შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ შეგხვდი შუაღამისას (თავი 13)


6-10-2015, 23:57
ავტორი chica sol
ნანახია 2 757

რამდენიმე დღე გავიდა. ყველაფერი ძველებურად იყო. რადგან ლევანი სამშვიდობოს იყო, ამ დღეებში ლაშაც არ გასულა ბანდასთან ერთად „საქმეზე“ და მშობლები და პატარა და კი უკვე ორი დღეა საქართველოში გაამგზავრა ლაშამ, ცოტა დავწყნარდი.ავალიანი მარწმუნებდა,რომ სანერვიულო არაფერი იყო და მალე წავიდოდით აქედან. მხოლოდ ჩემი „ოხერი“ საბუთები გვიშლიდა ხელს.
და აი, დღეს დილით იმედი მომეცა, რომ მალე მართლაც დამთავრდებოდა ყველაფერი. ბოლო ლექციიდან გამოვედით თუ არა, მაშინვე ვახარე ლაშას ახალი ამბავი.
-დღეს დირექტორი შემხვდა დერეფანში შემთხვევით და მითხრა, რომ ჩემი საბუთების გატანა დღეს შემიძლია.
-მართლა? დღესვე დავჯავშნი ხვალ დილისთვის ბილეთებს.-წელზე ხელები მომხვია, წამომწია და დამატრიალა. თავი მის ყელში ჩავრგე, ღრმად ჩავისუნთქე ჩემთვის უსაყვარლესი სურნელი და არტერიაზე ვაკოცე. გააჯრჯოლა.
-არ მჯერა,მართლა მთავრდება ეს კოშმარი...- გულაძგერებულმა ვუთხარი როცა დამსვა.
-ბელა!-უცებ დასერიოზულდა, დაიძაბა.
-რა მოხდა?-სისხლი გამეყინა ძარღვებში, მაშინვე მივხვდი რომ რაღაც ისე არ იყო.
-დღეს ჯეიმსმა დამირეკა.ღამე „საქმეზე“ გავდივართ.
-არა.-აღმომხდა.-არ წახვდიდე რა გთხოვ. ხვალ მაინც დამთავრდება ყველაფერი. დარჩი.-ვევედრებოდი აკანკალებული. ვიგრძენი როგორ დავკარგე სახეზე ფერი.
-ბელა, დაწყნარდი, სანერვიულო არაფერია. რომ არ წავიდე, რამეს იეჭვებენ. ჩვეულებრივი საქმეა- ვითომ დამამშვიდა.
ჩვეულებრივი საქმე? ნეტავ რას გულისხმობდა? ისევ ბანკის გაძარცვას? საიულველირო მაღაზიის? სავაჭრო ცენტრის? ვიცოდი, რომ ამაზე კითხვები არ უნდა დამესვა, ამიტომ მხოლოდ თავი დავუქნიე.
-და კიდევ ერთი თხოვნა შემისრულე დღეს საღამოს თუ შეგიძლია...-თემა შეცვალა.
-რა?
-ლევანს პროდუქტები აუტანე ნიკას სახლში რა, მე ვერ მოვასწრებ.
-კარგი.საბუთებს გამოვიტან და წავალ.
-გმადლობ.-მიმიხუტა ნერვებისგან გაქვავებული.-არ მგონია გვიანობამდე შემოვრჩე.თუ ძალიან გვიანი არ იქნება, მოგაკითხავ ოთახთან. ჩემი ანგელოზი ხარ.
-გვიანიც რომ იყოს მოდი, კარგი? დაგელოდები. და ფრთხილად იყავი. -ჩემი გულის ნაწილს ვატანდი თან.
უხმოდ მომეფერა ლოყაზე და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.
-მხოლოდ ეს საღამოც გაუელი საყვარელო და გპირდები,ხვალ ყველაფერი დამთავრდება.-კიდევ ერთხელ მაკოცა და უკანმოუხედავად გაუყვა დერეფანს.
მის ზურგს მიშტერებულს უხმოდ მცვიოდა ცრემლები.გული ცუდს მიგრძნობდა. „ღმერთო, ოღონდ არაფერი მოხდეს, ოღონდ ახლაც გადავრჩეთ...“
ოთახში არ წავსულვარ, დირექტორის კაბინეტისკენ ავიღე გეზი. ვიფიქრე, ჯერ ყველა საქმეს მოვითავებ და ლევანთან მერე წავალ თქო. ღამე სიარული არ მინდოდა ამიტომ რაც მალე წავიდოდი, მით უკეთესი.
ოთახში დაბრუნებულს ელენე დამხვდა.საქაღალდეს მიაშტერდა,რომელიც ხელში მეჭირა.
-ეს რა არის?
-ჩემი საბუთებია. ხვალ დილით საქართველოში ვბრუნდები, ელე.-საქაღალდე ტუმბოზე მივაგდე და ჩემიდანში ბარგის ჩალაგება დავიწყე.
-ხვალ? მერე ლაშა? დაშირდით?-ჩვეულებრივსამებრ, კითხვები დამაყარა ელენემ.
-არა. ლაშაც მოდის.-დავაშოშმანე.
-და მე?-წამოიკივლა.-ძალიან შეგეჩვიე და ახლა მტოვებ?-თვალები აუწყლიანდა.
-ელენე კარგი რა... ხვალ მივდივარ, დღეს კი არა.თანაც ჩემი წასვლა, ჩვენი ურთიერთობის გაწყვეტას არ ნიშნავს.კონტაქტი სულ გვექნება.-სასწრაფოდ ვუთხარი. სანერვიულო უკვე ისედაც მქონდა, და გამოსამშვიდობებელი ცრემლის ღვრა ხვალაც მეყოფოდა. -ლაშასთან ერთად ვაპირებ სასეირნოდ წასვლას და არ მინდა სევდიანი ვიყო.-ვუთხარი და ჩემი თავის გამიკვირდა, როდიდან დავიწყე ასე დამაჯერებლად ტყუილების თქმა?
-კარგი.-გაიბუსხა ელე.
სასწრაფოდ მზერა ავარიდე, სანამ ისევ გააგრძელებდა ბუზღუნს. უკვე ჩალაგებულ ტანსაცმელსა და სხვა ნივთებს ზევიდან საქაღალდეც დავადე და ჩემოდანი გაჭირვებით შევკარი.

გადავწყვითე ტაქსით მივსულიყავი ნიკას სახლთან. მანამდე მარკეტში შევიარე და პროდუქტების ყიდვა დავიწყე. განყოფილებესა და დახლებს შორის დავდიოდი და თან ტვინს ვიხურებდი ფიქრით. ჯერ გადავწყვიტე მშობლებისთვის დამერეკა და ჩემი ჩასვლის ამბავი მეხარებინა, მაგრამ მერე გადავიფიქრე. რამე ისეთი რომ მომხდარიყო დღეს და ვერ ჩავსულიყავი? რატომ ვფიქრობდი სულ ცუდზე? რატომ მიცემდა გული ასე გამალებით?
ზარის ღილაკს დავაჭირე თითი.კარი ნიკამ გამიღო.
-ნიკა? აქ რა გინდა?-გაოცება ვერ დავმალე.
-ეს ხომ ჩემი სახლია...-მხრები აიჩეჩა.-ვიფიქრე სტუმარმა არ მოიწყინოს მეთქი და გამოვუარე. შემოდი.
ნიკას გვერდი ავუარე და ოთახში შევედი. ლევანი დივანზე იჯდა.რომ დამინახა, წამოდგა.
-ბელა, როგორ ხარ?-მომეგება და გადამკოცნა.
-სალამი ლევან.-როგორც მივხვდი, ჩემს მისვლას არ ელოდა, ამიტომ ავუხსენი.-ლაშამ მთხოვა პროდუქტის მოტანა, ვახშამს მოგიმზადებ და წავალ. არ მინდა დავაგვიანო.
-კარგი.-გამიცინა.-სამზარეულო მარჯვნივაა,პირველი კარი.

ვახშმის მომზადებას ალბათ ერთი საათი მოვანდომე. წვნიანი და სალათი გავაკეთე და სუფრაც გავშალე ორ კაცზე. ჭურჭელი დავრეცხე და საწურზე დავამხე. ხელების მშრალებით გამოვედი მისაღებში. ბიჭები ფეხბურთს უყურებდნენ.
-ვახშამი მზადაა, შეგიძლიათ მიირთვათ.
-მოიცა, არ დარჩები შენ?-მკითხა ლევანმა.-ერთად ვივახშმოთ.
-არა, უკვე გვიანაა. ლაშა ინერვიულებს.-სასწრაფოს მოვიგონე მიზეზი.
-კარგი, როგორც გინდა.
-გაგაცილებ.-ჩემი ქურთუკი მომცა და თავისას დასწვდა ნიკა.
-არა, იყოს ჩემით წავალ.
-გაგაცილოს. ჩემი ძმის შეყვარებული, ღამე მარტო არ უნდა დადიოდეს. -ზუსტად ისეთი სიმკაცრით თქვა ლევანმა, როგორც ლაშა იტყოდა.
არა რა...საოცარი მსგავსებაა ამ ძმებს შორის...
-კარგი.-დავნებდი.
ლევანს დავემშვიდობე, მე და ნიკა ერთად გამოვედით სახლიდან. გვერდიგგვერდ მივდიოდით უხმოდ.გაჩერებული ტაქსი შევნიშნეთ მოშორებით და მისკენ ავიღეთ გეზი.
-ნიკა...-გავჩერდი. ნიკაც გაჩერდა და მომაშტრედა.-დიდი მადლობა რომ დაგვეხმარე.
-ეს შენთვის გავაკეთე და არა მათთვის. ხომ იცი, რომ იმედი მაქვს... გელოდები ბელა..
რა? სულ გაგიჟდა მგონი... რა იმედი?
-ნიკა...-გავაჩერე.- ვცდილობ ჩვენი ურთიერთობა არ გაფუჭდეს. გეხვეწები რა... ასე ყველაფერს გააფუჭებ.
-რას გავაფუჭებ, ბელა?-ირონიულად მკითხა და მომიახლოვდა.-ჩვენს ურთიერთობას? გგონია ამ ურთიერთობით კმაყოფილი ვარ?გგონია, ჩემი ახლანდელი სტატუსი "მეგობარი" მომწონს? გგონია იმ რემბოს ჩემს სახლში დანახვა მსიამოვნებს?ეს შენს გამო გავაკეთე, ვერ ხვდები გოგო?
-ნიკა გაჩერდი... გთხოვ...-აღარ ვიცოდი რა მეთქვა.
-რას მთხოვ?-ხმას აუწია.-ყველანაირად ვცადე,მაგრამ არ გამომდის შენი დავიყყება, ვერ ხედავ. ვცადე, იმ შენი ს**რი შეყვარებულის ძმაც კი შევუშვი ჩემს სახლში... - თავზე ხელები წაივლო, მერე კი უცებ მოულოდნელად მეცა, სხეულზე ამიკრა ერთი ხელით და მეორე თმაში ჩამავლო და ქვევით დამქაჩა. უნებურად თავი ავწიე მაღლლა და ტკივილისგან წამოვიკივლე.ის კი გიჟივით დამაცხრა ტუჩებზე და ჩემი ხმაც ჩაახშო.
გაცეცხლებულმა მთელ ჩემს ძალას მოვუყარე თავი და ხელის კვრით ძლივს მოვიშორე.ხელის ზურგით ტუჩები მოვიწმინდე.
-ასე აღარასოდეს მომექცე გესმის? -ხმას დიდი ძალისხმევის შედეგად ვაკონტროლებდი.-ნუ მაიძულებ მძულდე.-შევბრუნდი და ტაქსისკენ წავედი.
-სად მიდიხარ?-დამიძახა ნიკამ.
-როგორმე დამოუკიდებლად მივაღწევ ტაქსამდე. წადი...-ჩემი თავშეკავება სადღაც გაქრა და ხმამაღლა ვუკივლე.
ნიკამ თავი დამიქნია და სადარბაზოში მორჩილი ბავშვივით შებრუნდა. მეც ტაქსისკენ შევბრუნდი და შევხტი,რადგან ჩემს წინ ვიღაც იდგა, გამიღიმა და სახეში ძლიერად გამარტყა. ნახევრად გათიშული, მივხვდი რომ დაბლა არ დავცემულვარ. ხელი შემაშველეს და მხარზე გადაკიდული წამათრიეს სწორედ იმ ტაქსისკენ... გონება დავკარგე...


***
ჩემო ძვირფასებო.
გუშინდელი "ჩაგდებული დღისთვის" ბოდიშს ვიხდი...
სამაგიეროდ, მოვიტანე ახალი თავი.
ველი თქვენს შეპასებებს, ნუ დაიზარებთ, რადგან ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი.
სიყვარულით, თქვენი მარიამი.



№1  offline წევრი kora

ნიკას ატანა არ მაქ!
მოკლედ, მაინც გაიგეს იმ ბანდიტებმა ბელას ვინაობა.
წარმომიდგენია ლაშა ამას რომ გაიგებს რა დაემართება
--------------------
kira.G

 


№2  offline მოდერი chica sol

kora
ნიკას ატანა არ მაქ!
მოკლედ, მაინც გაიგეს იმ ბანდიტებმა ბელას ვინაობა.
წარმომიდგენია ლაშა ამას რომ გაიგებს რა დაემართება

ჩემი კორა... ჩემი გოგო love
ეჰ არ უმართლებს ამ გოგოს და რა ვქნათ?

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

Vaimeeeee mariiiaaam es ra gamiketeee :D <3 velodebo shemdeg tavs!!! Damaintrige :o

 


№4  offline მოდერი chica sol

MariamG
Vaimeeeee mariiiaaam es ra gamiketeee :D <3 velodebo shemdeg tavs!!! Damaintrige :o

აქამდე ხომ გატარეთ ინტრიგის გარეშე? ხოდა ხომ იცი ჩემი ამბავი მაინც ვერ მოვითმინე და აჰაა... wink
ჩემი გოგო ხარ და ხომ იცი როგორ მიყვარხარ love

 


№5  offline წევრი vikipiki.

- ჰაიიმეეე.. ნუ რა გოგო მყავხარ რაა.. ძალიან არრ მინდა ცუდი რაღაცები მოხდეს ჩემო მარი და ეცადე რომ არცერთს ცუდიი არაფერი დამართო,თორემ ვერ გადავიტაან ♥♥♥ წარმატებებიი აბაააა :* გკოცნის შენი ვიკა :*

 


№6  offline მოდერი chica sol

vikipiki.
- ჰაიიმეეე.. ნუ რა გოგო მყავხარ რაა.. ძალიან არრ მინდა ცუდი რაღაცები მოხდეს ჩემო მარი და ეცადე რომ არცერთს ცუდიი არაფერი დამართო,თორემ ვერ გადავიტაან ♥♥♥ წარმატებებიი აბაააა :* გკოცნის შენი ვიკა :*

ჩემი ვიკა... ვეცდები ჩემო გოგო...
მეც გკოცნი ვიკუნია love
მახარებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent