შოკოლადისფერი! პირველი ნაწილი სრულად
როგორ იყო?ყველაფერი უნდა მოვყვე?ე.ი მე და ჩემი კურსელი ანეტა მივდიოდით ქუჩაში,ხოდა გაგვაჩერეს,ვინ ან რატომ არ ვიცი,მაგრამ მთლიანი ყუთი შოკოლადი გვაჩუქეს,ეს ალბათ ახალი შოკოლადის საქართველოში ჩამობრძანების წინა სამზადისი იყო,ნუ მოკლედ ავიტაცეთ ყუთი და საჩქაროთ ავედით სახლში,დავეწაფეთ ყუთს და გახსნას შევუდექით,შიგ უამრავი სახეობის შოკოლადი ეწყო,რძიანი,კაკაოსი,ყავის,ვანილის,ხილის,ნუ საოცრბა იყო პირდაპირ,განსაკუთრებით მათთვის ვისაც შოკოლადი ძალიან უყვარს,ჩემსავით.დაბნეული ვიყავი არ ვიცოდი საიდან დამეწყო,ანეტამ რძიანი დააგემოვნა,მე კი დავჩერებოდი შეკვრებს და ვარჩევდი,ჯერ რომელი შემეჭამა,ამასობაში ის მეორეს დასახურდავებლად მოემზადა. -ცუდად არ გახდე-მივუგე და ძლივს ნარჩევი ნუგბარიდან თხილის ამოვიგე-ასე სწრაფად ნუ შევჭამთ-ყუთი დავხურე და შენახვა დავაპირე,როდესაც შემაჩერა და კიდევ ერთის ამოღება მთხოვა. -შოკოლადი არ იწყინება-თვალი ჩამიკრა და შავ შკოლადს დასწვდა,რომელიც ყველაზე ნაკლებად მიყვარს,რადგან საშინლად არ მომწონს მწარე შოკოლადები. -შოკოლადმა წყენა იცის-გავაპროტესტე მისი ნათქვამი-არაა კარგი ბევრი-ამას ამბობს ადმიანი,რომელიც დღეს არ ტოვებს ერთი შეკვრა რომ არ შეჭამოს.ეს უბრალოდ ჩვევაა,რომელიც გადაჩვევას არ ექვემდებარება. -შენ არ მითხარი ვგიჟდები და უზომოდ შემიძლია ვჭამოო?-გამომცდელი მზერით მეკითხება და თვალებს ლულავს -ეგ მე არ მითქვამს-ვიკრიჭები მე და ყუთს ვინახავ-მაინც ვერ გავიგე რატომ დაარიგეს ამდენი შოკოლადი.-მხრებს ვიჩეჩ გაკვირვებული -იქნებ ვადაგასულია-ამბობს ანეტა და მისაღებში მილასლასებს,სავარძელში ესვენება და კვნესის-მგონი ჰაერი არ მყოფნის -ბევრი რომ ჭამე მაგის ბრალია-ვეუბნები სიცილით და მალევე ვსერიოზულდები,როდესაც ვადას ვაკვირდები -ჰა რაიყო ვადაგასულია?-მეკითხება შეშინებული ხმით,მე კი ვდუმმვარ და რუდუნებით ვკითხულობ,რომ ვადა არის 03:10:2015 -ახლა 2015 ია ხო -ხო -თვე? -სექტემბერი -უჰ მაშინ გადავრჩენილვართ-ვამბობ გახარებული და მშვიდად ვხსნი მეორეს. -უიმე მარიამ შენი კუბო დავდგი-ოჰ მისი ჩვეული წყევლა,აქამდე რომ არ მითხრა მიკვირს. -რაფერი?-ვეკითხები და წამწამებს ვახამხამებ. -შენ რა ფერსაც ისურვებ,გულს არ დაგწყვეტ-მეკრიჭება და სავარძლიდან დგება.-საშინლად დავმძიმდი,დამავიწყდა სად მივდიოდით -არსად ანეტ,არსად უბრალოდ გარეთ გავედით-ვამბობ და შოკოლადით დასვრილ ტუჩებს ვილოკავ.-მმ რა გემრიელია,პირდაპირ ნეტარებაა-თვალებს ვხუჭავ და ის როა კორონას რეკლამა ქალი ნავში,“სურვილიდან სურვილამდე“,მერე რა მოზდეს აღარ მახსენდება. -ასწიე ერთი ადილი და გავიდეთ გარეთ-მეუბნება ანეტა -რატომ?-ვეკითხები-აქ ვერ ვართ,ნახე რა კარგი რამეა,თუ გინდა კიდევ აიღე,იქ შევდე თაროზე-ხელს ვიშვერ კარადისკენ. -აღარ მინდა-ამბობს ბუზღუნით და შემოსასვლელში მილაყუნობს-წამოხვალ თუ მარტო წავიდე-მიძახის და ფეხებს აბაკუნებს-ჰა გელოდები ძევაჩკა-ისევ აგრძელებს ბაკუნს-ასწევ და გამოხვალ თუ ავწიო და გამოვიტანო. -კარგი ხო-ვბუზღუნებ მეც-რა აუცილებელი იყო ამ დანაყრებულ კუჭზე გარეთ სიარული-ვლუღლუღებ და უკან მივყვები,ის კი კარს აღებს და ჰოპ თავი უკვე სადარბაზოში ამოვყავით,ნელი რიტმული ნაბიჯებით მივუყვებით კიბეებს და კიდევ ჰოპ ჩვენ გარეთ ვართ-ახლა საით?-ვეკითხები წინამძღოლს,ის კი ბრუნდება და წარბების თამაშით მანიშნებს იქით გაიხედეო და მეც გავიხედე,მაგრამ ვაი იმ გახედვას,ჩვენსკენ მოემართებოდა რაღაც არაამქვეყნიური ქმნილება,არა ეს ნამდვილად არაა ქართველი,როგორ შეიძლება,რომ ეს აქ ცხოვრობდეს,ვაიმე მგონი გონებას ვკარგავ,გაიშული მზერით ვუყურებ ანეტას და ვცდილობ დავწყნარდე,მაგრამ ძირს ლამის გავიშოტე არაამქვეყნიურმა ჩემს გვერდით,რომ ჩაიარა,ტუჩზე ისე მწარედ ვიკბინე მეგონა მომძვრებოდა,უხ რა ტანი,პირდაპირ აღმაშფოთა მისმა გარეგნობამ,ასე არავის მოვუნუსხივარ ოცდახუთი წელია დავაბოტებ და პირველად მომეწონა,არა რა მართალია რომ მეუბნებიან არ ხარ შენ ნორმალური. -გოგო ცოცხალი ხარ?-მეკითხება ანეტა და მხარს მკრავს. -კი,კი რავა არა-სიცილით ვეუბნები და გაუცნობიერებლად მივდივარ წინ,ანეტა კი უკან რჩება.-ჰეი აღარ მოდიხარ?-ვეძახი მე -თუ დამელოდები კი-დამეწია იგი და გზა ისევ რიტმულად გავაგრძელეთ. -რა ბიჭი იყო,კამფეტ-ჩემს ნათქვამზე ანეტა თვალებს აფართოებს,ნერწყვს ყლაპავს და ლამის დაიხრჩოს. -მომეჩვენა თუ შენ ბიჭი მოგეწონა.-ხელებს მაღლა სწევს-უნდა დავეწიო-უკან ტრიალდება მეკი სიცილით ვკიდებ ხელს და ისევ წინ ვაბრუნებ -ნუ სულელობ,წამო სკვერში დავსხდეთ-ვანიშნებ და შუქნიშანს ვუყურებ,როდის აინთება წითელი,რომ გადავკვეთოთ. -მეც ძალიან მომეწონა-მეუბნება გზაში-ნეტავ კიდევ შეგვხვდება?-ისეთი ხმით ამბობს,თითქოს საკუთარ თავს ეკითხებოდეს.-მგონი ცუდად ვარ-ხელს შლის და სახესთან იქნევს-ჰაერი არ მყოფნის. -მგონი შენ უფრო მოგეწონა ვიდრე მე-ვეუბნები და ვფხუკუნებ-შენთვის დამითმია-ჩემს ხელებსაც ვაშველებ,ის კი ლამისაა ძირს გაწვეს მოთენთილობისაგან. -კაი არ მინდა,არ ლები -არც შენი არც ჩემი -შეიძლება!-იღიმის ეშმაკურად.-ნეტა შკოლადი წამოგვეღო,მგონი ჩვენს ყოფას პოზიტივი შეზძინა. -ჩემთვის ყოველი დღე პოზიტივია -ოხ ეს ოპტიმისტები-ჩაიფრუტუნა-რა გახარებთ ნეტა. -100$-უაზროდ მეღიმება და სკამზე ვჯდები-წავალ გადავახურდავებ და. . .-მაწყვეტინებს ლაპარაკს -მდიდარი ყოფილხარ-ამბობს მრავლისმეტყველი სახით და გვერდით მიჯდება-შენ კი უნდა იყო ოპტიმისტი,სხვებმა იკითხონ თორე. . .-ახლა მე ვაწყვეტინებ -ის ბიჭი-აღელვებული ვამბობ და მზერას ვარიდებ,არ მინდა იგრძნოს,რომ ვიღაც უყურებს,ანეტა მთლად გადაირია,იქვე ჯიხური იდგა,წამოხტა და მიირბინა,ცოტახანში ვხედავ გაზეთით მოდის,არხეინად.-რას აკეთებ?-ვეკითხები და გაზეთის წართმევას ვცდილობ,რასაც შედეგად მისი ხელის გული მოჰყვა,არცისე უმტკივნეულო. -დამაცადე-აგენტივით მეუბნევა და გაზეთს ინტერესით შლის,წამოვდექი და მიწ წინ დავდექი,ცოტახანს ჰქონდა ცხვირი გაზეთში ჩაყოფილი,მერე ამოიხედა ისე,რომ მარტო მისი შავი თვალები ჩანდა-ეი, ტუტუც, გამოიწიე რა ხედს მიფუჭებ-გაბრაზებულმა მომიგო და ხელით მანიშნა გაიწიეო. -ანეტა გეყოფა-მეც გავბრაზდი უკვე-მოაცილე ეგ გაზეთი და ნორმალურად მოიქეცი-წართმევა დავაპირე,მან კი ისევ ჩამარტყა-ნუ იქცევი ბავშვურად-დავიღრიჭე და გაზეთი მაინც წავართვი,ის კი გაბრაზებული წამოდგა და რომ უნდა ჩამარტყას მეუკან უკან წავედი,გაზეთს აქეთ-იქით ვაფრიალებდი და თან ნაბიჯებს ვუმატებდი.ანეტა არ გაჩერებულა მომყვებოდა და მეც მივდიოდი სანამ ძლიერი შეჯახება არ ვიგრძენი,იმედი უნდა გაგიცრუოთ,რომ მივიხედე უსულო ხე იყო,იმდენად ძლიერად დავეჯახე,თვალებში ვეღარ ვიხედებოდი და გონებაც დავკარგე. მივხვდი,რომ იმედგაცრუებისგან წამივიდა გული და არა ხესთან შეჯახებისგან.გონს რომ მოვდიოდი ანეტას დაფეთებულ სახეს ვხედავდი. -რა ხათაბალა ხარ-მეუბნება და ცდილობს ადგომაში მომეხმაროს,მაგრამ გაზეთი რომ დაინახა ხელი გამიშვა და გაზეთს დასწვდა. -ისა და არ მომეხმარები?-გაბრაზებულმა ვკითხე,მან კი გამიკრიჭა და გაზეთის ფრიალით წავიდა. -რაც მოგივა დავითაო-მომაძახა სიცილით-ყველა შენი -ეგ თავი უნდა გაგიტეხო შენ-მივაძახე მეც სიმწრის სიცილით და წამოდგომა ვცადე,მაგრამ მიწაზე დაყრდნობილი მარცხენა ხელი გამისრიალდა და ბეჭებით დავეხეთქე,ისე მწარედ,რომ წამიერად სუნთქვა შემეკრა.-ვაიმე-დავიყვირე,რასაც ანეტას და კიდევ სხვა ბევრის ყურადღების მოქცევა მოჰყვა. -როგორ ხარ შვილო?-თავზე დამადგა ერთი ქალი და კაპლს მაწვდის-ცუდად ხარ? ეს გიშველის-მეუბნება და უცდის როდის გამოვართმევ გამოწვდილ წამალს. -არაფერია კარგად ვარ-ვეუბნები და ვიღიმი,ის კი უკან იბრუნებს კაპლს და ახლა უკვე ვალიდოლს მაწვდის. -მგონი გული გაქვს ცუდად-მე უკვე ჩემთვის ვლუღლუღებ,არ ვაქცევ მოხუცს ყურადღებას და ისიც ლანძღვით მიდის,მე კმაყოფილი ისევ ვცდილობ ადგომას,ანეტა გვერდით დგას და არც კი ფიქრობს მომეხმაროს,რას ელოდება ნეტა,ალბათ ამას.“შოკოლადისფერმა“ რაღაცამ ხელი გამომიწოდა და ნება მომცა მის ხელის გულზე დამედო ხელი.გული ამიჩქარდა ლოყებშეფაკლული შევეხე მის უხეშ ხელს და ავათვალიერე,ნამდვილად არ მოველოდი,“შოკლადისფერი“ არა ამქვეყნიური არსება თუ იქნებოდა და ნეტარებით გავინაბე. -რამე ხომ არ გაწუხებთ?-მკითხა,როდესაც ამაყენა,ხმაც როგორი მკაცრი ჰქონია,თავის გარეგნობასთან შედარებით ზედმეტად უხეში ჩანდა,მოწაბლისფრო თმა აეპრიხა და მოურიდებლად მიცქერდა ნაცრისფერი თვალებით.“შენ მაწუხებ“-ვამბობ გულში და ხელს ვუშვებ.ამისთანა,რომ წინ დამიდგება კიდე კარგად ვიქნები,გული ისე მიცემს მგონია მასაც ესმის ხმა,თუმცა რომ ესმოდეს გასაკვირი არაა, ჩემთან იმდენად ახლოს დგას.ანეტას ვუბრუნდები და სახის მიმიკებით ვანიშნებ წასვლას,მაგრამ ის თითქოს ვერ ხვდება რას ვთხოვ და მიღიმის. -მადლობთ-ეუბნება “შოკოლადისფერს“ და მკლავზე მჩმეტს-ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ ცოტა უხეშია-აგრძელებს ჩემზე ლაპარაკს,ის კი დგას და ღიმილით უსმენს. -ეგ არაფერი,ჩაი ხომ არ დაგველია?-ჰკითხა მან ანეტას რაზეც მე უკვე მზად მქონდა უარყოფითი პასუხი,მაგრამ ვინ დამაცადა. -კი დიდი სიამოვნებით-მიუგო ჩემმა დაქალმა, ახლა უკვე მტრად ქცეულმა-სხვა საქმე მაინც არაფერი გვაქვს,თანაც მას თქვენი. . .-ფეხზე დავაბიჯე და ტკივილისგან მოიკუნტა-მინდოდა მეთქვა მარიამი თქვენი მადლიერია.-სიმწრის ღიმილი აუთამაშდა ბაგეზე მე კი კმაყოფილმა გავუღიმე. -მე არ მინდა,სახლში უნდა დავბრუნდე,ჩემი ქმარი ინერვიულებს-ვთქვი და დაველოდე ანეტას,რომელიც განცვიფრებული იდგა და ხმას ვეღარ იღებდა,ხელი მომკიდა და გვერძე გამიყვანა. -რა ქმარი-მკითხა გაბრაზებულმა-რა შანსი გქონდა,რებს აკეთებ,მიდი ახლა და უთხარი,რომ იხუმრე-მიმიყვანა და მის წინ დამაყენა. -არ მიწყინოთ,წავალ მე თქვენ გაერთეთ -საწყენია,მაგრამ რას ვიზამთ,თქვენ რას იზამთ?-მიუბრუნდა ანეტას-უკაცრავად როგორ მოგმართოთ-იკითხა მორიდებით -ანეტა-სიცილით მიუგო-მაპატიე,მაგრამ მარიამს მარტო ვერ გავუშვებ სახლში,მისი ქმარი ძალიან ეჭვიანია და თუარ ვიშუამავლე ჩამილურჯებს გოგოს. -ანეტა რებს ლაპარაკობ? -კარგი რა მარიამ როდემდე უნდა დამალო -გაჩუმდი-დავუყვირე და ხელი ჩავავლე-ჯობია წავიდეთ-დავცილდით “შოკოლადისფერს“. -შენი ბრალია-წუწუნი დაიწყო მან-პირდაპირ განძი იყო ჩვენს წინ და ნაგავში მოვისროლეთ. -არ გაჩუმდები?-გაბარზებას ვეღარ ვფარავდი მე.-არ მინდა მასზე საუბარი-ანეტა გაჩუმდა,მაგრამ სვლა აღარ გაუგრძელებია,დაბნეული გაჩერდა და ხმას აღარ მცემდა,რაღაცებს თავისთვის ბურტყუნებდა. -მგონი შენ მეტი გინდა ვიდრე ჩაია-თქვა მოგვიანებით და ეშმაკურად აუციმციმდა თვალები -ამით რა გინდა,რომ თქვა? -ძალიან კარგად მიხვდი რაც-თვალს მიკრავს -შენი გახრწნილი აზრები შენთვის შეინახე-დავეჭყანე და გზა გავაგრძელე,ისიც მომყვა ფეხებში და მალევე მივედით სახლში. -შოკოლადი მინდა-შევედით თუარა კარადისკენ წავიდა-თორემ განწყობა სულ გამიფუჭე -მე აბაზანაში შევალ წყალს გადავივლებ და,რომ გამოვალ შენც შენი შოკოლადიც აქ აღარ დამხვდეთ. -წავალ,მაგრამ მანამდე რაღაც მინდა გკითხო -რა? -სხვა დროსაც,რომ ნახო და არ არსებულ ქმარზე გკითხოს მერე რას აპირებ? -სხვა დროს ვერ ვნახავ და,რომც ვნახო ვეტყვი,რომ -სათქმელი ენისწვერზე მაქვს,მაგრამ ვერ ვამბობ და გაბრაზებული აბაზანაში შევლასლასებ-არაფერი-გავძახე და ონკანი მოვუშვი.სანამ მე აბაზანაში ვნებივრობდი,ანეტამ შოკოლადები შემიჭამა და წავიდა,რომ გამოვედი აღარც შკოლადები იყო და აღარც ის.კმაყოფილი წამოვწექი საწოლზე და ჭერს მივაშტერდი.კმაყოფილი რამდენად ვიყავი ჩემი თავით ეს ცალკე საკითხია,უბრალოდ არ მინდოდა იმას ადვილად ჩასაგდები ვგონებოდი.მარიამ რა თამაში წამოიწყე?ისეთი არაფერი,უბრალოდ ამისთანა სილამაზის ხილვის უფლებაც საკმარისი იყო მისთვის და ხელი ჩემს წაბლისფერ თმაში შევაცურე,რომლის ხვეულები კისერში მიღიტინებდა.რაღაცამ წამომიარა და საწოლიდან წამოვხტი,შემოსასვლელში სარკის წინ დავდექი და ჩემს სახეს კარგად დავაკვირდი,აქამდე არც კი ვიცოდი ასეთი მუქი ლურჯი თვალები თუ მქონდა,მაგრამ ჩემი ტუჩები იმდენად მკრთალი იყო,ცოტა შემეშინდა და სარკეს მოვცილდი,ნეტავ რისი ბრალია,მხრების ჩეჩვით შევედი სამზარეულოში და წყალი დავლიე,მერე აივანზე გავედი და ჩემი კორპუსის წინ გადაშლილი ულამაზესი ხედით ტკბობას შევუდექი,მაგრამ სიმყუდროვე მალევე დამერღვა,აივნიდან ისევ შიგნით დავბრუნდი და ზანტად წავედი კარის გასაღებად. -არ მელოდე?-გაოცებული ვდგავარ და ვუყურებ ჩემს ძმას,რომელიც მე გერმანიაში მეგონა-შემომიშვებ?-მკითხა მან,მე კი იმდენად დავიბენი,რომ კარი მივუხურე,მერე გამოვერკვიე და გავაღე,ის კი გაოცებული მიყურებდა. -შემოდი-ვუთხარი და განზე გავდექი -ძმას ასე ხვდებიან?-მეკითხება ცოტა ნაწყენი-მოდი ჩამეხუტე-ხელები გაშალა და მეც მთელი ძალით გავექანე და ჩავეხუტე. -არ გელოდი-გავიმართლე თავი-არუნდა გეთქვა,რომ მოდიოდი? -სურპრიზი მინდოდა-ძლიერად მიკრავს -გამოგივიდა--ვკისკისებ-ლამის გული გამისკდა,იქნებ ვინმე მყავდა-ეშმაკურად ავხედე მან კი ცხვირზე მიპწკინა. -კარგად გიცნობ-მითხრა და მისაღებში შევიდა-ძალიან მშია-დაიწუწუნა-რა გაქვს?-მეკითხება და სუნსულით შედის სამზარეულოში. -შოკოლადი მქონდა,მაგრამ ანეტამ შემიჭამა-ანეტას ხსენებაზე გაშეშდა და გაირინდა,არა აქამდეც ვიცოდი,რომ ჩემს ძმას ანეტა მოსწონდა,მაგრამ ეს არასოდეს მიგრძნობინებია მისთვის. -ანუ არაფერი გაქვს?-დამიბღვირა-რას ჭამ? -შოკოლადს-ვამბობ მისი შეკითხვით გაკვირვებული -ვერ ხარ ხო-მეუბნება ცოტახნის შემდეგ-შიმშილობ ხო?გენოციდია? -ნუ აბუქებ რაა-დავიჭყანე და მაცივარში შევიჭყიტე-სოსისი გინდა?-ალმაცერად გადავხედე და გაყინული სოსისი გამოვიღე,დაჩის გაოცებისგან პირი დაეღო. -არ მჯერა,რომ შენ ჩემი და ხარ-მიყურებს და იცინის-წავალ რამეს ამოვიტან,თორემ ცუდად ვარ უკვე-ფრატუნით გავიდა.-ხო მართლა ძალიან მენატრებოდი -ახლა უკვე ნამდვილად ვიცი,რომ შენ ჩემი ძმა ხარ-სიცილით გავყევი უკან-მეც წამოვალ,ჩემო ტკბილო ძამიკო. -კარგი-მითხრა და ერთად გავედით სახლიდან. გზაში ბევრი ვიტიტინე,მოვუყევი აქაური ამბები,მაგრამ თავად არაფერი დასცდენია გერმანიაზე. -საქართველო მომენატრა-როგორც იქნა ამოიღო ხმა-ქუჩები მესხვანაირება. -არადა ყველაფერი ძველებურადაა-ვთქვი და უნებურად გზის მეორე მხარეს გავიხედე.ვაი ამ გახედვას,“შოკოლადისფერი“ დავინახე,მანააც დამინახა და გაღიმებული ჩვენსკენ წამოვიდა.ღიმილი მალევე გაუკრთა და სახე გაბრაზებისგან დაებრიცა,მე ჩამიარა და დაჩისთან მივიდა,ისეთი გამომეტყველება ჰქონდა,შემეშინდა. -მარიამ იცნობ?-მეკითხება დაჩი და მამაკაცს ისიც განრისხებული უყურებს. -კაცობაა რასაც შენ აკეთებ?-ეკითხება ჩემს ძმას მკაცრი ხმით,დაჩი კი გაოცებული ხან მე მიყურებს ხან მას.-მოერიე არაა!-აგრძელებს ჩემს ძმასან უხეშ საუბარს,მე ვეღარ ვითმენ და საუბარში ვერევი. -უკაცრავად,რატომ ერევი ჩემს ცხოვრებაში,ქალთა დამცველ ორგანიზაციას ფლობ? -მაპატიე,მარიამ,მაგრამ არ მიყვარს ქალზე,რომ ძალადობენ,უნდა უჩივლო მას. -მარიამ,გამაგებინე რებს ბჟუტურებს,ცხოვრებაში ხელი არ ამიწევია ქალისთვის,მითუმეტეს შენთვის. -ამის აღიარება არავის უყვარს -რისი აღიარება?-ეკითხება დაჩი და მისკენ თავით მიიწევს და მგონი მე თუ არ ჩავერიე აქ ბრძოლა გაჩაღდება,სრულიად უსაფუძვლო. -იმის,რომ მოძალადე ხართ-ეს უკვე ზედმეტი იყო,დაჩიმ მუშტი მოიღერა დასარტყმელად,როცა მე ჩავდექი შუაში და მისი ვეებერთელა მუშტი ჩემს სახესთან გაჩერდა-ამას ასე არ დავტოვებ-ჩაილაპარაკა ჩემს ზურგით მდგარმა მამაკაცმა-როგორც ყოველთვის ქალი ხელს აფარებს მოძალადეს-თქვა და წავიდა,მე კი ღრმად ჩავისუნთქე და დაჩისთან გავაგრძელე საუბარი. -რამდენი ავადმყოფი მომრავლდა-ამბობს გაბზარული ხმით-მშვიდად ვერ გამივლია ქუჩაში -ხო-დავეთანხმე და “შკოლადისფერს“ გავაყოლე თვალი-არადა ყველაფერი ჩემი ბრალია-ჩავილაპარაკე ჩემთვის. -რა არის შენი ბრალი?-მკითხა გაკვირვებით-ამდენი გიჟი,რომ დადის?,კიდევ კარგი ჩამოვედი,არ გეშინოდა?-მის კითხვაზე გამეცინა-რას იკრიჭები გოგო-დამიბღვირა. -ძამიკო,რომ იცოდე რა შემემთხვა მაგ პიროვნებასთან-ვამბობ ფხუკუნით-ოღონდ მოყოლა არ მთხოვო. -თუ არ მომიყვები როგორ მეცოდინება-გაიკვირვა-დროზე მოყევი,რა მოხდა, მაგ გიჟს საიდან იცნობ-გულისყურით მისმენდა,ხოდა მეც მოვუყევი და ვაი იმ მოყოლას,საშინლად გაბრაზდა,მეჩხუბა,მაგრამ ბოლოს ბევრი იცინა. -და მე ქმარი ვეგონე?-მეკითხება ამბის დაასრულს-ღმერთო რას არ გაიგებს კაცი.-და ახარხარდა. -არ უნდა მომეყოლა-გავიბუსხე,ნიშნად ცხვირი შევიჭმუხნე და ტუჩები წინ გამოვწიე-წავალ ახლა და ყველაფერს ავუხსნი-დავემუქრე დაჩის,ის კი დასერიოზულდა. -მე გიჟ სიძეს სახლში ვერ შემოვუშვებ-და ისევ ახარხარდა. -შენ ხო სერიოზულად ვერ დაგელაპარაკება კაცი რა.-ნაბიჯს ავუჩქარე და დაჩი უკან დარჩა.ისე ჩქარა მივდიოდი “შოკოლადისფერს“დავეწიე და გავუსწარი,გავჩერდი და უკან მივტრიალდი-მე უნდა დაგელაპარაკო-მივუგე და სიმშვიდის შენარჩუნება ვცადე-სასწრაფოდ!-ის უხმოდ მომიახლოვდა და მე უკვე ვგრძნობ, როგორ მეწვება სახე და ენა მებმევა. -გისმენ-მომიგო მკაცრი ხმით,მე კი ტანში გამცრა და ხმის ამოღება ვეღარ შევძელი,ენა მომებლიკვა.-რატომ არაფერს ამბობ?-მეკითხება ის,და მის ხმაზე უარესად ვმუნჯდები,რა მემართება.ღმერთო ოღონდ ახლა მიშველე და გპირდები ამდენ შოკოლადს აღარ შევჭამ.-მაკვირვებს შენი სიჩუმე,ცოტახნის წინ რაღაცის თქმას აპირებდი-აგრძელებს ჩემი ენის მართვას.-თუ მორჩი მუნჯურ საუბარს მე წავალ. -ერთი წუთით-ძლივს ამოვიღნავლე-მიჭირს გიხრა,რომ მოგატყუე. -რა მომატყუე?-გაოცებული მეკითხება-ჯერ არ მიცნობ და უკვე მომატყუე? -მე ქმარი არ მყავს უბრალოდ. . . -გამასულელე-განრისხებული მიყურებს და შუბლზე ძარღვები ებერება,მე კი ვდგავარ და ვფიქრობ გავიქცე და თავს ვუშველო თუ ჩემს ბედს შევეგუო და არ დავნებდე. -არა. . . -როგორ არა,თავხედი ქალი ხარ,შენზე კარგი წარმოდგენა შემექმნა,თუმცა. . .,არც კი ვიცი რა გიწოდო-მისმა ნათქვამმა ისე გამაცოფა,ლამის ვუღრიალე,უბალოდ მომერიდა ქუჩაში ვიდექით. -ჩემს წესიერებაზე ხმა არ ამოიღო,თორემ. . . -თორემ რა? ვინ იყო ის? -შენ რაში გაინტერესებს? -თუმცა რა აზრი აქვს ახალ ტყუილს მოიგონებ,შენ ეს კარგად გეხერხება. -არ მინდოდა შენი მოტყუება-ნაღვლიანი ხმით მივუგე და უკან დავიხიე. -ხო თავისით მოხდა ყველაფერი-ცინიკურად ჩაიღიმა-შენისთანა ქალის ატანა არ მაქვს,ცხოვრებაში იჭრებიან ტყუილით და ტყუილითვე მიდიან. -მე შენს ცხვრებაში, არც შემოვჭრილვარ, და არც ტყუილით ვაპირებ წასვლას-ვუთხარი მკაცრი ტონით-რომ იცოდე არც მე მეხატები გულზე,გიჟი ავადმყოფი ხარ,მოგვარდი მე და ჩემს ძმას და დაგვიიწყე ჩხუბი,რა უფლებით? -შენი გრძელი ენის ბრალია,შენი ძმა შენი ქმარი,რომ მეგონა და ახლა ჯობია ენას კბილი დააჭირო და შენს ძმას მიჰყვე უკან,თორემ ნებისყოფა არ მეყოფა და შენზე გაბრაზებული სხვაზე ვიყრი ჯავრს. -მივდივარ,შენთან წამითაც არ გავჩერდები-ზურგი ვაქციე და სწრაფი სვლით გავემართე,სად ეგ ჯერ არ ვიცი,მაგრამ გზაში მოვიფიქრებ.მან კი გზა გადაჭრა და რაღაც დიდ შენობაში შევიდა.შევამჩნიე შესვლის დროს,როგორ მობრუნდა და მომაცქერდა,მე კი უცებ მოვიხედე წინ.ნამდვილად არ მინდოდა დავენახე,თუ როგორ ვტკბებოდი მისი ცქერით. * * * -მან უკვე იცის?!-გაკვირვებული და დაბნეული მეკითხება ანეტა-რა უცებ გითქვამს რა მოხდა ამისთანა-იცინის და ყავას წრუპ-წრუპით სვამს,მე კი ნებისყოა არ მყოფნის და ლამისაა ყავა ზედ გადავავლო. -სიმართე ვამჯობინე,მაგრამ მან გამომლანძღა და გამომიშვა. -აბა მეტს რას ელოდი?-იკვირვებს-მადლობას ხოარა? -არაფერს არ ველოდი,მაგრამ ჩემი დამცირება ასე არ შერჩება.-ლეპტოპი დავიდე ფეხებზე -იცი სად მუშაობს? -არა,საიდან უნდა ვიცოდე,მისი სახელიც კი არ ვიცი -შოკოლადის უზარმაზარი ფაბრიკა აქვს,მის შოკოლადს ჰქვია “კორალე“-მკაფიოდ წარმოსთქვა და თვალები გაუფართოვდა-დაიცა ჩვენ,რომ ვჭამეთ-დაბნეულმა შემომხედა და აივანზე გაექანა სადაც ურნა მედგა. -ტყუილად ეძებ მანდ,დაჩიმ ამ დილით გადაყარა ნაგავი-გულდამწუხრებული შემობრუნდა უკან.-ინტერნეტში ვნახოთ-დავამშვიდე მე.მას კი ჩემი იდეა ისე მოეწონა ლეპტოპი წამგლიჯა და ავად დაიწყო ქექვა.ამოყარა ყველა მასალა რაც კი უკავშირდებოდა “კორალეს“. -მისი დამფუძვნებელი გახლავთ დემეტრე ფარჯიანი,დაბადებული 1985 წელს-ხმამაღლა კითხულობს მის ბიოგრაფიას. -გამოდის მაგისი შოკოლადები ვჭამეთ-ვამბობ იმედგაცრუებული-იმიტომ ჰქონდა უარგისი გემო-დავიჭყანე. -საოცრება იყო-მეუბნება ანეტა-რებს ამბობ,უმაღლესი ხარისხის შოკოლადია.-ჩემმა ნათქვამმა გაანაწყენა.-რომ მცოდნოდა მისი შოკოლადები იყო უკეთ მოვეპყრობოდი. -ხო აბა რა-დამემანჭა სახე-მორჩი მაგ უარგისის თვალიერებას და წამოდი. -რა უჟმური ხარ,საშენოა შეხედე,შოკოლადის ფაბრიკა,საოცრად სიმპათიური მფლობელი. -არ მაინტერესებს. -ე დაიცადე,მგონი ვაკანსიაა -რა ვაკანსია-დავინტერესდი და მის გვერდით ჩამოვჯექი დივანზე. -ოჰ რა უცებ დაინტერესდი-ეშმაკურად შემომხედა-მუშაობა ხომ არ გინდა? -არა უბრალოდ მაჩვენე და მოვრჩეთ-ძლივს დავიყოლიე,მანაც დიდის ამბით გახსნა და წაიკითხა. -ფაბრიკას ესაჭიროება გამოცდილი დამხმარეები,ქალბატონები,ოცდახუთიდან ოცდაათ წლამდე,შოკოლადის დამკვირვებელ სექციაში.ანაზღაურება ხარისხის შესაბამისად.-რომ დაასრულა კითხა მომიბრუნდა და ისეთი სახე მიიღო,თითქოს რაღაც უნდა,რომ მთხოვოს. -მიდი დაიწყე გისმენ-მივუგე მე. -დაუკავშირდი-მეუბნება და თავს ისაწ....ბს-ხომ გინდოდა სამსახური,თან შოკოლადი როგორ გიყვარს. -არა-კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ვცდილობ ეს ანეტასაც გავაგებინო. -კი-არ მეშვება-უნდა სცადო-ცდილობს გადამაფიქრებინოს-აუცილებელია შენი იქ ყოფნა,გესმის? -უჩემოდაც აშენდებიან.-არ ვიშლი ჩემსას და არც ანეტა იშლის თავისას,სანამ სახე გაბადრულ დაჩის არ დაინახავს ყვავილებით ხელში. -და. . .ჩი-ამოღერღა მან ძლივს და დივნიდან წამოდგა,დაჩიც მისკენ წავიდა,გადაეხვია გადაკოცნა და ყვავილები მისცა.-მადლობ-მორიდებით უთხრა ანეტამ და მე შემომხედა. -როგორ ხარ?როდის ჩამოხვედი?მარიმ რატომ არ გამაფრთხილა?არ ვიცოდი აქ თუ იყავი-იმდენი რამე ჰკითხა დაჩის თვალები გადაუტრიალდა და სავარძელში ჩაესვენა-ცუდად ხარ? -გაჩუმდი ცოტახანს-თქვა მან-მე კარგად ვარ,არაფერი მიჭირს,გუშინ ჩამოვედი,მარიმ არ იცოდა,სიურპრიზი მოვუწყე. -გამიხარდა-ძალით გაიღიმა და შემოსასვლელისკენ წავიდა-უნდა წავიდე-მან იცის,რომ როცა მიდის არასოდეს ვძალადობ მასზე და არ ვეუბნები დარჩეს. -დარჩი-დამასწრო დაჩიმ-სად გეჩქარება,ყავა დავლიოთ. -არა მე და მარიამმა დავლიეთ უკვე,მადლობ შემოთავაზებისთვის-კარი გამოაღო და გავიდა. -რა ბზიკმა უკბინა?-მომიბრუნდა დაჩი,როდესაც ანეტამ კარი გაიხურა-ჩემზეა ნაწყენი,რომ არ ვუთხარი ჩამოსვლის ამბავი? -არ ვიცი-მივუგე-არამგონია-გავუღიმე და გვერდით მივუჯექი-შეეშვი ანეტაზე ფიქრს და შენს დას ურჩიე რა ქნას. -რასთან დაკავშირებით?-ალმაცერად ამომხედა-დემეტრეს ხომ არ გულისხმობ?-სახელის გაგონებაზე წამოვწითლდი და დაბნეული მივაშტერდი ძმას.-რაიყო?-იკვირვებს იგი და იცინის-სადარბაზოში მესმოდა თქვენი ხმა,მაგრამ ახლა გავჩუმდები და მოგისმენ,ძალიან მაინტერესებს რა უნდა გირჩიო. -აღარც კი ვიცი,რამის თხოვნას,ან რჩევის კითხვას თუ აქვს აზრი-დავიწუწუნე და დივნიდან წამოვდექი-წავალ დავიძინებ,თორემ ძალიან დავიქანცე.-გავფრატუნდი ოთახში და საწოლზე წამოვწექი,თვლაები დავხუჭე და დაძინება ვსცადე,მაგრამ ჩემს ყურამდე მალევე მოვიდა ჩემი ძმის ფეხების ფრატუნის ხმა და სანაქებო ძმა უკვე ჩემს ოთახში,ჩემს საწოლზე იყო წამოსკუპული და მიცდიდა,როდის ვიტყოდი რამეს.-არ ვარ საუბრის განწყობაზე-ამოვილუღლუღე და საბანში გავეხვიე,დაჩი არ განძრეულა,საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი,რუდუნებით მელოდა. -გისმენ!-მითხრა დაღლილი ხმით-აუცილებლად უნდა ვიცოდე რა გაწუხებს-ხმაში მბრძანებლური კილო გამოერია-შენს დაჩაგვრას არავის ვაპატიებ-დის დაცვის ინსტიქტებმა გაიღვიძეს მასში-მისმენ?-მეკითხება და ახლოს იწევა,მე კი თვალებს უფრო მაგრად ვხუჭავ-ნუ მატყუებ,წამწამები გიხამხამებს-მეუბნება სიცილით და საბანს მხდის,მე უმალ ვეჭიდები,რომ არ გადამხადოს-იცოდე მომიყევი რა ხდება,თორემ უსაბნოდ დაიძინებ. -მყინავ ძამიკო?-თავს ვისაწ....ბ-ხომ გითხარი მეძინება,წადი შენც დაიძინე-ბალიში დავიმხე თავზე. -წეღან რა არხეინად იყავი და ასე უცბად რამ შეგიცვალა ხასიათი -ხვალ მოგიყვები-მივუგე მოგუდული ხმით,მან კი ნახევარიც ვერ გაარჩია. -ნუ ბურდღუნებ მოიცილე ეგ ბალიში-ვითომ გაბრაზებულმა მითხრა-იცოდე დემეტრესთან დავრეკავ ფაბრიკაში და ვაკანსიაზე ჩაგწერ. -მაგას არ იზამ-წამოვხტი საწოლიდან-იცოდე მიფრთხილდი-ყელში ვწვდი-დაგახრჩობ,მოღალატევ! -გამიშვი გოგო!-ხრიწინებს დაჩი-არსად არ ვრეკავ,მაგრამ რატომ გაბრაზდი,განა მასზე არ გინდოდა საუბარი? იმის თხოვნა,რომ მუშაობას დაიწყებ-ცინიკურად მიღიმის- ყველაფერს ვხვდები დაიკო-ლოყაზე მჩმეტს და საწოლიდან დგება-წადი და იმუშავე,ოღონდ მისგან თავი შორს დაიჭირე,თუ გაატრაკებს მე მოვუვლი-თვალს მიკრავს და გადის.მე ფრუტუნით ვეშვები ისევ საწოლში და გულზე ხელებდაკეფილი ვიყურები ჭერში. * * * -ალო,გამარჯობათ,ისა უკაცრავად,გესმით?დაგაყრუათ გამჩენმა-გაბრაზებული კიდებს ყურმილს და მე მაწვდის-არ ისმის-ამბობს გულდაწყვეტილი და დაჩისთან მიდის,რომ ამცნოს. -მე ვცდი-დავაწიე სიტყვები ოთახიდან გასულს და ნომერი გავამეორე-გამარჯობათ!დიახ,მაგის თაობაზე გაწუხებთ,გამოცდილება არ მაქვს,თუ მიმიღებთ მექნება-ვიცინი ყურმილში და მითიშავენ,უნამუსოდ.დაჩი და ანეტა ჯარისკაცებივით გამოდიან და ერთხმად მეკითხებიან რა ვქენი. -არაფერი,გამითიშეს-ვაცხადებ დანანებით,ანეტა კი ატომური ბომბივით სკდება-აღარ მინდა,დავიღალე-დავიწუწუნე და უმალ თავში ბალიში მომხვდა. -რა არ გინდა გოგო?-მეკითხება გაბრაზებული-ნუ გადამრიე,ტელეფონზე არ გპასუხობენ?,მიაკითხე იქ-დაეთანხმა დაჩიც-წამო,ახლავე წავიდეთ. -არა,მას ეგონება,რომ სპეციალურად ვიქცევი ასე -არავის არაფერი არ ეგონება,შენ დაწყნარდი, გინდაც მას ეგონოს,სრულებითაც არ უნდა დარდობდე მაგაზე პუპს-თვალი ჩამიკრა და ოთახში შემიყვანა-მიდი, ლამაზო, ჩაიცვი და წავიდეთ-თვითონ კი ოთახიდან გავიდა.სწრაფად დავიწყე მომზადება,მაგრამ ცუდი ფიქრები თავს არ მანებებდა,ცოტახანს კიდევ დავყე ოთახში,როდესაც გავემზადე და მერე გავედი. -გეღირს?-სიცილით მკითხა ანეტამ -კი-გავუღიმე და შემოსასვლელში,კართან მივედი-წამოდით-დავუძახე მათაც. * * * რომ შევედით ,ისეთი შიში ვიგრძენი,ლამის უკან გავიქეცი,გაბრუებული მივყვები ანეტას და დაჩის უკან.როგორც იქნა მივაღწით სადღაც,მგონი ადმინისტრაციაა.კარი შეაღო დაჩიმ,მიესალმა და შეგვიყოლა ჩვენც,მრგვალ მაგიდასთან ვიღაც ქალი იჯდა და სათვალის ზემოდან გვაკვირდებოდა. -რა გნებავთ?-ჰკითხა დაჩის,მან კი ჩაახველა და დაიწყო. -სამსახურის თაობაზე ვართ-ქალმა გაოცებით აათვალიერა. -ჩვენ ქალები გვჭირდება-და ცინიკურად გაეცინა. -მე მინდა-მივუგე და დაჩის გვერდით დავდექი,ახლა მე მომასო თვალები და თვალიერება დამიწყო. -ასე გიჭირთ?-თქვა ცოტახნის მერე და უჯრა გამოაღო,სადაც რაღაცების ქექვას მოჰყვა,მერე ფურცელი და კალამი მომაწოდა და მანიშნა დავმჯდარიყავი.-ეს შეავსე და მომეცი-მითხრა მან. -კარგით-დავჯექი და კალამი მოვიმარჯვე,ყურადღებით ვწერდი ყველა კითხვას და,რომ დავასრულე მივეცი,მანაც გადაიკითხა,გაიღიმა და ბეჭედი დასვა. -ეს ჩემს გვერდით კაბინეტში მიიტანე-ისევ მომაწოდა.-თავისუფალი ხარ.-ღიმილით გამოგვიშვა. -რა ჩაწერე?-მკითხა ანეტამ და ფარატინა ფურცელი გამომსტაცა. -რასაც მეკითხებოდნენ-გამეცინა და მეორე კაბინეტის კარი შევაღე,ვიღაც სავარძელში იჯდა,ზურგით,მარჯვენა ხელი ჩანდა მხოლოდ და სიგარა,რომელსაც ბოლი აზდიოდა. -უკაცრავად-ჩავახველე-შეიძლება?-ვკითხულობ,რომ შემოტრიალდეს,მაგრამ ძვრა არაა-გვერდით ოთახიდან გამომგზავნეს-ვაგრძელებ საუბარს,მაგრამ აშკარაა არ ინძრევა.გულში გავიფიქრე დემეტრე ხოარაა მეთქი და კარი მოვიჯახუნე. -რა მოხდა?-მკითხა ანეტამ-არ ესმის? -ყრუა,მხედველობა აქვს დაქვეითებული და პარალიზებულია-ვუთხარი მას. -ამდენი ასე უცებ როგორ გაარკვიე-გაკვირვებული მიყურებს და ურცელს აფრიალებს.-მოდი მე ვცდი-ამბობს და კარს აღებს.-გამარჯობათ! -გამარჯობათ-მესმის საშინლად ბოხი,მაგრამ ნაცნობი ხმა. -თქვენ გესმით?-სიცილით ეკითხება-თუმცა აქამდე გესმოდათ და,როგორ გიკითხოთ? -პირდაპირ საქმეზე-მკაცრად მიუგო მან-ამდენი დრო არ მაქვს. -აი ეს-ფურცელი დადო მაგიდაზე,-მარიამმა შეავსო-ჩემი სახელის ხსენება აშკარად არ ესიამოვნა,ფურცელი დაკუჭა და მოისროლა,ანეტა გაოცდა,ხმას ვეღარ იღებდა. -მარიამს დაუძახე-უთხრა-და სხვა არავინ შემოვიდეს,თუ შეიძლება. -კარგი-თქვა და გამოვარდა ოთახიდან.ხელი მომკიდა და შემიყვანა.-დაწყნარდი და წესიერად ელაპარაკე-მიჩურჩულა და გავიდა. -ესეიგი მუშაობა გინდა-სავარძელი მოტრიალდა და “შოკოლადისფერი“ ურჩხული გამოჩნდა-შენი დანახვა აქ ყველაზე ნაკლებად მინდა-კბილებში გამოსცრა და წამოდგა,მომუშტული ხელებით მაგიდას დაეყრდნო და ქვემოდან ამომხედა.-მატყუარა და მლიქვნელი პერსონალი არ მიიღება-აგრძელებდა იგი-ნუ ელოდები რომ მუშაობას დაიწყებ,სხვა საქმე ნახე-მუშტები მოაცილა მაგიდას და მომიახლოვდა.ჩემთან ძალიან ახლოს იყო,თვალებში ჩამაცქერდა დაჟინებით.შევკრთი და უკან გაადავდგი ნაბიჯი,მან კი ხელი ჩამავლო მკლავში და გამაჩერა-ფეხს ვერ მოიცვლი ადგილიდან-თითქმის მბრძანებლური კილო გაისმა. -უფლება არ გაქვს-მივუგე-ხელი გამიშვი!-ისეთი ხმით ვთქვი,გაშვების მაგივრად კიდევ უფრო ძლიერად მომიჭირა მკლავზე ხელი და სიმწრისგან ლამის ვიკივლე,ასე მეგონა ხელს მომაძრობდა-არაკაცო!-ავუწიე ტონს,ტკივილისგან სახე დამემანჭა. -თუკი აქ მუშაობას გადაწყვეტ, ქალბატონო მარიამ,მოგიწევს აიტანო-მითხრა და ხელი შემიშვა,მე კი დავიხედე და ხუთი თითი მეტყობოდა მკვეთრად ლამის პატარა ბავშვივით ავტირდი,საკუთარი თავი ძლივს ავიყვანე ხელში,რომ ზედ გადამევლო არაკაცისთვის. -ქალზე ძალადობისთვის ისჯებიან კანონით-მკაფიოდ წარმოვთქვი და მუშტი მოვუღერე-ამას მეორედ ვეღარ იკადრებ-დავებღვირე და კარისკენ წამოვედი-თუ გგონია,რომ შემაშინე და მუშაობაზე უარს ვიტყვი ცდები,შენ ჯობია თვალები მოამზადო,რადგან ყოველდილით და ყოველ საღამოს ჩემი ყურება მოგიწევს-და ამაყად გამოვედი ოთახიდან.ანეტა და დაჩი დაბნეულები მიყურებდნენ-რაიყოთ?-ვკითხე და მათთან ახლოს მივედი. -რა მოხდა?-მკითხა დაჩიმ და შემათვალიერა,როდესაც ჩემს მკლავს დახედა,სახე შეეცვალა,კარისკენ წავიდა,ფეხით გააღო და დემეტრეს შეუვარდა,მე შეშინებული დავედევნე უკან და სანამ ატყდებოდა ერთი ამბავი მოვაბრუნე და შევეცადე დამეწყნარებიდან. -არ გინდა,გესმის? დაგიჭერენ -დამიჭირონ მაგის დედაც,დემეტრეს ძმარი უნდა ვადენინო ცხვირიდან ჯერ,მაგის დედაც-ასეთ დაჩის პირველად ვხედავდი და შიშისგან და დაძაბულობისგან ყველაფერი ამტკივდა,გული ამიჩქარდა და სიმწრით პერანგში ჩავებღაუჭე-გამიშვი-მიბრძანა,მაგრამ უფრო ძლიერად მოვქაჩე და მავედრებელი მზერით,კიდევ ერთხელ ვთხოვე დამშვიდება. -ნუ გაგიჟდი,მე კარგად ვარ,უბრალოდ ალერგიაა. -ალერგიული ფონი ხუთ ზოლად,რომელიც თითებს ჰგავს,მარიამ უარესად მაგიჟებ-კბილებში გამოსცრა მან-იმ ჰალსტუხით უნდა მოვგუდო ზედ,რომ აქვს. -წავიდეთ!-მოვითხოვე მე-არ ღირს-ხელი ნელ-ნელა შევუშვი,როდესაც შევატყე,,რომ მშვიდდებოდა და ანეტასკენ წავედი,რომელიც გაბრუებული იდგა და გვიყურებდა. -გაოგნებული ვარ-ამოილუღლუღა მან და ჩამეხუტა-არ ვიცი რა უნდა ვთქვა,საერთოდ ვთქვა თუ არა,შევაჩეროთ თუ არა დაჩი,მოდი გავუშვათ და დაბეჟოს-დავცილდი და ისეთი სახით შევხედე,მიხვდა მისი ნათქვამი არ მესიამოვნა-ცოტა-თითებით მაჩვენა,თან თვალი მოჭუტა-სულ ცოტათი დაალურჯოს,მეორე,რომ აღარ მოუნდეს-შეხედა დაჩის. -არ გაბედო-ხელი ჩავავლე,როდესაც ნაბიჯი გადადგა მისკენ-მე მინდა,რომ დაწყნარდეს და შენ აქეზებ უარესად?-გავუბრაზდი მას -წამოდით წავიდეთ სახლში,დავიღალე,მეტი გაძლება აღარ შემიძლია-ვთქვი და მთავარი გასასვლელისკენ წავედი. * * * -გაბრიელ! -გისმენ, დემეტრე. -რა მოხდა?-სავარძელი გამოწია და ჩამოჯდა-რა გააფუჭე?-ცინიკუად გაუცინა ძმას. -არაფერი გამიფუჭებია,შენს თავს გეფიცები -ანუ გააფუჭე,ყველაფერს მომიყვები თუ ჩემი კუთვნილი სავარძლიდან წამოგაგდო? -ცოტა ვიხალისე,მეტი არაფერი.-წამოდგა სიცილით გაბრილი,ძმის კუთვნილი სავარძლიდან და ფანჯარასთან მივიდა-ვიღაც ქალი იყო მოსული,ვაკანსიაო თუ რაღაც. -მერე?-დასერიოზულდა დემეტრე-უხეშად მოიქეცი?-მის კითხვაზე გააწიანურა პასუხი გაბრიელმა-მიპასუხე-დაუტია დემეტრემ -რა თქმა უნდა,არ მომეწონა-საკუთარი საქციელით კმაყოფილმა ჩაიღიმა,დემეტრე კი გაბრაზებული წამოდგა და ძმისკენ წავიდა. -იცოდე,მეორედ აღარ გაასაღო თავი დემეტრედ,თორემ დაემშვიდობები აქაურობას,ტყუპისცალი,რომ ხარ არ ნიშნავს,მე სახელი გამიფუჭო,გადი და შენს საქმეს მიხედე,თორემ გაგანთავისუფლებ,დავიკიდებ,რომ ჩემი ტყუპისცალი ძმა ხარ. -კარგი რა მოგივიდა?-მისკენ შემობრუნდა გაბრიელი გაოცებული სახით და ძმისკენ წავიდა ჩასახუტებლად. -გაიწიე! -დამერწმუნე,რომ გაგეგო აქ ვინ იყო,შენ უარესად მოიქცეოდი-თავს იმართლბდა გაბრიელი. -მომისმინე!-ძალდატანებით დასვა სავარძელში და თვითონ მაგისდისკ კუთხეზე ჩამოჯდა -მარიამი იყო-გააწყვეტინა გაბრიელმა,დემეტრეს გაღიზიანება კიდევ უფრო დაეტყო. -რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო,შენ კარგად მოგეხსენება როგორ პატივს ვცემ უწესო ქალებსაც,რომელთა შორის მარიამიც არის,მართალია ეგ ქალი დასანახად მეჯავრება,მაგრამ შენი ხასიათი,რომ ვიცი იუხეშებდი,რასაც მე არ ვიზამდი,საკუთარი თავის გამართლებას ჯობია,აღიარო,რომ ძალიან ცუდად მოიქეცი. -კარგი რა დემეტრე-გაეცინა მას-რა ვიუხეშე,უბრალოდ ცოტა შევაშინე,რომ აქ მუშაობაზე ხელი აეღო,სანაცვლოდ კი რა მივიღე,ლამის მისმა ძმამა მცემა შენ კი შენს ძმას ეჩხუბები,იმ ქალის გამო,რომელიც ყველაზე მეტად გძულს. -აქ მუშაობაზე უარს არ იტყვის,მაგაში დარწმუნებული ვარ,მაგრამ შენ მოგიწევს ბოდიში მოუხადო და უთხარ,რომ მე არაფერ შუაში ვარ. -პირიქით,შეიფერე ჩემი საქციელი და მარიამს შენი შიში ექნება-წამოდგა გაბრიელი-წავალ მე ,მაგრამ არც იფიქრო,რომ ბოდიშს მოვუხდი,ან ვეტყვი,რომ მე შენი ტყუპისცალი ვარ.-კარისკენ დაიძრა,როდესაც დემეტრემ შეაჩერა. -ან ეტყვი,ან წახვალ-მკაცრად განუცხადა მან-არ მჭირდება მატყუარები სამსახურში,მითუფრო ჩემი ასლი ძმა. იმედგაცრუების საშინელი შეგრძნება და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის განცდა,ჩემს სხეულში ძალიან ცუდ რეაქციას იწვევს,ერთ დღეში ისე შეიცვალა ყველაფერი დამავიწყდა თუ საეროდ რას ვაკეთებდი წინათ,ან ვაკეთებდი საერთოდ რამეს?!ფიქრისგან გონება კიარა ყველაფერი დამეღალა,საკუთარი თავის რწმენა დავკარგე,რამაც ჩემი კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენება განავითარა,გავუფასურდი და აღარც რეგენერაციის უნარი შემწევს,ვერც ადამპატიაცს ვახერხებ,ხომ შეიძლება,რომ შევეგუო ჩემს ახალ მდგომარეობას,მაგრამ არა,მე ისევ პირვანდელი სახე მირჩევნია,ოღონდ როგორ აღვიდგინო არ ვიცი.სურვილები,საერთოდ გაფერმკრთალდა,დაჩის და ანეტას ყურებაც კი მაღიზიანებს და მაშფოთებს,აქამდე არ ვიცოდი,ასეთი პერიოდი საერთოდ თუ დგებოდა ადამიანის ცხოვრებაში,მაგრამ ახლა ნათლად ვხედავ,რომ ყველა პიროვნებას ცხოვრებაშია კრიზისული პერიოდი,როდესაც საკუთარი სხეულის შეჭმას ვიწყებთ,რადგან გარე ფაქტორები უარყოფითად მოქმედებენ,თუმცა უარეს შედეგს ვაღწევთ,რადგან შედეგი უარესია.არ ვცდილობ აღვდგე,ჩემს სხეულს ვჭამ,დარდით,ტკივილით,ცუდი ფიქრებით,არ შემიძლია დავივიწყო დღევანდელი და ვიფიქრო ხვალინდელზე,არადა ეს ნამდვილად დამეხმარება,საკუთარი ძალების აღდგენაში და სიმშვიდის მოპოვებაში.ჩემს ფიქრებში იმდენად ჩავიძირე,რომ როგორ შევედი სახლში და როგორ დავჯექი დივანზე ვერ გავიგე ,ამ ყველაფერს მაშინ მივხვდი,როდესაც ცივი წვეთები ვიგრძენი სახეზე.ანეტა იდგა ჩემს წინ,ჯამით ხელში,თითებს ისველებდა და სახეზე მაპკურებდა,თავი ავადმყოფი მეგონა.იმედგაცრუებული წამოვდექი და ჯამი გამოვართვი,მერე სამზარეულოში გავლასლასდი წყლის დასალევად,ჯამიც იქვე დავტოვე,როდესაც წყალი დავლიე უკან მოვბრუნდი და დაჩის შევეფეთე,ფერი სულ დაეკარგა,კანკალებდა და ხელებს მუშტავდა.ათასი კითხვა ამომიტივტივდა,მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე,მივხვდი,რომ ჩემს საქციელს არ იწონებდა,მაგრამ არც იმას ცდილობდა ჩარეულიყო. -დაიცადე!-მომიგო,როდესაც მის გვერდით ჩავიარე და ხმის გაგონებაზე შევკრთი,ადგილზე გავიყინე და ძმისკენ შევტრიალდი.-თუ ასე გინდა შენი ნებაა,მე არ ვერევი-მითხრა მშვიდად. -რას გულისხმობ?-ვკითხე გაკვირვებით და ახლოს მივედი. -მასთან მუშაობაზე უარი არ გითქვამს-მომიგო მან და ჭიქა აიღო,მე შევცბი,სიმწრით ენაზე ვიკბინე. -დაჩი,მე-დავიწყე ახსნა,მაგრამ მან არ მომისმინა,წყალი დალია და გავიდა.-არ მინდა იქ მუშაობა-დავაწიე სიტყვები,მაგრამ მას ეს არ გაუგია,თვალები ადრინდელივით ამემღვრა და ცხარე ცრემლები წამომცვივდა.სამზარეულოდან მეც გავედი და ჩემს ოთახში შევედი,საწოლზე პირქვე დავემხე და ტკივილს უფლება მივეცი,შევეჭამე.დიდხანს,თითქმის ღამდემდე ვიყავი ასე,მერე გამოვერკვიე და წამოვდექი,რატომღაც დემეტრესთან დარეკვა გადავწყვიტე და ასეც მოვიქეცი,დამავიწყდა შიში და გაბედულად ველოდი მის ხმას,რომელიც ყურმილში გაისმებოდა. -გისმენთ!-მითხრა,აუტანელმა ხმამ და ცოტა ავღელდი. -დემეტრე!-მკაცრი ტონით მივმართე. -მარიამ!-უსიამოვნო ხმა ჰქონდა-რატომ რეკავ?-მკითხა,თითქოს არ იცოდა პასუხი. -მოვითხოვ ბოდიში მომიხადო დღევანდელის გამო-რა სისულელეს ვამბობ,როცა ვიცი,რომ ის არაფრის დიდიდებით არ მოიხდის ბოდიშს და პირიქით უარესად დამამცირებს. -ბოდიში!-მის ნათქვამზე სხეულში მიწისძვრა მოხდა,რაღაც ტალღებმა გაიარეს და გულამდე მივიდნენ.-კმაყოფილი ხარ? -სავსებით-ცინიკურად ჩავიცინე მე-ხვალ დილით მოვიდე ხო?-ვკითხა უბრალოდ. -რა თქმა უნდა-მომიგო მან,მე კი უარესად დავიბენი,რამ შეცვალა ასე ვერ მივხვდი,უყურე ამას,შებრალებაც სცოდნია,მაგრამ არ მინდა ვებრალებოდე,არ ვარ სუსტი და შემიძლია ატანა. ტელეფონი გავთიშე და სიხარულის შეგრძნებამ,რომ შემომიტია პატარა ბავშვივით დავიწყე ხტუმვა,მაგრამ მერე შემეშინდა,რომ სიხარული ხშირად დროებითია და ტკივილიც არის,ამიტომ ნაადრევი ზეიმი შევწყვიტე და ოთახიდან მშვიდად გავედი,რომ დაჩისთვის და ანეტასთვის მეთქვა.მაგრამ,სახლი ცარიელი დამხვდა,ფრუტუნით ჩავიცვი ფეხზე და გარეთ გავედი,უკვე საღამო იყო,მზის ჩასვლის და მთვარის ამოსვლის საოცარი მომენტი,საოცარი ფერები რომაა ხოლმე ცაზეგაფანტული,მოლაჟვარდისფრო,მოიისფრო,მოწითალო,მოიისფრო ყველაფრით ტკბობა,რომ მომინდა,მაშინ მოიქუფრა და ჩამოიქცა ცა,ამინდიც რა უცნაურია,მოღრუბლული არ იყო და გაწვიმდა,თუმცა წვიმა იმდენად სასიამოვნო არმოჩნდა,სახლში ქოლგისთვის მიბრუნება გადავწყვიტე,მაგრამ გადავიფიქრე.დიდხანს ვიბოდიალე წვიმაში,სიმშვიდის საოცარ შეგრძნებას ვგრძნობდი.თუმცა ყველაფერი ხანმოკლე აღმოჩნდა,როდესაც ჩემს წინ ქოლგით მიმავალი დემეტრე დავინახე,ღრმად ჩავისუნთქე და დავეწიე. -გამარჯობა!-მივესალმე მე,მან კი ხმა არ გამცა-რას მივაწერო თქვენი ბოდიში,შეიძლება ამაზე ვისაუბროთ? -ბოდიში?-მომიბრუნდა გაცოფებული-მე შენ ბოდიშს არასოდეს მოგიხდი და საერთოდ რას გადამეკიდე,ხომ ხედავ,რომ შენი დანახვა მაღიზიანებს -კი მაგრამ-დავიბენი-ცოტახნის უკან გელაპარაკე. -არ მაინტერესებს რა მოხდა ცოტახნის უკან,გამცილდი-ხელი მკრა და თავი ძლივს შევიკავე,თორემ გუბეში ჩავვარდებოდი. -მეც არ მეგონა,როგორ გამოსწორდა-მეთქი-მივუგე გაბრაზებული ტონით და ხელი მოვიმარჯვე დასარტყმელად.-ქალი ვარ და არ შემეფერება-დავუშვი. -ყველა ქალს ქალი არ ჰქვია,შენ მითუფრო-ცინიზმით აღსავსემ დამხედა და ნაბიჯს აუჩქარა. -არაკაცები არ იცვლებიან-გამოვცერი კბილებში და უკან დავიხიე-ისევ ისეთი დარჩები,შენ ვერაფერი გამოგასწორებს. -არც მინდა ვინმეს გამო შევიცვალო,მითუმეტეს შენს გამო რა უფლებით მოდიხარ და მიდგენ როგორი ვიყო და როგორ მოვიქცე. -წადი შენი!-დავიყვირე და ზურგი ვაქციე,მისკენ აღარც მივტრიალებულვარ,არც ვიცი წავიდა თუ მიყურებს,ინტერესი მკლავს,მაგრამ არ ვიხედები,არ მინდა ჩემს სისუსტეში დავარწმუნო. * * * გაბრაზებული შევარდა სახლში და დემეტრესკ კაბინეტისკენ აიღო გეზი.კარი ფეხით გააღო და ძმას თავს დააცხრა გაშმაგებით. -რა მოგივიდა,ამის დედაც-აღრიალდა დემეტრე,როდესაც ძმამ საქაღალდეები დაასველვერ ხედავ ვმუშაობ,რამდეჯერ გითხრა ნუ ვარდები გიჟივით. -დავითარსე,ამის დედაც-ამოიგმინა გაბრიელმა. -რებს ბოდიალობ?-ჰკითხა დემეტრემ და საჩქაროდ მოაცილა წვიმის წვეთები მაგიდას და ფურცლებს. -მარიამი ვნახე,თავი კიდევ ვერ შევიკავე.-დემეტრე გაფითრდა,ხელები მომუშტა და ძმისკენ დასარტყმელად გაიწია,როდესაც ოთახში მამამისი შემოვიდა. -რა ამბავია რა გაჩხუბებთ?-ჰკითხა ნიკამ მათ-სიმსვიდე აღარ მერირსება ამ ოჯახში?-ხრიწინით თქვა მან. -მამა დაგვტოვე,მე და გაბრიელს საქმე გვაქვს-მიუგო თხოვნით დემეტრემ. -ამდენი აღარ შეიძლება-ამოიოხრა მოხუცმა-სიმშვიდე მომანატრეთ,ამდენი ბავშვობაში არ გიჩხუბიათ რა გეტაკათ. -ეგ დემეტრეს კითხე მამა.ვიღაც დედა მ-დემეტრემ ვეღარ მოითმინა და მაგრად გასცხო,ისე,რომ გაბრიელი კედელს მიეჯახა,ნიკა გაგიჟებული მივარდა დემეტრეს. -სულ გადახვედი ჭკუიდან?-დაუყვირა შვილს. -მე თუ შენი შვილი,ყველაფრის პატივისცემა აქვს დაკარგული ამ ქვეყნად,მეტი უნდა,კარგად უნდა ვცემო,რომ გონს მოვიდეს. -ხელი აიღე შენს ძმაზე,მე გიბრძანებ-მიუგო ნიკამ და გაბრიელისკენ წავიდა-შენ კი გონებას მოუხმე,თორემ სათანადო ფორმებს მივმართავ.-გაბრიელი გაღიზიანებული გაიმართა * * * დილა საშინლად დაიწყო,დიდხანს ვარჩიე რა ჩამეცვა,ამას ერთვოდა დემეტრეზე ფიქრი,ჩემი პირველი დღე სამსახურში,სადაც ყველა ჩემს გამწარებაზე იფიქრებდა,სხეული ყველა წერტილი შიშისგან მიტოკავდა,ნიკაპი მიცახცახებდა,ძლივს ავარჩიე რა ჩამეცვა,ბოლოს გადავწყვიტე ცოტა გამომწვევი ვყოფილიყავი,მაგრამ რატომ არ ვიცი,ეს ალბათ დემეტრეს გამწარების გეგმებში შედიოდა,მოწესრიგება,რომ დავასრულე ღრმად ჩავისუნთქე და სარკეში ჩემს თავს გავუღიმე,მერე აუჩქარებლად გავედი საძინებლიდან და შემოსასვლელს მივაშურე. -ყავას არ დალევ?-გამომძახა სამზარეულოში მოფუსფუსე დაჩიმ -არა მეჩქარება-გავძახე და გავედი სახლიდან,კიბეები მშვიდად ჩავიარე და როდესაც გარეთ გავედი ტაქსი გავაჩერე.-შოკოლადის ფაბრიკა “კორალეში“-მივუგე და დავჯექი,მძღოლმა თავაზიანად გამიღიმა და მანქანა დაძრა.გზაში გონებას ვიკრებდი,უკვე ყველა სიტყვა და წინადაება მქონდა დალაგებული,როგორ უნდა მელაპარაკა დემეტრესთან,როგორი უნდა ვყოფილიყავი,თავაზიანი თუ ნაკლებად თავაზიანი,სანამ მივაღწიე ლამის ერთი თვის გეგმა დავსახე,თან თვალებს ვაცეცებდი,გზა ცოტა გაიწელა და მოუსვენრობამ შემიპყრო. -იქ მუშაობთ?-ჩემთვის მოულოდნელად მკითხა მძღოლმა -დიახ-მივუგე მე-გსმენიათ მაგ შოკოლადზე?-მას ჩაეცინა -ფანტასტიური გემო,ტკბილი შოკოლადი,ხელოვნების ნიმუშია,ეს ყველას არ შეუძლია. -ხო მეპატრონესავით ტკბილია-ცინიკურად ვთქვი,ის კი ახარხარდა. -თქვენ ალბათ კარგად იცნობთ,მე არ ვიცი ვინაა,მაგრამ გამიგია,რომ დიდად აქებენ. -ალბათ შკოლადის გამო. -შოკოლადის გამოც და პიროვნების გამოც,ამბობენ ძალიან თავმდაბალი და ზრდილობიანიაო. -ასე ზუსტად,ჯერ არავის აღუწერია მისი შინაგანი სამყარო. -არ მეთანხმები?-გაკვირვებული მეკითხება,მე კი თავს ძლივს ვიკავებ,რომ არ ავყვირდე. -კი,რა თქმა უნდა -მოვედით! -გმადლობთ-ფული მივაწოდე და სწრაფად გადმოვედი მანქანიდან,მისი მოსმენა აღარ შემეძლო და ფაბრიკამ გადამარჩინა.ამ ადამიანს წარმოდგენაც არ აქვს რა საშინელი პიროვნებაა დემეტრე,თორემ ასე არ შეაქებდა,მხოლოდ შოკოლადები,რომ შველიდეს. . . მაჯის საათს დავხედე და უკვე ვაგვიანებდი,ამიტომ სწრაფად შევედი შენობაში და მთავარ კარებში შევედი,სადაც მზადდებოდა შოკოლადი.ირგვლივ საოცარი სურნელი ტრიალებდა,მე როგორც შოკოლადის დიდი მოყვარული,ნამდვილ სამოთხეში აღმოვჩნდი. -გამარჯობა!-მომიახლოვდა თეთრებში გახვეული ყმაწვილი-ჯერ ესენი ჩაიცვი და მერე შეუდექი საქმეს-მითხრა და ისეთივე თეთრი სამოსი მომცა,რაც თავად ეცვა.ქალების გასახდელთან მიმიყვანა და წავიდა.გასახდელში არავინ იყო სწრაფად მოვრჩი და გამოვედი.ის ისევ ჩემთან გაჩნდა. -საბა-მითხრა -მარიამი-ხელი გამომიწოდა და ჩამოვართვი. -წამოდი მარიამ,მთავარ დანადადგართან დადექი და ყურადღება მიაქციე შოკოლადს-გამიძღვა დანადგარისკენ,რმლიდანაც ლავასავით ჩამოედინებოდა შავი შოკოლადი. რატომღაც ბევრი ხალხი არ ჩანდა,რამდენიმე იდგა შოკოლადთა,რომელიც უკვე დაზადებული იყო და მაგაზიებში დასადებად ყუთებში ალაგებდნენ,მეორე კუთხეში შოკოლადის ფილებს განკუთვნილ ცელოფნებში ახვევდნენ.მე კი საწყის ეტაპზე ვიდექი,სადაც ყველანაირი ინგრედიენტი ერთმანეთში ირევა და სრული მასა ფორმებში ესხმევა.აქ ყოფნა ძალიან მომეწონა,მშვიდად ვიჯექი და ვაკვირდებოდი რამე არ გაფუჭებულიყო. -საბა!-ძალიან ნაცნობმა ხმამ დაუძახა საბას,ისიც სწრაფად გაიქცა მისკენ.მე ზურგით დავდექი,რომ არ დავენახე. პ.ს შემდგეი კვირიდან მეორე ნაწილი იქნება სრულად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.