გზა რომელიც შენამდე მოდის (8)
იმ დღეს ნატასთვის არაფერი მითქვამს. ლუკასთან კი ვერ დავმალე. -ინა, ხომ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა? რატომ ნერვიულობ? ის მამაა მოვა და ჩვენ ამას ვერ დავუშლით...-ლუკა ვერაფრით ხვდებოდა, რომ მე ნატას და კახას შეხვედრის სულ არ მეშინოდა. ვეღარ მოვითმინე და ხმამაღლა ვუყვირე: -ლუკა, არაფერ შუაშია ნატას და კახას შეხვედრა. ჩემი თავის მეშინია. მეშინია, რომ დავინახავ და მეყვარება... გესმის?-ტირილი დავიწყე. ლუკა უკან დაიწია. ფერი მთლიანად წაუვიდა. არაფერი უთქვამს ტელეფონი აიღო და გარეთ გავიდა. იმ წამს ვინანე ჩემი ნათქვამი, თუმცა გვიანი იყო მივხვდი. ლუკას ფიქრის საშუალება მივეცი და აღარ დავურეკე. -რა ხდება?-ოთახში შემოვიდა ნატა. -არაფერი დე-ცრემლები მოვიწმინდე. -ინა, მე უკვე გავიზარდე.. გავიზარდე გესმის? ჩემს გამო იჩხუბეთ არა? მამას გამო. ლუკამ იცის, რომ მიყვარს, მაგრამ კახა მამაჩემია. ისაა კაცი რომლის ჩახუტებასაც 7წელია ვუცდი.. ისაა კაცი რომლის გამოსვლასაც 7 წელია ველოდები და ბოლოს ის მამაა ჩემი ინაა-ნატამ ის ცრემლი მოიწმინდა თვალიდან, რომ ჩამოუგორდა და კვალი რომ დაუტოვა ამაყ სახეზე. მე მოვკვდი. მე განვიცადე რაღაც სხვა... რაღაც არაამქვეყნიური. გული არ მტკენია ალბათ მიეჩვია ამდენ პრობლემას. ლუკამ დამირეკა. მხოლოდ ის მითხრა, რომ იმ ღამეს არ მოვიდოდა. მშვიდად მივიღე მისი სიტყვები და გავუტიშე. მთელი ღამე ძილი არ მომეკარა. ვერ მოვისვენე.... ტელეფონში კახას ზარი ვნახე და დავურეკე. დიდხანს არ მპასუხობდა. "როგორც იქნა"-გავიფიქრე როცა ტელეფონს მიღმა ხმა მომესმა... თუმცა ჩემში რაღაც მოხდა... ვიგრძენი, როგორ წამერთვა ძალა ფეხებში, როცა ახლად გაღვიძებულმა ქალმა მიპასუხა. -გისმენთ-მისიი ეს ხმა და ერთდროულად გამიელვა თავში იმან, რომ ამ ქალის გვერდით ეძინა ახლა ჩემი შვილის მამას. კაცს რომელმაც სიცოცხლე მომიშხამა და მაინც ყველას მერჩივნა. თვალწინ წარმომიდგა თუ როგორ ხვევდა იმ ქალს ხელს და როგორ ნაზად კოცნიდა. როგორ ეღიმებოდა იმ ღიმილით მე, რომ მაგიჟებდა. არასოდეს ჰყვარებია უაზრო გართობა ქალთან, არ სჩვევია და სწორედ ამან შემაშინა. -უკაცრავად მე.. მე კახას ყოფილი მეუღლე ვარ. მისი შვილის დედა-ვუთხარი სიამაყით. თუმცა მან არც კი იცოდა რა დავმალე ამ სიამაყის უკან. -სძინავს. გავაღვიძო?-მშვიდად მიპასუხა ქალმა. -არა. რპცა გაიღვიძებს უთხარით, რომ ჩვენი შვილი ელოდება და ხვალ ვეტყვი რომ ჩამოვა. სულ ესაა. -კარგიტთ-ტელეფონი გაითიშა. მე მოწყვეტით დავეცი საწოლზე, ბალიში სახეზე მივიდე თითქოს ხმის ჩასახშობად და ვიკივლე. ნატამ გვერძე ოთახში ჩაახველა. მივხვდი ეღვიძა. ლაპარაკიც გაიგონა და ჩემი კივილიც. არაფერი მითქვამს ან რა მქონდა სათქმელი? მოკლედ მთელლი ღამე ასე უსიცოცხლოდ ვეგდე ლეშივით. ხო, ვსუნთქავდი და გულის ცემაც მესმოდა, მაგრამ ეს იყო არაფერი. არ ვარსებობდი.გათენდა... ჩემი შვილი ჩვეული ტექსტით წავიდა სკოლაში. 0ინა, მე წავედი, მიყვარხარ.-მერე მკოცნიდა. მე ჯვარს ვსახავდი და მიდიოდა. მერე ლუკა მაკოცებდა შუბლზე და ყავას მომიტანდა. ვერც ვიაზრდებდი რა ბედნიერი ოჯახი მყავდა. რა კარგად უნდა მეგრძნო თავი მათ გვერდით. მე კიდევ რას არ ვაკეთებდი ჩემი ბედნიერების დასაკარგად. ლუკას დავურეკე. -ჰო, ინ. -როგორ ხარ? სად იყავი გუშინ? ვინერვიულე.-რა კარგად ვიტყუებოდი. მაგიჟებდა ჩემი "ნიჭი" -ძმაკაცთან. არაა პრობლემა მოვალ თუ გინდა. -ჰო მოდი რა? ლუკ, ცუდად ვარ. -მეც ინა, მოვალ და ვილაპარაკოთ. -მე მართლა ცუდაად ვარ-ძლივს მოვასწარი მეთქვა და გული წამივიდა. ტელეფონი ხელიდან გამივარდა. -ინა.. ინაა...-შორიდან მესმოდა ხმა და ბოლოს ეს ხმას გაქრა ჩემი აზროვნებიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.