შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთავარია მოინდომო და მიზანს ყოველთვის მიაღწევ (6)


18-10-2015, 15:22
ავტორი sllakhh
ნანახია 3 187

ჩვეულებრივად გაიხსნა კაფე ისევ , ხალხის ნაკადი კი არ წყდებოდა
-ასე თუ გაგრძელდა ნამდვილად გადავიწვები ,თან სწავლა და თან ეს- საშინლად დაღლილი სახით შემომჩივლა სოფიმ.
-მერე მე აქ რისთვის ვარ?-საიდანღაც გამოყო თემომ თავი,როგორც ჩანს რაღაც წინ სვლა აქვთ
-შენ რა შუაში ხარ საერთოდ-დაუბღვირა სოფიმ და ყველანაირად შეეცადა მისი სიწითლე და ათრთოლებული ხმა დაემალა
-თავში ვარ და შენც კარგად იცი-ორ წამში დაფარა ის მანძილი რაც აშორებდა სოფისთან და რაც შეეძლო ისე შემოხვია ხელები
-ოჰოოო,ვატყობ ზედმეტი ვარ მე აქ...ჭკვიანად იყავით-სიცილით მივაძახე აწითლებულ სოფის და კმაყოფილ თემოს.
დარბაზში გავედი სადაც ზუსტად ახლა შემოვიდა კიდევ ახალი ორი კლიენტი, მათი სახის გამომტყველაბას,რომ შეგახედათ ეგრევე მიხვდებოდით თუ როგორი მხიარულები და პოზიტიურები იყვნენ,გაუზრებლად გადმომედო მეც მათი პოზიტივი და გულწრფელი მხიარული ღიმილით გავემართე მათკენ
-გამარჯობათ,რას ინებებთ-არც ამჯერად დამვიწყებია ჩემი კალამი და პატარა წიგნაკი.
-რას და კი არა და ვის ,იმას რაქვია ბატონ ანდრეას-ხარხარით ძვლივს გამცა პასუხი, ამის გაგონებაზე მეორეც აყვა და უკვე მთელ კაფეში ისმოდა მათი ხარხარის ხმა.ძნელი იყო არ გაგცინებოდა, მაგრამ მაინც დაბნეული ვიყავი მათი პასუხიდან გამომდინარე
-როგორ გამიცრუვდა იმედები,რომ მეგონა დღეს მაინც ვერ ვნახავდი თქვენს სახეებს -მოჩვენებითი დაბღვერით ჩაილაპარაკა საიდანღაც მოსულმა ანდრეამ.
-მოინდომა ბიჭმა ჩემს გარეშე დღის გატარება, არ გამოვა ანდიუშ-წვრილი ხმით დაიწყო და ბოლოს სიცილით ძვლივს დაამთავრა...მობეზრებულად აატრიალა თვალები
-ნუ გადარიეთ თქვეჩე*ა ხალხი ადით მეოერეზე-ახლა მე მომიბრუნდა...არ მიაქციო ყურადღება და ჰო კიდე სასმელი ამოგვიატენე.
-ეე,მოიცა ძმაო არასწორს ლაპარაკობ, ჩვენზე მეტად არავის არ უნდა მიაქციო ყურადღება, ჩვენ ვართ რაც ვართ...ჰო კაი კაი ავდივართ !-სიცილით მიბრუნდნენ და უკვე ანდრეას კაბინეტისკენ აიღეს გეზი.მეც შევტრიალდი ბარისკენ სასმელი ,რომ ამეღო და მიმეტანა.
- ბიჭებთან.
ნატალის შესვლის დროს უცებ გაჩუმდა ნიკა და ერთი სული ქონდა როდის გავიდოდა მისი კომენტარი ,რომ გაეკეთებინა, უხმოდ დადო სასმელი და ჭიქები მინის მაგიდაზე და ასევე გაიხურა ოთახის კარი.
-აუ ჩემი კაი თქვენ ძმობას ფიცავარ მინდა მე ეს გოგო რძლად(ნიკა)
-კაი ნუ გაა*რაკე რას ამბობ მართლა? ეგრე მეც კი მინდა ,მარა სადაა?(ანდრეა)
-სადაა და აქაა მოკიდე ხელი და მოიყვანე
-აუ ამას რა მაგარი *იგ აქვს, დალიე და ნუ ლაპარაკობ რა ბევრს-აგდებულად უთხრა ერეკლემ.
-ნატალისთან.
-რაიყო სოფ რა სახით ხარ?-ინტერესით ვკითხე ჩაფიქრებულ სოფის, რომელიც მგონი საერთოდ არ იყო აქ და არც ჩემი ხმა გაუგია...ხელი თვალების წინ ავუფრიალე და როგორც იქნა მივიქციე მისი ყურადღება-რახდებათქო?
-თემომ მიყვარხარო დაჩემი მინდა ,რომ გერქვასო-ძვლივს, ჩურჩილით თქვა სათქმელი და თვალებიდან ეგრევე ცრემლები გადმოუცვივდა, მეკიდე გაკვირვებული ვუყურებდი
-რა გატირებს ,შე სულელო..შენც ხომ მოგწონს
-არა, კიარადა..კი არ მომწონს..მეც მიყვარს..მაგრამ არ მეგონა,მასაც თუ იგივე გრძნობა ექნებოდა-ფეხზე წამოხტა და ჩამეფსკვნა, გახარებულმა სიცილი დავიწყე
-რა სულელი ხარ სოფიი... რა ჯობია მერე მაგას
-ჰოო...-ისევ ისეთი ხმით ამოილუღლუღა და ახლა ტირილის მაგივრად სიცილში ამყვა.
-ჰე,რას უცდი ახლა უთხარი აწი შენც
-ჰო,ჰო ვეტყვი.
მეგონა მე განვიცადე მის მაგივრად ის ემოციები რაც მასში იყო მოქცეული, ძალიან გამიხარდა მეგობრის ბედნიერება... ჰო მეგობრის ,სოფი ჩემი ის მეგობარი იყო რომელიც არასდროს არ მყოლია. ამისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი და ყველაზე ძალიან მიხარია მისი ბედნიერება.
ბოსის ბრძანებით კაფე შედარებით ადრე დაიხურა , მეც მეტი რა მინდოდა ეგრევე სახლში მივედი.
-მოკლედ, რა ...რა არის დედა ეს საერთოდ ვეღარ გნახულობ, ზეგ კიდე სწავლა გეწყება და მერე რა მეშველება მე- ჩემზე არანკლებ დრამატიზატორია დედაჩემი
-ოჰ რა გეშველება აბა ნწ ნწ...-სიცილით გავაქნიე თავი- მაგას ის გირჩევნია ყავა გამიმზადო,მანამდე წყალს გადავივლებ და მითხარი ,როგორ მიდის თქვენი საქმე..თან რაღაც უნდა გითხრა
პასუხს არ დავლოდებივარ პირდაპირ აბაზანისკენ ავიღე გეზი და მალევე გამოვედი..ამ ბოლო დროს ამას ძალიან მივეჩვიე, ასე არ გამოვა გავიფიქრე და ამაზე ისევ მარტო მე დავიწყე სიცილი.
მხიარულად გავედი სამზარეულოში ,ჩემი ადგილი დავიკავე და დაველოდე როდის იქნებოდა მზად ჩემი ყავა, არც ამას დაუგვიანებია და მალევე დამიდო ლიკამ წინ, მერე კი თვითონაც ჩემს წინ მდებარე სკამზე მოთავსდა
-ჰე აბა რახდება მიმიყევი..
-რა ხდება და ყველაფერი კარგი...ნამდვიალდ არ მოველოდი ასე კარგად თუ აეწყობოდა ყველაფერი,ზოგი უკვე მარტო ჩვენთან მოდის და ესენი სხვებს ასწავლიან ჩვენს მისამართს,მოკლედ ყველაფერი შესანიშნავად არის.
-ოჰ ოჰ , რააამბავში ყოფილხართ თქვენ, უი შენ ის არ იცი ჰო?-ნელის წასვლის ამბავი გამახსენდა და ლიკასაც ვუთხარი, არც ის დამვიწყებია აღმენიშნა ის ფაქტი ,რომ ორივეს ერთი და იგივე ბოსი გვყავდა, სასწაულია პირდაპირ
-უი ანდრეა დედა, ძალიან კარგი ბიჭია... რაღა გიჭირთ, მართლა ძალიან გამგები არის და ვიტყოდი ,რომ გაგიმართლათ კიდეც, როგორც ვიცი სხვა რესტორნებიც აქვს
-ჰო რავი, რაში მაინტერესებს ეგ...-აი რაც შეეხება კარგი ადამიანი არისო,რომ მითხრა გუნებაში გავიფიქრე ის არა სასიამოვნო შეხვედრები,რომ არა ალბათ მეც ეგრე ვიფიქრებდი მაგრამ იყო და რას ვიზამთ. ამიტომ საერთოდ არ მაქვს ანდრეაზე კარგი შთაბეჭდილება.
-ჰო შენ ხომ არაფერი არ გაინტერესებს, ტანსაცმელი მაინც თუ გაიმზადე ზეგისთვის ,თუ სად გეჩქარება ჯერ
-მართალი ხარ ..სად მეჩქარება ჯერ,წავედი მეე..-სიცილით ავდექი და კარგ ხასიათზე წავედი დასაძინებლად.
სამშაბათსაც ბევრი ხალხი იყო,რაც არც თუ ისე მაწყობდა მინდოდა ხვალ ცოტა დასვენებული და ადამიანური სახით მაინც მივსულიყავი უნივერსიტეტში.
-ნატალიი..
-ჰო სოფი
-მოკლედ, ბატონ ანდრეასთან ვიყავი ახლა..ასე მითხრა შეგიძლიათ დღეს წახვიდეთო დაისვენოთო...ხვალ საერთოდ არ მოხვიდეთო და ზეგ როდესაც გამოხვალთ სასწავლებლიდან მერე მოდითო და 11-ის ნაცვლად 8-მდე იყავით ხოლმეო..ხო კიდე ხელფასი მაინც იგივე გვრჩება
-ვაუუ..-მეტი არაფერი აღმომხდენია ბაგეებიდან გაოცებულს-მაგარია ეე... წავედიი-სიცილით ავიღეთ ნივთები და გავიხურეთ კაფის კარები.
სახლში რადგან შედარებით ადრე მივედი ლიკა არ დამხვდა... არც გამკვირვებია.
რამდენი ხანია სახლში ამ დროს და მარტო არ ვყოფილვარ, სამზარეულოსკენ გავიხედე, მერე კი იქეთაც გადავინაცვლე, მაცივარი გამოვაღე და პროდუქდებს დავუწყე თვალიერება... ჰმ, სკრაბი...ვსო გადაწყდა. სკრაბის სალათს გავაკეთებ.სხვა ინგრედიენტებიც გადმოვალაგე და კეთება დავიწყე , მალევე მქონდა მზად, გამზადებული სალათი კი მაცივარში შევდგი,ჯერ არ მინდოდა. საათს გავხედე კიდევ მქონდა დრო, უსაქმურობა რას არ გაგაკეთებინებსო და ახლა უვკე პიცის ცხობაც დავიწყე, გამზადებული შევდგი ღუმელში და ცდა დავიწყე როდის ინქბოდა მზად. მანამდე ჩემს ოთახში შევედი, კარადა გამოვაღე და ახლა ტანსაცმელს დავუწყე თვალიერება, ბოლოს გადავწყვიტე შავი მუხლს ამცდარი ერთიანა კაბა ჩამეცვა, ამავე ფერის კეტები და ბოლოს ის ვერ გადავწყვიტე ჯინსის ჟაკეტი მომეცვა თუ კლეჩატიანი პერანგი,ბოლოს მობეზრებულად ორივე საწოლზე დავდე და გადავწყვიტე ხვალ რომელიც პირველი მომხვდებოდა თვალში ის ჩამეცვა, ჰო ცოტა უცნაურია მაგრამ ამართლებს ხოლმე. აბა სად მაქვს ამაზე საფიქრალი დრო. როგორც კი სამზარეულოდან სუნი გამოვიდა ეგრევე სირბილით გავედი იქეთ, მივუსწარი, არ დამწვარა და მშვენივრად გამოიყურებოდა. ის იყო გამოვიღე ღუმელიდან და ჭრა უნდა დამეწყო სახლის კარი ლიკამ ,რომ შემოაღო
-ოჰ შენ ამდროს სახლშიხარ?
-დღეს ჰო..
-ახლა რა ექსპერიმენტები ჩატარე აქ?
-კაი რა ლიკა...რას უწუნებ ვერ გამიგია მშვენიერია, უბრალოდ გასინჯე ჯერ-გაბრაზებულ ,ნაწყენის მზერა მივიღე.
-არაფერს უბრალოდ სულ რაღც სასწაული გამოდის ან შემდეგ ხდება რამე
-ჰო კაი ეგ ადრე, ახლა აღარ-გავიბუსე და ლიკას სიცილიც დავიმსახურე
-კარგი კარგი-ხელები მაღლა აწია, მოდი ვნახოთ აბა ერთი რა გააკეთე.
სანამ საგერეო ტანსაცმელი გამოიცვალა და საშინაო ჩაიცვა მანამდე მე სუფრის გაწყობაც მოვასწარი და საშინლად კმაყოფილი ვიყავი ჩემი ნახელავით.
-ნუ ვაღიარებ გისწავლია ..
-არაფერიც, მანამდეც ვიცოდი რა
-ისევ ისეთი ბუტია ხარ დეე რაც იყავი-თბილი ხმით მითხრა ლიკამ
-ჰო აბა რა...აბაზანაში შევალ და ადრე დავიძინებ,როგორც იქნა იწყება ხვალ სწავლა..
-კაი მიდი ავალაგებ მე.
ორ საათიანი ბანაობის შემდეგ ვიკადრე და გამოვედი. როგორ მეზარებოდა თმების გაშრობა,მაგრამ ასე რომ არ მექნა ხვალ უარესად გამიჭირდებოდა, წვალებით გავიმშრალე და დავისწორე თმები, როგორც იქნა გამოვრთე ფენი, კარებიდან მოჭუტული თვალებით გადავხედე საწოლს, მანძილი გავზომე , ფეხი გადავდგი ერთი ორი და ჰოპ- როგორც ბავშვობაში ისე დავეხეთქე საწოლს და სიცილი დავიწყე, მართალია ლიკა რას ვერჩი არ იქნება ჩემი საშველი.
დილით მონდომებით წამოვხტი ფეხზე არჩეული შავი კაბა გადავიცვდი, კეტებიც მივაყოლე და თვალებ დახუჭულმა გავიშვირე ხელი იქეთ საითან ორი მოსაცმელი იდო. თვალები,რომ გავახილე ხელში ჯინსის შემრჩა, ამიტომ გადაწყდა მას ვიცმევ, თმები ჩამოვივარცხნე ჩანთას ხელი დავავლე და შემართებით გავედი სახლიდან.
ხალხი ერთმანეთში ირეოდა, ზოგი სად მიდიოდა და ზოგი სად. ყველა მის საქმეზე მისწრაფვოდა. ზოგიც უდარდელად იდგნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ.
შენობაში შევედი და ჩემი აუდიტორიის ძებნა დავიწყე. როგორც იქნა მივაგენი და შიგნით შევედი, უკან დავიკავე ადგილი და დაველოდე როდის შემოვიდოდა ჩემი მომავალი ლექტორი. მანადმე კი აუდიტორია ივსობოდა ბავშვებით.
ლექტორმაც არ დაიგვიანა, პირველი დღე გაცნობით დაიწყრო და გვითხრა მომდევნო დღეებიდან უვკე სერიოზული მუშაობა მოგვიწევდა. დაღლილობს რა გითხრათ, მაგრამ საშინლად კარგ გუნებააზე მყოფმა დავტოვე იქაურობა,სანამ სახლში მივიდოდი გზაში სოფის დავურეკე და ამბები ვკითხე,მანაც იგივე მითხრა და ხვალამდე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.ლიკას სალონთან ჩამოვედი და შიგნით შევედი, სვეტამ დიდი ხნის უნახავივით ჩამიკრა გულში,ლიკამ კი მომლოდინე თვალები მომაბყრო, მეც მოკლედ მოვუყევი და იქვე პუფში ჩავჯექი.ბოლომდე დაველოდე და ერთად ვაპირებდით სახლში მისვლას
-სვეტაჩკა ამო ჩვენთან ,ავღნიშნოთ დღევანდელი დღე
-შესანიშნავი იდეაა,მიდი დაკეტეთ მარკეტში გავალ რაღაცეებს ვიყიდი
ის იყო დავკეტეთ მათი სათაო ოფისიდან ანდრეა ,რომ გამოვიდა ჯერ ლიკა მოიკითხრა მერე ჯერი ჩემზეც დადგა:
-როგორ ჩაირა პირველმა დღემ-რა თავაზიანობაა, ალბათ დედაჩემთან ერთად ,რომ ვარ მაგიტომ იქცევა ასე, მეც უზრდებილივით ხომ არ მოვიქცევი და არანაკლბ თავაზიანობით მივუგე
-მადლობთ ბატონო ადნრეა, შესანიშნავად ჩაირა.
სახლში მისულმა გამასპინძლება მე ავიღე ჩემს თავზე და ყველაფერი ისევ მე გავამზადე , გვიანობამდე ლაპარკობდნენ მეც ვერთვებოდი მათ საუბარში და დრო და დრო წითელ ღვინოს ვსამდი.
მეორე დღეს უკვე მოგვცეს სასწავლი. ყველა ლექციას დავესწარი და შემდეგ გეზი კაფისკენ ავიღე, დაღლას საერთოდ არ ვგრძნობდი თან დრო სოფისთან ლაპარაკით გამყავდა. ადრე გამოვედით იქედან,როგორც ბოსმა გვითხრა და სახლებში წავედით. მალევე ვისწავლე და მერე ტელევიზორის ყურება დავიწყე.
ორი კვირა ასე გავიდა, კაფეში ხშირად მოდიოდნენ როგორც მივხვდი ანდრეას ძმაკაცები და ჩვენს გამხიარულებასაც ასწრებდნენ.
დღეს ძალიან ,ძალიან ბევრი ხალხი იყო და საშინლად დაღლილი ვიყავი, ამდენი ხანია ასე აღარ დავღლილვარ ,კიდევ კარგი ხვალ კვირაა და ვისვენებ.
კარი ღია დამხვდა და მისაღებ ოთახისკენ ავიღე გეზი, შესულს კი საშინელი სიტუაცია დამხვდა:ლიკა და სვეტა, ორივე ერთმანეთზე უარესი განადგურებული სახით ,ორივეს ხელში ერთჯერადი სელპაკები და ცრემლებით სავსე თვალები.
შეძრწუნებული ხმით ძვლივს გავბედე და ვიკითხე
-რამოხდა?
-ყველაფერი, საერთოდ ყველაფერი წაიღეს, ყველაფერი თავიდან უნდა შევიძინოთ, ამ თვის გადასახდელიც არ გვაქვს და არც ის თანხა რომელიც მევალესთვის უნდა დაგვებრუნებინა...
-მოიცათ, რა ... რა მოხდა, კი მაგრამ ეგ როგორ?
-აი ასე ჩვეულებრივად, ყველაფერი დალეწილი იყო,გაგვქურდეს, ახლა რა ვქნათ-ისტერიკული ტირილით მომიგო სვეტამ
-გამოუვალ მდგომარეობაში ვართ- არანაკლებ დღეში იყო ლიკა.



№1  offline წევრი dreamer777

აუ ძაან მაგარია <3 დადე რა დღეს კიდევ

 


№2  offline წევრი sllakhh

dreamer777
აუ ძაან მაგარია <3 დადე რა დღეს კიდევ

თუ მოვასწარი დაწერა დავდებ ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent