ამდენ პრობლემას შორის ეს იმალებოდა. სახლში ავედით თუ არა რუსოს დავურეკე.ყველაფერი მოვუყევი. დიდხანს ვილაპარაკეთ.
-გოგო, სულ შარში როგორ ხარ?-მკითხა.
-უხ, რა ვიცი ჩემი ბრალია?
-არა ინ, არა შენ რა შუაში ხარ? გოგო, გინდა შენ ლუკა და ნატა ჩემთან ჩამოხვიდეთ? გუგასაც გავაცნობ. ნატაც გაერთობა.
-ჯერ ცუდადაა ლუკა,რუს. დიდი დროა მაქამდე, შევეშვათ. შენ მითხარი ახლა როგორ ხართ?
-კარგად, კარგად. იმდღეს რაღაც სისულელეზე ვიკამათეთ და იცი როგორ შემირიგა? რაფაელო მომიტანა. მერე შუა ღამეზე ხელი მომკიდა და ზღვის ნაპირზე გამიყვანა. ხელში ამიყვანა და ნელ-ნელა ზღვაში შევიდა.
-მეშინია-თავი მივადე მკერდზე და მისი გულისცემა მესმოდა.
-ჩემთან გეშინია?-ყელში მაკოცა. მერე ნელ-ნელა წყალი ფეხებზე შემეხო. შემცივდა. რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე.
-აუ, ძალიან საყვარელია-ვუთხარი მე.
-ჰო, მარა ძალიან ხშირად ვჩხუბობთ. ხო იცი, როგორი უაზროდ ეჭვიანია?
-ჰო, მაგრამ...
-კაი მერე გავაგრძელოთ. ახლა დაიძინე დაისვენე. ნატუკა როგორაა?
-უკვე დაწვა. კარგი მიდი. ტკბილი ძილი და სიძეს მიმიხედე-გამეცინა, გავუთიშე. იმ ღამეს ტკბილად მეძინა. ალბათ ისევ რუსომ გადმომდო თავიცი დადებითი ენერგია. ნატას მთელი გულით ჩავეხუტე.
დილით ადრე გამეღვიძა. ნატუკა მოვამზადე და ბაღში გავუშვი. მეც მოვემზადე, 10-ზე ხომ ჩემი შვილის მამას სასამართლო ქონდა.
-ნეტავ, შენს თავს როდის გამოუტყდები, რომ კიდევ გიყვარს ეს კაცი ინა.-ვუთხარი ჩემს თავს, კახა, რომ სასამართლლო დარბაზში შემოიყვანეს. სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. თავი ოდნავ დაბლა ქონდა დახრილი. გვერდიდან ამომხედა და გამიღიმა. იმდენად უმნიშვნელოდ, კარგად, რომ არ მცნობოდა ვერც შევამჩნევდი მის გაღიმებას. მთელი სასამართლო მას ვუყურებდი. თავი კვლავ დახრილი ქონდა. მხოლოდ ხანდახან ამომხედავდა შავი თვალებით.
-ბატონი, კახაბერ მჭედლიძე!-გამოიძახეს. ის ფეხზე წამოდგა. ხელი წვერზე მოიკიდა და ნაზად ჩამოისვა. მერე დაიწყო:
-ხო, მე ვესროლე და მზად ვარ პასუხი ვაგო ამისთვის.
-სხვა სათქმელი არაფერი გაქვთ?-ჰკითხა მოსამართლემ.
-არა. თქვენც იცით რა დროს მოხდა. რა სიტუაციაში. რატომ. რა აზრი აქვს მეც იგივე გავიმეორო? ვაღიარებ.-გაიმეორა და დაჯდა. საბოლოოდ სასამართლომ 7წელი მიუსაჯა. მეხივით დამეცა ეს 7 წელი. სანამ გაიყვანდნენ მისი შავი თვალები ისევ შემეჩეხა.
-ბავშვს მიხედე-მითხრა და თვალები აუწყლიანდა.
თავზარი დამეცა. ამას არ ველოდი. საათს დავხედე 2 ხდებოდა. 4ზე ნატა უნდა გამომეყვანა. ისევ ლუკას სანახავად წავედი. ამჯერად იქ არავინ იდგა. პირდაპირ პალატაში შევედი. ლუკა თავს ოდნავ უკეთ გრძნობდა.
მოკლედ, ნელ-ნელა შეძლებისდაგვარად ყველაფერი მოგვარდა. 2 თვე გავიდა რაც კახა დააკავეს. რათქმაუნდა გამიჭირდა ყველაფერი ნატასთვის ამეხსნა. არ მითქვამს მამამისი რატომ დააკავეს უბრალოდ სიტუაცია ავუხსენი. ლუკაც უკვე კარგად იყო. ხშირად მოდიოდა ჩვენთან. ნატუკასაც ძალიან უყვარდა. ნელ-ნელა ნატას დაბადების დღე ახლოვდებოდა. ამ დროს მე, ლუკა და ნატა უკვე ერთად ვცხოვრობდით. თუმცა ამას სახელი არ დავარქვით. მე და ლუკა უბრალოდ კარგად ვეწყობოდით. ნატას დაბადების დღე იდეალური იყო. ლუკამ დიდი დათუნია აჩუქა. მე? მე მამა ვაჩუქე. კახასთან წავიყვანე სანახავად.
კვირა დღე იყო, პაემნის დღე. მანქანაში ვისხედით უკვე მე და ნატუკა. ჩემი და კახას პაემანი გამახსენდა. პირველად, მახსოვს კინოში დავინახე. ჩემს უკან იჯდა. მთელი ფილმის განმავლობაში ჩემზე ლაპარაკობდა. ისე, რომ მეც გამეგონა. მეორედ ქუჩაში შემხვდა შემთხვევით. გამიღიმა. მეც იგივე გავიმეორე და მივხვდი, რომ მომეწონა. მერე ვიგრძენი უკან მომყვებოდა.
-რატომ მომყვები?-ვუთხარი ისე, რომ უკან არც კი მიმიხედავს.
-წვიმა გიყვარს?-გავჩერდი და მივბრუნდი.
-კი.-ჩემთან ახლოს მოიწია. ძალიან ახლოს. ხელი წელზე მომხვია და ჩემს ყელს დასუნა.
-რას აკეთებ?-უკან დავიწიე.
-შენი სურნელია.-გამიღიმა. ყველაფერი ასე დაიწყო. სიგიჟეები ხშირად ემართეოდა. მახსოვს, როგორ ეჭვიანობდა ყველაზე. მერე ერთ დღეს ასე უბრალოდ ჩამსვა მანქანაში და გზაში გავიგე, რომ მისი ცოლი გავხდი. 16 წლის ვიყავი, სულელი!
უკვე ციხის შესასვლელთან ვიდექით მე და ნატუკა. აი, კახაც. გამხდარი იყო. ნატა დაინახა თუარა თვალები გაუბრწყინდა.
-მამიკო!-გულში ჩაიხუტა ნატა. მე უბრალოდ ამომხედა და შორეული ნაცნობივით თავი დამიკრა. ბავშვი კალთაში ჩაისვა და დიდხანს ელაპარაკა.
-მა, უკვე დიდი გოგო ხარ. მამიკოს გოგო. ხომ ჭკვიანად იქცევი? დედიკო არ გააბრაზო...-მერე გაჩუმდა და... -არც ლუკა გააბრაზო მაა-ოდნავ ჩაიცინა ისე, რომ იცოდა ხოლმე. მე კი თავზე მძიმედ დამეცა რაღაც.
-მამიკო, აქედან მალე მოხვალ სახლში?-ჰკითხა ნატუკამ.
-მა, შენ უფრო დიდი გოგო იქნები, მაგრამ დედას უთხარი და მოგიყვანს ხოლმე-მე სულელივით ვიჯექი. თითქოს არც კი ვარსებობდი იქ. მერე ნატუკა ადგა, ჩემთან მოვიდა და..
-დე, მამიკო არ მოგენატრა?
-მა, ჭკვიანად. ახლა უნდა წავიდე მე-აკოცა კახამ და გავიდა.
მე და ნატა სახლში დავბრუნდით. ნატუკა ძლიან ბედნიერი ჩანდა, მაგრამ დაღლილი და მალევე დაეძინა. კახაზე ძალიან ვიყავი გაბრაზებული ყურადღებაც, რომ არ მომაქცია და ლუკას დავუძახე.
-ლუკ, ბათუმში წავიდეთ რა? სულ წავიდეთ. მე,შენ და ნატუკა.
-რა ხდება? ასე ყველაფერი დავტოვოთ და წავიდეთ?
-ჰო. გიყვარვარ?
-იცი, შენ პასუხი ინ, მაგრამ მე რომ არაფერს დაგაძალებ ეგეც იცი.
-ხოდა ჯვარი დავიწეროთ. ოღონდ აქედან წავიდეთ გთხოვ. არ შემიძლია გავიდე გარეთ და ვუყურო როგორ მიყურებს ხალხი. თითქოს მე დავაშავე რამე. წავიდეთ გთხოვ.
-მაგას დრო უნდა ინ. 1 კვირა მაინც. იქამდე სიტუაცია აუხსენი კახასაც და ნატას საქმეებსაც მიხედე ბაღში. კახა, წადი და ნახე. მე წავალ თუ გინდა.
-არა მე ვნახავ. ახლა დავიძინოთ.
-კარგი-შუბლზე მაკოცა და თავის ოთახში გავიდა.

№1  offline წევრი milangirl

აუ ეს გოგო მაღიზიანებს. ერთი უყვარს და მეორესთან არის. ვერ ვიტა ასეთ ჩამოუყალიბებელ ხალხს. ოსტორია კაია

№2  offline წევრი keke11

milangirl
აუ ეს გოგო მაღიზიანებს. ერთი უყვარს და მეორესთან არის. ვერ ვიტა ასეთ ჩამოუყალიბებელ ხალხს. ოსტორია კაია

აი, აი, აი ზუსტად ეგ მინდოდაა am უხ როგორ გავბრაზდი თავიდან რომ მოგეწონათ wink დიდი მადლობა ჩემო კარგო love

№3  offline წევრი Firefly

კახა მომწონს ძალიან ინა კიდევ ჩამოუყალიბებელი და რაღაცნაირი გოგოა სულელივით.ისტორია ძალიან მაგარიაა
--------------------
M.T

№4  offline წევრი keke11

♥მარიამი♥
კახა მომწონს ძალიან ინა კიდევ ჩამოუყალიბებელი და რაღაცნაირი გოგოა სულელივით.ისტორია ძალიან მაგარიაა

დიდი მადლობა love მახარებთ

S o f i a
რატო გინდა რო ინა შეგვძულდეს? :დდდდდ

აუჰ wink მე ხო ვიცოდი ასეთი რომ მინდოდა ყოფილიყო და რომ მოგწონდათ ვბრაზდებოდი wink wink

№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

სასიყვარულო სამკუთხედი request wink wink მაინც მეტს ველოდი ამ თავისგან და უფრო მეგონა მეტ რამეს გავიგებდი, უფრო ბევრი რამე მოხდებოდა. სხვათაშორის, ძალიან მომწონს ინა :დდდ კახა სულ არ მომწონს. ჩამოუყალიბებელი რას ნიშნავს, უბრალოდ ძალიან ადრე გათხოვდა, გათხოვდა რაა, მისი ნება მაინც არ ყოფილა :დ და თავს სულელს ეძახის ამის გამო, დანაშაულს ხვდება რაც მთავარია და იაზრებს, რომ არ უნდა გათხოვილიყო, თუმცა ნატას გამო მაინც არ ნანობს ამას. ლუკა კი ყველაზე მეტად მომწონს, მაგის ადგილზე რავიცი რაა... აი ის ფრაზა რომ თქვა "თუ გინდა მე ვნახავო" რაღაც მშვიდად, აუღელვებლად, თითქოს მისთვის არც უსვრია კახას, აი ყველაზე მეტად ამას ვაფასებ მასში!!!
განაგრძეე... მაგრამ ერთი "დასუნას" დაყნოსა არ ჯობია? ;;დდდდდდ რაღაც ცუდად მომხვდა სალაპარაკო ღრუში :D ხოდა კიდევ აქამდეც შევამჩნიე, მაგრამ ახლა ვიტყვი. "ჰქონდა" ქონდა გიწერია ^^ ამას მაინც მიაქციე ყურადღება, ისე ძალიან ძალიან მაგარია და ეს ნამდვილად არ მეყოოოო <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№6  offline წევრი keke11

ErckeMydass25

ძალიან დიდი მადლობა love ხომ იცი რომ გავითვალისწინებ am აჰა ახალი ოპერატიული საქმე მაქვს wink ვნახოთ ბოლომდე ასეთი "ერთგული" იქნები თუ არა ინაასიიი wink love

№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

love ჰმ :დდდ არ შეიძლება ასე :D :D დაინდე გოგო am რამდენი გადაიტანა...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№8  offline წევრი keke11

ErckeMydass25
love ჰმ :დდდ არ შეიძლება ასე :D :D დაინდე გოგო am რამდენი გადაიტანა...

ბევრი თუმცა არ გეთანხმები, რომ თავად არ უნდოდა გათხოვება. მოკლედ :დდ დაელოდე! მე მაინტერესებს ბოლომდე ასე მოგეწონება? პ.ს. შენი ისტორია მაღფრთოვანებს მინდა გითხრა <3

№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

დიდი მადლობა საყვარელო <3 <3 მერე დააკომენტარე ხოლმე შენც, რომ გავიგო რას ფიქრობ :D :D <3
ხო, არ ვიცი ბოლომდე ასე მომეწონება თუ არა, ალბათ იმდენს იზამ მეც შემაძულებ. რათა შვილო რათა? recourse ველოდები ველოდები <3 მეც დავდე, ხვალ დადებენ ალბათ და ნახეე ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№10  offline წევრი keke11

აუცილებლად მე ბოლოსთვის ვინახავ რომ ერთიანად მინდა ჩემი შთაბეჭდილება დაგანახოო love

№11  offline ახალბედა მწერალი ერკე

და მე არასწორად ვიქცევი ყოველ თავში რომ განახებ? love ანუ ფიქრობ შენც, რომ შეგიცვლი აზრს რაიმეში ხომ? am ააააამ... სასიამოვნო იქნება ჩემი ტრიუმფი... :D ვნახოთ შენც თუ იზეიმებ სათანადოდ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№12  offline წევრი kora

არ მომწონს ლუკა, რაღაც უცნაურად აეწყოთ ურთიერთობა ასე მგონია რაღაცას მალავს. ან როდის მოასწრო ამ ბიჭის შეყვარება ვერ ვხვდები, ან ის სიგარეტისთვის ფულის თხოვნა რაღა იყო... მოკლედ არ ვენდობი მე ამ ლუკას. და კიდევ ვერ ვხვდები თუკი კახასაც და ინასაც გრძნობა ჰქონდათ შერჩენილი მაშინ რატომ იყვნენ დაშორებულები.ამ სიტუაციაში მე მხოლოდ კახა მეცოდება.
--------------------
kira.G

№13  offline წევრი keke11

kora
არ მომწონს ლუკა, რაღაც უცნაურად აეწყოთ ურთიერთობა ასე მგონია რაღაცას მალავს. ან როდის მოასწრო ამ ბიჭის შეყვარება ვერ ვხვდები, ან ის სიგარეტისთვის ფულის თხოვნა რაღა იყო... მოკლედ არ ვენდობი მე ამ ლუკას. და კიდევ ვერ ვხვდები თუკი კახასაც და ინასაც გრძნობა ჰქონდათ შერჩენილი მაშინ რატომ იყვნენ დაშორებულები.ამ სიტუაციაში მე მხოლოდ კახა მეცოდება.

ჰმმ fellow winked უბრალოდ ბავშვური ეგონათ ყველაფერი და დაშორდნენ. თუმცა გეთანხმები ორივეს აქვს გრძნობა, მაგრამ არამყარი!!

ErckeMydass25
და მე არასწორად ვიქცევი ყოველ თავში რომ განახებ? love ანუ ფიქრობ შენც, რომ შეგიცვლი აზრს რაიმეში ხომ? am ააააამ... სასიამოვნო იქნება ჩემი ტრიუმფი... :D ვნახოთ შენც თუ იზეიმებ სათანადოდ <3

ვნახოთ ვნახოთ love არა რას ამმბობ winked

№14  offline წევრი nini31323

milangirl
აუ ეს გოგო მაღიზიანებს. ერთი უყვარს და მეორესთან არის. ვერ ვიტა ასეთ ჩამოუყალიბებელ ხალხს. ოსტორია კაია

Azrze arviyavi rogor metqva magram ai zustad 100% it getanxmebi ra uazrobaaa vergavige?!

Istoriaa kargia magram es inas saqcieli magizianrba.rato cxobrobs kactan romelic aruyvars vergavige saertod? Ra shteria.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent