შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვაკანსია სიყვარულით (5)


16-10-2015, 16:47
ავტორი mariako1997
ნანახია 3 354

მოსაღამოვდა, ერეკლეს მოლოდინში ვერანდაზე შემომაღამდა. თავი ვერანდის კიდეზე ჩამოვდე და ფიქრებში გადავეშვი. მზიანი,თბილი ამინდიდან,საღამოსპირს,ცის კიდეზე მხოლოდ მზის მეოთხედიღა მოსჩანდა.
პატარაობაში ყოველთვის მჯეროდა რომ, თუ მზის ჩასვლისას,სურვილს ჩავიფიქრებდი, აუცილებლად ამიხდებოდა.
ახლა მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო, რადგან ძალიან ვნერვიულობდი...
ტელეფონზე სმსი მოვიდა, ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა და შეტყობინება სასწრაფოდ გავხსენი.
-მარია მზად ხარ ?
პასუხი სულაც არ დამიყოვნებია, მალევე გავუშვი სმსი და ფეხსაცმელი ჩავიცვი.
-კი,გელი.
5წუთიც არ იყო გასული როდესაც ჩემი კორპუსის წინ კვლავ გაჩერდა ლურჯი მანქანა, მალე მან სიგნალებიც მოაყოლა და ზარებიც, რადგან ცოტა დავიგვიანე.
სულ მალე კიბეები ჩავირბინე და მანქანაში აღმოვჩნდი.
-აბა როგორი განწყობაა ? მითხრა სიცილით.
-გადასარევი, ერთი სული მაქვს ჩვენი მისია შევასრულოდ.
ანალოგიურად გავიცინე და ღვედი გავიკეთე.
გზაში რაღაც სისულელეებს თუ არ ჩავთვლით არაფერი გვისაუბრია საგულისხმო. აღნიშნავდა რომ განსხვავებულად, სასწაულად და ფანტასტიურად გამოვიყურებოდით. არც თავის თავს აკლებდა კომპლიმენტებს.
ღია ჯინსის გახეხილი შარვალი და შავი გამოყვანილი როლინგი მის კუნთებს კარგად უსვამდა ხაზს.სათვალე ეკეთა,გზაში მოიხსნა და გამომხედა.
-არ მიხდება ხოო ?
-როგორ არაა, ჩემს კაბაზე რას იტყვი ? ასეთ მოკლე კაბებს ზოგადად არ ვხმარობ, მგონი პირველად მაცვია.
-ჰოო? მაშ პირველი ვარ ვინც ასე გიხილაა ?
სიცილი დაიწყო და ეშმაკურად გამომხედა.
-შენზე იდუმალი შენი თვალებია.
უცბად დაასერიოზულა და კვლავ გამომხედა.
-რატოომ ?
-არ ვიცი,გაკვირდებოდი,ძალიან უცნაური თვალის ფერი გაქვს, იშვიათია. ყავისფერი, ყვითელი და მწვანე, ულამაზესი და უუცნაურესი...
-მადლობა,არასოდეს მიფიქრია ამაზე.
ვუთხარი ღიმილით და თავი დავხარე.
-შენ არ მოგწონს ჩემი თვალებიი ?
-კი ძალიან.
აღმომხდა უნებურად და თავიც ვერ დავიმორჩილე.
-თვალები კი არა მე ვარ კარგი.
გააგრძელა მან, ახლა უკვე ვეღარ ვხედავდი პასუხს და უბრალოდ დუმილი ვამჯობინე..
ცოტა ხანში რაღაც შენობას მივუახლოვდით. უამრავი თვალის მომჭრელი ნათება, ცოტა საჭმელი, ბევრი სასმელი და ბოლო ხმაზე მუსიკა, ცოტა არ იყოს მიუჩვეველი და არაკომფორტული იყო ჩემთვის.თუმცა აქ მე ადამიანს ვეხმარებოდი,ადამიანს რომელიც ძალიან მომწონდა, ვეხმარებოდი რომ შერიგებოდა თავის სიყვარულს.
ახლა ვიგრძენი რომ მუდამ სხვის ბენიერებაზე ვფიქრობდი და ცოტა დავსევდიანდი.
შემდეგ ისევ ერეკლემ გამომიყვანა სევდებიდან. ზურგზე მომეხვია და ცოტა არაყი დამალევინა.ახლა შეწინააღმდეგებას აღარც ვბედავდი, დღეს ხომ ჩვენ ერთად ვიყავით. სამი ჭიქის შემდეგ ავდექი,მხრებზე ხელები დავადე და ნელი მოძრაობით რხევა დავიწყეთ. ცოტა ხანში ეს რხევა ცეკვაში გადაიზარდა.თიკო არსად ჩანდა.
დაძაბულობას სულაც ვეღარ ვგრძნობდი,სასმელმა ყველაფერი მომიხსნა, ახლა ბევრად თამამი და თავისუფალი ვიყავი.
ყურთან ერეკლეს ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი და მთელი სხეულით ვეკვროდი მას.
ბევრი იყო ერეკლეს ნაცნობი და ნათესავი. შემოგვშტერებოდნენ და საგულდაგულოდ მათვალიერებდნენ.
მალე თიკოც გამოჩნდა თვისი მელოტი კავალერით, და რამოდენიმე მზერაც გვისაჩუქრა. მისი თვალებიდან დიდი სიბოროტე, შური და ბოღმა სხივდებოდა.
მისი კავალერი 24წლის ცნობილი მომღერალი გახლდათ. ფული არც ერეკლეს აკლდა. ახლა უკვე ნათელი იყო რომ ერეკლე პოპულარულ ბიჭში გადაცვალა.მე კი ვხვდებოდი რამხელა ზიზღს მგვრიდნენ ასეთი პიროვნებები.
ერეკლემ ჩამჩურჩულა მზერა მოგვაკვდაო და გადაიხარხარა
- არიდარდო, ბანძი წყვილია, ვუთხარი შეწუხებული სახით.
- ვიცი. მითხრა და მთელი ძალით ჩამეხუტა. ამაზე უნდა გენახათ თიკოს დაკერილი როჟა.
-მე აღარ მინდა თიკო, უბრალოდ მინდა გამწარდეს.ეს ახლა ვიგრძენი მ ა რ ი ა.
მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა.
-აღარ გიყვაარს ?
-არც მყვარებია, გავერთე რაა .
-კი მაგრამ მე აქ რა მისიით ვარ ? უნდა შერიგდეთ. რაარის იმის მიზეზი რომ აღარ გინდა ის.
ვუთხარი ძალიან გაოცებულმა და პასუხის ლოდინში მოსვენება დავკარგე.
-უკეთესი გამოჩნდა.
-წარმატებებს გისურვებ მაგრამმ მე შენი სათამაშო არ ვარ!!!
-არ შემეკითხებიი ვინ არიისს ?
-ვინ ?
-შენ
ამ პასუხს ნამდვილად არ ველოდი, არ მეგონა სიტყვა "შენ" ოდესმე ასეთ დიდ მნიშვნელობას თუ შეიძენდა ჩემთვის.მემგონი საშინლად გავწითლდი.. ახლა გარედანაც მეტყობოდა ის ცხელი ხიბლი, რომელსაც მთელი არსებით ვგრძნობდი.
-წამიყვანე ერეკლე.
ახლა უკვე ჩემი თავის გამიკვირდა, როცა მას მხოლოდ სახელით მივმართე.
ხელი გადამხვია და კარისკენ გავიჭერით..
თიკო კართან იდგა და თვალებით გვჭამდა, კვლავ მანქანაში აღმოვჩნდით, კვლავ ვდუმდით და კვლავ მან დაარღვია ეს დუმილი.
- იცი რას ვგრძნოობ ? იმას რაც არავისთან არასდროს მიგრძვნია.
რა თიკო ტოოო ! აწყობილი ძუკნაა. უბრალოდ სხვანაირი ხარ, არ გავხარ სხვებს,შენი შთაბეჭდილება პირველივე დანახვიდანნნ საუცხოო იყოო, უფრო საუცხოო სივიდან რომელიც შენ გამომიგზავნე,პატარა ნაზი და ჭკვიანი გოგო ხარ მ ა რ ი ა.
-მომატყუეე ? ეს გეგმა იყოოო ?
-არაა იყო რაღაც მაგრამ გამცვალა და . მე შენ გიპოვე.
ხმას ვეღარ ვიღებდი და უბრალოდ ვდუმდი.
მანქანიდან გადმოსულს მან მომაძახა:
-იფიქრე რაა მარია.
მომნუსხა.... მაგრამ მე მხოლოდ ვაკანსიას ვეძებდიიი..........



№1 სტუმარი niakoo ))

აუუ მომეწონაა საშინლადდ :* ველიიი love

 


№2  offline წევრი mariako1997

მიხარიიიაა ძალიიანნნნ ^_^^^

 


№3 სტუმარი ნინჩო

მალე დადე კარგია

 


№4  offline წევრი mariako1997

ნინჩო
მალე დადე კარგია

კაიი love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent