''მთვარე,ჩემი მეორე ნახევარი'' (7)
რა სულელი ვარ როგორ დავიჯერე რომ მოვწონდი! რატომ არ მიმართლებს არაფერში! მანაც დამინახა შემომხედა და მაშინვე უკან გავბრუნდი და ბარიდან გამოვედი,სწრაფი ნაბიჯებით სასტუმროსაკენ წავედი. -ანი! მოიცა! უკან მივიხედე და ცოტნე მომყვებოდა. -ანი! ერთი წუთი! მეც გავჩერდი -რა გინდა?! -რა გჭირს,სად გარბიხარ?! -სახლში! -რატომ?! ქეთას გამო არა? -არ მაინტერესებს ქეთა! -კარგი რა.. -იცი რა? ასე არ შემიძლია,ერთი დღე ჩემთან ერთად გაატარო,თავი მომაწონო! და მეორე დღეს ისევ იმ გოგოს მიუბრუნდე! -თავი მოგაწონო? (ჩაღიმება) -შევემშვი რა! ისევ დავაპირე წამოსვლა თუმცა ხელით დამიჭირა. -ანი! მომწონხარ გასაგებია?! ეს გოგო კი კუდში დამსდევს ეხლაც გადამეკიდა წამოვალ წამოვალო,ჩემი ბიძაშვილი უნდა ვნახო მაგ ბარშიო და რა მექნა?! -თავი დამანებე -მაკოცე! -რა? -მა-კო-ცე! -არანორმალური ხარ! -მაკოცე ანი -არა ცოტნე! -ანი! -შენ რა სულ გაგიჟდი? მაძალებ რომ გაკოცო?! -ზუსტად -ა რ ა ! -კარგი,მაშინ მე გაკოცებ ხელით დამიჭირა და მაკოცა,აი ამ დროს ვიგრძენი ძლიერი მოწონება მის მიმართ,1 კვირის წინაც მაკოცა,მაგრამ მასში არანაირი გრძნობა არ იყო,ეს კოცნა კი რაღაც გრძნობით იყო გაჟღენთილი რომელ გრძნობასაც სახელი არ მოეძებნებოდა.მომწონდა,მომწონდა და თანაც როგორ საშინლად,ასეთი რამ ბავშვობის მერე არ მიგრძვნია. თვალებში ვუყურებდი და მასშიც იგივეს ვხედავდი.ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარი გახდა,ეს ზაფხულიც დაუვიწყარი გახდა.არ ვიცი რა მემართებოდა. ამ დროს გაისმა ხმა. -ცოტნე! (კიოდა ბარიდან გამოვარდნილი ქეთა) -შედი ქეთა ბარში(ცოტნე) -იდიოტი ხარ! კრეტინო! გუშინ სიყვარულს მეფიცებოდი,დღეს კი.. -ხომ ხედავ ტყუილიც არ გამოგდის,გუშინ არც კი მინახიხარ! ასე რომ შედი ბარში. იმედგაცრუებულმა ქეთამ ფეხები ასფალტზე აბაკუნა და ბარში შევარდა. მერე ცოტნემ ხელი ჩამკიდა და ასე უბრალოდ ვსეირნობდით,არც ხმას ვიღებდით,დროის შუალედში თუ გავხედავდით ერთმანეთს და გაგვეღიმებოდა ხოლმე. სახლში გვიან დავბრუნდი,გოგონებმა მობილურით გადაღებული ფოტო მანახეს ,მაშინ იყო გადარებული როდესაც მე და ცოტნემ ერთმანეთს ვაკოცეთ. -თქვენ ხომ არაფერი გამოგეპარებათ რა... -აბა რა..იცი დღეს სანდრომ მითხრა რომ მოვწონვარ! (ნია) -რა?! მერე აქამდე ჩუმად ხარ? რა მაგარია! (მე) -შენც არა? (ვკითხე ვიკას) -მე ორი დღეა რაც მითხრა ნიკამ (გადაიხარხარა ვიკამ) -იდიოტი გოგო ხარ.. გოგოებს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ჩამეძინა კიდეც.გამთენიისას მობილურის ზარმა გამომაღვიძა,ცოტნე იყო. -გაგიჟდი? -მიდი ჩაიცვი ოღნდ კუპალნიკი და ჩამოდი. -ზღვაზე უნდა გადავიდეთ ასე ადრე? -არა რა ზღვაზე.. -აბა აკვაპარკში ეხლა ვინ სეგიშვებს.. -ასეთი ბანალური გგონივარ?ჩამოდი.. -კარგი ჩავიცვი კუპალნიკი და დაბლა ჩავირბინე. -წავედით? -და სად? -ნახავ -ჰმ.. 1 საათიანი მგზავრობის შემდეგ რაღაც ტყეს მივადექით. -ლამაზია მაგრამ,რას აპირებ ტალახში უნდა მაბანავო? -აჰაჰ,არა..წამოდი ნუ ხარ სულსწრაფი ხელი ჩამკიდა,ძლივს ავიარე ისეთი ადგილები იყო ფეხით სასიარულოდ.მერე ცოტნემ თვალებზე ხელი ამაფარა და ისე წამიყვანა. -გაახილე თვალები თვალები როდესაც გავახილე,არნახული საცორება ვნახე,ყველაფერი ფერად ყვავილებში,და ულამაზესი მწვანე ჩანჩქერი,თავი სამოთხეში მეგონა. -ღმერთო ჩემო.. -გაიხადე ერთი სული მაქვს როდის ჩაგაგდებ. -არც იფიქრო.. როდესაც ტანსაცმლის გახდა დავასრულე ცოტნე უკნიდან მომეპარა,ხელში ამიყვანა და ჩანჩქერში ჩამაგდო,რათქამუნდა თვითონაც გადმოხტა. -არანორმალური ხარ!გაყინულია,თუმცა სასიამოვნო.. -მოგწონს? -საოცრად. არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ და სახლში დავბრუნდით,ეს დღე არასდროს დამავიწყდება. დღეს ღამე თბილისში ვბრუნდებით,ჩვენც და ბიჭებიც.ორი მანქანით წავალთ და გზაშიც გავერთობით.სახლში რომ დავბრუნდი გოგოებს ეღვიძათ,როდესაც მოვუყევი მატაც მოუნდათ იმ ადგილის ნახვა,და შევპირდი რომ მომავალ წელს აუცილებლად ვანახებდი.ტანსაცმელი ჩვალაგეთ,საღამომდე,ბოლოჯერ გადავხედეთ ზღვას,ბარებს,ვიბოდიალეთ აქეთ-იქით და მოვიდა საღამოც. -წახვლის დროა! თეთრი ჯინსის მოკლე შორტი ჩავიცვი,თეთრი მოკლე მაისური,და კედები,კოსა გავიკეთე და მანქანებში ჩავლაგდით. ორივე მანქანა ერთად ვმოძრაობდით,ფანჯრები ჩაწეული,ბოლომდე აწეული ხან ჩვენი,ხან მათი მუსიკა და ჟესტებით საუბარი,რაც მთავარია ბოლო ხმაზე სიცილიც.ისე მხიარულად ჩავედით თბილისამდე ვერც გავიგე რამდენი დრო გავიდა. სახლში რომ შევედი დედას და მამას მოვესიყვარულე (აჰაჰ) მოვუყევი ყველაფერი და დასაძინებლად ჩემს ოთახში შევედი.როგორ მომნატრებია.. მეორე დღის საღამომდე ბალიშიდან თავი არ ამიწევია,თუმცა ცოტნეს ზარმა ისევ გამაღვიძა. -ჰო -ძილისგუდა..გამოდი რა -სად? -რავი გავისეირნოთ -კაიი ავდექი,წყალი გადავივლე,ჯინსი,პერანგი და ბოტასები ჩავიცვი,თმა ზემოთ ავიწიე და დაბლა ჩავედი. მე და ცოტნე აქეთ-იქით დავხეტიალობდით და ბარში შევედით. ყავას ვსვამდით როდესაც წამოწვიმა და გარეთ სეირნობა ვამჯობინე,წამოვაგდე ცოტნე და გარეთ გავედი. სეირნობის დროს სიჩუმე ცოტნემ დაარღვია. -მიყვარხარ -რა? -მიყვარხარ მეთქი... -მეც მიყვარხარ! (მივბრუნდი და ჩავეხუტე) -ეს დღე დაიმახსოვრე ანი,13 სექტემბერი,ჩვენი სიყვარულის დღეა! როდესაც გარდავიცვლები,იმავე წლის 13 სექტემბერს მთვარეს ჩვენი ისტორია მოუყევი კარგი? -იქნება მე ვკვდები ადრე..აჰაჰ -არა..ნუ თუ მასე მოხდა მე მოვუყვები.. დამპირდი ანი! -გპირდები! მადლობა კითვისათვის და თბილი კომენტარებისათვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.