InkeD #11
დღეები გადიოდა...ვერც კი გავიაზრე როგორ გავიდა ჩემი გათხოვებიდან 2 კვირა. არცერთი ზარი მშობლებისგან.არც გიო დამკავშირებია. უბრალოდ ახლა ჩემი ოჯახი იყო თემო,გეგი და ანო. ყველაფერი სხვაგავრად იყო. ალბათ ყველაზე განსხვავებული ის იყო ამ ოჯახში რომ აქ სიყვარული იყო შიშის ნაცვლად. ყოველ წამს უფრო და უფრო მიყვარდება და მე ამას მთელი სულით ვგრძნობ. სიტყვები არ მყოფნის იმის აღსაწერად რაც ჩემში ხდება. ხანდახან უბრალოდ ვჯდები და ვფიქრობ იმაზე ვიმსახურებდი თუ არა ამხელა ბედნიერებას. კვლავ გავთბი ჩვენი საძინებლის ფანჯრიდან შემოპარული მზის სხივებით. თვალები ნელა გავახილე და ტატუებით ავსებულ მის ზურგს მივაჩერდი. გამეღიმა მარცხენა ბეჭძე მიწერილი თარიღების დანახვისას. ჯერ მხოლოდ ორი თარიღი იყო-გაცნობისა და დაქორწინების. მახსოვს პირველად რომ ვნახე მთელი საათვი ვტიროდი და ვეხვეოდი თემოს. ოდნავ წამოვიწიე, ტუჩები ფრთხილად შევახე მის ბეჭს და საწოლიდან ფრთხილად ავდექი. ნაცრისფერი ლამაზი მატერია უხმაუროდ გადავწიე და საძინებელში უკვე თამამად შემოვუშვი ანცი სხივები.ხედიც თემოსეული გვქონდა. ჩემ წინ შეუვალი ტყის ხედი იყო გადაშლილი. უკვე გაყვითებულ ფოთლებიანი ხეები. ძირს დაყრიი ხრაშუნა ფოთლები,მაგრამ მაინც,როდესაც წინ გავიხედე მზერა მიმეყინა კვლავ ამაყად და შეუვალ ნაძვებზე,რომლებიც არაფრის დიდებით არ თმობდნენ მათ ხასხასა ფერებს. ზაფხულის და თავად სიცოცხლის ფერს! მომინდა იმ წამს გავქცეულიყავი და იმ ორ ნაძძვისთვის მთელი ძალით შემომეხვია ხელები. ისინი ხომ ჩემთვის დიდ რამესთან ასოცირდებოდნენ, მატ შემხედვარე ვრწმუნდები რომ არასდროს არ უნდა დანებდე და მუდამ ისე უნდა გააკეთო ყველაფერი,როგორც თავად გსურს. ისინიც ხომ არ ემონებიან წელიწადის დროებს.მაინც ხომ არ თმობენ ფერებს და მაინც ხომ არ ნებდებიან. ფიქრებში წასული თბილი ხელების შეხებამ გამომაფხიზლეს. -დილა მშვიდობისა-ოთახში გაისმა მისი ძილისაგან დაბოხებული ხმა. -დილა მშვიდობისა-უცებ მივბრუნდი მისკენ და ხელები კისერზე შემოვაწყე. შემოდგობის მზის სინათლეზე კიდევ უფრო სიყვითლე შერეული მომეჩვენა მისი ნაცრისფერი თვალები. მისი ჩემი თვალები. ფრთხილად შევეხე მის ტუჩებს და შემდეგ ცხვირზე ვაკოცე. როგორ მიყვარს მისი ცხვირი. რამდენჯერ დავმუქრებივარ მოგაჭამ-თქო. -იდეა მაქვს შავტუხა-წარბები აათამაშა მან. -გისმენ.-უფრო ახლოს მივიწიე მისკენ და თავი მის კისერში ჩავრგე. ჯერ ერთხელ ვაკოცე ხელში, შემდეგ მეორედ. -მმ...-გაინაბა თემო.-მოკლდედ- კიდევ ერთხელ ვაკოცე და კვლავ გააკანკალა-ახლა ჩაიცვამ და-ისევ გააკანკალა-მე და შენ ტყეში ჩავალთ-მითხრა მან. მეც მისი იდეით კმაყოფილმა საფირმო კოცნა დავუტოვე ყელში და თავი ავწიე. -მომწონს-გავიცინე მე. -ხო და სწრაფად გაემზადე-მითხრა მან და ლავიწზე ისე მაკოცა მთელ სხეულში ჯერ გამაცია და მერე ცეცლი მომიკიდა. ხელებიდან დავუსხლტი და სწრაფად გავემზადე. თვალს ვაპარებდი მისკენ და ვხედავდი როგორ ეღიმებოდა ყოველ ჩემს მოძრაობაზე. სიცილით გამოვიხურეთ სახლის კარი და ეზოში ჩავედით შემდეგ კი ნელა გავუყევით ტყისკენ გზას. ერთმანეთზე ჩახუტებულები. -ივლიტა...-წარმოთქვა ჩემი სახელი დაბალ ტონალობაში. -ჰო ავხედე ზემოთ მე. -მიყვარხარ-მითხრა მან. -მეც მეც მეც-უფრო ძლიერად ივეკარი გულზე და ტყეშიც შევედით. აქედან ყველაფერი კიდევ უფრო ლამაზი იყო. უცებ მივბრუნდი და ზემოთ ავიხედე. -თემო...-ხელით მოვაბრუნე უკან. -გისმენ-ახლოს მოვიდა ჩემთან. -შეხედე... აი ჩვენი საძინებლის ფანჯარა-აღტაცებულმა გავიშვირე თითი მე და გამეცინა. -აჰაჰ-გაეცინა თემოს და გაშვერილ თითზე მაკოცა. -წამოდი-ხელი ჩამჭიდა და გაიქცა. მეც სიცილ-კისკისით მივყვებოდი. მხოლოდ ჩემი კისკისის და ფოთლების შრიალის ხმა ისმოდა. და მაინც რა მშვენიერი იყო ყველაფერი. უცებ შეფერდა თემო და მეც გავჩერდი. თვალები შემომხედა -დაჯექი- მითხრა მან და მეც მაშინვე ჩავჯექი ხის ძირში მას მივაპყარი მზერა. ისიც ჩემ წინ ჩაიმუხლა. უცებ მოხვეტა ხელებით ოქროსფერი ფოთლები და წამში დაგვათოვა თავზე ოქროსფრად. მე სიცილს ვერ ვიკავებდი. პირზე ხელები ავიფარე და ცრემლიანი თვალებით ვუყურებდი ზემოდან მონარნარე ოქროსფერებს. თემო ჩემკენ მოიწია და მაკოცა. -ჩვენი პირველი შემოდგომა-მიცურჩულა მან და ზედ ჩემ ბაგეზე გაეღიმა. ისევ ცვიოდა ფოთლები... უამრავი ფოტო გადავიღეთ მე და თემომ. მერე ისევ დავსხედით ხის ძირში და მასზე იხუტებული გადავყევვი ფოტოებს. ყველგან ვიცინით,ყველგან. საღამომდე ვიწექით შუაგულ ტყეში,ოქროსფერებზე და ვუყურებდით ცას. ვუყურებდით როგორ იმალებოდა ნელ-ნელა ზე და მერე ჩვენც შებინდებისას სახლში წამოვედით. სადარბაზოსთან დავიწუწუნე,როდესაც ჩვენი გაფუჭებული ლიფტი გამახსენდა. -ჩემი წუწუნაო-ერთი ითხრა სიცილით და მაშინვე ზურგით შებრუნდა და ამოხტიო ანიშნა. მეც უცებ შევასკუპტდი ზურგზე და მე-8 სართულზე ასე სიცილით და კისერში კოცნით ამიყვანა. სახლში კვლავ ჩენი სიმყუდროვის სუნი იდგა და კვლავ ფილტვების დახეთქამდე ჩავისუნთქე. უცებ გავაკეთე ტოსტერები და აივანზე პლედებში გახვეულმა ვივახშმეთ. გვიანობადე ვისაუბრეთ ათას რამეზე. მომდევნო დღეს ხომ სკოლაში ვბრუნდებოდი. თემოს რჩევით კვლავ ჩემ სკოლაში ვივლი. მითხრა რომ გამიჭირდებოდა ახალ გარემოსთან შეგუებას და შემპირდა რომ ყოველ დღე თავად მატარებდა სკოლაში. მეც დავთანხმდი,რადგან მართა გამიჭირდებოდა ანოსთან განშორება. იმ ღამესაც მის მკლავებში მომწყვდეულმა დავიძინე. დილით სახეზე ჩხვლეტამ გამომაფხიზლა.ჯერ ერთ ლოყაზე,მერე მოერეზე, ცხვირხე,ნიკაპზე. ის-ის იყო შუბლზე უნდა ეკოცნა თვალები რომ გავახილე. თავი ოდნავ წამოვწიე და უცებ ვაკოცე ყელში. -ჩემი ძილისგუდა-გამიცინა მან და ახლა ყელში მაკოცა. -ჩემ ქმარუკას წვერი აქვს გასაპარსი-ხელებით მივეფერე წვერზე. -ოხ... და ჩემ ცოლს რომ სკოლაში აგვიანდება?--წარბები აათამაშა მან. -ვაიმეეე.-წამოვიყვირე მე და საწოლიდან წამოვხტი. -თემო! რატომ არ გამაღვიძე-ვჯუჯღუნებდი მე. თემო კი საწოლზე წამომჯდარიყო და იცინოდა. -რა გაცინებს?-ვკითხე გაკვირვებულმა. ის კი გაუჩერებლად იცინოდა და თითით მაჯის საათზე მანიშნებდა.მეც უცებ დავხედე საწოლის გვერდით მდგარ საათს და უცებ გამოვუშვი ნესტოებიდან ბოლი,როდესაც გავაანალიზე რომ ჯერ მხოლოდ შვიდის ნახევარი იყო. ერთი გავხედე გადაწითლებულ თემოს და სააბაზანოს მივაშურე. 15 წუთში თმის მშრალებით გამოვედი და საძინებელში რომ არ დამხვდა იატახს რაც შეიძება უხეშად გავუსვი ჩუსტები რათა მიმხვდარიყო რომ გამოვედი. არც კი შემოსულა საძინებელში. თაც გავიმშრალე,ჩავიცვი და მისაღებში გავედი. არც იქ დამხვდა. ცოტა გამიკვირდა და ახლა სამზარეულოს მივაშურე იქ კი მაგისადთან მდგარი თემო დამხვდა. ჩემი საყვარელი კრუასანებითა და მალინის ჩაით. იდგა და მომღიმარი სახით მიყურებდა. მის შემხედვარემ ღიმილი ვეღარ შევიკავე. მასთან მივედი და მთელი ძალით მოვეხვე. -აი ამიტომ გაგაღვიძე ადრე-გამიღიმა ან და დღის პირველი კოცნით დამაჯილდოვა. კვლავ მომღიმრებმა ვისაუზმეთ და შემდეგ სახლიდან გავედით. გზაში კვლავ ვსაუბობდით საომავლო გეგმებზე. ჩვენ საძინებელში კარადის შეცვლა გვინდოდა. ორივეს არ გვყოფნიდა და... როგორც კი მშობლიურ რაიონს მივადექით უცნაური გრძნობა დამეუფლა გზად ჩემი სახლისაკენ გამექცა თვალი. ჩემს ოთახში სხვა ფარდები ეკიდა. ეს იმის მანიშნებელი იყო რომ მამამ ოჯახში ჩემი არსებობა წაშალა. ისე ჩემს ოთახს არავინ დააკარებდა ხელს. თემომ მანქანა სკოლის წინ გააჩერა და გადმომყვა. ანოს დავურეკე და დაბლა ჩამოვიდა. ორივეს თბილად გადაგვეხვია. ისეთი გახარებული იყო. თემო მომეხვია, მაკოცა და წავიდა. მითხრა რომ სკოლიდან ანოსთან წავვსულიყავი და იქ მომაკითხავდა სამსახურის შემდეგ. სკოლაში შესულმა ვიგრძენი ყველას მზერა ჩმკენ რომ იყო მოპყრობილი. ყველა მიწუნებდა ნაადრევ ასაკში გათხოვებას. მე? განა მე ვაპირებდი ამას? არა! მაგრამ ის რაც ჩემ ოჯახში ხდებოდა... რომ არა ჩემი და თემოს ქორწინება არ ვიცი რა იქნებოდა. ახლა კი,როდესაც მე გათხოვილი ვარ სრულიად არ ვნანნობ ამ ნაბიჯს. მე ბედნიერი ვარ! მასწავლებლები მთელი დღის განმავლობაში საზიზღარი მზერით მიყურებდნენ და აგდებულად მელაპარაკებოდნენ. ჩემთვის ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა... გაკვეთილების შემდეგ მე და ანო ერთად გავუყევით ანოს სახლისკენ გზას. ნინო დეიდამ ძალიან თბილად მიმიღო. მომილოცა გაბედნიერება. მას ყოველთვის ესმოდა ჩემი და ყველაფერში მხარს მიჭერდა. მახსოვს რამდენჯერმე შეეკამათა კიდეც მამაჩემს. ნინო დეიდასთან ერთად ყავას ვსვავდით,როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. ნინო დეიდამ გააღო და რომდენიმე წუთში კარში მდგარი დედა დავინახე. ფეხზე წამოვდექი გაოგნებისაგან. ისეთი შეცვლილი იყო. ჩაცვენილი თვალებით. შესამჩნევად გამხდარი, თმა შეუღებავი. სულ ჩამქრალი იყო მისი ლამაზი მწვანე თვალები. წამში ჩაუცრემლიანდა თვალები. ხელში მაგრად დაჭერილი ჩანთა გაუვარდა და მარჯვენა ხელი პირზე აიფარა. მეტი ვღარ გავძელი მისკენ გავიქეცი და ძლიერად მოვხვიე ხელები. -დე...-ამოვიტირე მე. -შვილო-გავიგე მის ჩახრეწწილი ხმა და ვიგრძენი მისი მოკანკალე ხელები ჩემ ზურგზე. არ ვიცი რამდენ ხანს ვტიროდით ასე ერთმანეთზე ჩახუტებულები,მაგრამ გონს კარზე კვლავ ზარის ხმამ მომიყვანა. იქვე მდგარმა ნინო დეიდამ მაშინვე გააღო და სახლში თემო შემოვიდა. დავინახე როგორ ი გაკვირვებული იყო ჩვენ შემხედვარე. მე დედას ოდნავ შევუშვი ხელები. დედა თემო დაინახა და მერე კვლავ მე გამომხედა. თემოსაკენ დაიძრა და მე ნერვიულობამ მიმატა. მის წინ გაჩერდა. რამდენიმე ხანს თვალებში უყურა,შემდეგ კი ყველასათვის მოულოდნელად მთელი ძალით ჩაიკრა გულში. თემომაც მაშინვე მოხვია ხელები. ე ვიდექი და ვტიროდი. ვუყურებდი თემოდ და დედას და უბრალოდ ვგრძნობდი დიდ ბედნიერებას. იმ საღამოს ვისაუბრეთ და დედამ გვითხრა რომ ჩენ გვერდით იყო. გვიურვა ბედნიერება და შეგვპირდა რომ აუცილებლად გვესტუმრებოდა ჩვენ სახლში. იმ ღამით განსაკუთრებულად მშვიდად მეძინა. სასწავლო კვირა მალევე გავიდა. მთელი ამ კვირის განავლობაში სკოლიდან ანოსთან ისულს დედა იქ მხვდებოდა. საოცრად თბილი მეჩვენებოდა. ძალიან იყო შეცვლილი. ასე არასდროს მეფერებოდა და მესაუბრებოდა. შაბათს დილით დედამ დამირეკა და გამაფრთხილა რომ ჩვენთან მოდიოდა. აშინვე დავტრიალდით მე და თემო. ანოს და გეგისაც გავაგებინეთ და საღამოს ოსვლაზე სვუთანხმდით. მე თემოსთან ერთად რამოდენიე კერძის მზადება დავიწყე. სახლში შესანიშნავი არომატი იდგა. თემოს ბოლო კერძიც გავასინჯე და შექების სახით ტკბილი ამბორით დამაჯილდოვა. ჯერ ისევ არ იყო ჩემ ბაგეებს მოწყვეტილი რომ ზარის ხმა გაისმა. -მოვიდაა.-მოვშორდი თემოს ტუჩებს და გულზე მივეკარი. თემომ ხელი ჩამჭიდა და ერთად წავედით კარის გასაღებად. კარს მიღმა გაღიმებული დედა დაგვხვდა რამოდენიმე ჩანთით დატვირთული. -კეთილი იყო სჩემი ფეხი-გავიგე მისი სათნო ხმა და სახლში შემოვიდა. დავინახე როგორ უბრწინავდა თვალები. -დე ეს ამდენი ჩანთები რა არის?-გაკვირვებულმა ვკითხე მე. -შენი საყვარელი ნივთები მოგიტანე დე. ვიფიქრე გენდომებოდა შენ სახლში გქონოდა ისინი-გამიღიმა მან. -მადლობა დე.-მაგრად ჩავეხუტე მას.-ხომ დარჩები დე დღეს?-ვკითხე მას. -თუ გინდა დავრჩები ჩემო ლამაზო-შუბლე მაკოცა მან. დედას სახლი დავათვალიერებინე, შემდეგ ერთად გავაწყეთ სუფრა და ანო და გეგიც მალევე მოვიდნენ. ერთად მივუსხედით სფრად და გემრიელად მივირთვით. დედა მოგვიწონა მე და თემოს ნახელავი. გვიან წავიდნენ თეო და ანო. მათაც ვეხვეწე დარჩენილიყვნენ,მაგრამ ხელები გაასავსავეს. დედას ძილინებისა ვუსურვე და ჩვენს საძინებელში შევედი. თემოს გვერდით მივუწექი და ხელები მაგრად შემოვხვიე. თავი ჩემს კისერში ჩარგო და რამდენჯერმე მაკოცა. შემდეგ ბაგეზე დამეწაფა და თვალებში შემომხედა. -მასთან წადი-გამიღიმა თემომ. თვალები ამიცრემლიანდა.მაგრად მოვხვიე ხელები. ვაკოცე და დედას ოთახში შევედი. -რახდება დე შვიდობაა?-გავიგე მისი ნამტირალევი ხმა, -თემომ გამომიშვა დედასთან დაიძინეო-გამეღიმა მის საწოლთან მდგარს.-დამაწვენ შენთან? -ვკითხე ღიმილით. მან საბნის ნაპირი ასწია და მანიშნა მოდიო. მეც გავიქეცი და უცებ შევხტი საწოლში. დედიკოს გულზე ედო თავი და მის გულის ფეთქვას ვუსმენდი. გვიანობამდე ვგრზნობდი როგორ მეფერებოდა თმაზე და ძალიან,ძალიან ჩუმად რაღაცეებს მეჩურჩულებოდა,მაგრამ მე ვერ ვიგებდი. იმ ღამით აოცრად ბედნიერს დედის ალერსში ტკბილად ჩამეძინა. ............................................ დიდ ბოდიშს გიხდით ასე დაგვიანებისათვის. უბრალოდ ისეთი ვითარება იყო რომ... იმედი ამოგეწონებათ. ვეცდები მალე დავდო. სიყვარულით თქვენი ელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.