შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინ თქვა ოცნებას ახდენა არ უწერიაო? (4)


19-10-2015, 14:08
ავტორი daydreamer^^
ნანახია 2 066

მზე ჩასვლას ლამბდა, როცა სანაპიროს მიაშურეს. ბიჭებმა უცებ გაიძრეს ტანსაცმელი და გაიგრილეს დასიცხული სხეულები, მათ გოგოებიც მიჰყვნენ, ნია რატომღაც არ ჩქარობდა ბანაობას. ზაგრის მიღება არჩია, კომფორტულად მოთავსდა „შეზლონგზე“, ყურსასმენები მოირგო თვალები დახუჭა და მზეს მიუშვირა სხეული. როცა მიხვდა, რომ მზის სიმხურვალე ჩრდილმა ჩაანაცვლა ცალი თვალი ჭყიტა და მის წინ ასვეტილი ჯაჭვლიანი შენიშნა.
- ნუ მიჩრდილავ! დაებღვირა ნია.
- სწრაფად ადექი, თორე ძალით ჩაგაგდებ წყალში.
- წადი რა იბანავე შენ თუ გინდა, მე თავი დამანებე ვაჟბატონო. - მე გაგაფრთიხე, დანარჩენი შენთვის მომინდია. ნიამ იფიქრა თავიდან მოვიშორეო და ზუსტად ამ დროს სტაცა ხელი გეგამ და ზურგზე გადაიკიდა გამხდარი სხეული.
- დამსვი ცხოველო! შეჰყვირა ნია, თან მუშტებს ურტავდა გეგას. - არ მორჩები ფართხალს? -ნამდვილი იდიოტი ხარ. მამაკაცს აგარ მოუსმენია ნიაკოს პანიკისთვის წყალში შეიყვანა გოგონა.
- მცივა, ვერ ვერჩვევი წყალს ესე მალე. ლამის ცრემლები გადმოყარა.
- ცურვა არ იცი?
- არა, და არ გაბედო დაცინვა.
- წამო ღრმა წყალში გაგიყვან.
- ხომ გითხარი არ ვიცი გეგა ცურვა, ჯერ წყალში ძალით შემომათრიე ეხლა ჩემი დახრჩობაც ინდა ხო? ირონიულად გაუცინა. - ნუ სულელობ, გირჩევნია კარგად მომხვიო ხელი.
- სხვა გზა არც მაქვს, ფეხებს ვეღარ ვაწვდენ ფსკერს.
- ბავშვები სად წავიდნენ?
- აქვე , ახლოს რომ ბარია იქ არიან.
- მოიცა, არ მითხრეს და ისე წავიდნენ? ემიმაც კი არ მითხრა. გაიბუტა ნია.
- ნუ წუწუნებ, შორს არ არიან.
- მოდი ვითამაშოთ.
- არ ვარ თამაშის ხასიათზე გეგა, გამიყვანე ნაპირზე. თან მალე დაბნელდება.
- მერე ღამე ბანაობას რა ჯობია.
- შენ რა გიჭირს ცურვა იცი, მე რა მეშველება?
- შენ მე გყავარ.
- ჰმ.. გამიყვანე მეთქი.
- გაგიყვან თუ მაკოცებ. თვალე სასაცილოდ ააპარპალა და უფრო ახლოს მიიზიდა.
-არა! შენ ხომ არ გაგიჟდი.
- კარგი მაშინ ხელს გაგიშვებ.
- არ გაბედო გეგა ჯაჭვლიანო, დავიხრჩობი. მუდარის ნოტები აკიაფდა ნიას ხმაში.
- მაკოცე. კვლავ თავისას აგრძელებდა გეგა.
- არა თქო, ვთქვი უკვე.
- როგორც გენებოს. ხელი გაუშვა, იფიქრა გოგონა შეშნდებოდა, ყელშე ჩამოეკიდებოდა და სურვილსაც აუსრულებდა, როგორც წაგებული, მაგრამ შეცდა.
საღამოხანი იყო, ბნელოდა წყლის ზედაპირზე რომ ვეღარ შენიშნა შეშინდა. ჩაყვნითა და მისი ძებნა ცადა, მაგრამ ურიგოდ. სიბნელეში ვეღარ არჩევდა ნიას. ბოლოს შემთხვევით დაინახა მისი თმა და ხელი წაავლო. როგორც იქნა გამოიყვანა იგონო სხეული და სანაპიროზე დააწვინა.
-ღმერთო მიშველე გთხოვ. თავისთვის იმეორებდა. ათრთოლებული ტუჩები შეახო ტუჩებზე და ხელოვნური სუნთქვით ცადა მისი გონს მოყვანა. მიდი გთხო, გაახილე თვალები. არ წყვეტდა გეგა მუდარას. როგორც იქნა გადმოღვარა გადაყლაპული წყალი და თვალების გახელაც ცადა. როცა მის თვალებში გაბრაზება და ზიზღი ამოიკითხა ჯაჭვლიანმა გულის საშინლად გაუხდა. მიხვდა თავის დანაშაულს. მაგრამ ახლა გვიანი იყო. მის გერდით დაჯდა. თავი მუხლებზე დაიდა. ხელები თავზე შემოიწყო. ნია მის გვერდით ხმაამოუღებლად იჯდა და ჩამავალ მზეს გაჰყურებდა. ნახევარ საათიანი სიჩუმის შემდეგ დუმილი ნიამ დაარღვია.
- მე სახლში მივდივარ. თქვა და წამოდგომა ცადა. მაგრამ რატომღაც შებარბაცდა. გეგამ ხელი შეაშველა და ფეხებზე დაისვა. გოგონამ საცოდავი თავლებით ამოხედა.
- მაპაიე გთხოვ. თქვა ოღონდ თვალებში შეხედვა ვერ გაბედა. ნიას სახე ცრემლებმა დაუნამა. ოროვე ხელი შემოხვია გეგას და თავი გულზე დაადო. დიდი ხანი იყვნენ ასე, უსიტყვოდ. უკვე კარგად ჩამობნელდა. სანაპირო დაიცალა ხალხისგან. ისინი კი კვლავ იგივე პოზაში იყვნენ. გეგა თავზე ეფერებდა, დრო და დრო შუბლზე კოცნიდა. დუმდნენ, მაგრამ მათი დუმილი იმაზე ბევრ ლაპარაკს ნიშნავდა ვიდნე ამ სიტყვის მნიშვნელობად შეიძლება წარმოვიდგინოთ. მათ უსიტყვოდ ესმოდათ. ნიას გეგას გულისცემას უსმენდა. გეგა კი მისი ფერებით ირთობდა თავს. ნიას ჩაეძინა. გეგამ შეხედა და ხმამაღლა გაიფიქრა „ რა ლამაზი ხარ“. ხელები მჭიდროდ მოხვია და ხელში აიყვანა, თვითონაც ადგა და სახლისკენ მიმავალ გზას გაუყვა.
* * *
თვალები რომ გაახილა, გაოცებისგან შეჰკივლა. თავის ლოგინში იწვა. ემილის საწოლი ცარიელი იყო, მარიამს კი ტკბილად ეძინა. ტელეფონის ხმამ მიიქცია მისი ყურადღება. - მარ, ტელეფონი გირეკავს, დის გაღვიძება ცადა. სხვა გზა რომ არქონდა უპასუხა.
- გამარჯობა ქალბატონო მარიამ. ტელეფონში მარიამის უფროსის ბოხი ხმა გაისმა.
- იცით მე მისი და ვარ ნია, მარიამს სძინავს.
- ძალიან დიდი ბოდიში ამ დროს რომ გაწუხებთ. სერიოზული საქმე რომ არ მქონდეს ნამდვილად არ დავრეკავდი ამ დროს, იქნებ გააღვიძოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ნია.
- კარგით. ცოტა ხანში თვითონ გადმოგირეკავთ. ტელეფონი გათიშა და დას მიუტრიალდა. როგორც იქნა გააღვიძა. აუხსნა მომხდარი. მარიამმა ოთახი დატოვა ტელეფონზე დარეკა.
ცოტა ხანში მარიამი დაბრუნდა, სახეზე ეტყობოდა, რომ უსიამოვნო ამბავი ამცნეს.
- რა ხდება? ხო მშვიდობა მარ.
- კი, უბრალოდ სამსახურში უნდა გავიდე.
- რაა?? დასვენება მაინც გაცადონ. ეს რა წესია ერთი. სამსახურია თუ ციხე?
- ამერიკიდან პარტნიორები ცამოდიანო და შენს გარდა სხვას ვერავის ვანდობ მათთან შეხვედრასო.
- კარგი რა მარ. მერე ჩვენი დასვენება?
- არაუშავს ნია. არაფერია. თან 2 კვირაა უკვე აქ ვარ. მშვენივრად დავისვენე.
- კარგი რა გაეწყობა, ჩავალაგებ ტანსაცმელებს. ხვალ დილით მივდივართ თუ ამარამვე?
- რა სულელი ხარ გოგო. შენ სად მოდიხარ ერთი. გაიგიმა მარიმ.
- აბა მე აქ ვიყო და შენ კიდე თბილიში მუშაობდე?
- ხო გითხარი დავისვენე უკვე . ისედაც მომბეზრდა ბათუმი. ხო იცი მე მტაში უფრო მიყვარს.
- კარგი რა გაეწყობა. მაშინ შემპირდი რომ მოიცლი თუ არა ეგრევე წავალთ მთაში ერთად.
- როცა მოვიცლი აუცილებლად.
ნია ჩაეხუტა დას. გული წყდებოდა რომ მისი გაშვება უწევდა, მაგრამ სხვა გზა მართლაც რომ არ ქონდა.
ემილი სახლში მოსვლას აგვიანებდა, ნია ტელეფონზე წერდა მაგრამ უშედეგოდ. არც ზარებს პასუხობდა. ნიას ნერვიულობა შეეტყო. არც უნდოდა მარიამისთვის ეკითხა რამე, იცოდა რომ ემი მარის არ ეტყოდა სად წავიდა და არ უნდოდა სიტუაციის გაუარესება. 3 საათი იქნებოდ, როცა აივანზე ხმაური გაიგონა. ეგრევე გაუყარა ფეხები შლოპანცებში და გარეთ გავარდა. ემილი ვიღაცას ეხუტებოდა . ამ სცენის დანახვსას პირი ღია დარჩა, გაშტერებული უყურებდა. ერთმანეათი გადაკოცნეს უცნობმა და ემიმ და დაემშვიდობნენ ერთმანეთს. უცნობი აშკარად მამაკაცი იყო. სიბნელეში ძლივს არჩევდა სილუეტებს. ძალიან გაბრაზდა, აქამდე არაფერს უმალავდნენ დაქალები ერთმანეთს, ეხლა რამოხდა? დავაშავე რამე? თავის თავს ეკითხებოდა ნია. ფიქრობდა რომ მეგობარი აღარ ენდობოდა. ემი მოუახლოვდა.
- ნია შენ ხარ?
- ხო, და ვეოდები ახსნა განმატებებს.
- კარგი რაა ნუ მიბრაზდები გოგო. სახლში არ იყავი და როგორ მეთქვა სად მივდიოდი?
- ტელეფონი მააქვს სხვათაშორის.
- ხო ნია, მაგრამ ისე უცებ წავედით რომ აღარ SMS ის მოწერა.
- კა ხო გაპატიე, ეხლა დაჯდები და ყველაფერს მომიყვები დაწვრილებით. ვინ იყო ჯერტ აქედან დავიწყოთ. მოჩვენებითი სერიოზულობით უთხრა დაქალს.
- ემილის სიცილი აუტყდა მის საქციელზე.
- რა გაცინეს გოგო დაიწე, ნიაც აჰყვა მას.
- კარგი. გუგა იყო, გეგას ძმაკაცი.
- რაააა? ვაიმე რა მაგარიააა? რაო? სად იყავით? აუ რა მაგარი წყვილი იქნებოდით.
- მოვლენებს ნუ უსწრებ შენ. აუ ნიი. ხო გამიგებ? მითხარი რომ გამიგებ ეხლა რასაც გეტყვი.
- კარგი რა ეს რა შესავალი გაუკეთე, რა მოხდა ესეთი.
- ვაკოცე.
- ჰაჰაჰჰააა,. სასაცილოდ გადაიხარხარა, მეც არაერთხელ მაკოცა გეგამ.
- ხო მაგრამ.
- რაღა მაგრამ გოგო ძალიან მაგარია.
- იმდენი რამ მოხდა ნი. ესე მგონია მთელი ცხოვრება ვიცნობდი და მიცნობდა. სხვათაშორის ისიც მერწყულია შენსავით.
- ძალიან კარგი. იდეალური ვარიანტია.
- გოგო სანაპიროდან რომ წამოვედით მითხრა ბოტანიკურ ბაღში წავიდეთო. ვერ აღგიწერ და ლამაზი იყო იქაურობა. ბალახებში ვიწექით ორივე ჩემი ხელი ხელში ეჭირა . ვლაპარაკობდით ჩვენზე. უცებ თავი ცემსკენ გადმოხარა, მეც მისკენ გავიხედე რატომღაც. განძრევა ვეღარ მოვასწარი ტუჩებზე მეცა. ვერ აღგიწერ რა გრძნობა იყო. თვალებიდან ნაპერწკლები ლამის გავყარე სიხარულისგან.
- ვაიმე ცუდად ვარ. აღფთოვანებული უსმენდა ნია და სიცილით კვდებოდა. ემილის ბედნიერება მისი ბედნიერებაც იყო.
- მერე, უკან გაიწია თვალებში ჩამხედა და მითხრა „ რა ლამაზი ტუჩები გაქვა“. მე გამეცინა. მან ახლა შუბლზე მომადო ტუჩები და ჩამეხუტა. იცი რა საყვარელი იყო? იმ წუთებში ესე მეონა ცაში დავფრინავდი.
დიდხანს ილაპარაკეს გოგოებმა. ნიამაც მოუყვა, თუ როგორ გადარჩა დღეს დახრჩობას. თენდებოდა დაძინება, რომ გადაწყვიტეს. ოთახში შევიდნენ და დადებითი ემოციებისგან დამუხტულებს ჩაეძინათ.



№1 სტუმარი good girl

vaimee dzan magarii istoriaa :*
au gaagedzelee da malee dade xolmee ra dzaan didi txovna iqnebaa :* <3

 


№2  offline წევრი daydreamer^^

good girl
vaimee dzan magarii istoriaa :*
au gaagedzelee da malee dade xolmee ra dzaan didi txovna iqnebaa :* <3

შევეცდები აღარ დავიგვიანო ^^

 


№3 სტუმარი nino k.d.

მალე დადე რააა ძალიან კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent