ლურჯი მოგონებები (ნაწილი მეორე, თავი IX)
*** - რამე საჭმლის გაკეთება იცი? - ჰკითხა მარიამს ზურამ როცა თორნიკეს ზარმა გააღვიძა. - რათქმაუნდა - გაეცინა გოგონას,- მაგრამ მაგის იმედი არ გქონდეს. - ოოო.. - აბუძღუნდა ზურა, მარიამმა ტელეფონს ძებნა დაუწყო, ვერსად პოულობდა, უნდოდა დაერეკა, ნიკისთვის დაერეკა. - ჩემი ტელეფონი შენგაქ? - რათ გინდა? - ლანას უნდა დავურეკო - იცრუა, ბიჭმაც ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და მიაწოდა - დარეკე, მაგრამ აქვე დაელაპარაკე. - შენ ვერ მიმითითებ რა უნდა გავაკეთო. - გოგონა წამოდგა და გასვლა დააპირა, თუმცა ზურა წინ გადაუდგა, მხრებზე ხელები მოკიდა და ერთი ბიძგით ისევ სავარძელზე დააბრუნა - არათქო! - გაიმეორა მარიამმა და ხელახლა წამოდგა ფეხზე. - არგამაბრაზო! - საჩვენებელი თითი აუქნია ზურამ და კვლავ წინ დაუდა. - ზურა გამატარე, შენი გაფუჭებული საქმე ვინმემ ხომ უნდა გამოასწოროს. - ზურამ თვალები დახუჭა და გაცეცხლებულმა ჰაერი ნესტოებიდან გამოუშვა. მარიამი გარეთ გავიდა. - ნიკ ბოდიში გუშინდელისთვის.. - რამოხდა? ის ტიპი ვინიყო? - ჩემი ძველი ნაცნობი, ძალიან დათვრა უბრალოდ და ჩემი ტელეფონი მას ჰქონდა. - შენ ხომ კარგად ხარ? - კიკი.. - როდის დაბრუნდები.. ძალიან მომენატრე, ჩვენთვის სახლი შევარჩიე, მხოლოდ მე და შენ, ხომ შეგპირდი.. - მარიამმა ამოიხვნეშა, რამის ცრემელბი წასკდომოდა, წამით ზურას გახედა რომელიც სამზარეულოში რაღაცის გაკეთებას ცდილობდა, მერე უკან მოტრიალდა - მოდი მერე დაგელაპარაკები.. ახლა მეგობრებთან ვარ. კარგი? - კარგი მიდი. გოგონამ ტელეფონი გათიშა თუარა, სახლში შევიდა და ზურას მიუახლოვდა. ბიჭმა ზურგი აქცია და ადუღებული ჩაიდნის გადმოდგმას ეცადა, თუმცა ხელი ეწვებოდა. - მიმიშვი. ზურამ გოგონას ხელი აუქნია, ისე რომ ზედაც არ შეუხედავს, თავისი ჯიბრიანობით ხელიც დაიწვა და ჩაიდანიც გადმოდგა. მერე მიუტრიალდა. - შენ ართულებ ყველაფერს! - ერთი წუთით, რაღაც უნდა ამიხსნა. მოგყავარ აქ, სადაც კაციშვილი არარის, შენ საცოლე გყავს და წლებია არ გსმენია ჩემზე, არ მოგიკითხივარ. ახლა კი მიბრაზდები და მსაყვედურობ კიდეც? რაგინდა საერთოთ თვს რატომ არ მანებებ გამაგებინე! - ყვირილზე გადადიოდა გოგონა უკვე - არ იფიქრო რომ მიყვარხარ, უბრალოდ შენთან ურთიერთობა მსიამოვნებს. - ბიჭი მისკენ მიიწა და საბოლოოდ კედელს ააკრო. გოგონას სუნთქვა გაუხშირდა, ბიჭმა კი გაიღიმა და ახედ-ჩახედა. - მმ.. ვიღაცას როლი გავუცვალე? - ნაგლად გაუღიმა მარიამმა. ზურამ კოპები შეკრა და მოშორდა. - შენი გამოყენება რო მდომოდა ამას უკვე გავაკეთებდი და ეჭვიც არ გეპარება ვიცი!- გოგონამ თავი დახარა, ჩაიდანთან მივიდა და ჭიქაში ადუღებული წყალი დაასხა. - მე იმედებს ვამყარებდი. - ამოიჩურჩულა - რის შესახებ? - კითხა ბიჭმა - რომ ხელახლა გიყვარდებოდი. - დაივიწყე. - ბიჭმა გოგონას ნაღვლიანად შეედა, თავი გაუქნია და ოთახი დატოვა. *** - ჩემი ანგელოზი და მზეთუნახავი ხარ! - სახეზე ეფერებოდა ლაშა მის გვერდით მწოლიარე ლანას. ლანას ეღიმებოდა, ერთმანეთით ბედნიერები იყვნენ, არაფერი ადარდებდათ ამსამყაროზე. ერთად ყოფნა ერთი კომფორტული სახლი და არაფერი სხვა! სიმყუდროვე ლანამ დაარღვია - დღეს მარიამი უნდა გამოვიდეს. - არამგონია გამოვიდეს - გაეღიმა ლაშას და ზურგზე გადაწვა, ლანამ კოპები შეკრა - რატომ? - იმას რაჰქვია? აი ქორწილის მერე რო მიდიან.. - თაფლობის თვე? - წარბები აუწია გოგონამ - ხო ეგ, ხოდა ჩემმა დაიკომ გაგვასწრო. - უკაცრავად? - ხო რაიყო, ზურასთან ერთად ისვენებს. - მეკაიფები ხო? - გაცეცხლდა ლანა და საწოლზე წამოჯდა. - დაწყნარდი რა.. ისევ უყვარს ზურას. - მარიამს ეგ ბიჭი არ სჭირდება. - ცდები. - ჰგონია რომ მარიამსითვის კარგს აკეთებს და უნდ აბედნიერი გახადოს, მაგრამ იმას ვერ ააზრებს რომ მისი ბედნიერება არაა.. - გეყოფა გეყოფა. აქ მაგათი ურთიერთობის განსახილვართ არ ვართ. სრულწლოვნები არიან და მიხედავენ საკუთარ თავებს. ეხლა კიდე მოდი ჩემთან. - გაუღიმა ლაშამ და გოგონა მისკენ მიიზიდა. *** - გაცივდა.. არ დალევ? - ჩაით ხელში მიუახლოვდა მარიამი ზურას, რომელიც მანქანას წმენდდა, ბიჭმა გოგონას გახედა, ჭიქა გამოათვა და იქვე დადო. მარიამი იქვე ხის კუნძზე ჩამოჯდა - მაიგნორებ - შესაძლოა, - გაიღიმა ზურამ - აუტანელიხარ. - ვიცი. - კარგი სეიროზულად ახლა, დავბრუნდეთ თბილისსში. - მე აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ, შენ თუ გინდა წადი.. - ხელი გზისკენ გაიშვირა ზურამ. მარიამმა თვალები გადაატრიალა, იცოდა რომ ვერ წავიდოდა. - შენ კი გრძნობ თავს მშვენივრად მაგრამ თუ არ შეგიმჩნევია ჯერ კიდევ ქორწილში რა კაბაც მეცვა ისევ ის მაცვია, აუტანლობაა ტანსაცმელი მაინც მჭირდება! - გაიხადე მერე, ვინმემ დაგიშალა? - უარესად გადაიხარხარა ზურამ. მარიამმა კოპები შეკრა. - ზურა! - კარგი კარგი, მიდი საბარგულიდან ამოიღე რაც გინდა. - ერთი ზომის ტანსაცმელს თუ ვხმარობდით არ ვიცოდი. - ირონიულად თქვა მარიამმა და საბარგულთან მივიდა. ერთი ჯინსი და ერთი ნაცრისფერი მაისური ამოიღო. - ეგ ჯინსი მე მჭირდება. - თქვა ზურამ და ხელი სტაცა, თუმცა მარიამმა არადა არ დაუთმო. - კარგი გქონდეს. - ამოიხვნეშა ზურამ. - საჭმელების საყიდლად გავდივარ ნახევარ საათში და დარჩები თუ წამოხვალ? - თუ დამელოდები წამოვალ. - გაუღიმა მარიამმა და წარბები აუწია - მაგის იმედით თუ ხარ რავიცი.. 28 წუთი ღა დაგრჩა - საათს დახედა ზურამ და ჩაიცინა. მარიამსაც გაეცინა და სახლში ჩქარი ნაბიჯებით შევიდა, ჯერ საშხაპეში წყალი დაარეგულირა, უცბად გადაივლო, შემდეგ პირსახოც მოხვეულმა სამი ზომით დიდ მაისურს და 4 ზომით დიდ შარვალს დახედა, ბევრი არ უფიქრია მაისური ეგრევე გადაიცვა. ლამის მუხლებამდე წვდებოდა. შარვალს რომ ვერაფერი მოუხერხა, ამოიხვნეშა და საწოლშე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო, თმები ჯერ კიდევ სველი ჰქონდა და ზურგს უსველებდა. - 5 წუთი მარიაამ - გაისმა ზურას ხმა კარიდან. გოგონამ კვლავ ამოიხვნეშა და ფანჯარაში გაიხედა, შემდეგ ფარდას ახედა რომელიც ნაცრისფერი ბარხატისგან იყო, დასამაგრებლად კი ამავე ფერის ლენტა ჰქონდა მობმული. გოგონას მშვენიერმა იდეამ გაუელვა თავში, ფანჯარასთან მივიდა, რაფაზე დადგა და ფარდას ლენტა მოხსნა, ბევრი არ უფიქრია მაშინვე წელზე შემოიხვია და უკან გაბანტა. საბოლოოდ საკუთარი თავის შემხედვარემ ჩაიცინა და კარები გამოხსნა. კიბეები ჩაირბინა, ზურას მანქანა უკვე დაექოქა და შიგნითვე იჯდა, როცა ფანრიდან გადმოიხედა და მისკენ მიმავალი მარიამი დაინახა მისი მაისურით *ახლა უკვე კაბით, თვალები გაუფართოვდა, მარიამმა მისი რეაქცია შეამჩნია, მანქანას მოუარა და გვერძე მიუჯდა. ზურამ ახლა მეორე მხრიდან შეხედა გოგონას, ისევ გაშტერებული იყო. მარიამმა თვალების წინ ხელი აუქნია - ჰე ეხლა ნახევარი საათიო და ერთი საათით შენ აგვიანებ წასვლას უკვე. ზურამ თავი შეიფერთხა და პედალს მიადგა ფეხი. - ცოტა მოკლე ხომ არ გაქვს? - ჩემდა საბედნიეროდ გოლიათი არხარ, თორემ ანაფორა მექნებოდა ახლა კაბის ნაცვლად - გაეცინა მარიამს, - ხოდა.. რა უნდა ვიყიდოთ? - რასაც იტყვი ის. - გაიცინა ზურამ და მისი ხელი კვლავ მისაში მოიქცია. ვეცადე დიდი თავი გამომსვლოდა.. ხოდა, ახლა ისღა დამრჩენია თქვენს კომენტარებს დაველოდო. გელით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.