შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდაქმანა (7 ნაწილი)


15-10-2015, 00:31
ავტორი Aunt B.
ნანახია 2 233

უკვე მერამდენედ უყურებდა მძინარე ნიას და ბედნიერი უსმენდა მის მშვიდ, რიტმულ სუნთქვას.. მისთვის რომ გეკითხათ რა იყო სრულყოფილება ალბათ ზუსტად ამ მომენტს აირჩევდა, რადგან გოგონას გრილი სუნთქვა იმაზე მეტყველებდა, რომ დილით აუცილებლად გაიღვიძებდა, აუცილებლად გაუღიმებდნენ მისი თაფლისფერი თვალები! უკვე მერამდენედ ცდილობდა წარმოედგინა მასთან ერთად უზრუნველი, უდარდელი მომავალი მაგრამ.. შიში, რომ მისი ავადმყოფობა ამ ყველაფერს ვერ გაუძლებდა, ვერ გადაიტანდა და ერთ დღესაც უბრალოდ აღარ ეყოლებოდა აგონიაში აგდებდა. ასეთ დროს როცა განსაკუთრებით დიდ გასაქანს აძლევდა ხოლმე ფანტაზიებს ერთბაშად შლიდა ხოლმე მის გარეშე გატარებული ერთი წამიც კი..
აბეზარი ფიქრები უცებ გოგონას მკვეთრმა მოძრაობამ შეაწყვეტინა, ნიას მოულოდნელად გამოიღვიძა , დანისლული უმისამართო მზერა მოავლო ოთახს და თვალების აქეთიქით ცეცება დაიწყო..
- ნია.. - ფრთხილად მიიკრა სიფრიფანა სხეული და ნაზად ჩამოუსვა თბილ ლოყაზე ცივი თითები.. ნიას მზერა დაეწმინდა და თანდათან გამოფხიზლდა, რაც შეეძლო ძლიერად მოხვია სუსტი მკლავები კისერზე და მთელი ძალისხმევით შეეცადა არ ატირებულიყო.
- ცუდი სიზმარი იყო ხო? - ისეთი თბილი და მზრუნველი იყო მისი ხმა, რომ თავი ვეღარ შეიკავა, მკლავებიდან დაუსხლტა, საწოლზე წამოჯდა, სახე პატარა ხელებში ჩარგო და ხმამაღლა ატირდა.
უკვე ფიზიკურად ტკენდა მისი ტირილისგან მოცახცახე მხრები.. ძლიერად მოეხვია და სახე ფრთხილად დაუკოცნა მაგრამ ვერაფრით დაამშვიდა უკვე ისტერიკის ზღვარზე მყოფი ნია..
- აღარ მეტყვი რა მოხდა? - იკითხა ოდნავ გაღიზიანებულმა იმით, რომ ვერაფრით დაამშვიდა.
- შენ.. ის .. აბა.. თიკუნა არ.. მიყვარსო? - საწყლად ამოიტირა ნიაკომ და ცადა ბექას მოხვეული ხელი წელიდან მოეშორებინა. მოსმენილით გაოგნებულმა მისი ალერსი რამდენიმე წუთით შეწყვიტა და კარგად დააკვირდა იმაში დასარწმუნებლად ხომ არ მეხუმრებაო, მაგრამ გოგონას სერიოზულმა, სასოწარკვეთილმა გამოხედვამ დაარწმუნა რომ ნია სულაც არ იყო ხუმრობის ხასიათზე, პირიქით უფრო განერვიულებული ჩანდა და ტირილს ვერაფრით წყვეტდა.
- სერიოზულად მეკითხები ნია მაგას? - ბოლომდე მაინც ვერ დაიჯერა ნიას ყოველგვარ აზრს მოკლებული კითხვა და გოგონა მსუბუქად შეანჯღია გამოსაფხიზლებლად. - მიპასუხე !
- თიკუნას.. კოცნიდი! - ისეთი საყვარელი იყო ბექას წამში გადაუარა გაღიზიანებამ და გაეღიმა.
- საყვარელო როდის ან სად ნახე ეგ გაფიცებ? - უკვე სიცილს ვერ იკავებდა მის ბავშვურ ჭირვეულობაზე. ძალიან საყვარელი იყო უცებ რომ დაიბნა, ალბათ გააანალიზა თავისი საქციელი და ლოყები მასინვე შეუფერადდა. სიფრიფანა თითებით ცრემლები მოიწმინდა და არეულმა გახედა მომღიმარ ბექას.
- სიზმარი იყო? - მორცხვად ამოიურჩულა და ბექას თანხმობის ნიშნად დაქნეულ თავზე ბედნიერებისგან კინაღამ ტაში შემოჰკრა.
- წარმოდგენაც არ გაქვს ახლა ისეთი საყვარელი ხარ! - ვეღარ მოითმინა ბექამ და სანამ კიდევ რამეს ეტყოდა ჯერ კიდევ უმიზეზოდ გაბუტულ მის ტუჩებს დაწვდა.
- მაპატიე რა.. არ ვიცი რა დამემართა, უბრალოდ ისეთი რეალური იყო - ადვილად შეამჩნია როგორ შეამცივნა ნანახის გახსენებაზე და კიდევ უფრო მაგრად მიიხუტა.
- მეორედ შენი ნერვიულობის საბაბი თუ კიდევ თიკუნა იქნება იცოდე მართლა გავბრაზდები! - გამაფრთხილებლად აწია საჩვენებული თითი და გოგონას შეშინებული თვალების დანახვაზე შემრიგებლურად ჩამოკრა ცვირზე.
- ძალით ხომ არ მინახავს ეს სიზმარი - თავი იმართლა და ცხვირი თავის საყვარელ ადგილას, ბექას ყელში ჩარგო.
- არ მიყვარს როცა მინერვიულდები! - კინაღამ გაგიჟდა როცა კანზე მისი ტუჩების შეხება იგრძნო.
- ბოდიში .. - როგორ ყოველთვის აბსურდული იყო მისი ქცევა.
- მაინც რა სულელი ხარ ! - სიცილს ვერ წყვეტდა ბექა და მაგრად იხუტებდა ძლივსდამშვიდებულ პატარა სხეულს.
- სადაა ტესა? - მოულოდნელად გაახსენდა ლეკვი და მოსაძებნად ოთახი მოათვალიერა. წამოდგომა დააპირა, მაგრამ ბექამ უფრო მჭიდროდ მოხვია მკლავები და საბანში თბილად გაახვია.
- არ ადგე გაცივდები ! - გააფრთხილა მზრუნველად და თვითონ წამოდგა ლეკვის მოსაძებნად.. ნიას სულს უხუთავდა მისი უსაზღვრო, უანგარო მზრუნველობა უკვე ყოველგვარ საზღვრებს რომ ცდებოდა და ზუსტად იცოდა მის გამო ყველაფრის ატანას რომ შეძლებდა. საკუთარი ახლადშეძენილი სიძლიერით გაბედნიერებული უფრო მჭიდროდ გაეხვია თბილ საბანში, ღრმად ჩაისუნთქა ბექას სურნელი და მის მოლოდინში გაინაბა.

---

ტესას ძებნაში თითქმის მთელი სახლი შემოიარა და ის იყო ეზოს შემოსავლელად აპირებდა გასვლას რომ გვერდიდან ჩუმი ფხაკუნი მოესმა. ფუმფულა ლეკვი კიბესთან ჩამომჯდარიყო და მშვიდად ეძინა, თათით კი ხის კიბეს ფხაჭნიდა.. გაღიმებულმა აიყვანა ფრთხილად ხელში და ჩქარი ნაბიჯით დაბრუნდა ნიასთან..
გოგონას ისევ ჩასძინებოდა.. ბექამ გვერდით მიუწვინა ლეკვი, როცა გაიღვიძებდა ამაზე მაინც აღარ ინერვიულებდა. კმაყოფილი მოთავსდა თავისუფალ მხარეს და საყვარელ თმას წაეთამაშა. მისი სიტყვები უკვე ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ჰაერი აღარ ყოფნიდა რომ თავისუფლად ესუნთქა. არ იცოდა როგორ, რა გზით უნდა გამკლავებოდა ამ ყველაფერს მაგრამ ზუსტად იცოდა გამონახავდა რაიმე საშუალებას რომ მისი სუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს გაეხანგრძლივებინა..
---

გაღვიძებულს ისევ დახვდა მთელ სახლში მისი საყვარელი თეთრი ვარდები.. ბექას არც იმ დღეს დავიწყებია პირობა !

---

- ნია მართლა ვერ ვხვდები რა არ მოგწონს.. - უკვე სიცილს ვეღარ იკავებდა მისი პრეტენზიულობით გამხიარულებული, უკვე მერამდენე საღამოს კაბას რომ იწუნებდა და რატომღაც არცერთი მოწონდა.
- არ მიხდება ! აი რაღაცნაირია .. არაფერი აქვთ ნორმალური - წუწუნს არ წყვეტდა და სარკესთან უკმაყოფილოდ ტრიალებდა.
- სხვა მოისინჯე .. ვერ ვხვდები რა პრობლემაა - მართლა ვერ იგებდა რატომ ნერვიულობდა გოგონა ასე ძალიან კაბაზე, ძალიან ნანობდა უფრო ადრე რატომ არ გაახსენდა კომპანიის მოახლოებული წვეულება რომ თავად შეერჩია მისთვის კაბა ნია ასე რომ არ განერვიულებულიყო და დაღლილიყო.
- აღარ მინდა .. აზრი არ აქვს! სულ პირველად რომ გავისინჯე იმას ვიყიდი - გადაწყვიტა ბოლოს და გაბუტული წავიდა გასახდელისკენ. ბექამ გაღიმებულმა გააყოლა მზერა, თავი გააქნია და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა.

---

მიუხედავად საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილებისა წვეულებაზე მაინც ბრწყინავდა. საშინლად ეუხერხულებოდა მასზე მობყრობილი რამდენიმე ათეული წყვილი თვალი და ცდილობდა სიმორცხვე უდარდელი გამომეტყველების უკან დაემალა. ერთადერთი რაც ამხიარულებდა ბექას კოპებშეყრილი მზერა იყო, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში ყველას უღრენდა ვინც გოგონაზე რამდენიმე წუთით შეაჩერებდა ინტერესიან მზერას. ჯიუტად არ თმობდა მის წელზე თავის ხელს და თვალს არ აშორებდა ერთერთ მოწვეულ სტუმარს რომელიც ნიას ურცხვად მიშტერებოდა. ნიას ჩუმი გინება მოესმა და დაბნეულმა გააყოლა ბექას მზერას თავისი..
- წარმოიდგინე აი ეს ტიპი რომ მკოცნიდეს - უცერემონიოდ წამოიძახა უცებ და ბექას წინ აესვეტა.
- რა .. რა თქვი ? - დააიგნორა სიბრაზისგან სუნთქვა რომ გაუხშირდა ბექას და მთელ ტანზე კანი მტკივნეულად დაეჭიმა.
- წარმოიდგინე აი ის ტიპი, ჩვენ რომ გვიყურებს .. მე რომ მკოცნიდეს თქო რა ვერ გაიგე? - საუბედუროდ ნია სრული სერიოზულობით საუბრობდა.
- ნია რეებს იძახი გამაგებინე! - სიგიჟის ძღვარზე მისულმა ვეღარ მოზომა გაბრაზება
- აი ხომ ხედავ.. ხვდები მაშინ რატომ ვიყავი ისე ცუდად სიზმარში შენ და თიკუნა ერთად რომ გნახეთ? - გოგონას გულუბრყვილობამ კიდევ ერთხელ გააღიმა, ნიას შანსი აღარ ჰქონდა, ახლა ვეღარაფრით მოითმენდა, ძლიერად მოიზიდა თავისკენ და მგზნებარედ აკოცა.
- მეორედ არ მაიძულო რაიმე მსგავსი წარმოვიდგინო თუ არ გინდა რომ ვინმე შემომაკვდეს! - მართლა არ იყო მისი გაბრაზება მოჩვენებითი და ნიაც ადვილად მიხვდა, რომ მასთან ასე სხვა დროს აღარ უნდა ეხუმრა..
- მეც კინაღამ გავგიჟდი სანამ გავაცნობიერე რომ სიზმარი იყო - მაინც გაიმართლა თავი და ეშმაკურად გაუღიმა.
- თურმე რა გადაუტანია ჩემს პატარას - დასცინა და უკმაყოფილდ გააქნია თავი
- მიყვარხარ!
- მოდი აქ! - ისევ მკლავებში მოიქცია და ნიას რატომღაც უფრო მეტად მომთხოვნი და მგზნებარე ეჩვენა მათი კოცნა..

***
ვერაფრით თმობდა მის ტუჩებს და არც ის აინტერესებდა გარშემომყოფებს რა რეაქცია ჰქონდათ შუაგულ დარბაზში მოალერსე წყვილის დანახვისას.. სამაგიეროდ ნიამ არ იცოდა სირცხვილისგან სად დამალულიყო, ფრთხილად მოსცილდა ბექას და გაბუტული, უკმაყოფილო მზერა მიაპყრო ეშმაკურად მომღიმარ ბიჭს. - ბექა კარგი რა , სირცხ.. - როგორ გაბრაზდა ისევ რო აკოცა და სათქმელი არ დაამთავრებინა.. მერე უცებ გაუშვა ხელი, თმაზე მიეფერა, უკვე დროაო თავისთვის ჩაილაპარაკა და სტუმრებს შორის სასწრაფოდ გაუჩინარდა. დაბნეული მხოლოდ მაშინ მიხვდა მის გაუჩინარების მიზეზს, როცა ნაცნობი სილუეტი დარბაზის მარჯვენა მხარეს, ოდნავ შემაღლებულ ადგილას, მიკროფონით ხელში დალანდა..
-მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო მობრძანებისთვის და ჩვენი კომპანიის წარმატებების გაზიარებისთვის ! - საოცრად ხავერდოვანი, სერიოზული და ოდნავ მკაცრი ეჩვენა ბექას ხმა ნიას.
- მინდა გაცნობოთ, რომ იანვრიდან ჩვენი ახალი საიუველირო ხაზი უკვე ოფიციალურად გავა გაყიდვაში, ამასთანავე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ბრენდის ახალი სახე ნია ბექაური! - სიტყვა დაასრულა ბექამ და თითებით ანიშნა ჩემთან მოდიო. ნია ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა, გაუაზრებლად ადგამდა მისკენ ნაბიჯებს და როცა წელზე ისევ მისი ცხელი თითები იგრძნო დაძაბულობა მომენტალურად სადღაც გაუქრა. გაბედნიერებულმა ლაღად გაუღიმა ადამიანს, რომელიც მართლა ყველაფერს ერჩია და სტუმრების აპლოდისმენტებს მადლობის ნიშნად ოდნავ დაუკრა თავი.
შემდეგ იყო მისი გაცნობის მომლოდინე უამრავი სტუმარი და ბექას საოცრად ამაყი, მისი ბედნიერებით გაცისკროვნებული მზერა, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში არ მოშორებია. ერთი სული ჰქონდა მასთან ერთად მარტო დარჩენილიყო რომ როგორმე მადლობა გადაეხადა ამ საოცარი საღამოსა და მისი ბავშვური ოცნების ასრულების გამო, სასწრაფოდ დაემშვიდობა მოსაუბრე ჟურნალისტ გოგონას რომ ბექა მოეძებნა მაგრამ მისმა ტუჩების შეხებამ ყელზე და უკნიდან შემოხვეულმა ხელებმა განძრევის საშუალება არ მისცეს..
- დაიღალე.. სახლში წაგიყვან! - მთელი სხეული გაუთბო მისმა ხმამ და უსიტყვოდ მიყვა კარისკენ წასულს.
- ერთი წუთით გაჩერდი რა - თხოვა ნიამ გასვლისთანავე, წინ აეტუზა, სიფრიფანა თითებით სახეზე მოეფერა, ხელები შემოხვია და მთელი ძალით ჩაეხუტა ..
- მადლობა .. - ძლივს ამოთქვა ამდენი დადებითი ემოციით გაბედნიერებულმა და აცრემლებულმა ახედა მომღიმას.
- არ იტირო რა - მაშინვე გაუქრა ღიმილი თაფლისფერ თვალ ებში
...

- როგორ გაიგე? საიდან იცოდი ან რატომ არ მითხარი? - კითხვებს ვერ თმობდა მისი ნიაკო..
- გეტყვი მაგრამ შემპირდი რომ არ გაბრაზდები - მაშინვე დასერიოზულდა ბექა დაჯიუტად ჩააშტერდა თვალებში..
- რატომ უნდა გაგიბრაზდე? - დაბნეულმა ახედა და გამამხნევებლად გაუღიმა.. ბექამ ღრმად ჩაისუნთქა გოგონას თმის სუნი, თავისი ცხვირით მისას გაეთამაშა და ისე უპასუხა მის ღიმილს თითქოს დანაშაულის გამოსყიდვას წინასწარ ცდილობსო.
- შენი დრიური წავიკითხე - კიდევ უფრო დასერიოზულდა ბექა , ნია წინ დაწია და თვალებში ჩააშტერდა.
- ანუ არ მიბრაზდები - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა რამდენიმე წუთიანი დაკვირვების შემდეგ და მშვიდად განაგრძო..
- გახსოვს მაშინ ჩვენთან პირველად რომ დაუკარი როიალზე ? - ნიამ თანხმობის ნიშნად დიდი ინტერესით დაუქნია თავი , ბექამ ნაზად ჩაიხუტა და ჩურჩულით განაგრძო.
- მაგიდაზე ვიპოვე და წავიკითხე.. ნია მაშინაც ძალიან მიყვარდი - საკუთარი თავის უკვირდა ბოლო დროს რატომ იყო ასეტი გულწრფელი .. ზოგჯერ საშინლად რომანტიულიც კი..
- პირველ ფურცლებზე წერდი როგორი ბედნიერი იყავი, აღწერდი მამისგან ყოველ დღე მიღებულ საჩუქრებს , დედას, რომელიც ასე გიყვარდა, უახლოეს მეგობრებს.. შენ პირველ ფურცლებზე ისეთი ბედნიერი ხარ ნია.. შემდეგ კი ფერადი ფურცლები ისე გამუქდა - გაგრძელება ვეღარ შეძლო, ინსტინქტურად ძლიერად მოუჭირა წელზე თითები და წამით შეეშინდა არაფერი ვატკინოო მაგრამ ეგონა ახლა ხელს თუ გაუშვებდა ამით უფრო ატკენდა..
- ნია მითხარი რომ .. უბრალოდ ძალიან გთხოვ მითხარი რომ ოდნავ უკეთესად ხარ და ისევ ისე ძალიან აღარ განიცდი.. მითხარი რომ დახმარება შემიძლია.. ნია ძალიან გთხოვ დამელაპარაკე ამაზე - მაქსიმალურად იკაებდა თავს და წყვეტილად საუბრიბდა
- მე.. გეფიცები მე მართლა კარგად ვარ ბექა ! - ერთადერთი იყო ნიას მშვიდი ხმა, რომელშიც ბექა ცხოვრების აზრს პოულობდა..
- მართლა ვერ ხვდები როგორი ბედნიერი ვარ? - წყენა დაეტყო ნიას ცრემლებშეპარულ ხმას ..
- ისეთი საყვარელი ხარ .. ისეთი სასურველი - ვნებიანად აენთო ბექას მზერა და წამში იპოვა საყვარელი ტუჩები..
- საერთოდ არ მახსოვს რას ვწერდი ხოლმე დღიურში - გამხიარულდა ნია ..
- წერდი რომ ძალიან მოგწონდა როცა ფოტოებს გიღებდნენ .. უფრო სწორად გიღებდა ვიღაც ბაკო - ბექას აწეულ წარბზე და ძლივსშეკავებულ ეჭვიანობაზე ნიამ გადაიკისკისა.
- ამაზე მერე დაგელაპარაკები ქალბატონო! - სასაცილოდ "დაემუქრა" ბექა და გოგონა მანქანისკენ წაიყვანა.. მთელი გზა რატომღაც ხმა არცერთს ამოუღია, ორივეს უსაზღროდ სიამოვნებდა აშკარა, თითქმის ხელშესახები სიმშვიდე.. ნია ბექას სრულყოფილებით გაბრუებული ხმას არ იღებდა და ნაზი, ბავშვური ღიმილით, რომელიც ვერაფრით ტოვებდა მის ბაგეს, თვალს ადევნებდა ლამპიონების გრძელ მწკრივს.. ბექა ჯიუტად არ აშორებდა თვალს გზას და გოგონას სიმშვიდე, მისი გულწფელად გამოხატული დადებითი ემოციები აფიქრებინებდა, რომ ყველაფერი რასაც მისთვის აკეთებდა სწორი იყო ! მისი პატარა ხელი თავისაში მოექცია და მთელი გზა ეფერებოდა .. ფრთხილად გახედა რომ შეემოწმებინა ხომ არ დაეძინაო.. ნია ჯიუტად არ თმობდა ღიმილს და ისევ დიდი ინტერესით ათვალიერებდა ლამპიონებს.. ისეთი საყვარელი იყო ბექამ ვეღარ მოითმინა, მანქანა გააჩერა , სასწრაფოდ გადავიდა, გაკვირვებულ ნიას გაუცინა და მანქანიდან ნახევრადგადმოსული ისე ჩაიხუტა გოგონას სუნთქვა შეეკრა.. მალევე დააბრუნა სიტყვის უთქმელად სავარძელზე და ისევ საჭეს მიუჯდა.. - ეს რა იყო? - გაბადრულმა იკითხა ნიამ და სასიამოვნოდ ატკიებული მკლავები სასაცილოდ დაიზილა.
- სახლამდე ვერ მოვითმენდი - მარტივად აუხსნადა მისი ხელი ისევ თავისაში მოიქცია, ფრთხილად მიიდო ლოყაზე და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.

---

თავი ბექას მხარზე ედო და საჩვენებელი თითით მისი გულის კონტურს ხაზავდა.. მის თმაში მოთამაშე ბექას თითები დაღლილობისგან მოდუნებულ სხეულს დაძინების სურვილს უღვივებდა მაგრამ გოგონას ვერაფრით დაეთმო ოთახში გამეფებული სიმყუდროვე და ჯიუტად არ აძლევდა თვალებს დახუჭვის უფლებას..
- თითები გააჩერე ნია - გაერიმა ბექას.
- მაშინ მართლა გიყვარდი? - თითქოს ნათქვამი ვერ გაიგოო ნიამ, თითები ერთმანეთში გადახლართა და ნიკაპით ბექას მკერდს დაეყრდნო.. ბექამ უფრო მეტად მიიხუტა და თვალები ფრთხილად დაუკოცნა..
- დაიძინე .. ხვალ პირველი ფოტოსესია გაქვს და უნდა დაისვენო! –
- არ მიპასუხებ ? - მაშინვე დაეტყო გოგონას როგორ ეწყინა უპასუხოდ დატოვებუი, მიშტვის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა..
- მაშინაც ძალიან მიყვარდი! - ბექამ იგრძნო როგორ დაუარა სიამოვნების თბილმა ტალღამ გოგონას წყლიან თვალებს რომ წააწყდა..
- ნია მთელი ოთხი წელი ზუსტად იმისთვის გეძებდი რომ მეთქვა ყველაფერი რომ ხარ ჩემთვის .. მაშინაც მინდოდა თქმა მაგრამ დამაგვიანდა..
- არასდროს მაპატიებ მაშინ რომ წავედი? - საცოდავად ამოისლუკუნა ანერვიულებულმა გოგონამ.
-ნუ სულელობ.. ამაზე უკვე ვილაპარაკეთ და ყველაფერი იმაზე უკეთ მესმის ვიდრე წარმოგიდგენია - ცრემლები ნაზად შეუმშრალა და გამამხნევებლად გაუღიმა.
- მე ვიცოდი რომ .. გიყვარდი - ძლივს ამოთქვა ნიამ და ბექას გაფართოებული თვალების დანახვისას მაშინვე ინანა ნათქვამი.
- რას გულისხმობ? - ვერ მიხვდა ბექა.
- იცი.. მე ზოგჯერ არ მეძინა ხოლმე ღამით რომ მოდიოდი და საათობით მიყურებდი - ბექას მთელი ნერვების ფასად დაუჯდა მისი სიტყვების მშვიდად მოსმენა. - და კიდევ.. რეზო ძია მიყვებოდა ხოლმე რომ ცუდად იყავი. - მტკივნეული, მაგრამ უსაზღვროდ სასიამოვნო იყო ნიას "აღსარების მოსმენა".
- არ გსაყვედურობ უბრალოდ ისე მიპასუხე .. თუ იცოდი, რომ მიყვარდი რატომ არ შემეხმიანე ერთხელ მაინც? - ამდენი ხნის შემდეგ პირველად დასვა ბექამ კითხვა , რომელზეც 4 წლის განმავლობაში პასუხს ამაოდ ეძებდა.
- მეგონა ვერ გადავრჩებოდი.. - ისედაც გაბზარული ხმა ერთიანად დაემსხვრა ნიას და ძლივსშეკავებული ცრემლები სახეზე ერთიანად ჩამოედინა. - შენ არ იცი ყოველ დღე როგორ მაბედნიერებ.. შენ გვერდით ისე კარგად ვარ .. ეს არ ვიცი.. ზოგი ამდენ სიყვარულსა და სითბოს მთელი ცხოვრება ვერ იღებს.. შენ კი ყოველ წამს ისეთ საოცარს ხდი .. - უკვე ხმამაღლა ტიროდა ნია ..
- არც კი იცი როგორი საყვარელი ხარ ხოლმე ასე რომ ტირი - ცხვირზე გაეთამაშა ბექა - მორჩი.. ნუ ტირი.. - ნიას სასაცილოდ გაწითლებოდა პატარა ცხვირი და დაღლილობისგან უკვე თვალები ეხუჭებოდა..
- ძალიან მიყვარხარ! - სტანდარტულ პასუხს არც დალოდებია, ბექამ საბანში თბილად გაახვია და თმაზე ნაზად აკოცა.. არასდროს ძინებია ისე მშვიდად როგორც იმ საღამოს..

---

- თუ არ დამშვიდდები იცოდე ახლავე დაგაბრუნებ სახლში - თავიდან თითქოს ესმოდა გოგონას პირველ ფოტოსესიასთან დაკავშირებული განცდები, მაგრამ ვერაფრით ეგუებოდა ნერვიულობისგან მის შესამჩნევად მოცახცახე სხეულს.
- რომ არ გამომივიდეს? ფოტოგრაფს რომ არ მოვეწონო ? - თავისას არ იშლიდა გოგონა და თითებს ერთმანეთში ნერვიულად ხლართავდა.
- მორჩა სახლში ვბრუნდებით ! - გადაჭრით გამოაცხადადა ნიას მანქანის კარი გაუღო. ბექას კატეგორიულობით შეშინებულმა როგორღაც შეძლო ემოციების მოთოკვა, ღრმად ჩაისუნთქა და უსიტყვოდ დაიძრა ფოტოსტუდიისკენ. ბექამ თავი გადააქნია, კარი ისევ მიხურა და გოგონას უკან აედევნა.
სტუდიაში ყველაფერი მზად იყო.. სასიამოვნო გარეგნობის შუახნის ქალბატონი მათკენ წამოვიდა და ნიას მეგობრულად გადაეხვია.
- ნია ისეთი ლამაზი ხარ აღარ მიკვირს ბექა რატომ გვიმალავდა ამდენი ხანი შენ თავს.. - ნიას ძალიან ესიამოვნა მისი შესამჩნევი გულწრფელოფა.
- ნი, გაიცანი ეს ქალბატონი ანაა.. შენი ბუქერი და სააგენტო "ჯენერალ მოდელსის" მფლობელი.
- ძალიან სასიამოვნოა.. - ზრდილობიანად გაუღიმა და ამჯერად აღარ გაწითლებულა ანას კომპლიმენტებზე.
- მოკლედ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს - საქმიანად ალაპარაკდა ანა - შენ აქ დაგველოდე - სავარძელზე მიუთითა ბექას, ნიას კი ხელი ჩაკიდა და საგრიმიოროსკენ ისე სწრაფად წაიყვანა გოგონამ ნორმალურად დამშვიდობებაც კი ვერ მოასწრო.

უკვე ნერვები აღარ ყოფნიდა იმდენ ხანს ელოდა მათ გამოჩენას და გაჭიზიანებული აკვირდებოდა ხან საგრიმიოროს კარს და ხან დეკორაციების შეცვლით გართულ ფოტოგრაფებს. ვერ ხვდებოდა რისთვის წვალობდნენ ამდენს და ვერ აეხსნა რაში ჭირდებოდა რამდენიმე ფოტოს გადაღებას ამხელა არეულობა.. ლოდინით დაღლილს უკვე ნერვებმა რომ უმტყუნა ზუსტად მასინ გაიღო თეთრი , მუქად შემინული კარი და აშკარად შესამჩნევად კმაყოფილი ანა გამოვიდა ამაყი გამომეტყველებით.
- ჯანდაბა ანა, ხომ გაგაფრთხილე დიდხანს არ ალოდინო მეთქი .. - გაღიზიანებულმა შეუღრინა ქალს და წარბაწეულმა ჩაიწყო ჯიბესი ხელები.
- საოცრებაა ეს გოგო ! უფლება რომ მომცე ისეთ რაღაცეებს გავაკეთებდით ერთად.. - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ანა.
- არც იფიქრო! არ ვაპირებ ამ უაზრო.. - უეცრად გაეფანტა სიტყვები ანას უკან ნაცნობი მაგრამ საოცრად შეცვლილი სილუეტი რომ დალანდა, ოდავ მარჯვნივ გადაიხარა ტყავის სამოსში გამოწყობილი ნია უკეთ რომ დაენახა და მოურიდებლად დაასო ხარბი მზერა უზომოდ მიმზიდველ ფიგურას.
საშინლად ეუხერხულებოდა ამდენი გაფართოებული თვალი ერთდროულად რომ აკვირდებოდა და ისედაც განერვიულებულს ერთიანად გაუფითრდა სახე... უკან აპირებდა შებრუნებას მოულოდნელად ბექა მისკენ რომ დაიბნა და უცერემონიოდ დააცხრა ტუჩებზე, თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა მაგრამ იმდენად დაუვიწყარი იყო მისი ალერსი მალევე მოიცვა საყვარელმა სურნელმა და მთლიანად ჩაიძირა მასში.. ვერ გაიაზრდა რამდენ ხანს გაგრძელდა მათი კოცნა, მხოლოდ მაშინ მოეგო გონს რამდნეიმე უხერხული ჩახველება რომ მისწვდა მის სმენას.. იმ წუთას მართლა მოუნდა მომკვდარიყო ოღონდ როგორმე აერიდებინა თავი ამ უხერხული სიტუაციისთვის, რომ ვეღარაფერი მოიფიქრა მისგან თავის დასაღწევად ჯერ ოდნავ უკბინა ქვედა ტუჩზე მაგრამ რომ ვერაფერი მიაახვედრა გაჯიუტებულ ბექას უფრო მეტად დააჭირა კბილები ერთმანეთს. სხვა სიტუაციაში აუცილებლად ძალიან ბევრს იცინებდა მის ბექას გაგიჟებულ გამომეტყველებაზე თავხედურად რომ ზვერავდა მის ფეხებს. ადვილად იგრძნო როგორ გაწითლდა და სასაცილოდ აიფარა პირზე ხელი..
- ზუსტად ეს გაკლდა ჩემო საყვარელო, ბექა დიდი მადლობა ნიას სახე ოდნავ რომ შეაფერადე .. - მრავალმნისვნელოვნად ჩაიცინა ანამ და დანარჩენებს თბილად გაუღიმა. - ძინა, თმა და მაკიაჟი ოდნავ შეუსწორე და დავიწყოთ, შენ კი ვაჟბატონო თავი უნდა შეიკავო.. ეს მოსიარულე მშვენიერება მინიმუმ 2 საათით ჩვენია! - თითის აწევით გააფრთხლა ჯერ კიდევ ნიას ფეხების შესწავლით გართული ბექა და თვალწინ მეორე ხელი აუქნია როგორმე რომ მიეპყრო მისი ყურადღება.
- ერთ საათს გაძლევთ! - გაღიზიანებულმა გადაიტანა მზერა აბეზარ ობიექტზე და მოშორებით მდგარი სავარძლისკენ ისე დაიძრა ანა მაშინვე მიხვდა მეტს ვეღარაფერს მოითხოვდა..

ყოველტვის ახერხებდა მის გაოცებას თავისი ამოუცნობი შინაგანი ბუნებით.. ახლაც იჯდა და ვერაფრით იჯერებდა ასეთ რადიკალურ გარდაქმნას, ერთი შეხედვით მისი ძალიან ნაზი, მორცხვი და საყვარელი გოგო მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ, ყველაზე ვნებიან ქალად გადაქცეულიყო და პროფესიონალურად პოზირებდა ფოტო კამერის წინ.. ძალიან გვიან გაიაზრა მარტო თავისთვის რომ არ იქნებოდა გოგონას ფორმები ასეტი მიმზიდველი, მაშინვე უაზრო გაღიზიანდა და ყურადღებით მოატარა ირგვლივ დაძაბული მზერა. ერთიანად მოეშვა გარშემომყოფები მთლიანად რომ იყვნენ გადაღების პროცესში ჩართულები და არავინ ცდილობდა ნიას შესწავლას მისნაირად მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ფოტოგრაფი ზედმეტად ახლოს რომ მიუახლოვდა და მოშიშვლებულ ზურგზე საეჭვოდ შეუსწორა მატერია ვეღარაფრით მოითმინა.. ნია რომ არ ყოფიიყო აქ ზუსტად იცოდა, რომ ფოტოგრაფი დიდი ხნის განმავლობაში ალბათ კამერის დაჭერასაც კი ვერ მოახერხებდა მაგრამ გოგონას გამო უწევდა მხოლოდ მომაკვდინებელი მზერით შემოფარგლულიყო და თავხედი ბიჭისთვის შეეხსენებინა რისი უფლება ჰქონდა და რა იყო მისი საქმე.. უხეშად მოაშორა მისი ხელი გოგონას და მაშინვე შემოხვია მკლავები..
- რას.. რას აკეთებ? - არ დააყოვნა აღშფოთებულმა ანამ და მანაც დაბღვერით უპასუხა ბექას მზერას..
- დრო ამოგეწურათ! - დამაჯერებლად დაიხედა საათზე და მერე ნიას მოწყენილ თვალებს თბილად გაუღიმა.
- სერიოზულად? გგონია პოსტერები, რომლებიც ყველაზე გაყიდვადი ჟურნალების გარეკნებს დაამშვენებს ერთ საათში იქმნება? - თავისას არ თმობდა ქალი და ჯიუტად ცდილობდა ბექას გადარწმუნებას..
- დაიღალა ! ხომ გარკვევით აგიხსენი ყველაფერი? - ნიასთვის გაურკვევლად ანიშნა რაღაც მასზე ქალს და გოგონას კითხვით სავზე მზერა ეშაკურად დააიგნორა.
- კარგი.. - რამდენიმე წუთის შემდეგ დანებდა ანა და ნიას მიუბრუნდა ღიმილით - საყვარელო, შენი საშინელი საქმრო მეორე გადაღებაზე არ წამოიყვანო.. მის გარეშე ნამდვილად სასწაულებს მოვახდენთ ! - ჯერ თვალისმომჭრელად გაუღიმა, მერე ისევ საქმიანი გამომეტყველება მიიღო და ფოტოგრაფებს მიუბრუნდა..
- უნდა გამოვიცვალო, ძალიან მიჭერს ეს ტანსაცმელი.. - უცებ იცრუა ისევ უწინდელი ხარბი მზერა რომ იგრძნო ტანზე.. სწრაფად დაუძვრა მის მკლავებს და გასახდელში შეიკეტა.

არასდროს უყვარდა მსგავსი გაურკვევლობები, არც სურპრიზებზე გიჟდებოდა ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის ეშინოდა ახალი ეტაპის, არასდროს უყვარდა რაიმე ახალის დასაწყისი.. ძალიან ცუდს უგრძნობდა გული, ვერც გადაღებას დაუდო გული, გასახდელში უაზროდ იტირა კიდეც.. მთელი დღის განმავლობაში ბექა ერთხელაც კი არ შეხმიანებია და ვერც თვითონ ახერხებდა მასთან დაკავშირებას.. ანას თხოვა ადრე გაეშვა იმ იმედით, რომ გარეთ გამოსულს ტრადიციულად მანქანის წინა მხარეს მიყრდნობილს ნახავდა მაგრამ უფრო მეტად აფორიაქდა სულ სხვა მანქანა და რეზოს მძღოლი რომ დახვდა..


**

ვიცი, ვიცი, რომ საშინელი გოგო ვარ ძალიან რომ გალოდინეთ და თან ძალიან პატარა თავი დავდე და მზად ვარ სადამსჯეო სანქციებისთვის ყოველგვარი გამართლებების და შეცოდების გარეშე :D

P.S. მაინც ყველაზე სუპერ მკითხველი ჰყავს ჩემს ისტორიებს!!



№1 სტუმარი darina

ramdeni xani velodi axal tavs au ase agar daikargo, me miyvars beqa vgijdebi mis uangaro siyvarulze, rogori tbili da mzrunvelia imedia yvelaferi kargad iqneba. velodebi shemdegs da imedia male iqneba.

 


№2  offline წევრი mariamo199

ra kargi iyo . imedia isev ar daikargebi didi xnit. velodebi axal tavs :p

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent