შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მტერი შემიყვარდა (თავი 8)


18-10-2015, 08:26
ავტორი loveblee
ნანახია 4 353

ეგრევე სახლში მივედი და მაშინვე მარის დავურეკე რომ ჩემთან მოსულიყო. აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე, ტანსაცმელი ჩავიცვი, თავის ტკივილის წამალი დავლიე და მისაღებში სავარძელზე წამოვწექი. მალე მარიც მოვიდა. როცა ასეთ მდგომარეობაში დამინახა გიჟივით მეცა.
-რა გჭირს გოგო, რა დაგემართა! კარგათ ხარ? თავი ტკივა? -ისე მიაყარა ვერაფერი გავიგე.
-ხო კარგად ვარ, გაჩუმდი ეხლა, პახმელიაზე ვარ. -ვთქვი და შუბლზე დავიდე ხელი.
-მიდი მომიყევი რა მოხდა. -მარი სავარძელზე კარგად მოთავსდა, ხელები გადააჯვარედინა და მოსმენა დაიწყო.
-ხო კარგი. -მეც სავარძელზე წამოვჯწქი და მოყოლა დვიწყე. -აი გუშინ რომ გთხარი ბარში მივდივართქო. წავედი და იქ შემხვდა ვატო.
-ვატო? ვაიმე რა მოხდა?
-ვაიმე დამაცდი მოყოლას თუ გავჩერდე!
-კარგი, აი. -ხელი ტუჩებზე ჰორიზონტალურად გაისვა, ვითომ შეკრა და სმენა გააგრძელა.
-ხო და ვატო შემხვდა. ვუთხარი შევეჯიბროთ სმაში თქო. თავიდან უარზე იყო მაგრამ მერე დამთანხმდა. მოკლედ ძალიან დავთვერით. ბევრი ვიცეკვეთ. მერე მთხრა წავიდეთ, გვიანიაო და თავის სახლში წამიყვანა. უშველებელი სახლი იყო. მოკლედ ისე ამოვყავი მის ოთახში თავი ვერ გავიგე. რომ მომიახლოვდა ისე ამიჩქარდა გული რო რავიცი. მერე მაკოცა. მეც მსიამოვნებდა მისი შეხება და თან მთვრალი ვიყავი რა, ხომ ხვდები და პირდაპირ რომ ვთქვათ მასთან სექსი მქონდა.
-ესეიგი სურვილი დაიკმაყოფილე არა. -სიცილი დაიწყო მარიმ.
-ეხლა ეს სასაცილოა? მიხარი რააა! -დავუბღვირე მარის.
-კარგი ხო, და რა რეაქცია ჰქონდა რომ გაიგო რომ პირველი კაცი იყო შენთვის?
-დაიბნა. თან საკმაოდ. -რაღაცნაირად შევიშმუშნე.
-რამეს გრნობ მის მიმართ?
-კი. -ცოტახანს დავდუმდი. -მგონი მიყვარს.
-გოგო მითხოვდება! -სიხარულით წამოხტა და ტაში შემოკრა.
-დაჯექი გოგო! საიდან მოიტანე!
-კი მაგრამ ხომ გიყვარს? რა გიშლის ხელს? -მოწყენილი ჩაეშვა სავარძელში.
-არ ვიცი რა. მიყვარს მაგრამ არ ვიცი!
-ხო მაგრამ ხომ მოგვარდა ყველაფერი?
-მოდი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. აბა ემზადები ბანკეტისთვის?
-ხო გოგო ვეზადები. კაბაც ვიყიდე, განახებ მერე, მაგრამ ეს ეროვნულები მაშინებს რა.
-ოო, ნუ გეშინია. ჩააბარებ შენ. -დავაშვიდე მარი.

გავიდა ერთი თვე. მის მერე ვატო აღარ მინახავს. ეკა უკვე ფეხმძიმედ იყო. ხშირად დავდიოდი მათთან. მე და ეკამ ბავშვისთვის ოთახი მოვაწყეთ. მე გული მიგრძნობდა რომ ტყუპები იქნებოდნენ, ბიჭი და გოგო. ეკა კიდევ ფიქრობდა რომ მარტო ბიჭი ეყოლებოდა. ერთმანეთს ძალიან კარგად შევეწყვეთ. საყიდლებზეც ერთად დავდიოდით. მარის ბანკეტი ჰქონდა. ისეთი ლამაზი იყო რომ შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. ბანკეტის შემდეგ, მეცადინეობას კიდევ უფრო მოუმატა. დღე და ღამე წიგნებში იყო. მობილურზეც კი ვერ დაელაპარაკებოდი ნორმალურად. ნიკაც სულ მასთან იყო რადგან არ უნდოდა მარტო უოფილიყო. მარი რომ მეცადინეობდა, ნიკა ჯოკერს, პოკერს ან სხვა თამაშებს ონლაინში თამაშობდა. მე, საბას და ლუკას უნივერსიტეტის პირველი კურსი დავმთავრეთ. ორივე ბიძაშვილი, ლუკას მშობლებთან, ესპანეთში, საზაფხულო გაემგზავრნენ და მე დავრჩი სულ მარტო.

უკვე, ზაფხულის პირველი თვის, მიწურულია. დღეს დილით ადრე გავიღვიძე და გადავწყვიტე ეკასთან და დათოსთან წავსულიყავი. საუზმე არ მიჭამია ისე გავეშურე ჩემებთან. კარზე ზარი რომ მივეცი, ეკა შემომეგება. თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი და სამზარეულოში შევედით.
-ხომ არ შეჭამ რამეს სოფი? -მკითხადა მაცივრის კარები გააღო.
-არა, არ მინდა არაფერი, მადლობა.
-ეს ორი დღეა პირს არაფერს აკარებ. ხომ კარგად ხარ?
-კი ეა კარგად ვარ, უბრალოდ არ მშია... ტყუპები როგორ არიან?
-შენ კიდევ გგონია რომ ტყუპები არიან? -გაიცინა ეკამ და ჩემს მოპირდაპირედ ჩამოჯდა.
-სანამ ეხოზე არ წახვალ, მანამდე ეს აზრი მექნება. -ენა ამოვუყე და მეც სიცილი დავიწყე. -დათო სად არი? -შემდეგ თემა შევცვალე.
-სამსახურში. გასვლას აპირებ?
-ხო ვნახავ თორემ ერთი კვირაა არ მინახავს და მომენატრა. -ავდექი და მანქანის გასაღები ხელში ავათამაშე.
-შეგიძლია მეგობართან გამიყვანო სოფი?
-კი, როგორ არ შემიძლია.
ეკა გაემზადა და წავედით. ის მეგობართან დავტოვე, მე კი მამასთან, კომპანიაში გავეშურე. ათ წუთში იქ ვიყავი. მანქანა ავტოსადგომზე დავაყენე და შენობაში შევედი.
-ნია როგორ ხარ? დათო თავის კაბინეტშია? -შესასვლელში, მამას მადილე შემხვდა, საბუთებით ხელში.
-კარგად სოფი, მადლობა. კი თავის კაბინეტშია.
-კარგი. -ვუთხარი და ლიფტთან მივედი. ჯერ როდის მერვ სათულიდან ჩამოვიდა. მერე როდის მეოთხეზე ავიდა. ნუ მოკლედ მამას კაბინეტის კართან მივედი როცა ლაპარაკი მომესმა და გავჩერდი.
-გიჩივლებ! -იძახოდა მამაკაცი, რომლის ხმაც ნაცნობი იყო ჩემთვის.
-ვერაფერსაც ვერ მიჩივლებ! -გაბრაზებული იყო მამაჩემი.
-მილიონებზეა აქ ლაპარაკი ხვდები?
როგორც კი ფული გავიგე მაშინვე შევვარდი და იქვე გავიყინე. ის მამკაცი ვატო იყო. ვატომაც რომ დამიახა, ეტყობოდა რომ არ მოელოდა ჩეს ნახვას.
-ვატო? -გაოცებულმა ვთქვი მისი სახელი.
-შენ... შენ აქ რა გინდა? -ენა დაება, ისე დაიბნა ჩემს დანახვაზე.
-თქვენ ერთმანეთს იცნობთ? -მამაჩემის გაოცებული სახე უნდა გენახათ, როგორი იყო.
უთქმეად გამოვვარდი კაბინეტდან. ვატოც გამომეკიდა. როცა ჩემს მანქანასთან მივედი, ძლიერი შეხება ვიგრძენი მკლავში და აშინვე ვატოს წინ აღმოვჩნდი.
-აქ რა გინდა?! -გამიმეორა კითხვა.
-როგორ თუ რა მინდა! დათო მამაჩემია! -აი ეხლა კი აერია ვატოს სახე.
-რა... რა... დათო მამაშენია?
-კი მამაჩემია! ვითომ არიცოდი! -თვალები ავატრიალე.
-რა ვიცოდი გაგიჟდი? საიდან უნდა მცოდნოდა!
-მტერზე ყველაფერი უბდა იცოდეო, ვინ თქვა ეს?! -თავისი კითხვა შევუბრუნე.
-კი მაგრამ მე არ მაინტერესებდა შვილი ყავდა თუ არა!
-ჯერ ჩემს მეგობრებს გადაეკიდე! ეხლა მამაჩემს! რა გინდა ვატო! ან რა მილიონებზე ლაპარაკობთ?! -ერთმანეთს მივაყარე სიტყვები.
-ჯერ ეს ერთიც შენი მეგობრები სულ სხვა თემა იყო. გავიგე რომ ფული ვიღაცამ მოიპარა. შენების ბრალი არ იყო. მაგრამ აქ სულ სხვა რამეა!
-რა არის რა! -ჩავეძიე მის ნათქვამ, ბოლი კითხვას.
-მამაშენმა მილიონები ისესხა ჩემგან. და ეხლა აღარ მიბრუნებს.
-იქნებ არ აქვს?! -დავიწყე დათოს დაცვა.
-სოფი! ეს ბიზნესია! ფული მარტო დათოს არ სჭირდება!
უეცრად თავბრუს ხვევა ვიგრძენი. ვატოს ხელზე დავეყრდნე. ნელ ნელა ვიკეცებოდი.
-სოფი! სოფი, კარგად ხარ? -ვატოს შეეშინდა ჩემი ასეთ მდგომარობაში ნახვა და წელზე ხელ მომხვია რომ არ დავცემულიყავი.
-თავბრუ მეხვევა. -ამოვილუღლუღე საწყლად.
-სახლში წაგიყვან. -ხელში ამიყვანა, მანქანის უკანა სავარძელზე დამაწვინა, თვითონ კი მანქანა დაძრა.


--------
ბოდიშით რომ ვერ დავდე გუშინ... შემიფასეთ <33333



№1  offline წევრი cancara

აქანე დაიდზაბა სიტვაცია wink კაია კაი მალე დადე

 


№2 სტუმარი dea

აუუუ ალბათ სოფი ორსულადაა რამაგარიაა love love

 


№3 სტუმარი Lana

სოფი მგონი ორსულადაა ^_^ კარგია, მალე დადე შემდეგი <3

 


№4  offline მოდერი bibo

Au kaia mevasunaa gagrdzele male dadee ra plz

 


ორსულადაა უEჭველი ორსულადაააა

 


№6 სტუმარი good girl

au magaria orsuladaa sofii <3 :D

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვატო ნერვებს მიშლის უკვე :დ სოფის ორსულობამაც თუ არაფერი უშველა ვატოსთან კააააააათ მეყოლეთ :DDDDDDD love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№8  offline წევრი mariam m.k

Vatos ragas erchit xalxno vato arada sofi martla nevrebis amtxrelia.... Ddddd

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent