შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მი სი მალატ (სვანურად) "7 თავი"


18-10-2015, 14:25
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 3 416

უკვე ორი კვირაა, რაც გეგა არ მინახავს და ვგრძნობ, როგორ მიპყრობს ნელ-ნელა მონატრების მწარე განცდა. იქნებ, უბრალოდ მართა ბებიასთან ყოფნა მომენატრა?.. ვინ იცის, უკვე მერამდენედ ვცდილობ უარვყო, რომ ‘’ჩემი ჯიუტი თხა“ მომენატრა, არა რა ჩემი, მაშინვე ვიაზრებ,რაც წამომცდა გონებაში და კვლავ მთელი მონდომებით უკუვაგდებ აზრს გეგას მონატრებაზე... ფიქრებს ტელეფონის ხმა მწყვეტს და მეც ჩემი ბელის ფოტოს დანახვაზე სახე მინათდება.
-თეკლე ასე უნდა მეგობრის დავიწყებაა? - ანაბელის მონატრებული და აღშფოთებული ხმა ჩამესმის და მეც ვცდილობ, გავიხსენო, ბოლოს როდის შევეხმიანე.
-მე ისა, იმდენი საქმეაა - დაბნეული ვებლუყუნები და იქიდან ანაბელის სიცილი მესმის.
-რა იყო გოგო, იმ გეგამ ასე როგორ გამოგაშტერა რომ სულ დამივიწყე? ჰა? - ეშმაკური სიცილით მეუბნება და მეც მზად ვარ შუაზე გავგლიჯო ჩემი ‘’მოღალატე“ დაქალი.
- კაი, ახლა ჩემს მოკვლაზე ფიქრს, იმაზე იფიქრე, მას როგორ დაუახლოვდე - კვლავ განაგრძობს ლაქლაქს ბელი ჩემს გასაღიზიანებლად.
- ოხ ბელ, სულაც არ მომენატრა და რაღაც სისულელეებს მოეშვი - გაბრაზებული ხმით ვეუბნები და ვცდილობ, ჩემს ტყუილში საკუთარი თავიც დავაჯერო და ისიც.
-მაშინ რატომ არ მიდიხარ მართა ბებოსთან სახლში ? გეშინია ხომ შენი გრძნობების ? - მაზოლზე წიხლს მაჭერს ანაბელი და ზუსტად იმ მიმართულებით მიჰყავს საუბარი, რასაც ყველაზე მეტად გავურბივარ.
- ვინ გითხრა რომ არ მივდივარ? ზუსტად ხვალ დილით მივდიოდი - გაუაზრებლად ვეუბნები და თავს ვიმშვიდებ, რომ ანაბელის მოსაზრება არ გავამართლე.
- კაი, აბა, მაშინ შენ იცი და მერე დარეკვა არ დაგავიწყდეს, თორემ მართლა ვერ გადამირჩები - კმაყოფილი მემშვიდობება ბელი და მეც ხვალინდელი დღის მოლოდინში ვგრძნობ, როგორ მიპყრობს ემოციები...
***
მართა ბებიასთან სახლში
თითქმის ორი კვირაა, რაც თეკლე წავიდა და სახლი მართლაც რომ დაცარიელდა. მართა ბებიაც სულ მებღვირება, ვერ გავიგე მე რა შუაში ვარ, თუ ის გოგო, ასეთი უსინდისოა და სანახავად ერთხელაც კი არ შემოიარა.
- ხედავ შენმა გოგომ ერთხელაც კი არ შემოგიარა? შენ კი მე მებღვირები? - მართას მორიგი ბუზღუნის მერე, თუ როგორ გავაქციე ‘’საწყალი გოგო“, გაღიზიანებულმა მივუგე.
- ეჰ, სახლში არ მოდის, თორემ თითქმის ყოველ დღე ვნახულობ ჩემს ნოის რომ ვასეირნებ - დაღონებულმა მომიგო ბებიამ და მაშინვე გაღიზიანებული მომიბრუნდა - მოეშვები თუ არა თეკლეს ლანძღვას, ვერ გავიგე, რას ამოითვალწუნე ეს გოგო.
აჰა, ე.ი. აქ არ მოდის, საძოვარზე მართასა და ნოის დევნას არ ურჩევნია, სახლში მოვიდეს. სახლში თუ შენთან ? - კვლავ ეს მომაბეზრებელი ‘’მე’’ გამომეპასუხა და მეც ფარხმალი დავყარე. ჯანდაბას, მომენატრა თეკლე, ჩემი ჯუჯღუნი და მისი ბრაზისაგან აკიაფებული თვალები. ისევ ალექსანდრეს დავურეკავ და რამეს მოვიფიქრებთ. ტელეფონში მეგობრის ნომერი ავკრიფე და მის ხმას დაველოდე.
- ოო, არ მჯერა, ‘’დიდმა მმართველმა’’ გეგამ მიკადრა, რით გემსახუროთ დიდო მეფეო. სათამაშო თეკლა გაიქცა და ალექსანდრეს მაინც გავამწარებო? - ალექსანდრე არტისტული ხმა შემომესმა და სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, განაგრძო - არა, რა მთლად რომ ვერ იყავი სულ ვიცოდი,მაგრამ შენი ბოლო საქციელი საერთოდ ს*რ*ბ**. მაშინვე გაბრაზებულმა ხმამ შეცვლა მხიარული ტონი ალექსანდრეში.
- გეყოს ახლა და ხვალ ჩამოდი, სერიოზული საქმე მაქვს და იცოდე, არ მალოდინო. - მშვიდად მივუგე და უნდა გამეთიშა, რომ ალექსანდრეს უკვე ინტერეს შეპარული ხმა მომესმა.
- და რა ხდება რო?
- არაფერი, მოხვალ და გაიგებ - მობეზრებულმა მივუგე და უნდა გამეთიშა, რომ მოულოდნელად წამომცდა.
- მიდი რა ძმურად, ერთი ლამაზად გაფორმებული კალათა წამომიღე ცხელი შოკოლადედებით სავსე.
- და რათ გინდა რო ? - კიდევ განაგრძობდა ალექსანდრე ლაპარაკს, მაგრამ გავუთიშე და ტელეფონი იქვე ტუმბოზე გადავდე.
***
დილით ადრიანად გამეღვიძა და თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე, რომ მართა ბებიასთან სტუმრობა მიწევდა. მეშინოდა გეგას ნახვის, რადგან წინა დღეებისგან განსხვავებით ახლა მისი მწარე კომენტარები ჩემს გულში ჩააღწევდა და მატკენდა. იქნებ არ წავიდე? - წყალწაღებულივით ხავსს მოვეჭიდე, მაგრამ მაშინვე ანაბელთან საუბარი გამახსენდა და მივხვდი, წაუსვლელობა საბოლოო დამარცხებას ნიშნავდა. მიუხედავად იმისა, რომ კვირა იყო და დილიდანვე შემეძლო მართა ბებიასთან წასვლა, დილით ფეხი ავითრიე და ვეცადე დრო გამეწელა. სამწუხაროდ, მოსწავლეთა ნაშრომების გასწორებას მალევე მოვრჩი და ოთახისაკენ გავემართე მოსამზადებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ნოემბრის შუა რიცხვებია, მე უკვე ისე მცივა, რომ ზამთრის ტანსაცმელი გადმოვიღე, ეხ, ნეტა დეკემბერსა ან იანვარში რაღას ჩავიცმევ... ზამთრის სქელი შავი შარვალი და ნაცრისფერი ნაქსოვი ზედა გადმოვიღე, შარფიც შევუხამე და მართა ბებიას სახლისაკენ მიმავალ გზას დავადექი.
***
იმედია, ალექსანდრე მალე ჩამოვა და ხვალ უკვე თეკლეს ნახვას შევძლებ. როგორც იქნა გამოვუტყდი საკუთარ თავს, რომ თეკლესადმი გარკვეული გრძნობები გამაჩნია და სულ არ მინდა უცხო სახლში ცხოვრობდეს... ხვალვე წავალთ მე და ალექსანდრე და ბოდიშს მოვუხდი, რომ არ დაბრუნდეს ? - გამომეპასუხა მეორე მე... როგორ არ დაბრუნდება, ჩემთვის უარი ხომ არავის უთქვამს. - გულში სიამაყით გამახსენდა ჩემი წარსული და მაშინვე მომეშხამა გონება, როდესაც ჩემი ახლანდელი მდგომარეობა გამახსენდა...

--------------------------------------------------------
რა ვთქვა, არც ვიცი :( უბრალოდ მართლა სერიოზული მიზეზი მქონდა, რატომაც ვერ შევძელი წერა :( მერე, საერთოდ წერის მუზა დამეკარგა და ძლივს დავიბრუნე...მაპატიეთ თუ შეძლებთ და ,იმედია, კიდევ გახსოვთ ეს მოთხრობა, დღეიდან უკვე დავდებ ხოლმე და ,იმედია, თქვენს აზრებსაც გამიზიარებთ ♥



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე როგორ მომენატრა ეს ისტორია რამდენი ხანი ველოდი ამის დადებას უკვე იმედიც აღარ მქონდა რომ გააგრძელებდი და რომ იცოდე როგორ გამიხარდა რომ გააგრძელე... ძალიან მომწონს ეს ისტორია და უფრო დიდი თავები დადე რა გთხოვ... როგორც იქნა "ჯიუტი თხა" მოვიდა გონს და დააყენა საშველი ახლა ვნახოთ ჩვენი მასწავლებელი რას იზამს... მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს...

 


№2  offline მოდერი ლილიანა

მახსოვს რათქმაუნდა,მიყვარდა და მომწონდა,გამიხარდა რომ დავინახე
აბა შენ იცი არ დაიკარგო,
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი sllakhh

ძალიან...ძალიან გამიხარდა ახალი თავის ნახვა,იმედია კიდევ არ დაიკარგები...ისტორიაც ძალიან მომწონს♥♥

 


№4  offline წევრი nigita

ძალიან გამიხარდა ამ მოთხრობის დანახვა იმედია შემდეგ თავს დიდს დადებ და აღარ ვალოდინებ :D :D :D :D

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან გამიხარდა რო დავინახე ეს სათაური <3 იმედია მალე დადებ და ცოტა დიდი თავი იქნება თორე ეს არ მყოფნის:D:D

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

male dade ra da cota didebii

 


№7 სტუმარი Nana

Vaime rogor menatreboda es istoria male gaagrdzele <3

 


№8  offline მოდერი sopiko

მარიამ მე შენ ყოველთვის გაგიგებ! და იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ ♥ ამ ისტორიაზე ხომ ვგიჟდები. აი ასეთი ვირები, ჯიუტები და გაუგუნრები, რომ არიან მაგიტომ მიყვარს გეგა და თეკლა. უაზრო ფავმოყვარეობა, რომ გააჩნიათ, რადგან მეც ასეთი ვარ :-D ხოდა ეს მოთხრობაც ჩემია და რა ვქნა... იმედია აღარ ალოდინებ შენს სოფოს ♥

 


№9  offline წევრი marqetele

როგორ გამახარე ახალი თავი რომ დადეე <3 მალეე დადე შემდეგი თავიცც love love

 


№10  offline წევრი dadeshqeliani

მალევე გამახსენდა რადგან სვანეთზეა და საყვარლობაა feel აუცილებლად გაააგრძელე იცოდე fellow

 


№11  offline წევრი Be_the_ONE

ბავშვებო love თქვენ არ იცით თითოეული კომენტარით როგორ გამახარეთ და გამათბეთ love love love უძალიანესად დიდი მადლობა თქვენი თბილი კომენტარებისათვის, მეშინოდა, რომ აღარც გემახსოვრებოდათ "მი სი მალატ" და თურმე თქვენ გახსოვდათ და გენატრებოდათ lol მადლობა და იცოდეთ, რომ თქვენი კომენტარები უდიდესი სტიმულია ჩემთვის უფრო დიდი და თბილი თავისი დაწერისათვის :*

ხვალ დავდებ შემდეგ თავს, გპირდებით <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent