მაჩუქე სიყვარული (14)
-რატომ დადიხარ შუა ღამით ფეხით? მანქანა გზის განაპირას გადააყენა და გამკაცრებული სახით გამომხედა, მისკენ არ გამიხედავს, ახლა უბრალოდ დასვენება მინდოდა.. -მიპასუხე ელენე. -სახლში წამიყვანე. -ელენე.. ხმა დაუთბა და ხელებზე შემახო მისი თბილი თითები, ერთიანად გამაჟრჟოლა და დამბურძგლა, თუმცა იმდენად მოთენთილი ვიყავი ფიქრის თავიც კი არ მქონდა. როცა მივხვდი რომ კითხევბით დამახრჩობდა მანქანაიდან გადმოვედი და გზას გავუყევი, ბუნდოვნად მესმოდა როგორ მიყვიროდა და მერე ვიგრძენი როგორ ჩამჭიდა მაჯაში ხელი, მეორე ხელი წელზე მომხვია და ორიოდე წამში ზედ ვყავდი აკრული, ერთიანად გავთბი, ხელი გულზე დავადე და უკიდეგანოდ შავ თვალებში ჩავაჩერდი.. ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს დანარჩენ არაფერს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ახლა მასში ადამიანს ვხედავდი, ჩემსავით მარტოსულს, რომელსაც თანადგომა და სითბო სჭირდებოდა , ახლა არც წყენას ჰქონდა მნიშვნელობა, არც ბრაზს, ახლა ორი რამე იყო მნიშვნელოვანი , ის რომ, ერთმანეთის სიახლოვით ვტკბებოდით და ის ,რომ ამჯერად აღარ გავურბოდით გრძნობებს, ვუყურებდი თვალებში და ვფიქრობდი, ვფიქრობდი მხოლოდ ჩვენზე, იმაზე თუ რას გრძნობდა იგი, თუმცა ამასაც არ ჰქონდა მნიშვნელობა "დატკბი ამ წუთებით" ჩამესმოდა მეორე მე-ს ხმა და მართლაც რომ ვტკბებოდი, სიცივესაც ვეღარ ვგრძნობდი მის მკლავებში განაბული.. -მანქანაში ჩავჯდეთ. ლოყაზე თბილი თითების შეხებამ დამაბრუნა დედამიწაზე, თავის ტორებში ჩემი თითები მოიქცია და მანქანაში ჩამსვა, შემდეგ თვითონაც მძღოლის ადგილი დაიკავა და ისევ თვალებში მომაჩერდა "ღმერთო, მაჰიპნოზებს ეს ადამიანი" თავისი თითები ლოყაზე ჩამომისვა და არაამქვეყნიური ღიმილით დამაჯილდოვა, მაშინ მივხვდი რომ სამყარო ისევ ჩემს ირგვლივ იწყებდა ტრიალს, მიხვდვი რომ ყველაფერი ახლიდან იწყებოდა, დროც ხომ იყო რომ უკვე დაწყებულიყო? -ეხლა სახლში წაგიყვან კარგი? მერე საათს დახედა და ისევ მე მომიბრუნდა -წამლების მიღების დროს გადასცდა . ჩაიღიმა და მანქანა დაქოქა. მთელი გზა ჩუმად ვიყავით,მთელი ღამის უძინარს სავარძელზე თავი დავადე და ღრმად ჩამეძინა ****ალექსანდრე -ვაიმე შვილო, რა მოუვიდა ჩემს გოგოს? შეცბა ლალი როდესაც ელენე ჩემს ხელებში მოქცეული დაინახა -არაფერი, სძინავს. ჩემს სიტყვებზე ჩაეღიმა და საძინებლისკენ გამიძღვდა, ელენე მივაწვინე, ადიელა გადავაფარე და ჩუმათ გამოვკეტე ოთახის კარი. -ყავას ხომ დალევ შვილო? -არა , ქალბატონო, წავალ ჯობია. -არა, რას ამბობ შვილო. ერთი ჭიქა ყავა დავლიოთ და მერე წადი. -კარგით. კრემისფერი კედლებიდან იმხელა სითბო იღვერობდა, შეუძლებელი იყო უარი მეთქვა, მისაღებში დიდ კედელზე საოჯახო სურათებისთვის ლამაზი დიდი კუთხე იყო გამოყოფილი, შავ -თეთრ სურათებში ბევრი ახალი და ბევრიც პატარა ბავშვების სურათები ირეოდა, შუაში მოქცეულ , ორი პატარა ბავშვის სურათს ჩავაჩერდი, ორი ანგელოზის, რომლიდანაც ერთ -ერთში ელენე ამოვიცანი -ჩემი ნათია და ელენე. ხელები გულზე შემოილაგა ლალიმ და მომღიმარი სახით ჩააჩერდა სურათს. -მოდი,მოდი დაჯე შვილო გაცივდება ყავა. სავარძელში მოვკალათდი და ფინჯანი ახლოს მოვწიე -ეს ელენეს გამომცხვარია, აბა გაუსინჯე გემო . შოკოლადის ნამცხვარი დაჭრა და დიდი ნაჭერი თეფშზე გადმომიღო. -უგემრიელესია. მართლაც რომ ძაან ჰაეროვანი და რბილი ნამცხვარი იყო.. -უკაცრავად, ქალბატონო ლალი, რაღაცის კითხვა მინდოდა.. ფინჯანი მაგიდაზე დავაბრუნე და მის გვერძე ჩამოვჯექი დივანზე. -ელენეს მშობლები სად არიან? ცოტახანი დუმილის შემდეგ ვკითხე, სახე ერთბაშად დაუდარდიანდა, სევდა ჩაუდგა თვალებში, იმწამსვე ვინანე რომ ვკითხე -2 წლის წინ, ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. ცოტახანს კიდევ ვისაუბრეთ, ელენეს და ნათიას ბავშვობაზე მელაპარაკებოდა, მერე გამოვემშვიდობე და მაქნაანში გაღიმებული ჩავჯექი "რახდება ჩემს თავს. უგონოდ შეყვარებული ვარ" ცოტახანი სულელივით ღიმილის შემდეგ თავს ძალა დავატანე და მანქანა დავქოქე.. უფ, ეს ირაკლი და ნონაც როგორ გადაიკარგნენ " *** იმ საღამოს ელენე ცუდათ რომ გახდა ნონამ ირაკლის დიდი სიურპრიზი გაუკეთა, და როდესაც მამაკაცმა გაიგო რომ ნონა ორსულად იყო ცრემლები ვერ შეიკავა, თავი ყველაზე ბედნიერ ადამიანად იგრძნო იმწუთას..მთელი ღამე ერთობოდნენ, მერე სტუმრების დაცლის შემდეგ მარტო დარჩენილნი ერთმანეთს მოეალერსნენ, ხარბად უკოცნიდა ნონას მონატრებულ ტუჩებს მამაკაცი და თან ხელს მის მაისურის ქვეშ აცურებდა, წამებში ზევიდან მოექცა ვნებისგან ათრთოლებულ ქალს და ბოლო ნაჭრებისგანაც გაანთავისუფლა, ცოტახანში ვნების ჩუმი ძახილიღა აღმოხდათ და გადაღლილები ერთმანეთზე მიესვენენ ნონა მამაკაცის გულ-მკერდზე თლილი თითებით რვიანებს ხაზავდა და მშვიდად სუნთქავდა, თავი უკვე დაცულად ეგრძნო, ირაკლის თვალები მიხუჭული ჰქონდა მაგრამ არ ეძინა, საშინლად ღრღნიდა სინდისი, არ იცოდა როგორ ეთქვა ნონასთვის, მაგრამ ხომ უნდა ეთქვა, ხომ არ შეიძლებოდა ამის დამალვა ,მერე ისევ პრობლემები შეექმნებოდათ და ჯობდა ახლავე სცოდნოდა ქალს. ნონა ფრთხილად წამოიწია და ჯერ ქვედა ტუჩი მერე ზედა ტუჩი ნაზად დაუკოცნა ირაკლის, მამაკაცმა ჭყიტა თვალები და ანერვიულებული საწოლზე ჩამოჯდა, ნონამ თხელი ზეწარი მკერდზე აიფარა და მამაკაცს უკნიდან აეკრო. -რა მოხდა საყვარელო? ყურთან ჩასჩურჩულა, ამან უფრო მეტად დაასევდიანა მამაკაცი, არ უნდოდა ეს წუთები გაეფუჭებინა თუმცა, თუ ახლა ვერა, მერე ალბათ საერთოდ ვერ ეტყოდა -ნონა, რაღაც უნდა გითხრა , მაგრამ გთხოვ, ბოლომდე მომისმინე. სახეზე დაეტყო ქალს ანერვიულება, წამების წინ სიყვარულისგან აგიზგიზებულ თვალებს ცრემლები დასტყობოდა -რა მოხდა.. ღრმად ამოისუნთქა და თხელი ხელები მოაცილა ირაკლის -იმდღეს რომ მთხოვე, ცოტა დრო მომეციო,// გახსოვს? ნაწყენი ვიყავი შენზე და, სხვასთან ვიწექი ნონა. ბოლო სიტყვები დიდი პაუზის შემდე თქვა და თავი ხელებში ჩარგო . რა დაემართა ნონას? თითქოს ყველა იმედი და გრძნობა ერთიანად ჩაემსხვრა, თითქოს აქამდე მთელი ცხოვრება ნაშენი ყველა ერთად დაენგრა.. უჩუმრად ატირდა. ზეწარი მუჭებში მოიქცია და სახე შიგ ჩარგო, იმდენად ჩუმად ტიროდა სრუტუნი რომ არა ალბათ ირაკლი ვერც მიხვდებოდა. შემობრუნდა, უნდოდა ჩახუტებოდა უნდოდა დაევიწყებინებინა გოგონასთვის, მაგრამ იცოდა რომ ტკივილი მიაყენა.. ახლა მათ ურთიერთობას ნამდვილად დასჭირდებოდა დრო, არადა რა ბედნიერი იყო წამების წინ.. და სინდისი ქენჯნიდა რომ ეს ბედნიერებაც თვითონ დაამსხვრია. -წადი. ამოიკვნესა გოგონამ და ატირებული სააბაზანოში გაიქცა.. დილამდე ტიროდა. მერე თავი მოიწესრიგა, ვითომც არაფერი მომხდარაო ქალაქში დაბრუნდა და ცხოვრების ჩვეულ რიტმში ჩადგა.! ალბათ ისე როგორ ყველა ჩვენთაგანი, ხო? ვისთვის არააა ცნობილი ეს გრძნობა, მთელი ღამე ტირილში რომ გაატარებ , დილით კი თითქოს არაფერი მომხდარა, ღმერთო ჩემო, რა ძნელია ჩვენი ყოფა, და ამავედროს რა სასიამოვნო! ***ელენე -საყვარელო, ხომ დაშორდი იმ დღეს, რატომ ადანაშაულებ მას. ხომ იცი უტვინოები არიან კაცები, ჩვენზე როცა ნაწყენები არიან ათას სისუელელეს აკეთეებენ. ამშვიდებდა ნათია სანამ ყავას ვადუღებდი. -ცხელი ყავა ყველა დარდს შველის, სინიზე დაწყობილი ყავის ფინჯნები გამოვიტანე და სავარძელში ჩავესვენე, ცოტახანს კიდევ ტიტინებდნენ, ფიქრებს რომ მოვშორდი ნონას აცრემლებულ თვალებს ჩავაჩერდი -ბედნიერება უსასრულო არასდროსაა, მცნება ბედნიერება არ არსებობს, არსებობს წამიერი ან წუთირი სიამოვნება. როგორც ყველა ტანჯვას მოჰყვება ნათელი დღე, ისეც ყველა ბედნიერებას მოჰყვება საპასუხო დარტყმა..ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის რომ ჩხუბში და ბუტიაობაში გავატაროთ, ერთ წუთს ვართ, მეორეს კი სეიძლება აღარ ვიყოთ, უთხარი რომ გიყვარს რადგან იმასაც უყვარხარ ძალიან, და აპატიე, რადგან თუ მას აპატიებ, საპასუხოდ ის უზარმაზარ ბედნიერებას გაჩუქებს.. ყავის ფინჯანი ჩავცალე, ქურთუკი მოვიცვი და აცრემლებული გამოვედი გარეთ.. ჯერ არ შებინდებულიყო ამიტომ გადავწყვიე სასაფლაოზე წავსულიყავი, ხო.. ამდენი ხნის მერე ძლივს მოვიკრიბე ძალა ,რომ წავსულიყავი, არ ვყოფილვარ მას შემდეგ რაც დაასაფლავეს, ვერ მივდიოდი, გული მისკდებოდა იმაზე ფიქრით რომ ის ცივ სამარეში იწვა, არ მინდოდა დაჯერება რომ ის აღარ იყო , და დღეს როდესაც დავიჯერე რომ ცხოვრებამ მეორედ გამიღიმა , დავიჯერე რომ გუგა აღარ არსებობდა, დავიჯერე რომ ის ჩემს გონებასა და მეხსიერებაშიღა ცოცხლობდა,ამიტომ მინდოდა მივსულიყავი , მეთქვა ამდროის უთქმელი სიტყვები, უკვე კარგად დაგვიანებულს მაგრამ მაინც მეთქვა.. მიწაზე ამოსული აქა იქ ბალახებ ხელით გავგლიჯე და მისი სურათის წინ ჩავიმუხლე.. ისეთი იყო პირველად რომ გავიცანი, მომღიმარი, უდარდელი, სიყვარულით სავსე თვალები ჰქონდა.. -მაპატიე, მაპატიე რომ აქ მარტო დაგტოვე.. დამიჯერე ძალიან მინდოდა მოსვლა, მაგრამ .. ვერ გავბედე. ხომ იცი როგორ მიყვარდი, დღესაც მიყვარხარ, ქვეცნობიერად, შენ ჩემში ცოცხლობ, და შენსთავს ვერავინ წაშლის ჩემი გულიდან. მირჩიე საყვარელო როგორ მოვიქცე, როგორ შევიყვარო სხვა, როგორ მოვუშვა ჩემამდე, როცა დღემდე შენ გეტრფი, .. არადა ვიცი რომ აღარ მოხვალ, საღამოთი წითელ ვარდებს აღარ მომიტან, დილით ოდნავ დამწვარ ერბო კვერცხს არ მომიტან... მამააშენს მემგონი დღემდე ჰჰგონია რომ , მე ...მოგკალი... ნეტა ხვდება მაინც რომ შენი სიკვდილის მიზეზი მისი დაშვებული შეცდომებია.. ვერ შევძელი და ვერ გავასაჯაროე, ამით მეგონა შენს ხსოვნას შევურაცხყოფდი... მაგრამ ვერ მიპატიებია მამაშენისთვის... დიდხანს და შეუჩერებლივ ვსაუბრობდი, ვუყვებოდი ყველა დეტალს , ყველა წუთს რაც კი გადამხდა , არც ალექსანდრე გამომრჩენია -მეგონა ვეზიზღებოდი, მაგრამ დღეს , როდესაც ასე ახლოს აღმოვჩნდი მასთან .. არვიცი რა დამემართა, ასეთი გრძნობა შენთანაც კი არ მქონია, ალბათ ამხელა ტკივილის მერე მოსული ბედნიერება ნამდვილად უსაზღვროა..ჯერ არც დაწყებულა არაფერი , მაგრამ არ მინდა რომ დავკარგო, მეშინია რომ ხვალ გავიღვძებ და უკვე ყველაფერი დამთავრებული იქნება.. ცრემლებს მუჭით ვიშრობდი როდესაც რაღაცის მკვეთრმა შუქმა თვალი მომჭრა, თითები ავიფარე სახეზე , და როდესაც შუქი იმდენად აუტანელი აღარ იყო გამოჩნდა შავი მერსედეს ც63 "ჩემი საოცნებო მანქანა".დაფეთიანებული წამოვხტი ფეხზე და ახალაღა შევამჩნიე რომ უკვე კარგად ჩამობნელებულიყო. მანქანის კარი ხმაურით მიხურა ალექსანდრემ და ჩემსკენ გამოემართა. -შეგცივდებოდა. მითხრა ოდნავ ბოხი ხმით და გუგას სურათს შეხედა -ხო ოდნავ, ჟაკეტის მკლავები უფრო დავქაჩე. -წავიდეთ? საპასუხოდ თავი დავუკარი და მანქანისკენ გავემართეთ, მე რომ მიმიჩინა ადგილი მერეღა ჩაჯდა თავის ადგილას და მანქანა დაძრა. სიჩუმის დარღვევა მე გადავწყვიტე -საიდან იცოდი აქ რომ ვიყავი -ნონამ მითხრა ატირებული გავიდაო და ,ვიფიქრე.. -არგინდა სადმე გავისეირნოთ? მკითხე დამთბარი ხმით.. -სულერთია. მეტი აღარაფერი უთქვამს, მანქანა გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, ოგორც ჩანს სახლში არ მივდიოდით.. ნახევარ საათსი შავი მერსედესი დიდი ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა. -სად მოვედით? ვკითხე ოდნავ შეშინებულმა, არ გამორჩენია მას ეს, წელზე თავისი ტორები შემომაჭდო და სახლისკენ გამიძღვა. ნანახი მოლოდინს ბევრად აღემატებოდა ნათელი თეთრი ოთახები, თანამედროვე და ძველებური დეკორებითა და ავეჯით, ხელნაკეთი ნივთებით.. გემოვნბა ნამდვილად ჰქონდა ამ სახლის პატრონს.. მისაღებში ბუხარს შეშა შეუკეთა და დივანზე ჩემს გვერდით მოკალათდა. -ნონამ ყველაფერი მომიყვა , და არ მესმის აქამდე რატო არ თქვი ეგ ყველაფერი. ისე თქვა მოგიზგიზე ცეცხლისთვის თვალი არ მოუცილებია -რაა? გითხრა//? წარბებშეჭმუხნულმა გადავხედე, არ მჯეროდა -ხო, მოუწია, ,დავემუქრე რომ საქმეს გავხსნიდი თუ არ მეტყოდა. -რატო გააკეთე ეს? -იმიტომ რომ ნამდვილი მიზეზი მაინტერესებდა -გაიგე? - მინდა რომ შენ მომიყვე, უფრო დაწვრილებით ვიდრე ნონას მოუყევი.. დიდი მცდელობების შემდეგ მიაღწია საწადელს, მთელი ღამე გავათენეთ, ყველა დეტალი მოვყევი და ბოლოს თავი მის მხრებზე ჩამოვდე და ღრმა ძილში გავიპარე.. მადლობა, მადლობა რომ კითხულობთ <3 მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.