შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მტრობა (ნაწილი 9)


8-10-2015, 02:02
ავტორი crete20
ნანახია 5 652

****
სახლში მიისულს ყველამ გაკვირვებულმა შეხედა, არავინ ელოდა მის დაბრუნებას. ყველამ იცოდა რომ სასტუმროში სამი დღეით დარჩებოდნენ და მერე დაბრუნდებოდნენ.
- რა მოხდა? ფეხზე წამოიჭრა შეშინებული მარია.
- ყველაფერ კარგადაა.
- ანდრეი სად არის? მარიამ მის უკან გაიხედა შესამოწმებლად
- სამუშაოზე გამოიძახეს, სინანულით ჩაილაპარაკა მარიმ.
-ეგ როგორ? ხომ უთხრა რომ ქორწილი ქონდა? გაიკვირვა მარიამ. მარიმ ღრმად ჩაისუნთქა და ვასიას გახედა.
- ქართველებს ცეცხლი გაუიხსნიათ საზღვარზე და ანდროს ჯგუფის წევრია დაჭრილი. ვასიას გამომეტყველება წამში შეიცვალა, კაცმა სიბრაზისგან კბილები გააკრაჭუნა.
- ტელეფონი მომეცი მარია? მეხის გავარდნას გავდა მისი ხმა. მარიმ იცოდა რომ ანდრო არ უპასუხებდა მაგრამ ხმა მაინც არ ამოიღო, არ უნდოდა ვასია უფრო გაებრაზებინა. თავის ოთახში ავიდა, დერეფანში გაჩერდა, ფიქრობდა რომელ ოთახში შესულიყო მისაში თუ ანდროს ოთახში, მერე ისევ ანდროს ოთახში შევიდა, კარადიდან მისი მაისური გამოიღო და საწოლზე მასთან ჩხუტებული დაწვა.

ახლა რა იქნება? თუ ომი დაიწყო შეიძლება ანდრო დაკარგოს, შეიძლება თვითონაც გამოესალმოს სიცოცხლეს. შეიძლება ხვალ ვიღაც დაესხას მათ სახლს. ანდრო ვერ დაიცავს იმითტომ რომ მაათან ერთად არ იქნება, საკუთარი თვაის დაცვა შეუძლია მაგრამ რამდენისგან დაიცვას თავი ან რა საშუალებით. ვასიას კითხავ თუ აქვს თოფი სახლში, დარწმიებულია რომ აქვს მაგრამ ზრდილობის გულისთვის მაინც კითხავს და იქნებ თხოვნაც არ დასჭირდეს ისე მისცს.
მეორე დილით სასაუზმოდ რომ ჩავიდა ყველა ტელევიზორს უყურებდა დიდი ინტერესით, აჩვენებდენ რამდნიმე დაჭრილს, ჯარისკაცებს მზადყოფნაში, სამხედრო მანქანებს და ტანკებს. მარიმ მაქს უჩურჩულა "რა ხდებაო?" პასუხი კი ვასიამ დაუბრუნა.
- ომი დაიწყო! ქართველებმა ცეცხლი გახსნეს. ჩვენებაც არ დაიხიეს უკან. ხვალ და ზეგ საშინელებას უნდა ველოდოთ, კარგი დღე არ გველის. მარი ისევ თავის ოთახში ავიდა, ახლა საჭმლის ხასიათზე ნამდვილად არ იყო, მის ფიქრებში მხოლოდ ანდრო ტრიალებდა.


****
დადგა სანატრელი დღს და ანდრო დაბრუნდა, ცხრა საათი იქნებოდა. ანდრო დინჯად შემოვიდა კარში, სახე საშინლად დალილი ქონდა, ეტყობოდა უძილოც რომ იყო. მარის სიხარულს საძღვარი არ ქონდა, ის დაბრუნდა როგორც შეჰპირდა ორ დღეში. მარი გაიქცა და კისერზე ჩამოეკიდა, საპასუხოდ ანდრომ სევდიანად გაუღიმა. მარის არ მოეწონა მისი საქციელი, ცივად შეხვდა, არანაირი ემოცია მის დანახვაზე, არანაირი მონატრეა მის თვალებში.
-ანდრეი მშიერი იქნბი, გაგიცხელებ საჭმელს ხო, დაიწყო მარიამ
-არა დედა არ მინდა. მოდით დავჯდეთ ყველა და დავილაპარაკოთ. მარიმ ინტერესით შეხედა. - ანდრომ ღრმად ჩიასუნთქა და დაიწყო, - ალბათ ტელევიზორიდან გაიგებდით რა სიტოაციაა, ტელევიზორიდნა იმდენს ვერ გაიგებდით, მოკლედ მინდა გითხრათ რომ სიტოაცია ძალიან ცუდადაა, დღე დღზე ომი დაიწყება. მე კაცმა არ იცი სად ვიქნები, აქ თქვნენ ვერავინ დაგიცავთ. ქართველებმა აქამდე რომ მოაღწიონ მე დარწმუნებული არ ვარ რას იზამენ, ნუ რათქმა უნდა პირველ რიგში სოხუმში მოუნდებათ ჩამოსვლა. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ თქვენ, დედა, მამა და მაქს მოსკოვსი გაგიშვათ, მარი შენ კი თბილისში დაბრუნდები.
მარის გოება დაებინდა, აღარაფერი ესმოდა, ანდროს თვალს არ აცილებდა და ფიქრობდ იმაზე თუ ეს როგორ უნდა გაეკეთებინა? ანდა რატომაც არა მას ხომ ის არ უყვარს, გაუშვებს თბილისში და დაისვენებს მისგან.
- არავითარ შემთხვევაში, წამოენთო ვასია. შენ საბრძოლველად არ წახვალ, გაიგე? იღრიალა ვასიამ.
- მამა ეს ჩემი მოვალეობაა? მშვიდად უთხრა ანდრომ
- და შენი მოვალებოა რა არის ჩემს წინაშე? შენ რომ რამე მოგივიდეს ჩემზე ფიქრობ?
- მამა ვიცი რასაც გრძნობ და შენი წარსულიც არ დამვიწყებია მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის ბრძოლა ჩემი მოვალეობაა, ვალდებული ვარ,გაიგე. შენ ყოველთვის იცოდი რომ ერთ ღესაც რაღაც მოხდებოდა და მე ომში მომიწევდა წასვლა, ეს კარგად იცოდი.ისეთი მაღალი წოდებაც არ მაქვს რომ შორიდან ვაძლიო ბრძანებები ხალხს და მე უსაფრთხოდ ვიყო, გინდაც ამის შესაძლებლობა მქონდეს ამას არ გავაკეთებ. არ მინდა თქვენზე ვდარდობდე ამიტომ მინდა რომ წახვიდეთ აქედან. ბილეთები უკვე ვიყიდე, ხვალ შუადღეს გავფრინდებით ყველა, მერე მე უკან დავბრუნდები, ზეგ უკვე ადგილზე უნდა ვიყო. ვასიას ხმა არ მაოუღია ადგა და გავიდა, მას მარიაც მიჰყვა. ანდრომ და მარიმ დიდხანს უყურეს ერთმანეთს. მარი სათქმელს თავს ვერ უყრიდა, თვალები ცრემლებით ქონდა სავსე. ან რა უნდა მოეთხოვა ანდროსთვის, რაზე უნდა ქონოდა პრეტენზია, ანდროს მისთვის არ უთქვამს მივარხარ და სიცოცხლის ბოლომდე შენთან ვიქნებიო. არც მისი ინიციატივით მოუყვანია ცოლად უბრალოდ გარემოებებმა აიძულა. ანდრო წამოდგა და კიბეებს აუყვა, მარიც გამოფხიზლდა და მას მიყჰვა. ოთახში რომ შევიდა ანდროს ზედა გაეხადა და სააბაზანოში შედიოდა.
- მე არ წამოვალ!
- სად? ინტერესით კითხა ანდრომ
- იცი შენ სადაც! შეუბღვირა მარიმ. ანდრომ ღრმად ჩაისუნთქა,
- ხომ აგიხსენი ყველაფერი რამდნეიმე წუთის წინ
- არამეთქი, არა და არა! მე შენთან ერთად წამოვალ! ანდრომ ხარხარი დაიწყო
- რას იზამ?
- წამოვალ! დამარცვლით გაუმეორე მარიმ
- და რა უთხრა დანარჩენებს, აი ბიჭებო ქართველი მოღალატე მოვიყვანე და ჩვენთან ერთად იბრძლობსო. გოგო საერთოდ ფიქრობ რას ამბობ? სახე დაუსერიოზულდა ანდროს.
- თმას შევიჭრი და ბიჭს დავემსგავსები.
-როგორც სჩანს ბევრ ფანტასტიკას უყურებ. სულ არ მაინტერესებს ისინი გაიგებენ გოგო ხარ თუ ბიჭი და რას ან ვის დაემსგავსები , შენ ჩემთან ერთად არ წამოხვალ. ნებისმიერ დროს შეიძლება გიმსხვერპლოს ტყვიმ. წახვალ თბილისსი და იქნები უსაფრთხოდ.
- და შენ რომ გიმსხვერპლოს ტყვიამ?
- მე მე ვარ
- ეგ არაა პასუხი. შენ რატომ გინდა რომ მე უსაფრთხოდ ვიყო? მარი თვალს არ აშორებდა ადნროს რომელიც პასუხის გაცემას არ ჩქარობდა.
- მინდა და მორჩა.
- ხოდა მე მინდა რომ შენ იყო უსაფრთხოდ! ანდროს გაეღიმა, მის თვალებიდან სითბო მოდიოდა. მარის მიუახლოვდა და ნაზად აკოცა, თმაში ორივე ხელი შეუცურა და თავისკენ უფრო მიიზიდა. მერე ანდრო უცებ მოშორდა და სააბაზანოში მიიმალა. რა იყო ეხლა ეს? მარიმ ვერაფერი გაიგო,ასე უცბად რატომ მოშორდა. მაგრამ ყველაფრიდა მიუხედავად მარი მაინც ბედრიერი იყო, ანდროს ღმილიში დაიჭირა რაღაცა, ალბათ იმედის ნაპერწკალი. საწოლში შეწვა და სააბაზანოს კარს მიაშტერდა, ელოდებოდა როდის გამოვიდოდა ანდრო. ანდრომაც არ დააყოვნა, საწოლში შეწოლილი მარი რომ დაინახა ჯერ გაუკვირდა მერე კი ჩეღიმა. ანდრო დაწვა, მარის ზურგი აქცია და ძილინებისა უსურვა. ორივეს ერთმანეთის სუნთქვა ესმოდა, არცერთს არ ეძინა, ორივე ფიქრობდა. მარი მასთან ახლოს მივიდა და თავი მხარძე დაადო, ანდროს რეაქცია არ ქონია, მისკენ არც გადმობრუნებულა.
- ანდრო შენგან სამახსოვროდ საჩუქარი მინდა. ანდრომ ჯერ ხმა არ ამოიღო არც განძრეულა, რამდენიმე წამის მერე გადმოტრიალდა და მარის შეხედა, მერე ყელისკენ წაიღო ხელი და ყელსაბამის შეხსნა დაიწყო.
- ეგ არ მინდა, მარიმ ხელი დაუკავა.
-აბა? მარიმ ერთხანს უყურა, მერე ტუჩებზე ნაზად შეეხო, ანდრო გაუნძრევლად იწვა, მალე მოვიდა აზრზე და მარის ტუჩებს თავისი ტუჩები დააშორა.
-არ გინდა!
- შენ რა იცი მე რა მინდა, ისევ ტუშებზე ეძგერა, კოცნიდა უხეშდ , მონდომებით, ცდილობდა კოცნა სასიამოვნო გამოსულიყო მაგრამ ეს რამდნად გამსოსდიოდა არ იცოდა. ანდრომ კიდევ მოიშორა მარი, მაგრამ მარი არ ნებდებოდა, აი დაადგა მომენტი როცა ანდრომაც საპასუხოდ აკოცა, ახლა ანდრო იყო უხეში და მომთხოვნი. მარის კიდევ ერთხელ მოშორდა და უთხრა რომ ეს სიგიჟე იყო. მაგრამ ამ დაშორებამ რამდენიმე წამს გასტანა ანდრო ისევ მის ტუჩებს დააცხრა. დიდხანს კოცნიდა, მერე მაისურიც გადააძრო, ხარბად უკოცნიდა მკერდს. მის მაისურს ანდროს მაისურიც მიჰყვა და სხვა დანარჩენი ტანსაცმელიც. ანდრო მირისთვის გაუგებარ ენაზე ამბობდა დროდადრო სიტყვებს, მაგრამ მარისთვის ამას მნიშვნელობა არ ქონდა, ახლა იყო ბედნიერი იმით რაც დღეს გააჩნდა.

ანდრო გულაღმა იწვა საწოლზე და მარი ყავდა მიხუტებული, ორივე სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა და ლაპარაკის დაწყებას არცერთი ჩქარობდა. მარი არ ნანობდა ეს რომ გააკეთა, სხვა თუ არაფერი მისი ქმარი იყო, რა მნიშვნელობა აქვს დიდი ხანია თუ არ იცნობდნენ ერთმანეთს. ანდრო უყვარდა და მის გარეშე არ უნდოდა ცხოვრება, უნდოდა მისი გამხდარიყო, კაცი რომელიც პირველად შეუყვარდა და კაცი რომელიც პირველი იყო მისთვის.
- კარგად ხარ? ანდრო ცოტა უკან გაიწია და მარის შეხედა.
- ძალიან, გაუღიმა მარიმ
- ანუ ძალიან კარგად, ჩაიღიმა ანდრომ. - თვალები გიბრწყინავს? გაიცინა ანდრომ
- მართლა?
- და კარგ ხასიათზეც ხარ?
- ცუდზე რატომ უნდა ვიყო?
- ანუ ეს დრო რომ იკბინებოდი სე*სი გაკლდა,გადაიხარხარა ანდრომ.
- ანდრო ნერვების მიშლი იუკვე,
- მერე რა წამალი ვიცი უკვე და დაგიწყნარებ ნერვებს, ანდრო წამოიწია, მარი საწოლზე გადააბრუნდა და შეუღიტინა,
- ანდრო გეყოფა,ანდრო შენები გაიღვიძებენ, ანდროო!
- ძალიან საყვარელი ხარ როცა იცინი,გაუღიმა ანდრომ.
- ანდრო გაჩერდი და იმას გავაკეთებ რასაც მეტყვი. ანდრო გაჩერდა, თითი ტუჩებე დაუსვა და ყვემოთ ჩამოყვა...
- არ მგონია ამის თავი კიდევ გქონდეს, ირონიულად გაუღიმა მარიმ.
- პროვოკაციაზე არ წამოვეგები, - მოდი ჩემთან, ანდრომ მარი მიიხუტა, - ძილინებისა.
- ძილინებისა ანდრო. რამდნეიმე წამის მერე მარიმ სიცილი ატეხა,
- რა გაცინებს?
- რა და, წესით რაზე ლაპარაკობს წყვილი სე*სის მერე? მგონია რომ ჩვენ მაგარ სისულელეებზე ვილაპარაკეთ.
- შენ საერთოდ სე*სის მერე გაინტერესებს თუ პირველი სე*სის მერე? გადაიხარხარა ანდრომ.
- საზიზრარი რომ ხარ გითხარი? მხარზე უჩქმიტა მარიმ.
- ცხოველი რომ ვარ ვიცოდი და საზიზღარი არა, გადაიხარხარა ანდრომ.
- ხოდა ეხლა იცი.
-მადლობა ცოლო კომპლიმენტისთვის. მარის ცოლის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ესიამოვნა ადროსგან ცოლის დაძხება. ანდრო ტყუილად არ დაუძახებდა ცოლს, სიტყვის მასალად არ გამოიყენებდა, ეს მისთვის რაღაცას ნიშნავს.

****
დილით ანდროს მხარზე გამოეღვიძა, ანდროს ახედა რომელსაც თვალები ქონდა გახელილი და ჭერს მიშტერებოდა. მარის გამოღვიძება ანდორმაც გაიგო მაგრამ სპეციალურად თავს არ ატრიალებდ მარისკენ, მარის სიჩუმე ყელში რომ ამოუვიდა საწოლზე ჭამოჯდა და ანდროს შეხედა.
- რა გჭრის ანდრო?
- წუხანდელი ღამე შეცდომა იყო. ისე ჩაილაპარაკა ანდრომ მისთვის არც შეუხედავს. მარიმ ჯერ ხმა ვერ ამოიღო, ეტკინა მისგან ესეთი სიტყვები.
- როგორ წესი გოგოები ნანობენ ხომე? ირონიულად ჩაიცინა მარიმ
- არ ვარ ხუმრობის ხასიათზე. ანდრო წამოდგა და აბაზანისკენ აიღო გეზი, მარიმაც წამოდგომა ცადა მაგრამ ტკივილისგან ამოიკვნესა და საწოლზე დაბრუნდა. ანდროს არ გამოპარვია მარის რეაქცია და იმწამსვე მასთან გაჩნდა.
- რა დაგემართა? შეშფოთებულმა იკითხა ანდრომ
- რაში გაინტერესებს რა მოუვა გოგოს რომელიც ერთხელ გა*იმე და ცხოვრებაში აღარასდორ ნახავ. ანდროს ყელზე ძარღვენი დაეჭიმა, სახეზეც წამოწითდა, მარისთან ახლოს მვიდა და მხრებში ჩაავლო ხელი.
- მომისმიე ქართველო! ჩემთვის სულერთი რომ არ ხარ კიდე ვერ გაიგე?! საკმაოდ ხმამაღლა უთხრა ანდრომ.
- ხელი გამიშვი მეტკინა,
- პასუხი გამეცი,ანდრომ ლაპარაკაი გააგრძელა ისე თითქოს მარის “მეტკინა“ არ გაუგონია.
- და რაში გამოავლინე ის რომ შენთვის სულერთი არ ვარ? თბილისში მაბრუნებ, მშვიდობითო მეუბნები. ამის მერე კიდე უნდა ვიფიქრო რომ შენთვის რამეს წარმოვადგენ? ანდრო უფრო გაბრაზდა, მარის ხელი უშვა და მუშტი საწოლს დაარტყა.
- როგორ არ გესმის? ვერ ხედავ რა სიტოაციაა? ომი წუთი წუთზე იწყება, მე შეიძლება ხვალ ცოცხალი აღარ ვიყო, ყველაფერ ხდება არაფრისგან ვარ დაზღვეული. მერე შენ რა მოგელის? მითხარი რაში გარგია ჩემთან ურთიერთობა? მოგონებების გარდა არაფერი დაგრჩება და თავი უნდა დაიტანჯო, მერე შეიძლება ინანო კიდეც ეს ღამე. მე ვნანობ იცი რატომ? მარის თვალებში ჩახედა, - შეგეძლო წასულიყავი, ვინმე შეგყვარებოდა თბილისში, მასე გათხოვილიყავი და ის ყოფილიყო შენთვის პირველი, საკუთარი ქმარი ყიფილიყო შენთვის პირველი კაცი და არა ვიღაც აფხაზი რომელიც შეიძლება ხვალ ცოცხალი აღარ იყოს. არ მინდოდა მოგონებებს დაეტანჯე, არ მინდა ინანო წუხანდელი საქცილეი? არ მინდა ცხოვრება დაგენგრეს, არ მინდა შენმა მომავალმა ქმარმა ის წამოგაძახოს რომ ის შენთვის პირველი არ ყოფილა, არ მინდა ამის გამო დაიტანჯო. როგორ ფიქრობ არ მინოდა შენი მოფერება ქორწლის პირველ ღამეს? სურვილისგან ვკვდებოდი მაგრამ არ შემეძლო, არ შემეძლო გესმის. არ მინოდდა მე გაგვმხდარიყავი შენი ტანჯვის მიზეზი. არ მინდოდა უფრო გაგძლიერებოდა ჩემს მიმართ გრძნობები, არ მინოდა ეს ღამე დაგმახსოვრებოდა და მოგონებებით გეცხოვდა. არ მინოდა ვიღაც ახვ*არს ის წამოეყვედრებინა რომ ის შენთვის პირველი არ იყო.
მარის ხმა არ ამოუღია უყურებდა ანდროს აწითლებულ და ძარვებ დაბერილ სახეს გული სტკიოდა, ანდრო მართალი იყო, ის მასზე ზრუნავდა, ზრუნავდა ისე როგორც შეეძლო.
- პირველი, მარიმ ხმადაბლა დაიწყო საუბარი, - მე მჯერა რომ შენ კარგად იქნები და არაფერი დაგემართება, მჯერა რომ ჩემთან მოხვალ ამ ყველაფრის მერე და ორივე ბედნიერი ვიქნებით! და მეორე , მე არ ვაპირებ ვინმე სხვაზე გავთხოვდე, არასდორს გაიგე! ხმას აუწია მარიმ. - ჩენ ხარ ჩემთვის პირველი და უკანსაკნელი კაცის შენ იქნები.
ანდროს ჩაეღიმა, ერთხან მარის უყურა თვალს არ აშორებდა და უფრო ეღიმებოდა, მერე მიუახლოდა და გულში ჩაიკრა. ერივეს ესმოდა ერთმანეთის გულისცემა, ორივე გრძნობდა როგორ უჩქარდებოდათ გულისცემა. ანდრო მას მოსცილადა და ტუჩეში ნაზად აკოცა, მერე უფრო მომთხოვნი გახდა და ხელები მარის ტანზე აასრიალა, შემოხვეული ზეწარი მაშინვე გაუვარდა ხელიდან მარის და ანდროს შემოხვია ხელები. ანდრომ საწოლზე გადააწვინა და ისე გააგრძელა ალერსი.
- დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ და შეძლებ? ანდრო გაჩერდა და მარის შეხედა. მარის ხმა არ გაუცია და თავისკენ მოქაჩა. ანდრომ ეს თანხმობად მიიღო და მარის ტუჩებს დააკვდა.

ისე როგორც წუხელ ახლაც ყავდა ანდროს მარი მიხუტებული და ორივე სუნთქვვის დარეგულირებას ცდილობდა. ახლა ორივე უფრო კმაყოფილი იყო, თითქოს გაუგებრობაც გაქრა, ორივემ უთხრა ერთმანეთ სათქმელი, ორივემ თქვა ის რასაც ფიქრობდნენ, ორივე გამოუტყდა ერთმანეთს სიყვარულიში, არცერთს უთქვამს "მიყვარხარ" მაგრამ მათი საუბარი ამ სიტყვაზე მეტს ნიშნავდა.
- ავდგეთ და გავემზადოთ , უნდა წავიდეთ. მარის სახე დაუსევდიანდა, - ყველაფერი კარგად იქნება. მარი საწოლიდან წამოიწია და ზეწრის შემოხვვა დაიწყო, ანდრომ ის ხელიდან გამგლიჯა და ძირს მოისროლა.
- ანდრო რას აკეთებ? მარი მკერდზე ხელები აიფარა
- არ მითხრა რომ შემი გრცხვენია? ანდრომ წარბები აზიდა
- ანდრო მომეცი ზეწარი.
- გრცხვენია! გადაიხარხარა ანდრომ. მარის სახე მოეღუჩა. - წუხელ არ გრცხვენოდა, არც რამდნეიმე წუთის წინ! თითქმის ნახევარი სხეული დაგიკოცნე, შენგან განსხვავებით მე თვალები მქონდა გახელი. ნიშნი მოგებით ჩაილაპარაკა ანდრომ და გადაიხარხარა. მარიმ საპასუხოდ მუშტი დააარტყა, ანდრო მას მიუახლოვდა და ხელში აიტაცა.
- ანდრო რას აკეთებ?
- სააბაზანოში მიმყევხარ რომ ერთად მივიღოთ შხაპი.
-არა
- როგორ არა
-ანდრო...
- ხომ გითხარი ნუ გრჩხვენია მეთქი, ანდრომ შხაპის ქვეშ დააყენა და წყალი მოუშვა.


***
ორივე იდგა და ერთმანეთს შეჰყურებდა, ხმის ამოღებას არცერთი არ ჩქარობდა ან ვერ იღებდა. ჩასხდომა გამოცხადდა, მაგრამ მარი არ ჩქაროდა.
- დაგაგვიანდება, ჩაილაპარაკა ანდრომ
- გინდა რომ წავიდე?
-ხომ იცი რომ არა, მაგრამ....
-ასე საჭირო, მარიმ დაამთავრა მისი სათქმელი
- ხო, სევდიანად ჩაიღიმა ანდრომ. იცი, შენთნ განშორება ასე თუ გამიჭირდებოდა ვერ წარმოვიდგენდი. გაეცინა ანდროს, - წუხანდელი ღამის მერე უფრო მიჭირს, დარწმუნებული ვარ ეს ღამე ბევრჯერ დამესიზმრება. კიდევ ერთხელ გაიცინა ანდრომ, მარისაც გაეცინა.
- იმედია ბევრი სიზმარის ნახვა არ მოგიწევს და ფიზიკურად მნახავ, გაუღიმა მარიმ.
- როგორც კი სიტოაცია დაწყნარება ჩამოვალ, შენ თავს არავის დაუთმობ, ანდრომ ახლო მოსწია მარი და ტუჩებზე დააკვდა. მერე მოსცილდა და გასასვლელისკენ უბიძგა. მარი განაბული წავიდა გასასვლელილსკენ, მიდიოდა მაგრამ გონებით ანდროსთან იყო, მის თვალებს უყურებდა და ცდილობდა რაც შეილება დიდხანს ეყურებინა.
- შენთვის ვიცოცხლებ ქართველო! შორიდან დაუძახა ანდრომ. მარის გაეცინა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.

***
- ვაიმე, როგორ გამიხარდა შენი ნახვა, არ მეგონა თუ კიდე გნახავდი. სევდიანად ჩაილაპარაკა მარის ბიძაშვილმა.
- ელენა, ხომ გითხარი გადმომიყავანს თქო.
- ხო მაგრამ, სამ თვემდე რო გაიწელა , მეგონაა....
- ელენა მორჩი რა, ცოცხალი ვარ და სახსალამათი ხომ ხედავ.
- მომიყევი რა რა მოხდა, ერთი კვირაა არაფერი მოგიწერია ემაილზე.
- ხელი მოვაწერეთ, მარი ხელი ასწია და ბეჭედი აჩვენა.
-მერე? ინტერესით დააკვირდა მარის?
-რა მერე?
- იცი რაც! შეუბღვირა მარის
- გუშინ, და დილასაც, გადაიხარღარა მარიმ და ელენას დააკვირდა.
- გარყვნილო, რამ გაგაგიჟა? ხელი დაარტყა ელენამ
- მოკლედ, გუშინ საღამომდე მეგონა რომ საერთოდ არაფერს გრძნობდა ჩემ მიმართ და მინდოა მისგან სამახსოვროდ რამე დამრჩენოდა, ელენამ ვერ გავიგეო მზერით შეხედა, - მოკლედ მინდოდა მიგან ბავშვი.
- რაა? ხმამაღლა იყვირა ელენამ.
- ხო მინდოდა, მერე რა, ჩემი ქმარია ბოლოსდა ბოლოს. ერთი კვირა დაველოდეი და მერე ანალიზებს გავიკეთებ, მინდა გავიგო ვარ თუ არა ორსულად. ვერ დაველოდები ეხლა გულის რევებს და თავბრუს ხვევებს.

***
მთელი ერთი კვირის განმავლობაში ანდრო ურეკავდა და ელაპარაკებოდა, მათი ლაპარაკი დიდხანს არასდროს გრძელდებოდა. მარისთვის იყო მნიშვნელოვანი რომ გაეგო ანდრო ცოცხალი იყო თუ არა.
დადგა ის დღს რომ საინფორმაციომ გამოაცხადა რომ შეტაკება მოხდა ქართველ ჯარისკაცესა და აფხაზებს შორის, იყო დაშავებულებიც და გარდაცვლილების. რამდნეიმე ქართული სოფლები აეოხრებინა რუსის ჯარს და ოჯახში კაცებიც დაეხოცათ. ეს იმას ნიშნავდა რომ ომი დაიწყო, ახლა აღარაფერი იქნებოდა ისე როგორც ადრე.
ერთი კვირის განმავლობაში მარი ცდილობდა ანდროს დაკავშირებოდა მაგრამ უშდეგოდ, არც ანდრო რეკავდა. მარის ნერვიულობისგან ღამეები არ ეძინა, მარიასაც დაურეკა მაგრამ არც მარიამ იცოდა რამე შვილის შსახებ. ექიმთან წასვლა სულ გადაავიწყდა, ერთ დღსას გული წაუვიდა და ამან აიძილა წასულიყო გინეკოლოგთან. იქიდან გახარებული დაბრუნდა, ორსულად იყო. ახლასა შინლად მოუნდა ანდროსთან ლაპარაკი,მისი ხმის გაგონება უნდოდა.
მეორე დღს უცხო ნომერმა დარეკა, მარი იმედოვნებდა რომეს ანდრო იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა. ანდრმ უთხრა რომ კარგად იყო და დარეკვას ხშირად ვერ მოახერხებდა, უთხრა რომ არ ენერვიულა და მალე ნახავდა. მარი ისევ სიხხარულით აივსო მაგრამ მაინც ეშინოდა მომავლის.
საინფორმაციები კიდევ არ ჩერდებოდნენ აცხადებდნენ ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ამბავს, იმასც რომ მათ წარმატებით აიღეს აფხაზებისა და რუსის ბანაკები და წინ მიიწევენ.
ორი კვირა ისე გავიდ ანადროს არ დაურეკია, ახლამარის წინანდელზე უფრო შეეშინდა. ანდრო არ რეკავდა, არც მისმა ოჯახმა იცოდა რამე. კიდევ ორი კვირა გავიდა და კიდევ არაფერი, არანაირი ზარი ანდროსგან. მარიმ ჰედასაც კი დაურეკა რომ გაეგო არბი ხომ არ იყო ანდროსთან მაგრამ მისგანაც იგივე პასუხი მიიღო რაც მარიასგან. ეს ერთი თვე ანდროს ხმის გაგონების გარეშე ტანჯვა იყომ ისთვის, მაგრამ ცდილობდა არ ენერვიულა და ეჭამა ანდროს და მისი შვილისთვის.

ისევ ეს წყეული საინფორმაციო რომელიც კარგს არასდროს არაფერს აცხადებს, ახლა გამოაცხადეს რომ აფხაზთა რამდნეიმე ბანაკი დანებდა და ზოგიც ცდილობს მოლაპარაკება მიაღწიოს სხვა აფხაზ ჯარისკაცებთან ცეცხლის შეწყვეტაზე. ხალხი ქუჩებში ზეიმობდა და გაყვიროდნენ რომ აფხაზებმა ბოლოსდაბოლს გაიგეს ვინაა მათი მტერი და ვინ მოყვარე. ახლა რამდნეიმე აფხაზი საქართველოს სხვა კუთხეებიდან წმაოსულ ჯარისკაცებთან იბრძოდნენ. ვის ებრძოდნენ? რა თქმა უნდა რუსებს რომლის ჯარისკაცები ბევრად აღმატებოდნენ აფხაზ და ქართველ ჯარისკაცებს. ისევ ის ოთხმოცდაათიანი წლები, ისევ ომი საქართველოსა და რუსეთს შორის რომელსაც ერქვა "აფხაზ ქართველების " ომი.

****
კიდევ ერთი კვირა და აი ნანატრი ხმა, ანდრო იყო, პატიებას თხოვდა რომ აქამდე ვერ დაუკავშირდა და ისევ დაპირება რომ მალე ნახავდა.

***
ანდროს ზარიდნა ორ კვირაში საინფორმაციმ გამოაცხადა რომ ძალიან ბევრი აფხაზი დანებდა და ახლა აფხაზები იბრძვიან ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად. მარის სიხარულს საზღვარი არ ქონდა. საინფორმაციოში აჩვენეს ერთად შკრებილი ხალხი, საქართველოსა და აფხაზების დროშით ხელსი როგორ იცინოდნენ და ცეკვავდნენ.

ყველა საინფორმცოში ერთიდაიგივე ფრაზა ტრიალებდა "აფხაზეთი დავიბრუნეთ". ანდროსგან ისევ არაფერი ისმოდა, ისევ ეს წყეული სიჩუმე.

****
ორი თვის გასვლის შემდებ მთავრობამ გაანცხადა რომ აქამდე აგვრებდა ლტოლვილების საქმეს და უკვე დრო იყო ლტოლვილები დაბრუნებულიყვნენ სოხუმში და აფხაზეთის სხვა ნაწილებში. სოხუმიდან წამოსული ხალხი ვერ ბედავდა დაბრუნებას იმისდა მიუხედავად რომ მთავრობის თქმის ეს უსაფრთხო იყო. ტელევიზორში აჩევენეს რამდნეიმე ოჯახი რომლებმაც პირველებმა გადადგეს ნაბიჯი და დაბრუნდნენ სოხუმში. ხალხი ნელნელა ბრუნდებდა აფხაზეთში, ნელლენა გვარდებოდა ურთიერთობები.

მარი უკვე მეექვსე თვეში იყო რომ რაღაც იეჭვა. ანდროს ვერადა ვერ უკავშირდებოდა, ეს ბოლო ორი თვე ძნელი გახდა მარიასტან და არბისთან დარეკვა. ჰედა საერთოდ არ იღებდა ყურმილს. მარის ეჭვი ღღრინდა რომ რაღაც ცუდი შეემთხვა ანდროს. ბოლოს ერთი კვირის წინ ელეპარაკა მარიას და ქალი რაღაც დაბნეულად და ცივად ელაპარაკებოდა, პასუხებს თავს არიდებდა და საქმეს იმიზეზებდა. ორი თვსი წინ გადაწყვიდა მარის მარიასთვის ეთქვა რმ ორსულად იყო მაგრამ მასთან ლაპარაკის მერე გადაიფიქრა.

ეჭვი უღღრნიდა გულს, იცოდა რომ ანდრო ცოცხალი იყო, გული უგრძნობდა. მარიასაც არქონდა ისეთი ხმა როგორიც შვილ დაღუპულ ქალებს აქვს. მარიას ხმაში უბრალოდ ნერვიულობა იგრძნობოდა.

უოველ დღე ურეკავდა არბის მაგრამ არბი არ პასუხობდა, მერე გადაწყვიტა მესიჯი მიეწარა მაგრამ პასუხმა შოკში ჩააგდო. სულ ხუთი სიტყვა რომელმაც მისი გული ნაფლეთებად აქცია.
" მიხვდი რომ ანდრეის აღარ ჭირდები"

****
დრო გადიოდა, მარის თანდათან ეზრდებდა მუცელი, ძალიან ბევრი ლტოლვილი აფხაზეთში დაბრუნდა. მარი ისევ ეძებდა პასუხებს, რატომ მიატოვა ანდრომ ასე უთქმელად, თვითონაც არაფერი მოსწერა, დარეკვაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ხომ უთხრა რომ მასე ღელავდა ხომ უთხრა რომ არ უნდოდა მას გული სტკენოდა, ხომ დაანახო რიმ ის მისთვის სულერთი არ იყო, ხომ უთხრა რომ დაბრუნდებოდა, ხომ უთხრა რომ მისთვის იცოცხლებდა, ყოველ დარეკვაზე ხომ ეუბნებოდა რომ მალე ნახავდა, ახლა რა შეიცვალა? რა? მარის ფიქრებისგან ლამის გაგიჟდა, ვერ ხსნიდა ანდროს საქციელს. ის თუ არაფერს ნიშნავდა მისთვის ამდენი რამე რატომ უთხრა? რა გამოდის რომ მოატყუა? მისი გამოხედვა რას ნიშნავდა? შეიძლება და კარგი მსახიობი იყო? შეძლება ყველაფერი ისე კარგად გაითამაშა რომ მარი მის გრძნობებსი დარწმუნა. მაგრამ რისთის, მარის ხომ არაფერი უთხოვია, იმ ღამეს ხომ თვითონ გამოიჩინ ინიციატივა. მარის ხომ არ დაუძალებია არაფერი? რითვის? რისთის? რატომ მოექცა ასე?

ფიქრესი გართულს საჩინელმა ტკივიილმა შეაწუხა, ალბათ დრო იყო, ელენეს დაურეკა და მოსვლა სთხოვა, იმედია ელენას მოსვლამდე ბავშვი არ დაიბადება. რამდენიმე საათიანი გაუსაძლისი ტკივილის მერე ექიმმა მას პატარა ბიჭი დაუწვინა გულზე. მარის სიხარულს საზღვარი არ ქონდა, პატარას აკვირდებოდა და ტიროდა, ეს პატარა მისი და ანდროს პატარა იყო. სახეეზე დააკვირდა უნდოდა აღმოეჩინა მსგავსება პატარასა და ანდროს შორის მაგრამ შეუძლებელი იყო, აწითლებულ პატარას ანდროს ვერ ამსგავსებდა.
მის პალატაში ელენა შემოვიდა, მას მოყვა დედა და მამა, და კიდევ სხვა მეგობრები. მარის არაფრის თვაი არ ქონდა ისე იყო ძალა გამოცლილი ყველას გასვლა სთხოვა და ფიქრებს მიეცა. როგორ ოცნებოდა რომ ანდრო ბავშვის დაბადებას დაესწრებოდა, ერთად გაადაიღებდნენ სამივე პირველ ფოტოს, მაგრამ ეს ყველაფერ არ არ მოხდა, ახლა ის არის მარტო პატარასთან ერთად და ანდრომ ისიცი არ იცის რომ შვილი ყავს.

***
მარი საუბარმა გამოაფხიზლა, ელენე და ირაკლი ლაპარაკობდნენ. რაც მარი აფხაზეთიდან დაბრუნდა ირაკლი ცდილობდა რომ დაახლოვებოდა მაგრამ მარიმ არ გაიკარა და როდესაც გაიგო რო ორსულად იყო მარის საბოლოოდ შეეშვა. ნეტა ახლა აქ რას აკეთებდა?
- გაიღვიძე? გაუღიმა ელენამ. მარსმ საპასუხოდ გაუღიმა და ირაკლის გადახედა.
- შენს სანახავად მოვედი მარი. ჩაილაპარაკა ირაკლიმ
- მადლობ რომ შეწუხდი, არ იყო საჭირო
- არ შევწუხებულმა. შენი პატარა ვნახე, ძალიან საყვარელია, რა დაარქვი.
- რევი, ჩაიღიმა მარიმ
- უცხო სახელია გაიცინა ირაკლიმ
- ხო, ძალიან მომწონს. ექთანმა პატარა შემოიყვანა, ჭამის დრო იყო, ირაკი დაემშვიდობა და გავიდა.
- შენ არ გითქვამს რომ რევის არქმევდი, თვალცრემლიანმა ჩაილაპარაკა ელენამ
- ხომ იცი შენი ძმა როგორ მიყვარდა ბიძაშვილო, ის ჩმეი ძმაც იყო, ის მეც მაკლია და მინდა პატარა რევი გვყავდეს. შენი ძმა ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში მაგრამ ეს პაატარა მას სულ გაგვახსენებს. ელენა ტირილით მოეხვია მარის და პატარას აკოცა.

****
რევის დაბადებიდან ერთი წელი იყო გასული მარი ისევ აინტერესებდა პასუხები კითხვებზე, უნდოდა ანდრო ენახა და მისგან მოესმინა ყველაფერი. აფხაზეთში წასვლაზე ფიქრობს უკვე ერთი თვე ყოველდღე ყოფილა ღამეები რომლებიც ფიქრში გაუთენებია და წარმოუდგენია რას ეტყოდა ანდრო. ზოგჯერ ეგონა ანდენი ფიქრისგან სულ გაგიჟდებოდა, გამოსავალს მარტო აფხაზეთში წასვლაში ხედავა.
- ელე გადავწყვიტე სოხუმში წავიდე?
-რა?
- მივდივარ, მეტი აღარ შმიძლია, ჭკუიდან გადავალ.
- კაი წავიდეთ
- შენ აქ დარჩები
-მეც მოვდივარ, მაგრამ რევი დედაშენს დაუტოვოთ?
- რაა? ინტერესით შეხედა მარიმ, - რევიც თან მიმყავს.
-არა!
- კი კი, მორჩა ამაზე ლაპარაკი
- საშიში არაა? ტუჩები დაბრიცა ელენამ
- არაა, წელიწად ნახევარი გავიდა აფხაზეთის დაბრუნებიდან, ლტოლვილბი დაბრუნდნენ, იქ იწყებენ ცხოვრებას ისე როგორც ადრე დადიან სოხუმში. საფრთხე არაა, სასტუმროში დავბინავდებით და ანდროს მოვძებნი.
- იმისთის თუ ხარ მძდ რასაც გეტყვის? არ მინდა უარესად დაიტანჯო მარი
- პასუხები მჭირდება თორემ გავგიჟდებია.

****
სოხუმში პატარა სასტუმროში დაბინავდნენ ანდროს უბანთან ახლოს. სოხუმი საერთოდ არცერთს არ ქონდა ნანახი მაგრამ ჯერ ანდრო უნდა ენახა. ანდროს სახლში წავიდა, ძილშიც რომ გეკითხათ ანდოროს მისამართი მაშინაც კი გეტყოდათ ისე ქონდა გონებაში ჩაბეჭდილი. კინაღამ დაეცა იმ სახლის ნაცვლად სხვა სალი რომ დახვდა, ჭიშკარს დაეყრდნო და დაწყნარებას ცდილობდა. მერე ისღა იფიქრა სხვა ქუჩაზე ხომ არ შემოვედიო და გამვლელს ქუჩა კითხა, მანაც დაუდასტურა რომ ის ის ქუჩა იყო რასაც მარი ეძებდა.
ზარი დარეკა და მოემზადა, შეიძლება და სახლი გადააკეთს და ისინი ისევ აქ ცხოვრობენ. კარი გაიღო და ფორმაში გამოწყობილმა ახმახმა უხეშად კითხა რა უნდოდა.
- აქ მასეთი არავინ ცხოვრობს,უპასუხა უხეშად
- სადღაც ორი წლის უკან აქ ცხოვრობდნენ,
- ხომ გითხარით არავინ ცხოვრობს, მე ერთი წელია რაც აქ ვმუშობ და მასეთი არავინ უკითხავთ. მერე მარიმ მეზობლის სახლს გახედა და იცნო აივანზე გადმომდგარი ქალი რომელიც მას აკვირდებოდა.
- ჩემთან გადმოდი, დაუძახა ქალმა. მარიმაც მისი ბრძაება შეასრულა. ქალი თითქოს შცვლილი დახვდა, უფრო დაბერებული.
- მე ანდროს ვეძებ? აქ აღარ ცხოვრობენ? სად არიან? მარიმ კითხვები ერთდროულად დაუსვა ქალს. ქალი ერთხანს ჩაფიქრდა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა რა ეთქვა.
- არა აქ არ ცხოვრობენ, ეს სახლი ერთი წლის წინ იყიდეს და , - ქალი გაჩერდა, თითქოს შესაფერის სიტყვას ეძებდა, - და გადააკეთეს. უბანი ვიცი სადაც გადავიდნენ, ქუჩა და სახლის ნომერი არ ვიცი.
- დამიწერეთ და მივალ, რახან უბანი ვიცი არ გამიჭირდება პოვნა.
მარი იქიდან განადგურებული და ჩაფიქრებული გამოვიდა, ვერ გაეგო რა ხდებოდა, ან ამ ქლაის რეაქცია რას ნიშნავდა. მერე არბი ამოუტივტივდა თავში და გადაწყვიტა მასთან მისულიყო, ადრე ჰედამ მისამართი ემაილით გამოგზავნა და სთხოვა სტუმრებოდა ერთ მშვენიერ დღეს როდესაც აფხაზეთი ისევ საქართველოს შეუერთდებოდა. იქ მისულს იგივე მდგომარეობა დახვდა, სხვა ცხოვრობდა იმ სახლში და არაფერი იცოდნენ ოჯახის შესახებ. მარიმ ისტერიული სიცილი ატეხა, მერე ტირილში გადაეზრდა, პატარა რევი რომ არ ყოლოდა იფიქრებდა რომ ეს ყველაფერი დაესიზმრა ან გამოიგონა.

დარჩენილი დრო იმ უბანში იარა მაგრამ ვერ მიაგნო ანდროს, მერე დღეს ადრე წავიდა და ძებნა განაგრძო. ალბათ უფრო ადრე იპოვიდა ნადროს ხალხი რომ ეუბნებოდეს რამეს, ყველა ეჭვის თალით უყურებდა "ქართველს" რომელიც აფხაზ ოჯახს ეძებდა და დარწმუნებული იყო რომ იცოდნენ მათ ადგილსამყოფელი მაგრამ არ ეუბნებოდნენ. ბოლოს ერთ სკამზე ჩამოჯდა დაღლილი და თავი ხელებში ჩარგო, თავზე ვიაც რომ დაადგა გაიიგო მაგრამ თავის აწევ არ უნოდდა, თვალები ცრემლებით ქონდა სავსე. ვიღაც ხელით შეეხო და მარიმ თავი ასწია, მის წინ სამოცდაათ წლამდე მოხუცი ქალი იდგა და აკვირდებოდა.
- გავიგონე რომ ვიღაცას ეძებდი, ისიც ვიცი ვისაც ეძებ
- მართლა? ფეხზე წამოდგა მარი
- ესეინი იმიტომ არ გეუბნებიან რომ ეშინიათ, არ მოეწონებათ სხვამ მათ მისამართი რომ მიასწავლოს უცხოს და არც თვითონ აკეთებენ ამას. კარგი გოგო ჩანხარ თან ვხედავ რომ განიცდი. გეყტვი სად ცხოვრობენ, მაგრამ საღამოს მიდი ექვსის მერე, ყველა სახლში იქნება. - მარიმ ინტერესით შეხედა, - ცოტა უხეში შვილი ყავთ და .., ხომ ხვდები.
მარის თავგზა აებნა კიდევ ერთხელ, ეს ქალი ესე რატომ ლაპარაკობდა, რომელი შვილზე იყო ლაპარაკი ანდორზე თუ მაქსზე? ან უხეშობა რა შუაში იყო, მთელს უბანს გააცნო თავი?

***
სასტუმროში კმაყოფილი დაბუნდა, ანდრო იპოვა და საღმოს მივა, მისულმა რევი ჩაიხუტა და დიდხნას კოცნა.
- რევისაც თან წაიყვან? შეპარვით კითხა ელენამ
- არა, ჯერ ანდროს ვნახავ
- ანუ შეილება რომ არ უთხრა რევის შესახებ?
- შცილი რომ გვყავს მაგას აუცილებლად ვეტყვი, მაგრამ დღეს არა.

****
სანამ ზარს დარეკავდა დაახლოვებით ათი წუთი იდგა ჭიშკართან და ვერ ბედავდა ზარი დაერეკა, ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა და ზარი დარეკა. პივრელ ჯერზე პასუხი არ იყო, მერე კიდევ ცადა, ნაბიჯების ხმა გაიგო, გული აუფანცქალდა, ეხლა ეს რომ ანდრო იყოს რას ეტყვის? ბევრი იფიქრ ამაგრამ ვერ მოიფიქრა ანდროს რას ეტყვის, ახლაც ხელები აუკანკალდა და ჯიბეში ჩაიწყო, არ უნდოდა ვიმეს შეემჩნია. კარი არბიმ გააღო და სახიდან ღიმილი წაეშალა, მარის ნერვიულად შეხედა, დიდხანს უყურეს ერთმანეთს, ვერცერთი ვერ ბედავდა ხმის ამოღებას, არბიმ მოსწერა რომ ანდროს ის არ ჭირდებოდა, ახლა კი ისმის წინ იდგა.
- არბი ვინ არის? გაისმა ჰედას ხმა. და კარი ფართოდ გამოაღო. ჰედასაც იგივე რეაქცია ქონდა რაც არბის მაგრამ ჰედამ თავი ჩაღუნდა დამნაშავესავით, ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.

მარიმ არბი ხელით გასწია და სახლისკენ აიღო გეზი, არ მიუქცევია ჰედას ძახილისთვის ყურადღება ის წინ მიიწევდა, იქით წავიდა საიდანაც ხმა ისმოდა. ხალხს მიუახლოვდა, სახლის უკანა ეზოში იყო ყველა, ვასია, მარია, მაქსი, ზურგით მჯდარი ანდრო, მარიმ ის ზურგიდან იცნო. ყველას სახე წაეშალა მარის დანახვისას, ხმას არცერთი იღებდა, მარის უკან კი ჰედა და არბი იდგნენ რომლებიც ვერ ბედავდნენ ხმის მაოღებას. რადნიმე წამიანი სიჩუმე ანდრომ დაარღვია რმელმაც აფხაზურად რაღაც იკითხა და შემოტრიალა.

მისი ანდროსგან აღარაფერი დარჩენილიყო, მხოლოდ მისი ხმა და თვალები, თვალები ისევ ისეთი ქონდა როგორის ადრე მაგრამ ახლა სევდიანი და დარდიანი. სახე კი სულ ნაიარევებით ქონდა სავსე, სულმთლად დამწვარი, ის გავდა საშინლებათა ფილმების ერთერთ პერსონაჟს. ანდროსგან მხოლოდ თვალები იყო დარჩენილი,მეტი არაფერი. მარიმ დაიანახა როგორ შეიცვალა ანდროს გამოხედვა, მის თვალებში უფრო მეტი ტკივილი ჩადგა, თავი გვერდძე გაატრიალა, თითქოს ცდილობს დაიმალოსო. ხმას არავინ იღებდა, აზრზე ისევ მაქსი მოვიდა და მარის მოეხვია
- გამიხარდა რომ ჩამოხვედი, თორემ ან უჟმურის ატანა უკვე შეუძლებელი იყო, მაქსმა ჩურჩულით უთხრა და ანდროსკენ გაიხედა. მარიამაც გულში ჩაიკრა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ვასიამს იგივე გააკეთა.
- მარი მაპატიე რომ ტელეფონს არ ვიღებდი, ატირდა ჰედა. ჰედაზე ჩახუტებულმა მარიმ არბის გადახედა რომელსაც სახეზი ტკივილი აღბეჭვდოდა. მარი ჰედას მოშორდა და ანდროსკენ წავიდა, მხარზე ხელი უხეშად დაადო და შემოატრიალა.
- უნდა ვილაპარაკოთ! მკაცრად უთხრა მარიმ, ანდრომ გაკვირვებულმა შეხედა. მარი ხვდებოდა ანდრო რატომაც არ დაუკავშირდა, ახლა მიხვდა მისი გაუჩინარების მიზეზს, თითქოს გაუგო მას მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა. ის დაჰპირდა რომ ნახავდა, მაგრამ ანდრომ ეს პირობა არ შეასრულა.
ავიდეთ ჩემს ოთაში, ანდრო მძიმედ წამოდგა და წინ წავიდა. მარი მას მიჰყვებოდა და ცდილობდა აზრები დაელაგებინა. ანდომ ოთახის კარი შეაღო მესამე სართულზე და ჯერ მარი შეატარა მერე კი თვითონ შვიდა. ორივე ერთმანეთის პირისპირ იდგა და ხმის ამოღებას არცერთი არ ჩქარობდა.
- რატომ? სიჩუმე დაარღვია მარიმ, ანდრო ერთხანს დუმდა მერე მარის მიუხლოვდა და თვალებში ჩხედა.
- ვერ ხვდები რატომ? ანდრომ დაუყვირა
- არაკაცი ხარ ანდრო! დაინახა როგორ მომუშტა ხელები ანდრომ, - არაკაცი ხარ, არაკაცი, დამპირდი რომ მნახავდი მაგრამ არ შეასრულე. მითხარი რომ არ გინდოდა ჩემთვის ტკივილი მოგეყენებინა მაგრამ საშინელი ტკივილისთვის გამიმეტე. მითხარი რომ ჩემზე დარდობდი მაგრამ მაგარდ გე*იდე! ანდრომ ვეღარ მოითმინა და იქვე მდგარ გარდერობს მუშტი დაარტყა.

- ვარ არაკაცი, ვარ! ჩაილაპარაკა ანდრომ. - მაგრამ იმის გამო არა რაის გამოც შენ მიწოდებ არაკაცს. არაკაცი ვარ იმიტომ რომ შემეშინდა და პირშე ვერ გითხარი რაც დამემართა. შემეშინდა მეთქვა და ჩემი თავი მეჩვენებინა. აი ამის გამო ვარ არაკაცი. ცდები რომ ამბობ რომ მკ*დიხარ, არ არის მასე! ყველაზე მეტად შენზე ვდარდობ, წუთი არ გასულა ისე რომ შენზე არ მეფიქროს, სულ ჩემს გონებაში ხარ, შენთან გატარებული ღამე და დილა ტანჯვად მექცა, როცა თვალებს ვხუჭავ შენი სახე მიდგას თვალწინ, ღამე შენზე ფიქრებში ვაღამებ და საკუთარი თავი მძულს რომ ასეთ მხდალი ვარ. შემომხედე, - დაიღრიალა ანდრომ, - შემომხედე რას ხედავ? მონსტროს ხომ? ხომ მონსტრს ხედავ? ქუჩაში ვერ გავდივარ იმიტომ რომ ხალხი მაკვირდება და ვეცოდები, ზოგი მერიდება, ბავშვები ჩემს დანახვაზე ტირიან. შემომხედე ის ანდრო აღარ ვარ, მოსნტრი ვარ, დაიღრიალა ანდრომ. გინდა ასეთ კაცთან დარჩენილი სიცოცხლის გატარებაა? ანდრო გაჩერდა, თვლები ცრემლით ქონდა სავსე და ცახცახებდა, მერე ატირებულ მარის შეხედა ისევ და მას იუახლოვდა, თავი ორივე ხელით დაუჭირა და უხეშად აკოცა, მისი იარები უხეშად ედებოდა ტუჩებზე, სახეზე. მისი ტუჩები სულაც არ ისეთი როგორც მასინ, ეს ანდროს ტუჩები არ იყო. ანდრო მას მოსცილდა ერთხანს დააკვირდა და განგრძო:
- რა იტყვი აბა? მოგეწონა ჩემი კოცნა? რა იგძენი? ადრე ჩემს კოცნაზე დნებოდი, ხმას ვერ იღებდი, ახლა? მითხარი! კიდევ ერთხელ დაუღრიალა ანდრომ.
- იმ დილას მე შენ გითხარი რომ შენ იყავი ჩემთვის პირველი და და შენ იქნებოდი უკანსკნელი კაცი. გახსოვს ანდრო? გახსოვს ახლა მარიმ დაუყვირა. რატომ არ დაიმახსოვრე ეს და რატომ არ ჩაიბეჟდე გონებაში. გითხარი რომ შენ გარდა არავინ მინდოდა მაგრამ შენ თითქმის ორი წელი გამიმტე ტანჯვისთვის, გეკითხა ჩემთვის იქნებ თანახმა ვიყავი შენთან მეცხოვრა? ისიც არ ვიცოდი ცოცხალი იყავი თუ მკვდარი? ამ ტანჯვისთვის შენ გამიმეტე, მერე არბის მესიჯი, რომელმაც მაცნობდა რომ ადროს არ ჭირდებიო, ხომ შეგეძო შენ თვითონ გეთქვა.
- მეშინოდა რომ უარს იტყოდი ჩემზე და ამას ვერ გადავიტანდი, მერჩივნა გცოდნოდა რომ მე მიგატოვე, შენ "არას" მე ვერ გადავიტანდი. მებრძოლი ვარ, ჯარისკაცი მაგრამ შენგან უარყოფას ვერ გადავიტანდი. თავი უცბად შემაყვარე და სამუდამოდ დარჩი ჩემს გულში.
- მე შენ გარდა არავინ მინდა, არავინ გაიგე! ეს მე შენ დიდი ხნის წინ გითხარი, შენ ისევ ის კაცი ხარ რომელიც შემიყვარდა, ისევ ის. ისევ ის ანდრო ხარ. მარი ხედავდა როგორ ცახცახებდა ანდრო. ანდომ საწოლზე დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო, ანდრო ტიროდა და მასთან ერთად მარიც. მარი გვერდით მიუჯდა და ხელები შემოხვია. ანდრომ მას გადმოხედა, ისევ ის თვალები მაგრაამ ტკივილით სავსე, ახლა უბრალოდ ჩაწითლებული. მარი მისკენ გადაიხარა და ადნროს ნაზად აკოცა. ანდრო ჯერ გაუნძრევლად იჯდა, ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა. მარის თავი საკუთარ ხელებში მოიქცია და კოცნაში აჰყვა. ანდრომ ისე შემოაცალა ტანსაცმელი მერიმ ვერც გაიაზრა, ამ წუთას ფიქრობდა ანდროზე და სხვა არაფერზე, გაახსენდა მათი პირველი ღამე, მეორე დილაც და ახლა უფრო სასიამოვნო მოეჩვენა სე*სი, ახლა უფრო უყვარდა ანდრო. მაშინდელისგან გასხვავებით ახლა ანდროს თვალებში უყურებდა და ცდილობდა მისი ემოცია არ გამოპარვოდა. სე*სის დროსანდრომ ხელები მოხარა და მარის კისერში ჩარგო თავი, მარიმ მიხვდა ეს რატომ გააკეთა, მაგრამ მარიმ ის სხეულიდან მოიშორა და ისევ თვალებში განაგრძო ყურება. ანდროს გაეღიმა, მერე ხმამაღლა გაიცინა, მარიც აჰყვა. ანდროს რცხვენოდა მისი სახის ჩვენება და ამას ვერ მალავდა.

მარი ანდროს მკერდზე იყო აკრული და ფიქრობდა ისე როგორც პირველად, მერე წამოიწია და მისი სახის შესწავლა დაიწყო, ანდრომ თავი გვერდზე გადაატრიალა ვერ გაუძლო მარი სმზერას. მარიმ ის თვაისკენ ჩემოატრიალა თვალს არ აცილებდა.
- გასხსოვს ანდრო იმ დილით, -საუბარი დაიწყო მარიმ, - იმ დილით ზეწარი გამოგლიჯე ხელიდან და იატაკზე მოისროლე. შენ მითხარი რომ შენი არ უნდა მრცხვენოდეს და სხვათა შორის დამცინოდი, გაეცინა მარის, - ახლა მეგეუბნები რომ ჩმეი არ უნდა გრცხვენოდეს! ბრძანებასავით გაისმა მარის ბოლოს სიტყვები. საპასუხოდ ანდრომ აკოცა.
- რა მოხდა? ანდრომ პასუხი დააგვიანა
- იქ სადაც ჩმეი ბიჭები და კიდევ რამდენიმე სხვა ჯგუფის წევრი იყო "ქართველებმა" ალყაში მოგვაქციეს, გვითხრეს რომ დავნებებულიყავით და ყველა მშვიდობით წავიდოდა. მე ჩემს ბიჭებს უთხარი რომ იარაღი დაეყარათ ასეც მოიქცნენ, მაგრამ სხვა ჯგუფში რამდენიმე აფხაზს და რუსებს არ მოეწონათ ეს იდეა და ცეცხლი გახსნეს. შვენ იძულებული ვიყავით იარაღი აგვეღო და მათ წინააღდეგ დავიწყეთ სროლა იმიტომ რომ ქართველებთან ერთად ისინი ჩვენც გვესროდნენ, მოღალატეებად შეგვრაცხეს. იქიდან მშვიდად გამოვძვერით და სხვა ბანაკებისკნენ წავედით. მათაც ურჩი იარაღი დაეყარა, უაზრობა იყო "ქართველების" წინააღმდეგ ბრძოლა, ეგ არ იყო ჩვენი ბრძოლა, აფხაზებს დანარჩენ ქართველებთან არ ქონდათ არაფერი გასაყოფი. სანამ ალყაში მოგვაქცევდნენ მე და ჩემ ბიჭებს გადაწყვეტილი გვქონდა არ გვებრძოლა. მოკლედ ყველაფერი რომ მორჩა იმ ნაბი*ვრებმა მიპოვეს, სახლში მემომიცვივდნენ, ჯერ ჩემები არ მყავდა მოსკოვიდან ჩამოყვანილი, მცემეს და სახლს ცეცხლი წაუკიდეს. მე გავითიშე და ცეცხლში მოვყევი, სანამ მეზობლები მოვიდნენ ჩემს დასახმარებლად კარაგდ შევიბრაწე, გაიცინა ანდრომ. მარიმ სახეზე ხელი დაუსვა და ტუჩებში აკოცა.
- მე შენ ყველანაირი მიყვარხარ. შენს თავს მონსტრს უწოდებ მაგრამ შენ მაინც ჩემი ადნრო ხარ.
- მთელი ცხოვრება შენი მადლობელი ვიქნბი რომ გამბედაობა მოიკრიბე და აქ ჩამოხვედი. შენ გარეშე ჩემი ცხოვრება შავთეთრი იყო ახლა კი გაფერადდა. შემი გოგო ხარ, მარტო ჩემი, "ჩემი ქართველი".

****
დილით ანდროს კარგ ხასიათზე გამოეღვიძა, გონებაში გაუელვა წუხანდალმა მარისთან გატარებულმა ღამემ და გადმოტრიალდა მისკენ რომ კიდევ ერთხელ ჩახუტებოდა, მაგრამ ღიმილი სახიდან წაეშალა როდესაც საწოლის მეორე მხარე ცარიელი დახვდა.

ძვირფასო მკითხველოებო ბოდიში რომ ასე დავიგვიანე, მაგრამ ვერ მოვახერხე დაწერა. ახლაც არ ვაპირებდი დადებას, ვფიქრობდი რომ დავმთავრებდი და მერე ერთიანად დავდებდი მაგრამ კომენტარებმა და წერილებმა გადამაწყვეტინა დამედო.

ბოლო თავს კვირას დავდებ
ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ისტორია! :*



№1  offline წევრი milangirl

ძალიან გამიხარდა ახალი თავი რომ დავინახე. ძალიან კარგი ისტორიაა და იმედია ასე აღარ დააგვიანებ

 


№2  offline წევრი ukideganod martosuli

ai dzalian momwons

 


№3 სტუმარი მარო

გაიხარე. ბრწყინვალე გაგრძელება მოიფიქრე

 


№4 სტუმარი lizazu

ვაიმე როგორ გამიხარდა ეს ისტორია რომ დამხვდა ვერ წარმოიდგენ. ვიფიქრე აღარ აგრძელებს და გული დამწყდა ძალიან. კარგი იყო და მოუთმენლად ველოდები კვირას, იმედია არ დაგვაღალატებ winked

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Auu radamemaraa istoriaa daebulii rom vnaxee naxevarisaati vuuyutebdii metqi xomar melandebaa metqio :* magarii iyoo dzalain rogorcc yoveltviss :* kviramdee ramoicdisss ((

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Auu rodiss dadeebb axall tavsss velodebii ((

 


№7 სტუმარი Shemdegi tavis smurveli

Aki kviras bolo tavs davdeboba sadaa araa dade raaa

 


№8 სტუმარი მეა

ხო თქვი კვირას ბოლო თავს დავდებო სად არის?

 


№9 სტუმარი lizazu

აუ რატო არ დადე, როგორ ველოდებოდი კვირას, ხვალ მაინც დადე რა, დამელია სული ლოდინით sad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent