მე შენ შეგხვდი შუაღამისას
**ლაშა** ბელას ოთახისკენ მიმავალი დერეფანი სწრაფი ნაბიჯით გავიარე და კარზე მივაკაკუნე. დაძაბული საღამოს შემდეგ მისი ჩახუტება, რელაქსაცია იქნებოდა ჩემთვის. ხელში სამი ბილეთი მეჭირა ხვალინდელი დღისთვის ჩემთვის, ლევანისა და ბელასთვის. კარი ელენემ გამოღო. -გამარჯობა ლაშა.-გაკვირვებული მიყურებდა. -გამარჯობა.-გავუღიმე. ბელას დაუძახე რა. -ხუმრობ? ბელა შენთან ერთად არ იყო? მითხრა ლაშასთან ერთად სასეირნოდ მივდივარო... ანერვიულდა. -კი ვიყავით, მაგრამ ახლახანს დავბრუნდით. სადმე გაჩერდა ალბათ.-გულმა ცუდი მიგრძნო, მაგრამ ელენესთან არ შევიმჩნიე.-წავალ მოვნახავ. რამდენი ხანია რაც წასულია? -ალბათ სამი საათია.-შეშინდა. -კარგი.მეგობარს მალე მოგიყვან, არ იდარდო.- გავუღიმე რომ დამეწყნარებინა. -დაველოდები. -არა დაიძინე. ალბათ დაგვაგვიანდება.-კიბისკენ წავედი და ასე მივაძახე. ვგრძნობდი, სადაც იყო ნერვებისგან ძარღვები დამასკდებოდა. -კარგი.- მომაძახა და ოთახში შებრუნდა. საფეხურები სწრაფად ჩავირბინე და ქუჩაში გავვარდი. ტაქსი გავაჩერე, მისამართი ვუთხარი და სასწრაფოდ მივიხურე კარი. ნიკას სადარბაზოს კიბეები სირბილილით ავიარე და ზარის ღილაკს მოუშორებლად დავაჭირფე თითი. კარი ნიკამ გამიღო თუ არა, სახლში შევედი. -შემოდი.-უკვე შესულს მომაძახა, მაგრამ მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. -ბელა სადაა?-ვიკითხე ოთახში შესულმა. ბოლო იმედს ჩავებღაუჭე. -ბელა? დაახლოებით საათნახევრის წინ წავიდა.- მითხრა ლევანმა და ფეხზე წამოდგა. -სად წავიდა?-ახლა ისე ვიყავი, დედამიწას ავაბრუნებდი... -რა ვიცი, საერთო საცხოვრებელში ალბათ. რა გჭირს ბიჭო თქვი...- ლევანიც აღელდა. -იქ არაა ლევან...- აღმომხდა, დივანზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.- ოღონდ ეს არა... ოღონდ ბელა არა...მოაგნეს... -დაწყნარდი რამეს მოვიფიქრებთ... -მხარზე ხელი დამკრა. -უნდა წავიდე და წამოვიყვანო.-ფეხზე წამოვვარდი.- ძალიან ეშინოდა ლევან, მარტო ვერ დავტოვებ... -მოიცა, მარტო მე ვერ გაგიშვებ. საშიშია... -წინ ჩამიდგა ლევანი. -ფეხებზე მ**დია. რას მეუბნები? ჩვენს გამოა ახლა იქ. მე ის მიყვარს და არ ვაპირებ მივატოვო.- მხრებში ვეცი ლევანს. ტელეპონის ზარმა გამომაფხიზლა. ეკრანს დავხედე, ჯაიმსი რეკავდა. სასწრაფოდ ვუპასუხე. -ჯეიმს...(მე) -გამარჯობა მეგობარო. შენთვის სიურპრიზი მაქვს. იცი ვინ მყავს აქ?შენი გოგო, ბელა...იცი ჩვენს ბიჭებს ყველას მოეწონა, ლამაზი გოგოა.განსაკუთრებით ჯეკი გაგიჟდა. იქნებ მისი ხათრით ცოცხალიც კი დავტოვო. საჩუქრად მივცემ. რას იტყვი? (ჯეიმსი) მის სიტყვებზე გამწარებულმა, ისე დავარტყი კედელს მუშტი, ძვლებმა ტკაცუნი დაიწყო. სულიერი ტკივილი იმდენად ღრმა იყო, ფიზიკური ვერც კი ვიგრძენი. -ჯეიმს არ გაცოცხლებ... ხელი რომ დააკარო, არ გაცოცხლებ იცოდე. სად ხარ მითხარი და ახლავე წამოვალ. (მე) -კარგი, კარგი ნუ დარდობ (იცინის). ჩემს საწყობში ვართ. იჩქარე ლაშა თორემ ამ გოგოს ჯერ ჩემთან მოუწევს გართობა და მერე ბიჭებს მივუგდებ საჯიჯგნად. ბოლოს კი ყველა კვალის დასაფარად მის გვამს სადმე დავმარხავ.(ჯეიმსი) -არ გაბედო თითის დაკარება იცოდე. ნახევარ საათში მანდ ვიქნები. ჯეიმს გაფრთხილებ, არ შეეხო.(მე) ტელეფონი გაითიშა. კარადაც გამწარებულმა მივარტყი მუშტი. -მოდიხარ?-ლევანს ვკითხე. -ქურთუკს ავიღებ და მოვდივარ.-ოთახში გავარდა. -მეც მოვდივარ. დაგეხმარებით.-აქამდე კედელთან ჩუმად მდგარმა ნიკამ, ხმა ამოიღო. მისი არსებობაც კი დამავიწყდა. -არა.-შევუღრინე. ნერვებს ვეღარ ვთოკავდი.-დახმარება არ გვჭირდება. -მოვდივარ. შეიძლება შენ არა, მაგრამ ბელას სჭირდება...-კედელს მოშორდა. -ხოდა, მე დავეხმარები. -სწორედ შენ ჩააგდე საფრთხეში...-ხმას აუწია ნიკამ. ვიცოდი სიმართლეს მეუბნებოდა, ჩემი ბრალი იყო ახლა ბელა ასეთ დღეში რომ იყო... როგორ ვერ დავიცავი? ვიცოდი, რომ ნიკა მართალი იყო, მაგრამ თავი ვერ მოვთოკე, საყელოში ვეცი და კედელს მივანარცხე. -შე ნაბ***არო... აქვე ამოგხდი სულს.... -ლაშა რას აკეთებ ბიჭო ახლა ამის დროა?-ლევანმა ხელებიდან გამაგლიჯა ნიკა. -მეც მოვდივარ.-მაინს არ ჩაცხრა ნიკა. -კიდევ რომ ხმას იღებს. ახლა მართლა მოვკლავ.- დავიღრიალე. -წამოვიდეს ლაშა, ახლა რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი. დახმარება დაგვჭირდება ბელა საფრთხეშია.- დამაფიქრა ლევანმა. -კარგი წამოვიდეს.-ვთქვი ბოლოს. სამივე სახლიდან გავედით. -იარაღი მოგაქვს? -მკითხა ლევანმა. -ხო. გეგმა გვჭირდება.ჯეიმს ასე ვერ გამოვეცხადები.-ვთქვი ჩაფიქრებულმა. ნერვიულობა აზროვნებას მიკარგავდა. -რამეს მოვიფიქრებთ გზაში. დრო არ დავკარგოთ. შენი მანქანა სადაა? -ნიკას კითხა ლევანმა. -აქეთ დავაყენე. კორპუსის უკან. -დაგვჭირდება.-მივუგე სასწრაფოდ, მანაც თავი დამიქნია და გასაღები გამომიწოდა. მანქანაში მოვთავსდით. -შენი გამოსვლის ამბავი არ იცის ჯეიმსმა, თორემ მეტყოდა, რადგან ასეა, გეგმა უკვე მაქვს.-ვთქვი და მანქანა ადგილს მოვწყვიტე. ბელა დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს დავაშორე. ზურზე ვიწექი და და ჭერს ავცქეროდი. თავი ავწიე, ადგომა ვცადე მაგრამ ხელები ვერ გავანძრიე. მაჯებით კრინის საწოლს ვიყავი მიჯაჭვული. რა ხდებოდა? სად ვიყავი? ხელების განთავისუფლებას ვცდილობდი, როცა ხმაური შემომესმა. სასწრაფოდ დავხუჭე თვალები. -ისევ სძინავს?-მომესმა უცნობის ხმა. ვიღაცამ ხელი მხარზე წამავლო და შემანჯღრია. თავი ძვლივს შევიკავე, რომ არ ავკანკალდი და კივილი არ ავტეხე. -ხო უგონოდაა. ალბათ ძალიან ძლიერად დაარტყი. -ახლა სხვა ხმა მომესმა. -არა, თვითონაა სუსტი... და ლამაზი. ნერწყვი მომდის.-ჩაიქირქილა პირველმა. -ხო ლამაზია. ლაშას გემოვნებას ვერ დაუწუნებ.-მეორეც აჰყვა სიცილში. ფეხის ხმა მომესმა. მძიმე კარის გაჯახუნების ხმაზე, თვალები ვჭყიტე. მივხვდი, ბანდამ მომაგნო.ბნელ ოთახს თვალი მოვავლე, საგნები ერთმანეთისგან ძლივს გავარჩიე. ერთი მაგიდა და ერთი სკამი იდგა. მაგიდაზე რაღაც იდო, მაგრამ ვერ გავარჩიე რა. საწოლზე მხოლოდ ხელები მქონდა მიბმული, ამიტომ წამოჯდომა მოვახერხე. „ახლა, რა უნდა ვქნა? ლაშა სადაა? ოღონდ ისიც ამათ ხელში არ იყოს... ღმერთო გვიშველე“. გამახსენდა დღეს ჩემი და ლაშას საუბარი. დღევანდელი დღეც გაუძელი და დამთავრდება ყველაფერიო. ეს დღე გამოდგა ყველაზე რთული. კარი გაიღო და ბიჭი შემოვიდა. სიბელეს მიჩვეულმა უკვე გარკვევით გავარჩიე ბიჭის სახე. ასე 27-29 წლის იქნებოდა. მკაცრი და ირონიული მზერით მომაშტერდა. სხვებიც შემოყვნენ. -დაიღვიძე... კარგია. -მითხრა პირველად შემოსულმა. -ვინ ხართ? რა გინდათ?- მშვიდი ხმით ვიკითხე, მაგრამ აკანკალებული ხელებით გავცემდი ჩემს შიშს. -მე ჯეიმსი ვარ. რა მოხდა გეშინია?- საწოლზე ჩამომიჯდა. -უნდა მეშინოდეს?-თვალებში შევხედე. საიდან ამხელა გამბედაობა? ჩემი თავის მიკვირდა. -ვხედავ გეშინია, სხეული გიკანკალებს.-ხაზი გაუსვა ჩემს უსუსურობას.-არა უშავს მოვა ლაშა და იქნებ დაგიხსნას კიდეც ჩვენი საზარელი კლანჭებიდან.-გაიცინა ჯეიმსმა. -რა გინდათ ჩვენგან? -პირადული არაფერია ძვირფასო. საქმეს სჭირდება უსაფრთხოვება. ვიცი რომ დაგვინახე ბანკის გაძარცვის დროს, ეს ჩვენ საფრთხეს გვიქმნის. შენ, ასეთი უცოდველი სახის მქონეს, შეგიძლია ნებისმიერ დროს დაგვასმინო. -სახეზე უცებ ხელი წამავლო და დამაკვირდა. მერე ხელი გამიშვა და ფეხზე წამოვარდა. -სახეზე რა სჭირს?- ისე იღრიალა რომ მოულოდნელობისგან შევხტი. -ჯეიმს, მიისი გათიშვა მომიხდა აქ წამოსაყვანად.-ბიჭებს ერთ-ერთი გამოეყო. -და ამისთვის დაარტყი? ხომ გითხარი არაფერი დაუშავდეს მეთქი? -ხო, მაგრამ... -დაიბნა ბიჭი. -რა მაგრამ? როდის ისწავლი იმის გაკეთებას რასაც გავალებ?-უღრიალა და სახეში გაარტყა. ბიჭი შებარბაცდა და ისევ გასწორდა. -მაპატიე.- ამოიბურტყუნა პატარა ბავშვივით. ჯეიმსმა მხოლოდ თავი დაუქნია და ისევ მე მომიბრუნდა. -ამ ცხოველებს ვერ ვასწავლე შენნაირ ნაზ არსებებთან მოქცევა.- ხელი ჩემსკენ წამოიღო, მე კი კუთხეში უფრო მივიკუნჭე. -უნდა მომკლა?-ამაში უკვე დარწმუნებული ვიყავი, აქამდე ძლივს შეკავებული ცრემლები გადმომიგორდა. -ვნახოთ, ჯერ შენი სატრფო რას შემომთავაზებს შენს სანაცვლოდ. იცი ჯეკს მოეწონე... -ერთ-ერთ ბიჭზე მიმითითა. -ჯეიმს! ჯეიმს! ლაშას ხმა მოსწვდა ჩემს სმენას. შეშინებულმა კარს გავხედე. აქ რა უნდა რატომ მოვიდა? რამე რომ დაუშავონ? -შემოიყვანეთ!-ბრძანება გასცა ჯეიმსმა. ოთახში მყოფმა ყველა ბიჭმა იარაღი მოიმარჯვა. ოთახიდან ორნი გავიდნენ. შეშინებული თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი. -არაფერი დაუშავო გთხოვ...-შევევედრე ჯეიმსს. ცრემლების ნაკადს ვერ ვაჩერებდი. -შენ საკუთარ თავზე იდარდე პატარავ.-დამკინავად გადმომხედა. კარი გაიღო. სამი ბიჭი სიგრძეზე დამწკრივებულიყვნენ და ისე შემოვიდნენ ოთახში. შუაში ლაშა იდგა. წინ და უკან კი ბანდის წევრები. მის დანახვაზე, ამ სიტუაციაშიც კი შვება ვიგრძენი. ისიც მე მიყურებდა. სახე გაჰქვავებოდა. -როგორ ხარ?-მკითხა როგორც კი გაჩერდნენ. -კარგად.-თავი დავუქნიე. -რამე დაგიშავეს?-ხმაც გაუხეშებოდა. -არა.. -მაპატიეთ გვრიტებო.-ხელი მხარზე შემახო ჯეიმსმა. ლაშამ მაშინვე ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩვენსკენ, მაგრამ იარაღი შუბლზე მიაბჯინეს. ახლა მე წამოვიწიე საწოლიდან, მაგრამ მიბმული სად წავიდოდი? ჯეიმსმა მხარზე დაწილით ისევ ჩემს ადგილზე დამაბრუნა. -ლაშა, იქნებ თავიდანვე კარგად ყოფილიყო ყველაფერი, ეს გოგო რომ არ გაგეშვა?ახლა ამ დღეში არ იქნებოდი. -გოგო გაუშვი და ჩვენ მოვაგვაროთ.-შესაშური სიმშვიდით თქვა ლაშამ. -სად უნდა გავუშვა?მხიარულება ახლა იწყება.მე შენს ძმას დღემდე მივტირი, შენ კი არც ეკინტაქტები. მისი ერთგულების ერთი პროცენტი რომ გქონოდა, ამის სახელს მეტყოდი და ამხელა ამბავი არ ატყდებოდა. თუმცა არა უშავს, ახლა დანაშაულისთვის აგებ პასუხს. ტელეფონის ხმამ ოთახში ყველა შეგვეშინა. ჯემსმა უპასუხა -გისმენ... ვინ?... ხო, ხო... ახლავე მოვდივარ... მანდ დამელოდე...-საუბარი დაასრულა და მობილური შარვლის უკანა ჯიბეში ჩაისრიალა. -იცი ახლა ვინ დამირეკა?-ლაშას კითხა ღიმილით. -არა.- უემოციოდ უპასუხა ავალიანმა. -შენმა ძმამ. ცოხიდან გამოსულა და ძველ ოჯახს უბრუნდება. ვმწუხვარ რომ თქვენი დატოვება მიწევს,მეგობარი მელოდება... მაგრამ მალე დავბრუნდები. აქ კი ორ ბიჭს დაგიტოვებთ ძიძად. ჯეიმსმა იარაღი შეინახა და ერთ-ერთ ბიჭს მიმართა -ჯეკ, ეს წყვილი ამ ოთახში დატოვე, და კართან იყავით. ლაშას რომ მივხედავ ამ გოგოს შენ მიიღებ საჩუქრად.- ჩემზე მიანიშნა ბიჭს. -გმადლობ ჯეიმს...-ბიჭს სახეზე სიხარული, მე კი ზიზღი გამომეხატა. -კარგი, დანარჩენები წავედით.-წარმოთქვა ჯეიმსმა და ყველა გაიკრიფა ოთახიდან, მხოლოდ მე და ლაშა დავრჩით. კარი გაიხურეს თუ არა ლაშა ჩემათნ მოვარდა და ჩამეხუტა. მისმა შეხებამ უარესად ამატირა. -მაპატიე რომ ვერ დაგიცავი,მაპატიე საყვარელო...-ცერა თითით ცრემლებს მიმშრალებდა.-რამე დაგიშავეს? -არა კარგად ვარ. უბრალოდ ძალიან შემეშინდა. აქედან როგორ გავალთ? -გეგმა გვაქვს.- წამოიძახა და ხელების გასანთავისუფლებლად დაიხარა. -რა გეგმა? ლევანმა რატომ დარეკა? -თან ვსრუტუნებდი და თან ვლაპარაკობდი. -ლევანი და ნიკა გარეთ მანქანით გველოდებიან. ჯეიმსი უბრალიდ გავიტყუეთ რომ ადვილად გავსულიყავით. მალე უნდა გავიდეთ სანამ დაბრუნებულა...- ხულები გამინთავისუფლა, საწოლიდან ამაყენა და ჩამეხუტა. მის მკერდს თავი მივადე. მის გულის ჩემს დავუგდე ყური. არ იყო გამორიცხული რომ ამას ბოლოჯერ ვაკეთებდი. -ბელა უნდა წავიდეთ. -წელზე შემოხვეული ჩემი ხელებიდან განთავისუფლება სცადა, მაგრამ არ გავუშვი. სახეზე ხელები მოვკიდე და ტუჩებზე მივწვდი. ლაშამ თავი დახარა და კოცნაში ამყვა. ვკოცნიდით მთელი გრძნობით... მთელი არსებით, მთელი სასოწარკვეთით, თითქოს უკანასკნელად... სული შემეხუთა და დამოვშორდი მის ტუჩემს . ჰაერი ღრმად ჩავისუმთქე. -იმედია ამის გაკეთება ხვალაც შემეძლება.- სევდიანად გავუღიმე. -გპირდები.-მანაც გამიღიმა. -ახლა კი კართან მიდი და კაც შეგიძლია ხმამაღლა დააბრახუნე ან იკივლე... ორივე ოთახში უნდა შემოვიტყუოთ.კარს გააღებენ თუ არა ოთახის ბოლოსკენ გაიქეცი, გაიგე? -დამარიგა და თვითონ სკამით შეიარაღდა. თავი დავუქნიე და კართან მივედი. გული საშინლად მიცემდა, თუმცა სხვა გზა არ გვქონდა, ბოლოჯერ უნდა გვეცადა ჩვენი სიცოცხლის გადარჩება. ღრმად ჩავისუნთქე და ხმამაღლა კივილი ავტეხე. თან კარს მუშტები დავიშინე. არც კი ვიცოდი ამხელა ხმა თუ მქონდა. საკეთიში გასაღების მორგების გმაზე ოთახის კუთხეში გავიქეცი. კარი ჯეკმა შემოანგრია ყვირილით -რა გაკივლებს გოგ...- სიტყვა ვერ დაასრულა, რადგან ზურგში სკამი მოხვდა და უგონოდ დავარდა მიწაზე. მეორეც წამში შემიყვა უკან, იარაღით ხელში. ლაშა ხელში სწვდა და გადაუბრიცა. ბიჭმა სიმწრით იღრიალა და ხელიდან იარაღი გაუვარდა. ავალიანმა კი ერთი დარტყმით გათიშა. ისე სწრაფად მოძრაობდა სიამაყეც კი ვიგრძენი. მასთან მივირბინე. ხელი ჩამავლო და ძირს დაიხარა. ორივე იარაღი აიგო და ოთახიდან სწრაფი ნაბიჟით გამიყვანა. გარეთ გასულებს წინ მანქანამ დაგვიმუხრუჭა. შეშინებაც კი ვერ მოვასწარი ისე სწრაფად გამოყო თავი ლევანმა და ჩასხედითო დაგვიძახა... ორივე სწრაფად შევხტით მანქანაში, რომელიც საბურავების ჭრუალით მოსწყდა ადგილს. *** -მარტო რატომ ხარ?-ჰკითხა ლაშამ ლევანს. -ნიკა შენი და ჩემი ბარგის მოსატანად გავგზავნე. ვაგვიანებთ. -მე ელენეს დავურეკავ, რომ ნიკას გამოატანოს ჩემი ბარგი და საბუთები.-კიდევ კარგი ყველაფერი მომწადებული გავტოვე. -ტელეფონის ჯიხურთან გააჩერე. -კარგი,- თავი დამიქნია ლევანმა და პირველივე ჯიხურთან შეაჩერა. სწრაფად გადავხტი და ელეს დავურეკე. ყველაფერი რომ მოვაგვარე, ურნაში ჩავუძახე სამივე იარაღი და ისევ შევხტი მანქანაში. -მათ რა, ყველაფერი უნდა შერჩეთ?-ხელები გაშალა ლევანმა. -რა თქმა უნდა არა, აეროპორდიდან დავრეკავ. -დარწმუნებული ხარ? -კი. აეროპორტში მისვლიდან ათ წუთში ნიკა, დათო და ელენეც მოვიდნენ ჩვენი ბარგით ხელში. რეგისტრაციის გავლამდე, ნიკამ ხელი მომკიდა და მოშორებით გამიყვანა. -რა მოხდა?-ვკითხე გაოცებულმა. -კიდევ ერთხელ მინდა პატიება გთხოვო.-თავი დახარა. -რისთვის? -არ ვიცი ბელა, თუნდაც გუშინდელი კოცნისთვის... -სიმართლე გითხრა, ეგ აღარც კი მახსოვს, ამის შემდეგ იმდენი რამ მოხდა... -მართლა მინდა ბედნიერი იყო.- ხელი ხელზე ჩამკიდა. -ეს მეც მინდა. -ამოვიოხრე. -ბელა, უნდა წავიდეთ.- ლაშას ხმა მომესმა. -მოვდივარ.-გავძახე და ნიკას მივუბრუნდი. -მეც მინდა რომ ბედნიერი იყო. და მადლობა დახმარებისთვის. კარგად. -ვუთხარი და მოვეხვიე. თვიტონაც მომხვია ხელები და თავზე მაკოცა. სანამ მე ელენეს ვემშვიდობებოდი, ცალი თვალით ვხედავდი, ლაშა მობილურზე ლაპარაკობდა. ბოლოს გათიშა კარტა ამოიღო, გადატეხა და მობილურთან ერთად ურნაში ჩაუძახა. ალბათ, ახლა დარეკა პოლიციაში. -ძალიან მომენატრები. -კიდევ ერთხელ გადამეხვია ელენე. მეც გულში ჩავიკარი მისი სხეული. -პოლოცოაში დარეკე?-უკვე თვითმფრინავში მოკალათებულმა ლაშას გადავუჩურჩულე. -კი და კარტაც გავტიშე. ჩვენ ვეღარ მოგვაგნებენ. ყველაფერი დამთავრდა. მეც დავმშვიდდი და ლაშას მივეხუტე. რამდენიმე წუთში კი ჩვენი თვითმფრინავი ჰაერში აიჭრა. დასასრული *** ბავშვებო, ჩემო საყვარლებო. ეს ისტორიაც ჩავამტავრე. ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობდით და გვერდში მედექით, ვინც მიპასებდით ისტორიას. უკვე ავღნიშნე, რომ ისტორია წლების წინ დავწერე, მაგრამ მაინც მინდოდა თქვენთან მომეტანა... ძალიან მალე დავბრუნდები ახალი ისტორიით... ვეღარ ვძლებ თქვენს გარეშე და რა ვქნა? მიყვარხართ ყველა. თქვენი მარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.