შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა რომელიც შენამდე მოდის (5)


5-10-2015, 14:02
ავტორი keke11
ნანახია 3 050

-დე-მომესმა. იმ წამს თვალი გავახილე.
-ჰო, დე-ჩავეხუტე.
-დე, ლა მოხდა?
-არა დე არაფერი.
-დგეს მამიკოს ვნაქავ?-მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-არა. დღეს სახლში ვიყოთ.-ეს ისე ვუთხარი, მაგრამ დავფიქრდი. ახლა როგორ უნდა გამეზარდა ნატა მარტო? ფიქრი ზარმა გამაწყვეტინა.
-გისმენთ.
-საპატრულოდან გაწუხებთ. თქვენი მეუღლე კახაბერ მჭედლიძე დაკავებულია..-იპოვეს? იმ წამს ეს გავიფიქრე და თითქოს პოლიციელმა პასუხი გამცა.
-თავად ჩაგვბარდა. ხვალ სასამართლოა. შეგიძლიათ მობრძანდეთ.
-გმადლობთ.-ტელეფონი გავთიშე.
-დე, მშია-გონს მომიყვანა ნატამ.
-მოდი დე... რამეს გაგიკეთებ.-შევედი სამზარეულოში, ბავშვიც შემომყვა. მე ყავა გავიკეთე ნატას ჰამბურგერი, იმ წამს, რომ ეჭამა. ისევ ჩემმა ტელეფონმა დარეკა.
-როგორ ხარ?-ხმაზე ვიცანი, ლუკას მეგობარი იყო.
-კარგად შენ? ლუკა როგორაა?
-დღეს უკეთ. გავიგე შენი ქმარი ჩაბარდა. რატომ გააკეთა ეს?
-გამიხარდა, რომ უკეთაა. ისე, ის არც ისეთი არაკაცია თქვენ, რომ გგონიათ.
-მგონი შენ ეგ ტიპი კიდევ გიყვარს!
-ის ჩემი შვილის მამაა-მოკლედ ვუპასუხე და ტელეფონი გავთიშე.
-ნატ-დავუძახე ჩემს შვილს.ისიც იმ წამს მოვიდა.
-დე, მამიკოს ცოტა ხანს ვეღარ ნახავ. ცოტახანს სხვაგან წავიდა. განახებ ხოლმე მაგრამ ხშირად ვერა-ნატამ მისმინა, მერე მოტრიალდა და თავის ოთახში შევიდა.
-დეე-გავყევი. ნატამ საწოლიდან თავი წამოყო.
-გინდა ლუკასთან წავიდეთ? ოღონდ ცოტა ცუდათაა.
-კიი!!-ჩავაცვი და ეზოში ჩავედით. კიდევ კარგი მაამაჩემმა მანქანა დამიტოვა, თორემ რა ივლიდა ფეხით. (მამა და დედა მოსკოვში ცხოვრობდნენ) მანქანაში ჩავჯექით თუ არა, რუსომ დამირეკა.
-რუს-თითქოს გულზე მომეშვა.
-როგორ ხარ?-გაიცინა.
-უუჰ, არ თქვა, ზღაპრულად.შენ?
-ამოღერღე. მე მართლა კარგად ვარ.
-საღამოს დაგირეკავ და მოგიყვები. ახლა წავედი საავადმყოფოში მივდივარ ლუკა უნდ ვნახო და ხვალ კახას სასამართლოა.
-ლუკა ვინაა გოგო? ან რა კახას სასამართლო მეხუმრები?
-არა მართლა. დღეს მოგიყვები რა. რა ხდება მანდ?
-უუჰ, აქ ბევრი რამ. კაი მიდი საღამოს შეგეხმიანები.-ტელეფონი გავთიშე და ახლა ჩემს შვილს გავხედე. ახლაღა შევამჩნიე, რომ თავის სათამშო პიკაჩუ წამოუყვანია. უცებ ამომხედა და გამიღიმა. როგორ ვამაყობდი ჩემი შვილით. თუმცა მეშინოდა, მეშინოდა, რომ მამამისის ამბის მერე ცუდად გახდებოდა. ნატასთვის თილისმაა კახა. ყველაფერია. ოხ, კახა ეს როგორ გაგვიკეთე? ან მე, ან ნატას. განა სხვა გამოსავალი არ იყო? ამას ყველაფერს ვფიქრობდი და ამასობაში იაშვილის ეზოშიც შევიყვანე მანქანა.ლუკას მეგობრებს ნატუკა ძალიან მოეწონათ. დიდხანს ეთამაშებოდნენ. ნატაც კარგ ხასიათზე დადგა. მე მათგან ოდნავ მოშორებით ვიდექი, ისე, რომ მათაც ყურადღებას ვაქცევდი და თან ლუკას იმ ძმაკაცს ველოდებოდი მე რომ ვიცნობდი. ცოტახანში დერეფნის ბოლოში შევამჩნიე, ექიმს ელაპარაკებოდა. მანაც დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა.
-გამარჯობა ინა-გადამკოცნა.
-გამარჯობაა...-და ახლა შევამჩნიე, რომ მისი სახელიც კი არ ვიცოდი.
-თაზო-წამომეშველა და გამიღიმა.
-ჰო. როგორაა?
-წეღან გონს მოვიდა. მასთან ვიყავი.-უცებ იმ ჯგუფიდან ნატუკა სადაც იყო ერთ-ერთმა დაიძახა:
-შეიძლება ბავშვი მაღაზიაში ჩავიყვანო?-თაზომ იმ წამს მე შემომხედა. თავი დავუქნიე. ნატა მაღაზიაში ჩაიყვანეს.
-შეხვალ?-ჩემი ყურადღება მიიქცია თაზომ, რატომღაც იმ კარს გავხედე მისმა ძმაკაცებმა ჩემი შვილი, რომ გაიყვანეს. მანაც უცებ შეამჩნია და გამიღიმა. ამიხსნა, რომ მისი მეგობრები ჩემს შვილს არ მოაწყენდნენ.
-რომელი ნომერი პალატაა?
-აი, ის სულ პირდაპირ. ოღონდ იცოდე სასაცილო ფაჩუჩებს ჩაგაცმევენ შესვლამდე.-უხმოდ მოვშორდი და პალატას მივუახლოვდი. სასაცილო ფაჩუჩები ფეხზე მართლა ჩამაცვეს და პალატაში შემიშვეს. შევედი თუარა შოკში ჩამაგდო ამდენმა აპარატმა. გულში გამიხრდა კიდეც ნატუკა, რომ არ შევიყვანე. მივუახლოვდი. თვალები მძიმედ გაახილა. ამდენ სითეთრეში მისმა ლურჯმა თვალებმა მკვეთრად გაანათა. დამინახა და გამიღიმა. თვალით მანიშნა სასუნთქი მომეხსნა. ალბათ რამის თქმა უნდოდა.
-არა ლუკ, ამჯერად მე ვილაპარაკებ. როცა გამოკეთდები მერე შენ. ლუკა, გამიჭირდა საუბრის დაწყება და თვალები ამიწყლიანდა.
-რა გინდოდა იმ დღეს? არ გეყიდა ერთი დღე სიგარეტი ახლა აქ ხომ არ იქნებოდი ჩემს გამო?-თავი ნელა გაამოძრავა. ვერ მივხვდი რისი თქმა უნდოდა. ნუ შფოთავ მოიცადე. გინდა ექიმს დავუძახო?-თავი კვლავ ნელა გააქნია.
-ლუკ, ბოდიში, ბოდიში, რომ ჩემი ბრალია აქ ხარ. გეფიცები თაზომ რომ დამირეკა კინაღამ გავგიჟდი. ლუკა, შენი გაქრობის შემეშინდა ჩემი ცხოვრებიდან-ვუთხარი ჩემს თავს კი ვუსაყვედურე "მატყუარა" ლუკას შევხედე. ტიროდა. ცრემლები მოვწმინდე, ვაკოცე და პალატიდან გამოვედი. გარეთ თაზო დამხვდა. არაფერი უთქვამს. მასაც მალე მოვშორდი. ახლა მხოლოდ დამშვიდება მინდოდა.
-ნატა-ოდნავ შორიდან დავუძახე ბავშვს. მანაც თავი გამოყო ჯგუფად მდგარი ბიჭებისგან.
-წავედით.-ვუთხარი. ბიჭებს მადლობა გადავუხადე და საავადმყოფოდა გამოვვედი. ნატა მანქანაში ჩავსვი. უკვე მეც ჩაჯდომას ვაპირებდი ავთომ, რომ დამიძახა.
-ერთი წუთით.
-აქ იყავი-ვუთხარი ნატას და ავთოს მივუახლოვდი.
-არ ვიცი რა უთხარი, მაგრამ ტირის.
-მაგიტო მომაბრუნე?-უხეშად ვუთხარი.
-არაა შენი ქმარი ასეთი ცოლ-შვილის ღირსი.-მე უხმოდ მოვტრიალდი და მანქანაში ჩავჯექი.
-იმსახრებს-ზედმეტად ჩუმად ვთქვი და მანქანა დავქოქე.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან კარგი იყო, ცოტა გადიდებულიც, როგორც ჩანს გაითვალისწინე თხოვნა :D :D :D <3 <3
ველოდები შემდეგს... ძალიან საინტერესოდ დასრულდა როგორც ყოველთვის. ^^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი keke11

ErckeMydass25
ძალიან კარგი იყო, ცოტა გადიდებულიც, როგორც ჩანს გაითვალისწინე თხოვნა :D :D :D <3 <3
ველოდები შემდეგს... ძალიან საინტერესოდ დასრულდა როგორც ყოველთვის. ^^

ხოო გავითვალისწინე და ვეწამე :დდ wink მადლობბ <3

 


№3  offline წევრი Smiling girl

მე კიდე არმეყო და სულ ვერ შევამჩნიე გადიდებული იყო თუ არა :D :D ძაან კაია და შენც კარგი ხაბრალოდ გაადიდე რა კიდე <3

 


№4 სტუმარი მოღადავე

გააგრძელე მაგრამ ვერ გავიგე ვი რჩება ინა ?

 


№5  offline წევრი keke11

Smiling girl
მე კიდე არმეყო და სულ ვერ შევამჩნიე გადიდებული იყო თუ არა :D :D ძაან კაია და შენც კარგი ხაბრალოდ გაადიდე რა კიდე <3

დიდი დიდი მადლობა love

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

keke11
ErckeMydass25
ძალიან კარგი იყო, ცოტა გადიდებულიც, როგორც ჩანს გაითვალისწინე თხოვნა :D :D :D <3 <3
ველოდები შემდეგს... ძალიან საინტერესოდ დასრულდა როგორც ყოველთვის. ^^

ხოო გავითვალისწინე და ვეწამე :დდ wink მადლობბ <3

რამ გაგაწამა :დდ ერთი სიამოვნება უნდა ყოფილიყო შენთვის :D :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent