მთავარია მოინდომო და მიზანს ყოველთვის მიაღწევ (4)
საშინლად დაღლილი მივდიოდი სახლში. ჩანთაც ,რომ საშინლად მძიმე იყო,როგორცკი მახსენდებოდა ,რომ მასში ჩემი დასვრილი ფორმა მედო ისევ ისეთი გაბრაზება მიბყრობდა და უამრავ გეგმას ვსახავდი თუ როგორ შემეძლო მეწამებინა და მომეკლა ანდრეა. -რა სახით ხარ შვილო რაიყო? -არაფერი ისეთი, სამომავლოდ ძალიან დიდ გეგმებს ვაწყობ და... -ოჰ,შენი გეგმები..რაღაც საოცრება იქნება -აბა რა დე ,აბა რა... პირდაპირ აბაზანას მივაშურე.ცხელმა წყალმა თითქოს ყველაფერი დამავიწყდა და სულ სხვა სამყაროში გადამიშვა,ასე მემართება სულ ,თუნდაც ვიცოდე სადმე ვაგვიანებდე. არ არსებობს მის დროზე გამოვიდე სააბაზანოდან... ალბათ ახლაც დავკარგე დროის შეგრძნება, აზრზე როგორც ჩვევია ლიკას ისე გამომაფხიზლა -ცოცხალი ხარ შვილო?სულ ასე როგორ იცი..გამოდი აწი -ჰო,ჰო გამოვდივარ საათს,რომ დავხედე ვაღიარებ ნამდვილად გამიკვირდა უკვე ღამის პირველ საათს აჩვენებდა.სასწრაფოდ ლოგინისკენ ავიღე გეზი და წავედი მორფოსის სამყაროში. -აჰა , ხომ გითხარი გამოდი დროზეთქო, ახლა ვეღარ დგები ზემოთ, მიდი მალე თორემ დაგაგვიანდა და არამგონია გაწყობდეს -ჰაა ...რომელი საათია? -9ის ნახევარია უკვე, მაინტერესებს ერთი როგორ მოასწრებ...წავედი მე შენი ყურება არ მარგია -ვაიმეე...-ერთი შევკივლე და ელდანაცემი წამოვხტი საწოლიდან.რა როგორ ჩავიცვი არც დავკვირებულვარ, მთავარია ხომ მეცვადა...ფორმის მაისურსაც უცებ დავავლე ხელი ჩანთაში ჩავტენე, აბაზანაშიც რაც შემეძლო სწარაფ მოვწესრიგდი და პირდაპირ სირბილით დავეშვი კიდეებზე, კიდე კაი რამეს არ შევასკდი.გზაში წვალებით ავიწიე თმები და ცოტა ადამიანურად შევაღე კაფის კარები. საათს დავხედე სულ რაღაც ოცი წუთით დავაგვიანე,იმედია ეს პრობლემა არ იქნება -სოოფი,იმედია ძალიან არ დავაგვიანე... -არა , არა ..არაუშავს მიდი გამოიცვალე და გამოდი სასწრაფოდ შევუდექი საქმეს.არც თუ ისე ბევრი კლიენტი იყო ,მაგრამ თითქოს დამნაშავედ ვგრძნობდი დაგვიანებისთვის თავს და ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებდი დღეს. სოფისთან ერთად ვიყავი თან სანამ დრო გვქონდა ჩვენთვის ვირთობდით თავს, ჩვენსკენ სერიოზული სახით მომავალი თემო ,რომ დავინახეთ -რაიყო თემო რა სახე გაქვს? -ნელი გიბარებთ...-ისეთი ხმით თქვა გეგონებოდათ ,მოსაკლავად გიბარებდნენ. სანამ მის კაბინეტამდე მივედით უამრავი მიზეზი წარმოვიდგინე,ისიც კი ვიფიქრე ,რომ დაგვიანების გამო უნდა ესაყვედურა მაგრამ მაშინ მარტო მე დამიბარებდა. -მოდით ჩემო კარგებო მოდით...-როგორც კი მისი ღიმილი და ისევ ის ტკბილი ხმის ტემბრი მომესმა ეგრევე მოვეშვი და ყველანაირი ღელვა უკუვაგდე -დიახ,რახდება?ხომ მშვიდობაა? -კი ,კი უბრალოდ შეიძლება კვირას რამოდენიმე საათით მოგიწიოთ მოსვლა,ამიტომ ფულს ახლა მოგცემთ მთლიანს და დღეს განთავისუფლებთ. სოფიმ და მე ერთმანეთს გადავხედეთ.მზერით ვუთხარით ერთმანეთს პირდაპირ მაღაზიებში,რომ წავსულიყავით. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე ღიმილით და ქალბატონ ნელის გამოწვდილი თანხა გამოვართვით. -მოვკლავ თემოს,რა სახით იყო, გამიხეთქა გული, წავიდეთ ხომ პირდაპირ? -კი წავიდეთ მე არ მაქვს პრობლემა. ჯერ თემო გავლანძღეთ კარგად..ხუმრობით. მერე კი მაღაზიებისკენ ავიღეთ გეზი. -სოოფი,ეს ნახე ძალიან მოგიხდება -გავუწოდე ტანზე მომდგარი წითელი, მოკლე კაბა. -კარგი ვნახავ..-ველოდებიდი როდის გამოვიდოდა,არა ხომ ვამბობდი მოუხდებათქო..ძალიან ლამაზი არის ეს გოგო -მგონი გამომწვევია ხო? -არა, რას ამბობ პირიქით ძალიან გიხდება,თან თემოს როგორ მოეწონება.. -ნატალიიიიი -ოჰ,კაი ერთი ვითომ არ მოგწონდეს -ნუ ჰო ცოტა..-აჰა , ხომ ვამბობდი.ვინ რას გამომაპარებს მე. -ყველაფერს,რომ მიწუნებ ერთი ეს კაბა იყიდე რა ჩემი არჩეული -კაი რა პრობლემაა..-სამაგიერო გადამიხადა თუ რა ქნა არ ვიცი მაგრამ ისეთი მოკლე კაბა გამომიწოდა ,რომ არვიცი. ასეთი მოკლე მგონი არც მაქვს გარდერობში არაფერი. -კარგი რა სოფი, უფრო მოკლე ვერაფერი ნახე? თან ნახე როგორ მაქვს ,ყველაფერი დეტალურად მეტყობა. -აბა გაიხსენე ჩემი კაბა რა სიგრძეა-...არა ისე მართალია. დეტალურად,რომ გაქვს და ძალიან რომ გიხდება მაგიტომაც მომწონს.ვსო ვყიდულობთ სხვა გზა არ გაქვს. -კარგი გნებდები...-ის ვიცი,რომ ამ კაბას მოუწევს უბრალოდ კარადაში დება. მთლიანად არ დაგვიხარჯავს ცოტა დავიტოვეთ რადგან მთელი ნახევარი თვე წინ იყო და არც ერთს გვინდოდა ასე ერთიანად თანხის დახარჯვა. სახლში საკმაოდ დაღლილი მივედი,პარკები ეგრევე ოთახში დავდე,არც ამომილაგებია და არც დამიწყვია ვიცოდი მომიწევდა მაინც ლიკას წინ პოზიორობა. -მიდი , მალე ახლა...დაიწყე მე მანამდე წვენს გამოვიტან და მანახე ერთი რეები იყიდე. აჰა ,ხომ ვთქვი.არც დამიწყია იმის ახსნა დაღლილი,რომ ვიყავი,ლიკას წინ ყველა უძლურია! -ძალიან მომეწონა ყველაფერი,განსაკუთრებით ის შავი კაბა-..ხო ,ხო ზუსტად ის კაბა,რომელიც სოფიმ ამირჩია -ჰო,გადასარევია..კაი დე წავედი თორემ საშინლად დავიღალე. მთელი კვირა საკმაოდ ბევრი სტუმრები იყო კაფეში და ძალიან ვიღლებოდით.ანდრეა მის მერე აღარ გამოჩენილა თორემ უვნებელი ნამდვილად ვერ გავიდოდა აქედან. -სწავლა როდის გეწყება დე რამითხარი? -ოთხშაბათი უწევს,ლიკუნ. -ხვალ შემოიარე ჩვენთან,მაინც არ მუშაობ და ოთხშაბათისთვის ავარჩიოთ რაიმე ახალი სტილი შენთვის..-თმის შეღებვას არც კი მთავაზობდა, ნუ არც მე მინდოდა და არც თვითონ მაძალებდა. -შეიძლება ეგ, ალბათ უფრო საღამოს დამირეკავს ნელი და მომიწევს მისვლა,მანამდე თქვენთან ვიქნები. დილით ლიკამ გამაღვიძა -იძინე თუ გინდა და ცოტა ხანში გამოდი -ეგრე მირჩევნია,დავისვენებ ცოტას. ლიკას წასვლიდან ორ საათში მეც ვესტუმრე მათ. "დაჟე"რიგში დგომაც კი მომიწია ,იმდენი კლიენტი ყავდათ.ძალიან მიხარია ,რომ ასე კარგად მიდიოდა მათი საქმე. -სვეტა,მისაყოლებელს ვიყიდი და მოვალ მალე.შენ ეგ არ მოიხსნა,რომ მოვალ მერე დავამთავრებ. -როგორც მეტყვი ქალბატონო. სალონში ამჯერად არავინ იყო ჩემი და სვეტას გარდა,თავი ხომ უნდა გამერთო ,ამიტომ ისევ სვეტასთან გავაბი ლაპარაკი,თან ყველაფერზე ვიცინოდით.ვინმეს ,რომ შემოეხედა არ ვეგონებოდით ნორმალური. -ნატალი,ერთი წუთით ამეებს გავრეცხავ დამჭირდება და მოვალ ახლავე არ მოიწყინო -კარგი მიდი სვეტაჩკა. სანამ სვეტა უკან იყო ,მეც დამაინტერესა რა ხდებოდა სხვა განყოფილებებში ,ამიტომ დავიწყე მათი თვალიერება. გართული ვიყავი, არც თუ ისე ,მაგრამ ნაცნობი ხმა ,რომ მომესმა -სვეტა ,მოდი რა გთხოვ თმები გამიშრე ,თორემ გარეთ საშინლად წვიმს დავსელდი და 15 წუთში შეხვედრაზე უნდა ვიყო. გავიდეხე და რას ხედავს ჩემი თვალები.არც მეტი არც ნაკლები ანდრეა.ახლა ჩემი დროაა , გავიფიქრე ჩემთვის.სვეტას გავხედე არც გაუგია და ჯერ არ აპირებს მოსვლას. მოიცა ,ჯერ რაღაცას გავაკეთებ და მერე დაგიძახებ,გავიფიქრე ჩემთვის. მას ,რომ არ დავენახე ამიტომ მის უკნიდან გავედი, ყველაზე ახლოს რომელი ფენიც იდო ის ავიღე, თავი მოვხსენი და შიგნით პუდრი ჩავყარე. ვითომც არაფერი ისევ ისე დავახურე და გავწმინდე გარედან არაფერი,რომ არ დატყობოდა.ესეც ასე ,მზადაა...დამეწრმუნე ლამაზად მიხვალ შეხვედრაზე,ალბათ ახლა მორიგ ქერასთან აქვსდა... ახლა კი წავედი სვეტას დავუძახებ. -სვეტაჩკა,ვიღაც არის და მოდი გახედე რა... -უი...კი,კი ახლავე უკან გავყევი მობილურმა ,რომ დამირეკა..ნელი იყო რაც შეგიძლია მალე მოდიო. ლიკამ კი დამიბარა მაგრამ მის გარეშე მოვიხსენი თმებზე რაღაცეები...აბა აზრზე არ ვარ რა გამიკეთადა. კიდევ კარგი მანადმე ისე საუბრობდნენ რაღაცეებზე და აი ზუსტად ეს მინდოდა მეც, არ გამომეტოვებინა ეს სანახაობა. სვეტამ ფენი აიღო ანდრეასკენ შეაბრუნა ჩართო და...-უპს,რა თეთრი ბიჭი გვყავს. ჩემთვის ჩუმად ვხითხითებდი. -ვაიმე ,ანდრეა არვიცი ეს აქ საიდან ან როგორ-დაბნეული სვეტა სიტყვებს ვერ უყრიდა თავს არ იცოდა ,რა ეთქვა. თუ მაშინ შეწუხებული ვუმზერდი,ახლა პირიქით თვითკმაყოფილი ღიმილით ვუყურებდი...და ახლა ისევ თვითონ იყო გამწარებული.არაუშავს აბა რა ეგონა "შემთხვევით"რომ გადამასხა წვენი. -სვეტა,მეჩქარება უნდა წავიდე...ლიკას უთხარი დაურეკესთქო..-ვითომ არ ყოფილიყო იქ,საერთოდ არ შევიმჩნიე და ეგრევე გავარდი სალონიდან,გზაში სულელივით მარტოს მეცინებოდა. -კიდევ,კარგი რომ მოხვედი...ნელიმ მითხრა ბიზმესმენების შეკრებააო ,მოდი მალე გამამზადებინე ესენი. მოკლედ სანამ საქმიანი ხალხი მოვიდოდა მანამდე ყველაფერი მზად გვქონდა. სოფისგან გავიგე უკვე მოვიდნენო,როდესაც დასხდებიან მერე კი ესენი უნდა გავიტანოთო ..მიმითითა ერთ-ერთ კერძზე. კერძის გატანის დროც მოვიდა. დარბაზში გავედი, ყურადღებას არ ვაქცევდი მათ, მე მქონდა საქმე გავაკეთებდი ამას და ვსო , დავბრუნდებოდი ისევ უკან. ასე ვაპირებდი მაგრამ, მწველმა მზერამ მაინც მისი ქნა და საიდანაც მოდიოდა იქეთ გავიხედე. არც მეტი არც ნაკლები თვით ანდრეა. აშკარად გადაუარა მგონი წყენამ ისე, ირონიულად და გამარჯვებულად მიყურებდა,დამაბნია კიდევ ამ გამომეტყველებამ ,საინტერესოა ახლა რას გეგმავს.მაგრამ დამიჯერე არც მე დაგაკლებ მაშინვე ვუპასუხე ფიქრებში მის ჩანაფიქრს. ------ როგორ მახარებს თქვენი დადებითი ემოციები და თითოეული კომენტარი არ იცით ♥ პ.ს დაპირებისამებრ: ამ თავს ჯოჯუას "ვუძღვნი" <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.