შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მოგონებები (ნაწილი მეორე, თავი XI)


11-10-2015, 20:48
ავტორი Linna
ნანახია 2 825

დილა. აბურდული ლოგინი და მზის თბილი სხივები. გოგონა სწორედ ამ სინათლემ გააღვიძა რომელიც პირდაპირ თვალებზე აჭერდა. სახე დაემანჭა და ხელი აიფარა, გამოსაფიზლებლად დაახლოებით 2 წუთი დასჭირდა, შემდეგ თვალები გაახილა. გვერდით გაიხედა, არავინ რომ არ დახვდა გული აუჩქარდა, შემდეგ წუხანდელი გაახსენდა, რამის თავში ხელი შემოირტყა თუმცა უცნაურად ეჩვენა ის ფაქტი რომ ტანსაცმელი ისევ ისე ეცვა როგორც თვითონ ჩაიცვა. საბანი უცებ გადაიძრო და ფეხის თითები ცივ იატაკს შეახო. ოთახიდან გავიდა, სანამ დაბლა ჩავიდოდა ზურას ხმა ესმოდა, იფიქრა მეზობელია ვინმედა ელაპრაკებაო თუმცა თავი ჩაყო და დაინახა ტელეფონზე რომ ლაპარაკობდა
- გოგო რაჯანდაბა გინდა!
- ...
- თათია თავს მოიკლავ კიარა ახლა ჩემი ხელით მოგკლავ იცოდე.
- ...
- ატრაკებ რა.. შემეშვი საერთოდ. - ყვირილით გათიშა ტელეფონი და კიბეებისკენ დაიძრა, მარიამმსაც თითქოს არაფერი გაუგია ისე განაგრძო კიბეებზე ჩასვლა. ზურას მის დანახვაზე გაეღიმა და მისკენ დაიძრა, თუმცა გოგონამ ზედაც არ შეხედა ისე აუარა გვერდი.ზურას სახე შეეცვალა, და გოგონას მკლავების და ფეხების დანახვისას საერთოდ გაფითრდა.
- რამე მოხდა?
- მიყენებ ხო? - მიახალა გოგონამ.
- არა!
- აბა შენ საქციელს რა ჰქვია.
- უჰ.. ნასვამი უკეთესი ხარ აშკარად. დღეს თბილისსში წავალთ. - გოგონას ამის გაგონება თითქოს არ ესიამოვნა მაგრამ თავი ხელში აიყვანა.
- ძალიანაც კარგი. - თქვა და საშხაპეში შევიდა,მანამდე სარკეში ჩაიხედა და საკუთარი თავის დანახვისას თვალები დაჭყიტა. მკლავებზე სილურჯეები, კისერზეც, ბარძაყებზეც. არ ახსოვდა ეს როგორ ან რანაირად მოხდა. თუმცა თვალები ცრემლებით აევსო. სანამ ცრემლი ჩამოუგორდებოდა ზურა მივიდა მასთან და უკნიდან მიეხუტა.
- მაპატიე..
- პატიებას რისთვის მთხოვ!
- რომ გატკინე, მარიამ ჩემთვის უბრალოდ ისეთი კარგი ხარ თავს ვერ ვაკონტროლებ, ძალას ვერ ვიმორჩილებ.
- ანუ წუხელ..
- არა არა.. ხელში როგორცვე აგიყვანე ჩემს მკლავებში ჩაგეძინა, ხელს ვერც დაგაკარებ, მითუმეტეს ვიცი რომ ამას ფხიზელ მდგომარეობაში არ მოუსურვებ. - გოგონამ ბიჭს თვალებში შეხედა.
- არ იტირო ოდნავ მაინც თუ გიყვარვარ.
- ჰაჰ.. მიყვარხარ? - ცინიზმზე გადავიდა მარიამი.
- ვიცი რომ გიყვარვარ.
- ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ ხარ.
- არა, ვგრძნობ ჩემს თითოეულ შეხებაზე შენი გულის ცემას.
- რასისულელეა.
- თვალებში შემხედე და მითხარი რომ არ გიყვარვარ.
- დამტოვე წყალი უნდა გადავივლო.
- არგავალ!
- ზურა!
- მარიამ არ გავალ სანამ პასუხს არ მივიღებ.
- არმესმის, რადონის ნაბი*ვარი უნდა იყო რომ იმ ყველაფრის მერე თათიასთან ურთიერთობა გააგრძელე და მითუმეტეს ახლა ცოლად მოგყავს.
- არ მოვიყვან.
- ზურა ის შენს შვილს ატარებს.
- არმაინტერესებს. ახლა აქ შენ ხარ და არა ის.
გოგონას ხმა აღარ ამოუღია, ბიჭმაც კარებს ხელი მაგრად მიარტყა და გავიდა. ცხელი წყალი აზროვნების საშვალებას უარესად აკარგვინებდა გოგონას თუმცა ერთგვარი შვებაც იყო. ხელით ნაზად ეხებოდა საკუთარი სხეულის იმ ნაწილების რომელიც ფერშეცვლილი ჰქონდა.თითქოს ეს ტკივილი სიამოვნებდა კიდეც, მაგრამ თავს აძალებდა რომ შეეგნო, ის მისთვის ცუდი იყო.
დაახლოებით ერთ საათიანი ნებივრობის შემდეგ მარიამი პირსახოც შემოხვეული გავიდა, პირდაპირ არც კი იყურებოდა. მაგრამ დანახულმა სადმე დამალვის სურვილი გაუჩინა. თორნიე დივანზე წამომჯდარი იყო და მარიამს ღიმილით აკვირდებოდა სხეულზე. გოგონამ თვალები აატრიალა
- შენ აქ რაგინდა?
- რავი მოგაკითხეთ. - ამაზე ჩაეცინა მარიამს და კიბეებს ნელი ნაბიჯებით აუყვა.
- მოიცა მოიცა.. ეს რეებია? - თორნიკე დაინტერესებული სახით მიაჩერდა გოგონას სიწითლეებზე და სილურჯეებზე. გოგონას ეს აღარც ახსოვდა თითქმის და როცა გაანაიზა, ნახევრად შიშველი ბიჭის წინაშე იყო სულ გაწითლდა. პასუხი ვერ გასცა, დაიგნორება გადაწყვიტა თუმცა თორნიკე აედევნა.
- ანუ..? - სახე გაუნათდა თორნიკეს. მარიამი დაბღვერილი შეუტრიალდა
- არა და არ დაიწყო ახლა! - ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს, ყველაფრის ერთიანად გახსენების დროს ცრემელით ებერებოდა ქუთუთები.
- დავილაპარაკოთ? - ბიჭმა შეამჩნია გოგონას უხასიათობა, ნიკაპზე ხელი მოკიდა და თავი ფრთხილად ააწევინა, მარიამმა თავი დაუქნია. თორნიკე სავარძლისკენ დაბრუნდა, ცელოფანი გადმოიღო და მიაწოდა გოგონას
- ლანას ტანსაცმელი წამოგიღე. მიდი ჩაიცვი და დამიძახე ამოვალ.. ან ეხლავე ამოვალ თუ გინდა. - ბოლო სიტყვებს ღიმილი დაუმატა
- გეყო გეყო - გაეცინა მარიამსაც და ოთახში შევიდა. მაშინვე საწოლზე ზურგით დაეცა და თვალები დახუჭა. ძველი თორნიკე უბრუნდებოდა? ის ძველი ძმაკაცი ვინც ყველა გასაჭირში მის გვერდით იყო? ვინც ყოველთვის უგებდა? გაუხარდა კიდეც, მაგრამ არ იჯერებდა. როგორ შეიძლება ადამიანი ასე შეიცვალოს და თან არ შეიცვალოსო.. ფიქრობდა..
საბოლოოდ გამოიცვალა და დაბლა ჩასვლა გადაწყვიტა. მანამდე კი დაინტერესებულმა ფანჯარაში გაიხედა და ზურას დააკვირდა. მანქანას საგულდაგულოდ რეცხავდა. უვლიდა. უყავრდა. მერე გოგონამ თავი გააქნია. სისულელეებზე ეფიქრებოდა ხვდებოდა. თუმცა თვალწინ სულ ის პატარა ბიჭი უდგებოდა რომელმაც ასე ატკინა.. და ახლა ასეთი გაზრდილი შეუცვლელი იყო.
- მორჩი? - მსუბუქი კაკუნით შემოაღო თორნიკემ კარი. მარიამმა ნახევრად გახედა და თავი დაუქნია. ფანჯარას არ მოშორებია.
- კიდევ გიყვარს?
- შეყვარებული მყავს.
- წუხანდელი შემოდგომასავით ნუ იქცევი რა. - საწოლზე ჩამოჯდა თორნიკე, მარიამიც შეწუხებული სახით მიუბრუნდა.
- რისი გაგება გინდა ჩემგან?
- ვიცი როგორც გატკინა და ამ წამამდეც გტკენს. ეგეთი ნაბი*ვარი დაიბადა რავქნა.
- საკუთარ ძმაზე ასე ლაპარაკი როგორ შეგიძლია - ჩაეღიმა მარიამს, ბიჭსაც გაეღიმა.
- ეჰ რამდენი ხანია ვიცნობ აი ხო ერთად ვიზრდებით არა? მარა აი თან არ ვიცნობ ზოგჯერ ისე იქცევა მგონია სულ სხვა ადამიანია ჩემს წინაშე, როდის რას გააკეთებს კაციშვილმაარ იცის.
- როგორ გამახარე. - ამოიხვნეშა მარიამმა და ცალი ხელით ისედაც აჩეჩილი თმა უკან გადაიწია. - სიმართლე გითხრა?
- გისმენ
- რაღაცნაირად აღარ მინდა ზურასთან..
- გინდა სიმართლე გითხრა? - ქვემოდან ამოხედა თორნიკემ.
- აბა?
- მე ის მიკვირს საერთოდ რომ გინდა მაგასთან.



რეაქციები.. ემოციები.. კრიტიკაც რათქმაუნდა. გელით!



№1  offline წევრი eni

აჰამ კარგი დავიწყო იმ გამეს რამოხდა ნუ კაი მერე გავიგებ ალბათ :დ მაგრამ ის სიწითლეები და სილურჯეები საიდან გაუჩნდა მაგას ვერ ჩავწვდი :დ აი ზურა ადამიანი რომელსაც ვერ გაიგებ რაუნდა ჯერ ამ ცხოვრებისგან მერე მალუსგან საერთოდ ვერვხვდები
მარიამს სამაგიეროს უხდის თუ ისევ უყვარს ან რა ხასიათები აქვა რა გადამრევს. ეგ ბიჭი ოჰ თორნიკე მართლა განსხვავდება მისი ძმისგან და მომწონს რომ ასე უდგას მაროს გვერდით თათია ეს ცოტა შეუალი ნაწილია რომელსაც ვერაფერს შეაგნებინებ და რაცუფრო მალე დატოვებს ასპარეზის ველს მით უფრო გაგვახარებს :დ შენ კარგი ხარ უფრო კარგი იქნები ზურას.ცოტათი თუ დამილაგებ ისე არაფერს ვერჩი გელოდები <3 <3 <3

 


№2  offline წევრი kora

gelodebodiii, maxareb aseti tbili tavebit :) vgijdebi me shenze da shens tkbil personajebze. mariami da zura favoriti cyvili, ai tornike kii ragac saocrebaa <3
--------------------
kira.G

 


№3  offline წევრი mdzlokvi

erti es tornike da
ajaxet ra:d

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან პატარა თავებია გაზარდე ცოტა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent