ცხოვრების თეორია 3
დილით შეხება იგრძნო სხეულზე და შემცბარმა წამოიწია. ავალიანი რომ დაინახა, ცოტა დამშვიდდა, თუმცა მერე უფრო აღელდა. გეგამ ბაგეები მუცელზე მიადო და ფრთხილად ეამბორა. იგრძნო როგორ დაეძაბა ქრისტინეს თითოეული ძარღვი და თავისდაუნებურად გაეღიმა. თითქოს გაუხარდა ქალი მის მიახლოვებაზე ასე რომ თრთოდა. საწოლიდან გადავიდა და სარკესთან დადგა. -ამ ჰალსტუხს იკეთებ?-მორიდებით ჰკითხა ქრისტინემ და მაისური შეისწორა. -კი... რამე პრობლემაა?-ესიამოვნა გეგას საცოლის ხმის გაგონება და კიდევ ერთხელ დააკვირდა საკუთარ ანარეკლს. რადგან ელიავა დაინტერესდა, ესე იგი მართლაც რაღაც სჭირს. -მგონი შენს პერანგს არ შეესაბამება...-ქრისტინეს ეგონა გეგას ეს უბრალო შენიშვნა გაანაწყენებდა, ამიტომ შიშნარევად ჩაილაპარაკა. ''ახლა რომ მითხრას, რა შენი საქმეაო, ვერაფერს ვეტყვი...''-გაიფიქრა გულში და მამაკაცის რეაქციას დაელოდა. მისდა გასაკვირად გეგამ სულ სხვა რამ თქვა. -მართლა? მე კი მეგონა ცუდი არ იყო.-დანანებით მიუგო და ყელიდან ძვირადღირებული ჰალსტუხი მოიშორა. -შეგიძლია გაიხედო?-ლოყებაწითლებული შეევედრა ქრისტინე. -კი, მაგრამ რატომ?-ვერ მიუხვდა ავალიანი. -მე... ფეხზე უნდა ავდგე...-ბევრი აღარ უყოყმანია. თვალი თვალში გაუყარა გეგას და მის გადახარხარებაზე, თვითონაც სიცილი მოუნდა. წესით უნდა გაბრაზებულიყო, მაგრამ რა ექნა... ავალიანი მასში სულ დადებით ემოციებს იწვევდა, ოღონდ ეს მხოლოდ მაშინ, როცა რაღაცნაირად თბილი ხდებოდა და პატარა ბავშვს ემსგავსებოდა. ლოყები საყვარლად დაეჩვრიტა და საპირისპირო მხარეს შეტრიალდა. ქრისტინე ფეხზე წამოდგა და კარადა გამოაღო. რამდენი მოდური ტანსაცმელი ჰქონია მამაკაცს, თუმცა მას ეს ყველაფერი სულაც არ სჭირდებოდა. ვინც მის შინაგან სილამაზეს დანახავდა, სხვა გარემოებეები მისთვის უფერული გახდებოდა. ქალს ინტერნატი გაახსენდა და მიხვდა, რომ მხოლოდ ის იყო ასეთი. -მგონი ეს ჯობია...-ერთ-ერთი შეარჩია და გეგაც დაუკითხავად შემობრუნდა. მზერა მაშინვე გაუშეშდა ქრისტინეს ოდნავ შეხსნილ ხალათზე. ელიავა შეცბა. უკან რამდენიმე ნაბიჯით დაიხია და გარდერობის კარს მოეფარა. -მაპატიე...-თვალები დაბლა დახარა ავალიანმა. რა სულელი იყო, თუმცა იგივე შეცდომის დაშვების უფლებას საკუთარ თავს აღარ მისცემდა. მტკიცედ დაისახა ის საზღვარი, რომელიც ქრისტინესთან აშორებდა. მერე რა, რომ მალე მისი ცოლი გახდებოდა... მერე რა, რომ მალე შვილი ეყოლებოდათ... ეს არაფერს ცვლიდა... მათი ურთიერთობა სიყვარულით არ დაწყებულა და ეს უბორკავდა ხელ-ფეხს მამაკაცს. ტუჩი მოიკვნიტა მაგრამ ტკივილი არ უგრძვნია. ეს არაფერი იყო სულიერ ქაოსთან შედარებით. -არაფერია... ეს ჭრელი ჰალსტუხი უკეთესია... მე ასე ვფიქრობ...-ამ ქვეყნად ქრისტინეს სიტყვებმა დაუბრუნა. რა ხავერდოვანი და ნაზი ხმა ჰქონდა ამ ქალს... თითქოს გაბამდა და რაღაც სასიამოვნოს გიმზადებდა. ''ალი!''-გაახსენდა გეგას და ისევ ვერ შეიკავა ღიმილი. -რამე სასაცილო ვთქვი?-წარბები უკმაყოფილოდ შეკრა ქრისტინემ. გაოცებული ჩანდა. ალბათ ვერაფერს მიხვდა, ანდაც რას უნდა მიმხვდარიყო, სხვის ფიქრებში ძრომიალის ნიჭი ხომ არავის არ აქვს. გეგას ეგონა რომ ეს ტალანტი მხოლოდ მას გააჩნდა. ახლა ზუსტად იცოდა რაზე ფიქრობდა ელიავა. ხო, ნამდვილად ავალიანზე ფიქრობდა. რატომ იყო ასეთი თავდაჯერებული? იყო და მორჩა! -არა! არაფერი... უბრალოდ შენს არჩევანს მეც ვიწონებ!-ქალს ჰალსტუხი გამოართვა და კისრისკენ წაიღო.-სიმართლე გითხრა, ვერ ვიტან ამ ეშმაკის ფეხს! -ნეტავ, რატომ?-ირონიულად შენიშნა ქრისტინემ-იმიტომ რომ არასწორად იკრავ. ასე ხომ ძალიან მოუხერხებელია... უკნიდან მიუდგა მამაკაცს და თბილი ხელები ავალიანის თითებს მოსდო. ახლა მამაკაცს დაუარა ელვამ სხეულში. თვალები დაეხუჭა და ხმა შეეცვალა. -რას აპირებ? -უბრალოდ მინდოდა შენთვის ჰალსტუხის შეკვრა მესწავლებინა.-გათამამებულმა მიუგო. სარკისთვის არ შეუხედავს და ჯერჯერობით მხოლოდ საყვარელი ადამიანის მოწესრიგებას ცდილობდა. ყველა გაიგებს, რომ გეგამ ცოლი მოიყვანა, ხომ უნდა შეემჩნეს მისი ხელი, თანაც ქრისტინესაც სიამოვნებს ეს პროცედურა. -... და შენ საიდან იცი?-თვითონაც ვერ მიხვდა ავალიანი, ისე წამოუარა ეჭვიანობამ. რაც ქრისტინეს შეხვდა, არასდროს არ შეუხედავს მისთვის ნდობით სავსე თვალებით. რატომ? თვითონაც არ იცოდა. ალბათ იმიტომ რომ ქალი პირველივე ცდაზე ხელებში ჩაადნა. ქრისტინემ ცივად უშვა ხელები. იგრძნო გეგასგან წამოსული უნდობლობა. ისევ შემოუტია სინანულმა, თანაც უფრო ძლიერად, ვიდრე ადრე. არ უნდოდა აქ, ხმამაღლა ეღრიალა, თუმცა ტკივილის სულში ჩახრჩობაც არ შეეძლო. სააბაზანოში უნდა შევარდნილიყო და გული მოეოხებინა. -მე... შხაპი უნდა მივიღო...-უმალ მოძებნა მიზეზი და ოთახი დატოვა. უპასუხოდ დარჩენილმა კითხვამ მოთმინება გამოულია ავალიანს. უნდოდა სააბაზანოში შევარდნოდა ქალს და საბოლოოდ გაენადგურებინა ეს ეჭვები, მაგრამ ვერ შეძლო. ისედაც დამნაშავე იყო და დღესდღეობით ესეც კმაროდა. ყველაფერს გაიგებდა, ოღონდ მერე... რამდენიმე დღის შემდეგ. უმწეო არსების უფრო მეტად გაუბედურება, უღირსი საქციელი იქნებოდა. თავის პრინციპებს ვერ უღალატებდა, მით უმეტეს ქრისტინესთან, რომელსაც ადრე დას უწოდებდა. ცოცხლად მარხავდა იმ ღამეზე ფიქრი, როგორ შეძლო იმდენის დალევა, შემდეგ ოფისში დაბრუნება და... სწრაფად გავარდა გარეთ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა. მერე ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და რეზოს დაურეკა: -ჩვენ ბარში მოდი! სხვა აღარაფერი უთქვამს. უხეში მოძრაობით გამოგლიჯა ავტომობილის კარი, თითქოს მისი ბრალი ყოფილიყოს რამე, ძრავა დაქოქა და სიჩქარეს უმატა. საჭეს გამეტებით უჭერდა ხელს, ახლა მასზე იყრიდა ჯავრს. ფიქრებით ისევ სახლში იყო. ნეტავ, ქრისტინე როგორ არის? რას აკეთებს? ნეტავ, გეგას ნათქვამი თუ გადახარშა? ეს იყო და ეს! სხვა არაფერი ადარდებდა. მანქანა კინაღამ ვიღც ბარბაცით მომავალ ახალგაზრდას დაარტყა. უხამსი სიტყვებით პირი მოიწამლა და ბართან მჯდარი მეგობრისკენ გაემართა. -რა მოხდა გეგა? არ შეგეძლო უფრო დაგეკონკრეტებინა ის სამი სიტყვა?-მხარზე ხელი დაჰკრა რეზომ და მაღალ სკამზე ოსტატურად შეხტა. -მართლა? უკვე მგონია რომ ყველა უნარი შემეზღუდა... აღარ ვიცი რა ვქნა...-გაბრაზებით ჩაილაპარაკა და მაგიდას რამდენჯერმე დაარტყა მუშტი. -შენ მართლა ცუდ დღეში ყოფილხარ ძმაო, რამე ხდება და მე არ ვიცი? -ცოლი მოვიყვანე... ოფიციალურად არა, მაგრამ ეგეც მალე იქნება!-გამოტყდა ბოლოს და ბოლოს და ცოტა არ იყოს ინანა, ენამ წინ რომ გაუსწრო. ჯობდა ეს ამბავი ჯერ მასა და ქრისტინეს შორის გარჩეულიყო. -არ მითხრა რომ ელიავაა შენი რჩეული...-თავი გადააქნია რეზომ. სახეზე არანაირი ემოცია არ გამოსახვია, არასდროს არ ერეოდა ძმაკაცის საქმეებში და ახლაც ეცადა ზედმეტად არ შეეწუხებინა გეგა თავისი აზრებით. -სწორედაც! ორსულადაა...-მიხვდა რომ ახლა გაჩუმება არ ივარგებდა და ერთადერთ მეგობარს გული გადაუშალა. -ბავშვის მამა შენ ხარ? -რა თქმა უნდა! ამას როგორ მეკითხები?-შეურაწმყოფილი ფეხზე წამოხტა ავალიანი. რეზოსთან ვერ აღიარებდა, მაგრამ რაც გუშინ ლელამ ის ''ვიღაცა'' ახსენა, არც თვითონ იყო დარწმუნებული. ასეთი ლაქა როგორ მიეცხო ქრისტინესთვის, არადა მოსვენებაც დაკარგული ჰქონდა. ქალის ერთი სიტყვა და ყველაფერს დაიჯერებდა, მაგრამ ის რომ აღმოჩენილიყო მართალი? მერე როგორ მოიქცეოდა... ქრისტინე ფეხს დაჰკრავდა, წავიდოდა და აღარ დაბრუნდებოდა. არა! სხვა ხსნა უნდა მოეძებნა. გამოუვალი სიტუაცია შექმნილიყო და ასე ცხოვრება გეგას არ შეეძლო. ......................................................... ესეც შემდეგი, ჩემო ძვირფასებო! ძალიან გამახარებთ თუ თქვენ აზრს დააფიქსირებთ... როგორც ხვდებით სიტუაცია მით უფრო იძაბება. სიყვარულით სოფიკო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.