შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ ჩემში დარჩები(10თავი)


16-10-2015, 08:16
ავტორი ♥love love♥
ნანახია 2 470

-ჰეი ნიკა კარგად ხარ ძმაო? რა სიტყვებით მომმართავ? ხომ მშვიდობაა?
-მშვიდობა? არაა მშვიდობა შე მატყუარა და ტუტუცო.
-ნიკა ამიხსენი ბოლოს და ბოლოს რა გინდა.
-მე კიარა შენ ამიხსნი ყველაფერს. 5 წუთში ქალაქში შემხვდები.
-ამ შუაღამეზე? ნიკა რა უნდა აგიხსნა? კარგად ხარ?
-ირაკლი 5 წუთში ქალაქში მოხვალთქო. მორჩა და გათავდა.
ირაკლი აზზრზე ვერ მოდიოდა თუ რისი თქმა უნდოდა ნიკას. თავიდან მთვრალი ეგონა, მაგრამ ხმაზე მთვრალის ვერაფერი შეატყო. არ უნდოდა ამ შუაღამეზე სახლიდან გასვლა, მაგრამ იცოდა რომ ნიკა ამაზე კიდევ უფრო გაბრაზდებოდა, ამიტომ უცებ ჩაიცვა, მანქანის გასაღები აიღო და წავიდა. 10 წუთში დათქმულ ადგილზე იყო. ნიკაც 2 წუთში მივიდა. ნიკა გამწარებული გადმოვიდა მანქანიდან, ირაკლის მიუახლოვდა და სახეში ძლიერად გაარტყა, რაც ირაკლის გაუკვირდა.
-ნიკა რა გჭირს? ამიხსენი რა ხდება.
-ჰაჰაჰა. რა სასაცილოა. მე? მე აგიხსნა რა ხდება, როცა შენ თვითონ უნდა ამიხსნა რა ხდება?
-კარგი მე მკითხე რა გინდა, რა გაინტერესებს და გიპასუხებ.
-შენ რა დამცინი? რატომ მომატყუე? იცი ირაკლი? ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სადღაც აუცილებლად ირკვევა სიმართლე. ეგეთი გაკვირვებული სიფათი ნუ გაქ, თორე ნერვებს მიშლი. ირაკლი ინას ვესაუბრე და გავარკვიე, რომ რაც შენ მითხარი ტყუილია.
-რაა? ყველაფერი სიმართლეა. ძმაკაცის არ გჯერა?
-მოგკლავ შე დეგენერატო მაგ ტყუილების გულისთვის. ინასი მჯერა. ვიცი რომ ვუყვარვარ. აი შენ კი მომატყუე. შენ უბრალოდ ინას დაურეკე ბოდიშის მოსახდელად და მანაც, კეთილი გულის პატრონმა, მთელი გულით გაპატია და მიგიღო, როგორც მეგობარი, მერე იმაზეც არ წაგჩხუბებია სიყვარული რომ აუხსენი. შენ კი ამ ყველანაირი სიკეთის გულისთვის მადლობა ცუდით გადაუხადე და გაავრცელე, რომ შენ და ის შეყვარებულები ხართ. ამით მას გული ატკინე და თითქმის შეყვარებულს დააშორე. რა ჯანდაბა გინდა ინასგან? რატომ გააკეთე ეს?
-ნიკა, რადგანაც შენ ჩემთან ეგეთი გულახდილი ხარ, მოდი მეც გულახდილი ვიქნები შენს მიმართ და გეტყვი, რომ რაც ინამ გითხრა ყველაფერი მართალია. თავიდანვე მისთვის უნდა დაგეჯერებინა. მე შენ მოგატყუე და ეს მთელი გულით გავაკეთე. მართალია, ძალიან მინდა შენი და ინას და შორება, არა იმიტომ რომ ინას გული ეტკინოს, არამედ იმისთვის, რომ ინა ჩემი გახდეს და ჩემთან იყოს. სამუდამოდ ჩემში. სწორედ ამიტომ მოგიყევი ის ამბავი რომ ინამ მაპატია და თან პატარა შესწორებებიც შევიტანე. მართალია ეხლა, პირველ ჯერზე არაფერი გამომივიდა და გეგმები ჩამეშალა, მაგრამ მეორე ჯერზე გამიმართლებს, თუ არა მესამეზე მაინც ან...
-მოკეტე შე დეგენერატო, მეორე და მესამე ცდისთვის ცოცხალიც კი არ იქნები. არ გაცოცხლებ.
-მოდი ნიკა მოდი. შენი არ მეშინია.
-ხოდა ესე შევრიგდით ლიკა, მიხარია ძალიან, მგრამ ირაკლის აუცილებლად წავეჩხუბები იმის გამო რაც გააკეთა. ნე მართალია ნიკამ მითხრა შენ თავი დაანებე მე ავდგები და ხვალვე დაველაპარაკებიო, მაგრამ მეც მინდა პირადად დაველაპარაკო და გავიგო, რაში აწყობდა მას ეს ტყუილი, ან რა უნდოდა ამით გაეკეთებინა... უი მოიცა ერთწამს კარზე ზარია. ნეტა ვინ უნდა იყოს ღამის 1 საათზე? საინტერესოა. არ გათიშო სკაიპი. მოვალ ეხლავე.
-ინა ფრთხილად იყავი რაიცი ვინ იქნება.
-კარგი ლიკა. ვაიმეე... ნიკაააა...


ბოდიში პატარა თავისთვის. იმედი მაქვს მოგეწონათ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent