ცხოვრების თეორია 4
რეზო მიხვდა, რომ ზედმეტი წამოროშა. ძმაკაცს დარცხვენილმა ახედა და თვალებით მოუხადა ბოდიში. -ვიცი უხეშად ვერევი ამ ამბავში, მაგრამ საკუთარ თავში უნდა დარწმუნდე. გიყვარს თუ არ გიყვარს. რას გრძნობ მის მიმართ. სად გაგონილა მხოლოდ შვილის გამო, ქალის ცოლად მოყვანა, გამაგებინე!-თავისებურად აუხსნა გეგას და ფეხზე წამოდგა.-კარგი, ახლა მეჩქარება. ნიკამ ჯერაც არ იცის სამსახურიდან რომ წამოვედი. შესვენებაც უკვე დაგვიმთავრდა. ასე, რომ... ავალიანმა უსიტყვოდ დაუქნია თავი. ახლა მხოლოდ ქრისტინესთან საუბარი და ყველაფრის გარკვევა უნდოდა. მანქანაში ჩაჯდა და სარკეში თავის დაწითლებულ უპეებს შეავლო თვალი. ქრისტინე ჯერ ერთი თვალით გამოიჭყიტა საძინებელში, მერე კი ფეხებიც უკან მოაყოლა. გეგა რომ ვერ დაინახა, შვებით ამოისუნთქა, თუმცა როდამდე შეძლებდა დამალვას. იცოდა მამაკაცი რასაც ფიქრობდა მასზე და გული უკვდებოდა. ჭორებიც დადიოდა სამსახურში, თვდაპირველად სრულიად უმიზეზოდ, მაგრამ საბაბი თავად მისცა ელიავამ. ''ეს როგორ ჩავიდინე''-კიდევ ერთხელ დატუქსა საკუთარი თავი და ტანზე დაიხედა. არც ტანსაცმელი ჰქონდა, არც არაფერი. ყველაფერი ნაქირავებ ბინაში დარჩა. უწესრიგოდ აჩეჩილი თმა დაილაგა და ჩაიწნა. უეცრად შიმშილის შეგრძნებამ შეახსენა თავი. არა! გარეთ გასვლა და რაიმე ნივთისთვის ხელის მოკიდებაც არ შეეძლო. სხვადასხვა გარემოებების მიუხედავად, ის ამ სახლის დიასახლისი არ იყო და მთელი დღე ამ ოთახში უნდა გაეტარებინა. ხან საწოლზე წამოწვა, ხან სააბაზანო დაათვალიერა გულდასმით, გეგას ყველა პერანგი გააუთოვა მაგრამ დრო მაინც ნელა გადიოდა. წუთით ისიც ინატრა რომ ავალიანი სახლში ყოფილიყო, მაგრამ მაშინვე უკუაგდო ეს ფიქრი თავიდან. ეოცნება? ოცნება მისი სტილი არ იყო, არადა ზოგის ცხოვრება სურვილებით იწყება და სურვილებით მთავრდება. ამ სურვილებს რა თქმა უნდა ასრულება მოსდევთ, ქრისტინესთვის კი ერთი ტკბილი კამფეტი არ უჩუქებია ვინმეს. სამადლოთ თუ მიუგდებდენენ საბჭოთა კავშირის დროინდელ შაქარყინულს და მორჩა! ისიც დიდხანს წუწნიდა ტკბილეულს და სამი დღე ბალიშის ქვეშ ინახავდა. ოჰ, რა მწარე ბავშვობა ჰქონდა. ამის გახსენებეზეც კი ცუდად ხდებოდა. ყოველ ღამით, ჩაბნელებულ ოთახში, ბალიშში თავჩარგული ქვითინებდა, მხოლოდ იმიტომ რომ ეშინდოდა, ისეთი კი არავინ არ იყო გვერდით რომ მოწოლოდა და ჩახუტებოდა. კედლის მეზობელი აღმზრდელი თუ შემოვარდებოდა და ხმამაღლა დასჭყივლებდა ''დამაძინეო''. უამრავი მწარე მოგონება შემორჩა, გეგა კი მაზოლზე მტკივნეულად აჭერდა ფეხს. მის თითოეულ სიტყვაში დაკითხვა გამოსჭვიოდა. ოფოციალურ სახეს ამოფარებოდა და ისე იქცეოდა, თითქოს ქრისტინე დროებითი სტუმარი ყოფილიყოს. ''ასე არ არის? ალბათ ბავშვის დაბადების შემდეგ, სახლიდან დაუფიქრებლად მომისვრიან''-გაიფიქრა და ამ სისულელეების მოსაშორებლად, თავში რამდენჯერმე მსუბუქად მიირტყა ხელი. ჯობდა წინასწარ არ ედარდა, აწმყოთი ეცხოვრა, მაგრამ წარსულის შეცდომები არ დაევიწყებინა. ახალი ცხოვრების დაწყება დიდი უაზრობა იყო. განა შესაძლებელია თავიდან იმის ამოშლა, რაც ასე გტანჯავდა, გაწვალებდა და საფიქრალს გიჩენდა. კარის გაღების ხმაზე ინსტიქტურად წამოხტა და მომლოდინე მზერა მიაპყრო ლადოს. კაცი სიკეთეს ასხივებდა, მისი ღიმილიც ამის ნიშანი იყო. -გამოდი შვილო, ერთად ვისაუზმოთ...-შესთავაზა ქრისტინეს და უკან დაიხია, ქალი თავისუფლად რომ გამოსულიყო. -ხო... მე... ახლავე...-დაბნეულად მიუგო ელიავამ და აფორიაქებული ჩამოჯდა მაგიდასთან. -სულ გაწითლდი... ეს ჩვეულებრივი მამამთილ-სარძლოს საუბარი არ არის, ნუ გეშინია!-ჩაეცინა მამაკაცს ქრისტინეს საქციელზე და სკამი თვითონაც გამოსწია. ქრისტინე შეცბა. როგორც ჩანს აღელვების დამალვა მაინც ვერ შეძლო. უხერხულობის დასაძლევად თვითონაც გაიღიმა და ირგვლივ მიმოიხედა. -ქალბატონი ლელა არ შემოგვიერთდება?-გაბედა და იკითხა, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა. გუშინდელი ინციდენტის შემდეგ დიდი დრო არ გასულიყო, თანაც ეს ხომ მათი პირველი შეხვედრისას მოხდა. -ნუ ღელავ! ლელა კარგი ქალია, არც ისეთი, როგორი ჩანს!-დაამშვიდა ლადომ და ამღვრეული თვალები უღონოდ გადაატრიალა, თითქოს რაღაც საშინელი უნდა ეთქვა და ემზადებოდა. -თუ გიჭირთ...-დაიწყო ქრისტინემ, თუმცა მამაკაცმა შეაწყვეტინა. -ეს როგორ? შენ უკვე ჩვენი რძალი ხარ, თანაც... თანაც მუცლით ჩემ შვილიშვილს ატარებ. მე და ლელას ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ყოველ შემთხვევაში გვიყვარდა მაინც...-ღრმად ამოიხვნეშა ლადომ-ჩემი გრძნობა არ შეცვლილა, მაგრამ მგონია რომ ამ ტრაგედიამ ყველაფერი ნაკუწებად აქცია. -რას გულისხმობთ?-თავი ვერ შეიკავა ქალმა და უფროს ადამიანს საუბარში ჩაეჭრა. -პატარა გვყავდა... პატარა გეგა... მერე ის...-ძვლივსძვლივობით ლაპარაკობდა და თან ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა. მთასავით კაცი თავს ვერ იკავებდა და ტიროდა...-ფანჯრიდან გადავარდა. ლელა ამბობს, რომ მისი ბრალია... ყურადღება ვერ მივაქციეო, მაგრამ ეს ყველას შეიძლებოდა მოსვლოდა, ასე არ არის? მოულოდნელობისგან ქრისტინემ პასუხის გასაცემად პირი ძვლივს გააღო. -კი, კი... გთხოვთ, გააგრძელეთ!-გულაჩუყებულმა ჩაილაპარაკა და ლოყაზე ჩამოცურებული ცრემლი დაუმალავად მოიწმინდა. -გეგა შვილად ავიყვანეთ, ჩვენი ბიჭი 6 წლის იყო, მაგრამ სხვა გეგა ვერსად ვერ აღმოვაჩინეთ, სახელის შეცვლა კი არ მინდოდა. ჩემი ძალაუფლება გამოვიყენე და უპრობლემოდ მოვიყვანე გეგა სახლში. ლელა გადაირია, ის ჩემ შვილს ვერ შემიცვლისო. ასეც იყო, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვიყავი... როგორც შენ გიყვარს გეგა, ისე მე მიყვარს. ვიცი, გულს არ ატკენ!-ბოლო სიტყვები გაფრთხილებას ჰგავდა. თავის დაუქნია და ყელზე ხელი დაისვა დაძაბულობის მოსახსნელად. -რთულია ამის მოსმენა, მაგრამ გადატანა უარესია!-დარწმუნებით განაცხადა და ხელსახოცი შეასწორა. -მე მჯერა რომ ღირსეულად გაუწევ ჩემ შვილს ცოლობას!-კიდევ ერთხელ ჩაიბუტბუტა და სალათზე მიუთითა ქალს. -მიირთვი, გემრიელია! ქრისტინემ იცოდა რომ ახლა ლუკმას ყელშიც ვერ გადაუშვებდა,მაგრამ მის თვალში გასაცოდავებულ პიროვნებას,უარი ვერ უთხრა. ხელი ისე უკანკალებდა ძვლივს გადმოიღო ''ოლეინა'' თეფშზე. კოვზი პირისკენ წაიღო, თუმცა თავბრუსხვევა იგრძნო და სააბაზანოსკენ გაექანა. წყლის ნიჟარასთან იდგა და მაინც იმაზე ფიქრობდა, რომ ლადოს ბოდიშიც არ მოუხადა,ისე დატოვა. -ღმერთო, ეს რა დამემართა!-ჩახლეჩილი ხმით ჩაიჩურჩულა და გარეთ გამოვიდა. კართან გეგა შეეჩეხა. ''ნეტავ როდის მოვიდა?''-შეშინებული მზერა მიაპყრო ძარღვებდაბერილ ავალიანს და მისთვის თავის არიდება სცადა. -ქრისტინე! მგონი სალაპარაკო გვაქვს ხომ?-უკნიდან მოესმა მამაკცის გაბზარული ხმა და დასაწყნარებლად გულზე ხელი მიიჭირა. ქრისტინე არაფრის თქმას არ აპირებდა. გეგაც უსიტყვოდ იდგა გასასვლელში. ბოლოს ქალი მიხვდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა და საწყლად წამოიძახა: -ეს ბავშვი შენია! შენია, გესმის? ......................................................... ჩემო ძვირფასებო <3 ძალიან მახარებთ! იმედია ახლაც არ დაიშურებთ თბილ შეფასებებს, მით უმეტეს ძალიან მგრძნობიარეა შემდეგი თავი... სიყვარულით სოფიკო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.