შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი აზარტული! 12


9-10-2015, 12:37
ავტორი sopiko
ნანახია 3 288

-ჯობდა არაფერი გცოდნოდა ბაია...-სცადა ჩემი გადარწმუნება, მაგრამ რისთვის ვიყავი ახვლედიანი! თავის ჭკუაზე ვერავინ მატარებდა, რამეს თუ ჩავიფიქრებდი, ვერავინ გადამაფიქრებინებდა. ახლაც ისე შევედი აზარტში, ძალითაც ვერავინ გამომათრევდა.
-კარგი, არაფერს დაგიმალავ, მაგრამ იცოდე....
-ვიცი, ვიცი რომ არავის არაფერი არ უნდა ვუთხრა.-შევაწყვეტინე სათქმელი და თან დავამატე-მიდი, დაიწყე შე კაი კაცო, დავიღალე ლოდინით!
ერეკლემაც ერთი უკმაყოფილოდ ამოიბზუილა და როგორც იქნა ალაპარაკდა.
-მე და მიშა მესხი სამართალდამცავები ვართ. ჩვენ მოვალეობას ვასრულებთ. როგორ გითხრა... ანუ აგენტები ვართ რა... საეჭვო ადამიანებს ვუთვალთვალებთ, სხვა სახელით ვეცნობით მათ, ვუახლოვდებით და შემდეგ ვამხელთ ხოლმე. დათას შემთხვევაშიც ასე მოხდა. ერთ დღეს შეტყობინება მოგვივიდა, რომ ამა და ამ კაზინოში სხვადასხვა უკანონობა ხდებოდა. მისი მმართველები მხოლოდ ამ საქმეს კი არ აწარმოებდნენ, არამედ თავიანთ პერსონალს ბოროტად იყენებდნენ.
-ეს როგორ?-ადგილზე შევხტი მე-იქ ხომ ვმუშაობდი... მეც... მეც მათ პერსონალს ვეკუთვნოდი.
ძალიან დავიბენი და ამავდროულად ორი დღის წინ მომხდარი კიდევ ერთხელ გავიხსენე. თითეულ ფაქტს მივაქციე ყურადღება, მაგრამ მაინც ვერ ამოვხსენი მთავარი ამოცანა. გადავწყვიტე ისევ ერეკლესთვის მეგდო ყური და საჭირო ინფორმაცია ასე მაინც დამეტყუებინა.
-მერე... მერე...-ანერვიულებულმა ოფლით დაცვარული შუბლი მოვიწმინედე და ფეხი ფეხზე გადავიდე. ესეც ჩემი აღელვების გვერდითი მოვლენაა.
-ყველა დეტალი გავააანალიზეთ და დავრწმუნდით, რომ ის ვიღაც არ ტყუოდა. არ გეგონოს რომ მას ვენდეთ. არა! მშვენივრად ვერკვეოდით მსგავს შემთხვევებში და მივხვდით რომ უცნობი ან კანონდამრღვევეის მტერი იყო, ანდაც მის მხარეს იდგა და რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. კაზინოში ისე მივედით, როგორც მოთამაშები. იქ გავიცანით საბა ცირეკიძე, რომელიც პატიოსანი კაცი აღმოჩნდა და გვერდით დაგვიდგა. თურმე აქ ხშირად ერთობოდა ხოლმე, ისიც მითხრა დათამ ცოტა ხნის წინ შემომთავაზა, ერთ ადგილას კარგი ნაშები იჩითებიან და თუ თანახმა ხარ, ამ საქმეს გაგიჩარხავო. მაშინვე მივხვდით რაც ხდებოდა და საბას ვთხოვეთ, იმ არაკაცისთვის თანხმობა განეცხადებინა. ასეც მოიქცა. მე და მიშა მათ უკან გავყევით და შუაღამის ორ საათზე დანიშნულების ადგილსაც მივაღწიეთ. იქ რაც ვნახე... ამის... ამის დავიწყება შეუძლებელია-ყოყმანით წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას, მე მით უფრო ვიძაბებოდი-ახალგაზრდა გოგონები... ჯერ კიდევ ბავშვები... ისეთ მდგომარეობაში ჰყავდათ... ეს... ეს საშინელება იყო. ტიროდნენ და შველას ითხოვდნენ, გულღრძო მამაკაცებს კი იძულებით შეჰყავდათ ოთახებში. არ ვიცი როგორ შევძელი და უკან გამოვბრუნდი. იმ დღეს მიზნად სამართლიანობის დამყარება და ამ ჯოჯოხეთში ჩავარდნილი უმწეო არსებების განთავისუფლება დავისახე. დავიფიცე, რომ ამ დაწყევლილ ადგილას მათ გარდა, აღარავინ მოხვდებოდა. ეს კი საჭიროებდა იმას, რომ რომელიმე კრუპიეს გავრიგებოდი. ნატუკა და ლენუკა ამისთვის არ ივარგებდნენ, დარწმუნებული ვიყავი რომ ორივე ბევრჯერ იყო იმ შენობაში და არაფერს ამბობდნენ. რომ შეხედავდი, მაშინვე ეტყობოდათ ვინ იყვნენ და როგორ... თათა კი... ის მაშინვე თვალში მომივიდა. როცა მასთან მარტო დავრჩი ყველაფერი გამოვკითხე და ვთხოვე აქ ვინმე, თავისი ნაცნობი გოგო მოეყვანა სამუშაოდ. ლამაზი და სულელი.
-ხო, ლამაზი ვარ, ვიცი, მაგრამ სულელი ვითომ რატომ?-მიუხედავად იმისა რომ შეძრწუნებული ვიყავი, მაინც შევძელი გაცხარება.
-ბაია, ამის დროა? დიახაც სულელი ხარ... სულელი და ჩერჩეტი მე რომ შეგიყვარდი.-ჯიქურ მომიგო ერეკლემ.
-ხოდა გადაგიყვარებ!-დაუფიქრებლად წარმოვთქვი ეს სიტყვები და ფეხზე წამოდგომა დავაპირე, დადიანმა რომ ისევ დივანზე დამაგდო, თვითონ კი ზევიდან მომექცა.
-არასოდეს! ვერასდროს ვერ გადამიყვარებ ბაია! და იცი რატომ?
მე უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და საწყლად მოვიბუზე.
-მე არ მოგცემ ამის უფლებას!
აღარაფრის თქმა არ დამაცადა ისე დამაცხრა ბაგეებზე. მინდოდა ცოტა ხნით გაბრაზებული ვყოფილიყავი, თუმცა არ გამომივიდა. მისი სხეული მწვავდა, მაცხელებდა, მაცივებდა... ვერც ახლა შევძელი ინიციატივის გამოჩენა... როცა ასე ახლოს იყო ჩემთან, განა რაიმეს გაკეთება შემეძლო? თითქოს ხელ-ფეხი შემებოჭა... ოდნავ წამოვიწიე, ადვილად რომ მოწვდომოდა ჩემს ტუჩებს. როცა ვიგრძენი რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა, ხელი ძლიერად ვკარი, ღრმად ჩავისუნთქე და ახლა მე გავიწიე მისკენ, თუმცა ერეკლესთან შეხებისას ისევ დავიბენი და რომ არა მისი მკლავები, ისედაც ტკივილისგან გაბრუებულ სხეულს, კიდევ უფრო დავიბეგვავდი.
როგორც იქნა ერთმანეთს მოვშორდით. ერეკლეს მივეხუტე და ფეხმორთხმით დავჯექი.
-შემდეგ რა მოხდა?-ვკითხე შემპარავად.
-შენ გამოჩნდი და ჩემ ცხოვრებაში მაშინვე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავე. ვცდილობდი შენთვის საფრთხე თავიდან ამერიდებინა. ყველანაირი საბუთი მზად მქონდა მაგრამ... სწორედ მაშინ როცა ჩემს უფროსთან ვიყავი და დოსიეს ვაფორმებდით იმ ბოროტმოქმედმა დამირეკა და მითხრეს, რომ გაგიტაცეს. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო... მერე კი თავადაც იცი რა მოხდა...
-თუ შენთვის მნიშვნელოვანი ვიყავი ის... ის საშინელი წინადადება რატომ შემომთავაზე?-ამოვღერღე როგორც იქნა და ამღვრეული თვალებით ავხედე.
-მაპატიე საყვარელო... არ ვიცი ეს როგორ მომივიდა...-თვალები აუცრემლიანდა მას-მეგონა... ეს ლტოლვაც მაშინვე გამიქრებოდა... არ ვიყავი დარწმუნებული შენს სიყვარულში და გაურკვევლობაში ყოფნამ ისე დამღალა, რომ ჩემს პრინციპებს ვუღალატე.
-გაპატიებ ერეკლე! და მხოლოდ იმიტომ რომ მეც ბევრი სისულელე ჩავიდინე. შენგან განსხვავებით ჩემს გრძნობაში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ მშიშარა და გაუბედავი აღმოვჩნდი.-გამოვუტყდი ჩემს სისუსტეში და თავი ჩავხარე.
-შენ ყველაზე ძლიერი და მამაცი ხარ ბაია, ვინ გაბედავდა მაშინ თამამ საუბარს და გაჯიუტებას, როცა გატაცებული იყო, ვინ შეძლებდა ჩემი საქციელის პატიებას... -ცრემლები ამომიშრო დადიანმა და უფრო მეტად მიმიკრო ტანზე.

ერეკლემ საძინებელში შემიყვანა, სადაც მხოლოდ ერთი საწოლი იდგა და გვერდი-გვერდ კომოდები ჰქონდა მიდგმული. ცხვირი უკმაყოფილოდ შევჭმუხნე და თვალებიდან რასაც ჰქვია ცეცხლები ვყარე.
-შენ სად იძინებ? იატაკზე?-დამცინავად ვკითხე ერეკლეს.
-იატაკზე რატომ? საწოლზე.-ვერ მიმიხვდა დადიანი.
-აბა მე ვწვები იატაკზე?-გაბრაზებით მივუგე და საწოლზე ჩამოვჯექი.-მორჩა და გათავდა! ხომ გინდოდა აქ დავრჩენილიყავი. მე ექსტრემალურ სიტუაციაში ძილს მიჩვეული არ ვარ.
გადასაფარებელი გადავწიე და შიგნით შევწექი. ერეკლეც აღარ შემკამათებია ისე დაწვა საწოლში და ჩემკენ მოჩოჩდა.
-რას აკეთებ? ხომ ვთქვი რომ....-დავიწყე მაგრამ ერეკლემ პირზე ხელი ამაფარა, მარჯვნივ გადამატრიალა და უკნიდან მომეხუტა. მეც დიდხანს აღარ ვიტრიალე და სულ მთლად აწითლებულმა დაძინება ვცადე.
დავითვალე ასამდე... ათასამდე... მერე კარლსონის რჩევა გავიხსენე და წარმოვიდგინე ცხვრები, რომლებიც ღობეს ხან გადაახტებოდნენ, ხან გადმოახტებოდნენ. არც ამან არ მიშველა. თვალის მოხუჭვა ვერ მოვახერხე. ბოლოს სიჩუმემ ძალიან რომ დამღალა, ერეკლე ერთი კარგად შევაჯანჯღარე და თან ყურში ჩავყვირე:
-გაიღვიძე!
ერეკლე შემცბარი წამოჯდა და ირგვლივ მიმოიხედა. მის ამ საქციელზე ხმამაღალი სიცილი ავტეხე და გაყინული ხელი ყელზე დავადე. მისმა გახურებულმა სხეულმა უმალ გამათბო და ნაკვერჩხალივით გამაღუნღულა.
-რა ცხელი ხარ...-ჩავილუღლუღე გაოცებულმა და ხელი ლოყაზე მივიდე.
-შენ კი ყინულივით ცივი... მოდი ჩემთან!-ისევ თავისკენ მიმწია ვაჟბატონმა და თავი ჩემს ყელში ჩარგო.
-რაზე ოცნებობ ბაია?
-მე?-ამ კითხვაზე გამეღიმა-მინდა ერთ დღეს ქუჩაში გავიდე, ბოლო ხმაზე დავიწყო სიმღერა და არავინ არ გამომხედოს და არ იფიქროს გიჟიაო...
სწორედ ეს იყო ჩემი ოცნება. ''ურჩხული და ლამაზმანი'' ალბათ ყველასთვის ნაცნობი მულტიპლიკაციური ფილმია. მთავარი გმირი, ბელი თავის სოფელში ღიღინით რომ დაეხეტება და თან პატარა ბავშვივით სახტუნაოზე ხტუნაობს, ჩემი საყვარელი მომენტი იყო და არის. მას შემდეგ ხშირად მითქვამს ჩემი დისთვის, მეც მას ვგავარ_მეთქი, თუმცა მან ჩემ ამბიციას ყურადღება არ მიაქცია. ახლა, როცა მომეცა საშუალება სხვისთვის გამემხილა ბავშვური საიდუმლო, რამის დამალვას აზრი არ ჰქონდა.
-შენ მართლა შეშლილი ყოფილხარ...-ჩაიცინა ერეკლემ.
-ეს რამ მოგაგონა?-დავინტერესდი უცებ.
-მინდა ვიცოდე ჩემი მომავალი ცოლი რაზე ოცნებობს. რა? არ შეიძლება?-მიამიტად მომიგო მან და ჩემს რეაქციას დააკვირდა.
მე? თვალები გამიდიდრონდა... მერე ისევ დამიპატარავდა... ცრემლებმა გზა ჰპოვეს და ნაკადულად იწყეს დენა.
-რა გატირებს სულელო? ხო... ვიცი, რომ მე და რომანტიკა ერთმანეთისგან შორს ვართ, მაგრამ არ გინდა, რომ ჩემი მეორე ნახევარი გახდე?-განცვიფრდა დადიანი.
-მე... ისედაც შენი მეორე ნახევარი ვარ ერეკლე! თუმცა... შეიძლება დავფიქრდე? დრო მომეცი რა...-მის ასაღელვებლად დავამატე და ეშმაკურად გავიღიმე.
-ბაია! ნუ ცდილობ ჩემ გაბრაზებას!-თითი ღიმილით დამიქნია მან.
-მე ცოლი! შენ ქმარი!-ყურებამდე გავიცინე და ყურში ჩავჩურჩულე-თანახმა ვარ! აბა რა!

.........................................................
აი, შემდეგი თავი კი ნამდვილად დასასრული იქნება!
დიდი მადლობა ყველას, ვისაც მოგწონდათ და მოგწონთ!
ველოდები თქვენს შეფასებებს მოუთმენლად! თანაც დასასრულის სუნიც გცემთ ალბათ...
სიყვარულით სოფიკო



№1  offline მოდერი ლილიანა

ასეთ რაინდზე ნეტა ვინ იტყვის უარს :)
პლიუსი და მინუსი არიან რა wink wink love love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline მოდერი sopiko

ლილიანა
ასეთ რაინდზე ნეტა ვინ იტყვის უარს :)
პლიუსი და მინუსი არიან რა wink wink love love

მართლაც! მიხარია რომ ბოლომდე გამომყევი ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent