ბარიერი. -18-
-დემეტრეს და ანეტას როდის უნდა უთხრათ? -ვკითხე ნათლულს და სალათა თეფშზე გადავიღე. -შენ რომ გამოჯანმრთელდები ყველამ ერთად ვივახშმოთ. -გამიღიმა ლენუკამ და წვენი მოსვა. -მე ერთი თვე უნდა ვიწვე. -მერე სად მეჩქარება? -თვალები დამიბრიალა ნათლულმა და ორივეს გაგვეცინა. ვახშმობის შემდეგ დაღლა ვიგრძენი, დღესაც ემოციური დღე მქონდა, ლენუკასაც დილით ადრე ლექცია ჰქონდა, ამიტომ დაძინება გადავწყვიტეთ. დილით ლენუკა გავაცილე და სამზარეულოში შევედი ყავის მოსადუღებლად, სანამ მარტო ვარ მოვასწრო. პირველი ყლუპი მოვსვი და სიამოვნებისგან თვალები მივლულე. რაღაც მაკლია.. სიგარეტი! 4 დღეა არ მომიწევია, მაღაზიაში უნდა ჩავიდე, თორემ არავინ მიყიდის. ჩავიცვი და კიბეები ნელა ჩავიარე, სისუსტეს და თავბრუს ხვევას შიგადაშიგ ისევ ვგრძნობ, დავიღალე უკვე ძალიან. მესიამოვნა სუფთა ჰაერი, მაგრამ აღარ შემეძლო ფეხზე დგომა, ამიტომ მალევე ვიყიდე სიგარეტი და უკან ავბრუნდი. -შენ აქ რას აკეთებ? -ხმა ამიკანკალდა და კედელს მივეყრდენი. -მე ბოდიში მინდა მოგიხადო. -თვალებში მიყურებდა კოტე და ჩემკენ წამოვიდა. -არ მომიახლოვდე.. -ვუთხარი და თვალი ავარიდე. -ტაისია, გთხოვ მომისმინე. -უკვე მიახლოვდებოდა. -კოტე, გთხოვ წადი! - გვერდი სწრაფად ავუარე და აკანკალებული ხელით კარების გაღება ვცადე. -სანამ არ მომისმენ, არსად არ წავალ! -ხელი მაჯაში ჩამავლო, რაზეც გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა. -ნუ მეხები! -ზიზღით ვუთხარი და ხელი გავაშვებინე, კარი გავაღე და სწრაფად შევედი სახლში, მაგრამ დაკეტვა ვერ მოვახერხე, კოტეც შემომყვა. -ტაისია, მთვრალი ვიყავი, ძალიან მთვრალი.. მეც არ ვიცი რა დამემართა, მსგავსი რამ არასოდეს გამიფიქრია არც ერთ ქალზე, განსაკუთრებით შენზე. - ლაპარაკი უჭირდა ისე იყო ნაცემი, თუმცა თავს ძალას ატნევდა. -ვიცი ვერასდროს გამოვისყიდი დანაშაულს, მაგრამ მინდა რომ... -გაჩუმდი! -აღარ ვაცადე დამთავრება. -არ მინდა, შენი ხმის გაგონებაც არ მინდა.. შემეშვი, არაკაცი ხარ და შენს საქციელს გამართლება არ აქვს! გაეთრიე, ნუ მენახები, გული მერევა შენზე! -უკვე ბოლო ხმაზე ვყვიროდი, ნერვებმა ამიტანეს და თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. -წაეთრიე, თორემ პოლიციას გამოვიძახებ! -ტაისია.. -კოტე, მგონი გასაგებად ვსაუბრობ! -ვუთხარი მკაცრად და ტელეფონი მოვიმრჯვე. -კარგი, წავალ.. -მითხრა და ვირთხასავით გაიძურწა. ტელეფონზე ნომერი აკანკალებული ხელით ავკრიფე და პასუხის მოლოდინში კედელთან ჩავიკეცე. -მაქსიმე, ჩემთან მოდი რა. -ხმის ამოღებაც არ დავაცადე, მუდარით მივმართე ბიჭს. -ხომ მშვიდობაა? მოვდივარ. -მითხრა და გამითიშა. სიგარეტის ღერი ყუთიდან ამოვაძვრე და მოვუკიდე. როგორ მეამა პირველი ნაფასი.. მეორეც ღრმად შევისუნთქე და ბოლი ნელა გამოვუშვი. ცოტა დამაწყნარა. უკვე მესამე ღერს ვეწეოდი მაქსიმე რომ მოვიდა. -კარი ღია რატომ იყო? -შემოვიდა და ჩემს დანახვაზე სახე წაეშალა. -რა მოხდა? -ჩემთან ჩაიმუხლა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. -არაფერი უბრალოდ, მომენატრე. -გადავწყვიტე მისთვის არაფერი მეთქვა, განა კოტე მეცოდებოდა, უბრალოდ საფრთხეში ჩავაგდებდი მაქსიმეს. -გული გამისკდა. -მოისუნთქა და გულში ჩამიკრა. -ეს სიგარეტი სად გქონდა? =მკაცრი ხმით მკითხა. -მაღაზიაში ვიყავი. -დამნაშავე თვალებით ავხედე. -ჩემი ურჩი გოგო. -გამიღიმა და ფეხზე წამომაყენა. -წამოდი, დავწვეთ. მაქსიმალურად ვცდილობდი არაფერი შემემჩნია, ისე ვიქცეოდი თითქოს რამოდენიმე წუთის წინ არც არაფერი მომხდარა. დავწექი, მაქსიმემ მუცელზე დამადო თავი და ჩემს თითებზე თამაში დაიწყო. -ხომ ხედავ, ერთი დღეც ვეღარ ძლებ უჩემოდ. -გაიღიმა და ამომხედა, მეც ღიმილით ვუპასუხე, მაგრამ არაფერი მითქვამს. -იცი, რას ვფიქრობ? -რას? -მე შენთვის გავჩნდი, შენ ჩემთვის. -სრული სერიოზულობით მითხრა, რაზეც ისტერიკული სიცილი ამიტყდა. -რა ვთქვი სასაცილო? -მკითხა გაბრაზებულმა. -ეგ როგორ? მე ხომ შენზე 12 წლით უფროსი ვარ? -სიცილისგან წამოსული ცრემლი მოვიწმინდე და ბიჭს დავხედე. -აი, დაფიქრდი.. ამდენი ხანი რატომ არავისთან არაფერი გამოგდიოდა? -იმიტომ, რომ არასწორ მამაკაცებს ვარჩევდი. -არ არის ეგრე. -აბა როგორ არის? -იმიტომ რომ მე არ მიცნობდი, თან პატარა ვიყავი. ბედისწერამ არ მოგცა სხვასთან ბედნიერების უფლება, იმიტომ რომ მე მაცადა გაზრდა. -ესეც სრული სერიოზულობით მითხრა, რაზეც ისევ ვერ შევიკავე სიცილი. -ტაისია! მე ვცდილობ რომანტიკული ვიყო, შენ კი დამცინი. -გთხოვ ნუღარ ცდილობ, თორემ სიცილით გავიგუდები. -ძლივს ვთქვი სიცილის დროს და თავზე ხელი დავუსვი. -მიყვარს შენი კისკისი. -მაქსიმე გადმოტრიალდა და ჩემს სახესთან ახლოს მოჩოჩდა. -მაგ დროს იმდენი ხანი მინდა გკოცნო, სანამ ძალა მეყოფა. -გამიღიმა და თვალებში ჩამხედა. -ცანცარა ხარ. -ცხვირზე თითი დავკარი და მეც გავუღიმე. -ეს მხოლოდ შენთან, თორემ ისე ხომ იცი როგორი სერიოზული ვარ. -თვალი ჩამიკრა და ტუჩზე მოწყვეტით მაკოცა. -მეც მინდა შენი ცოლი გავხდე. -უცებ დავსერიოზულდი და თვალებში ჩავაჩერდი. -რა თქვი? -მილიონი ემოცია გამოესახა ბიჭს სახეზე. -მინდა, რომ შენი ცოლი გავხდე. -დავუმარცვლე და კისერზე შემოვხვიე ხელები. ბიჭის რეაქციამაც არ დააყოვნა, იმ წამსვე მაკოცა ვნებიანად ტუჩებში. -დამიცადე. -უცებ მომწყდა, ოთახიდან გავარდა და მალევე შემობრუნდა. -რას დარბიხარ აქეთ-იქეთ? -ვკითხე სიცილით, მაქსიმე ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდა და ჩემს თითებზე თამაში დაიწყო. -წასული რომ ვიყავი, ერთხელ უბრალოდ ქალაქში ბოდიალი გადავწყვიტე. როდესაც ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიას ჩავუარე, თვალი მოვკარი ბეჭედს, რომელსაც იმ წამსვე შენი სახელი დავარქვი. ვიცოდი, რომ ოდესმე მოგიწევდა მისი გაკეთება. -მითხრა და თითზე ულამაზესი თეთრი ოქროს ბეჭედი გამიკეთა. -მართალი არასოდეს შემიმჩნევია, რომ თვლებიან ნივთებს ატარებდე, მაგრამ იმედია ბრილიანტებს აიტან. -თვალი ჩამიკრა და ჩემკენ გადმოტრიალდა. -ულამაზესია. -თითზე დავიხედე და გაოცებული ვუყურებდი, აღარ წარმომედგინა ჩემს თითზე ნიშნობის ბეჭედი. -ძალიან დიდი მადლობა. -ბიჭისკენ დავიხარე და ვაკოცე. მაქსიმე ჩემკენ წამოიწია და ზემოდან მომექცა. -მომენატრე.. -ჩაილაპარაკა და კიდევ უფრო ვნებიანად გააგრძელა. -მეც ძალიან, მაგრამ.. -გახშირებული სუნთქვით ძლივს ამოვღერღე და შევეცადე ბიჭი გამეჩერებინა. -ვიცი, ვიცი.. -გაჩერდა და შუბლი შუბლზე მომადო. -როდის უნდა გავამხილოთ? -ანამარიას უკვე დავშორდი. -ეს რომ მითხრა, მხრებიდან თითქოს დიდი ლოდები ჩამომხსნეს. -სესილიას დღესვე დაველაპარაკები. -დამელოდე, ფეხზე რომ ავდგები ერთად დაველაპარაკოთ. -ვუთხარი და ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი. -დარწმუნებული ხარ? -გაოცებულმა მკითხა და საწოლზე გადაგორდა. -ისე, როგორც არასდროს. -გავუღიმე და საწოლზე წამოვჯექი. -შენებსაც არ ეტყვი? -კი, ჩემებს დღესვე ვუთხრათ. -ტაისია, რატომ არ ელაპარაკებოდი სესილიას? -არ მეგონა თუ ოდესმე ამით დაინტერესდებოდა, ამიტომ კითხვამ გაკვირვებული დამტოვა. -სერიოზული არაფერი. -ხელი ავიქნიე და ასადგომად მოვემზადე. -24 წელი არ ლაპარაკობდით და სერიოზული არაფერი? -მაჯაში ჩამჭიდა ხელი მაქსიმემ და ადგომის საშუალება არ მომცა. -რაღაც ჭორები გაავრცელა და არ მესიამოვნა. არ გვიჩხუბია, უბრალოდ კონტაქტი გავწყვიტეთ.. შემდეგ მამაშენთან ერთად იტალიაში წავიდა და იმის მერე აღარც მქონია შესაძლებლობა მენახა ან დავლაპარაკებოდი. -ავუხსენი და სასწრაფოდ თემის შეცვლა გადავწყვიტე, რომ არ ეკითხა რა ჭორები გამივრცელა. -არაფერი მიჭამია, წამოდი რამეს მოვამზადებ. -შენ ძალიან გათამამდი. -მაქსიმეც წამოდგა და უკან გამომყვა. -კარგი რა, დავიღალე სულ ვწევარ. -წავიწუწუნე და მაცივრიდან პროდუქტები გამოვიღე. -ტაისია, შვილი ხომ გინდა? -უცებ მისკენ მიმატრიალა და თვალებზე მომაშტერდა. -რა თქმა უნდა მინდა. -გავუღიმე და ლოყებზე მივადე ხელები. -მე და შენ ბევრი შვილები გვეყოლება. -მითხრა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა. -უკვე მითხარი. -თვალი ჩავუკარი და ისევ პროდუქტებისკენ გავბრუნდი. -გახსოვს? -გაეღიმა მაქსიმეს. -როგორ არ მახსოვს. -ამოვხედე ბიჭს და თვალი ჩავუკარი. -ერთი სული მაქვს მუშაობას როდის დავიწყებთ. -ხელები ერთმანეთს გაუსვა, მშიერი კაცივით და მწველი მზერით ამათვალიერა, რაზეც გამეცინა და შემდეგ ისევ სადილის გაკეთებას მივუბრუნდი. 1 თვე გავიდა, ექიმმა ნება დამრთო ავმდგარიყავი. სამსახურს უკვე დავუბრუნდი, მაქსიმე მანამდე ძლივს დავითანხმე თავის საქმეს დაბრუნებოდა, თორემ ეგეც ჩემთან ერთად კოტრიალებდა საწოლში. სულ ჩემთან იყო, საბედნიეროდ, სესილია წინასწარ დარეკვის გარეშე აღარ მოსულა, ამიტომ გაფაქტვას რამოდენიმეჯერ გადავურჩით. სამსახურიდან ანეტასთან გასვლა გადავწყვიტე, დამიანე მომენატრა ძალიან. -შენც გეყოლება მალე ეგეთი. -თვალი ჩამიკრა დაქალმა და სკამი გამომიწია, რომ მე და დამიანე დავმსხდარიყავით. -ჯერ სესილიასთან საუბარმა მშვიდობით ჩაიაროს. -ნერვიულად ამოვთქვი და პატარას თავზე ვაკოცე. -არაფერი მოხდება, აი ნახავ. -მითხრა და ყავა წინ დამიდგა. -სალომეს მივუყვან, შენ ყავა დალიე. -ბავშვი გამომართვა და მისაღებში გაიყვანა ძიძასთან. -კოტე, ხომ აღარ გამოჩენილა? -შემობრუნდა თუ არა მკითხა დაქალმა, რაზეც თვალებგაფართოებულმა შევხედე და ნერვიულად ამოვაძვრინე ყუთიდან სიგარეტის ღერი. -საბედნიეროდ, არა.. ანეტა, ხომ იცი ამის შესახებ არც დემეტრემ და არც მაქსიმემ არაფერი არ უნდა გაიგონ? -ისევ გავაფრთხილე დაქალი და სიგარეტს ღრმა ნაფასი დავარტყი. -რა არ უნდა გავიგოთ? -სამზარეულოში დემე და მაქსიმე შემოვიდნენ და ორივემ მზერა გადაგვავლო დაქალებს. -არაფერი. -გაღიმება ვცადე და ისევ სიგარეტს მივუბრუნდი. -ტაისია.. -დაიწყო მაქსიმემ. -დაქალების საიდუმლოებებში ნუ ერევით. -კისკისით უთხრა ანეტამ ბიჭებს და მგონი სიტუაცია გაანეიტრალა. -იმედია, რამე სერიოზულს არ გვიმალავთ. -გვერდით მიუჯდა ცოლს დემეტრე. -რა თქმა უნდა, არა. რა გვაქვს ისეთი დასამალი. -თვალი ჩაუკრა ანეტამ, მე კი მას მადლიერი თვალებით გადავხედე. -ლენუკამ, ხვალ 8 საათზე ყველა საქმე გადადეთ და ერთად ვივახშმოთო და რა ხდება ხომ არ იცით? -გვკითხა დემეტრემ. -მოვენატრეთ ბავშვს და ერთად გვკრებს. რა უნდა ხდებოდეს? -მხრები ავიჩეჩე და სიძეს გავხედე. -ხო რა ვიცი, გამიკვირდა. ის საღამო მხიარულად გავატარეთ, მე და მაქსიმე სახლში გვიან დავბრუნდით. დილიდან კი ვახშმისთვის მზადებას შევუდექი. -სესილიაც იქნება ხომ? - მკითხა მაქსიმემ. -ხო და ამიტომ ცალ-ცალკე უნდა მივიდეთ. -ჩვენც დღეს ხომ არ ვუთხრათ? -არა, გაგიჟდი? არ მინდა ეს დღე ლენუკას ჩავამწაროთ. -რატომ გგონია, რომ ჩავამწარებთ? -აბა შენ აზრით, სესილიას შენი არჩევანი გაეხარდება? გადამეხვევა და მთელი ცხოვრება შენნაირ რძალზე ვოცნებობდიო? -ეგეთიც არ ექნება, მაგრამ ვიცი გაგვიგებს. -მითხრა და საწოლიდან ადგა. როგორ ეტყობა, რომ დედამისს კარგად არ იცნობს, გულში სიმწრისგან გამეღიმა და ჩაცმა გავაგრძელე. -მოდი, სხვა დროს ვუთხრათ რა. -შევევედრე მაქსიმეს. -კარგი, როგორც შენ გინდა. -კისერში მაკოცა და აბაზანაში შევიდა. -ლენუკასთვის საჩუქრის საყიდლად მივდივარ, ვახშამზე გნახავ. -მივაძახე და სახლი დავტოვე. ლენუკასი არ ვიცი, მაგრამ მე საოცრად ვღელავდი. რამე რომ შეგვამჩნიოს სესილიამ? ახლა რა მჭირს და წარმოიდგინეთ, თქმას რომ დავაპირებთ, მაშინ ალბათ ხელში ჩავაკვდები მაქსიმეს. ნათლულს თეთრი ოქროს ყელსაბამი ვუყიდე, პატარა ანგელოზის ფორმის კულონით და ანეტასთან წავედი მისახმარებლად. 8 საათზე უკვე ყველანი შევიკრიბეთ, მე და მაქსიმე უბრალო ნაცნობებივით ვიქცეოდით, სესილიაც ვერაფერს ატყობდა. დემეტრეს და ანეტას ძალიან გაეხარდათ შვილის ამბავი, ლენუკას სახე უბრწყინავდა ბედნიერებისგან. ყელს ჩემი საჩუქარი უმშვენებდა, რამაც ძალიან გამახარა. მხიარული სუფრა გამოგვივიდა, უკვე საკმაოდ მთვრალები ვიყავით ყველანი. კიდევ კარგი სალომე დაიტოვა დღეს ანეტამ, თორემ დამიანეს ვინ მოუვლიდა. წვენის მოსატანად გავედი სამზარეულოში, სადაც მაქსიმე გამომყვა. -ცუდად ვხდები გვერდით რომ მყავხარ და ვერ გეხები. -მითხრა ვნებიანი ხმით და სხეულზე ამეკრა. -მაქსიმე, გაგიჟდი? სესილია არ შემოვიდეს. -ვუთხარი დაფეთებულმა და ბიჭის მოშორება ვცადე. -არ შემოვა. -მითხრა, ჩემს კისერში თავი ჩარგო და ჩემი სურნელი ღრმად შეისუნთქა, შემდეგ კისერს კოცნით ამოუყვა და ტუჩებს დაეწაფა. ცოტახანში კი, ჩახველების ხმამ გაგვაჩერა... ---------------------------------- გუშინ მინდოდა დამეწერა, მაგრამ საშინელი გაციებული ვარ და სიცხის გამო თავი არ მქონდა ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის და მიხარია, რომ მოგწონთ! ესეც მეთვრამეტე თავი, ველი შეფასებას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.